Category: სხვადასხვა

  • კორონავირუსის მსოფლიო ინტერაქტიული რუკა: ნახეთ მონაცემები რეალურ დროში

    აშშ–ს ჯონ ჰოპკინსის სახელობის კვლევითმა უნივერსიტეტმა Covid-19–ის გავრცელების ინტერაქტიული რუკა შექმნა, რომლის განახლება ოპერატიულად ხდება. რუკაზე მოცემული ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით დაავადებულთა, გარდაცვლილთა და განკურნებულთა რაოდენობის შესახებ. გადადით მოცემულ ბმულზე და თვალი ადევნეთ რეალურ დროში კორონავირუსის შესახებ მონაცემებს.

  • ბრიტანელი მომღერალი დაფი ამბობს, რომ ის მოიტაცეს და გააუპატიურეს

    ბრიტანელი მომღერალი დაფი ამბობს, რომ ის მოიტაცეს და გააუპატიურეს

    “გრემის“ პრემიის მფლობელი ბრიტანელი მომღერალი დაფი ამბობს, რომ ის მოიტაცეს, ნარკოტიკებით გააბრუეს და გააუპატიურეს. ის ამბობს, ახლო მომავალში საკუთარი ისტორიის დეტალებს ინტერვიუში მოყვება.

    “გთხოვთ, დამიჯერეთ – ახლა კარგად ვარ და უსაფრთხოდ ვარ. ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ვყავდი დატყვევებული, გამაუპატიურეს და ნარკოტიკებით გამაბრუეს“ – დაწერა 35 წლის მომღერალმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.

    “რა თქმა უნდა, გადავრჩი. დრო დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ამის მოყოლა ადვილი არ არის. მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ათასობით დღის შემდეგ, რომლებიც დავუთმე მცდელობებს, ისევ მეგრძნო მზის სხივი საკუთარ გულში, მზე ბოლოს და ბოლოს გაბრწყინდა.“– დაწერა მომღერალმა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე.

    ეიმი ენ დაფი უელსის ჩრდილოეთით გუინეტის საგრაფოში დაიბადა. ის 23 წლის იყო, როცა მისმა სადებიუტო ალბომმა Rockferry მსოფლიო ჩარტების მწვერვალები დაიპყრო და 2008 წელს ბრიტანეთში გაყიდვების მიხედვით პირველი ადგილი დაიკავა. მან შვიდჯერადი პლატინის დისკის სტატუსი მიიღო და მომღერალს გრემი და Brit Awards–ის პრემია მოუტანა.

    დაფიმ კიდევ ერთი ალბომი 2010 წელს გამოუშვა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

    “ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანი ვცდილობდი გამებედა ამის დაწერა. ბოლომდე არ მესმის რატომ მაინცდამაინც ახლაა სწორი მომენტი“– დაწერა მომღერალმა.

    “ ბევრ ჩვენგანს ვერ გაუგია, რა დამემართა, სად დავიკარგე და რატომ. შარშან ზაფხულში დამიკავშირდა ჟურნალისტი, მან იპოვნა ხერხი დამკავშირებოდა და მე მას ყველაფერი მოვუყევი.“– ამბობს დაფი და დასძენს, რომ არ უნდოდა საკუთარი ტკივილი მუსიკაში გამოეხატა და მთელ მსოფლიოს მის თვალებში სევდა დაენახა. “საკუთარ თავს ვეკითხებოდი: როგორ შემეძლო გულის სიღრმიდან მემღერა, თუ გული დამსხვრეული იყო.“– ამბობს დაფი და თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

  • ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი კორონავირუსის ეპიდემიაზე დეტალებს ავრცელებს

    აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა სპეციალისტმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. მამუკა მაჩაიძემ  ამ საკითხთან დაკავშირებით  Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

    “400-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა ახალ კორონავირუსზე, ზღვა (დეზ)ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მოკლედ შევეცადე შემეჯამებინა მნიშვნელოვანი დეტალები რაზეც იმდენად არ გამახვილდა ყურადღება. მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვისაც დაგაინტერესებთ:

    – სავარაუდო მექანიზმი დადგენილია – ვირუსს აქვს მაღალი აფინურობა ცილისადმი (ACE2) რომელიც დიდი რაოდენობით ფილტვის და გულის ქსოვილშია გამოხატული. ჰიპოთეზაა (დაუდასტურებელი), რომ დაინფიცირების შემთხვევაში ACE ინჰიბიტორი (წნევის და გულის უკმარისობის წამალი) უნდა შეჩერდეს.

    – ახალი, ყველაზე დალაგებული და დიდი კვლევის მიხედვით, ინკუბაციური პერიოდი ბევრად უფრო მცირეა ვიდრე გვეგონა, საშუალოდ 4 დღე (არა 10-14), მაგრამ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა 24 დღეც და 1 დღეც, ამიტომ 14 დღიანი კარანტინი იდეალური არ არის, თუმცა ასეთია ამჟამინდელი რეცომენდაცია.

    – ახალი კორონავირუსი დიდი რაოდენობით გამოიყოფა განავალში და დიდი ალბათობით გადაეცემა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ფომიტებით (საყოფაცხოვრებო ნივთებით), ამიტომაც არის ხელების დაბანა ასეთი მნიშვნელოვანი!!

    – ასიმპტომური გადაცემა ნამდვილად ხდება, ამავე დროს ცხელება ყველაზე დიდ კვლევაში მხოლოდ პაციენტების 41% დაუფიქსირდა, 80% საერთოდ უსიმპტომოა ან უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნება, ამიტომაც ვირუსი ყოველთვის 2 ნაბიჯით წინ არის და იქნება. ასევე, როგორც ჩანს, გრიპივით სეზონურობა არ ახასიათბს და დათბობასთან ერთად არ შემცირდება

    – სიკვდილიანობის მაჩვენებელი (CFR), თუ გავასაშუალოებთ ყველა ქვეყნის მონაცემებს, არის 0.3-3.4% (ესეც კი გრიპის ვირუსის მონაცემებს აჭარბებს), თუმცა თუ ასაკობრივ ჯგუფებს შევხედავთ 65 წელს ზემოთ, დაავადების სიმძიმეც და სიკვდილიანობაც 10-14%-მდე აღწევს; ამიტომაც ჩვენ ასაკოვან ბებიაბაბუებზე და მშობლებზე უნდა ვიფიქროთ როდესაც თვითიზოლაციაზე ვსაუბრობთ.

    – ჰოპკინსის უნივესიტეტში, რომელიც ერთერთ წამყვან ინფექციურ პროგრამად ითვლება ქვეყანაში, მხოლოდ ახლა ვიღებთ სატესტო მასალას (პრობებს), ყველა ანალიზს ატლანტაში, CDC-ში ვაგზავნით და 7 დღემდე ველოდებით პასუხს, როდესაც თბილისში რამდენიმე საათშია შესაძლებელი დაავადების დადგენა ან გამორიცხვა, ამიტომ ყველა მოქალაქე ლუგარის ლაბორატორიას და შეერთებულ შტატებს მადლობას უნდა ვუხდიდეთ

    – ამჟამინდელი რეკომენდაცია (CDC) ჯერ კიდევ N95 ნიღაბია, თუმცა დიდი ალბათობით ეს რეკომენდაციაც შეიცვლება, რადგან არავის დაუმტკიცებია რომ ჩვეულებრივ (ქირურგიულ) ნიღაბზე უფრო მეტად იცავს გადაცემისგან. რაც შეეხება ჰოსპიტლის პერსონალს, ნიღაბი, თვალების საფარი, ორმაგი ხელთათმანი და მანტიაა რეკომენდებული

    – ახალი პრეპარატი, რემდესივირი, გამოიგონეს ებოლასთვის, კალიტრა (Lopinavi/Ritonavir) კი აივ ინფექციისთვის. რემდესივირის მესამე ფაზის კვლევა დაიწყო ნებრასკაში და ჩინეთში, თუმცა ჯერ არ ვიცით რამდენად იმუშავებს და, თუ იმუშავებს, ფართო მასებამდე როდის მიაღწევს.

    – ვაქცინა ჯერ არ გვაქვს! პირველი კანდიდატი ვაქცინის ცდა (პირველი ფაზა) მხოლოდ მარტში დაიწყო და ასევე დიდი ხანი დაჭირდება სანამ ფართოდ გავრცელდება. (ყველაზე ცოტა 1 წლიდან 18 თვემდე დაჭირდება)

    ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება პანდემიის პირობებში.

    მოდელირებულ კვლევებში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, სასწავლებლების და იმ სამუშაო ადგილების დახურვა სადაც ვირუსი დაფიქსირდება, გადაცემის რისკს 60%-ით შეამცირებს

    მოკლედ, ეკონომიკას და პანდემიას ერთად ვერ გააკონტროლებს ვერცერთი სახელმწიფო; ეს ინფექციის ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი, პერსონალური გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზომაზე უფრო მეტად მოახდენს ეპიდემიაზე გავლენას

    ბოლოს, მადლობა ყველას, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. გუშინ პირველად დამიძახეს შესაძლო შემთხვევის სანახავად და ვიცი, რა შეგრძნება აქვს ექიმს, რომელიც საიზოლაციო ოთახში შედის”, – დაწერა მამუკა მაჩაიძემ.

  • “ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორონა ვირუსი… ეს მე არ დამემართება გამორიცხეთ” – კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 ადამიანის მეუღლის მიმართვა

    კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 ადამიანის მეუღლე მიკა ძიძიგური საზოგადოებას სოციალურ ქსელში  მიმართავს.

    მიკა ძიძიგური აცხადებს, რომ მის მეუღლეს ვირუსი იტალიიდან ჩამოსულისგან გადაედო.

    „მეგობრებო! ჩემ მეუღლეს დაუდასტურდა კორონავირუსი. დაინფიცირების წყარო იგივეა (იტალიიდან ჩამოსული ადამიანებისგან) ანუ სხვა ახალი წყაროდან არა. რაც ძალიან კარგია. ანუ არის 14-ე დაინფიცირებული. კარგად არის აქვს მხოლოდ დაბალი სიცხე. მე და ჩემი შვილები ვართ თვითიზოლაციაში გაგების დღიდან და არ წარმოვადგენ ინფიცირების წყაროს, იმ შემთხვევაშიც თუ მეც აღმომაჩნდება ვირუსი. ამ სტატუსის დაწერის მიზეზი არის ის, რომ მინდა პასუხისმგებლობით მოვექცეთ ამ ვითარებას. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი საზოგადოებრივი თავშეყრისგან. დავიცვათ ყველა წესი რასაც გვთავაზობენ ექიმები. „ეს მე არ დამემართება გამორიცხეთ“. დათო კარგადაა არ იდარდოთ. ბოდიშით თუ ზარს ვერ ვპასუხობ, გაუჩერებლად ვლაპარაკობ ტელეფონზე. მადლობა“,- წერს მიკა ძიძიგური.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

    “არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.

    სიყვარული გვაერთიანებს. “– წერს გვარამია.

    შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს მკვეთრად აკრიტიკებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მის შვილს, ნიკა გამყრელიძეს  კორონავირუსი აღმოაჩნდა. გვარამია ამირან გამყრელიძის და მისი შვილის დაუდევრობაზე  პასუხისმგებლობაზე საუბრობდა, რომელიც სამედიცინო კორპორაცია ევექსის ხელმძღვანელია. 

    შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის ერთი შვილი, გიგი გამყრელიძე 1995 წელს, 20 წლის ასაკში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

  • პატრულ-ინსპექტორებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი ყვავილებით მიულოცეს(ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

    პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალი მძღოლები ტრადიციულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეაჩერეს, თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.

  • ანჯელინა ჯოლის თეთრი კაბა ოსკარის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს

    ანჯელინა ჯოლის თეთრი კაბა ოსკარის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს

    ოსკარის პრემიით დაჯილდოების 92–ე ცერემონიამდე სამი დღე დარჩა. ამ ღირშესანიშნავ მოვლენამდე ბრიტანულმა ონლაინ გამოცემამ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ხუთიათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ასი შეთავაზებული კაბიდან საუკეთესო კაბების ათეული აარჩიეს, რომლებიც ოსკარის ცერემონიალის წითელ ხალიჩაზე სცმიათ ვარსკვლავებს.

    გამოკითხვის გამარჯვებული ანჯელინა ჯოლი გახდა. Marc Bouwer–ის თეთრი კაბა, რომელიც მას 2004 წელს ეცვა ინტერნეტ მომხმარებლებმა ოსკარის ისტორიაში საუკეთესო კაბად აღიარეს. ბევრს დღემდე ახსოვს, რომ იმ საღამოს ანჯელინა ჯოლი ბერძნული ქალღმერთივით გამოიყურებოდა. კაბა მის დახვეწილ ფიგურას უსვამდა ხაზს, ღრმა დეკოლტეს კი ძვირფასი სამკაულები ავსებდა.

    რეიტინგში მოხვდა შარლიზ ტერონიც. Gucc–ს ბრჭყვიალა კაბა, რომელიც მსახიობს 2004 წლის ოსკარზე ეცვა, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

    ნიკოლ ქიდმანის Balenciaga –ს ხასხასა წითელმა კაბამ კი მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. მართალია მსახიობი ამ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ გამოკითხვის მონაწილეებმა ნაკლებად მკვეთრ სამოსს მიანიჭეს უპირატესობა.

  • “ლამაზი საღამო გამოგვივიდა“–სუხიშვილები კიევში სააკაშვილის ესტუმრნენ

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე კიევში, მისი სახლის ეზოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ტექსტში კი წერს, რომ მას სუხიშვილები ესტუმრნენ:

    “ანტვერპენში მოღვაწე ქართველმა მოქანდაკემ დავით ნათიძემ დიდი საჩუქარი გამიკეთა,
    ჩამომიტანა და ჩემი სახლის ეზოში, კიევში დადგა თავისი თანამედროვე ქანდაკება “ქალის ტორსო”.
    ეს მოვლენა განსაკუთრებული იყო თუნდაც იმიტომ რომ, ამ ქანდაკების გახსნას დაესწრნენ, გენიალური ქართველები ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი და ასევე სუხიშვილების ანსამბლის აღმასრულებელი მენეჯერი ხატია ეკიზაშვილი და Reuters-ის ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოში მაკა ანთიძე.

    ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო გამოგვივიდა ჩემს იაპონურ ბაღში.

    P.s
    სუხიშვილების ანსამბლმა უკრაინის კულტურის სასახლე, სადაც 4000 ადამიანი ეტევა, ხუთი დღის განმავლობაში გაავსო ისე რომ არცერთი ბილეთი არ იშოვებოდა. გარეთ უამრავი მთხოვნელი დგას ზედმეტი ბილეთის…როგორ შეიძლება არ იამაყო!“– წერს სააკაშვილი.

  • ლონდონის მეტროში თაგვების ჩხუბი გადაიღეს

    ლონდონის მეტროში თაგვების ჩხუბი გადაიღეს

  • ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალი “მეგობრები” ეკრანებზე ბრუნდება

    ოფიციალურად დადასტურდა, რომ სერიალი “მეგობრები” ეკრანებზე ბრუნდება

    პოპულარული სერიალი „მეგობრები“ სატელევიზიო ეკრანს დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

    დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სერიალის გმირები სპეციალური სატელევიზიო პროექტის სახით HBO Max – ის  ეთერში გამოჩნდებიან. გასულ წელს ნეტფლიქსის შემდეგ სწორედ ამ სტრიმინგ სერვისმა იყიდა ამერიკაში სერიალის უფლებები $425 მილიონად. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, პროექტს სერიალის ფორმატის ექნება, თუ ფილმის. უცნობია მისი გამოსვლის ზუსტი თარიღიც.

    სპეციალურ სატელევიზიო პროექტში მონაწილეობას სერიალის ექვსივე მთავარი გმირი მიიღებს. ჯენიფერ ენისტონმა, კორტნი კოქსმა, ლიკა კუდროუმ, მეთიუ პერიმ, დევიდ შვიმერმა და მეთ ლიბლანკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელებში უკვე განაცხადეს.

    სერიალ „მეგობრების“ პირველი სეზონი ეთერში 1994 წელს გავიდა და 2004 წლამდე იღებდნენ. ის მალევე გახდა საკულტო შოუ. ფინალურ ეპიზოდს ამერიკის შეერთებულ შტატებში 52 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა. „მეგობრები“ პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

    2018 წელს სერიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე საყვარელ შოუებს შორის მეორე ადგილზე გავიდა.