Category: სხვადასხვა

  • ცნობილმა პორნოსაიტმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

    ცნობილმა პორნოსაიტმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

    პორნოსაიტმა YouPorn პრინცი ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში მუშაობა შესთავაზა. გამოცემა Metro–ს საიტზე გამოქვეყნებულია კომპანიის ვიცე პრეზიდენტის, ჩარლი ჰიუზის მიმართვა:

    “ჩვენს საქმის კურსში ვართ, რომ თქვენ გაქვთ ბევრი საინტერესო და ღირსეული წინადადება, თუმცა ჩვენ გთავაზობთ კომპანიის განსაკუთრებული ინიციატივების დირექტორის თანამდებობას, რათა youporn–ის საქველმოქმედო საქმიანობა“– ნათქვამია განცხადებაში.

    ჰიუზის აზრით, მარკი ამ პოზიციაზე შესანიშნავი თანამშრომელი იქნება, რადგან მან შეძლო კრეატიული გადაწყვეტის მოძებნა იმ გარემოშიც კი, სადაც მოძველებული წესები და აზროვნების ძველმოდური სტილი მეფობს. ჰიუზი სამეფო ოჯახთან მეგანის ურთიერთობაზე მიანიშნებს.

    “სწორედ ამიტომ თქვენ ზუსტად შეეფერებით ამ თანამდებობას“– ხაზს უსვამს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი. მას სურს მარკლმა მთელი კომპანიის საქველმოქმედო აქციების სტრატეგია შეიმუშაოს. წერილში მას პირდაპირ არ მიუთითებია ჰონორარის ოდენობა და სამუშაო პირობები, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ სასექსის ჰერცოგის მეუღლისგან პასუხს მიიღებს.

    შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგანმა ათი დღის წინ უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე, სტატუსზე და განაცხადეს, რომ უნდათ ჩვეულებრივი მოქალაქეების სტატუსით იცხოვრონ და ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.

  • ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მონეტა 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

    სოვერენი მეფე ედუარდ VIII-ს გამოსახულებით აშშ–ში კერძო კოლექციონერმა 1 მილიონ ფუნტ სტერლინგად, ანუ 1.3 მილიონ დოლარად იყიდა. ამგვარად, ეს მონეტა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა.

    ოქროს მონეტის თავდაპირველი ნომინალი 1 ფუნტი სტერლინგია.

    კოლექციონერი, რომელიც ანონიმად დარჩენას ამჯობინებს ამბობს, რომ ვერ გაუშვებდა ხელიდან აშშ–დან სამშობლოში ედუარდ VIII–ის გამოსახულებიანი მონეტის დაბრუნების შანსს.

    სულ მსოფლიოში 6 ასეთი მონეტა არსებობს. ედუარდ VIII–ის გამოსახულებიანი მონეტა მასობრივ მიმოქცევაში არასოდეს ჩაუშვიათ. ის მიმოქცევაში 1937 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა 1936 წლის დეკემბერში, მისი ტახტზე ასვლიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მეფემ სამეფო გვირგვინზე უარი თქვა იმისათვის, რომ ცოლად ამერიკელი განათხოვარი ქალი, უოლის სიმპსონი მოეყვანა. შესაბამისად, შემორჩა მხოლოდ ამ მონეტის ნიმუშები. ათწლეულების განმავლობაში ისინი არსად გამოუფენიათ.

    ტახტიდან გადამდგარმა მეფემ უინძორის ჰერცოგის სტატუსი მიიღო და არაერთხელ ითხოვა მისთვის ეს მონეტები გადაეცათ, თუმცა მისმა ძმამ, გეორგ მეექვსემ ამ თხოვნაზე უარი უთხრა.



    მონეტის მეორე მხარე იტალიელი გრავიორის, ბენედეტო პისტრუჩის შესრულებულია

    ამჟამად ოთხი ასეთი სოვერენი მუზეუმებში ინახება. ის 22 კარატიანი ოქროთია დამზადებული. მისი დიამეტრი 22 მილიმეტრიია, წონა 7.98 გრამი.
    “მესმის, რომ 1 მილიონი ფუნტი ძალიან დიდი ფულია ერთი მონეტისთვის, მაგრამ ახლა რომ არ მეყიდა, ასეთი შანსი აღარასოდეს მომეცემოდა ცხოვრებაში“– ამბობს მონეტის ახალი მფლობელი.

    მონეტის წინა მფლობელმა, ამერიკელმა კოლექციონერმა ის 2014 წელს 516 ათას ფუნტ სტერლინგად იყიდა.

  • ნახეთ როგორ გამოიყურება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი

    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადისა და შიდა ტიხრების მოწყობის ძირითადი სამუშაოები.

    “დასრულებულია სახურავის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვის სამუშაოები და ეწყობა ღია ვერანდა.

    პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი. რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. რის შემდეგაც ტერმინალი სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღიჭურვება.

    უახლოეს მომავალში დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ლანდშაფტის მოწყობა.

    ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 ჯერ გაიზრდება.“–ნათქვამია გაერთიანების ინფორმაციაში. ვრცელდება მიმდინარე სამუშაოების და ამჟამად არსებული მდგომარეობის ფოტოებიც.

  • ანჯელინა ჯოლიმ და მისმა ტრანსგენდერმა შვილმა წონაში უკიდურესად დაიკლეს – ამერიკული პრესა

    ანჯელინა ჯოლის და მისი 13 წლის ბიოლოგიური შვილის, შაილოს ბედზე ამერიკული პრესა წუხს. დედა–შვილი სამოფიტულად გამოიყურებიან. ანჯელინამ ბოლო დროს მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. მისი პრობლემები ინფორმირებული წყაროს ცნობით იმის ბრალია, რომ სტრესთან გამკლავებას ვერ ახერხებს. სტრესს კი ყოფილ ქმართან კონფლიქტი იწვევს.

    სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრედ პიტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს შვილების აღზრდაში. ცოტა ხნის წინ მათ შობა მამასთან ერთად იზეიმეს. ამის გამო ანჯელინას მოუწია შობის აღნიშვნა სხვა დღისთვის გადაეტანა. მსახიობის ახლო გარემოცვამ განაცხადა, რომ ანჯელინას ძალიან უყვარს შობის აღნიშვნა შვილებთან ერთად და ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება – შვილებთან ერთად რთავს ნაძვისხეს, მზარეულს შვილების საყვარელ კერძებს ამზადებინებს, დილით კი სიამოვნებით უყურებს როგორ ხსნიან ბავშვები ნაძვის ხესთან დაწყობილ საჩუქრებს. შემდეგ კი მთელი დღე უფლებას აძლევს რაც უნდათ ის აკეთონ და ჭამონ, თუნდაც მხოლოდ ტკბილეული.

    წელს მას ამ სიამოვნების დათმობა მოუწია. გარდა ამისა, მსახიობს აღარ შეუძლია ისევე ადვილად გადაადგილდეს მსოფლიოს გარშემო, როგორც ადრე, რადგან ვალდებულია ბავშვების ადგილსამყოფელი მამას შეუთანხმოს. ნერვიულობა მის მადაზეც აისახა.

    “აღარავის ახსოვს ანჯელინას გარემოცვაში, როდის ჭამა ბოლოს სრულფასოვნად. საკვებზე საერთოდ აღარ ფიქრობს. ძირითადად ხილს ჭამს და ყავას სვამს“– უთხრა მედიას ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.

    ანჯელინას გარდა მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში ჯოლის და პიტის შვილმა, შაილომ. 13 წლის გოგონა, რომელმაც სქესის შეცვლა გადაწყვიტა და ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაირქვა ჯონი, ცდილობს რაც შეიძლება მალე დაასრულოს ტანსგენდერული გარდასახვა. მის გახდომას ჰორმონალურ აბებს უკავშირებენ, რომელთა მიღება მან გასულ წელს დაიწყო, რათა უფრო მეტად დაემსგავსოს ბიჭს. ეს პრეპარატები წონის კლებას იწვევს.

  • თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე აქტიური ვულკანები

    ფილიპინებზე ვულკან ტაალის ამოფრქვევამ ამ დღეებში ფრენების შეჩერება გამოიწვია და ადგილობრივი მაცხოვრებლები აიძულა სახლები დაეტოვებინათ.

    თუმცა დედამიწაზე მხოლოდ ვულკანი ტაალი როდია აქტიური. პლანეტის სხვადასხვა ნაწილში 25 აქტიური ვულკანია. წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე აქტიურ ვულკანებს:

    ვულკანი სემერუ ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე. წინა პლანზეა ვულკანები ბატოკი და ბრომო. 2008 წელი.

    ვულკან იასურის ამოფრქვევა კუნძულ ტანაზე 2012 წელს.

    ვულკანი სანგაი ეკვადორზე. 2015 წელი.

    ვულკანი რევენტადორი ეკვადორზე. 2012 წელი.

    ვულკან სანტა–მარიას ამოფრქვევა გვატემალაში 2016 წელს

    ვულკან ფუეგოს ამოფრქვევა გვატემალაში 2013 წელს

    ვულკან პაკაიას ამოფრქვევა გვატემალაში 1976 წელს.


    ყველაზე რთული სახელწოდების მქონე ვულკანის – ეიაფიადლაიოკუდლი–ს ამოფრქვევა ისლანდიაში 2010 წელს, რომელმაც ჩრდილოეთ ევროპაში საჰაერო მიმოსვლის პარალიზება გამოიწვია.


    ვულკან ტაალის ამოფრქვევა ფილიპინებში. 12 იანვარი, 2020 წელი.

    ვულკან სტრომბოლის ამოფრქვევა იტალიაში 2013 წელს.


    ვულკან ეტნას ამოფრქვევა იტალიაში 2002 წელს.

    კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკან ნირაგონგოს ლავისგან წარმოქმნილი ტბა.

    ვულკანი ერებუსი ანტარქტიდაზე, კუნძულ როსაზე. 2000 წელი.

    ვულკანი შიველუჩი კამჩატკაზე. ფოტო გადაღებულია საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან 2007 წელს.

    ვულკანური კუნძული ნისინოსიმა იაპონიაში. 2016 წელი. ჩამოყალიბდა 1974 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.

  • პრინც ჰარის და მეგან მარკლს სამეფო ტიტულები ჩამოერთვათ.მათ ბიუჯეტის ფულის დაბრუნებაც მოუწევთ.ბუკინგემის სასახლის ბოლო განცხადება

    პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ვეღარ შეძლებენ სამეფო ტიტულებით სარგებლობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწფიო სახსრებს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ამ წუთებში ბიბისი ავრცელებს.

    სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ ასევე განაცხადეს, რომ ბიუჯეტიდან უინძორში მათი სახლის რემონტზე დახარჯულ 2.4 მილიონ ფუნტს დააბრუნებენ. გარდა ამისა, ჰარი და მეგანი ვეღარ იქნებიან დედოფლის ოფიციალური წარმომადგენლები.

    ათი დღის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა წყვილმა გაავრცელა განცხადება, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრის სტატუსზე და შესაბამის ვალდებულებებზე, სურთ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებით იცხოვრონ და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ისინი გეგმავენ ორ ქვეყანაში – კანადასა და ბრიტანეთში იცხოვრონ.

    ეს განცხადება ყველასათვის შოკი და მოულოდნელობა აღმოჩნდა. მათ შორის სამეფო ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც წყვილს წინასწარ არ გაუფრთხილებია. ამის შემდეგ ჰარი ბრიტანეთში ჩავიდა კანადიდან, სადაც ცოლ–შვილთან ერთად იმყოფებოდა. ის დედოფლის მიერ გამართულ ოჯახურ თათბირს დაესწრო.დედოფალმა სანდრინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრები შეკრიბა სამეფო ოჯახის ცხოვრებაში პრინცის და მეგანის მომავალი როლის განსასაზღვრად. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა განცხადება, რომ დედოფალმა მხარი დაუჭირა სასექსის ჰერცოგის და მისი მეუღლის სურვილს ახალი ცხოვრება დაიწყონ და უარი თქვან სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსით მოვალეობების შესრულებაზე.

    “ჩვენ ვამჯობინებდით ისინი სამეფო ოჯახის სრულფასოვან წევრებად დარჩენილიყვნენ, თუმცა პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილის უფრო დამოუკიდებლად იცხოვრონ, და ამავე დროს დარჩნენ ჩვენი ოჯახის ფასეულ ნაწილად“– ნათქვამია დედოფლის განცხადებაში.

    დედოფლის თქმით, შეხვედრაზე შედგა შეთანხმება გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის დროსაც ჰარი და მეგანი დროს კანადასა და ბრიტანეთში გაატარებენ.ასევე ითქვა, რომ ფინალური გადაწყვეტილება ამ საკითხში უახლოეს დღეებში იქნებოდა მიღებული. და ასეც მოხდა.

    როგორც შაბათს საღამოს გავრცელებულ ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია ნათქვამი, ჰარის და მეგანს ესმით, რომ ამიერიდან მოუწევთ უარი თქვან სამეფო ვალდებულებებბის შესრულებაზე, მათ შორის არმიასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ღონისძიებებზე.

    “ხანგრძლივი საუბრების და დისკუსიების შემდეგ მიხარია, რომ ერთად მოვძებნეთ კონსტრუქციული და მხარდაჭერის უზრუნველმყოფელი მიდგომა ჩემი შვილიშვილის და მისი ოჯახის შემდგომი ნაბიჯების მიმართ. ჰარი, მეგანი და არჩი ყოველთვის დარჩებიან ჩემი ოჯახის საყვარელ წევრებად. მთელ ჩემს ოჯახს იმედი აქვს, რომ დღევანდელი შეთანხმება საშუალებას მისცემს მათ დაიწყონ ბედნიერი და მშვიდი ახალი ცხოვრება“– ნათქვამია ელისაბედ მეორის განცხადებაში.

    “ისინი აღარ მიიღებენ სახელმწიფო სახსრებს სამეფო მოვალეობების შესასრულებლლად. დედოფლის კურთხევით სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე განშაგრძობენ თავის კერძო პატრონაჟის ინიციატივების და კავშირების მხარდაჭერას.“–ნათქვამია განცხადებაში.

    ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ აპირებენ გაასაჯაროვონ როგორ მოგვარდება ჰარის და მეგანის დაცვის საკითხი.
    მანამდე ჟურნალისტები არაერთხელ დაინტერესდნენ, ვინდა როგორ აანაზღაურებს სამეფო ოჯახის წყვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯებს, განსაკუთრებით , თუ ისინი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ იცხოვრებენ. ამჟამად მათ დაცვას ბრიტანეთის პოლიცია უზრუნველყოფს.

  • პენელოპა კრუსი და ჰავიერ ბარდემი პაპარაცების ობიექტივში

    ჩვენი დროის ყველაზე წარმატებული მსახიობი ქალი, პენელოპა კრუსი შესანიშნავად გამოიყურება – ფიზიკურად კარგ ფორმაშია, ადამიანებთან ურთიერთობაც თავისუფლად და მეგობრულად გამოსდის.
    სანამ პედრო ალმადოვარის ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით “ტკივილი და დიდება“ მთელ მსოფლიოში ჯილდოებს იღებს, კრუსი შაბათ–კვირას მადრიდში ჰავიერ ბარდემთან ერთად ატარებს.

    წყვილი პაპარაცებმა ცნობილი ვეგეტარიანული რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ გადაიღეს, სადაც ვახშამი მიირთვეს. თავისუფლად ჩაცმული ცოლ–ქმარი ქუჩაში მშვიდად მისეირნობდა.

  • ფრენაზე დაგვიანების გამო მგზავრმა აეროპორტს ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება გაუგზავნა

    ლონდონში გეტვიკის აეროპორტში მგზავრს თვითმფრინავზე აგვიანდებოდა, რის გამოც პოლიციაში ცრუ შეტყობინება გაგზავნა ბომბის საფრთხის შესახებ.

    ზარის შემდეგ აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ფრენები გადაიდო და თვითმფრინავი ყველას დაატოვებინეს.

    მოგვიანებით, მოქალაქე რეისზე რეგისტრაციას გადიოდა, შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ მისი ტელეფონის ნომერი ემთხვეოდა ანონიმური ზარის ავტორს რომელმაც პოლიციას ბომბის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. შედეგად მგზავრი ადგილზე დააპატიმრეს და 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

  • გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი

    მსოფლიოში ყველაზე პატარა ადამიანი, ხაგენდრა ტაპა მაგარი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდი იუწყება.

    “მეგობრების თქმით ხაგენდრა ბოლო დროს გულთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასთმას და პნევმონიას ებრძოდა“–ნათქვამია განცხადებაში.
    16 იანვარს ის ნეპალის Manipal–ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 17 იანვარს კი ადგილობრივი დროით 15 საათზე გარდაიცვალა.

    ხაგენდრა ტაპა მაგარი 67.08 სანტიმეტრის სიმაღლის იყო და მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანად იყო აღიარებული, რომელმაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი შეინარჩუნა.

  • ბრედ პიტმა ყოფილ ცოლზე წარმატებით იძია შური

    56 წლის ბრედ პიტი მისი კარიერის ახალი აღმავლობის ეტაპით ტკბება. მსახიობის მეგობრების თქმით, მისი წარმატებები ანჯელინა ჯოლის ძალიან აღიზიანებს.

    ჰოლივუდის ვარსკლავი ოსკარზეა ნომინირებული მეორე ხარისხოვანი როლისთვის ფილმში “ერთხელ ჰოლივუდში“. კარიერულ წინსვლას თან ახლავს ფინანსური კეთილდღეობა– პუბლიკის საყვარელი მსახიობი მსხვილ კონტრაქტებს აფორმებს მოდურ ბრენდებთან. თაყვანისმცემლებიც არ აკლია, განსაკუთრებით ქალები, რომლებიც აღფრთოვანებით ხვდებიან თავის კუმირს წითელ ხალიჩებზე და პრემიერებზე.

    მოვლენათა ასეთი განვითარება სულაც არ ახარებს მის ყოფილ ცოლს. განქორწინების შესახებ ინფორმაციის გაცხადების შემდეგ ჯოლი ყველანაირად ცდილობდა პრესაში ყოფილი ქმრის გაშავებას, რათა ამის ხარჯზე საკუთარი რეპუტაცია აემაღლებინა. განქორწინების პროცესი კი მრავალწლიანი, დამღლელი და ბრალდებებით გაჯერებული აღმოჩნდა. რთული დავა ქონდა წყვილს შვილების მეურვეობასთან დაკავშირებითაც. პარალელურად კი არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინას ბრედ პიტთან შერიგება უნდოდა.

    ამჟამად ანჯელინა ჯოლის კარიერა არც ისეთი წარმატებულია, როგორიც ბრედის. ბრედ პიტის მეგობრები დარწმუნებულნი არიან, ჯოლი დაბოღმილია იმის გამო, რომ პიტმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე მოახერხა ძველი დიდების და პუბლიკის კეთილგანწყობის დაბრუნება.

    “ბრედი ბრძნულად მოიქცა – არ დაიწყო თავის მართლება, არ შეეცადა ანჯელინას საპასუხოდ დადანაშაულებას. უბრალოდ თავის დროს დაელოდა და ბევრი იმუშავა. ამან შედეგი გამოიღო. ის ყველაზე პრესტიჟულ კინოჯილდოებს იღებს, მაყურებელს უყვარს და მთლიანობაში, ბედნიერად ცხოვრობს“– ამბობს ბრედის ერთ–ერთი მეგობარი.

    მსახიობის გარემოცვა აცხადებს, რომ ანჯელინა ჯოლი ძალიან ეჭვიანია და ძალიან შეშფოთებულია იმ ალბათობით, რომ შესაძლოა პიტი მის პირველ ცოლს, ჯენიფერ ენისტონს შეურიგდეს. ანჯელინასთან დაშორების შემდეგ, რომელიც ენისტონს ვერ იტანდა, პიტმა პირველ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა აღადგინა. მართალია ორივე უარყოფს მათ შორის რომანტიულ ურთიერთობას, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.ბრედ პიტი შარშან ენისტონის დაბადების დღეზეც მივიდა სტუმრად.

    ბრედ პიტის დედა, რომელიც ანჯელინას ვერასოდეს იტანდა, ყოველთვის წუხდა, რომ ის ქმარს და შვილებს ცუდად ექცეოდა. ეტა პიტს ყოველთვის შვილის პირველი ცოლი, ჯენიფერ ენისტონი უფრო მოწონდა და მასთან ურთიერთობას არ წყვეტდა. ამის გამო ანჯელინა ყოველთვის უკმაყოფილო იყო და შიშობდა, რომ დედა ხელს შეუწყობდა ბრედ პიტს ენსტონთან შერიგებაში.

    ქმართან განშორების გამო კი ყოფილ დედამთილზე შური იძია. მან შვილებს ბებიასთან და ბაბუასთან შეხვედრები შეუზღუდა. ბრედის მშობლებმა თხოვეს ჯოლის არ გამოეყენებინა ბავშვები შანტაჟის ინსტრუმენტად. ეტა პიტმა კი მედიას განუცხადა: “ის არ იკმარა ანჯელინამ, რომ ჩვენს შვილს ცილი დასწამა, ახლა ბავშვებს მამის წინააღმდეგ ამხედრებს.“

    ქალმა ისიც თქვა, რომ სიამოვნებით შეხვდებოდა ანჯელინას და პირდაპირ ეტყოდა სათქმელს. “ბევრი რამის თქმა მინდა. კარგად იცის, რომ უსიამოვნო საუბარი ელის.“– თქვა ეტა პიტმა.