Category: სხვადასხვა

  • სექსის იმიტაცია და პოლიტიკური ხუმრობები: მადონამ ნიუ იორკის კონცერტზე ფანები დაშოკა

    რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში მადონას დიდი საკონცერტო ტური დაიწყო, რომლის ორგანიზება მისი ახალი ალბომის, Madame X- ის მხარდასაჭერად მოხდა. პირველი შოუს დეტალები ქსელში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორც ირკვევა, 61 წლის მომღერალმა ფანები გააოცა.

    მადონა სცენაზე დათქმულ დროზე ბევრად უფრო ადრე გამოვიდა და ამის გამო საკმაოდ გულგრილად მოიხადა ბოდიში. მუსიკალურ ნომრებს შორის შესვენებისას მომღერალი ლუდს პირდაპირ სცენაზე სვამდა და სხვადასხვა თემაზე ხუმრობდა. მაგალითად, ერთ–ერთ მონოლოგში მადონამ ენამწარედ იხუმრა აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით. “რა ქვია ადამიანს პატარა პენისით? დონალდ ტრამპი!“ – მიმართა მადონამ პუბლიკას.

    კონცერტზე დამსწრეები ამბობენ, რომ მომღერალი მეტისმეტად თავისუფლად იქცეოდა, საუბრბდა იმაზე, რომ “ყოველ ქალს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, რა უქნას თავის სხეულს“, და სცენაზე სექსის იმიტირებაც სცადა.

    რაღაც მომენტში სცენაზე მისი სამი შვილი გამოიყვანა და შვიდი წლის ქალიშვილს, სტელას კითხა, ხომ არ სურდა რამე ეთქვა მაყურებლისთვის. ამის შემდეგ გოგონამ მხარდაჭერა გამოუთქვა მოძრაობას #MeToo, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ იბრძვის. სხვათა შორის, კონცერტის დაწებამდე მადონამ მაყურებელს შოუს ტელეფონით გადაღება აუკრძალა, და მიზეზად ის დაასახელა, რომ სურდა “ყოველი მაყურებლისთვის თვალებში ჩაეხედა“, ამიტომაც ინტერნეტში ტურის ფარგლებში გამართული მისი პირველი კონცერტის მხოლოდ რამდენიმე ფოტო მოხვდა.

  • ჯენიფერ ლოპესმა საკულტო შიშველი კაბით მილანში ფურორი მოახდინა

    50 წლის ჯენიფერ ლოპესი მილანის მოდის კვირეულზე ვერსაჩეს ჩვენებაზე გამოვიდა და ფურორი მოახდინა. მომღერალს ეცვა კაბა, რომელიც იმ ლეგენდარული კაბის რიმეიქია, 2000 წლის გრემის დაჯილდოების ცერემოანიალზე რომ ეცვა.

    თანამედროვე “ტროპიკული“ კაბა ისეთივე სექსუალური და მიმზიდველი იყო, როგორც 19 წლის წინანდელი ორიგინალი. ამ ხნის მანძილზე დიდად არც მომღერალი შეცვლილა.

    დონატელა ვერსაჩემ ფოტოების სერია და ჩვენების ვიდეო ინსტაგრამზე დადო. იტალიელი დიზაინერი ჯენიფერ ლოპესით აღფრთოვანებულია

  • რუსეთში ვირუსების კვლევის ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა

    რუსეთში, ციმბირში, ნოვოსიბირსკის რეგიონის ქალაქ კოლცოვოში ბუნებრივი აირის გაჟონვამ კვლევით ცენტრ „ვექტორში“ აფეთქება გამოიწვია, რომელშიც სხვადასხვა ტიპის ვირუსების სინჯები ინახება, მათ შორის ნატურალური ჩუტყვავილას და ებოლას. მის შესახებ BBC წერს.

    აფეთქება ვირუსოლოგიის და ბიოტექნოლოგიის კვლევის სახელმწიფო ცენტრის მეხუთე სართულზე, სანიტარული ინსპექციის ოთახში რენოვაციისას მოხდა.ამავე შენობაში ინახებოდა ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს იკვლევდნენ.აფეთქების შედეგად მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთ-ერთმა თანამშრომელმა. აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია. 

    ადგილობრივ მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ოთახში, რომელშიც აფეთქება მოხდა საშიში ნივთიერებები არ ინახებოდა.ნატურალური ჩუტყვავილის ვირუსი დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილასაა შემორჩენილი, რუსეთის ამ ლაბორატორიაში და ატლანტაში დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში.

    „ვექტორში“ მსოფლიოში ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექცია ინახება. ცენტრი 1974 წელს აშენდა, ბაქტერიოლოგიური და ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმების შემუშავების მიზნით

  • რიანამ დემნა გვასალიას ფეხსაცმელი მოირგო

    რიანამ თავისი ბრენდის ჩვენებაზე ბალენსიაგას შავი ფეხსაცმელი მოირგო. ფოტო დემნა გვასალიამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

    rihana

  • მუსიკოსებისთვის ახალი სივრცე “OTAKHI 21” გაიხსნა

    {{ARTICLEIMAGE}}

    “OTAKHI 21” სივრცე სადაც შესაძლებელია შეისწავლოთ დიჯეინგი, პროდუსინგი და Ableton live-ი. “OTAKHI 21”-ის შემქმნელი დიჯეი და პროდუსერი ნიკა ჯორბენაძე, სასცენო სახელით ცნობილი როგორც Sarasvat.

    კურსები მორგებულია როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ მუსიკოსებზე. სტუდია აღჭურვილია მსოფლიო სტანდარტი აპარატურით. უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილიოთ კურსების აღწერა. “OTAKHI 21”-ში. კურსის სწავლების პროცესში ხშირად მოეწყობა ვორკშოფები და სხვადასხვა მუსიკალური საგანმანათლებლო ღონისძიებები. კურსის ბოლოს კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ გამოავლინონ თავიანთი შეძენილი უნარები და წარსდგნენ მსმენელის წინაშე.

    FACEBOOK მისამართი


    DJ კურსი – კურსი სადაც დიჯეინგის ყველა საფუძველს გაივლით. კურსზე ისწავლება მუსიკის დათვლა, ყურით Beat Matching_ი, სეტის სტრუქტურა და ყველა მნიშვნელოვან დიჯეინგის დეტალი. ისწავლით როგორც ფირსაკრავზე ასევე ციფრულად CDJ_ზე დაკვრას.მხოლოდ კურს დამთავრებულებს ექნებათ საშუალება გაიარონ “DJ Advanced 202” კურსი, სადაც შეძლებენ დაეუფლონ Scratching ტექნიკას, B2B (Back to Back) მუსიკის შესრულებას, ედვენს დიჯეი ტექნიკას და ისარგებლონ ფასდაკლებებით სხვა ყველა კურსებზე.

  • დემნა გვასალია Vetements-ს ტოვებს

    ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მის მიერ შექმნილ, გავლენიან მოდის ბრენდს, Vetements-ს ტოვებს.  ინფორმაციას ამის შესახებ wwd.com-ი ავრცელებს.

    „ის, რასაც დემნამ მიაღწია ბოლო რადენიმე წელში, წარმოადგენს საკვანძო ნაწილს Vetements-ის ისტორიაში. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ დემნასი იმისთვის, რაც მან Vetements-ის განვითარებისთვის გააკეთა.“- განაცხადა დემნას ძმამ, გურამ გვასალიამ, რომელიც ციურიხში მდებარე მოდის სახლის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

    “ვგრძნობ, რომ შევასრულე ჩემი მისია”- განაცხადა 38 წლის დიზაინერმა.

    დემნა გვასალია აგრძელებს „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის მოვალეობის შესრულებას, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია პარიზში 29 სექტემბერს უნდა წარმოადგინოს.

  • “თქვენი დაჭერა აზრად არ მომსვლია“– რა უთხრა ოცნების გენერალურმა პროკურორმა პაროდისტს, რომელმაც სააკაშვილის ხმით დაურეკა

    სააკაშვილის პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა ვანო ჯავახიშვილის შოუში, რომელიც დღეს პირველად გავიდა მთავარი არხის ეთერში ის ისტორია გაიხსენა, როცა ანაკლიიდან ქართული ოცნების გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს სააკაშვილის ხმით დაურეკა.
    პაროდისტი იხსენებს, რომ 2013 წლის აგვისტოში ანაკლიაში ჩავიდა, სადაც იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული პოლიციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ და ერთ–ერთ რესტორანში ქეიფობდნენ. სააკაშვილის პაროდისტი მათთან მივიდა და გადაწყვიტეს მაშინდელი მთავარი პროკურორისთვის, არჩილ კბილაშვილისთვის პაროდისტს სააკაშვილის ხმით დაერეკა. რა დიალოგი შედგა ღამის სამ საათზე მაშინდელ მთავარ პროკურორსა და “სააკაშვილს შორის“, ნახეთ ვიდეოში.

  • “ვიდეო გადაიღე, „ფეისბუქზე“ ატვირთე, Hi”- ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი ინციდენტის შემდეგ (ვიდეო)

    “ვიდეო გადაიღე, „ფეისბუქზე“ ატვირთე, Hi”-ასე მიმართა  ზაქარია ქუცნაშვილის ცოლმა თეა სანიკიძემ  გონიოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირს, რომელიც ინციდენტის გადაღებას ცდილობდა.

    შეგახსენებთ, გონიოში, ზაქარია ქუცნაშვილის ცოლი სამოქალაქო აქტივისტს ირაკლი არეშიძეს ფიზიკურად გაუსწორდა. ინცინდენტის შემდეგ, დაზარალებული პოლიციაში გადაიყვანეს.

    აქტივისტთან კომენტარს “მთავარი არხი” ავრცელებს. ირაკლი არეშიძე ყვება, რომ მას ქუცნაშვილის ცოლი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც “სირცხვილიას” აქტივისტმა ყოფილ დეპუტატს “გავრილოვის მონა” უწოდა.

  • VETEMENTS-მა ფეხსაცმელი გამოუშვა, რომელსაც ქუსლზე ბოთლის სახსნელი აქვს

    ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდმა VETEMENTS-მა სპეციალური ფეხსაცმელი გამოუშვა, რომელსაც ქუსლზე ბოთლის სახსნელი აქვს. ფეხსაცმელი უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი 1 090 ევროა.


  • უხერხულობა: სელინ დიონი და ჯენიფერ ლოპესი ერთი და იგივე კაბაში გამოჩნდნენ

    არაერთხელ მომხდარა, როცა ცნობილი ვარსკვლავები ერთ ღონისძიებაზეც კი აღმოჩენილან ზუსტად ერთნაირი კაბით. ასეთ დროს როგორც წესი, უხერხულობა იქმნება და შემდეგ პუბლიკა დიდხანს განიხილავს, რომელს უფრო უხდებოდა სამოსი.

    ამჯერად ერთი და იგივე კაბაში სელინ დიონი და ჯენიფერ ლოპესი გამოჩნდნენ, თუმცა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ღონისძიებაზე. ვალენტინოს თეთრი, ბუმბულებით გაწყობილი მოკლე კაბა სელინ დიონს პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდის ჩვენების დროს ეცვა. ჯენიფერ ლოპესს კი ამ დღეებში მის ახალ ფილმთან–“სტრიპტიზის მოცეკვავეები“ – დაკავშირებულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე. დავა, რომელს უფრო უხდებოდა ვალენტინოს კაბა, სოციალურ ქსელებში აქტიურად მიმდინარეობს.