Category: სხვადასხვა

  • “გაუთხოვარმა გოგონებმა დაინახეს სამჯერ გათხოვილი სალომე და გადაირივნენ – მე რა შუაში ვარ, თუ ვერ გათხოვდით?”-სალომე გოგიაშვილი

    ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი მიიჩნევს, რომ მის შესახებ ჭორებს გაუთხოვარი გოოგნები ავრცელებენ. ამის შესახებ მან “თბილისელებთან” ისაუბრა.

    კითხვაზე “როგორ გგონია, რატომ ხარ სულ ჭორების სამიზნე?”-ასე უპასუხა:

    “რატომ და, ძალიან ბევრი გაუთხოვარი, კარგი პოტენციალის მქონე გოგო დადის, ვერ ქმნიან პირადს და საკუთარ ბედნიერებას. გაიხედ-გამოიხედეს, დაინახეს სამჯერ გათხოვილი სალომე და გადაირივნენ, რატომ უნდა ჰყავდეს ამას ქმარი, შვილები, უმართლებდეს და ჩვენ ვერცერთხელ ვერ გავთხოვდითო. მე რა შუაში ვარ, თუ ვერ გათხოვდით? ადრე რჩევებს ვაძლევდი და ახლა, უბრალოდ, ვუსმენ, სულ ფეხებზე მკიდია. არ მადარდებს ბოღმა ხალხის აზრი”-აცხადებს გოგიაშვილი.

  • ევროპაში ჰაერის დაბინძურების მხრივ რუსთავი პირველ ადგილზეა

    გარემოს ევროპული სააგენტოს მონაცემები ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ქალაქი რუსთავია. 

    ქალაქში განთავსებული სადგურის მონაცემებით, ჰაერი, რომელსაც ასიათასზე მეტი ადამიანი სუნთქავს უმეტეს შემთხვევაში ცუდი ან ძალიან ცუდია.

    დაბინძურების მთავარი წყარო ინდუსტრიული ობიექტებია. დაჯარიმების შიშითაც კი, ფილტრების მონტაჟს ბევრი არ ჩქარობს. კანონის გამკაცრებაზე კი მთავრობაში ახლა მუშაობენ. ამ ფონზე რუსთავის კლინიკებში, სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პაციენტების მიმართვიანობა იზრდება. რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ საკითხი შეისწავლეს და მონაცემები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაუგზავნეს.

    “სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” აქტივისტები თითქმის 2 წელია აკვირდებიან, როგორ აბინძურებენ გარემოს რუსთავში იქ მდებარე საწარმოები. მათი თქმით, ქალაქში გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ დადგმული ფონური სადგური 1 წლის განმავლობაში აჩვენებდა, რომ 72 პროცენტ შემთხვევაში რუსთავში ჰაერი იყო ცუდი, ან ძალიან ცუდი. 

    მოძრაობამ მდგომარეობის გამოსწორებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც შესთავაზა. 

    ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის კიდევ ერთ ბერკეტად  ქალაქის გამწვანებას მიიჩნევენ. სოციალურ ქსელში გაჩნდა კამპანია #გაTREEფე, რომელიც მიზნად მოქალაქეთა მოტივირებასა და ქალაქის გამწვანების ღონისძიებებში მათი ჩართვის გაზრდას ისახავს.

  • გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო (ვიდეო)

    გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო (ვიდეო)

    გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

    მან მოწინააღმდეგე იოჰანეს ფრეი იპონით 45 წამში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

    პირველი ოქრო გუშინ ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა და ბრინჯაო ბექა ღვინიაშვილმა.

     

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბეთი 94:90 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბეთი 94:90 დაამარცხა

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სერბეთთან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი სტუმრად, ბელგრადში 90-94 დაამარცხა.

    საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი თად მაკფადენი გახდა 33 ქულით. გიორგი შერმადინმა კი 23 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

    შეგახსენებთ, რომ როგორც 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ავტომატურად მოხვდა, თუმცა ფიბას გადაწყვეტილებით, მასპინძელი ნაკრებები საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც იასპარეზებენ, რათა ოფიციალური მატჩების ჩატარების საშუალება ჰქონდეთ.

    ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

  • კვენტინ ტარანტინოს შვილი შეეძინა

    56 წლის ასაკში კვენტინ ტარანტინო პირველად გახდა მამა. რეჟისორს და მის 36 წის მეუღლეს, დანიელა პიკს ბიჭი შეეძინათ. ბავშვი თელავივის ერთ–ერთ კლინიკაში დაიბადა და თავს შესანიშნავად გრძნობს. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

    ტარანტინოსთვისაც და დანიელა პიკისთვისაც ეს პირველი შვილია. დანიელასთან შეხვედრამდე ტარანტინო არასოდეს ყოფილა ოფიციალურად დაქორწინებული. ისინი ერთმანეთს 2009 წელს თელავივში შეხვდნენ, სადაც ტარანტინო მისი ფილმის “უსახელო ნაბიჭვრების“ პრომოუთინგისთვის იყო ჩასული.

    მოგვიანებით შეყვარებულმა ულტიმატუმი წაუყენმა: ან ქორწინება, ან სამუდამოდ დაშორება. წყვილმა ნიშნობის შესახებ 2017 წელს გამოაცხადა, 2018 წლის შემოდგომაზე კი ლოს ანჯელესში საიდუმლოდ იქორწინა.

  • ,,ნაციონალებმა” ემიგრანტების დაშინებით იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს- თემურ თათარაშვილი

    ქართველი მომღერლის , თემურ თათარაშვილის თქმით, ,,ნაციონალებმა” ემიგრანტების დაშინებით და დაშანტაჟებით იტალიაში კონცერტი ჩაუშალეს. ,,დააშინეს ემიგრანტები, რომ დაასმენდნენ და დაემუქრნენ დეპორტაციით”,- წერს თათარაშვილი სოციალურ ქსელში.

    ,,გუშინ იტალიიდან ჩამოვედი და გული მაქვს გახეთქილი თურმე ისეთი საშინელება გვჭირს. სამარცხვინოა რაც მოხდა და არც მჯერა, რომ ეს მე გადამხდა თავს. ჩვენი ემიგრანტები ჩემთვის უძვირფასესი ხალხია. მე ვიცი რასაც ნიშნავს, როცა იძულებული ხარ მოწყდე საკუთარ ქვეყანას და სხვაგან იპოვო თავშესაფარი და ლუკმა შვილებისთვის. ამიტომ ყოველთვის სიხარულით ჩავდივარ ჩვენს ემიგრანტებთან და ვატარებ კონცერტებს. ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მომხდარა აქამდე და მივხვდი, რა ცუდადაა ჩვენი საქმე. დიდი ხნის შეთანხმებული კონცერტი მხოლოდ იმის გამო დაზარალდა , რომ ეს ასე მოინდომეს იმ ბოროტი ძალების მხარდამჭერებმა, რომელსაც ყველამ ერთად ვუთხარით უარი 2012 წელს და გავაძევეთ ხელისუფლებიდან.

    მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვუმღერი. რამდენიმე წლიანი იძულებითი წასვლის გარდა აქაურობა ვერადროს დავტოვე. ეს მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ბოროტმა ძალამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა და ვინც არ დაემორჩილა ან მოკლა და ან ციხეში ჩაყარა. ამიტომ მოვიარე მეც ჯერ ციხე და შემდეგ ემიგრაცია. 2012 წელს მიხაროდა ამ ბოროტი ძალის დამარცხება და ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში ახალი და სიკეთით სავსე ცხოვრება დაიწყებოდა. თურმე სად ვარ… დასრულდა კი არა სწორედ მაშინ დაწყებულა ამ ბოროტებისთვის ყველაზე კომფორტული ეპოქა.

    გუშინ ,,ნაციონალებმა” იტალიაში ერთი კონცერტი ჩამიშალეს – კიდევ კარგი რომ რეჯო ემილიაში ჩატარდა და ამ ქალაქის მაცხოვრებლებზე არ იმიქმედა დაშინებამ და შანტაჟმა. დააშინეს ემიგრანტები, რომ დაასმენდნენ და დეპორტაციით დაემუქრნენ. ყველასთვის გასაგებია, როგორი მძიმე იქნებოდა ამ მუქარის იგნორი და ჩემი კონცერტის გამო საკუთარი ოჯახების საფრთხის ქვეშ დაყენება. და ასეთ ბოროტ ძალას მთავარ ოპოზიციად ამკვიდრებს ქართული ოცნება”,- ამბობს თემურ თათარაშვილი.

    ის ,,ქართულ ოცნებას” მიმართავს და მოახლოებულ არჩევნებს ახსენებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი ,,გულში იხუტებს” ნაციონალების ყოფილ თანამშრომლებს და წირავს საკუთარ მხარდამჭერებს.

    ,,ოცნებას მინდა მივმართო: როდესმე თუ ისწავლით კარგის და ცუდის გარჩევას და როდესმე თუ მოეშვებით საკუთარი მხარდამჭერების ხარჯზე მტრის გაძლიერებას? ნაციონალები იმით მაინც გჯობდნენ, რომ საკუთარ თითოეულ მხარდამჭერს უფრთხილდებოდნენ და სულს უბერავდნენ. ყველა დასაქმებული ჰყავდათ და მათი ინტერესები ბოლომდე გაქონდათ. თქვენ კი ყოველდღიურად მხოლოდ იმის გამო კარგავთ მხარდამჭერებს, რომ ძაღლებივით ექცევით, ისევ ნაციონალებს ასვამთ თავზე და ვინც იმ ბოროტების დროს იყო კომფორტულად, ისევ იმათ პატრონობთ ჩვენს ხარჯზე.

    როგორი სიხარულით დავბრუნდი მაშინ ემიგრაციიდან, მაგრამ თურმე რა ტყუილად მიხაროდა – ყოველდღე მხოლოდ იმას ვუყურებ, როგორ აწინაურებთ და გულში იხუტებთ ისევ იმათ, ვინც თქვენს მტრებთან თანამშრომლობდა და როგორ წირავთ ჩემნაირებს, ვინც იმ ხელისუფლებას ყავდა გაწირული. ვზივარ ახლა უმუშევარი, კონცერტებს ისევ ნაციონალები მიშლიან და დაცვის ნაცვლად არც ერთ თქვენგანს ამბავიც არ მოუკითხავს ჩემი არასდროს. ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ!მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რა მალე მოდის ახალი არჩევნები…”- აცხადებს თემურ თათარაშვილი

  • ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო (ვიდეო)

    ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო (ვიდეო)

    20 წლის ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

    გრიგალაშვილმა ფინალში რუსი ოლიმპიური ჩემპიონი, ხასან ხალმურზაევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

  • საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 78:6 დაამარცხა

    საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 78:6 დაამარცხა

    რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ქუთაისში, „აია არენაზე“ ბორჯღალოსნებმა ბელგიის ნაკრებს უმასპინძლეს და  ანგარიშით 78:6 დაამარცხეს.

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 ლელოს დადება შეძლო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

    საქართველოს რაგბის ნაკრები მომდევნო მატჩს 7 მარტს სტუმრად პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

    შეგახსენებთ, რომ პირველ ორ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჯერ რუმინეთი დაამარცხა ანგარიშით 41:13, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთს მოუგო – 23:10.

    ფოტო: Georgian Rugby

  • იუნკერთა ხსოვნის საპატივსაცემოდ დინამო 23 თებერვალს სუპერთასზე შავი ფორმით ითამაშებს

    იუნკერთა ხსოვნის საპატივსაცემოდ დინამო 23 თებერვალს სუპერთასზე შავი ფორმით ითამაშებს

    23 თებერვალს საქართველოს სუპერთასის მატჩზე დინამო თბილისი შავი ფორმით ითამაშებს.

    ფორმაზე გარდაცვლილ იუნკერთა და მეთაურთა სახელები იქნება დატანილი.

    მატჩზე ერთმანეთს დინამო თბილისი და საბურთალო შეხვდებიან.

    23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ ახალგაზრდა იუნკერებს.

    ფოტო: Live.ge

  • „დღეს დედამ ჩემს ხელში დალია სული“ – პეტრე კოლხი

    მამა პეტრე კოლხს დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

    „დღეს დედამ ჩემს ხელში დალია სული, ეს სამუდამოა!.. ფრთხილად, არ წაიქცე, მუცლით მღვდელს ატარებ, დედი!..“ – წერს პეტრე კოლხი.