Category: სხვადასხვა

  • ნიკა ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში, ვეღარ მოვასწარი- ნათელაშვილი მელიაზე

    ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან ერთად ლონდონის ჰითროუს აეროპორტში იმყოფება. 

    „სახლში რაღაცა ფოტოს ვეძებდი და შემთხვევით ამ ფოტოს წავაწყდი. გადაღებულია 2004 წლის 24 დეკემბერს, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში. მე ლონდონიდან მოვფრინავდი და ბატონი შალვა ამერიკიდან, მივედი და ვთხოვე ფოტოს გადაღება“ – წერს ნიკა მელია.

    ფოტოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც გამოეხმაურა.

    „მახსოვს. ნიკა უწესიერსი და უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო თავიდანვე. ჩემთან მინდოდა მომეყვანა პარტიაში. ვეღარ მოვასწარი. საქართველოს საქმე ვაკეთოთ ეგაა მთავარი და არა პარტიულობა“ – წერს შალვა ნათელაშვილი.

  • ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს

    ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს

    საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი გახდა.

    ლაშა ტალახაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

    “ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს, რომელთა აქტიურობამაც მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული უკვე მესამედ მომანიჭა. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს აქტიურობისთვის, მხარდაჭერისთვის და ხმის მოცემისთვის.

    რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ტიტული. 2019 წელს ალბათ განსაკუთრებით მეკუთვნოდა ეს ჯილდო, რადგან წელს დავაფიქსირე რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში. ჩემმა გულშემატკივრებმა ეს სიკეთე გვერდში დგომით გადამიხადეს. მადლობელი ვარ მათი და ძალიან მიხარია”,- განუცხადა ტალახაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.

    მეორე ადგიზე 5514 ხმით სომეხი სპორტსმენი, სიმონ მარტიროსიანი გავიდა.

  • ათენში ოპერაციის დროს 36 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

    ათენში ოპერაციის დროს 36 წლის ემიგრანტი ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ “დიასპორა” ავრცელებს.

    როგორც ცნობილი ხდება გადაუდებელი ოპერაციის შემდგომ ათენის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ნინო ქაშიბაძე, რამდენიმე დღიანი კომის შემდგომ 17 თებერვალს გარდაიცვალა. 36 წლის ემიგრანტი საბერძნეთში ქალაქ კალამატაში დაახლოებით ოთხი წელი ცხოვრობდა და მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

    გარდაცვლილის შვილი  ტრაგიკული ფაქტის შესახებ ემოციურ პოსტს ავრცელებს:

    “დეე!! დეე!! გესმის ჩემი დეე?? რა გამიკეთე? ეს რა გამიკეთეე დედი?? როგორ დამტოვე დეე?! როგორ?? არ შეგეცოდე დეე?! მე ხომ შენს მეტი არავინ მჭირდებოდა დე!!! დაიწყევლოს 17 თებერვალი!! როცა შენი თავი წამართვა და დამტოვა უშენოდ,ობოლი..
    რა გავაკეთო მე ახლა დე?! გახსოვს რამდენი გეგმა გვქონდა დედი? რომელიც მომავალში უბედნიერესად გვაქცევდა!! დედი ვინ მომწერს დილით”დილამშვიდობის ჩემო პატარა,დედას ბასტი ბუბუ(ჩვენ რომ ვიცოდით),როგორ ხარ დედას სიცოცხლე,სიყვარულო,დედას სუნთქვა და დედას ბედნიერებავ, დე კარგად ხარ ჩემო ანგელოზო?” ვინღა მეტყვის დედი???!!!
    რას დამპირდი მალე ჩამოვალ,სულ ერთად ვიქნებით ჩემო პატარააო!! ვინღა მომეფერება დე,ვინ ჩამეხუტება დე,ვინ მაკოცებს,გულში ვინ ჩამიკრავს,თავზე ხელს ვინ გადამისვამს და ვინ მეტყვის ესეც გაივლის დე.. ჩვენ ყველაფერს გავუძლებთ და ერთად გადავიტანთ როგორც ყოველთვისო!! ვინ მეტყვის დე??! მე რავქნა უშენოდ დეე? ოთხი წელია დეე ვეღარ ვიგრძენი შენი სითბო ახლოდან,ვეღარ ვნახე შენი ღიმილი, ვეღარ გავიგე ახლოდან შენი ხმა,ვეღარ ჩაგეკარი გულში დე..ოთხი წელია უშენოდ მარტოს მძინავს თუ ძილი ჰქვია მაგას დე.. წახვედი შენ! როგორ ვერ გაუძელი ამას დეე? შენ ხომ ყველაზე ძლიერი იყავი დე??
    იმ ღამით გათიშულს რომ დაგიძახე დეეე მეთქი და ცრემლი ჩამოგვარდა აი მაშინ მივხვდი ეს რა ცრემლი იყო დე!! ეს ცრემლი იყო საბოლოოდ რომ გამანადგურა,მთელი ცხოვრება რომ გამიმწარა და შენთან ერთად მეც დამღუპა.. ხორციელი სიცოცხლე არ ნიშნავს არაფერს თუ სულიერად მკვდარი იქნება ადამიანი ხო იცი დე?? მე რაღა მეშველება დეე..მე ცოცხალი მინდოდა შენით მოსულიყავი ჩემთან და არა მკვდარი გადმოესვენებინე დე.. რა მეშველება უშენოდ რაა ამიხსენი!!!! როგორ მინდა სულ ერთხელ მაინც გამაგონა შენი ხმა დეე!! როგორ მინდა სულ ერთხელ მაინც გნახო დე!! როგორ მინდა სულ ერთხელ მაინც ჩაგეხუტო და ვიგრძნო დედის სითბო დეეე!!!!
    როგორ მეუბნებოდი?? იცოდე დედას ყველაზე მეტად უყვარხარ,სულ დედას გულში ხარ და იცოდე სულ შენთან,შენს გვერდით ვარ დეეო!! აბა სად ხარ დე?? საად!!
    მტკივაა დე იცი?? სისხლი გამეყინა და გული გამიჩერდა დეე იცი?? დედა მინდა დეე!! დედა!!!!:)) ხომ გაგიგია ღმერთს თავისთან კარგები მიჰყავსო მაგრამ შეენ დეე? ასეთი პატარაა წაგიყვანაა დეე:)) როგორ შეიძლება ეს დეეე!!! ვერ აღვწერ თუ როგორ მტკივა დეე!! ჩემო სიცოცხლეეე!!! მჭირდები დედი რა გავაკეთო?!! ყვეეელააზე მეტად მიყვარდი დეე!! ყველაზე მეტაად მიყვარხააარ დე!!:) და ყველაზე მეტად მეყვარეეები დეე!!:)) ჩემო ანგელოზო! ჩემო სუნთქვა! ჩემო უდიდესო ტკივილოოო!!!
    მენატრებიი დედი!! და მომენატრეები სიკვდილამდე!!”-წერს გარდაცვლილის შვილი.

  • ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ნაკრებთან ერთად თბილისში დაბრუნდა

    ევროპის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ნაკრებთან ერთად თბილისში დაბრუნდა

    თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა

    საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები რომში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში – 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე გუნდური ადგილი დაიკავა.

    ქართველ ფალავნებს აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს – განათლების, მეცნიერების, კუტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, სპორტულმა ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა.

    რომში ევროპის ჩემპიონი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი გახდა, რომელმაც ფინალური შეხვედრა პოლონელ რობერტ ბარანს 11:0 მოუგო და ევროპირველობის გამარჯვებული მეორედ გახდა. ვერცხლის მედალი ბექა ლომთაძემ (61 კგ) დაისაკუთრა, ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ).

    რომში იასპარეზა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც და 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები იური ლომაძე (72 კგ) და მძიმეწონოსანმა ლევან არაბული გახდნენ. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ამირან შავაძემ (60 კგ) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ).

  • პოპულარულმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა თავი მოიკლა.მას ბოიფრენდზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ

    ყველაზე პოპულარული ბრიტანული რეალითი შოუს, “სიყვარულის კუნძულის“ ყოფილმა წამყვანმა, კეროლიან ფლეკმა 40 წლის ასაკში თავი მოიკლა.

    კეროლაინ ფლეკი შაბათს ლონდონში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ მან თავი მოიკლა.

    მოტივების შესახებ არაფერია ცნობილი. წამყვანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის “უზარმაზარი წნეხის ქვეშ იყო“ მას შემდეგ, რაც საკუთარ ბოიფრენდზე თავდასხმაში დაადანაშაულეს.

    ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანს მის ბოიფრენდზე – ტენისისტზე და მოდელზე, ლიუის ბერტონზე თავდასხმაში დასდეს ბრალი. თავად ბერტონი ითხოვდა, ის დაზარალებულად არ ჩაეთვალათ, მეგობარი ქალის გარდაცვალების შემდეგ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ “ამ ამბავმა გული მოუკლა.“ ემოციურ პოსტს თან ახლდა მათი ერთობლივი ფოტო. “ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებული იყო. სიტყვები არ მყოფნის, იმხელა ტკივილს განვიცდი. ძალიან მენატრები. ვიცი, რომ ჩემთან თავს უსაფრთხოდ გრძნობდი. ყოველთვის ამბობდი, რომ სხვა არაფერზე ფიქრობდი როცა მე გვერდით ვიყავი… მე ვიქნები შენი ხმა პატარავ, მე დავსვავ კითხვებს, რომელთა დასმაც შენ გენდომებოდა და მივიღებ პასუხებს. შენ ვეღარაფერი დაგაბრუნებს, მაგრამ ვეცდები ყოველდღე იამაყო ჩემით. მიყვარხარ მთელი გულით“ – წერს გარდაცვლილი ქალის შეყვარებული.


    ფლეკი ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე მომავალ თვეს უნდა წარმსდგარიყო.

    ბრალი მეგობარ მამაკაცზე თავდასხმისთვის ფლეკს გასული წლის დეკემბერში წაუყენეს. თავად ფლეკი ბრალდებებს უარყოფდა, თუმცა ბრალდების ვერსიით მან ბერტონის ტელეფონში შეტყობინებები წაიკითხა სანამ მას ეძინა და ეჭვიანობის ნიადაგზე მძინარე შეყვარებულს თავში მაგიდის ბრა ჩაარტყა. ის პატიმრობიდან გირაოთი გამოუშვეს და ბერტონთან მიახლოება და მასთან კონტაქტი აუკრძალეს. ტელეწამყვანის ადვოკატი სასამართლოს თხოვდა ეს პირობა მოეხსნათ, რათა წყვილს შობის ერთად გატარება შეძლებოდა, თუმცა სასამართლო შეუვალი აღმოჩნდა.

    როცა მოსამართლემ გამოაცხადა, რომ მას გამოძიების დასრულებამდე ბერტონთან ურთიერთობა აეკრძალა, ფლეკი დარბაზში ატირდა. ბერტონი კი მთელი სხდომის განმავლობაში თავჩახრილი იჯდა და თავზე ხელები ჰქონდა შემოხვეული. ის თავს დაზარალებულად არ ცნობდა და თავიდანვე მოითხოვდა მსხვერპლის სტატუსი მოეხსნათ. სასამართლო სხდომის შემდეგ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ “ჩხუბი ყველა ურთიერთობებში ყოველდღე ხდება“. თუმცა,
    პროკურორი სხდომაზე აცხადებდა, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიცია ბერტონმა გამოიძახა და მორიგე ოპერატორს ემუდარებოდა სასწრაფოდ დახმარებოდნენ.

    ფლეკის წარმომადგენლები პროკურატურას “საჩვენებელი პროცესის„ მოწყობაში ადანაშაულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბერტონმა უარი განაცხადა მისი მეგობარი ქალისთვის ბრალდება წაეყენებინათ.

    „ტრაგიკული გარემოებების გათვალისწინებით ამ ეტაპზე ამ საქმის სპეციფიკაზე კომენტარს არ გავაკეთებთ „– აცხადებს პროკურატურა ქალის თვითმკვლელობის შემდეგ.

  • ჰარიმ და მეგანმა ლონდონური სახლის მთელი პერსონალი სამსახურიდან დაითხოვეს

    იანვრის დასაწყისში სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად. თავიდან წყვილი ამბობდა, რომ ორ ქვეყანაში იცხოვრებდნენ – ინგლისსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა როგორც ჩანს მათი გეგმები შეიცვალა და მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი კანადა იქნება. დიდ ბრიტანეთში კი სტუმრად, ცოტა ხნით ჩავლენ ხოლმე. ინსაიდერების ცნობით სასექსის ჰერცოგის ოჯახმა ლონდონის სახლის მთელი პერსონალი – 15 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

    გათავისუფლების შესახებ ჰარიმ და მეგანმა პერსონალს პირადად, ჯერ კიდევ იანვარში შეატყობინეს, მას შემდეგ, რაც გაავრცელებს განცხადება სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შესახებ. გათავისუფლებულებს შორის აღმოჩნდა მათი პირადი მდივანი, ფიონა მაკილვემი, საზოგადოებასთან ურთიერთოების სამსახურის ხელმძღვანელი, სარა ლეტემი და მისი თანაშემწე მარნი გაფნი. ბევრ მათგანს სამსახურის ძებნა არ მოუწევს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახის სხვა წევრები მათ სამსახურს შესთავაზებენ.

    ბუკინგემის სასახლემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საკადრო საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ცხადია, რომ მათ უკვე იციან სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ. ინფორმირებული წყაროები ამბობენ, რომ მართალია “მეგზითი“ ჰარის და მეგანის თანამშრომლებისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, ისინი ამ ამბავს ნორმალურად შეხვდნენ.

    “ჰერცოგების ოჯახს პატარა, 15 ადამიანისგან შემდგარი გუნდი ჰყავდა. ყველა მათგანი წყვილის ერთგული იყო და მათ გადაწყვეტილებას გაგებით და პატივისცემით ეკიდებიან“– ამბობს წყარო.

  • NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა

    NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა

    ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს კობი ბრაიანტის სახელი მიენიჭა.

    ორგანიზაციის კომისარის, ადამ სილვერის განცხადებით, კობი ბრაიანტი ყველა ვარსკვლავის მატჩთან ასოცირდება და ამ თამაშის სულისკვეთებას გამოხატავს.

    „ის ყოველთვის საუკეთესოების წინააღმდეგ თამაშისკენ ისწრაფვოდა და უმაღლესი დონის კალათბურთით მილიონობით გულშემატკივარს ანიჭებდა სიამოვნებას“, – განაცხადა სილვერმა.

    41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.

  • 5 წლის ბიჭმა ალმოდებული სახლის ფანჯრიდან 2 წლის და გამოიყვანა, შემდეგ კი ძაღლი და მთელი ოჯახი გადაარჩინა

    5 წლის ბიჭმა ჯორჯიის შტატიდან მაშინ გაიღვიძა საკუთარ საძინებელ ოთახში, როცა სახლი ცეცხლში იყო გახვეული, თუმცა პანიკაში არ ჩავარდნილა. მან მთელი ოჯახი გადაარჩინა.

    5 წლის ნოე ვუდსს საპატიო მეხანძრეს უწოდებენ. მან დღეს მაშველების იშვიათი ჯილდო მიიღო გმირობისთვის. ასეთ ჯილდოს მხოლოდ პროფესიონალ მეხანძრეებს აძლევენ.ნოე ვუდსი ჯორჯიის შტატიში, ბარტოუს ოლქში რვა წევრიან ოჯახში ცხოვრობს. ღამით კვალმა და ცეცხლის ალმა გააღვიძა საძინებელში, სადაც მისი 2 წლის დასთან ერთად ეძინა. საწოლიდან წამოხტა, დას ხელი დასტაცა და სახლიდან ერთადერთი შესაძლებელი გზით – ღია ფანჯრიდან გადაძვრა. ამის შემდეგ კი კვლავ შებრუნდა სახლში ძაღლის გამოსაყვანად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძაღლი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანა, გაიქცა და მეზობლად მდებარე ბიძის სახლში და დასახმარებლად უხმო. მათ მთელი ოჯახის გაღვიძება და სახლიდან გამოყვანა შეძლეს, სანამ ცეცხლი მთელ სახლს მოედებოდა.

    “ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვებს აუტეხავთ განგაში და ოჯახი გაუფრთხილებიათ, თუმცა ის, რაც ამ ბიჭმა ჩაიდინა 5 წლის ბავშვისთვის ძალიან უჩვეულოა. ძალიან ყურადღებიანი და საზრიანი უნდა იყო რომ ეს გააკეთო.“– ამბობს ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსი, ბარტოუ დუეინი.

    როგორც გაირკვა, ცეცხლი ნოეს ოთახში ელექტრო ჩამრთველის გადახურების შედეგად გაჩნდა. მეხანძრეები ადგილზე დროულად მივიდნენ. მათ დახმარება აღმოუჩინეს ნოეს და მისი ოჯახის ოთხ წევრს, რომლებსაც მცირე დაზიანებები ქონდათ.

    “ღმერთის წყალობით, მთელმა ოჯახმა სახლიდან გამოღწევა მოახერხა. ის რომ არ ყოფილიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდით“ – ამბობს ნოეს ბაბუა.

    იმის გამო, რომ ოჯახს სახლი დაეწვა, ისინი დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ და სპეციალურ საქველმოქმედო ვებგვერდზე სახლის აღსადგენად თანხას აგროვებენ. საჭირო 75 000 დოლარიდან მათ უკვე მოაგროვეს 20000 დოლარი.

  • “ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია… ვალენტინობა არა ის…“-მამა პეტრე კოლხი

    მამა პეტრე სოციალურ ქსელში ვალენტინობის დღესასწაულს ეხმიანება.

    „ყოველი დღე შენია. ჰო, შენ გეკუთვნის, სიყვარული ხარ თუ როგორც არის. ყველა გეძებს, ყველას სჭირდები. საკმარისია გიპოვონ და ბედნიერებისგან გიჟდებიან, ჭკვიანდებიან, ყინვაშიც თბებიან, წვიმაშიც მზის სხივებს ითვლიან, უფრთოდ დაფრინავენ, ღმერთს ემსგავსებიან, იებს ყიდულობენ, ლოთებს ამართლებენ, ხის ქვეშ ცხოვრობენ, ცულის ტარზე წვებიან, უშუქოდ ხედავენ, ბრმად დადიან. ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია… ვალენტინობა არა ის…“, – წერს მამა პეტრე.

  • “სამჯერ დაწყევლით იმ დღეს, როცა პროპორციული ჩააგდეთ“–თამარ ჩერგოლეიშვილი საერთაშორისო ზეწოლაზე

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ საერთაშორისო ზეწოლას ფეისბუქ პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ჯერ ყველაფერი წინაა:

    “აი ხომ გგონიათ რომ ამაზე მძიმე საერთაშორისო წნეხი ძნელი წარმოსადგენია?

    სინამდვილეში, ჯერ ყველაფერი წინაა.

    დაწყევლით იმ დღეს გავრილოვი რომ ქვეყანაში შემოუშვით.

    სამჯერ დაწყევლით იმ დღეს, როცა პროპორციული ჩააგდეთ.

    ივანიშვილი გაგიჟდა!

    მას ქვეყანაც და პარტიაც საკუთარი თავი ჰგონია და საკუთარი რისკით შედის all in-ს (ყველაფერს, თქვენიანად)! ბლეფობს!

    ყოფა ეტირება და თქვენც ყოფას გიტირებთ.

    აღარ არის რაციონალური. გაგიჟდა!“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.