Category: სხვადასხვა

  • „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

    „ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.

    პირველი ლელო შალვა მამუკაშვილმა დადო. ერთი კი, აკაკი ტაბუცაძემ.

    ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბელგიაში 22 თებერვალს გამართავს.

  • “დედა მონსტრებს ებრძვის“–კარანტინში მყოფი ჩინელი ექთნის და მისი შვილის ამაღელვებელი ვიდეო

    ჩინელი ექიმების და ექთნების შესახებ, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა კორონავირუსს თავდადებით ებრძვიან და თვითონაც კარანტინში ცხოვრობენ არაერთი ფოტო და ვიდეო ვრცელდება, რომლებიც სოციალურ ქსელებში მომენტალურად ხდება პოპულარული. ერთ–ერთი გმირი ექთანი ლიუ ჰაიანი ფუგოუს ოლქის სახალხო საავადმყოფოში 39 ექთანთან და ექიმთან მკურნალობს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს და საავადმყოფოს ერთი წუთითაც არ ტოვებს. ამაღელვებელი ვიდეო, რომელშიც ის შვილს დისტანციურად ეხუტება ჩინურმა მედიამ გაავრცელა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

    „დედა, ძალიან მენატრები“– ეუბნება ატირებული შვილი დედას.
    “კარგად მოიქეცი. დედა მონსტრებს ებრძვის.როგორც კი ვირუსს დავამარცხებ სახლში დავბრუნდები. შენთან ვიქნები, როგორც კი ბრძოლას მოვიგებ.“ – ეუბნება დედა შვილს.
    დედა–შვილს ერთმანეთთან მიახლოვება ეკრძალება. ამიტომაც შვილმა დედისთვის საავადმყოფოში მიტანილი საკვები მიწაზე დადო.

  • “არ წახვიდე, არ დამტოვო“ – არჩილ თალაკვაძის აშშ-ში ვიზიტის არაოფიციალური ნაწილი და სუფრა ქართულ ტაძარში

    აშშ–ში ვიზიტის ფარგლებში არჩილ თალაკვაძემ პენსილვანიაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული ტაძარი მოინახულა. პრესსამსახური ავრცელებს ვიდეოს, სადაც ეს სტუმრობაა ასახული, და ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არჩილ თალაკვაძე წირვას დელეგაციის წევრებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და ტაძრის მრევლს სიტყვით მიმართა და დავითობის დღესასაწაული მიულოცა. პრესსამსახურს არ გაუვრცელებია ინფორმაცია და კადრები არაოფიციალური ნაწილის შესახებ, თუმცა ამ ვიდეოს მთავარი არხი ავრცელებს. კადრებში ჩანს , რომ არჩილ თალაკვაძეს ტაძარში სუფრა გაუშალეს და მუსიკალურად დატვირთული საღამო მოუწყვეს.

    {{VIDEO}}

  • ნახეთ როგორია ხალხის რეაქცია,როცა ლიფტში გაკრული პუტინის პორტრეტი ხვდებათ(ვიდეო)

    რუსეთში მოღვაწე სამოქალაქო მოძრაობამ “ილაპარაკე ხმამაღლა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ  პუტინის მოზრდილი ფოტოპორტრეტი დაკიდა. ექსპერიმენტი სახელწოდებით “საყოველთაო სიყვარული“ იქვე, ლიფტში დამონტაჟებულმა კამერამ აღბეჭდა. ნახეთ როგორია ლიფტში შესული რუსეთის მოქალაქეების რეაქცია პუტინის პორტრეტის დანახვისას. 

  • პამელა ანდერსონს მეხუთე ქმარმა დაშორების შესახებ ესემესით შეატყობინა

    52 წლის პამელა ანდერსონის და 74 წლის ჯონ პიტერსის 12 დღიანი ქორწინება საყოველთაო განხილვის თემაა. აქამდე ყველას ეგონა, რომ ქორწინების დასრულება პამელამ გადაწყვიტა. თუმცა, გაირკვა რომ დაშორების ინიციატორი ქმარი იყო. კინოპროდიუსერმა ცოლს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა:

    “ეს იყო სიყვარულის შესანიშნავი და გასაოცარი ზეიმი. თუმცა ამ ქორწინებამ შემაშინა. მივხვდი, რომ 74 წლის ასაკში მშვიდი, უბრალო ცხოვრება მინდა და არა ინტერნაციონალური სიყვარული“– ციტირებს პიტერსის სიტყვებს დეილი მეილი. შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ჯობს ორივემ საკუთარი გზით იაროს. “იმედი მაქვს მაპატიებ“– ამ სიტყვებით მთავრდებოდა დაშორების მაცნე ესემესი.

    გაირკვა ისიც, რომ წყვილის ქორწინება ოფიციალურად ჯერ არ ყოფილა დარეგისტრირებული და მისი ანულირება მარტივია. ჯონს და პამელას 30 წლის წინ რომანტიული ურთიერთობები აკავშირებდა, თუმცა შემდეგ მხოლოდ მეგობრები იყვნენ. პროდიუსერი აღიარებდა, რომ ყოველთვის მხოლოდ პამელა უყვარდა.

    “ცხოვრება მოგზაურობაა, სიყვარული კი პროცესი“– ასეთი კომენტარი გააკეთა მალიბუს მაშველების ვარსკვლავმა მის მეხუთე ქმართან დაშორების შესახებ.

  • “აღარ გაბედო აქ ჩამოსვლა, რომ არ გაგინონ, და ბოლოს არ მოგკლან“– ვინ არის თბილისში მოკლული ინდოელის ოჯახი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ნინო თარხნიშვილი, რომელმაც თბილისში მოკლული ინდოეთის მოქალაქის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა, ფეისბუქზე ემოციურ სტატუსს წერს რასიზმის ნიადაგზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით:
    დღეს მკვდარს ვეძებდი, “ფერადკანიან მკვდარს”.
    იტყვის ალბათ ბევრი, მოსტყვნია პატრონი “ფერადკანიან მკვდარს”, რას დასდევდი, ჩვენი მკვდრები არ გვეყოფაო?..
    მკვდარს კი მალევე მივაგენი (შორს ვერ წავიდოდა), მაგრამ მკვდრის პატრონი მთელი დღე ვეძებე – პაკისტანელი ქალი, მუქი ფერის კანით, ნუშისებრი შავი თვალებით და ორი შვილით, პატარა ბიჭებით.
    ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ,
    მერე მისი სიტყვები ზოგი ბრჭყალებში ჩავსვი, ზოგი მესამე პირში გადავიყვანე, იქ შსს-ს ველაპარაკე, აქეთ პროკურორს, სახალხო დამცველიც მოვიკითხე და ბოლოს დავწერე პატარა სტატია, როგორ მოკლა მეზობელმა ინდოელი კაცი, წინასწარი ვერსიით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე და როგორ ეძებს ახლა ცოლი ქმრის გვამს, რადგან არავინ გააგებინა, არავინ აუხსნა, სად მიაკითხოს თავის მკვდარს:
    – შენ ხომ არ გინახავს ჩემი ქმრის გვამი? გუშინ რომ მოკლეს, მე მას მერე აღარ მინახავს.
    აი, ასე შემომჩივლა “ფერადკანიანმა პაკისტანელმა” ქალმა.
    … გვიან საღამოს, მიწის ზევიდან რომ ვერაფერს გავყევი სახლამდე, ჩავედი მეტროში, გავირჭე ყურსასმენები, კუთხის სკამზე მოვიკეცე და ფიქრის დროც გაჩნდა:
    წარმოიდგინე, ხარ “ჭუჭყიანი პაკისტანელი”, რამდენიმე საათის წინ მოგიკლეს “ბინძური ინდოელი” ქმარი. დაგრჩა ორი პატარა შვილი და იცი, რომ გარშემო თითქმის ყველას ეზიზღები და ნეტა, რას გრძნობ ამ დროს? გეშინია? თავი გეცოდება? სასოწარკვეთილი ხარ?..
    ჰოდა, მართალია ეს ხალხი, რომ ამბობს წაეთრიეთ ჩვენი ქვეყნიდანო.
    დიახ, უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, დროზე უნდა წახვიდე და წაიყვანო შენი “მურიანი, ნაბიჭვარი შვილებიც” და აღარ ჩამოადგა აქ ფეხი, აღარ გაბედო აქ ჩამოსვლა, რომ არ გაგინონ, არ გწყევლონ და ბოლოს არ მოგკლან.
    არადა, მითხრა იმ “ბინძურმა პაკისტანელმა” ქალმა, ინდოეთიდან ამ ქალაქში უკეთესი ცხოვრების საძებნელად ჩამოვედითო.
    “ბინძური პაკისტანელი” ცოლი, “ჭუჭყიანი ინდოელი” ქმრის გვამს რამდენიმე დღეში დელიში გაუშვებს დასაწვავად.
    თვითონ კი დარჩება აქ თავის “ნაბიჭვრებთან” ერთად ალბათ სასამართლოს დასრულებამდე.
    ყველაფერი ძალიან კარგად არის! საქართველოში ერთით ნაკლები “დედამოტყნული ინდოელი” დაიარება!
    ვაშა, ვაშა, ვაშა. “ – წერს ჟურნალისტი.

    6 თებერვალს, თბილისში, ისნის რაიონში მოკლული 33 წლის ინდოეთის მოქალაქის ცოლი, რიფატ აჰმადი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ქმრის მკვლელობა რასობრივ ნიადაგზეა ჩადენილი.

    შსს-ს ინფორმაციით, ინდოეთის მოქალაქე 6 თებერვალს, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მეზობელმა. ინდოეთის მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

    მკვლელობის მომენტი აღბეჭდილია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოზე, რომელსაც თავად ინდოეთის მოქალაქე იღებდა. კადრში ჩანს, როგორ იღებს ჯიბიდან ცეცხლსასროლ იარაღს კაცი და ესვრის მას. ვიდეო-კადრები ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

    ინდოეთის მოქალაქე ოჯახთან ერთად საქართველოში 2017 წელს ჩამოვიდა. შეიძინა მიწის ნაკვეთი და ისანში, სოლომონ დოდაშვილის 15 ნომერში სახლის შენება დაიწყო. სახლის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. წინასწარი ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის სწორედ საცხოვრებელი სახლის ღობის გამო დაიწყო.

    „თითქმის ერთი წელია სახლს ვაშენებთ. ამ პერიოდში გამუდმებული დავა გვქონდა მეზობელთან. არაერთხელ გამოვიძახეთ პოლიცია, მივმართეთ მერიასაც, თუმცა, საბოლოოდ, ჩემი ქმარი მაინც მოკვდა. ახლა უსაფრთხოდ ვერც საქართველოში ვეღარ ვგრძნობ თავს. გუშინ, ინცინდენტის შემდეგ, პოლიციის შენობასთან, მკვლელის შვილი დამიპირისპირდა, მეგონა, მომკლავდა. მეშინია. მე არაფერი მინდა. მხოლოდ ის მინდა, რომ სამართალი აღსრულდეს. მინდა, რომ მკვლელი სათანადოდ დაისაჯოს. ვცდილობდით აქ აგვეწყო ცხოვრება, რადგან იცით, რა მდგომარეობაა ინდოეთსა და პაკისტანში. გვინდოდა მოქალაქეობის მიღება, მაგრამ სამინისტრომ უარი გვითხრა“, -უთხრა მოკლული კაცის ცოლმა რადიო თავისუფლებას.

    შსს-ს ინფორმაციით, მოკლული კაცის ცოლის მიერ ნახსენები დაპირისპირება პოლიციის შენობასთან, არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და ამიტომ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.

    რიფატ აჰმადის თქმით, დამატებით ინფორმაციას ჟურნალისტებს ის მას შემდეგ მიაწვდის, რაც მოაგვარებს ქმრის ინდოეთში გადასვენების საკითხს: “იმედი მაქვს, ინდოეთის საელჩო დამეხმარება, რომ დროულად გადავასვენოთ ჩემი ქმარი ინდოეთში”.

    გარდაცვლილს 12 და 5 წლის შვილები დარჩრა.

    რადიო თავისუფლების ფოტო.

  • ცნობილი გახდა კიანუ რივზის და ალექსანდრა გრანტის რომანის დეტალები

    გასული წლის ნოემბერში 55 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, კიანუ რივზი და 46 წლის მხატვარი ალექსანდრა გრანტი პირველად გამოჩნდნენ საზოგადოებაში როგორც წყვილი. იმავე თვეს მედიამ მათი ნიშნობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოვლენათა ასეთმა სწრაფმა განვითარებამ მსახიობის თაყვანისმცემლები გააოცა. მრავალი წლის მანძილზე კიანუ რივზი ქალთან ერთად არსად გამოჩენილა. თუმცა, კიანუს ახლო მეგობრებისთვის ეს ამბავი სულაც არ ყოფილა გასაოცარი. ინსაიდერი მედიას უყვება, რომ რივზის და გრანტის რომანი არაერთი წელი გრძელდებოდა.

    “ისინი ერთად არიან უკვე დიდი ხანია. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ როგორ მითხრა ალექსანდრამა: “კიანუ – ჩემი შეყვარებულია“. ის მასთან ერთად არაერთ ღონისძიებაზე დადიოდა, უბრალოდ ახლა გახმაურდა, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან. “– უყვება ჟურნალისტებს ალექსანდრა გრანტის მეგობარი.

    მისი თქმით, რივზი ძალიან კარგი კაცია და მას ძალიან გაუმართლა რომ ალექსანდრას შეხვდა.

    “კიანუ ალექსანდრას ბოლო გამოფენაზე ვნახე. არ უნდოდა ყურადღების ცენტში ყოფნა, იმიტომ რომ ძალიან თავშეკავშებული და ჩაკეტილი ადამიანია. ის და ალექსანდრა იდეალური წყვილია. პუბლიკის დასანახად არაფრის გათამაშებას არ ცდილობენ და ჰოლივუდურ რომანიკას არ თამაშობენ“– ამბობს წყვილის ახლობელი.

  • ვარსკვლავები, რომლებმაც ალკოჰოლიზმი დაამარცხეს

    მოგეხსენებათ, ცნობილი ვარსკვლავების ცხოვრება სულაც არ არის იდეალური და მათ ბევრი პირადი პრობლემის დაძლევა უწევთ, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულების, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ვინ დაძლია ალკოჰოლდამოკიდებულება:

    ცნობილმა სუპერმოდელმა, ნაომი ქემფბელმა ჟურნალ Vogue–სთან ინტერვიუში აღიარა, რომ იყო მის ცხოვრებაში მომენტები, როცა ფიქრობდა რომ ვერ გადარჩებოდა. “იმდენი პრობლემა მქონდა! და თან ძალიან ბევრს ვსვამდი. მაშინ ანონიმური ალოკოჰოლიკების შეკრებაზე წავედი, რომ სამუდამოდ თავი დამენებებინა სმისთვის“ – თქვა მან.

    წარსულში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ბრედ პიტსაც ქონდა, თუმცა დეტალებზე არასოდეს საუბრობს და ამბობს, რომ არცკი უნდა იმ პერიოდის გახსენება.

    მსახიობმა ევა მენდესმა 2008 წელს სარეაბილიტაციო კლინიკაში იმკურნალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების დასაძლევად და მას შემდეგ წვეთი ალკოჰოლი აღარ მიუღია.

    ბენ აფლეკი მავნე ჩვევას მრავალი წელი ებრძოდა და ბოლოს, 2017 წელს მკურნალობა დაასრულა. 2017 წელს მან ოსკარების ცერემონიალზე მისი ტრენერიც კი მიიყვანა, რომელიც ამ ჩვევის დაძლევაში დაეხმარა.

    სერიალ “მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი მრავალი წელი ებრძოდა ალკოჰოლიზმს, შემდეგ კი არათუ დაამარცხა, არამედ თავის ერთ–ერთ სახლში ამ სენთან მებრძოლებისთვის თავშესაფარი გააკეთა. ის აცხადებდა, რომ მზად არის რჩევები მისცეს მათ, ვისაც უნდა ალკოჰოლიზმი დაამარცხოს.

    რობერტ დაუნი უმცროსმა 2014 წელს მსოფლიოს ამცნო ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან მისი ბრძოლის ისტორია და თქვა, რომ უკვე ათი წელია სასმელს არ გაკარებია.
    ტობი მაგუაირმა ალკოჰოლის დალევას თავი 19 წლის ასაკში დაანება. მას შემდეგ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს.

    ბრედლი კუპერმა ჟურნალ GQ–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 29 წლის ასაკში მიხვდა: თუ დალევას გააგრძელებდა, ეს მთელ მის ცხოვრებას დაღუპავდა.

    მსახიობმა ბლეიქ ლაივლმა 2012 წელს აღიარა, რომ არასოდეს გაუსინჯავს ალკოჰოლი და ნარკოტიკები. და მათ მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. ვარსკვლავურ სამყაროში ეს მეორე უკიდურესობაა და ჩვენს ჩამონათვალშიც ამიტომ მოხვდა.

    კიდევ ერთი “ფხიზელი ვარსკვლავი“ კიმ კარდაშიანია. მიუხედავად აქტიური ცხოვრებისა, კიმ კარდაშიანი საერთოდ არ სვამს სასმელს. ამას მისი და, ქლოი ადასტურებს: “ალკოჰოლისკენ არც იყურება, არ აქვს მნიშვნელობა ფეხმძიმედ არის თუ არა.“

    სერიალის – “სექსი დიდ ქალაქში“ ერთ–ერთმა ვარსკვლავმა, კრისტინ დევისმა სმას თავი 30 წლის ასაკში დაანება. მიზეზებზე ერთ–ერთ ინტერვიუში ისაუბრა: “მივხვდი, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა. სამსახიობო კურსებზე ვსწავლობი, რაც ძალიან თული იყო, და ამდროს დილიდან ნაბახუსევზე ვიყავი. ამიტომაც ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა. მაშინ მივხვდი, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა.“

    ლადან დელ რეიმ 2012 წელს თქვა, რომ ახალგაზრდობაში ბევრს სვამდა, თუმცა 20 წლის ასაკში შეწყვიტა, რათა ნიუ იორკში გადასულიყო და მისი მუსიკალური ოცნებები აესრულებინა.

  • კახა კალაძის პირადმა და საოჯახო ხარჯებმა 2019 წელს 1 800 000 ლარს გადააჭარბა

    თბილისის მერმა ბოლო ფინანსური დეკლარაცია 2020 წლის 31 იანვარს შეავსო. ამ დეკლარაციაში გასული წლის შემოსავლები და ხარჯებია ასახული. შარშან დიდი აჟიოტაჟი მოყვა თბილისის მერის მიერ შევსებული 2018 წლის დეკლარაციის ხარჯების ნაწილში მითითებულ პუნქტებს, საიდანაც გაირკვა, რომ მხოლოდ ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში თბილისის მერმა და მისმა მეუღლემ ერთ წელში 850 000 ლარი დახარჯეს. როგორც ჩანს შარშანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე კახა კალაძემ წელს დეკლარაციაში მსგავსი ხარჯები დეტალურად აღარ მიუთითა და  სხვა კრებსითი სახელწოდება მოძებნა. დეკლარაციიდან გამქრალია პუნქტები ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესურების, ბავშვების სწავლის საფასურის, მგზავრობის და სასტუმროების მომსახურების, ავეჯის, საოჯახო ნივთების შეძენისა და სახლის კეთილმოწყობის შესახებ. ეს ყველაფერი ერთ დასახელებაში – საოჯახო და პირად ხარჯებში გაერთიანდა. ჯამში ამ მიზნით დახარჯულმა თანხამ დაახლოებით 1 834 000 ლარი შეადგინა( ლარში, ევროში და დოლარში დახარჯული თანხების ჯამი). ცალკე პუნქტებად რჩება წლევანდელ დეკლარაციაშიც კომუნალური მომსახურების და დაცვის სამსახურის ხარჯებიც. კომუნალურ გადასახადებში კალაძემ 42502 ლარი გადაიხადა. დაცვის პოლიციის მომსახურება კი 17685,17  ლარი დაუჯდა.    

  • მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რაც დააწიეს პრემიერ გახარიასთან ფოტოს გადაღების გამო, არ მომეწონა- გოგა ჩანადირი

    მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რაც დააწიეს პრემიერ გახარიასთან ფოტოს გადაღების გამო, არ მომეწონა, – ამის შესახებ ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს.

    “არ ვფიქრობ, რომ სწორია ადამიანის მოძულება პოლიტიკური ნიშნით ან მოწონების გამო.
    არ ვფიქრობ, რომ სწორია ადამიანის მოძულება მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურასთან შეხვედრის ან ფოტოს გადაღების გამო, თუ ის საქართველოს მტრის წისქვილზე არ ასხამს წყალს.
    მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს ლაშა ტალახაძეს რაც დააწიეს პრემიერ გახარიასთან ფოტოს გადაღების გამო, არ მომეწონა.
    მე არ მომწონს მოქმედი სპორტსმენების პოლიტიკაში გარევა, მაგრამ თუ გაერივნენ, არც ამის გამო ვიძულებ.
    ყველა ადამიანს აქვს მხარედ ყოფნის უფლება. ვერც იმის გამო გავკიცხავ სპორტსმენს, რომ მნიშვნელოვან სახელმწიფო ფიგურას ხვდება.
    ელემენტარულია, არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენს მისალოცად პრემიერი ხვდებოდეს.
    ლაშა ტალახაძეს ჩემი მხარდაჭერა არ სჭირდება, მაგრამ მაინც ასეთი წერილი გამომივიდა, რადგან მართლა არ მომეწონა მასზე თავდახმა. უფრო იმათმა გამაკვირვეს, რომლებსაც პატივს ვცემ.
    ლაშა, წარმატებებს, არაერთ გამარჯვებასა და სიმშვიდეს გისურვებ!”, – წერს ჩანადირი.