Category: სხვადასხვა

  • “მოდის ჩემამდე ეს ამბები და ვღელავ”- რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ შობის ღამეს

    თამრიკო ჭოხონელიძეს შობის ღამეს სამების ტაძარში არ უგალობია. მომღერლის თქმით,მიზეზი კონკრეტულ საკითხზე მისი პოზიცია გახდა, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

    როგორც ცნობილია, ჭოხონელიძემ 2019 წლის 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობა არ მიიღო.

    ჭოხონელიძემ ჰომოფობია დაგმო და განაცხადა, რომ სადაც დაპირისპირებაა ის იქ არ იქნება. მომღერლის თქმით, საპატრიარქოდან მოითხოვეს მას ბოდიში მოეხადა, რაზეც უარი თქვა.

    ზაფხულში მომღერალმა თირკმელზე ოპერაცია გადაიტანა. ამის შესახებ მან ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა.

    “ხუთჯერ გამიკეთეს ნარკოზი. მთელი 7 თვე ძალიან ცუდად ვიყავი. 25 ოქტომბერს და ბოლოს კიდევ 21 ნოემბერს გამიკეთეს ოპერაციები. ლამის თირკმელი დავკარგე. სეფსისი განვითარდა და ურთულესი მდგომარეობა მქონდა. ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება და შვილებმა „ფეისბუქიც“ გამიუქმეს. ცდილობენ, არაფერი წავიკითხო, მაგრამ მაინც მოდის ჩემამდე ეს ამბები და ვღელავ. ეტყობა, ახლა არ უნდოდა ჩემი წაყვანა უფალს და გადავრჩი“-ამბობს ჭოხონელიძე.

  • თენგომ ლუნა სცემა – სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო ვრცელდება

    „კომედი ჯგუფის“ მსახიობი „ჩცდ“-ს ლუნა, ქეთი ხუციშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ცეკვავს, ოთახში შემოსული შოთა ნოზაძე – „თენგო“ კი მოულოდნელად თავს ესხმის. 

    “რეპეტიცია მქონდა, ვცეკვავდი და შოთა შემომეჭრა. არც სცენის ნაწილია, არც სკეტჩის სხვა რაღაცაა. ვცეკვავდი, ვმაიმუნობდი და „მცემა“. შოთასგან ყველაფერს ვიტან, „ძმა“ არის და აბა, რა ვქნა? გაბრაზება იცის ხოლმე შოთიკომ.”

  • ჯონი დეპის ყოფილი ცოლი საყვარელ ქალთან ერთად პაპარაცებმა კოცნისას გადაიღეს

    33 წლის ემბერ ჰერდი საყვარელ ქალთან ერთად კალიფორნიის ქალაქ პალმ–სპრინგსის ქუჩებში შენიშნეს. მსახიობის რჩეული ოპერატორი ბიანკა ბუტია. ქალები ნაზად ხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ და კოცნიდნენ. ჯონი დეპის ყოფილი ცოლი და მისი გერლფრენდი მშვენიერ განწყობაზე იყვნენ, იცინოდნენ და ერთმანეთს მობილურ ტელეფონში რაღაცას აჩვენებდნენ. რამდენიმე კოცნის შემდეგ მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ.

    ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ემბერის რჩეული, ბიანკა უკვე მეორედ ებრძვის სარძევე ჯირკვლის კიბოს. პირველად ეს დიაგნოზი მას 2015 წელს დაუსვეს. ერთი წლის წინ კი დაავადება კვლავ დაბრუნდა. ბუტის მეგობრებმა მისი მკურნალობისა და ოპერაციისთვის თანხების შეგროვების კამპანიის ორგანიზება გააკეთეს. თავად ბიანკა საკუთარ დიაგნოზს არ მალავს და თავის ბლოგში ცდილობს ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები გაამხნევოს.

    სანამ ჰერდი პირად ცხოვრებას იწყობს ქმართან ხმაურიანი განქორწინების შემდეგ, ყოფილი ქმარი, ჯონი დეპი ლონდონში ისვენებს. ის ცოტა ხნის წინ ტიმ ბარტონთან ერთად პაპარაცებმა რესტორნიდან გამოსვლისას გადაიღეს. მათთან ერთად იყო რეჟისორის შეყვარებული, ბერნის პერსივალი. ისინი ერთმანეთს 7 წელია ხვდებიან.

    საკუთარი ბისექსუალობის შესახებ ჰერდმა ღიად 2010 წელს განაცხადა, როცა ურთიერთობა ქონდა მსახიობ ქალ ტაისენ ვან რისთან. ოთხწლიანი რომანის შემდეგ გოგოები ერთმანეთს დაშორდნენ.

  • მომღერალმა Sia-მ 16 წლის ბიჭი იშვილა

    44 წლის მომღერალმა სიამ 16 წლის ბიჭი იშვილა. მომღერალმა  შვილის შესახებ ბევრი დეტალის გამხელისგან თავი შეიკავა. 

    თუმცა ცნობილია, რომ ბიჭს სახელად დასანს, 12 წლის წინ  დედა მოუკლეს. მაშინ ის 4 წლის იყო. 

    ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ის ნათესავთან ცხოვრობდა, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის შემდეგ ბიჭი თავშესაფარში გადაიყვანეს.

  • 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

    14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

    საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარიდან არსებობს.

    ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

  • ნახეთ ქართველი მოციგურავის, ალინა ურუშაძის შესანიშნავი გამოსვლა ლოზანას ოლიმპიურ თამაშებზე(ვიდეო)

    9–დან 12 იანვრამდე შვეიცარიის ქალაქი ლოზანა  ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. სპორტის 16 დისციპლინაში 79 ქვეყნის 1792 სპორტსმენი  მონაწილეობს. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ტრამპლინიდან ხტომა, ფიგურული ციგურაობა, ციგაობა) 10 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არის ფიგურული მოციგურავე ალინა ურუშაძე, რომელიც 16 წლის 7 იანვარს გახდა. ის მოკლე პროგრამის მიხედვით მეხუთე ადგილზე გავიდა. მის ამ გამოსვლას მაღალი შეფასება მოჰყვა, თუმცა მცირე შეცდომების გამო ქულები დააკლდა. ჯამში კი 179.5 ქულა დააგროვა. კომენტატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ნაკრები ფიგურულ ციგურაობაში თანდათან სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. 

  • კრიზისი სამეფო ოჯახში: ჰარი განადგურებულია, მეგანი პრინციპულად არის განწყობილი. როგორ გადაწყდება უპრეცედენტო საკითხი

    პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მათი ისტორიული და სკანდალური გადაწყვეტილების შედეგებს იმკიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრინცი უმძიმეს მდგომარეობაშია. ლონდონში ხანმოკლე ვიზიტის შემდეგ მეგან მარკლი კანადაში დაბრუნდა, სადაც ბავშვი ძიძასთან ერთად ყავდა დატოვებული. პრინცი კი ლონდონში დარჩა და ცდილობს საკუთარი ოჯახის მომავალი ბედი გაარკვიოს.

    წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ ისინი სამეფო ოჯახიდან “აბუჩად აგდებით და დამცინავი დამოკიდებულებით“ განდევნეს. მეგანი პრინციპულად არის განწყობილი. ის დრაწმუნებულია, რომ ასეთი ცხოვრება მას არ უნდა. ამავე დროს, ჰარი საკმაოდ დაბნეული და დამძიმებულია სამეფო უფლებამოსილებებზე და პრივილეგიებზე უარის თქმის შესახებ მისი და მეგანის გადაწყვეტილების გამო.

    “ჰარი ძლიერ ზეწოლას განიცდის არჩევანის გაკეთებისას. ძალიან სევდიანი ამბავია. მას უყვარს დედოფალი. უყვარს თავისი ქვეყანა. უყვარს საკუთარი სამხედრო წარსული. ეს წასვლა მას უდიდეს გულისტკივილად დაუჯდება. ის დარდისგან მკვდარია. არ ვფიქრობ, რომ ეს ის არის, რაც მას მართლაც უნდა. მას კომპრომისის მოძებნა სურს“ – ამბობს პრინცის ახლო მეგობარი.

    “ყოფილი ამერიკელი მსახიობი, მეგან მარკლი თავიდანვე შეეჯახა იმას, რომ არავინ ჩქარობდა მის მიღებას – არც ქმრის ნათესავები, არც ბრიტანული საზოგადოება. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ერთგვარ ოპალში აღმოჩნდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ მუდმივად მიუთითებდნენ მათ მოკრძალებულ ადგილზე.“– ამბობს ინსაიდერი.

    ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მათ სამეფო როლს თავდაჯერებულად და წარმატებით თამაშობენ. მეგანი და ჰარი კი გრძნობდნენ, რომ მათთან კონკურენციას ვერ უძლებდნენ. მათ ხელფეხი ქონდათ შეკრული. ოჯახის გარემოცვის წარმომადგენელი ინფორმირებული წყარო ამბობს, რომ უილიამი და მისი მეუღლე თავიდანვე ისე იქცეოდნენ, რომ მეგანი და ჰარი ახლოს არ მიეშვათ.

    ამავე დროს, ჰარის და მეგანის გადაწყვეტილება სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის შესახებ ბრიტანული მონარქიისთვის სერიოზულ დარტყმად იქცა. პრინცმა და მისმა მეუღლემ ეს ნაბიჯი ისე გადადგეს, რომ წინასწარ არავისთვის არაფერი უთქვამთ და გარშემომყოფებზე არც უფიქრიათ. ჰარი იმდენად იყო ჩაფლული საკუთარ განცდებში, რომ არც კი დაფიქრებულა უფროს ძმაზე, რომელთანაც ოდესღაც უახლოესი მეგობრობა აკავშირებდა.

    ფაქტია, რომ ჰარის და მეგანის გადაწყვეტილებამ სამეფო ოჯახში კრიზისი გამოიწვია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ყველასთვის მულოდნელი იყო. გარდა ამისა, ასეთი პრეცედენტი სამეფო კარის ისტორიაში არ არსებობს.

    სამეფო კარის ექსპერტების აზრით სამეფო ოჯახს ბევრი რთული საკითხის გადაწყვეტა მოუწევს: ჰარის და მეგანის ფორმალური მოვალეობების, ფინანსების, საგადასახადო დაბეგვრის და სხვა ბევრი ნიუანსის ჩათვლით.

    1. შეუწყდება თუ არა წყვილს დაფინანსება ბრიტანეთის ბიუჯეტიდან

    ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ უნდათ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ და მზად არიან უარი თქვან დედოფლის გრანტზე, რომელსაც მონარქთა ოჯახი ყოველწლიურად იღებს მთავრობისგან ცერემონიული მოვალეობების შესასრულებლად. ჰარის და მეგანის პერსონალთან დაკავშირებული ხარჯების 5% სწორედ ამ თანხებიდან იფარებოდა. დანარჩენ ხარჯებს პრინცი ჩარლზის უძრავი ქონება ფარავდა. ჰარის მამას ეკუთვნის კორნუოლის საჰერცოგო, რომლის უძრავი ქონების ღირებულება ჯამში 1 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული. ჰარის და მეგანის განცხადებაში გამოთქმულია მოლოდინი, რომ ეს ფინანსური მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

    წყვილი იმასაც ამბობს, რომ ისინი უკვე დამოუკიდებლად ანაზღაურებენ პირადი მოგზაურობის ხარჯებს. გასულ წელს ისინი კერძო თვითმფრინავების გამოყენების გამო გააკრიტიკეს და ახლა მათ სურთ შესაძლებლობისდა მიხედვით კომერციული ავიახაზები, მატარებლები და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები გამოიყენონ.

    სამეფო ოჯახის ოფიციალური ვიზიტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იგეგმება და სამეფო გრანტიდან ფინანსდება. ჰარის და მეგანს როგორც ჩანს იმედი აქვთ, რომ ეს პუნქტი ძალაში დარჩება.

    2. როგორი იქნება მათი შემოსავალი

    ბევრის წარმოდგენაში ჰარი და მეგანი ისედაც უკვე ძალიან მდიდრები არიან. მონარქიული ოჯახის ფინანსებზე წიგნის ავტორის, დევიდ მაკლურის თქმით, პრინცესა დიანას სიკვდილის შემდეგ ჰარის მემკვიდრეობით 7 მილიონი ფუნტი ერგო. მეგანი კი მის გაცნობამდე წარმატებული მსახიობი იყო. ექსპერტის თქმით მათი ერთობლივი ქონება დაახლოებით 13–20 მილიონ დოლარს შეადგენს.

    მათ შეუძლიათ ბიზნესითაც დაკავდნენ, თუმცა ეს შეიძლება რისკის შემცველი აღმოჩნდეს სამეფო ოჯახის წევრებისთვის. არსებობს დაუწერელი წესი, რომ სამეფო ოჯახის წევრი რომც მუშაობდეს ამისათვის ხელფასს არ უნდა იღებდეს, განსაკუთრებით თუ საქმე ინტერესთა კონფლიქტს ეხება.
    მაგალითად, დედოფლის უმცროსი შვილი ედუარდი და მისი მეუღლე მძაფრი კრიტიკის ობიექტები გახდნენ, როცა ტელეკომპანია და პიარ კომპანია დააფუძნეს.
    თუ ჰარი და მეგანი ანაზღაურებად სამუშაოს დაიწყებენ, ისინი შეიძლება სამეფო ბრენდით ფულის კეთებაში დაადანაშაულონ.

    3. დარჩება თუ არა მათ განკარგულებაში ფროგმორ კოტეჯი

    წყვილი აპირებს უინძორში მდებარე ისტორიული სახლი კვლავ გამოიყენოს. ამ სახლის რეკონსტრუქციაზე სახელმწიფომ 2.4 მილიონი ფუნტი დახარჯა. წყვილმა განცხადებაში აღნიშნა, რომ თუ შეძლებენ ამ შენობით კვლავ ისარგებლონ, ესეიგი ბრიტანეთში ყოველთვის ექნებათ საკუთარი სახლი.  თუმცა ჰარის და მეგანს კარგად ესმით, რომ ბოლო სიტყვა ამ საქმეში დედოფალს ეკუთვნის. სწორედ მისი საკუთრებაა ფროგმორ კოტეჯი.

    როგორ გადაიხდიან გადასახადებს

    თუ ჰარი და მეგანი გადაწყვეტენ დროის დიდი ნაწილი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ გაატარონ, ეს გადასახადების გადახდაზეც აისახება. კანადის კანონებით, სადაც წყვილი აპირებს ცხოვრებას, ადამიანები, ვინც ქვეყანაში წელიწადში 183 დღეზე მეტს ატარებენ, ვალდებული არიან გადასახადი გადაიხადონ სრული შემოსავლიდან, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში მიიღეს ეს შემოსავალი.
    ბრიტანეთშიც მსგავსი წესი მოქმედებს, თუმცა ბრიტანული კანონებით ვადა 90 დღეა.

    ჰარი უკვე გააფრთხილეს, რომ მას ორმაგი გადასახადების გადახდა მოუწევს, თუ ორ ქვეყანაში იცხოვრებს, წერს გამოცემა Mail on Sunday.

    ეყოლება თუ არა წყვილს ძველებურად დაცვა

    ჰარის და მეგანის დაცვის საკითხს ჰოუმ ოფისი არეგულირებს, როგორც საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანებისას. მათ დაცვას შეიარაღებული პოლიცია ახორციელებს.ჩრდილოვანი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ემილი ტორნბერიამ განაცხადა, რომ აუცილებელია ასეც გაგრძელდეს და კარგი იქნებოდა, ბრიტანელმა გადასახადის გადამხდელებმა გადაიხადონ ჰარის და მეგანის უსაფრთხოების ფული, როგორც ეს ყოფილი მინისტრების შემთხვევაში ხდება. თუმცა, როგორც სანდი თაიმსი ამტკიცებს, სკოტლანდ იარდი განიხილავს შეიარაღებული პოლიციელების ელექტროშოკებით აღჭურვილი პოლიციელებით ჩანაცვლების საკითხს, რათა ხაზინას წყვილის დაცვა მეტისმეტად ძვირი არ დაუჯდეს.

    ჰარის და მეგანის უსაფრთხოების საკითხს ბუკინგემის სასახლე, მინისტრთა კაბინეტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავენ. კიდევ ბევრი საკითხია სამომავლოდ გასარკვევი, რომელთა დასარეგულირებლად დრო იქნება საჭირო.

  • მამა სევერიანემ პატარა ანიტა დახატა (ფოტო)

    2 წლის ანიტა, რომელიც ინდოეთის კლინიკაში მკურნალობს, მამა სევერიანემ დახატა. ნამუშევარმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.