Category: სხვადასხვა

  • ენრიკე იგლესიამა და ანა კურნიკოვამ ახალდაბადებული შვილის ფოტოები გამოაქვეყნეს

    ანა კურნიკოვამ და ენრიკე იგლესიასმა ახალდაბადებული შვილის პირველი ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს. წყვილმა გაასაჯაროვა მათი მესამე შვილის დაბადების პირველ წუთებში გადაღებული პირველი ფოტოები. ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მშობიარობას მამაც ესწრებოდა. ცნობილ ჩოგბურთელს და ცნობილ მომღერალს გოგონა შეეძინათ. მათი უფროსი შვილები, ტყუპები ლუსი და ნიკოლასი ორი წლის არიან.

    წყვლი უკვე 18 წელია ერთად არის. მათი რომანი მომღერლის კლიპის კადაღებისას, 2002 წელს დაიწყო.

  • ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შვილთან შერიგებაში დაეხმარა

    ბრედ პიტმა ხმაურიანი განქორწინებისა და ბავშვებზე მეურვეობისთვის ბრძოლის შემდეგ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მან შვილების კეთილგანწყობის დაბრუნება მოახერხა.

    მსახიობს დიდხანს არ ქონდა შვილებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც მეურვეობის საკითხი გადაწყდა, ბრედმა კვლავ დაიწყო შვილებთან დაახლოება, რომლებიც ამ დროის მანძილზე მას სრულიად გადაეჩვივნენ. მთავარი კი ის არის, რომ პიტმა მოახერხა ურთიერთობების დალაგება უფროს ვაჟიშვილთან, მედოქსთან, რომელთანაც მრავალი წელი დაძაბული ურთიერთობა ქონდა. მსახიობმა და მისმა ნაშვილებმა ვაჟმა ცოტა ხნის წინ “დროის ხარისხიანად გატარება შეძლო“ ერთი–ერთზე. ეს კი ორივესთვის ნამდვილი სასწაული იყო.

    ბრედმა უარი თქვა შესაძლებლობაზე ლონდონში BAFTA–ს ცერემონიალს დასწრებოდა და მთავარი პრიზი მიეღო, რათა 18 წლის სტუდენტ შვილთან გაეტარებინა დრო.

    “ბრედი ბოლო წუთამდე გეგმავდა ცერემონიალზე დასწრებას, თუმცა ბოლო მომენტში გაიგო, რომ მისი შვილი კოლეჯიდან ლოს ანჯელესში დაბრუნდა. ბრედმა პრიორიტეტები შეცვალა და ქალაქში დარჩა მის სანახავად. და ძალიან მოხარულია რომ ასე გააკეთა, ისეთი ბედნიერია, როგორც არასდროს “–ყვება მსახიობის ახლო მეგობარი.

    ანჯელინა ჯოლიმ ბიჭი 2002 წლის მარტში იშვილა. პიტმა ჯოლისთან ერთად სამ ნაშვილებ ბავშვზე აიღო მეურვეობა – მედოქსზე, პაქსზე და ზაქარაზე. წყვილს სამი ბიოლოგიური შვილიც ყავს – შაილო, ნოქსი და ვივიენი. მამასა და უფროს შვილს შორის ჩხუბი 2016 წელს კერძო თვითმფრინავის ბორტზე მოხდა. ამის შემდეგ ბრედი და ანჯელინა დაშოროდნენ და განქორწინების პროცესი დაიწყეს.

    მედოქსი ამჟამად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს და ინჩხონში იონსეის უნივერსიტეტში სწავლობს. პირველ დღეებში მას პაპარაცები სამხრეთ კორეაშიც არ ასვენებდნენ. ეკითხებოდნენ, ჩავიდოდა თუ არა მის მოსანახულებლად პიტი. სტუდენტი ოჯახურ პრობლემებზე კომენტარს არ აკეთებდა. განაწყენებულმა შვილმა ბოლოს გამონახა საკუთარ თავში ძალა, რომ მამასთან ურთიერთობა აღედგინა. ახლა მათი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

    “ბოლოს და ბოლოს მედოქსმა მამას აპატია“– ციტირებს საკუთარ წყაროს გამოცემა The Sun.

    უფრო მეტიც, პიტმა მადლიერება გამოხატა ანჯელინა ჯოლის მიმართ. სწორედ ყოფილმა ცოლმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ბრედის და მედოქსის შერიგებაში და ცდილობს მამა–შვილს შორის ურთიერთობა აღდგეს.

    ბრედ პიტმა წლევანდელ ოსკარზე ჯილდოს მიღებისას თავის შვილებს მიმართა და გამარჯვება მათ მიუძღვნა: “ეს ჯილდო ჩემს შვილებს ეკუთვნით, რომლებიც ყველაფერს აფერადებენ, რასაც ვაკეთებ.“

  • ევროპარლამენტში დამლაგებლები,დაცვა და ბარმენი ლუდვიგა დარჩა, ვისაც არ ვუგინებივართ– გიორგი ფოფხაძე

    საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რადიო ფრანსის კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე ფეისბუქ სტატუსს უძღვნის ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ წამოსულ კრიტიკას გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

    “ესე იგი სტრასბურგში ტარდებოდა ერთი ჩვეულებრივი, 750 ევროდეპუტატიდან მხოლოდ 8 დეპუტატისთვის საინტერესო “ასოცირების კომიტეტის” სხდომა, რომელიც ისე ჩაივლიდა რომ, კააციშვილი ვერ გაიგებდა მის შესახვებ ვერაფერს, იმ 8 ევროდეპუტატიდან, 4 გაგვლანძღავდა, 3 ნეიტრალიტეტს გამოაცხადებდა და ერთი ლატვიელი ქოცებს შეაქებდა მარააა როგორც ყოველთვის ქოცები აბა რისი ქოცები არიან თუ ამ უჭრიჭინო საქმიდან ისრეთ საჭრიჭონოს არ “გამოძერწავდნენ” რომ, მარტო “ცალკეული დეპუტატები” (როგორც ქოც მჭერმეტველ ციცერონებს უყვართ ხოლმე თქმა) კი არა ევროპარლამეტის პოლიტიკური ჯგუფები და ფრაქციები გვაგინებდნენ ჯგუფურად, ხელაპყრობილი და მოთქმით .. მალადეც ქოცებო თქვენ, აი და მალადეც.

    PS ბიჯოო ბოლო ბოლო 15 თებერვალს დაგეჭირათ ეგ უგულავა, გიშლიდათ ვინმეე?–“წერს გიორგი ფოფხაძე სტატუსში და თემას კომენტარებში აგრძელებს. 

    “იდიოტები არ არიან ახლა ესენი? ჯერ გიგულავა დაიჭირეს და მერე მთელი საქოცეთი ჩაჯოგდა, ევროპარლამეტარებს “ნამდვილი და ჭეშმარიტი” ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ.. ჰეე მიაწოდეს კიი, ევროპარლამეტში და ევროკომისიაში დამლაგებელები და დავცის სასტავი დარჩა მარტო ამ ორი დღის განმავლობაში ვისაც არ ვუგინებივართ.. ხოო კაფე “მიკი მაუსის” ბარმენი ლუდვიგა კიდე…“– წერს გიორგი ფოფხაძე.

  • ლონდონის მეტროში თაგვების ჩხუბი გადაიღეს

    ფოტო სახელწოდებით ,,სადგურის ჩხუბი” სემ როულიმ Nikon D500-ით გადაიღო.

    მან კონკურსში ,,ველური ბუნების ფოტოგრაფია” გაიმარჯვა. კონკურში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 48 000 ნამუშევარი მონაწილეობდა, გამარჯვებულ თაგვების ჩხუბის ფოტოს კი 28 000-მდე ადამიანმა მისცა ხმა. ინფორმაციას Insider.com აქვეყნებს.

    ,,ჩემი ცხოვრებისეული ოცნება იყო ამ კონკურსში გამარჯვება სწორედ ამგვარი, ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტოთი, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქშია გადაღებული. იმედი მაქვს, ეს ხალხს აჩვენებს ყველაზე ნაცნობ, ურბანულ გარემოში ნაპოვნ მოულოდნელ დრამას”,- ამბობს ფოტოს ავტორი.

  • მაკოლეი კალკინმა ჯექსონისთვის წაყენებულ პედოფილიის ბრალდებებზე ილაპარაკა

    39 წლის მაკოლეი კალკინმა, რომელსაც მაყურებელი ბავშვობიდან კარგად იცნობს ფილმების სერიის “მარტო სახლში“ მონაწილეობის გამო, ჟურნალ Esquire –სთან ინტერვიუში გარდაცვლილ მომღერალ მაიკლ ჯექსონზე დასმულ კითხვებს უპასუხა და კომენტარი გააკეთა დოკუმენტურ ფილმ “ნევერლენდის დატოვების“ გამოსვლის შემდეგ ატეხილ სკანდალზე. ფილმის გმირები, უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ფილმში ყვებიან, რომ ბავშვობაში პოპმომღერლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. ჯექსონი მუდმივად ბავშვებით იყო გარემოცული და მათ შორის იყო კალკინიც.

    ჟურნალთან ინტერვიუსას მსახიობმა თქვა, რომ დღემდე თავს გარდაცვლილი მომღერლის მეგობრად თვლის:

    “მას ჩემთვის არასოდეს არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. და არც მინახავს, რომ რამე ცუდი გაეკეთებინოს. არ მაქვს მიზეზი რამეს ვმალავდე, განსაკუთრებით ახლა. მაიკლი მკვდარია. სათქმელი რომ მქონდეს, არ გავჩუმდებოდი, მაგრამ არა, არასოდეს  მსგავსი არაფერი მინახავს.“– თქვა კალკინმა.

    კალკინის ბევრმა კოლეგამ და მისმა ძმამ, კირანმაც კი ფილმის გამოსვლის შემდეგ საკუთარი აზრი გამოთქვა ფილმის გმირების, თავად ფილმის და ჯექსონის შესახებ. ინტერვიუში მაკოლეიმ გაიხსენა, როგორ მივიდა ერთხელ მასთან მსახიობი ჯეიმს ფრანკო, რომ მისთვის ფილმთან დამოკიდებულების შესახებ ეკითხა:

    “ეს ფილმის გამოსვლიდან მალევე მოხდა. ჯეიმსმა მკითხა რას ვფიქრობდი. მე მივუბრუნდი და ვკითხე: “გინდა შენს გარდაცვლილ მეგობარზე ილაპარაკო?“. ჩემმა რეაქციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო და მიპასუხა: „არა, არ ვიცი“ . ამის შემდეგ დავემშვიდობა და წავედი.“– იხსენებს თვითმფრინავში ფრანკოსთან შეხვედრას კალკინი.

  • “უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უკვე მესამედ გიწევთ აუტანელი სტრესის გადატანა”-ლელა კილაძე უგულავას შვილებს მიმართავს

    ლელა კილაძე სოციალურ ქსელში ყოფილი მეოღლის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და უგულავას უფროს ქალიშვილს მიმართავს.

    “ტასო,
    ჩემო ტკბილო, ვერ შევძელი ვერც შენთან, და ვერც სანდროსთან საუბარი. მართლა არ ვიცი რა გითხრათ. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უკვე მესამედ გიწევთ აუტანელი სტრესის გადატანა, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ რომ გიგი გყავდეთ გვერდით. თან არცერთი ხართ თბილისში, შენ ამასაც გაუძლებ, რადგან მჯერა რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩვენ გვგონია. მიყვარხარ”-წერს კილაძე.

  • “ოლიგარქს სამი ფაქტორი აშინებს“–ლაშა ბუღაძე ივანიშვილზე

    ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკოსების გარდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აფასებენ. მწერალი ლაშა ბუღაძე ფეისბუქზე წერს:

    “ოლიგარქს სამი ფაქტორი აშინებს (არ ვიცი, რომელი უფრო მეტად ან ნაკლებად): ბევრი ხალხი დემონსტრაციებზე, დასავლეთის სანქციები პირადად მის მიმართ (მოლდოველი ოლიგარქ-ტყუპისცალის მსგავსად) და პუტინი. ცხადია, ეს უკანასკნელი ქართველი ერის მოკავშირედ ვერ გამოდგება. მაგრამ შესაძლოა ქართველი ერი აღმოჩნდეს მისი მოკავშირე – თავისი პასიურობით და დაბეჩავებულ-მოჩლუნგებული სამოქალაქო ინსტინქტებით, თუკი მდუმარედ და ბრიყვული გულგრილობით შეხვდება ოლიგარქ-მაფიოზის მიერ დაკანონებულ უსამართლობას. სანქციებს ჩვენ ვერ დავუწესებთ – ამას სხვები და სხვაგან უზრუნველყოფენ, მაგრამ სხვები და სხვაგან ნამდვილად არ გააკეთებენ იმას, რაც მხოლოდ ჩვენი, მოქალაქეების გასაკეთებელია…“

  • “მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა… არ უნდოდა სხვა ბავშვის გული”-ანიტას დედის პირველი პოსტი შვილის გარდაცვალების შემდეგ

    პატარა ანიტა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ანიტას დედა მარიკო სადრაძე შვილის გარდაცვალების  შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ანიტას სახელით კეთილი საქმეები გაგრძელდება.

    “გამარჯობა, მე ანიტას დედიკო ვარ და ცოცხალი გადავრჩი. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის! მაპატიეთ, რომ არაფერი გამოგვივიდა. დავმარცხდით ამ ბრძოლაში მე და ანიტა. იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ ზუსტად ვიცი მასაც არ უნდოდა წასვლა. ბოლო წუთამდე მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ და ჩემთან უნდა. მე ვგრძნობ, რომ ანიტა აქ არის. მუდმივად ჩემ გვერდითაა. ჩემზე წერთ ძლიერიაო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალა თქვენ მაპოვნინეთ. თქვენ დამაჯერეთ, რომ ჩემი გოგო განსაკუთრებულია და მეც ვალდებული ვარ ვიყო ღირსეული დედა მისთვის, ვიყო ისეთი, როგორსაც ჩვენი ანიტა იმსახურებს. მინდა მისი დაწყებული კეთილი საქმეები გავაგრძელოთ და არ გავჩერდეთ. ის ძალიან კეთილია. არ უნდოდა სხვა ბავშვის გული, არ წაიღო ჩემმა კეთილმა ადამიანმა. დედამისი ნატრობდა მის გადასარჩენად სხვის გულს, მაგრამ ანიტამ არ გააკეთა ეს. თავისი ნამცეცა გული აირჩია და ისე წავიდა. მინდა მისი სახელი სამუდამოდ გაგრძელდეს… სიკეთეები მისი სახელით არ დასრულდეს, და ღმერთს ვთხოვ მომცეს ამის ძალა. არ შეიძლება ასე ხშირად ირღვეოდეს ბუნების კანონზომიერება, არ უნდა დავუშვათ, რომ დედები აცილებდნენ შვილებს და არა პირიქით… მიყვარხართ ანიტელებო და თქვენ მაძლიერებთ…”-წერს მარიკო სადრაძე.

  • გიორგი გაბუნიამ გადაცემა სტუდიაში ლაგოდეხის მერის გამოსახულებასთან ერთად წაიყვანა

    მთავარი არხის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსტფაქტუმი ლაგოდეხის მერის გამოსახულებასთან ერთად წაიყვანა, რითაც სოციალურ ქსელებში გასულ კვირას გავრცელებულ ტენდენციას გამოეხმაურა. ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი იმით გახდა ცნობილი, რომ  საგზაო სამუშაოებს ვერ მიუსწრო, რის შემდეგაც თანამშრომლებს სამუშაოების ამსახველ ფოტოზე თავი ფოტოშოპით ჩაასმევინა.

    როგორც Facebook-ის მომხმარებლები წერდნენ, მერმა ფოტო პირად გვერდზე განათავსა, მომხმარებლების რეაქციის შემდეგ კი წაშალა. სამაგიეროდ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა უამრავი ფოტოკოლაჟი გააკეთეს, და ლაგოდეხის მერი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში და სხვადასხვა სიტუაციებში გადაღებულ ფოტოებში ჩაამონტაჟეს. 

  • კატარის ავიახაზების რეისზე უკრაინელმა ექიმმა ქალი ამშობიარა

    უკრაინელმა ექიმმა, ალიონა ფედჩენკომ დოჰა–ბანკოკის რეისზე ტაილანდელი ქალი ამშობიარა. მშობიარობა ბორტზე მყოფ ფეხმძიმე ქალს ღამით დაეწყო, როცა თვითმფრინავი ინდოეთის თაზე მიფრინავდა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა მგზავრებს შორის ექიმის ძებნა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ალიონა ოტოლარინგოლოგია, მან ეკიპაჟის კაბინას მიაკითხა, იქ კი მშობიარე ქალი დახვდა.

    ალიონა ამბობს, რომ მეტი გზა არ იყო და იძულებული გახდა ყველაფერი გაეხსენებინა, რაც კი ოდესღაც ინსტიტუტში ასწავლეს. მშობიარობამ სწრაფად და გართულებების გარეშე ჩაიარა. ალიონა მედიასთან საუბარში ამბობს, რომ თვითონაც ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა რა უნდა ექნა გართულების შემთხვევაში, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

    ალიონას მშობიარობის პროცესში თვითმფრინავის ეკიპაჟი ეხმარებოდა. ბორტზე ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მედიკამენტი აღმოჩნდა. მგზავრებს არც კი გაუგიათ, რა ხდებოდა თვითმფრინავში, სანამ ეკიპაჟმა არ ამცნო, რომ ბორტზე ბიჭი დაიბადა.

    ბოინგი კატარის ავიახაზებს ეკუთვნის. პილოტმა გადაწყვიტა თვითმფრინავი კალკუტაში დაესვა, სადაც ქალი და ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მხოლოდ ამის შემდეგ გაფრინდა თვითმფრინავი ბანკოკში. ალიონამ კი კალკუტის აეროპორტიდან ფეისბუქზე დადო ფოტოები და სტატუსი იმის შესახებ, რომ თვითმფრინავში ქალი ამშობიარა:


    “მივიღე მშობიარობა დოჰა–ბანკოკის რეისზე. დაიბადა ბიჭი. დედა ტაილანდელია. ჩვენი თვითმფრინავი კალკუტაში დაფრინდა. ველოდებით სასწრაფოს. დედა და ბავშვი კარგად არიან. სტრესი, ბედნიერება, ემოციების ზღვა! მადლობა კიევის მედიცინის ინსტიტუტის მეან–გინეკოლოგიის კათედრას. ყველაფერი ერთ წუთში გამახსენდა“.