Category: სხვადასხვა

  • პამელა ანდერსონმა გათხოვების შემდეგ ქმართან გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა

    რამდენიმე დღის წინ 52 წლის პამელა ანდერსონი მოულოდნელად გათხოვდა. ის ცოლად გაყვა დიდი ხნის მეგობარს, 74 წლის კინოპროდიუსერს ჯონ პიტერსს. ქორწილი მალიბუში 20 აინვარს გასაიდუმლოებულ ვითარებაში შედგა. მხოლოდ კვირის ბოლოს გამოაქვეყნა მსახიობმა ინსტაგრამზე შავთეთრი ფოტო თავის რჩეულთან ერთად.

    პიტერსზე გათხოვება პამელა ანდერსონისთვის მეხუთე ქორწინებაა. პამელაც მისი ახალი ქმრისთვის მეხუთე ცოლია.


    მანამდე ანდერსონი გათხოვილი იყო როკ მუსიკოს ტომი ლიზე, მუსიკოს კიდ როკზე და კინოპროდიუსერ რიკ სალომონზე. ამ უკანასკნელზე პამელა ორჯერ გათხოვდა.

    “პამელას დღემდე არ მოუხდენია მისი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება. მას ჯერ კიდევ შეუძლია ნამდვილად გაბრწყინდეს. მასში ბევრად მეტი იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სხვა შემთხვევაში ასე ძლიერ არ მეყვარებოდა… ჭკუიდან მშლის – კარგი გაგებით. შთაგონებას მაძლევს“ – თქვა ჯონ პიტერსმა ქორწილის შემდეგ.

    წყვილმა ერთმანეთი 35 წლის წინ გაიცნო. ხანმოკლე რომანის შემდეგ ისინი გაიყვარნენ, რამდენიმე თვის წინ კი ყველაფერი თავიდან დაიწყეს.

  • დედამიწაზე ასტეროიდის დაცემის შედეგად წარმოქმნილი უძველესი კრატერი ავსტრალიაში აღმოჩნდა

    დედამიწაზე უძველესი ასტეროიდის კრატერი ავსტრალიაში მდებარეობს, მეტეორი კი, რომელმაც ეს კრატერი წარმოქმნა შესაძლოა ყინულოვანი პერიოდის დასრულების მიზეზი გამხდარიყო. ამ დასკვნამდე ავსტრალიელი მეცნიერები მივიდნენ.

    კრატერი იარაბუბა, რომელიც დიამეტრით დაახლოებით70 კილომეტრია, დიდი ხანია ცნობილია. ის 1979 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე მეცნიერები მისი ასაკის დადგენას ცდილობდნენ.

    ქვებში შემორჩენილი მინერალების– მონაციტის და ცირკონის რადიომეტრიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კრატერის ასაკი დაახლოებით 2.2 მილიარდი წელია.

    დღეს კრატერი თითქმის უხილავია მილიონობით წლიანი ეროზიის შედეგად. ამიტომაც ტესტირების წინ მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული კვალის მიხედვით დარტყმის ზონა აღადგინეს.
    კერტინის უნივერსიტეტის პროფესორი, კრიკ კირკლენდი, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა ყვება, რომ მეტეორის შეჯახების შემდეგ ამ კრისტალებმა წარმოქმნეს სტრუქტურები, რომლებიც შეიძლება ისევე წაიკითხო, როგორც წლების აღმნიშვნელი რკალები ხეებზე.

    ცირკონი და მონაციტი ურანის ნაწილაკებს შეიცავენ. ურანის დაშლის ხარისხით შესაძლებელია მინერალების ასაკის დადგენა.

    მეცნიერების აზრით კრატერი იარაბუბა მინიმუმ 200 მილიონი წლით უფრო ხანდაზმულია, ვიდრე აქამდე დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმულად მიჩნეული კრატერი ვრედეფორტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ეს აღმოჩენა თავად მეცნიერებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

    კრატერის ასაკის შესახებ ახალი მონაცემებით მეცნიერები მის წარმოქმნას დედამიწაზე ერთ–ერთი ყინულოვანი პერიოდის დასრულებას უკავშირებენ. დაახლოებით 2.2 მილიარდი წლის წინ პლანეტა მეცნიერების ვარაუდით ყინულით იყო დაფარული. პროფესორ კირკლენდის თქმით კრატერის ასაკი საკმაოდ ზუსტად შეესაბამება ყინულოვანი პერიოდის დასასრულს.

    ამგვარად, მეცნიერის აზრით შესაძლოა პლანეტაზე კლიმატის შეცვლაზე სწორედ მეტეორის ჩამოვარდნამ მოახდინა სერიოზული გავლენა.

    ასტეროდის დარტყმის მოდელირების შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი კავშირი შესაძლებელია. ერთი კილომეტრის სისქის ყინულზე ასტეროიდის დაცემის შედეგად სავარაუდოდ ორთქლის უზარმაზარი მასა წარმოიქმნა, რამაც სათბურის ეფექტი გამოიწვია, რასაც საბოლოოდ პლანეტაზე დათბობა მოჰყვა.

    თუმცა ყინულოვანი პერიოდის დასრულების შესახებ საბოლოო თეორია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და მეცნიერების მიერ შექმნილი მოდელი მხოლოდ თეორიულია. არსებობს კიდევ ერთი თეორია დედამიწაზე ყინულოვანი პერიოდის დასრულების შესახებ, რომლის მიხედვით ამის მიზეზი ატმოსფეროში ვულკანების მიერ ამოფრქვეული ნახშირმჟავა გაზების მოხვედრა გახდა.

  • ქართველმა მოციგურავემ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი(ვიდეო)

    ქართველმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. წლევანდელი სეზონი ქართული ფიგურული ციგურაობისთვის განსაკუთრებით წარმატებულია. ლოზანაში ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში წარმატებით გამოვიდა ალინა ურუშაძე, ქართველმა მოციგურავე წყვილმა გრან პრის ფინალში პირველად მოიპოვა ოქროს მედალი

  • კანადელები პრინცი ჰარის და მეგანის წინააღმდეგ. პეტიციას ათასობით კანადელი აწერს ხელს

    კანადელები ჰარის და მეგანის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კანადაში გადასვლას უკვე მოჰყვა ადგილობრივების უკმაყოფილება. კანადელები მასობრივად გამოდიან სასექსის ჰერცოგის და მისი მეუღლის საჭიროებების კანადის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგ.

    კანადის გადასახადების გადამხდელთა ფედერაციამ შექმა პეტიცია ჰარის და მეგანის წინააღმდეგ. დოკუმენტის ავტორი გახდა ფედერაციის თანამშრომელი ლორელ კოლინზი. ის რადიკალურად გამოდის ქვეყნის ბიუჯეტისთვის ახალი ხარჯების შესახებ. მისი აზრით, ბრტანეთის სამეფო ოჯახის ტიტულებზე და უფლებამოვალეობებზე უარის თქმისა და კანადაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კანადელებს დაეკისრებათ ვალდებულება სამეღო ოჯახის წევრების შენახვის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან გაიღონ.

    აღშფოთების პირველი საფუძველი მეგან მარკლის პირადი მცველების გუნდი გახდა. მის გვერდით 24 საათის განმავლობაში იმყოფება ექვსი ადამიანი – ბრიტანული და კანადური სპეცსამსახურების თანამშრომლები. ფინანსურმა ექსპერტებმა დაიანგარიშეს, რომ დაქირავებული მცვლელების მომსახურება კანადის მოქალაქეებს წელიწადში 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ. სახელმწიფო აპირებს ეს ხარჯები საგადასახადო ფონდიდან დაფაროს.

    ექსპერტების თქმით, სამეფო წყვილის ვანკუვერში გადაბარგება უკვე დაჯდა საკმაოდ დიდი თახა – 300 000 ფუნტი სტერლინგი. კერძო თვითმფრინავებით ბრიტანეთიდან მათი პირადი ნივთები – ხელოვნების ნიმუშების კოლექციები, ძვირფასეულობა და სხვადასხვა ნივთები გადაიტანეს.

    კოლინზმა განაცხადა, რომ ეს ხარჯები პირადად მეგანის და ჰარის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.

    “რადგან მათ უნდათ ფინანსურად დამოუკიდებლები იყვნენ, სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ფუფუნებაში საკუთარი ფული გადაიხადონ. ამ საკითხის საჯარო განხილვა აუცილებელია – საქმე ეხება გადასახადის გადამხდელთა ფულს, რომლებსაც არც კი ჰკითხეს, უნდათ თუ არა დააფინანსონ მეგანის და ჰარის ძვირადღირებული ცხოვრების წესი“ – ციტირებს ლორელის სიტყვებს გამოცემა The Sun.

    ექვს დღეში პეტიციას უკვე 80 ათასმა კანადელმა მოაწერა ხელი. გადასახადების გადამხდელთა ფედერაციის წარმომადგენელი, აარონ ვუდრიკი შეეცადა სიტუაცია შეერბილებინა. “საქმე არ ეხება პირად ანტიპატიას. მათ აქ ჩამოსვლას მივესალმებით, თუმცა საკუთარი ხარჯები თვითნ უნდა დაფარონ. მოსახლეობამ მკაფიო პოზიცია გამოხატა და სახელმწიფო ვალდებულია გაიზიაროს ეს პოზიცია“ – ამბობს ვუდრიკი.

  • თათია ახალაია „ელი სააბის“ ჩვენებაზე გამოვიდა (ვიდეო)

    ქართველი მოდელი, თათია ახალაია პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობს და მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის ჩვენებებზე გამოდის. ახლახან ის პოდიუმზე კიდევ ერთხელ გამოვიდა „ელი სააბის“ ჩვენებაზე. ბრენდმა 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექცია წარადგინა.

    {{VIDEO}}

  • თენგიზ სიგუა გარდაიცვალა

    დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერმინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში  გარდაიცვალა. 

    თენგიზ სიგუა საქართველოს რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო 1990-1991 წლებში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, მისი დამხობის შემდეგ  კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1992-1993 წლებში. 1993 წლის 5 აგვისტოს კი თანამდებობიდან გადადგა.

  • ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ემოციურმა ფოტოებმა სოციალური ქსელები “ააფეთქა“

    ბრედ პიტის და მისი ყოფილი ცოლის, ჯენიფერ ენისტონის ერთობლივმა ფოტოებმა ოსკარების ცერემონიალის კულისებიდან მათი თაყვანისმცემლების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. საკუთარი აზრი გამოთქვეს მსახიობების კოლეგებმაც.

    ლოს ანჯელესში აშშს კინოაკადემიის გილდიის დაჯილდოების ცერემონიალის ლამის მთავარ სენსაციად სწორედ ყოფილი ცოლ–ქმრის შეხვედრა იქცა.

    ამჯერად პიმა და ენისტონმა ერთმანეთის მიმართ ემოციები არ დამალეს. მსახიობები, რომელთაგან ორივემ თავის კატეგორიაში ოსკარი მიიღო, ერთმანეთს კულისებში ემოციურად ჩაეხუტნენ. ამ მომენტის ამსახველმა ფოტოებმა კი სოციალური ქსელები “ააფეთქა“.

    თაყვანისმცემლებმა დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა, ხომ არ უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ენისტონსა და პიტს შორის რომანის განახლებას. ბევრი გამოტყდა, რომ მათ ყოველთვის  იდეალურ წყვილად თვლიდა.

    ამ აზრს ეთანხმებიან მსახიობების ვარსკვლავი კოლეგები და ამბობენ, რომ ამ ფოტოებმა მათში უთბილესი ემოციები გამოიწვია და ბედნიერები იქნებიან, თუ ყოფილი წყვილი ისევ ერთად იქნება.

    თავის დროზე ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის განქორწინების მიზეზი ანჯელინა ჯოლი გახდა. ენისტონმა ძალიან მძიმედ გადაიტარა ქმრის ღალატი და მასთან დაშორება. წლების მანძილზე ყოფილ ცოლ–ქმარს ერთმანეთისგან თავი შორს ეჭირა, რადგან ანჯელინა ჯენიფერ ენისტონს ვერ იტანდა. ჯოლისთან განშორების შემდეგ კი ბრედ პიტმა ჯენიფერ ენისტონთან მეგობრობა განაახლა და ამის გამო წყვილის გულშემატკივრებს გაუჩნდათ იმედი, რომ ისინი შესაძლოა შერიგდნენ.

  • დავძლიეთ სოფოს მრავალწლიანი ვეტო და მოვიპოვეთ უფლება სახლში გვყავდეს კატა – ნიკა გვარამია

    “ვეძებთ სუფთასისხლიან შოტლანდიურ კნუტს”- ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

    ამბავი ასეთია: მე და ქექემ დავძლიეთ ბოლობოლო სოფოს მრავალწლიანი ვეტო და მოვიპოვეთ უფლება, შევიძინოთ და სახლში გვყავდეს კატა. ვეძებთ სუფთასისხლიან Scottish Fold ჯიშის მოლურჯო-მონაცრისფრო კნუტს და წინასწარ დიდ მადლობას გიხდით დახმარებისთვის”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

  • “სხვა არჩევანი არ მქონდა. ძალიან სევდიანი ვარ“– პრინცმა ჰარიმ სამეფო ტიტულზე უარის მიზეზი პირველად განმარტა

    პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო მოვალეობების შესრულებაზე უარის თქმა მას სევდას გვრის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ქონდა. ამასთან, მან აღნიშნა რომ იმედი აქვს მიეცემა საშუალება დედოფალ ელისაბედ მეორეს ემსახუროს.

    საქველმოქმედო ორგანიზაცია Sentabale–ს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ჰარიმ აღნიშნა, რომ უდიდეს პატივს სცემს ბებიას, რომელსაც მისი “უმაღლესი მთავარსარდალი“ უწოდა.

    “ჩვენ იმედი გვქონდა, რომ შევძლებდით დედოფლის, თანამეგობრობის და სამხედრო ასოციაციების მსახურება გაგვეგრძელებინა სახელმწიფო დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“– განაცხადა ჰარიმ და აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მისი სახლია საყვარელი ადგილია და ასე დარჩება სამუდამოდ.

    ორი დღის წინ ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა განცხადება, რომ პრინცი ჰარი და მისი მეუღლე ვეღარ შეძლებდნენ სამეფო ტიტულების გამოყენებას და სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებდნენ.
    ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან მათ მიმართ აღარ გამოიყენება მიმართვა “მისი სამეფო უდიდებულესობა“. თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგის სტატუსს შეინარჩუნებენ, ჰარი კი პრინცის ტიტულს, რომელიც დაბადებით ერგო.

    ჰარიმ და მეგანმა ასევე განაცხადეს, რომ აპირებენ ბიუჯეტს დაუბრუნონ 2.4 მილიონი ფუნტი, რომელიც უინძორში მათი სახლის რემონტზე დაიხარჯა.

    სანამ ჰარი და მეგანი სამეფო უფლებამოვალეობებისგან გამიჯვნის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მუდმივად ჩიოდნენ, რომ მედიის მხრიდან მათი პერსონების მიმართ მეტისმეტად დიდი ყურადღება და ზეწოლა იყო. ჰარი კი გამოთქვამდა შიშს, რომ მისი ცოლი შესაძლოა იმავე ძალების მსხვერპლი გამხდარიყო, რომლებმაც დედამისის, პრინცესა დაიანას სიკვდილი გამოიწვიეს.

    როგორც თავის გამოსვლაში ჰარიმ აღიარა, როცა მეგანზე დაქორწინდა ორივე ენთუზიაზმით და იმედებით იყო სავსე და მზად იყვნენ ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ემსახურად.

    “ამიტომაც ახლა ძალიან სევდიანი ვარ, რომ ყველაფერი ასე შემობრუნდა. ჩემი გადაწყვეტილება, რომ მე და ჩემი მეუღლე განზე გავდივართ, ადვილად არ მიმიღია. იყო თვეობით მსჯელობა იმ მრავალწლიანი გამოწვეევბის შემდეგ, რომლებსაც ცხოვრება მთავაზობდა. ვიცი, რომ ყოველთვის სწორად არ ვიქცეოდი, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა არჩევანი მართლა არ მქონია“– თქვა პრინცმა.

  • თოვლი, ნისლი, თოვლჭყაპი – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში

    20 იანვარს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

    სინოპტიკოსების პროგნოზით,21-22 იანვარს ზოგიერთ, ხოლო 23 იანვარს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობ რაიონებში +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 20-21 იანვარს შენარჩუნებული იქნება ცივი და ღრუბლიანი ამინდი, ზოგან მცირე თოვლი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ბარში +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება. 22-23 იანვარს ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

    თბილისში 20-21 იანვარს ცივი, ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი იქნება. 21-23 იანვარს ნალექი მოსალოდნელი არ არის, ტემპეტრატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე მოიმატებს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.