Category: სხვადასხვა

  • “არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი”-24 წლის ქართველი გოგონა, ციხიდან, შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს

    24 წლის ქართველი გოგონა, ციხიდან, შვილის უკან დაბრუნებას ითხოვს.ბერძნული მედიის ცნობით, შემთხვევა გასულ წელს მოხდა, როცა ქართველმა გოგონამ ახალდაბადებული შვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო.

    24 წლის ქართველი გოგონა მომხდარის გამო სასჯელს კორიდალოს ციხეში იხდის. ბერძნულმა ტელეარხმა STAR-მა მასთან ინტერვიუ ჩაწერა. ქართველი ქალი ირწმუნება, რომ მას ცუდი განზრახვა არ ჰქონია, ბავშვი სასიკვდილოდ არ გაუწირავს და მხოლოდ ის უნდოდა, რომ ბავშვი ვინმეს წაეყვანა.

    “შვილის სიკვდილი არ მინდოდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ ვინმეს წაეყვანა. არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, ძალიან სასოწარკვეთილი ვიყავი. მინდა, რომ ბავშვი დავიბრუნო და მე თვითონ გავზარდო. ვიმუშავებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შესაბამისად აღვზარდო. არ შემიძლია ჩემი ბიჭის გარეშე,” -აცხადებს მსჯავრდებული.

    შეგახსენებთ, რომ ექიმებმა ჩვილი ბიჭუნას გადარჩენა შეძლეს და ის სრულიად ჯანმრთელია. ბავშვი ათენის ერთ-ერთ უდიდეს ჰოსპიტალში “მიტერაში” იზრდება.

  • “ქართველებს ჯოჯოხეთის არ გვეშინია,ვიცით რას ნიშნავს ჯოჯოხეთში ცხოვრება “–არჩილ გამზარდია

    საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია პატრიარქის ქადადგების იმ ნაწილს ეხმაურება, რომელშიც ილია მეორემ თქვა, რომ მეორედ მოსვლა ახლოსაა და შესაძლოა სულ რამდენიმე დღეც დარჩა. პატრიარქის ამ ქადაგებას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმარუება მოჰყვა. არჩილ გამზარდია ფეისბუქ გვერდზე წერს:

    “ქართველებს ჯოჯოხეთის არ გვეშინია, რადგან ვიცით რას ნიშნავს ჯოჯოხეთში ცხოვრება – ეს არის სივრცე, სადაც ხელისუფლებაშია “ქართული ოცნება”, მთავარი ოპოზიციური ძალაა “ნაციონალური მოძრაობა”, მეორე ოპოზიციური ძალაა “პატრიოტთა ალიანსი”, ყველაზე ყურებადი არხია “იმედი”; ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი, მთავარი სახელმწიფო პიარია ნაცვლიშვილი და ყანდიაშვილი; მოწამეა დეკანოზი მამალაძე, ყველაზე მაღალი “სასულიერო იერარქია” შორენა თეთრუაშვილი, დოლარი 3 ლარამდეა, ტერიტორიები ოკუპირებული…

    კიდევ ჩამოვთვალო?

    საკმარისია.

    ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში, რისი მეორედ მოსვლა უნდა შეგვეშინდეს, პრაქტიკულად მოწამეები ვართ მთელი მოსახლეობა.“

  • ინტელექტ კლუბის მოაზროვნის ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

    ინტელექტ კლუბის მოაზროვნის ნიკა აგლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

    31 იანვარს დაინიშნა გადაუდებელი ოპერაცია, რომლის ღირებულებაც 70 ათასი ევროა, ამიტომ ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.  

    ნიკას აღმოაჩნდა თავის ტვინის კავერნომა. მას უკვე ჩაუტარდა ერთი ოპერაცია თურქეთში, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

    ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და საჭიროებს ნეიროქირურგიულ ჩარევას.

    18 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართება აუქციონი და გამოფენა-გაყიდვა ნიკას მხარდასაჭერად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მწერლები, მხატვრები, გამომცემლები, რამდენიმე მუზეუმი, სტარტაპერი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია.

    მწერალთა სახლში საშუალება გექნებათ, შეიძინოთ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, ცნობილი ქართველი მწერლების მემორიალური ნივთები და ხელნაწერები, თანამედროვე ქართული და თარგმნილი ლიტერატურა, ხელნაკეთი ნივთები, ფოტოები, სუვენირები.

    აუქციონსა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია!

    სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე::
    TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
    BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
    დანიშნულებაში მიუთითეთ „ნიკასთვის“

  • ამერიკაში ქართველი ექიმი გარდაიცვალა

    43 წლის ასაკში, რუსთაველი ექიმი-ტრავმატოლოგი, სოსო გოგია, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. 

    სააგენტოს ინფორმაცით, სოსო გოგია ბოლო ორი წელი მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

  • მეგან მარკლი და ქეით მიდლტონი ერთმანეთს ნახევარი წელია არ ელაპარაკებიან. დაპირისპირების ახალი დეტალები

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძლების, მეგან მარკლის და ქეით მიდლტონის ურთიერთობები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. სასექსის ჰერცოგის და მისი მეუფლის სამეფო უფლებამოვალეობებისგან გამიჯვნის გადაწყვეტილების გახმაურების შესახებ ცნობილი ხდება პრინცების ცოლების ურთიერთობების ახალი დეტალები.

    როგორც ირკვევა, ქეითმა და მეგანმა ბოლოს ნახევარი წლის წინ ილაპარაკეს. მას შემდეგ ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან.სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო ყვება, რომ მათ ურთიერთობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა სამეფო ოჯახის Whatsapp–ის ჩატი დატოვეს.

    ამის შესახებ ტაბლოიდი Sunday People წერს. ამჟამად პრინც ჰარის და მეგანს აქტიური ურთიერთობები აქვთ ელტონ ჯონთან. ისინი ერთმანეთს რეგულარულად ურეკავენ ტელეფონით.

    სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებზე და ტიტულზე უარის თქმის შესახებ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

    მეგანი და ქეითი ერთად ბოლოს უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალური მატჩის დროს ნახეს. პრინცი უილიამის მეუღლე ხშირად იხრებოდა ყოფილი მსახიობისკენ, რათა ის საუბარში ჩაეთრია, თუმცა აშკარად შესამჩნევი იყო, რომ პრინცი ჰარის მეუღლე არცთუ მეგობრულად იყო მის მიმართ განწყობილი.

  • „თუ ამ ვიდეოს უყურებთ… მე უკვე მოვკვდი” – კიბოთი გარდაცვლილი ონკოლოგი

    “თუ ამ ვიდეოს უყურებთ ესეიგი მე უკვე მოვკვდი” –  ცნობილი რუსი ონკოლოგი ანდრეი პავლენკო  5 იანვარს სიმსივნით გარდაიცვალა.

    ანდრეი პავლენკო კიბოს პაციენტებს მკურნალობდა სანქტ-პეტერბურგში, ის ათასობით ადამიანს დაეხმარა სიმსივნის დამარცხებაში თუმცა 2018 წელს თავად მას დაუდგინდა კუჭის კიბოს აგრესიული ფორმა და თავად გახდა ონკოლოგის პაციენტი. დიაგნოზის გაგების შემდეგ გადაწყვიტა ვიდეო-დღიური ეწარმოებინა, სადაც საუბრობდა კიბოსთან ბრძოლაზეგამოცდილებას უზიარებდა ექიმებსა და პაციენტებს. 2020 წლის 1 იანვარს მან გამოსამშვიდობებელი ჩანაწერი გააკეთა სადაც პავლენკო საზოგადოებას უზიარებს თავის გამოცდილებას როგორც პაციენტი, და გულს უმაგრებს სხვებს, არ დაკარგონ იმედი.ვიდეო მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა და მილიონობით ადამიანმა ნახა. 

    ვიდეოს რადიო თავისუფლება ავრცელებს 

    {{VIDEO}}

  • დემნა გვასალია ავსტრალიის მხარდასაჭერად კოალის პრინტიან ტანსაცმელს გამოუშვებს

    ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, ავსტრალიის მხარდასაჭერად კოალის პრინტიანი ტანსაცმლის გამოშვება გადაწყვიტა. ამის შესახებ გვასალია საკუთარ ინსგტარამზე წერს.

    აღნიშნული კოლექციიდან შემოსული თანხის 100% ადგილობრივ ორგანიზაციაში გადაირიცხება. ტანსაცმელზე კოალა იქნება გამოსახული და ბალენსიაგას საიტზე 13 იანვარს გამოჩნდება.

    2015 წლის ოქტომბრიდან მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა.

  • ფრანგი გოგო ქართველი წინაპრების მემკვიდრეობის მოსაძიებლად საქართველოში ჩამოვიდა

    ძმებ ზუბალაშვილების საფრანგეთში დაბდადებული პირდაპირი შთამომავალი საქართველოში ჩამოვიდა. 24 წლის ტაისია ბელერი პეტრე ზუბალაშვილის შვილთაშვილიშვილია, რომელიც თბილისში მის მეგობართან ერთად პირველად ჩამოვიდა. ტაისიას სურვილი იმ კულტურული მემკვიდრეობის საკუთარი თვალით ნახვა და შეცნობაა, რომელიც ძმებ ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება.

    “ბაბუაჩემი საქართველოდან იყო და ხშირად ვხედავდი ხოლმე წერილებსა და არქივებს ზუბალაშვილების შესახებ. ყოველთვის მინდოდა ამ ქვეყნის გაცნობა და დღეს ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ვფიქრობ, რომ ცოტახანს კიდევ დავრჩები თბილისში, რადგანაც ვთვლი, რომ ეს ქალაქი შესანიშნავია და კიდევ ბევრი რამ მაქვს მოსანახულებელი. ყოველდღიურად ვხვდები ადამიანებს და ვიგებ სიახლეებს ქვეყნისა და ოჯახის შესახებ. ასე რომ ჯერჯერობით განსაკუთრებული გეგმები არ მაქვს, უბრალოდ ვცხოვრობ აქ და ვნახოთ მომავალში რა იქნება.“– ამბობს ტაისია. 

    პეტრე, სტეფანე და იაკობ ზუბალაშვილების ცნობილი გვარი, როგორც ქართველი მრეწველები და მეცენატები ისტორიულ საბუთებში მეჩვიდმეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან გვხვდება. მათი მიზანი ქართული კულტურისა და ეკონომიკის გადარჩენა იყო, რასაც ძმებმა დიდი და დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს. თბილისში მათსავე სახელს უკავშირდება მარჯანიშვილის თეატრის, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კონსერვატორიის ისიტორიული შენობების აგება, რომელთა შესაქმენლადაც ძმებმა საკმაოდ დიდი თანხები გაიღეს. ზუბალაშვილების სახელს უკავშირდება თბილისის პირველი პედიატრიული საავადმყოფოც, რომელიც მათ ევროპიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვეს. ამასთანავე, ზუბალაშვილები აქტიურად აფინანსებდნენ გაზეთ ივერიასა და ჟურნალ ჯეჯილს. დღეს უკვე თბილისში ძმების საპატივცემულოს მათი სახელობის ქუჩა არსებობს, რომელსაც ზუბალაშვილების სახელი 1990-იან წლებში ზვიად გამსახურდიას ინიციატვით დაერქვა.

    ბაბუის სამშობლოში ჩამოსული ტაისია ბელერი ამბობს, რომ გაოცებულია თბილისის სილამაზით და ქვეყნის უკეთ გასაცნობად საქართველოს სხვა რეგიონებში მოგზაურობასაც აპირებს.

  • ბრიტანეთის ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები გაიტანეს

    ბრიტანეთის მადამ ტიუსოს მუზეუმიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ცვილის ფიგურები გაიტანეს, ამის შესახებ ინფორმაციას  the sun ავრცელებს.

    მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის წევრების განცხადებას მოჰყვა.

    პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის პრივილეგიებს და  სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ.  თუმცა მათი თქმით, ისინი დედოფალს მხარს დაუჭერენ.

  • პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სენსაციური განცხადება: წყვილი სამეფო პრივილეგიებზე უარს ამბობს და ბრიტანეთს ტოვებს

    ბრიტანული სამეფო ოჯახის წყვილმა ოფიციალურად გააკეთა სენსაციური განცხადება. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ინსტაგრამზე ადასტურებენ, რომ უახლოეს მომავალში სამეფო პრივილეგიებზე და უფლებამოვალეობებზე უარს იტყვიან და სანახევროდ კანადაში გადავლენ საცხოვრებლად. ისინი აპირებენ იმუშაონ, რათა ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ და ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებით იცხოვრონ. თუმცა, ამავე დროს ყველაფერში მხარს დაუჭერენ მის უდიდებულესობა ელისაბედ მეორეს.

    “მრავალთვიანი ფიქრისა და დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ ახალი თავი დავიწყოთ ჩვენს ცხოვრებაში, უარი ვთქვათ მონარქიის ოჯახის წევრის სტატუსზე და დავიწყოთ მუშაობა ფინანსური დამოუკიდებლობისათვის.

    ვაპირებთ დავაბალანსოთ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრება და გავაგრძელოთ ჩვენი მოვალეობის მოხდა დედოფლის, თანამეგობრობისა და იმ პროექტების წინაშე, რომლის პატრონაჟიც ჩვენ გვაკისრია.

    ეს ბალანსი საშუალებას მოგვცემს ჩვენი შვილი გაზარდოთ ოჯახის სამეფო ტრადიციების ერთგულებით და ამავე დროს კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენი ცხოვრების ახალ ფურცელზე – ჩვენს ახალ საქველმოქმედო ორგანიზაციაზე.

    ჩვენი ამ ნაბიჯის დეტალებს თავის დროზე მოგაწვდით. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას მის უდიდებულესობასთან, უელსის პრინცთან, კემბრიჯის ჰერცოგთან და ყველა მხარესთან. ჯერჯერობით კი მიიღეთ ჩვენი ღრმა მადლიერება უცვლელი მხარდაჭერის გამო“ – ნათქვამი აგანცხადებაში.