Category: სხვადასხვა

  • რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაცია ოსკარის ნომინაციისთვის იბრძოლებს

    რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი “იცი დედა სად ვიყავი?” ოსკარზე, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კატეგორიაში, შორთ ლისთში მოხვდა.

    ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, მათგან საუკეთესოები 2020 წლის 13 იანვარს გამოავლინდება და სწორედ ისინი გააგრძელებენ ფინალურ ბრძოლას ოსკარისთვის.

    “იცი დედა სად ვიყავი?” 2018 წელს მხატვრის, რეჟისორისა და მწერლის, რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა.

    რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი ლევან გაბრიაძეა.

  • „ვაიმე, დედაჩემი გაგიჟდება“- ჩიკამ და შეფ კონსტანტინემ იქორწინეს (ფოტო/ვიდეო)

    „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფმზარეული კონსტანტინე თედელური დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავში მოაწერეს. წყვილს თან ახლდნენ მსახიობები ბაია დვალიშვილი და ეკა ჩხეიძე, ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი, ქეთი დევდარიანი და სხვა ახლობლები.

    კონსტანტინეს და ანის რომანი საკმაოდ დიდიხანია, გრძელდება.  ფოტოები გოგა ჩანადირს ეკუთვნის. ფოტოგრაფი წერს:

    „აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ.
    ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.
    ვულოცავ წყვილს“.

    {{PHOTOGALLERY}}

    {{VIDEO}}

  • 25 წლის კეი-პოპ ვარსკვლავი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

    კეი-პოპ ვარსკვლავი, ჯგუფ ეფექსის ყოფილი სოლისტი სული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

    25 წლის კორეელი ვარსკვლავი გარდაცვლილი საკუთარმა მენეჯერმა ნახა.

    გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება.

    სულის მეგობარმა კეი-პოპ ვარსკვლავმა ჯონჰიუნმა 2017 წელს 27 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

  • ჯორჯ ქლუნიმ ცოლს ახალგაზრდა მსახიობთან უღალატა

    58 წლის ჯორჯ ქლუნი და 41 წლის ამალი ქლუნის ოჯახში სკანდალი მოხდა. დასავლური ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ჰოლივუდის მსახიობი ცოლს ღალატობს.

    მსახიობს რომანი აქვს 30 წლის კოლეგასთან, ბრი ლარსონთან. მათ ერთმანეთი «Nespresso»– სარეკლამო რგოლის გადაღებისას გაიცნეს.

    პროექტში მონაწილე მათმა კოლეგებმა მაშინვე შენიშნეს, რომ ჯორჯი ბრის გამორჩეულად ექცეოდა და თავს დასტრიალებდა. გოგონაც მის ყურადღებას სიამოვნებით იღებდა. ლარსონი ამჟამად თავისუფალი ქალია: ის ცოტა ხნის წინ ბოიფრენდს დაშორდა.

    მსახიობის გატაცების შესახებ მისმა ცოლმა გაიგო. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ცოლ–ქმარი მათი ქრწინების ხუთი წლისთავის აღნიშვნისას ჩხუბის დროს შენიშნეს. წყვილი  რესტორანში თავის ვარსკვლავ მეგობრებთან – სინდი კროუფორდთან და მის ქმართან, რენდი გერბერთან ერთად ვახშმობდა. თავიდან ოთხივე დროს კარგად ატარებდა, ვახშმის დასასრულისკენ კი ქლუნიმ ცოლს რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ქალი უცებ გაჩუმდა. ინსაიდერები ყვებიან, რომ ამალის რესტორნიდან წასვლისას ამალის თვალზე ცრემლები შენიშნეს.
  • შევედეთის მეფემ შვილიშვილებს ტიტული და სამეფო ტახტის პრეტენდენტობის უფლება ჩამოართვა

    შვედეთის 73 წლის მეფემ, კარლ XVI გუსტავმა ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ განაცხადა. ახალი წესები უშუალოდ სამეფო ოჯახის წევრებს და მათ მოვალეობებს ეხება.

    მეფის შვილების – პრინც კარლ ფილიპის და უმცროსი ქალიშვილის, პრინცესა მადლენის შვილები ამიერიდან შვედეთის სამეფო ოჯახის წევრები აღარ არიან. მათ ასევე ჩამოერთვათ ტიტული – მისი უდიდებულესობა და აღარ აქვთ უფლება შვედეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტები იყვნენ.

    შვედეთის სამეფო სახლის ვებგვერდიდან პრინც კარლ ფილიპისა და პრინცესა მადლენის ტიტულჩამორთმეული შვილების ბიოგრაფიებიც წაშალეს.

    ეს იმას ნიშნავს, რომ კარლ ფილიპის და პრინცესა მადლენის შვილები – სამი წლის პრინცი ალექსანდრი, ორი წლის პრინცი გაბრიელი, ხუთი წლის პრინცესა ლეონორა, ოთხი წლის პრინცი ნიკოლა და ერთი წლის პრინცესა ადრიენა პრინცების, პრინცესების და ჰერცოგების ტიტულებს შეინარჩუნებენ, რომლებიც მეფემ ადრე მიანიჭა, თუმცა არავითარი სამეფო მოვალეობები არ დაეკისრებათ.

    პრინცი კარლ ფილიპი და პრინცესა მადლენი

    შვედეთის მეფე, კარლ XVI გუსტავი, მისი მეუღლე დედოფალი სილვია, მათი უფროსი ქალიშვილი პრინცესა ვიქტორია და მისი ქმარი, პრინცი დენიელი “სამეფო უდიდებულესობის“ სტატუსს შეინარჩუნებენ და შვედეთის მთავარი წარმომადგენლობითი პერსონები იქნებიან. სამეფო ტიტულები და სტატუსი მეფეს არც ვიქტორიას და დენიელის შვილებისთვის ჩამოურთმევია.


    პრინცესა ვიქტორია ქმართან და შვილებთან ერთად

    მეფის ვაჟი, პრინცი კარლ ფილიპი, მისი ცოლი პრინცესა სოფია, ასევე პრინცესა მადლენი საქველმოქმედო საქმიანობას და იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გააგრძელებენ, ვისთანაც აქამდე თანამშრომლობდნენ. მათ ოფიციალური მოვალეობების შესრულებაც მოუწევთ, თუ ამას მეფე მოითხოვს.

    შვედეთის მეფეს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს.

    აღსანიშნავია, რომ მეფის უმცროსი ქალიშვილი, მადლენი ოჯახთან ერთად ამჟამად მაიამიში ცხოვრობს.

  • კახა კალაძეს ახალი ძაღლი ყავს.როგორ გამოიყურება იტალიური ჯიშის ლეკვი

    კახა კალაძეს ახალი ძაღლი ყავს. როგორც მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი წერს თბილისის მერს უძველესი იტალიური ჯიშის, კანე კორსოს ოთხი თვის ლეკვი ხარკოვის დელეგაციამ აჩუქა. ლეკვსვ სახელა ბუ ქვია. 

    “საოცრად თბილი და ალერსიანი გოგოა. უყვარს მოფერება და კომპლიმენტები“– წერს თოქმაჯიშვილი.

    ფეისბუქ მომხმარებლები ლეკვის ადგილსამყოფელით დაინტერესდნენ. მერის პრესსამსახურის ინფორმაციით ის კალაძემ სახლში წაიყვანა და მისი რიგით მეშვიდე ძაღლი იქნება. 

    კანე კორსო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასამსახურო ძაღლია. მას იყენებენ ობიექტების დასაცავად, პირად მცველებად, აგრეთვე იყენებენ პოლიციაში.

  • “მე რაც მიძიგძიგია” – ქეთი დოლიძე კლუბურ ცხოვრებაზე

    ქეთი დოლიძემ გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” კლუბურ ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალგაზრდა რომ იყოს კლუბიდან ვერავინ გამოიყვანა. დოლიძის თქმით, ის ისეთ დროს “ძიგძიგებდა”, როცა მუსიკაში საუკეთესო ხანა იყო. რეჟისორი თვლის, რომ ახალგაზრდების ცხოვრება კლუბის გარეშე წარმოუდგენელია და აცხადებს, რომ ცეკვა ძალიან უყვარს.

    ამ საუბრის შემდეგ, მას მარიხუანასთან დაკავშირებით კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. როგორც მან გადაცემაში თქვა, მარიხუანა ერთხელ ახლობელმა მოაწევინა:

    “აი რომ დავწექი, მახსოვს რომ გავფრინდი, მთებს გადავუფრინე და დამეძინა. მეტი არაფერი. ამის შემდეგ არასდროს გამისინჯავს,” – თქვა მან.

    დოლიძე ასევე ამბობს, რომ ზოგადად, ნარკოტიკები და დასალევი არ უყვარს, რადგან თავზე კონტროლის დაკარგვას ვერ იტანს.

  • ორსული ნანუკა გუდავაძე ბერასთან ერთად ახალ ფოტოს აქვეყნებს

    რეპერი ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე შვილს ელოდებიან. ბოლო პერიოდში ნანუკა გუდავაძე “ინსტაგრამზე” ნაკლებად აქტიურობდა.

    სულ ცოტა ხნის წინ კი, ნანუკამ ბერასთან ერთად გამოაქვეყნა ახალი ფოტო, რომელსაც უკვე ათასობით მოწონება აქვს.

    გამომწერები ნანუკას ბედნიერ დედობას უსურვებენ.

    ბერა ივანიშვილის და ნანუკას გუდავაძის შვილის სქესი ცნობილია

  • “გარკვეულ ადამიანებს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია ვგონივართ“–გვარამია სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართავს

    ვანოს შოუს გუშინდელი გადაცემის შემდეგ სააკაშვილის მხარდამჭერთა უკმაყოფილება მოჰყვა გადაცემაში გასულ მუსიკალურ ნომერს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის მიერ მის რელიგიურობასთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები იყო გაშარჟებული. “ მიხეილ სააკაშვილის მისია – სამშობლოში დაბრუნება და ბოკერიადან ეშმაკის განდევნა“ – ასე ქვია მუსიკალურ სკეჩს.  სააკაშვილის მხარდამჭერები“მთავარ არხს“ ექსპრეზიდენტის მიმართ “ცუდი ტონის და უარყოფითი მესიჯების“ გამო საყვედურობდნენ. სოციალურ ქსელებში ამ თემაზე დიდი ვნებათაღელვა და დებატებია. განმარტება მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ შაბათს დილითვე გააკეთა და დაწერა:

    “ვანო ჯავახიშვილის შოუში სააკაშვილზე ხუმრობაზე ასეთი დემარში მისი მომხრეების გარკვეული ჯგუფის მიერ, ყველა სხვა მძიმე დასკვნასთან ერთად, თავად ლიდერის შეურაცხყოფაც მგონია.

    ლიდერის, რომელსაც თავად ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

    ლიდერის, რომელსაც ერის მამობა და ბელადობა კი არა, ერთხელ უკვე წარმატებით დაწყებული, დემოკრატიული და მდიდარი საქართველოს შენების გაგრძელება სურს.“

    ამ სტატუსის მიუხედავად ვანოს შოუს გამო სააკაშვილის მხარდამჭერების უკმაყოფილება არ შეწყვეტილა. მოგვიანებით ნიკა გვარამიამ კიდევ ერთი განმარტება გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი არხი არ არის პარტიული ტელევიზია:

    “მეგობრებო, მადლობა გამოსარჩლებისთვის, მაგრამ ნუ დაიღლით თავს და ნუ გატანჯავთ ნერვებს. არ მწყინს, მესმის გულანთებული მომხრეების გაბრაზება და, ხშირად, ზღვარგადასული რეაქცია და შეთქმულებების ძიება. მესმის, მაგრამ არ მომწონს. არ მომწონს არა ჩემთან მიმართებით (ეს არ მაღელვებს, მართალი ვთქვა), არამედ ამ ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალისთვის შეუფერებლობის გამო.

    მაგრამ, მთავარი: როგორც ჩანს, ასახსნელია გარკვეული საკითხები ჩვენი არხის შესახებ.

    შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ ადამიანებს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია ვგონივართ (ზოგიერთს, მგონი საერთოდ პარტიული ქვედანაყოფი). მათთვის ავხსნი, რომ არავითარი კავშირი ან რაიმენაირი ვალდებულება არც ერთ დამფუძნებელს არც ერთ პარტიასთან არ გვაქვს, გარდა ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და სიმპატიებისა შესაბამისად კონკრეტული პარტიების თუ პოლიტიკოსების მხარდაჭერისა, რასაც არჩევნებზე ხმის მიცემით გამოვხატავთ.

    არანაირი დაფინანსება პარტიული ან მასთან აფილირებული წყაროდან არ გაგვაჩნია. მეტიც, მთელი ჟურნალისტური კორპუსის პირველი და მთავარი მოთხოვნა, როდესაც არხის შექმნა იხილებოდა, იყო, არც კი მოაზრებულიყო ჩვენი ე.წ. პარტიული ტელევიზიობა, რაზეც სრული კონსენსუსია მთელ გუნდში, არა მარტო ჟურნალისტებში. ეს გადაწყვეტილი საკითხია და მოგვიანებით რომც ვიხილოთ დამფუძნებლებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან რაიმენაირად აფილირებული პირი (სავსებით შესაძლებებლია და ჩვენთვის სავსებით დასაშვები მოვლენების ამგვარი განვითარება), ვიდრე მე არხს ვხელმძღვანელობ, არ მოხდება ამ საკითხის რევიზია და ამ კუთხით სარედაქციო პოლიტიკის გადახედვა.

    ცხადია, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ითვალისწინებს პროდასავლური პარტიების ღია, მკაფიო და თანმიმდევრულ მხარდაჭერასა და, რაც დღევანდელ ვითარებაში სრულიად აუცილებელია, დახმარებას. ამგვარ პარტიებში ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი მოთამაშეა და მის მიმართ დამოკიდებულბაც შექმნილ პროპორციას გვერდს ვერ აუვლის.

    რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უკვე მერამდენედ მიწევს ახსნა მისი მოწინააღმდეგეებისთვისაც და ახლა უკვე მხარდამჭერებისთვისაც, რომ ის არის ყველაზე დიდი მასშტაბის ქართველი პოლიტიკოსი (არა მარტო მოქმედ პოლიტიკოსებს შორის), დღევანდელი ქართული პოლიტიკის მოქმედი და პერსონალურად (და არა მარტო პარტიულად) ყველაზე მხარდაჭერილი ფიგურა, პოლიტიკურ პროცესებზე ერთერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე პერსონა და, რაც მთავარია, ჩვენი მაყურებლისთვის მუდმივად და ძალიან საინტერესო. შესაბამისად, მისი გაშუქება ჩვენი არხისთვის არავითარ კითხვის ნიშანს არ წარმოადგენს. მეტიც, ჩვენ ღიად და დაუფარავად მიგვაჩნია, რომ ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პოლიტიკური დევნის შედეგად ქვეყნიდან განდევნილი და ყოველთვის მხარს დავუჭერთ მის დაბრუნებას ქვეყანაში და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას.

    თუმცა, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი ეს პოზიცია, ვერანაირად ვერ იმოქმედებს ჩვენსავე უფლებაზე, გავაკრიტიკოთ (თუ საჭიროა, მწვავედ) მისი ძველი თუ ამჟამინდელი გადაწყვეტილებები და გამონათქვამები.

    რაც შეეხება იმორისტულ შოუებში მასზე ხუმრობას, არა მგონია ამ საკითხზე სერიოზული რეაგირება საჭირო ან თუნდაც შესაძლებელი იყოს. მიმაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება, რომ ხუმრობაც კი დაუშვებელია, არა ჩვენი, არამედ იმ პოლიტიკური ძალის პრობლემაა, რომელმაც საკუთარი მხარდამჭერების ინფორმირება უნდა მოახდინოს, რომ არა თუ ხუმრობა, არამედ კრიტიკაც არ მარტო დასაშვები, არამედ სასარგებლო პროცესია და თუ რომელიმე არ მოგწონს ან არ ეთანხმები, ეს გემოვნების და პოზიციის საკითხია და არა დაშვება/არდაშვების.

    PS პირადად ჩემზე პერსონალურ თავდასხმებზე გამოხმაურებას არ ვაპირებ, რადგან ეს საკითხი არც მნიშვნელოვნად და არც სერიოზულად არ მიმაჩნია.“–წერს გვარამია

  • “საპირფარეშოშიც დაცვა აცილებდა”-რას ყვება თაკო ნაცვლიშვილი ჯულია რობერტსთან გადაღების შესახებ

    სულ ცოტა ხნის წინ თაკო ნაც­ვლიშ­ვი­ლი იტა­ლი­უ­რი ქალის თეთრეულის  ბრენ­დის „კალ­ცე­დო­ნი­ას“ რეკ­ლა­მა­ში ჯუ­ლია რო­ბერტსთან ერ­თად გა­მოჩ­ნდა

    ვიდეორგოლი “კალცედონიას” ინსტაგრამის არაოფიციალურ გვერდზე გაამოჩნდა.

    მანამდე კი თაკო ნაცვლიშვილმა The Movement TV-სთან ინტერვიუში გადაღების შესახებ ისაუბრა და ჯულია რობერტსთან ურთიერთობა გაიხსენა.

    “მი­რე­კა­ვენ, რომ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხარ “კალ­ცე­დო­ნი­ის” რეკ­ლა­მა­ზე ჯუ­ლია რო­ბერტსთან ერ­თად, გა­და­ღე­ბა – ვე­რო­ნა­ში. არ მჯე­რო­და, ლე­გენ­დაა ჩემ­თვის ეს ადა­მი­ა­ნი.ველოდებით ჯულიას რომ მოვიდეს და შემოვიდა  დაც­ვით. ყველ­გან დაც­ვით და­დი­ო­და, სა­პირ­ფა­რე­შო­შიც დაც­ვა აცი­ლებ­და. სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში კონ­სულ­ტან­ტის როლი მაქვს და გა­აც­ნეს ჩემი თავი, ეს არის შენი კონ­სულ­ტან­ტიო. მო­ვი­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა. გა­მომ­კი­თხა სა­ი­დან ვარ, რას ვაკეთებ და ა.შ. სხვა­თა შო­რის, იცო­და სა­ქარ­თვე­ლო და ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და“ – თქვა The Movement TV-სთან თაკო ნაცვლიშვილმა.