Category: სხვადასხვა

  • ამერიკელმა ქალმა საყვარელი ციფრის წყალობით ლატარიაში $30 000 მოიგო

    აშშ-ში, მერილენდელი ქალისთვის საყვარელი ციფრი-9 იღბლიანი გამოდგა.63 წლის პამელა ვენდლანდმა  ციფრების კომბინაციებით ლატარიის ბილეთი რამდენჯერმე შეავსო და სოლიდური თანხა $30 000 მოიგო.

    ამერიკელი ქალის განცხადებით, ის ლატარების ბილეთს კვირაში 3-4-ჯერ ყიდულობს და ყოველთვის ციფრ 9-ს უთითებს.

    იღბლიანი ქალის მოგებიანი რიცხვების კომბინაცია კი ასეთი იყო: 9-19-29-39-49-59-69-79.

    პამელა მოგებული თანხის ნაწილს ქორწინების 20 წლისთავის აღნიშვნისთვის დახარჯავს და ნაწილს კი  ოჯახის წევრებს გაუნაწილებს.

  • პარიზში ბალენსიაგას ჩვენებაზე ბელა ჰადიდი გამოვიდა (ვიდეო)

    დღეს, პარიზში ბალენსიაგას ჩვენება შედგა. ბრენდის კრეატიულ დირექტორთან დემნა გვასალიასთან ერთად ჩვენებას ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე დაესწრო. ჩვენებაზე ტოპმოდელი ბელა ჰადიდი გამოვიდა.  ამის შესახებ ინფორმაციას “DailyMail”-ი წერს და ასევე ვკითხულობთ დემნა გვასალიას ოფიციალურ გვერდზეც.

    “სასიამოვნო მოულოდნელობა: ბელა ჰადიდი დემნას დღევანდელ ჩვენებაზე ბალენსიაგასთვის”,- წერია დემნა გვასალიას ფეისბუქ გვერდზე.

    დღეს, 29 სექტემბერს პარიზში ბალენსიაგას ჩვენება შედგა. ჩვენებაზე ტოპმოდელი ბელა ჰადიდი გამოვიდა. ბრენდის კრეატიულ დირექტორთან დემნა გვასალიასთან ერთად ჩვენებას ქართველი მოდელი თაკო ჩხეიძე დაესწრო.

  • “ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს“– ინგა გრიგოლია

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ხელი გაარტყა ფეისბუქის სტატუსით ეხმაურება:

    “ყველაფერი აკადრეს ამ ადამიანს, რასაც ნორმალურ ქვეყანაში ვერავინ გაბედავდა, უქვეყნეს და უქვეყნეს პირადი ცხოვრების კადრები, გადაუარეს, ხოდა მაშინვე ვთქვი, რომ ეკას სოლიდარული ვიყავი ამ ამბავში, როცა მასთან პირადი კადრებით დაიწყეს ანგარიშსწორება. ეგრე უნდა აარტყა ყველა კაცს, რომელიც მორალზე დაგიწყებს ღლიცინს.Ekaterine Beselia აი ეგრე!“ –წერს ინგა გრიგოლია.

  • ასლან აბაშიძე მოსკოვში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა

    აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი, ასლან აბაშიძე რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნება მოსკოვში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე გახდა. რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ “ღია მედია“ მონაცემთა ბაზაში აღმოაჩინა, რომ ასლან აბაშიძე 2019 წლის აგვისტოში გახდა მოსკოვის დასავლეთ ადმინისტრაციულ ოლქში, ზვენიგოროდის ქუჩა 16–ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ლეგენდა“–ს თავმჯდომარე.

    ასლან აბაშიძე იძულებული გახდა 2004 წელს საქართველო დაეტოვებინა. მას შემდეგ ის მოსკოვში ცხოვრობს. ასლან აბაშიძის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მის წინააღმდეგ ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

  • ინდონეზიაში ცა გაწითლდა (ფოტო/ვიდეო)

    ინდონეზიის ერთ-ერთ პროვინციაში ცა და ირგვლივ გარემო ამ შაბათ-კვირის განმავლობაში წითელი ფერის იყო. ამის მიზეზი კი  გავრცელებული ტყის ხანძრებია, რომელმაც ქვეყანაში საკმაოდ  დიდი ფართობი მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეომასალას  BBC ავრცელებს.

    ჯამბის პროვინციის ადგილობრივმა მკვიდრმა ცას ფოტო გადაუღო და როგორც მან თქვა, კვამლის გამო თვალები და ყელი ასტკივდა. BBC-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად ტყის ხანძრები ინდონეზიაში კვამლის ბურუსს ქმნის, რომელიც შესაძლებელია, რომ აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გავრცელდეს ხოლმე.

    {{VIDEO}}

  • Rick And Morty-ს და The Simpsons-ის პროდიუსერი მაიკლ მენდელი გარდაიცვალა

    ანიმაციის პროდიუსერი მაიკლ მენდელი, რომელმაც “ემის” 4 ჯილდო მოიგო, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მენდელის მეუღლის განცხადებით მაიკლი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

    მაიკლ მენდელი ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, ანიმაციური სერიალის Rick And Morty-ს და ასევე მსოფლიოში პოპულარული ანიმაციური სერიალის The Simpsons-ის პროდიუსერი იყო.

    ცნობილი ანიმაციის პრემიერა პირველად 2013 წლის 2 დეკემბერს გაიმართა და კრიტიკოსების მოწონება თავიდანვე დაიმსახურა.

    მაიკლ მენდელს Emmy-ს 4 ჯილდო აქვს მიღებული.

  • საყვარელი კატის კლონირებაში პატრონმა 35 000 დოლარი გადაიხადა. როგორ გამოიყურება მსოფლიოში პირველი კლონირებული კნუტი

    კნუტი სახელად „ნიორი“ ჩინეთში კლონირების შედეგად დაიბადა. ის გარდაცვლილი კატის ზუსტი ასლია და სახელიც იგივე ქვია. საყვარელი კატის კლონის შექმნაშიპატრონმა 35 000 დოლარი გადაიხადა.

    კატის პატრონი, ხუან იუ ამბობს, რომ ძალიან უხარია რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ საკუთარ კატას ისევ ხედავს და არც კი იცის როგორ აღწეროს საკუთარი ემოციები. ის ამბობს, რომ „ნივრის“ გარდაცვალებამ ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა, რადგან თავს დამნაშავედაც გრძნობდა იმის გამო, რომ შესაძლოა საავადმყოფოში ადრე წაყვანით მისი სიცოცხლე გადაერჩინა.მეცნიერებმა გასულ წელს გარდაცვლილი კატის დნმ აიღეს და ემბრიონი შექმნეს. ჩანასახი სუროგატ დედას გადაუნერგეს და ამგვარად გაჩნდა კატის ზუსტი ასლი. ის სუროგატმა დედამ წამოზარდა, რა თქმა უნდა კლინიკის ზედამხედველობით.

    ბოლო წლებში ჩინეთში სწრაფად ვითარდება გენეტიკა. ამ სფეროში ჩინეთი უკვე აშშ–ს, ბრიტანეთს და სამხრეთ კორეას დაეწია.“ნიორი“ მსოფლიოში პირველი კლონირებული კატაა. პეკინური კომპანია სინოგენი ძაღლების კლონირებასაც ეწევა. ძაღლის კლონირება აქ 53 000 დოლარი ღირს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გარეგნული მსგავსების მიუხედავად კლონირებული ცხოველი ორიგინალისგან ხასიათით მაინც სრულიად განსხვავებული იქნება და ჯობს პატრონებმა საყვარელი ცხოველის კლონირების ნაცვლად თავშესაფრიდან უპატრონო ცხოველი აიყვანონ და გაზარდონ. თუმცა კლინიკის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კლონირებული გარდაცვლილ ცხოველს გარეგნობაზე მეტად ხასიათით გავს, რადგან ხასიათის ძირითადი მაფორმირებელი გენეტიკაა.

    მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი იყო ცხვარი სახელად დოლი.

  • მეცნიერებმა შექმნეს ქუდი სიმელოტის წინააღმდეგ,რომელიც თმის ამოყვანას ასტიმულირებს

    თავის კანის ელექტროსტიმულაციას შეუძლია გამელოტებულ მამაკაცებში თმის აღდგენა გამოიწვიოს, თანაც ამ სისტემის ჩამონტაჟება ჩვეულებრივ სპორტულ ქუდში შეიძლება.ყოველ შემთხვევაში, ვისკონსინის უნივერსიტეტში უბეწვო ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთმა სტიმულაციამ საცდელი ვირთხების ბეწვის საფარის აღდგენა გამოიწვია.

    გამელოტებასთან ბრძოლის ამჟამად არსებული მეთოდები ან არაეფექტურია, ან ძალიან ძვირია. თმის ბოლქვების ელექტროსტიმულაცია უკვე დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ რთულ პროცედურებს მოითხოვს სტაციონარული ტექნიკის გამოყენებით.

    ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა  კი შეძლო თავის კანზე დასაკრობი პორტატიული პლასტირის შექმნა, რომელიც თავად პაციენტის სხეულის მოძრაობის ხარჯზე ელექტროიმპულსების გენერირებას ახდენს. პლასტირი სულ 1 მილიმეტრის სისქის  ნაჭერია და ელექტროგამტარი მასალების რამდენიმე ფენისგან შედგება, რომლებიც ტრიბოელექტრონული ეფექტის ხარჯზე, რომელიც ხახუნის შედეგად წარმოიქმნება, სუსტ ელექტრონულ ძაბვას წარმოქმნის.

    ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთი ძაბვა თმის ზრდის ბუნებრივი ფაქტორის – კერატონიციტის გამომუშავებას ასტიმულირებს.

    კვლევის ერთ–ერთმა ავტორმა პლასტირი საკუთარ მამაზე გამოსცადა, რომელიც ბოლო წლებში გამელოტდა და ამტკიცებს, რომ ერთი თვის შემდეგ მას ახალი თმა გაეზარდა.

    ახლა მეცნიერებმა შეიმუშავეს სპორტული ქუდის პროტოტიპი, რომელიც მთლიანად ელექტროგამტარი ქსოვილებისგან შედგება და განაცხადი შეიტანეს ახალი მეთოდის კლინიკურ გამოცდაზე.ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, რადგან გენეტიკურად გამოყვანილი უბეწვო თაგვები მამაკაცური სიმელოტის კარგ მოდელად ითვლება. ამასთან, სპორტული ქუდის მიერ გამომუშავებული სიგნალები იმდენად სუსტია, რომ ადამიანი მათ ვერც ამჩნევს.

    თუმცა, უკვე წინასწარ ცხადია, რომ ეს მოწყობილობა მხოლოდ მათ გამოადგებათ, ვინც ცოტა ხნის წინ გამელოტდა ან ამჟამად მელოტდება, რადგან წლების განმავლობაში თავის კანი კარგავს ახალი თმის ბოლქვების გამომუშავების უნარს.

    ძილის დროს ქუდის დახურვას აზრი არ აქვს, რადგან ის ელექტროიმპულსებს ამ დროს არ გამოიმუშავებს. თუმცა, მისი შემქმნელების თქმით, დღის განმავლობაში რამდენიმე საათით სტიმულაცია საკმარისი იქნება შესამჩნევი შედეგის მისაღწევად.