Category: სხვადასხვა

  • “ჩემი შვილებისთვის უბრალოდ დედა ვარ და არა კარიერით შეპყრობილი სუპერვარსკვლავი“– შარლიზ ტერონი

    44 წლის შარლიზ ტერონი ლოს ანჯელესში წითე ხალიჩაზე პროვოკაციულ საღამოს კაბაში გამოჩნდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ნომინანტის სტატუსით ეწვია ყოვლწლიურ Critics’ Choice Awards დაჯილდოების ღონისძიებას. ფოტოგრაფების წინაშე მსახიობი ღრმად შეხსნილ გრძელ კაბაში და ექსტრემალურ დეკოლტეში პოზირებდა.

    მისი მაკიაჟი ზომიერი იყო, სამკაულები კი მასიური თეთრი ოქროსგან და ბრილიანტებისგან დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ შარლიზ ტერონს იმ დღეს ჯილდო არ მიუღია მისი ნამუშევრისთვის ფილმში “სკანდალი“, მისი სამოსი ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულად აღიარეს.

    რაც შეეხება ნომინაციას, ექსპერტები მას 2020–ის ოსკარის ერთ–ერთ პრეტენდენტად თვლიან. ჟურნალისტების კითხვაზე, აქვს თუ არა იმედი რომ თავის რიგით მესამე ოსკარს მიიღებს, ვარსკვლავმა ირონიულად უპასუხა, რომ იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად ფიქრობდა სამუშაოზე:

    “იცით, სახლში ორი პატარა შვილი მელის. მე მათთვის უბრალოდ დედა ვარ და არა საკუთარი კარიერით შეპყრობილი სუპერვარსკვლავი. მაგალითად, ცერემონიალის დასრულებისთანავე წავალ მათთან და შევეცდები ადრე დავწვე დასაძინებლად. იმიტომ რომ ხვალ დილით ადრე უნდა მოვამზადო ბაღისთვის და ავტობუსში ჩავსვა. ასეთი საქმეები ჩემთვის ბევრად მნშვნელოვანია. ნომინაცია, რა თქმა უნდა, გამახარებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ცხოვრებაში“– თქვა მსახიობმა დეილი მეილთან საუბრისას.


  • “შოკოლადებს მოგცემ, ოღონდ შენ ხმა არ ამოიღოო” – არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძის სახალისო  ვიდეო გავრცელდა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს ბავშვობის ისტორიას უყვება, რომელიც მის მუსიკალურ ნიჭს ეხება.

  • ვინც პატრიარქს დასცინის, ის საკუთარ თავს დასცინის – მამა შალვა კეკელია (ვიდეო)

    ვინც პატრიარქს დასცინის, ის საკუთარ თავს დასცინის,- დეკანოზმა შალვა კეკელიამ საკვირაო ქადაგების დროს პატრიარქის ეპისტოლეზე ისაუბრა.

    მისი თქმით, ილია მეორეს ყველაზე კარგი ეპისტოლე წელს ჰქონდა.

    „წელს არავის არ დაელაპარაკა პატრიარქი, არც მთავრობას, არც ოპოზიციას, არც ჩვენ არც არავის, პირდაპირ ღმერთს დაელაპარაკა…

    ვინც პატრიარქს დასცინის, ის საკუთარ თავს დასცინის. მე ისინი მეცოდებიან, როგორც მაცხოვარს ეცოდებოდა ყველა. ზუსტად ასე იქცევა ჩვენი პატრიარქიც. ქრისტიანობა არის ქრისტეს მიმბაძველობა. ზუსტად მოიქცევა ჩვენი უწმიდნესიც. წარმოიდგინეთ 87 წლის კაცს, წელშიმოხრილს როგორ ვექცევით. როგორ აძლევენ ასეთ ადამიანებს ეთერებს, ჩვენი ერი ამის გამო დაისჯება. ერი დაისაჯა ეკლესიების დანგრევის გამო, სასულიერო პირების დახვრეტის გამო და ზუსტად ასევე დავისჯებით, თუ აზრზე არ მოვალთ“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

  • ბეჭდების მბრძანებლის ავტორის, ჯ. რ. რ. ტოლკინის შვილი გარდაიცვალა

    ბეჭდების მბრძანებლის ავტორის, ჯ. რ. რ. ტოლკინის, შვილი კრისტოფერ ტოლკინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ დასავლური მედია “ტოლკინის საზოგადოებაზე” დაყრდნობით ავრცელებს:

    “კრისტოფერ ტოლკინი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტოლკინის საზოგადოება ღრმა სამძიმარს ვუთვლით ბეილის, საიმონს, ადამს, რეიჩელსა და ტოლკინის ოჯახის ყველა წევრს”.- წერია “ტოლკინის საზოგადოების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    კრისტოფერი არედაქტირებდა ტოლკინის იმ წიგნებს, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
    მან ასევე შექმნა ბეჭდების მბრძანებლის ცნობილი რუკები, რომლებიც 1950-იან წლებში, “ჰობიტის” შემდეგ გამოცემულ წიგნების სერიას ამშვენებდა. კრისტოფერ ტოლკინის სახელს უკავშირდება ასევე სილმარილიონის რედაქტირებაც, რომელიც 1977 წელს გამოიცა.

  • კატის გადასარჩენად ბებიამ შვილიშვილი მეოთხე სართულზე თოკით ჩაუშვა (ვიდეო)

    ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მომხდარ ამბავს, რომელიც ქუჩაში გამვლელების წყალობით სოციალურ ქსელში გავრცელდა, სკანდალური გამოხმაურება მოყვა. ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა ბებიის დასჯას მოითხოვს. როგორც ვიდეოში ჩანს, ბებიამ შვილიშვილი თოკით, მეხუთე სართულიდან მეოთხეზე ჩაუშვა.

    როგორც daily mail-ი წერს, მეხუთე სართულიდან თოკზე მობმულ ბავშვს ევალებოდა, სართულებს შორის გაჭედილი კატა ჩანთაში ჩაესვა და სახლში ამოეყვანა.

    შეშფოთებული გამვლელები მოუწოდებდნენ ბებიას დაუყოვნებლივ შეეწყვიტა “კატის სამაშველო ოპერაცია”, თუმცა ქალი ამტკიცებდა, რომ მის შვილიშვილს არაფერი მოსვლია.

    როგორც გამოცემა წერს, 7 წლის ჰაო ჰაო მშობლების დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ბებიასთან და ბაბუასთან იზრდება.

    ბებიის განცხადებით, ვერ ხვდებოდა, რომ აივნიდან თოკით ჩაშვებისას მის შვილიშვილს საფრთხე ემუქრებოდა ,თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ, ამბობს, რომ გაიაზრა, რამდენად სახიფათო იყო ამგვარი ქმედება.

  • სამეფო ოჯახის სკანდალის შემდეგ მეგან მარკლი კანადაშია და ბედნიერად გამოიყურება. პაპარაცების ფოტოები

    სანამ პრინცი ჰარი ბრიტანეთშია და ოჯახთან პრობლემების გარკვევას ცდილობს, მისი მეუღლე უახლოეს მომავალში ლონდონში დაბრუნებას არაპირებს. ის შვილთან ერთად კვლავ კანადაში რჩება. სწორედ კანადიდან გააკეთა წყვილმა სენსაციური განცხადება სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შესახებ. გუშინ მეგან მარკლი ფოტოგრაფებმა ჰიდროთვითმფრინავის ბორტზე ასვლისას შენიშნეს, რომელიც ვანკუვერში მიემგზავრებოდა.

    მეგანი თბილად იყო ჩაცმული. მას თბილი ქურთუკი ბეწვიანი კაპიშონით, შავი ჯინსი და მაღალყელიანი ყავისფერი ჩექმა ეცვა.

    თუმცა მთავარი, რასაც გარშემომყოფებმა მიაქციეს ყურადღება მისი ღიმილი იყო. ამბობენ, რომ მეგანის ასეთი გულწრფელი და ბედნიერი ღიმილი დიდი ხანია არ უნახავთ. როგორც ჩანს, დედოფლის განცხადებამ, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს წყვილის გადაწყვეტილებას, მას შვება მოჰგვარა.

    მეგანი და ჰარი რიგითი ადამიანების ცხოვრებით აპირებენ ცხოვრებას და თავად გეგმავენ გამოიმუშავონ საკუთარი ფული. თუმცა, სანამ ოჯახიდან საბოლოოდ წამოვლენ, ბევრი დეტალია გასარკვევი. ჰარი და მეგანი ბრიტანეთში და კანადაში აპირებენ ცხოვრებას.

  • “ის ძალიან კარგი დედაა“–ანჯელინა ჯოლის მამა შვილზე და სიძეზე

    ამ დღეებში ანჯელინა ჯოლის მამამ, 81 წლის ჯონ ვოიტმა მედიასთან კომენტარი გააკეთა საკუთარი შვილის და ყოფილი სიძის შესახებ. მცირე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ძალიან ამაყოფს ყოფილი სიძით, ბრედ პიტით. მიუხედავად ჯოლისა და პიტს შორის დაძაბული ურთიერთობისა, ყოფილი სიმამრი ყოფილი სიძის მიმართ კეთილგანწყობილია. როგორც ირკვევა, ის აღფრთოვანებულია პიტის მიერ შესრულებული როლით კვენტინ ტარანტინოს ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში.“

    ჟურნალ People-თან ინტერვიუში ჯონ ვოიტმა შვილზეც ისაუბრა. ის თვლის, რომ ანჯელინა ძალიან კარგი დედაა.

    “ის აღმერთებს თავის შვილებს. ყოველთვის აქტიურად არის ჩართული მათ ცხოვრებაში და ზრუნავს მათზე. ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს. ის შესანიშნავია“– თქვა ჯოლის მამამ და საკუთარ შვილიშვილებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ანჯელინას ექვსივე შვილი თავისებურად განსაკუთრებული და უნიკალურია. “გიჩნდება სურვილი ყველანაირი პირობა შეუქმნა, რომ თავი გამოავლინონ“– თქვა ვოიტმა.

  • საოპერო სკანდალი:აზერბაიჯანელმა მომღერალმა სომეხ მომღერალთან ერთად დრეზდენში გამოსვლაზე უარი თქვა

    ორშაბათს სომხეთში და აზერბაიჯანში დიდი საზოგადოებრივი დისკუსია მოყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საოპერო მომღერალმა იუსიფ ეივაზოვმა უარი თქვა სცენაზე სომეხ მომღერალ რუზან მანთაშიანთან ერთად გამოსვლაზე მისი ნაციონალობის გამო. საქმე ეხება ცნობილ დრეზდენის საოპერო მეჯლისის გახსნას, რომელიც წელს 7 თებერვალს ჩატარდება.

    თუმცა, ახალი ამბავი, რომელსაც მრისხანებით ან მოწონებით განიხილავდა ადგილობრივი მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები, ერთადერთ წყაროს ეფუძნებოდა: სააგენტოს განცხადებას, რომელიც მანთაშიანს წარმოადგენს.

    თვად აზერბაიჯანელი ტენორი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.

    მოვლენების განვითარების ვერსიები ბიბისის ინფორმაციით ერთმანეთს იმდენად ეწინააღმდეგება, რომ აქამდე ფაქტების რეალურად დადგენა შეუძლებელია. ბიბისი წერს, რომ ვინც არ უნდა აღმოჩნდეს ამ ისტორიაში მართალი, საოპერო სკანდალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის რეალობას ასახავს, რომელშიც ერთმანეთის მიუღებლობა იმდენად დიდია, რომ სრულიად აპოლიტიკურ სფეროებს – კულტურას, სპორტს და შოუ ბიზნესსაც ეხება.

    რა მოხდა სინამდვილეში?

    ორშაბათს ფრანგულმა სააგენტომ – Agence Massis Opera, რომელიც სომეხ საოპერო მომღერალს, რუზან მანთაშიან ს წარმოადგენს, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საოპერო მეჯლისის ორგანიზატორებმა უარი თქვეს მის მომსახურებაზე ეივაზოვის მოთხოვნით, რომელმაც თითქოსდა უარი თქვა სცენაზე სომეხ მომღერალთან ერთად გამოსვლაზე.

    იმავე დღეს ეივაზოვმა და ფესტივალის ორგანიზატორებმა ეს ვერსია უარყვეს. ეივაზოვის აგენტმა ბიბისის უამბო, რომ თავიდან საუბარი იყო მხოლოდ ერთ ნომერზე ეივაზოვის მონაწილეობით. მანთაშიანთან დუეტი არ იგეგმებოდა.

    მანვე დასძინა, რომ მომღერალს პირადად არაფერი აქვს საწინააღმდეგო სომეხი მომღერალი ქალის წინააღმდეგ და ზოგადად, სომეხი მომღერლების წინააღმდეგ.თვითონ ეივაზოვმა კი განაცხადა, რომ პოლიტიკას და ოპერას ერთმანეთისგან მიჯნავს.

    “მე აზერბაიჯანელი ვარ და მაქვს აბსოლუტურად მკაფიო ხედვა და აზრი სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებობს, თუმცა ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არასოდეს არ ეხება ჩემს პროფესიას და სასცენო კოლეგებს“ – დაწერა ტენორმა ინსტაგრამზე.თუმცა, ეივაზოვმა სომეხი მომღერლის მისამართით ირონიული კომენტარისგან თავი ვერ შეიკავა:

    “ახლა მაინც გაიცნობს ვინმე“– დაწერა მან საკუთარი პოსტის კომენტარებში. მოგვიანებით ეს კომენტარი წაიშალა.

    აივაზოვმა ხაზი გაუსვა, რომ რეგულარულად გამოდის სცენაზე სომხებთან ერთად. და ეს მართლაც ასეა.

    არსებობდა თუ არა კონტრაქტი

    ფესტივალის ორგანიზატორი Semper Opernball ამტკიცებს, რომ მანთაშიანთან კონტრაქტი არ ქონია. თუმცა, ჯერ კიდევ დეკემბერში გავრცელებულ პრეს რელიზში დაანონსებული იყო მანთაშიანის და ეივაზოვის გამოსვლა.

    ოთხშაბათს მანთაშიანის სააგენტომ ახალი განცხადება გაავრცელა, რომელშიც საკუთარი ვერსია გაიმეორა: თითქოს 10 იანვარს Semper Opernball–ის წარმომადგენლებმა მანთაშიანთან მოლაპარაკებები შეწყვიტეს და მიზეზად აივაზოვის მოთხოვნა დაასახელეს.

    ფესტივალის წარმომადგენელმა ბიბისის უამბო, რომ ვერსია ქსენოფობიის შესახებ აბსოლუტურად გამორიცხულია და ორგანიზაციიდან ასეთ წერილს არავინ გაგზავნიდა.

    “სიმართლე რომ გითხრათ, გერმანიაში ნაკლებად ვფიქრობთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტზე“ – განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
    მოკლედ, ერთის მხრივ ფესტივალის ორგანიზატორები და აივაზოვი, და მეორეს მხრივ მანთაშიანის ფრანგი აგენტები საკუთარ ვერსიებს იცავენ. მომღერლები მედიისთვის კომენტარს არ აკეთებენ, ფესტივალის ორგანიზატორი კი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მანთაშიანთან კონტრაქტი საერთოდ არ ქონია.

  • რა ვიტამინებს შეიცავს,როგორ გამოვიყენოთ ქერქი, როგორ შევარჩიოთ… ფაქტები მანდარინების შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

    მანდარინების შესახებ არსებობს წარმოდგენა, რომ ციტრუსებს შორის ის ყველაზე ნაკლებად სასარგებლოა. ნაწილობრივ შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ეს ციტრუსოვანი ხილი ბევრს უყვარს. გაეცანით რამდენიმე ფაქტს  მანდარინების შესახებ, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით:

    1. მანდარინების სამშობლო აზიაა. თუმცა მისი წარმოშობის ქვეყნის შესახებ მეცნიერები დღემდე დაობენ. მანდარინის სამშობლო შესაძლოა ინდოეთი, კონკრეტულად მისი ჩრდილოეთი ნაწილი იყოს. მეორე ვერსიით კი ეს არის ჩინეთი.
    2. დავა არ წყდება სახელწოდებასთან დაკავშირებითაც. ყველაზე პოპულარული ვერსია ციტრუსს ჩინელ მოხელეებს უკავშირებს, რომლებსაც მანდარინებს უწოდებდნენ. თითქოს ეს ხილი თავდაპირველად სწორედ მათ ბაღებში იზრდებოდა. მეორე ვერსია კი ესპანურ ენას უკავშირდება, რომელშიც არის შესაბამისი სიტყვა – “se mondar“, რაც სიტყვა სიტყვით ადვილად გასასუფთავებელს ნიშნავს.
    3. არსებობს მანდარინის 50–ზე მეტი სორტი, მათ შორის სხვა ციტრუსებთან ნაჯვარი. საიდუმლო არ არის, რომ მაღაზიებში ხშირად სწორედ ჰიბრიდები იყიდება. მაგალითად, შეხვდებით ტანჯელოს – მანდარინისა და გრეიფრუტის ნაჯვარს, კლემენტინებს – მანდარინისა და ფორთოხლის ნაჯვარს.
    4. ჩინეთში მანდარინები სიმდიდრის და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება. ძველ დროში სტუმრებს მასპინძლები ამ ხილს ჩუქნიდნენ, რითაც საკუთარ კეთილგანწყობას და საუკეთესო სურვილებს გამოხატავდნენ.
    5. მანდარინები ვიტამინებით მდიდარი ხილია. ის იმდენივე ვიტამინ C-ს შეიცავს, რამდენსაც ფორთოხალი და სამჯერ მეტ A ვიტამინს. გარდა ამისა, მანდარინები მდიდარია ანტიოქსიდანტებით, უჯრედისით და ბიოფლავონოიდებით. ერთი მანდარინი საშუალოდ 40 კილოკალორიას შეიცავს.
    6. ევროპაში მანდარინები მხოლოდ 19–ე საუკუნეში გამოჩნდა.
    7. ნუ გადააგდებთ მანდარინის ქერქს. გამოიყენეთ როგორც არომატიზატორი სასმელებისა და დესერტებისთვის. თუმცა მანამდე ძმრიანი წყლით გარეცხეთ, რათა ქიმიკატები მოაშოროთ. არ გამოიყენოთ პრიალა ქერქი, რადგან სიპრიალე იმას ნიშნავს, რომ მანდარინი ცვილით გააპრიალეს.
    8. მანდარინი ვერ იტანს სიმშრალეს და მაღალ ტემპერატურას. იმისათვის, რომ დიდხანს შეინახოთ ჯობს მაცივრის ქვედა ყუთში მოათავსოთ.
    9. სტომატოლოგები გვირჩევენ მანდარინის მიღების შემდეგ პირში წყალი გამოვივლოთ, რათა მჟავა კბილებზე არ დარჩეს და არ დააზიანოს.
    10. მანდარინები პრაქტიკულად არ შეიცავს ნიტრატებს. საქმე იმაშია, რომ მის შემცველობაში არსებული მჟავა მათ მოქმედებას თრგუნავს.
    11. მანდარინი შეიძლება ძლიერი ალერგენი იყოს. მას ის ადამიანებიც უნდა მოერიდონ, ვისაც კუჭნაწლავის დაავადებები აწუხებს.
    12. მანდარინის ზეთი კარგად ებრძვის ცელულიტს.
    13. მანდარინის ნაყოფი დაახლოებით 6–8 თვე იზრდება. მანდარინის ხე შესაძლოა 5 მეტრის სიმაღლემდე გაიზარდოს.