Category: სხვადასხვა

  • ჰარვი ვაინშტეინის საქმის მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ ის ინტერსექსუალია

    დასავლური მედია განაგრძობს 67 წლის კინოპროდიუსერის, კომპანია Miramax Films–ის დამფუძებლის, ჰარვი ვაინშტეინის სასამართლო პროცესის დეტალურ გაშუქებას. მოსამართლე ბრალდების მხარეს უსმენს. გასულ კვირას გადატანილი ძალადობის შესახებ სასამართლოზე ჯესიკა მანმა ისაუბრა.

    ქალმა აღიარა, რომ ყოფილ პროდიუსერთან მის კავშირს როგორც ნებაყოფლობითი, ასევე ძალადობრივი ხასიათი ქონდა. ქალი მას ძალადობის ორ შემთხვევაში დებს ბრალს. მანმა სასამართლოს სხდომაზე ვაინშტეინთან მისი ურთიერთობის დეტალებზე ილაპარაკა და ივარაუდო, რომ ის ინტერსექსუალია.

    ინტერსექსუალი არის ადამიანი, რომლის სქესობრივი ნიშნები არ შეესაბამება მისი ბუნებრივი სქესის ტიპიურ აღნაგობას.
    “როდესაც პირველად დავინახე შიშველი, სიბრალული ვიგრძენი: ვიფიქრე, რომ ან დასახიჩრებულია, ან ინტერსექსუალი. შრამი ქონდა, თითქოს დამწვრობისგან და პრაქტიკულად არ ქონდა სათესლე ჯირკვლები “– თქვა მანმა.

    მედია წერს, რომ როცა ქალი ამას ამბობდა, დარბაზში მჯდომმა ვაინშტეინმა თავი ჩახარა.

    ჯესიკა მანი ოდესღაც მსახიობობაზე ოცნებობდა. მან პროდიუსერი ჰოლივუდში წვეულებაზე 2012 წელს გაიცნო. მათი ურთიერთობა 2016 წლის ოქტომბერში შეწყდა.

    ჯვარედინი დაკითხვის დროს ვაინშტეინის ადვოკატმა კითხა, რატომ გადაწყვიტა მანმა სექსუალური ურთიერთობა ქონოდა ცოლიან მამაკაცთან, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ ვაინშტეინს ცოლთან, ჯორჯინა ჩაპმანთან “თავისუფალი ურთიერთობები“ ქონდა. ვაინშტეინის დაცვა ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ქონია, მსხვერპლი ქალები კი, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, ნებაყოფლობით ამყარებდნენ მასთან სექსუალურ ურთიერთობებს.

  • მადონას მეგობარი 25 წლის მოცეკვავესთან მისი რომანის შესახებ მედიას უყვება

    იანვრის დასაწყისში 61 წლის პოპვარსკვლავმა, მადონამ დაადასტურა რომანი 25 წლის მოცეკვავესთან, აჰლამაილკ უილიამსთან. ცოტა ხნის წინ წყვილი ოჯახურ ვითარებაში წავიდა დასასვენებლად მომღერლის შვილებთან ერთად მაიამიში. თვითონ მადონას კომენტარი ახალი რომანის შესახებ არ გაუკეთებია, თუმცა მედიას საკუთარი მოსაზრებები მადონას ახალი ბოიფრენდის შესახებ მისმა მეგობარმა, დები მეიზარმა გაუზიარა.ის მადონასთან 1980–იანი წლებიდან მეგობრობს. მადონას მეგობარი ამბობს, რომ აჰლამალიკი შესანიშნავი ადამიანია და ის და მადონა სასიამოვნო წყვილია.

    ცოტა ხნის წინ მადონა იძულებული გახდა რამდენიმე კონცერტი გაეუქმებინა მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, თუმცა დები ამბობს, რომ მომღერალს ყველაფერი რიგზე აქვს.

    “ის ძლიერია, მას აქვს ტრავმები, და ის ცდილობს თავს გაუფრთხილდეს. რეგულარულად ველაპარაკები. მხარს ვუჭერ და მიყვარს ის. მაგრამ ახლა ის მომენტია, როცა მან საკუთარ თავს უნდა მოუსმინოს და დაუჯეროს“ – ამბობს მომღერლის მეგობარი.

    ჭორების მიხედვით მადონამ და აჰლამალიკმა ერთმანეთი 2015 წელს გაიცნეს, როცა უილიამსი მომღერლის ტურნესთვის კასტინგზე მივიდა. რომანი კი დასავლური მედიის ინფორმაციით მათ შორის 2018 წელს დაიწყო. 2019 წლის ნოემბერში მომღერალმა მისი ოჯახი საკუთარ შოუზე დაპატიჟა. მოცეკვავე ბიჭის მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილის მიმართ მომღერალი ძალიან სერიოზულად არის განწყობილი და აჰლამალიკთან ერთად საკუთარ მომავალსაც გეგმავს.

  • მონიკა ბელუჩის და ვენსან კასელის ქალიშვილი Dolce & Gabbana–ს სახე გახდა

    მონიკა ბელუჩის და მისი ყოფილი ქმრის, ვენსან კასელის ქალიშვილი, დევა კასელი უკვე რამდენიმე წელია Dolce & Gabbana–ს ბრენდთან თანამშრომლობს, რომლის მუზა მისი დედაა. გოგონა ხშირად ჩნდება ბრენდის ჩვენებებზე, რამდენიმე დღის წინ კი ახალი არომატის – Dolce Shine–ის სახე გახდა, რომელიც გაყიდვაში გაზაფხულზე გამოვა. ინტერნეტში გამოჩნდა 15 წლის დევას ფოტოები სარეკლამო კამპანიის ფოტოსესიიდან, რომელიც იტალიაში, ამალღის სანაპიროზე შედგა.

    ახალი სუნამო პარფიუმერმა მარი სალამანმა შექმნა. ის რამდენიმე ხილის არომატს აერთიანებს.


    Dolce & Gabbana–ს უყვარს ცნობილი ვარსკვლავების შვილებთან თანამშრომლობა. ორი წლის წინ ბრენდის ჩვენება მილანის მოდის კვირეულზე ჩარლი ჩაპლინის შვილიშვილმა, 23 წლის კევინ ჩაპლინმა გახსნა, ჩვენებაში ასევე მონაწილეობდნენ: პამელ ანდერსონის შვილები, ბრენდონ ტომას ლი და დილან ჯაგერ ლი. მსახიობ დევიდ ოიელოუს შვილი – აშერი, ჰარი ოლდმანის შვილი ჩარლი ოლდმანი, უინსტონ ჩერჩილის და პრინცესა დაიანას ნათესავი, ჯორჯ სპენსერ ჩერჩილი, რაიფ ფაინსის ნათესავი ჰირო ფაინს–ტიფინი და ბევრი სხვა ვარსკვლავის შვილები.

  • “ბორჯღალოსნებმა” დაღუპული ქართველი მორაგბის ხსოვნას თამაშის დაწყებამდე პატივი მიაგეს

    “ბორჯღალოსნებმა” დაღუპული ქართველი მორაგბის ხსოვნას თამაშის დაწყებამდე პატივი მიაგეს

    „დინამო არენაზე“, სადაც „ბორჯღალოსნები“ 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან მართავენ, დაღუპული ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის  ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

    შეგახსენებთ, რომ ტრაგიკული შემთხვევა საფრანგეთის ქალაქ ალბის გარეუბანში მოხდა, როდესაც ბექა ბურდიაშვილი „ლავორთან“ მატჩზე საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებოდა. ბურდიაშვილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. პოლიციელების თქმით, ქართველი მორაგბე ადგილზევე დაიღუპა.

    “ბორჯღალოსნები” დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

  • “ბორჯღალოსნები” დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

    “ბორჯღალოსნები” დღეს რუმინეთს დაუპირისპირდებიან

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს, რაგბი ევროპაზე პირველ შეხვედრას გამართავს. “ბორჯღალოსნების” მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართება და 18:00-საათზე დაიწყება. გულშემატკივარი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია “იმედი” განახორციელებს.

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა რუმინეთთან :

    ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი)

     

    შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი)

    მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი
    (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი)

  • „უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა” – თუთამ ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა

    პატარა თუთამ,  რომელმაც დაავადებასთან საბრძოლველად რთული გზა გაიარა, ლეიკემია სრულად დაამარცხა.

    ამის შესახებ სოციალურ ქსელში თუთას დედა, ნატუკა ბერიშვილი წერს და საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის.

    „ლეიკემიასთან ბრძოლას საბოლოოდ დასრულებულად ვაცხადებთ. თუთამ დაასრულა დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი! უამრავი ცრემლის და ტკივილის შემდეგ ეს დღეც დადგა.სასწაული თავგადასავალებით გავიარეთ წელიწად-ნახევარი. ნელ-ნელა თუთა მშვიდ და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდება♡. არასოდეს არ დავიღლებით მადლობის გადახდით არც მე და არც ჩვენი ოჯახის წევრები! თუთასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენთვის საჩუქარია .მადლობა რომ გვერდში გვედექით, მადლობა რომ დღემდე გვერდში გვყავხართ!”-წერს გოგონას დედა.

  • “ამ ადამინებმა მე მომკლეს სოფიას დედა წაართვეს”-თამო ვაშალომიძე

    “დედა.ბებო ბოდიშით რომ სუსტი ავღმოჩნდი” -მოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

    “მე დიდად არ გამოვირჩევი სტატუსებით))) ვინც
    მიცნობს ახლოდან იცის როგორიც ვარ მთელი ცხოვრება ვიბრძოდი გამეკეთებინა შემექმნა რამე გაჩნდა სიფია ჩემი ნათელი ადამიანი გამოჩნდა ამასობაში ადამინი ვინაც უზომდ
    ბედნიერი და სხვა სამყარო
    მანახა სხვა თამო:)) მე რადგან ვარ თავისუფალი მოდელი ვიღებ ფოტოსესიებს სამწუხაროდ ყველს 90% ადამიანებს მეძავი ამპარტავანი და კიდე ბევრი რამ ვგონივარ ჭორებმა და ამ ადამინებმა მე მომკლეს სოფიას დედა წართვეს მე ცხოვრება
    მადლობა თქვენ რომ ასეთი კარგები ხართ ჩემი სახელის ცუდად გამოყენებით ვითომ არაფერი ხო და მე ცხოვრება წამართვით . აქ ვწყვიტავ ბროძალს! ჩემო
    მეგობრებო დედა.ბებო ბოდიშით რომ სუსტი ავღმოჩნდი . ერთადერთია როთიც სიმართლე დამტკიცდება!”-წერს თამო ვაშალომიძე.

  • მსახიობ ეკა ჩხეიძის “თაყვანისმცემელს” 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის”, ინფორმაციით პირს, რომელიც მსახიობ ეკა ჩხეიძეს მასზე ქორწინებას აიძულებდა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

    ორგანიზაციის ცნობით, პირი, რომელიც მუდმივად ცდილობდა, ჩხეიძის სიახლოვეს ყოფილიყო, მას 2 წლის მანძილზე საშინლად აწუხებდა, დაქორწინებას აძალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმკვლელობით აშანტაჟებდა. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას, მან ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა.

    საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საფარის იურისტებმა მიიჩნიეს, რომ მოძალადის მიერ ეკა ჩხეიძის მიმართ განხორციელებული ქმედება იყო არა მხოლოდ ქორწინების იძულება, არამედ – ადევნება, რომელიც უკვე წლებია, მის მიმართ მიმდინარეობს.

    ეკა ჩხეიძის განმარტებით, რამდენიმე წლის მანძილზე, მას უჩა მიშველაძე ფაქტობრივად გასაქანს არ აძლევდა, არასასურველი კომუნიკაციით აწუხებდა. ბოლო პერიოდში, იგი გახდა აგრესიული, გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ჩხეიძეს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა.

    პირს 3 წლის ვადით შეეზღუდა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება.

  • ჰარვი ვაინშტეინი მსხვერპლ ქალებს შარლიზ ტერონის და სელმა ჰაიეკის წარმატებით ხიბლავდა

    გრძელდება ყოფილი კინოპროდიუსერის, 67 წლის ჰარვი ვაინშტეინის სასამართლო პროცესი. მას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა და შევიწროება. ამ კვირას მისი ერთ–ერთი სავარაუდო მსხვერპლი, 40 წლის დონ დანინგი სასამართლოში მოწმედ გამოვიდა. მას ბრალდების მხარემ სიტყვა მისცა, რათა განსასჯელის ქცევის მოდელი აეხსნა.
    დანინგმა სასამართლოს უამბო, რომ პროდიუსერი მას სექსს აიძულებდა და მაგალითად შარლიზ ტერონის და სელმა ჰაიეკის წარმატება მოჰყავდა, რომლებიც თითქოს მის პირობებს დათანხმდნენ კინოში როლების სანაცვლოდ.

    დონ დანინგმა ვაინშტეინი 24 წლის ასაკში გაიცნო. გოგონა ნიუ იორკის ერთ–ერთ ღამის კლუბში მიმტანად მუშაობდა. ის დამწყები მსახიობი იყო, რომელიც ნიუ იორკში ოჰაიოდან ჩავიდა და პარსონსის დიზაინის სკოლაში ჩააბარა. ქალის თქმით, ვაინშტეინი მის კანდიდატურას განიხილავდა როლზე ფილმში “ღალატის ფასი“ და როლებზე სხვა პროექტებისთვის.

    დონ დანინგმა სასამართლოს პროდიუსერის მხრიდან შევიწროებაზე უამბო. მისი თქმით, მორიგი უარის მიღების შემდეგ პროდიუსერმა უყვირა, კონტრაქტს ცხვირწინ უფრიალებდა და მასზე ხელმოწერის სანაცვლოდ სექსს სთავაზობდა.

    “ძალიან გაბრაზდა და მითხრა: ვერასოდეს მიაღწევ წარმატებას კინობიზნესში! ინდუსტრია სწორედ ასე მუშაობს! აი ასე შევქმენი სამი ვარსკვლავი ქალი!“– იხსენებს დონ დანინგი პროდიუსერის ნათქვამს.

    პროკურორის კითხვაზე, დაუსახელა თუ არა ვაინშტეინმა ის სამი ქალი, დანინგმა უპასუხა, რომ მან დაასახელა შარლიზ ტერონი და სელმა ჰაიეკი, მესამე ქალის გვარს კი ვერ იხსენებს.


    ვაინშტეინი სასამართლოს შენობაში შესვლისას

    არც ჰაიეკი და არც ტერონი ოფიციალურად სასამართო განხილვაში არ მონაწილეობენ, თუმცა ორივემ გამოთქვა ვაინშტეინთან დაკავშირებით აზრი ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა მოძრაობა #MeToo ძალებს იკრებდა და სკანდალს მთელი ჰოლივუდი განიხილავდა. სელმამ პროდიუსერს ურჩხული უწოდა და მოყვა მისი ძალადობის შესახებ. შარლიზ ტერონმა კი განაცხადა, რომ მას ვაინშტეინთან მსგავსი ურთიერთობების გამოცდილება არ ქონია, თუმცა მსხვერპლთა მონათხრობი არ უკვირს.

    2019 წლის დეკემბერში The New York Times–მა გამოაქვეყნა ტერონთან ინტერვიუ, რომელშიც მსახიობი ამბობს, რომ ვაინშტეინი მისი და სხვა წარმატებული მსახიობი ქალების სახელებს სექსუალური შევიწროებისთვის იყენებდა:

    “ის ყველასთან ამას აკეთებდა. ქალებს ერთმანეთზე აქეზებდა. მაგალითად იტყოდა: “იცი, ამ როლზე გვინეტს ველაპარაკები…“ამის დიდოსტატი იყო. მისი ერთ–ერთი რეპლიკა იყო ხოლმე, თითქოს რენეს (ზელვეგერი) და მე მასთან სექსი გვქონდა, რომ როლები მიგვეღო. მისთვის ზღვარი არ არსებობს.“ – თქვა ტერონმა.

    ჰარვი ვაინშტაინს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

  • ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი მესამე შვილს ელოდებიან

    ამ დღეებში პრესაში გამოჩნდა ჭორები ანა კურნიკოვას მეორე ფეხმძიმობის შესახებ. ეს ინფორმაცია ერთ–ერთ ესპანურ გამოცემას ინსაიდერმა გუმხილა. დღეს კი ეს ინფორმაცია უკვე დადასტურებულია: 38 წლის ანა კურნიკოვა და 44 წლის ენრიკე იგლესიასი მალე მესამე შვილის მშობლები გახდებიან.

    ფეხმძიმე კურნიკოვას პირველი ფოტო ჟურნალ HOLA!–ს გარეკანზე გამოჩნდა. ექსკლუზიური კადრი ვარსკვლავური წყვილის იახტით სეირნობისას არის გადაღებული და ნათლად ჩანს კურნიკოვას წამოზრდილი მუცელი.


    ესპანური ტელეარხის, Telemundo Entretenimiento–ს ინფორმაციით ბავშვი უახლოეს მომავალში – 2020 წლის მარტში დაიბადება.

    შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა და მომღერალი ენრიკე იგლესიასი უკვე 18 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2002 წელს მომღერლის კლიპის გადაღებისას გაიცნეს და მაშინვე დაიწყო მათი რომანი. 2017 წელს მათ ტყუპები – ნიკოლასი და ლუსი შეეძინათ.

    იგლესიასი ინტერვიუებში არაერთხელ ამბობდა, რომ ბავშვების დაბადების შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა – უფრო კაშკაშა და სავსე გახდა.

    “მომწონს ჩემი ახალი ცხოვრება. ახლა ყოველდღე სამსახურის შემდეგ სახლში მივიჩქარი რომ ანა და ბავშვები ვნახო. რაც მამა გავხდი, უკეთ მესმის ჩემი მშობლების.“– ამბობს ის.

    ენიკემ ასევე თქვა, რომ ანასთან შეხვედრამდე ოჯახის შექმნაზე არც უფიქრია და არცერთი მისი მეგობარი გოგონას მიმართ ანას გარდა სერიოზული დამოკიდებულება არ ქონია.

    2019 წლის შემოდგომაზე გავრცელდა ხმები, რომ ანა და ენრიკე ოფიციალურად დაქორწინდნენ. ეს დასკვნა ინტერნეტ მომხმარებლებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ჩოგბურთელმა ინსტაგრამის პროფილში საკუთარი გვარი კურნიკოვა–იგლესიასით შეცვალა. თუმცა ეს ამბავი დღემდე ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.