Category: სხვადასხვა

  • „იმღერე რამე“ შვედი ქალბატონების შესრულებით (ვიდეო)

    ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი მიქაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც უცხოელი ქალბატონები ქართულ სიმღერას მღერიან.

    შვედი ქალბატონების, მარინა მორიცისა და ნატა ბერტსის მიერ შესრულებულმა სიმღერამ “იმღერე რამე” სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა.

  • “ტყუილად ნუ აბულინგებთ”- ჯეიმს ბლანტმა ჯარის მეგობარი პრინცი ჰარი დაიცვა

    მეგანისა და ჰარის გარშემო არსებულ კრიტიკას და მედიასაშუალებებში მათ შესახებ გაშუქებულ ამბებს მომღერალი ჯეიმს ბლანტი გამოეხმაურა. ის ერთ-ერთი იყო მსოფლიოს უამრავ ცნობილ ადამიანებს შორის, რომელიც უინძორის სასახლის წმინდა გიორგის სამლოცველოში სამეფო წყვილის საქორწინო ცერემონიას ესწრებოდა. ბლანტმა პრინცი ჰარი ჯარში მსახურობის დროს გაიცნო. 

    „მას მე არმიიდან ვიცნობ, ჰარი განსაკუთრებული ჯარისკაცი იყო. ის ძალიან კარგი ადამიანია. უამრავ საქმეს აკეთებს სხვების დასახმარებლად, იქნება ეს აფრიკაში თუ სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში მონაწილეობით“ – ამბობს ბლანტი და დასძენს, რომ ჟურნალ-გაზეთებში გამოტანილი გესლიანი სათაურები ბულინგზე მეტყველებს. ტყუილად ნუ აბულინგებთ” – ასე დაიცვა ჯეიმს ბლანტმა ჯარის მეგობარი პრინცი ჰარი.

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მედიის მხრიდან მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან. ახალ დოკუმენტურ ფილმში, Harry & Megan: An African Journey, პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთის დატოვებასა და სამუდამოდ აფრიკაში ცხოვრებაზე საუბრობს.

  • მეგან მარკლმა ბრიტანელების რისხვა დაიმსახურა

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძალს კრიტიკის ახალი ტალღა დაატყდა თავს მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა მისი გულისამაჩუყებელი განცხადებები. სამეფო კარის ექსპერტები იმ მიზეზებს ასახელებენ, რატომ ვერ მოიპოვა მეგანმა საზოგადოების თანაგრძნობა.

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე ხშირად განხილვადი წყვილი დოკუმენტურ ფილმში “ჰარი და მეგანი: აფრიკული მოგზაურობა“ მნაწილეობდნენ. ფილმი პრინცი ჰარის ახლო მეგობარმა ტომ ბრედბიმ გადაიღო. მაგანმა ფილმში ისაუბრა იმის შესახებ, როგორ აფრთხილებდნენ, რომ პრინც ჰარიზე გათხოვების შემდეგ ბრიტანული ტაბლოიდები მუდმივად იქნებოდნენ ჩასაფრებული. თუმცა ყოფილი ამერიკელი მსახიობის თქმით ის არ ელოდა, რომ კრიტიკა ასეთი მტკივნეული და დაუმსახურებელი იქნებოდა.

    სამეფო ექსპერტი ფილ დამპირი ამბობს, რომ სასექსის ჰერცოგის მეუღლის ცრემლიანი განცხადებები მისთვის გასაოცარი იყო: “ გულწრფელად გაოგნებული ვარ, რომ მეგანს უკვირს ტაბლოიდების ყურადღება. ის ამტკიცებს, რომ აშშ–ში ასეთი პრესინგი არ არის. მეგანი ბევრი წელი მსახიობი იყო და საკუთარი თავის შესახებ დადებითი პუბლიკაცებიც უნახავს და უარყოფითიც. ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი გულუბრყვილოა. თანაც ჰარი, რომელიც ასე სასოწარკვეთილი ცდილობს მის დაცვას, ალბათ თავიდანვე აფრთხილებდა რაში ყოფდა თავს.“– ამბობს დამპირი.

    მისი განცხადებით ბრიტანელი ჟურნალისტების უმრავლესობა, რეპორტირებით დაწყებული რედაქტორებით დამთავრებული თავიდან მეგანის მიმართ პოზიტიკურად იყო განწყობილი და მას ისე უყურებდნენ, როგორც სუფთა ჰაერს.

    “მეგანმა და ჰარიმ თვითონ დაიტეხეს პრესის რისხვა თავს. ხალხს ლექციებს უკითხავდნენ კლიმატის ცვლილებაზე და ამავე დროს კერძო თვითმფრინავით დაფრინადნენ. ხალხს, რომლის ჯიბიდანაც მათი სახლის რემონტი დაფინანსდა უცხადებდნენ, რომ არ ანახებენ არჩის ნათლობის ფოტოს და არ ეტყვიან მისი ნათლიების სახელს, მათი ძაღლის სახელსაც კი! ბრიანელებს არ უყვართ ფარისევლობა “ – ამბობს ექსპერტი და იხსენებს, რომ ჰარიმ ინტერვიუში აღიარა მის ძმასთან, პრინც უილიამთან უთანხმოება. ექსპერტის თქმით ეს ადასტურებს, რომ ტაბლოიდები, რომლებიც ამ უთანხმოების შესახებ დიდი ხნის წინ წერდნენ არაფერს იგონებდნენ .

    კიდევ ერთი ექსპერტი, პენი ჯუნორი ამბობს, რომ ჰარის და მეგანის გულწრფელობის არ ჯერა. “ეს უკვე დაუსრულებელ წუწუნს გავს. ეს ის ჰარი არ არის, რომელსაც ვიცნობდით და რომელიც გვყივარდა. დიახ, ჰარიმ ბევრი რამ გადაიტანა, თუმცა სხვა ადამიანებმაც ბევრი გადაიტანეს, თანაც ამავე დროს მათ არანაირი პრივილეგიები არ გააჩნიათ ჰარისგან განსხვავებით“ – ამბობს პენი. ჯუნორი სამეფო ოჯახის წევრებს მოუწოდებს თავი ხელში აიყვანონ. “მათ შეუძლიათ ბევრი კარგი რამ გააკეთონ და ადამიანების ცხოვრება შეცვალონ. მაგრამ უნდა მორჩნენ საკუთარი თავის შეცოდებას და წუწუნს. საკუთარ სიტუაციის დადებით მხარეებსაც უნდა შეხედონ.“– ამბობს ექსპერტი და მოუწოდებს ჰარის და მეგანს სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგან აიღონ მაგალითი. ექსპერტის თქმით პრინცი ჩარლზი ხშირად ხდებოდა პრესის კრიტიკის ობიექტი და ყოველ ჯერზე რომ პრესასთან ომი წამოეწყო, სხვა არაფრისთვის დრო აღარ დარჩებოდა.

    “დედოფალი საკუთარ გრძნობებს და ემოციებს ყოველთვის თავისთვის ინახვდა მთელი მისი მმართველობის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ არის მომენტები, როდესაც ცხოვრება უმძიმს, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით. მას ყოველთვის ღირსეულად ეჭირა თავი და ბრიტანული საზოგადოება ამას აფასებს“– ამბობს ექსპერტი.

    ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ მეგანი ხშირად თვითონარის სკანდალის წყარო. არადა  ჯობს თავი ღირსეულად დაიჭიროს და საკუთარი პრობლემები საჯაროდ არ გამოიტანოს.

  • 61 წლის შერონ სტოუნის ნახევრად შიშველი ფოტოსესია და გულახდილი აღიარება

    61 წლის შერონ სტოუნმა ახალ მოდურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლივუდის მსახიობი ჟურნალ Allure -ს ფოტოსესიისას პირადი ცხოვრების დეტალებზეც ესაუბრა. შერონმა ფოტოსესიისას რამდენიმე სხვადასხვა სამოსი მოირგო, რომლებიც მის სხეულს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავდა. პირველ ფოტოზე სტოუნი ნაცრისფერ პიჯაკში და შარვალში პოზირებს. პიჯაკის შიგნით კი მხოლოდ შავი შიდა საცვალი აცვია. შერონ სტოუნს ფოტოსესიაზე მკვეთრი მაკიაჟი ქონდა, სამკაულებზე კი უარი თქვა და მხოლოდ ბეჭდით შემოიფარგლა.

    შემდეგ ფოტოზე ვარსკვლავი მუქ ლურჯ სვიტრში და შავ ქვედა საცვალში პოზირებს. კადრი სასტუმროს ნომრის ვერანდაზეა გადაღებული.

    შერონ სტოუნმა ჟურნალთან ინტერვიუში აღიარა, რომ საკუთარი სხეულით კმაყოფილია. ის იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში კინოინდუსტრიის ბევრი წარმომადგენელი ცდილობდა მისი გარეგნობის შეცვლას.

    “როცა 20 წლის ვიყავი მუდმივი ბოდიშეიმინგის მსხვერპლი ვიყავი. ყველა საკუთარ მოვალეობად თვლიდა მოსულიყო და მიეთითებინა ჩემთვის, რა ნაკლი ქონდა ჩემს სხეულს. ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ერთ რეჟისორს ეჩვენებოდა რომ ძალიან გამხდარი ვიყავი, მეორე ჩხუბობდა, რომ სადღაც მოვიმატე. მიხარია, რომ თანამედროვე მსახიობები სულ უფრო ნაკლებად ეჯახებიან ასეთ უპატივცემულო დამოკიდებულებას. ახლა შეუძლიათ საკუთარი თავი დაიცვან და ვერავინ გაბედავს მათი სხეული გააკრიტიკოს“– ამბობს სტოუნი.

    მსახიობი აღიარებს, რომ მხოლოდ 40 წლის ასაკში იგრძნო თავი ნამდვილად ბედნიერ ადამიანად.

    “40 წლის ასაკის დადგომის შემდეგ ჰოლივუდში როლებს აღარ გთავაზობენ. ამას ფილოსოფიურად მივუდექი და შევეცადე უფრო მეტი დრო გამეტარებინა სამ შვილთან. გარდა ამისა, დადგა დრო, როცა არავის ვხვდებოდი და პირველად ვისწავლე როგორ უნდა ვყოფილიყავი ადამიანების გარეშე მარტო ისე, რომ მარტოობა არ მეგრძნო. ძვირფასი გამოცდილება შევიძინე.“– ამბობს მსახიობი.

    ბოლო დროს შერონ სტოუნი სულ უფრო ხშირად ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანზე. ის აფიშრებას უკეთებს საკუთარ სხეულს, რომელიც ასაკის მიუხედავად შესანიშნავად გამოიყურება.

  • მუდმივი კრიტიკის და სტრესის ქვეშ მყოფი სამეფო წყვილი შვებულებისთვის ემზადება

    პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა გადაწყვიტეს ექვსი კვირით შვებულება აიღონ, რათა ოჯახთან მეტი დრო გაატარონ. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა წყვილის ათდღიანი ტურნე სამხრეთ აფრიკაში. ამ დღეებში ბრიტანული ტელევიზიის ეთერში გავა ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი რომელიც ამ ღირშესანიშნავ მოგზაურობას ეძღვნება. ფილმის ავტორი, ტომ ბრედბი ამბობს, რომ სამეფო წყვილი ძალიან დათრგუნული და დაუცველია. ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ სიტყვებს ადასტურებს თავად ჰარი. პრინცი აღიარებს, რომ მისი ერთ–ერთი მთავარი სურვილი დიდი ბრიტანეთის დატოვებაა და ქეიფთაუნი შესაძლოა ახალ შესანიშნავი ადგილი იყოს, სადაც დაფუძნება შეიძლება. თუმცა ჰარი იმასაც აღიარებს, რომ ასეთი ნაბიჯი ძალიან რთული და შესაძლოა შეუძლებელიც იყოს.

    სამეფო ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით The Sunday Times წერს, რომ სამეფო ტიტულიდან გამომდინარე ვალდებულებების გრაფიკი წყვილს ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაწერილი აქვს, ამის შემდეგ კი მიიღებენ უფლებას მათთვის ასე ძვირფასი “დრო ოჯახისთვის“ გამოიყენონ. სავარაუდოდ ისინი ამ დროს ლოს ანჯელესში ვიზიტსაც დაუთმობენ, რათა მადლიერების დღე მეგანის დედასთან ერთად გაატარონ.
  • სკარლეტ იოჰანსონი მესამედ თხოვდება

    ჰოლივუდის მსახიობი, მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული სკარლეტ იოჰანსონი თხოვდება.34 წლის მსახიობი ცოლად მიჰყვება 37 წლის სცენარისტს, კოლინ ჯოსტს. მან მსახიობს ორწლიანი რომანის შემდეგ ცოლობა წელს, გაზაფხულზე შესთავაზა. წყვილი ქორწილის თარიღს ასაიდუმლოებს, თუმცა სკარლეტი ჟურნალისტებთან არ მალავს, რომ ამჟამად მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არის. ელენ დეჯენერესის ტელეშოუს გადაღებისას კი ვარსკვლავმა საკუთარი ნიშნობის დეტალებზე ილაპარაკა.

    მისი თქმით საქმრომ ცოლობა ჯეიმს ბონდის სტილში შესთავაზა:

    “ის ძალიან მიმზიდველი, ჭკვიანი, და რომანტიული ადამიანია. და ჩემი გაოაცებაც მოახრეხა! თუნდაც წინასწარ იცოდე როგორი იქნება ეს მომენტი, მაინც აღგაფრთოვანებს. ჩემთვის ნიშნობა ძალიან განსაკუთრებული და პირადული მომენტი იყო.თავისთავად შესანიშნავია ადამიანისგან იმ სიტყვების მოსმენა, რომ უნდა მთელი ცხოვრება შენთან ერთად გაატაროს.“– ამბობს მსახიობი.

    კოლინ ჯოსტისთვის სკარლეტ იოჰანსონი პირველი ცოლი იქნება. სკარლეტისთვის კი ეს უკვე მესამე ქორწინებაა. ის სამი წლის მანძილზე მსახიობ რაიან რეინოლდსის ცოლი იყო. მისი მეორე ქმარი ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორიაკი გახლდათ, რომლისგანაც 2014 წელს გოგონა როუზი გააჩინა.

  • ჯიმ ქერი ახალ შეყვარებულს დაშორდა

    57 წლის ჯიმ ქერი და 35 წლის ჯინჯერ გონზაგა ერთმანეთს დაშორდნენ.მსახიობების რომანმა ერთ წელსაც ვერ გასტანა, თუმცა ამ ხნის მანძილზე რამდენჯერმე მოასწრეს წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩენა.

    ისინი ხელჩაკიდებულები პირველად კამერების წინ ოქროს გლობუსის დაჯილოების ცერემონიალზე წლის დასაწყისში გამოჩნდნენ. პრესა ვარაუდობდა, რომ მათი რომანი სერიალის, I’m Dying Up Here გადაღებისას დაიწყო, სადაც ქერი აღმასრულებელი პროდიუსერი იყო, გონგაზა კი ერთ–ერთ როლს თამაშობდა. მოგვიანებით ისინი კომედიურ ტელეშოუში გადაიღეს ერთად, სადაც მათ გმირების რომანტიული ურთიერთობები ქონდათ.

    ჯიმ ქერის წინა შეყვარებულის, 28 წლის კატრიონ უაიტის თვითმკვლელობის შემდეგ მასხიობის პირადი ცხოვრების შესახებ დიდხანს არაფერი იყო ცნობილი. შეგახსენებთ, რომ უაიტის ნათესავებმა მას სასამართლოში უჩივლეს და კატრიონის სიკვდილში დაადანაშაულეს. სასამართლომ სარჩელი არ მიიღო და მხრეებს დავა აღარ გაუგრძელებიათ.

  • “ის ფსიქიურად დაავადებული იყო“– ელტონ ჯონი მაიკლ ჯექსონზე

    ამ დღეებში გამოვიდა 72 წლის ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომლის ნაწყვეტებს უკვე ფართოდ განიხილავენ. წიგნის ერთი მონაკვეთი მაიკლ ჯექსონს ეხება. ელტონ ჯონი აღიარებს, რომ მაიკლის კარიერის დასაწყისში მათ შორის ახლო მეგობრული ურთიერთობა არსებობდა , თუმცა წლებთან ერთად ყველაფერი შეიცვალა: ჯექსონი გულჩათხრობილი გახდა და საზოგადოებისგან იზოლირება არჩია.

    “მე მაიკლს 13–14 წლის ასაკიდან ვიცნობდი. ის ყველაზე მომხიბვლელი ბავშვი იყო. თუმცა რაღაც მომენტში სამყაროსგან და რეალობისგან საკუთარი თავის იზოლირება მოახდინა, როგორც ეს თავის დროზე ელვის პრესლიმ გააკეთა.“– ყვება ელტონ ჯონი საკუთარი ბიოგრაფიულ წიგნში.

    ის ასევე იხსენებს ერთ ეპიზოდს, რომელიც თავის დროზეც უცნაურად მოეჩვენა. ერთხელ ელტონმა მაიკლი ოჯახურ წვეულებაზე დაპატიჟა. რაღაც მომენტში ჯექსონი გაუჩინარდა, გარკვეული დროის შემდეგ კი ოჯახის შინამოსამსახურის შვილთან მოთამაშე იპოვნეს. ელტონი ამტკიცებს, რომ მაიკლი რაღაც მიზეზით “ზრდასრულების საზოგადოებაში თავს ცუდად გრძნობდა“.

    “ღმერთმა იცის რა ტიალებდა მის თავში და ღმერთმა იცის, რა პრეპარატებს ასმევდნენ. ყოველ ჯერზე, როცა ბოლო წლებში ვნახულობდი, ვხვდებოდი, რომ საწყალი თანდათან კარგავდა თავს. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის ნამდვილი ფსიქიურად დაავადებული იყო და მასთან ერთად ყოფნა უსიამოვნო იყო.“– წერს ელტონ ჯონი.
  • პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის თვითმფრინავი პაკისტანის თავზე ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩნდა

    კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლები მართლები აღმოჩნდნენ, როცა პაკისტანში დაგეგმილ კემბრიჯის ჰერცოგის და მისი მეუღლის ტურს ყველაზე რთული უწოდეს. თავდაპირველად პრობლემები შეიქმნა ლოჯისტიკასთან და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა დამატებითი პრობლემები შექმნა.

    გუშინ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ლახორს ეწვივნენ, საიდანაც ისლამაბადში უნდა დაბრუნებულიყვნენ. უკანა გზაზე ფრენის დროს მედიის ინფორმაციით თვითმფრინავ, რომლითაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები და ჟურნალისტები მგზავრობდნენ ძლიერ ჭექა–ქუხილში მოხვდა. დაგეგმილი 25 წუთის ნაცვლად თვითმფრინავი ჰაერში 2 საათს იმყოფებოდა.
    თვითმხილველთა თქმით თვითმფრინავის ფრთებზე ელვა ხვდებოდა და თვითმფრინავი მთლიანად ზანზარებდა. ხომალდის მეთაური მის დასმას ორ სხვადასხვა აეროპორტში შეეცადა და ბოლოს უკან, ლახორში მოუწია დაბრუნება.წარმატებული დაფრენის შემდეგ პრინცი უილიამი მედიის წარმომადგენლების დამშვიდებას შეეცადა და იხუმრა, რომ თვითმფრინავს ის მართავდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ პრინცი სამედიცინო ავიაციის პილოტი იყო.
  • ლედი გაგა კონცერტის დროს სცენიდან გადავარდა (ვიდეო)

    ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა კონცერტის დროს სცენიდან გადავარდა. მომღერალმა ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას გადაწყვიტა სცენაზე გულშემატკივარი აეყვანა.

    გახარებულმა გულშემატკივარმა ვარსკვლავი ხელში აიტაცა, თუმცა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და ორივე სცენიდან გადავარდა.