Category: სხვადასხვა

  • კორონავირუსის ვაქცინა ყველაზე კარგ შემთხვევაში 2021 წელს გამოვა

    კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობას ამერიკელი მეცნიერები აგრძელებენ, ცნობილი ხდება, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში ვაქცინა 2021 წელს გამოვა. საუბარია მომდევნო წლის იანვარი-აპრილის პერიოდზე. ვაქცინაზე მუშაობას კომპანია მოდერნა ახორციელებს.

    მეცნიერების განცხადებით, ვაქცინის გამოცდა 2 ფაზიანია პირველი ფაზა 2020 წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში უნდა დასრულდეს, ხოლო მეორე ფაზა 2021 წლის აპრილამდე. კომპანია მოდერნა მასაჩუსეტში მდებარეობს.

    ამერიკელმა სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნაზე მუშაობა 11 იანვარს დაიწყეს, მაშინ როცა ჩინელებმა ოფიციალურად გაავრცელეს ახალი კორონავირუსის გენეტიკური კოდის შესახებ ინფორმაცია.

    ვაქცინაზე მუშაობისთვის ამერიკის შეერთებული შტატები 3 მილიარდ დოლარს დამატებით დახარჯავს. ვაქცინის გამოცდა ადამიანებზე აპრილში დაიწყება და თავდაპირველად მეცნიერები სამუშაოდ 45 ადამიანს შეარჩევენ.

    ახალი კორონავირუსი კოვიდ 19 პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთში დააფიქსირეს. ამ დრომდე ვაქცინის შექმნაზე არაერთი კომპანია მუშაობს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ვარ სრულიად ჯანმრთელი” – ანუკი არეშიძის პირველი კომენტარი მილანში ვიზიტის შესახებ

    დიზაინერი ანუკი არეშიძე აცხადებს, რომ ის მილანში გასულ თვეში მართლაც იმყოფებოდა, თუმცა მაშინ ეპიდემია არ იყო. ამის შესახებ დიზაინერმა “პრაიმტაიმთან” ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიაში მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.

    “მე თებერვლის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი მილანში. მაშინ იქ არანაირი ეპიდემია არ იყო. რეკომენდაციით განსაზღვრული ყველა ვადა გასულია მას შემდეგ, რაც ჩამოვედი. ვარ სრულიად ჯანმრთელი, ვზრდი და ვუვლი ჩემს ოთხ შვილს.” – ამბობს ანუკი არეშიძე.

  • „საქართველოში ბავშვი, რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა“

    სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ საქართველოში განათლების სისტემის ერთ-ერთი პრობლემა სწავლის ხარისხია და ბავშვი რომელიც სკოლაში 12 წელს ატარებს, შედეგებით მე-8, მე-9 კლასელის დონეზეა. ამის შესახებ მან განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით, მსოფლიო ბანკის ახალი პროექტის პრეზენტაციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

    პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ 102,7 მილიონის დოლარის ღირებულებისაა და მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.

    „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ეხება განათლებას და შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. მათ შორისაა განათლების და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები 12 წელს სწავლობენ სკოლაში, მაგრამ სინამდვილეში მათი შედეგი ისეთია, თითქოს 8 ან 9 წელი გაატარეს სკოლაში. ეს პროექტი არის ამის გაუმჯობესების დიდი საშუალება. მეორე საკითხია კადრებზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე ფოკუსირება. ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი გამოცდილებიდან სკოლებში, რომ რაც არ უნდა კარგი სისტემა გვქონდეს განათლებაში, თუ კადრები არ გვყავს შესაბამისი, განათლების ხარისხი ვერ იქნება სათანადო.

    “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება განათლების დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ და ის იქნება ქვეყნის მშპ-ის 6%. შემდეგი კომპონენტი არის ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვნახეთ სკოლები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც გათბობა ხდება შეშის ღუმელების მეშვეობით. სკოლის გარემო უნდა იყოს სწავლისთვის კარგი და კომფორტული, ამიტომ მესამე კომპონენტში ჩვენი მიზანია, ჯერ ერთი გათბობის საკითხის მოწესრიგება სკოლებში და ამ მხრივ ხელშეწყობა და მეორეს მხრივ, ინოვაციების, კომპიუტერების, ტაბლეტების შეტანა სკოლებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ თანამედროვე საშუალებები, რაც სწავლის შედეგებს გააუმჯობესებს”, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

    განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში პროექტის ინფრასტრუქტურული კომპონენტი ხუთი ახალი სკოლის მშენებლობას, დაახლოებით 60 არსებული სკოლის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. პროექტი ასევე გულისხმობს სკოლისთვის მოსამზადებლად, ბავშვზე ფოკუსირებული და თანამედროვე სკოლამდელი განათლების 150-ზე მეტი პროგრამის დანერგვას. მთლიანობაში, პროექტი სკოლამდელი ასაკისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაახლოებით 116, 000 მოსწავლეს შეეხება.

    წყარო:edu.aris.ge

  • ვერასდროს დავცინებ ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ კორონავირუსს ცხელი წყალი, ნიორი ან შელოცვა უშველის – გიორგი კეკელიძე

    ეროვნული ბიბლიოთკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში კორონა  ვირუსთან დაკავშირებულ  ხალხურ მეთოდებზე წერს და გმობს საზოგადოების მხრიდან ერთმანეთის დაცინვას.

    „ვერასდროს დავცინებ ადამიანს, ვისაც სჯერა, რომ ჯერაც ჯეროვნად შეუსწავლელ კორონა ვირუსს ცხელი წყალი, ნიორი ან შელოცვა უშველის. მორალისტი როდი ვარ და სარკაზმის აუცილებლობაც ცხადად მესმის – მეც შეიძლება გამეცინოს და მეცინება კიდეც, მაგრამ ზუსტად იმ წუთს, როცა რაღაც მწარე უნდა ვთქვა, მახსენდება, როგორ ეძებდა მამაჩემი მეზობლებთან ღორის გამომშრალ ყბას. ჩემთვის, ყბაყურიანისთვის ეძებდა – ყბაზე რომ დაედო. მამაჩემს უნდოდა, ღორის ყბას მოვერჩინე – ასე უთხრეს. აფთიაქი რომ ყოფილიყო და წამლის ფული, მამაჩემს ეგ ენდომებოდა. ამიტომაც ეძებდა ყბის ძვალს და სჯეროდა. ამ ხალხის არცოდნასაც იაფად გადარჩენის გარდაუვალი სურვილი ჩრდილავს და ეს სურვილი სახარხარო ვერ არის. წინადადება – ,,სანამ ეს ბნელი ხალხი იქნება, არაფერი გვეშველება – ყველა სხვა დაარჩენ წინადადებაზე მავნეა. არაფერი გვეშველება, სწორედ არაფერი, თუ ამ ხალხისთვის ხელის გაწოდებას არ ვისწავლით. აი, ამ ,,ბნელი ხალხისთვის. ხელის გაწოდებას და ცოდნის მიწოდებას.

    ადამიანი სულ ცდილობს გამოსავლის ძებნას და ბოლოს იმ საყრდენს ეყრდნობა, რაც გაუძლებს. ეს ხალხი ცხელ წყალს სვამს, მაგრამ ჩვენ, მცოდნე ფარისევლებს ბევრად გვჯობიან. ჩვენ, ყველაზე ცუდი და ძნელად მოსარჩენი გრიპით, სხვების შეუმჩნევლობით ვართ ავად. და არც ექიმს ვუხმობთ და არც ჩვენ ვაქიმობთ საკუთარ თავს.

    ახლა აუცილებლად გადავრჩებით. მაგრამ ნაკორონალზე, გარდაუვლად დასაწყებია ეს მძიმე ვარჯიში – ერთმანეთის შემჩნევა აივნიდან, ეზოდან და სარდაფიდან – აივანზე, ეზოში და სარდაფში.

    სხვა გზა არ არსებობს. ან თუ არსებობს – არ ვარგა“, – წერს კეკელიძე.

  • დეფიციტი კორონავირუსის გამო. რას იმარაგებს ხალხი მთელ მსოფლიოში

    კორონავირუსის აფეთქების გამო ხალხი მთელ მსოფლიოში ფიქრობს იმაზე, როგორ დაიცვას თავი ინფექციისგან. ყველაზე ეფექტური გზა სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე შემცირებაა. კიდევ უკეთესია საერთოდ არ გამოხვიდეთ სახლიდან. შედეგად, ბევრ ქვეყანაში მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო საჭირო აუცილებელი ნივთების და საკვების მომარაგება იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია გაუარესდება.

    რომელ საქონელზე გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნილება და რისი დეფიციტი შეიძლება გაჩნდეს?

    სამედიცინო ნიღბები:

    მართალია ექიმები ამბობენ, რომ ნიღბები ამ ვირუსისგან თითქმის არ იცავს ადამიანს, მაგრამ მოთხოვნილება კატასტროფულად გაიზარდა. აფთიაქებში, მაღაზიებში და ინტერნეტ მაღაზიებშიც კი მისი შოვნა ძალიან რთულია.
    მწარმოებლებმა პროდუქციის გამოშვება გააორმაგეს, თუმცა ეს ნაკლებად საინტერესო ნივთი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ რიგი ქვეყნების მთავრობები სამედიცინო მუშაკებისთვის სპეციალურ მარაგებს ქმნიან. პაციენტებთან მუშაობისას ხომ ისინი სხვა ყველა დანარჩენზე მეტად რისკავენ.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეპიდემიასთან სარძოლველად მთელ მსოფლიოში ექთნებს და ექიმებს უდიდესი რაოდენობის ნიღბები – 8 მილიონი ცალი დაჭირდებათ. გარდა ამისა, 76 მილიონი ელასტიური ხელთათმანი და 1.6 მილიონი დამცავი სათვალე.


    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით ამ აუცილებელი ნივთების უქონლობამ შესაძლოა მედპერსონალისთვის დიდი საფრთხე შექმნას.

    ზოგ ქვეყანაში ნიღბების ყიდვაზე და ქვეყნიდან გატანაზე შეზღუდვებიც დაწესდა. მაგალითად სამხრეთ კორეაში კვირაში ორ ცალზე მეტ ნიღაბს ერთი ადამიანი ვერ იყიდის.

    ტაილანდში ნიღბების დეფიციტმა აფთიაქებში მღელვარება და რიგებში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლებამ კომისია შექმნა იმის გასარკვევად, მართლა გაიტანეს თუ არა ქვეყნიდან ექსპორტზე და შავ ბაზარზე მაღალ ფასში გასაყიდად დიდი რაოდენობით ნიღბები.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლოა ნიღბების წარმოებასა და განაწილებაზე სახელმწიფო კონტროლი დამყარდეს, რათა ისინი პირველ რიგში მედპერსონალისთვის და დაავადებულებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

    ხელის საბანი გელი

    ხელის სადეზინფექციო გელის ფასები ნიღბების მსგავსად ბევრ ქვეყანაში ორ–სამჯერ გაიზარდა.

    საფრანგეთში მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ გამოძიებაც კი დაიწყო, ფინანსთა მინისტრმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ მზად არის ფასები საკუთარი ბრძანებით დაარეგულიროს, თუ სიტუაციის ბოროტად გამოყენება გაგრძელდება.

    თებერვლიდან მოყოლებული ფასები და მოთხოვნა გაიზარდა ხელის საბან სხვადასხვა საშუალებებზე და სველ ხელსახოცებზე.


    ტუალეტის ქაღალდი:

    იქიდან გამომდინარე, რომ შინაიზოლაცია, სახლიდან მუშაობა და დაუგეგმავი არდადეგები ჩვეულ მოვლენად იქცა, ადამიანები არამალფუჭებადი პირველადი საჭიროების ნივთების მარაგებს ქმნიან. მათ შორის ტუალეტის ქაღალდის.
    მისი დეფიციტი წარმოიქმნა სინგაპურში, ჰონკონგში და იაპონიაში.

    ავსტრალიის სუპერმარკეტებში მათ დახლებიდან რამდენიმე წუთში იტაცებენ. ერთ–ერთმა ქსელმა გაყიდვის რაოდენობაც შეზღუდა და ერთ ადამიანს ოთხზე მეტი ქაღალდის ყიდვის უფლება არ აქვს.

    მოთხოვნა გაიზარდა საბავშვო საფენებზეც, ასევე რძეზე, რომელსაც ხანგრძლივი ვარგისიანობის ვადა აქვს.

    რიგები საჭმლის მიწოდებაზე


    გასულ წელს ბრიტანელების 45% საკვებს ინტერნეტით იწერდა სახლში მიტანის სერვისით. ახლა კი ამ სერვისზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რადგან ბევრს არ უნდა ხალხმრავალ მაღაზიებში სიარული. ამიტომაც ზოგან შეკვეთას რამდენიმე დღით ადრე აძლევენ.

    სასურსათო მაღაზიების მენეჯერები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. საწყობებში პროდუქტების მარაგი საკმარისია, თუმცა მათ, ვისაც უნდა პროდუქტი სახლში მიუტანონ, მოცდა მოუწევთ.

    ჯენერიკი მედიკამენტები

    ზოგიერთი ექიმი პაციენტებს, რომლებიც გარკვეულ პრეპარატებს მუდმივად იღებენ, ურჩევს რეცეპტები აიღონ და წამლები მოიმარაგონ, რადგან მსოფლიო ფარმაცევტული ბაზარი შესაძლოა მიწოდების პრობლემის წინაშე  დადგეს.

    ინდოეთმა, რომელიც მთელი მსოფლიოს ჯენერიკი მედიკამენტების მეხუთედს აწარმოებს, ამ დღეებში 20 პრეპარატის ექსპორტი შეზღუდა, მათ შორის პარაცეტამოლის, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატია.

    ინდოეთის ფარმაცევტული ინდუსტრია საჭირო ქიმიური კომპონენტების ორ მესამედს ჩინეთიდან იღებს. ინდოეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ არსებული მარაგები სამი თვის მანძილზე ეყოფა,  წარმოების ძველი მოცულობის შესანარჩუნებლად.

  • ირანელმა ინტერნეტ ვარსკვლავმა კარანტინიდან სიმღერა შეასრულა (ვიდეო)

    ირანელმა ინტერნეტ ვარსკვლავმა, რომელიც აბასთუმანში კარანტინში იმყოფება, ამჯერად საზოგადოების ყურადღება სიმღერით მიიქცია. მან ვიდეოში ის ხედიც აჩვენა,სადაც ამჟამად იმყოფება. როგორც ჩანს, ირანელი ტურისტი თავს კარგად გრძნობს.

    შეგახსენებთ, ირანელი ტურისტი საზოაგადოების ყურადრბის ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ის ინფექციური საავადმყოფოდან თვითნებურად გამოვიდა, ექიმებმა კი უკან შეაბრუნეს. მას კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ინფექციურიდან აბასთუმანში კარანტინში გადაიყვანეს.

    ვიდეო,სადაც მას ექიმები ძალის გამოყენებით აბრუნებენ ინტერნეტჰიტი გახდა.

  • “უბრალოდ მაინტერესებს რატომ მოიქეცი ასე”-განო მელითაური გაქურდეს

    განო მელითაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ცოტა ხნის წინ გაქურდეს. როგორც პოსტიდან ირკვევა, განოს აინტერესებს რატომ ჩაიდინა ბოროტმოქმედმა ქურდობა და მას გარკვეულ დროს აძლევს,რათა გამოჩნდეს, სხვა შემთხვევაში  სამართალდამცავებს მიმართავს.

    „ჩემო გაუზრდელო ქურდო! ვწუხვარ, რომ არავინ გასწავლა რა ცუდად მოიქეცი! ან იმდენად გაგიჭირდა ამ საშინელ საქციელს სჩადიხარ!
    დარწმუნებული ვარ ამ პოსტს კითხულობ, ცხრა კლასის განათლებაც არ სჭირდება იმას, რომ გატარებებით კამერებიდან ამოგაგდებ! შეგნებულად არ დავბლოკავ არც ერთ ბარათს! რადგან უტიფარი თავხედი ხარ, პირადობა მანქანაში დამიტოვე, სანამ გვიან არ არის გამომეხმაურე, არ მინდა აქ განცხადების დაწერა, არ დაგაბრუნებინებ თანხას, უბრალოდ მაინტერესებს რატომ მოიქეცი ასე – თუ პურის ფული გიჭირს ვეცდები დაგარწმუნო, რომ ქურდობა გამოსავალი არ არის! გპირდები, დაგეხმარები გამოსავლის პოვნაში.

    4 შვილი მყავს და იქნებ რის თანხებს ხარჯავდი? მე დღეს რენეს გეგმიური სამედიცინო ვიზიტის გაუქმება, ტასოს მათემატიკის მასწავლებლის ხელფასი და კიდევ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თემა დამეკიდა ჰაერში!

    მოკლედ, შუადღის თორმეტ საათამდე ველი გამოხმაურებას, მერე პასუხის გაცემა სამართალდამცავებისთვის მოგიწევს!

    სანამ გვაქვს იმის შნო, რომ მანქანის კრი გავხსნათ, გადავიხაროთ და საფულე გადარჩევით გავქურდოთ, შემდეგ წავიდეთ სპარში, კორელაში და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არ გვაქვს მოძრაობის შეზღუდვა, არც გონებრივი, რადგან ეს დავგეგმეთ შესაბამისად ყველა შანსი გაგვაჩნია სამსახური ვიშოვნოთ:

    ნაგვის შემგროვებელი:საშ.ხელფასი 1000ლ
    მეეზოვე:საშ.ხელფასი 450-600ლ
    დამლაგებელი: დღეში საშ. 20-30-50ლ
    საწყობის მუშა: საშ 500-600-800-1000ლ
    სხვადასხვა სარემობტი სამუშაო: დღეში საშ.20ლ-40-100ლ
    გამყიდველი,ასისტენტი,კურიერი:დღეში მინ. 15-30ლ
    გაყიდვები, დისტრიბუცია და მსგავსი: საშუალოდ 500-1000 -1500ლ

    და ეს სია დაუსრულებელია! და სამუშაო ადგილები უთვალავი, მარტო ჩემს ახალდაწყებულ საწარმოში სისტემატიურად მაქვს აქედან სამი ვაკანსია მაინც!
    და ქურდობას მუშაობა ჯობია!
    ამ ქვეყანას ასე არასდროს არაფერი ეშველება! სხვისი ქილიკი, სხვისი გინრბა, თითების შვერა, გაუთავებელი წუწუნი ,სხვების ფულების თვლა და უსაქმურობაა მოდაში!
    ვბრაზდები, განა ასჯერ მეტს არ ვიშრომებ რომ ავანაზღაურო ზარალი,უბრალოდ ეს პოსტიც ჩემი ილუზიაა,რომ ერთ ადამიანს მაინც შევცვლი უკეთესობისკენ ჩემს სანუკვარ დოყლაპიებით გატენილ ქვეყანაში!,” – წერს განო მელითაური.

  • მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში ითამაშა

    მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში Freud ითამაშა. ეს არის  მრავალსერიიანი ფსიქოლოგიური დეტექტივი, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებას ეხება. 

    სერიალის რეჟისორი მარვინ კარენია, მთავარ როლს კი რობერტ ფინსტერსი ასრულებს. მერაბ ნინიძე ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლში ითამაშებს. შოუს პირველის ეზონი 8 სერიისგან შედგება.

  • როგორ ულოცავს სალომე ზურაბიშვილს შვილი დედის დღეს

    საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შვილი ქეთევან გურჯესტანი დედის დღესთან დაკავშირებით საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს. გურჯესტანი სალომე ზურაბიშვილს დედის დღეს ულოცავს.