Category: სხვადასხვა

  • “ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა”-ანიტა ხელოვნურად დააძინეს

    ქართველი გოგონას მდგომარეობა, რომელიც ინდოეთის კლინიკაში მკურნალობს, დამძიმდა. ანიტა მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ის ექიმებმა ხელოვნურად დააძინეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

    “ანიტელებო შუადღე მშვიდობისა!

    ახლა ზუსტად ის სასწაული გვჭირდება, რომელმაც ანიტა ავსტრიიდან ინდოეთამდე მშვიდობიანად გადააფრინა!

    რთული ღამის შემდეგ, ჩვენი გოგო რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ამ დრომდე ხელოვნურად ჰყავთ დაძინებული. ამჟამად მშობლებს და ბებიას არ აქვთ ტელეფონზე დალაპარაკების საშუალება, ამიტომ ჩვენც ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს.

    ერთდერთი რაც შეგვიძლია გითხრათ, ანიტას ტემპერატურა 39.5 -მდე აეწია, ექიმები ებრძვიან პნევმონიას, წინასწარი ვარაუდით, როგორც კი ანთება ჩაცხრება ექიმები აპირებენ ე.წ. ხელოვნური გულის ჩანერგვას.

    გვინდა გადმოგცეთ მარიკოსგან ის, რომ ანიტას ახლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ლოცვა და პოზიტიური ენერგია სჭირდება!

    გვჯერა, რომ თუ ამდენი ადამიანი გულით ინატრებს, ანიტა უკეთესად გახდება!

    თქვენი სიყვარულის იმედი გვაქვს!”-წერს ოჯახის ახლობელი.

  • ზოოპარკიდან გაქცეული მაჩვზღარბა პოლიციამ უკან დააბრუნა (ვიდეო)

    თბილისის ზოოპარკიდან მაჩვზღარბა გაიქცა, რომელიც უკან პატრულის თანამშრომლებმა დააბრუნეს. ცხოველი თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს.  ის ქუჩაში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იყო.

    „ან გადმოვარდა, ან მოყინულზე დაუცდა ფეხი, ან სადღაც გამოთხარა და გამოძვრა“, – ამბობს ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე.

  • ჰაიეკის პიკანტური დეკოლტე და ენისტონის შლეიფი: ვის რა ეცვა “ოქროს გლობუსის“ წითელ ხალიჩაზე

    ლოს ანჯელესში “ოქროს გლობუსის“ 2020 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ფილმებზე და ნომინაციებზე არანაკლებ ინტერესს ტრადიციულად ის სამოსი იწვევს, რომლითაც ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე გავლა გადაწყვიტეს.

    რიზ უიზერსპუნმა დიზაინერ Roland Mouret სადა თეთრი კაბა აირჩია . მხრებთან ასიმეტრიულმა კაბამ მისი პატრონის დახვეწილ ფიგურას გაუსვა ხაზი.

    ჯენიფერ ენისტონს Dior-ის შავი, კორსეტიანი კაბა ეცვა გრძელი შლეიფით.

    მარგო რობიმაც წელს მინიმალიზმი არჩინა. მას ცერემონიალზე Chanel-ის სამოსი ეცვა –ბრჭყვიალა ჭრელი ტოპი და თეთრი აბრეშუმის ქვედა ბოლო.

    ნიკოლ ქიდმანმა წითელი ფერი აირჩია. Versace –ს ღრმად შეხსნილ კაბაში ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.

    სელმა ჰაიეკი კი სექსუალური დეკოლტეთი გამოჩნდა. ლურჯი ტოპი მისი მკერდის ზომას უსვამდა ხაზს.

    გვინეტ პელტროუსგან კი ასეთ სიშიშვლეს არავინ ელდა: მსახიობმა Fenfi-ს მთლიანად გამჭვირვალე, კარამელისფერი კაბა შეარჩია.

  • ქართული ჯგუფი “მგზავრები“ რუსულ ტელეარხ НТВ–ს საახალწლო შოუში მონაწილეობდა

    ქართული ჯგუფი “მგზავრები“ რუსული ტელეარხის, НТВ-ს საახალწლო შოუში მონაწილეობდა. მათ სიმღერა “ზეგ“ ჯგუფ აკვარიუმთან ერთად შეასრულეს.

    “მგზავრები“ რუსეთში თანდათან პოპულარული ხდება. მათ 2019 წელს ამ ქვეყანაში არაერთი კონცერტი გამართეს. კონცერტები არც 20 ივნისის შემდე საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე შეუწყვიტავთ. მათ 29 ივნისს მათ სანქტ-პეტერბურგში, მუსიკისა და სპორტის საზაფხულო ფესტივალზე „Locals Only 2019“ იმღერეს. ივლისში კი მოსკოვსა და დონის როსტოვში.  ჯგუფის ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში რუსეთში ჩატარებული სხვა კონცერტების აფიშებიც არის და კომენტარებშიც ჩანს, რომ ისინი რუსეთის სხვადასხვა ქალაქებს სტუმრობენ კონცერტებს. ერთ–ერთი ბოლო აფიშა ნოემბერში მოსკოვში გამართულ კონცერტს ეხება. კომენტარებში მაყურებელი მათ სხვადასხვა რეგიონებში ეპატიჟება, მათ შორის ოსეთშიც.  

  • ქემერონ დიასი 47 წლის ასაკში დედა გახდა

    დღეს 47 წლის ქემერონ დიასმა და მისმა 40 წლის მეუღლემ, ბენჯი მედენმა გულშემატკივრებს სასიხარულო ამბავი ამცნეს. თავის ინსტაგრამ ანგარიშზე ვარსკვლავურმა წყვილმა ოჯახში მატების შესახებ განაცხადა. ქემერონმა და ბენჯიმ დაწერეს, რომ მათ გოგონა შეეძინათ, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ როდის და როგორ გაჩნდა გოგონა. სავარაუდოდ წყვილმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.

    “ყველას გილოცავთ ახალ წელს მედენების ოჯახის სახელით. ბედნიერები და მადლიერები ვართ, რომ ახალ ათწლეულს ჩვენი გოგონას, რადიქს მედენის დაბადების შესახებ განცხადებით ვხვდებით. მან მაშინვე დაიპყრო ჩვენი გულები და ჩვენი ოჯახი გააბედნიერა. ძალიან გვიხარია რომ ამ ამბავს გიზიარებთ, თუმცა ამავე დროს ვგრძნობთ ცხოველურ ინსტიქტს დავიცვათ ჩვენი პატარას ცხოვრება. ასე რომ, არ გამოვაქვეყნებთ ბავშვის ფოტოებს და არ გავამხელთ არანაირ დეტალს, გარდა იმ ფაქტისა, რომ ის ძალიან საყვარელია“ – წერს წყვილი.

    შეგახსენებთ, რომ დიასის და მედენის რომანი 2014 წელს დაიწყო. 2015 წელს ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ. ინტერვიუებში დიასი ხშირად აღიარებდა, რომ გათხოვებამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ოჯახის გამო სამსახიობო კარიერასაც კი დაანება თავი.
    პრესაში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები ქემერონ დიასის ფეხმჯიმობის შესახებ. ამბობდნენ, რომ მან ჰორმონალური თერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, რათა დამხმარე რეპროდუქტიული თერაპიის წყალობით დაორსულებულიყო, თუმცა ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. საბოლოოდ სავარაუდოდ მისი შვილი სუროგატმა დედამ გააჩინა.

  • საქართველოში 2020 წელს პირველი დაბადებული მარიკო ებრალიძის შვილია

    2020 წლის პირველი ახალშობილი ხუთ საათზე, დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა. ის მომღერლის, მარიკო ებრალიძის შვილია. მარიკო ებრალიძეს ვაჟი შეეძინა.

    1 იანვარს ღამით სულ ექვსი ბავშვი გაჩნდა. 

  • რომის პაპმა ქალს ხელი ჩაარტყა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა(ვიდეო)

    რომის პაპმა ქალს, რომელიც ჩაებღაუჭა ხელი ჩაარტყა. ინციდენტი წმინდა პეტრეს მოედანზე მოხდა. პონტიფიკოსი მოედანზე მრევლისთვის ახალი წლის მისალოცად გავიდა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური დიდი საშობაო სცენისკენ მიდიოდა, თან ხალხს ესალმებოდა და ხელს არმევდა, როცა ერთ–ერთმა ქალმა მას ხელზე მოქაჩა. პაპს სახის გამომეტყველება უცებ შეიცვალა და ქალს ხელზე ორჯერ ჩაარტყა. ინციდენტის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა და დიდი განხილვა მოჰყვა.

    მოვგიანებით პაპმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ მოთმინება დაკარგა და მომლოცველს ხელში ჩაარტყა. სინანული მან ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას გამოთქვა.

  • საქართველოს ოკუპაციაზე წინადადება მოსწავლეს მასწავლებელმა იმ მოტივით ჩაუსწორა, რომ სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის

    სოცქსელის მომხმარებელი Luna sky სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარი ძმის, ალექსანდრე იაკობაძის ნაწერს, რომელმაც ინგლისურის გაკვეთილზე, მას შემდეგ, რაც მას დაავალეს, წინადადებაში სიტყვა ქვეყანა (Country) გამოუეყენებინა, დაწერა, რომ მისი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასწავლებელმა კი ეს ფრაზა წაუშალა.

    გთავაზობთ სტატუსს სრულად:

    „ალექსანდრეს კლასში დაავალეს დაეწერა ისეთი წინადადება, სადაც ფიგურირებდა სხვადასხვა სიტყვა, მათ შორის country. ჩემმა ძმამ დაწერა, რომ მისი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასწავლებელმა წაუშალა და ჩაუსწორა წინადადებით: “საქართველო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანააა“, იმიტომ, რომ თურმე სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის.

    პ.ს ჩემი ძმა იმაზეც იყო გაბრაზებული რომ საახალწლოდ უნდა იმღერონ “ერთი რუსული სიმღერა მაინც”.

  • „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი ანონსი გავრცელდა (ვიდეო)

    „ჩემი ცოლის დაქალების“ ანონსი გამოქვეყნდა. 26 ოქტომბერს, „ფორმულაზე“ პოპულარული სერიალის ახალი სეზონი იწყება.