Category: სხვადასხვა

  • დღემდე არნახული ძალის აფეთქება კოსმოსში. ასეთი აფეთქება დიდი აფეთქების შემდეგ არ ყოფილა

    მეცნიერებმა კოსმოსში კოლოსალური ძალის და მაშტაბის აფეთქების მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ასეთი ძლიერი აფეთქება დიდი აფეთქების დროიდან არ ყოფილა. ის ხუთჯერ უფრო ძლიერია ყველა აფეთქებაზე, რომლის შესახებაც დღემდე მეცნიერებს ინფორმაცია აქვთ.

    როგორც ჩანს, ენერგიის მძლავრი გამოფრქვევის წყარო დედამიწიდან 390 მილიონი სინათლის წლით დაშორებული ზემასიური შავი ხვრელი გახდა.
    აფეთქებამ მკვეთრად გაამეჩხერა ოფიუქსის თანავარსკვლავედში ვარსკვლავების წრიული თავმოყრა.

    “ვცდილობდი ეს აფეთქება ადამიანური ცნობიერების ჩარჩოებში ჩამესვა, მაგრამ ეს ძალიან რთულია. საუკეთესო შედარება, რაც შემიძლია მოვიყვანო არის 20 მილიარდი მეგატონა ასაფეთქებელი ნივთიერების 20 მილიარდი აფეთქება წამის ყოველ მეათასეთში და ასე გაგრძელებული 240 მილიონი წლის განმავლობაში, განუწყვეტლად“– განუცხადა ბიბისის აღმოჩენის ერთ–ერთმა ავტორმა, მელანი ჯონსტონ ჰოლიტმა.

    მეცნიერები ყოველთვის ეჭვობდნენ, რომ ოფიუქსის თანავარსკვლავედში, რომელიც ათასობით გალაქტიკას პლაზმასთან და შავ ნივთიერებასან ერთად აერთიანებს, უცნაური ამბები ხდება.
    ამერიკულმა და ევროპულმა რენდგენულმა ტელესკოპებმა კი ამ თანავარსკვლავედს უცნაური მოღუნული კიდე აღმოუჩინეს.
    სწორედ მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს არის ერთ–ერთი ხვრელის კედელი, რომელიც პლაზმაში თანავარსკვლავედის ერთ–ერთ საკვანძო გალაქტიკაში არსებული შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი ენერგიისგან წარმოიქმნა.

    შავი ხვრელები იმით არის ცნობილი, რომ ნებისმიერ მატერიას შთანთქავენ, იქნება ეს აირი თუ ვარსკვლავი, რომელიც მას მიუახლოვდება. თუმცა შავ ხვრელებს ასევე აქვთ უნარი უზარმაზარი მოცულობის ნივთიერებები და ენერგია გამოტყორცნონ რადიოტალღების სახით, რომლებსაც გამანადგურებელი ძალა აქვს.
    თუმცა, თავიდან მეცნიერებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ ამ აფეთქების წყარო შავი ხვრელი იყო, რადგან, პლაზმაში წარმოქმნილი ხვრელი მეტისმეტად დიდი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შავი ხვრელიდან გამოტყორცნილი ენერგია უზარმაზარი ძალის უნდა ყოფილიყო.

    თუმცა, დაბალსიხშირული დაკვირვებების ახალმა მონაცემებმა, რომლებიც ავსტრალიის მერჩისონის ობსერვატორიის და ინდოეთის გიგანტური ტელესოპის შედეგად მიიღეს, ეს თეორია დადასტურდა.

    “გარკვეულწილად ეს აფეთქება შეიძლება შევადაროთ ვულკან სენტ–ჰელენსის ამოფრქვევას 1980 წელს, როცა მან მთის მთელი წვერი გაანადგურა. უფრო ნათლად რომ წარმოიდგინოთ, ხვრელის დიამეტრი მილიონნახევარი სინათლის წლის მანძილის ტოლია.“– ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი სიმონა ჯიაჩინტუჩი აშშ–ს სამხედრ–საზღვაო კვლევითი ლაბორატორიიდან.

  • ჩემს შვილს ბავშვის ბაღში მიყვანა დაუგვიანდა და პანიკა ამტყდარა-პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა.

    “ახლა გზაში ვარ სამშობლოსკენ. შვილმა მომწერა, შვილიშვილის ბაღში მიყვანა დაუგვიანდა და პანიკა ამტყარა, შენ რომ აღარ მოიყვან, დავიკეტებითო. ყველაფერი სიტუაციის შესაბამისად გაკეთდება. მთავარია ყველა მშვიდად ვიყოთ ”-აცხადებს იმნაძე. 

    იმნაძე ვენაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით კონფერენციას დაესწრო.

  • “ასეთი კლასის მუშაობა არც ერთი საინფორმაციოსგან არ ახსოვს საქართველოს”-გვარამია მელაძეს მადლობას უხდის

    “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნოდარ მელაძეს მადლობას უხდის. 

    “ბოდიში, მიკერძოებული ვარ, მესმის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: რასაც მთავარის საინფორმაციო სამსახური აკეთებს, ასეთი რანგის და კლასის მუშაობა არც ერთი საინფორმაციოსგან არ ახსოვს საქართველოს. მეტიც, ამ რეგიონს. თვით რ2ის წინა საინფორმაციოც არ იყო ასეთი, რომელსაც იგივე გადარეული Nodar Meladze ხელმძღვანელობდა.
    სრულიად შეუდარებელია.
    მადლობა ყველა ჟურნალისტს, წამყვანს, პროდიუსერს, ოპერატორს, მემონტაჟეს, საეთეროს თანამშრომელს, მძღოლს, ყველას, ყველას. მაგრამ, არავის არ ეწყინება, პირველ რიგში, საინფორმაციოს ხელმძღვანელს და ამ ყველაფრის მთავარ შემოქმედს, გადარეულ შავს – ნოდარიკოს”-წერს გვარამია ფეისბუქზე.

  • “სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები. არ არიან ქართული კლინიკები მზად“–საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი

    საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული კორონავირუსის გავრცელებისა და საქართველოს რეალობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი აზრით, საქართველო სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველად მზად არ არის:

    “კიდევ ერთხელ, პანიკისა და მკვეთრი სიტყვების გარეშე შევეცდები ავხსნა, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს შედარება მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტატისტიკასთან ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის თვალსაზრისით.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის გამოცხადების მთავარ მიზეზად განუვითარებელი ქვეყნების უვარგისი და ჩამოუყალიბებელი ჯანდაცვის სისტემები დაასახელა. ჰოდა, საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვში შედის. ამიტომ, კეთილი ინებეთ და ნუ ადარებთ საქართველოში მოთხოვნილ პრევენციის მეთოდებს გერმანიის, იტალიის, ავსტრიის, სამხრეთ კორეის და სხვა ნორმალური ქვეყნების მიერ განხორციელებულ პრევენციულ ზომებს.

    არ არიან ქართული კლინიკები, განსაკუთრებით საშუალო და დაბალი რგოლების პერსონალი მზად დავირუსებულთა ადექვატური მართვისათვის. პირიქით, სწორედ კლინიკები გახდებიან ეპიდემიის კერები. მაგალითად გუშინდელი სამარცხვინო ვიდეორეპორტაჟიც საკმარისია. მორჩით ღლიცინს და სუპერმშვიდი პროფების როლის თამაშს; ჯერ ერთი რომ არ ხართ და მეორეც, ირგვლივ მიმოიხედეთ, დაფიქრდით სად ხართ და ვისთან გაქვთ საქმე.

    კარგად დაცულ, შედარებით უკაცრიელ ტერიტორიაზე გაამზადეთ სამხედრო-საველე ტიპის კლინიკა და საკარანტინო კარვები. დაუყენეთ სამხედრო-საპოლიციო დაცვა. ყოველი ახალი შემთხვევა გადაიყვანეთ იქ, რომ მაქსიმალური ეფექტურობით მოხდეს იზოლაცია საზოგადოებისაგან. გაქვთ თქვენ მაგის ფინანსური შესაძლებლობა. გახსოვდეთ, პანიკას იწვევენ არა უბრალო მოქალაქეები, არამედ არაკომპეტენტური და კომიკური ოფიციალური პირები და შეეშვით შეშინებული ადამიანების ინტელექტუალურ შეურაცხყოფას. დროულად დაამუშავეთ სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებელების დროებითი დათხოვნის გეგმები.

  • „კორონავირუსით სპეკულირება მსოფლიო მასშტაბის აფიორაა”-ექიმი ლაშა ღლონტი

    ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, „ფეისბუქზე“ კორონავირუსთან დაკავშირებით ფაქტებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

    “1. კორონავირუსით სპეკულირება მსოფლიო მასშტაბის აფიორაა, რაც ეკონომიკური ომების შედეგია (გვახსოვს, ალბათ, ქათმის, ღორის გრიპები, ებოლა და ა.შ!!!)

    2. იგი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვირუსია.

    3. რაც შეეხება სიკვდილიანობას გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ვირუსით დაავადების შეთხვევაში.

    4. მკურნალობა მაღალეფექტურია

    5. დაავადება იშვიათია ბავშვებში

    6. გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წელს გადაცილებული მოსახლეობაა

    7. სხვა სახის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა 50-ჯერ აღემატება კორონა ვირუსით გარდაცვლილთა შემთხვევებს 50-ჯერ !!!

    ანუ თუ კორონათი მსოფლიო მასშტაბით 2 თვეში 3000 ადამიანი დაიღუპა, ჩვეულებრივი გრიპით ამავე პერიოდში დაახლოებით 150000-მდე ადამიანია გარდაცვლილი.

    7. დაიბანეთ ხელები ხშირად. ეს გახლავთ ყველაზე მთავარი მოთხოვნა!!! (90% დაავადება ასეთი გზით ვრცელდება!!!!)

    8. დღეში 2-3 ჯერ გაანიავეთ ოთახი

    9. ნიღაბი ვერაფერს გიშველით

    10. მოერიდეთ ადამიანების გადაკოცნას

    11. ნუ ვარდებით პანიკაში ეს ძალიან ძალიან სასაცილოა. გახსოვდეთ, რომ კორონა ჩვეულებრივი ვირუსია და თუკი ადამიანი სხვა სერიოზული სენით არაა დაავადებული, იგი ჩვეულებრივად გადაიტანს ამ დაავადებას!!! და კიდევ ერთი!!! ის ფორმა, რაც ჩინეთში დადასტურებულია სხვა ქვეყნებში ვერ ძლებს და აქედან გამომდინარე საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს!

    P.შ. გახალისდით, გააგრძელეთ ჩეულებრივი წესით ცხოვრება. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”-წერს ლაშა ღლონტი.

  • “გემშვიდობებით” –  მარია შარაპოვა სპორტულ კარიერას ასრულებს

    “გემშვიდობებით” – მარია შარაპოვა სპორტულ კარიერას ასრულებს

    მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ 32 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან Vogue-სა და Vanity Fair-ისთვის დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

    “ყოველდღე მომენატრება. მომენატრება ვარჯიშები და ყოველდღიური რუტინა: დილით ადრე  გაღვიძება, ჯერ მარცხენა ფეხზე თასმების შეკვრა და კორტის ჭიშკრის დახურვა, ვიდრე დღის განმავლობაში პირველ ბურთს ვისვრი. მომენატრებიან ჩემი გუნდი და ჩემი მწვრთნელები. მომენატრება მამაჩემთან ერთად სავარჯიშო მოედანზე ჯდომის მომენტები. გამარჯვებისა და წაგების ხელის ჩამორთმევა და სპორტსმენები, იცოდნენ მათ ეს თუ არა, რომლებმაც მიბიძგეს, უკეთესი გავმხდარვიყავი”, – განაცხადა მარია შარაპოვამ.

    მარია შარაპოვას კარიერის განმავლობაში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. უკანასკნელად მან 2014 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონატი მოიგო.

    რუსი ჩოგბურთელი ბოლოს 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოჩნდა, სადაც ის პირველივე წრეზე გამოვარდა.

  • საქართველო-ბელარუსის მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა

    საქართველო-ბელარუსის მატჩამდე ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა

    საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრების შეხვედრაზე, თამაშამდე ერთი თვით ადრე ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. ასეთი შემთხვევა  ეროვნული ნაკრების მატჩზე ბოლო რამდენიმე წელია არ დაფიქსირებულა.

    10 დღეში უკვე 50 000-მდე ბილეთი გაიყიდა. ,,დინამო არენა’’ სულ 54 549 ადამიანს იტევს , თუმცა ამ თამაშისთვის 52 000 ბილეთი იყიდება. დარჩენილი ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს შეუძლიათ ,,დინამო არენას’’ სალაროებში. ბილეთების გაყიდვა ონლაინ 15 თებერვალს დაიწყო, ხოლო ფიზიკური რეალიზაცია 22 თებერვლიდან.

    26 მარტს, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისის დინამო არენაზე ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის მატჩს ითამაშებს. ამ თამაშის გამარჯვებული კოსოვო:მაკედონიის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება. მათი შეხვედრის შემდეგ მოგებული გუნდი კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.

  • მარია შარაპოვა სპორტულ კარიერას ასრულებს

    მარია შარაპოვა სპორტულ კარიერას ასრულებს

    მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ 32 წლის ასაკში სპორტული კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან Vogue-სა და Vanity Fair-ისთვის დაწერილ სტატიაში ისაუბრა.

    “ყოველდღე მომენატრება. მომენატრება ვარჯიშები და ყოველდღიური რუტინა: დილით ადრე  გაღვიძება, ჯერ მარცხენა ფეხზე თასმების შეკვრა და კორტის ჭიშკრის დახურვა, ვიდრე დღის განმავლობაში პირველ ბურთს ვისვრი. მომენატრებიან ჩემი გუნდი და ჩემი მწვრთნელები. მომენატრება მამაჩემთან ერთად სავარჯიშო მოედანზე ჯდომის მომენტები. გამარჯვებისა და წაგების ხელის ჩამორთმევა და სპორტსმენები, იცოდნენ მათ ეს თუ არა, რომლებმაც მიბიძგეს, უკეთესი გავმხდარვიყავი”, – განაცხადა მარია შარაპოვამ.

    მარია შარაპოვას კარიერის განმავლობაში 5 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. უკანასკნელად მან 2014 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონატი მოიგო.

    რუსი ჩოგბურთელი ბოლოს 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოჩნდა, სადაც ის პირველივე წრეზე გამოვარდა.

  • აჭარის მთავრობის მეთაურის მხარდასაჭერი მობილიზაცია პრესსამსახურმა შეცდომით ჟურნალისტების ჯგუფში გამოაცხადა

    აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა, ნონა კვასტიანმა შეცდომით ჟურნალისტების ჯგუფში დაწერა მოწოდება, რომ მათი მთავრობის მეთაური იმედის გადაცემაში მონაწილეობდა და სოციალურ ქსელებში მხარდაჭერა და აქტიურობა ჭირდებოდა. სავარაუდოდ ეს მოწოდება მხარდამჭერების ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი, ჟურნალისტების ჯგუფში კი შეცდომით მოხვდა და მალევე წაიშალა, თუმცა მანამდე TV 25-მა მთავრობის პრესსამსახურის სამობილიზაციო მოწოდების სქრინშოთი გადაიღო და გაავრცელა.

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ტვ იმედის გადაცემა “სვოტ ანალიზში“ სამშაბათს საღამოს მონაწილეობდა.

    როგორც ჩანს პრესსამსახურის მოწოდება რეალურ ადრესატებამდე საბოლოოდ მაინც მივიდა. ლაივ რეჟიმში იმედის ფეისბუქ გვერდზე რიჟვაძის მიმართ მრავალი საქებარი კომენტარი დაიწერა.