Category: სხვადასხვა

  • “არ მინდა ირანში, აქ ვიცხოვრებ” – კარანტინში მოთავსებული ირანელი

    ირანელი ტურისტი შაჰაბი, რომელიც ინფექციურიდან გამოპარვის გამო ინტერნეტვარსკვლავი გახდა, ამჟამად აბასთუმანში კარანტინს გადის.

    მამაკაცი ამბობს, რომ ის საქართველოში ყოფნით კმაყოფილია და არ სურს სამშობლოში დაბრუნება.

    “მე არ მაქვს კო­რო­ნავირუსი. 15 დღე აქ უნდა ვიყო კარანტინში, მაგრამ პრობ­ლე­მა არ მაქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მე არ მინ­და ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, ირან­ში დაბ­რუ­ნე­ბა, რად­გა­ნაც იქ ადა­მი­ა­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სი აქვთ, მაგ­რამ მე არ მაქვს კო­რო­ნავირუსი”, – ამ­ბობს ირანის მოქალაქე.

  • “ყოველდღე მხვდება უცხო ადამიანების დატოვებული საჩუქრები…” – რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

    2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ციას, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად მთელი სა­ქარ­თვე­ლო გაერთიანდა ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, 31 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. თუმცა ანიტას ჯგუფში მისი სახელით ქველმოქმედება კვლავ გრძელდება.

    ბავ­შვის დედა მა­რი­კო სად­რა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს,რომ  შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­სულს, ყო­ველ­დღე ხვდე­ბა ანი­ტას სა­ხელ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი:

    “ანი­ტას­თან ასულს თით­ქმის ყო­ველ­დღე მხვდე­ბა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი. ხში­რად ვერც კი ვი­გებ ვინ ტო­ვებს… მა­გა­ლი­თად, ეს პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი დღეს დამ­ხვდა წე­რილ­თან ერ­თად, წმინ­და გი­ორ­გის ხატი ცოტა უფრო ადრე.

    ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სი­ლა­მა­ზე­ე­ბი­სა, რა­საც თქვენ მი­ტო­ვებთ. დიდი მად­ლო­ბა, რომ გიყ­ვართ და გახ­სოვთ ანი­ტა! ეს მე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა” – წერს მარიკო სადრაძე.

    შეგახსენებთ, პატარა ანი­ტა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა – დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნეს. მდგომარეობა ინდოეთის კლინიკაში ყოფნის დროს დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

  • რა სიმღერით წარსდგება თორნიკე ყიფიანი ევროვიზიაზე (ვიდეო)

    ცნობილია თუ, რა სიმღერით წარადგენს ევროვიზიაზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი.სიმღერის სახელწოდებაა- Take Me As I Am.  კლიპის პრეზენტაცია პირველი არხის დილის გაცემაში „ახალი დღე“ გაიმართა. 

    სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად თორნიკე ყიფიანია.

    ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. თორნიკე ყიფიანი საქართველოს სახელით  კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარსდგება.

  • “ვინმე ხომ არ მოკლეს ან ვინმე ხომ არ მო@@@ეს?”-კურიოზი პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

    ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილიდან მომუშავე ჟურნალისტი ადგილობრივის ჩაწერას ცდილობდა,რა დროსაც პირდაპირ ეთერში გაუთვალისწინებელი კურიოზი მოხდა.

    “ვინმე ხომ არ მოკლეს ან ვინმე ხომ არ მო@@@ეს?”-ჰკითხა შუა ხნის ქალმა ჟურნალისტს.

  • ექიმი დავით სუხიაშვილი გარდაიცვალა

    ცნობილი ექიმი დავით სუხიაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა.

    “კლინიკა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი, ჩვენი საუკეთესო ექიმი, არაჩვეულებრივი ადამიანი დავით სუხიაშვილი. ბატონი დავითი ძალიან დიდი დანაკლისია როგორც ჩვენი კლინიკისთვის და მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის, ასევე მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. უაღრესად რთული იქნება მის გარეშე გატარებული ყოველი დღე თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის… ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. მსუბუქი ყოფილიყოს ბატონი დავითისთვის ქართული მიწა”, – წერია კლინიკის ოფიციალურ  გვერდზე.

  • “უამრავი ვირუსი არსებობდა ამ პლანეტაზე და რწმენით მიღებული ზიარებისას ,საერთო კოვზის პრობლემა არ დამდგარა”-ინგა გრიგოლია

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ზიარების წესთან დაკავშირებით საზოგადეობაში აზრთა სხვადასხვაობას ეხმიანება.

    “მორწმუნე ადამიანს არ აშინებს,საერთო კოვზით აზიარებენ თუ ერთჯერადით, რა ისტერიკაა ატეხილი. აქამდე უამრავი ვირუსი არსებობდა ამ პლანეტაზე და რწმენით მიღებული ზიარებისას ,საერთო კოვზის პრობლემა არ დამდგარა, საკუთარ რწმენაში რომ დავტოვოთ ადამიანები და მორალი არ ვუკითხოთ, არა?”-წერს გრიგოლია.

  • “მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი” – ნათია ფანჯიკიძე

    საქართველოში კო­რო­ნა­ვირუ­სის არსებობის დადასტურების გამო, რამ­დე­ნი­მე დღეა საზოგადოება მსჯელობს, შე­იც­ვა­ლოს უნდა თუ არა ზი­ა­რე­ბის წესი. ამ თემამ  საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ეკლესიის პოზიციის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების გამო ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას “ფე­ის­ბუქ­ზე” აქ­ვეყ­ნებს:

    “რწმე­ნას რომ სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია, მეც­ნი­ე­რე­ბაც არ და­ობს, მე­დი­ცი­ნაც აღი­ა­რებს ამ ფე­ნო­მენს, უბ­რა­ლოდ, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბას სჩ­ვე­ვია, სხვა­ნა­ირ სა­ხელს არ­ქმევს – პლა­ცე­ბო და ნო­ცე­ბო ეფექ­ტი ჰქვია, ადა­მი­ა­ნის თვით­გან­კურ­ნე­ბის ან თვით­გა­ნუ­კურ­ნებ­ლო­ბის სას­წა­ულს. სწო­რედ ამი­ტომ და არა­მარ­ტო ამი­ტომ, მორ­წმუ­ნე ადა­მი­ანს კი არ უნდა დას­ცი­ნო, არა­მედ უნდა გშურ­დეს მისი. მთა­ვა­რია, გა­ვი­გოთ, რომ მე­დი­ცი­ნა და ჰი­გი­ე­ნა არ უპი­რის­პირ­დე­ბა რწმე­ნას. პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა ბევ­რად უფრო ღრმად­მორ­წმუ­ნე იყო, პე­ნი­ცი­ლი­ნის (ან­ტი­ბი­ო­ტი­კის) გა­მო­გო­ნე­ბამ­დე და მი­უ­ხე­და­ვად რწმე­ნი­სა, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი იხო­ცე­ბო­და სხვა­დას­ხვა ტი­პის ეპი­დე­მი­ის დროს. გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის და ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 წელი იყო.

    თქვენც გე­მახ­სოვ­რე­ბათ ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან, რომ სწო­რედ სას­წა­ულ­მოქ­მედ ხა­ტებ­ზე და ჯვრებ­ზე სა­წამ­ლა­ვის წას­მით კლავ­დნენ სა­მე­ფო კარ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს. ხატი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­პირ­კე­თე­ბუ­ლი იყო ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლით, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად ნაკ­ლე­ბად იკა­რებს “ჭუ­ჭყს”, ვერ ახერ­ხებ­და სა­წამ­ლა­ვის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას. მოკ­ლედ, ბრა­ზის გა­რე­შე სამ­სჯე­ლოა ეს სა­კი­თხი. ბო­ლოს და ბო­ლოს ზი­ა­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ში მთა­ვა­რი “მოქ­მე­დი პირი” კოვ­ზი ხომ არაა. და თუ კოვ­ზია, ასე­თი ვა­რი­ან­ტი გა­მოდ­გე­ბა ნე­ტავ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვი­ძი­ნოთ ვერ­ცხლის კოვ­ზე­ბი და ვა­კურ­თხოთ კი­დეც და მხო­ლოდ ზი­ა­რე­ბის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ?…

    …ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის სწორ გზა­ზეა, როცა იმას აკე­თებს, რი­სიც სჯე­რა და სწამს…

    მე ადა­მი­ა­ნებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი ასე მეს­მის, რომ ყვე­ლამ ერ­თმა­ნე­თის შიში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და კომ­პრო­მი­სი გა­მო­ნა­ხოს. თქვენ რომ გე­ში­ნო­დეთ პეპ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც მოფ­რი­ნა­ვენ ნა­თუ­რის გარ­შე­მო, მე ჩა­ვაქ­რობ ნა­თუ­რას, ან დავ­კე­ტავ ფან­ჯა­რას, იმი­ტომ რომ პა­ტივს გცემთ. მე რომ მე­ში­ნო­დეს ბუღ­და­ჯა­ნე­ბის და გთხო­ვოთ სი­ნათ­ლე­ში და­ძი­ნე­ბა, თქვენ უნდა და­მი­ტო­ვოთ ან­თე­ბუ­ლი ნა­თუ­რა და ასე.. რა ვიცი…

    მოკ­ლედ ამ ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ურ­თი­ერ­თო­ბის და სიყ­ვა­რუ­ლის არ­ცოდ­ნაა. გა­მო­გი­ტყდე­ბით და მე თვი­თონ სიკ­ვდი­ლამ­დე სიკ­ვდილ­ზე ნერ­ვი­უ­ლო­ბა არაფ­რით არ შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ სხვის შიშს არ ვცე პა­ტი­ვი, ან სხვას არ გა­ვუფრ­თხილ­დე. რა უნდა იყოს, რაც სტრესს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს ვინ­მეს და უპ­რობ­ლე­მოდ არ მი­ვი­ღო…”, – წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

  • შესაძლებელია თუ არა დიდ ქალაქში კორონავირუსისგან თავის დაცვა

    კორონავირუსი ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე გამოვლინდა და ბოლო დროს ჩინეთის საზღვრებს მიღმა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ჩინეთში.

    დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ეპიდემიის აფეთქება სრულიად რეალური საფრთხეა.

    რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა დავიცვათ თავი დიდ ქალაქში საფრთხისგან:

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

    საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემოა. ვირუსი ჰაერ წვეთოვანი გზით გადადის – ნერწყვის ძალიან მცირე წვეთებით, რომლებსაც ხველისა და ცემინების დროს ჰაერში გამოვყოფთ.

    რამდენიმე კვლევის თანახმად ადამიანები, რომლებიც გრიპის ვირუსის აფეთქებების დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, ექვსჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.

    სწორედ ამიტომ, ბევრ ქვეყანაში, სამხრეთ კორეიდან დაწყებული ირანით დამთავრებული, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მატარებლებში, ავტობუსებში და გაჩერებებზე ზედაპირების წმენდის შესახებ.

    ხალხმრავლობა

    ხალხმრავალი,მაგალითად სპორტული ღონისძიებები დაავადების რისკს ზრდის. ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო ასეთი ღონისძიებები გადაიდო. Covid-19 –ის გამო შანხაიში ფორმულა1–ის გრან პრი გადაიდო. ასევე გადაიდო აზიის ჩემპიონთა ლიგის 6 საფეხბურთო მატჩი, რომლებშიც 4 ირანული გუნდი მონაწილეობდა.

    ევროპაში გადადეს რაგბისა და ფეხბურთის მატჩები, რომლებშიც იტალიურ გუნდებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

    ყველაზე სერიოზული ღონისძიება კი, რომელიც შეიძლება ასევე გადაიდოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაა. თამაშები 24 ივლისს უნდა დაიწყოს.ჯერჯერობით გადაიდო მხოლოდ ოლიმპიური ცეცხლის მარათონი, თუმცა მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტი არც თამაშების გადადებას გამორიცხავს, თუ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გადაიქცევა.

    კორონავირუსი შეეხო რამდენიმე რელიგიურ ღონისძიებასაც. საუდის არაბეთმა დროებით აკრძალა მომლოცველთა შესვლა მექასა და მედინაში.

    სკოლები


    სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები დაწყებით და საშუალო სკოლებს სამუშაო რეჟიმის შეცვლის რეკომენდაციას აძლევენ.
    იაპონიაში, ტაილანდში, ირანში და ერაყში სკოლები და უნივერსიტეტები ვირუსის გამო დროებით დაიკეტა.ბრიტანეთსა და აშშ–ში მთავრობა სკოლების დახურვის რეკომენდაციას არ იძლევა.მშობლებს, რომლებიც ცოტა ხნის წინ სტუმრობდნენ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსია გავრცელებული ურჩევენ ორი კვირის მანძილზე სახლიდან არ გამოვიდნენ და ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.

    ოფისები:

    კორონავირუსი კომპანიების მუშაობაზე გავლენას ახდენს ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში და რეგიონებში.სან დიეგოსა და სანფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ოფისების თანამშრომლებს ურჩევენ ერთმანეთს და სტუმრებს ხელი არ ჩამოართვან.

    აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა რეკომენდაცია მისცა კომპანიებს თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის მოტივაცია მისცეს, განსაკუთრებით თუ მათ მაღალი ტემპერატურა ან რესპირატორული ინფექციის სიმპტომები აქვთ.


    ინფორმირება

    ადამიანებს კარგად უნდა ესმოდეთ მარტივი პროცედურების მნიშვნელობა. მაგალითად, ხელების სწორად დაბანა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას გვაძლევს:
    • რეგულარულად დავიბანოთ ხელები საპნით და გამოვიყენოთ სადეზინფექციო გელი.
    • პირსა და ცხვირზე ხელსახოცი ავიფაროთ ხველისას და ცემინებისას.
    • თუ ხელსახოცი არ გაქვთ, გამოიყენეთ სახელოები.
    • გადააგდეთ გამოყენებული ხელსახოცები და შემდეგ დაიბანეთ ხელი.
    • არ მიეკაროთ თვალებს, ცხვირს და პირს დაუბანელი ხელით.
    • მოვერიდოთ ადამიანებთან კონტაქტს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ.
    • მოვერიდოთ როგორც გარეულ, ისე შინაურ ცხოველებს.

    საავადმყოფოები:

    ახალი კორონავირუსის ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. საავადმყოფოების მთავარი ამოცანაა ინფექციისას გართულებებთან ბრძოლა. სამედიცინო დაწესებულებებს ურჩევენ პაციენტების იზოლირებას და პერსონალის მიერ დამცავი სამოსის სავალდებულო ტარებას.

    აშშ–ს და ბრიტანეთის ხელისუფლებები თვლიან, რომ თუ ვირუსის აფეთქების მაშტაბები გაიზრდება, საავადმყოფოებში ადგილები საკმარისი აღარ იქნება.

    იზოლიაცია:

    ბრიტანეთში დაინფიცირებული რეგიონებიდან ჩასულ მოქალაქეებს თხოვენ თვითიზოლაციაში იყვნენ.
    ჩინური ქალაქი უხანი, რომელიც ვირუსის ეპიცენტრია იზოლაციაში რჩება, ისევე, როგორც ჩრდილოეთ იტალიის ზოგიერთი რაიონები.

    თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ როცა კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდება, ასეთი ზომები ეფეტურობას დაკარგავს. თანაც მათი განხორციელება ყველაგან არ გამოვა.ჯონ ჰოპკინსნს ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ტომ ინგლსბიმ ცოტა ხნის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ ბევრ ქვეყანას არ შეუძლია მთელი ქალაქის დაბლოკვა ისე, როგორც ეს ჩინეთმა გააკეთა.

    „ასეთი ბლოკირებები ყოველთვის დაკავშირებულია ოჯახების გაყოფის საფრთხესთან, იმასთან, რომ ადამიანებს ადამიანებს ხელი აღარ მიუწვდებათ წამლებზე, საკვებზე და სხვა აუცილებელ ნივთებზე. შეიძლება ხელი შეეშალოს ექიმების, ექთნების და მარაგების გადაადგილებას საავადმყოფოებს შორის, როგორც ეს ჩინეთში ხდება“ – წერს ის.

  • ბრიტანეთის პრემიერი საყვარელ ქალზე დაინიშნა და შვილს ელოდება

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი და მისი მეგობარი ქალი, კერი საიმონდსი დაინიშნენ და შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

    მისი თქმით, წყვილი მოხარულია აცნობოს საზოგადოებას, რომ საიმონდსი ფეხმძიმედ არის.

    55 წლის ჯონსონი და 31 წლის საიმონდსი ბრიტანეთის ისტორიაში პირველი წყვილია, რომელიც დაუნინგ სთრითის 10 ნომერში ოფიციალური ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრობს.

    გარდა ამისა, ბოლო 173 წლის განმავლობაში ბრიტანეთის პრემიერსა და მის მეუღლეს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა არ ყოფილა. კერი საიმონდსი ბორის ჯონსონზე 24 წლით უმცროსია.

  • Google-მა თანამშრომლებს რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა

    Google-მა თანამშრომლებს რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობა აუკრძალა

    კომპანია Google-ის თანამშრომელს შვეიცარიაში, ციურიხში კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ვირუსი გამოვლინდა, კომპანიამ თანამშრომლებს იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში მოგზაურობა აუკრძალა.

    „ვადასტურებთ, რომ ერთ თანამშრომელს ციურიხის ოფისიდან კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ოფისში მოკლე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ სიმპტომები გამოუვლინდა. ჩვენ მივიღეთ ყველა საჭირო პრევენციული ზომა, რადგან ჩვენთვის თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება პრიორიტეტია“, – განაცხადა Google-ის წარმომადგენელმა.

    კომპანიის ოფისში ციურიხში არ დაიხურება.

    ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით 83 ათასზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 2 800 ადამიანი დაიღუპა. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა.