Category: სხვადასხვა

  • რომის სამრევლოს წინამძღვარი, მამა იოანე ხელაია იტალიაში მცხოვრებ ქართველებს დახმარებას სთავაზობს

    ქართველი სასულიერო პირი, რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა იოანე ხელაია ფეისბუქზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს. ის იტალიაში მცხოვრებ ყველა ქართველს მოუწოებს დარჩენ სახლში, რათა თავი დაიცვან კორონა ვირუსისაგან, ხოლო თუ ვინმეს წამლები ან საკვები დაჭირდება მამა იოანე მზადაა, თავად მოემსახუროს თითოეულ მათგანს.

    {{VIDEO}}

  • მივიღე გამოწვევა, ეს ვიდეოები ახალ კორონავირუსზე ათიათასჯერ სწრაფად უნდა გავრცელდეს! – მდინარაძე

    უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ახალ გამოწვევაში ერთვება, რომელიც კორონავირუსის დამარცხებამდე გულზე ხელის დადებით მისალმებას გულისხმობს.  მას გამოწვევა მეგობრებმა გაუგზავნეს, მან კი თავის მხრივ საკუთარი თანაგუნდელები, ჟურნალისტები და ოპერატორები გამოიწვია.

  • რაგბში საქართველო – რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

    რაგბში საქართველო – რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

    რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება.

    „ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

    არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

    კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული.

    11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.

  • “გამოდით კომფორტის ზონიდან“– დაპირისპირება ნანუკა ჟორჟოლიანსა და ფემინისტებს შორის

    ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ფემინისტები უპირისპირდებიან. მიზეზი მის გადაცემაში ფემიციდის მსხვერპლი ქალის დედამთილის სტუმრობა გახდა, რომელმაც მისი პირადი ცხოვრების დეტალებზე ისაუბრა. ქალი, რომელმაც ქმარმა დაჭრა ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მისი დედამთილი კი საუბრობდა რძლის საქციელზე და იმაზე, რომ დანაშაული სწორედ ამ საქციელმა გამოიწვია. გადაცემის მსვლელობისას ბაია პატარაიამ ფეისბუქზე დაწერა სტატუსი:

    “ის რაც ნანუაკს შოუში ხდება, არის ჩვეულებრივი გაპრავება ფემიციდისა და არღვევს ფემიციდის გაშუქების სტანდარტებს. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ზომებს.

    სამწუხაროა, რომ წიხლით სატენია ელემენტარული ეთიკის სტანდარტი, მაგრამ როგორც ჩანს, მედიასაც უნდა ვებრძოლოთ როდემდე????? რატომ????“.

    ბაია პატარაიამ გადაცემაშიც დარეკა და მასსა და წამყვანს შორის დებატები გაიმართა იმის შესახებ, უნდა მონაწილეობდეს თუ არა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დედა გადაცემაში და უნდა არჩევდეს თუ არა მსხვერპლის პირად ცხოვრებას მაშინ, როცა მას პასუხის გაცემა და თავის დაცვა არ შეუძლია.

    გადაცემას ქალთა უფლებების დამცველების მწვავე რეაქცია მოჰყვა, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქ სტატუსით უპასუხა:

    “ყველამ იცით რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ…

    ჩემი აზრით უფლებების დამცველებმა, არ ააქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

    იმიტომ რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს რომ ქალი “ბოზია” თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა სადისტ ქმარს დაბრუნებოდა.

    აი ასეთ ხალხს რომ ეტყვი “ჩემი ფუჩუ ჩემია” ან, უცეკვებ, პრობლემა მოგვარდება თურმე.

    ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის.

    ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენ, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო.

    გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით.

    ნუ, სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის სმხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია.

    #საქმელაპარაკისნაცვლად“– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • როცა ვერცერთი კითხვა ვერ გაიგე – ამირან გამყრელიძე და ჟურნალისტები (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელზეც ჟურნალისტები დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით კითხვის დასმას ცდილობენ. ჟურნალისტები ერთდროულად საუბრობენ და ამირან გამყრელიძე კარგახნის მანძილზე უშედეგოდ ცდილობს ერთ რომელიმე შეკითხვაზე კონცენტრირდეს.

  • კორონავირუსი: გამორჩეული ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან

    ნიღბიანი ადამიანები, სპეციალურ სამოსში გამოწყობილი დეზინფექტორები ქუჩებში, დაცარიელებული ქუჩები – ეს ყველაფერი ძალიან გავს აპოკალიფსის თემაზე გადაღებულ ფილმებს. საშიში კორონავირუსის ეპიდემია მთელ მსოფლიოს მოედო. გთავაზობთ რჩეულ ფოტოებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლას ასახავს:

    {{ARTICLEIMAGE}}

    მამაკაცი პლასტმასის ბოთლით თავზე ცდილობს კორონავირუსისგან თავის დაცვას. ჰონკონგი



    სამხრეთ კორეელი ჯარისკაცები დამცავ ფორმებში სადეზინფექციო ხსნარს ასხამენ ტეგუს რკინიგზის სადგურზე.

    ტაილანდი, ბანკოკი. ავტობუსის მგზავრები.

    სხეულის ტემპერატურის გაზომვა ინფრაწითელი თერმომეტრით ინდოეთში, ნიუ დელიში.

    მეხანძრეები დეზინფექციას ატარებენ ირანში, თეირანში.


    ქალები ნიღბებში. ინდონეზია, ბანდა–აჩეხი.

    სამხრეთ კორეელი ჯარისკაცები ქალაქ სეულის ღარიბ რაიონში სახლების დეზინფექციას აკეთებენ.

    სამედიცინო პერსონალი ჩინეთში, უხანის საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების გამოჯანმრთელებას და საავადმყოფოდან გაწერას ზეიმობს.

    ცარიელი მოედანი მექაში.

    სამხრეთ კორეელი ჯარისკაცები დამცავ კოსტუმებში ქუჩების დეზინფექციისას.

    სინაგავას რკინიგზის სადგურის მგზავრები. იაპონია, ტოკიო.

    მასუმეს ტაძრის დეზინფექცია ირანში.

    სპორტული ცენტრი უხანში, რომელიც დროებით საავადმყოფოდ გადააკეთეს.

    ძაღლი დამცავი ნიღბით ჩინეთში, ქალაქ პეკინში.


    საველე ჰოსპიტალი ჩინეთში, ქალაქ უხანში.

  • ისრაელმა კორონავირუსის გამო შესაძლოა წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალი გააუქმოს

    ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალის გაუქმებას განიხილავს. 10 მარტს ისრაელის სამართალდამცავ სტრუქტურებში სპეციალური თათბირი უნდა ჩატარებულიყო წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალის ორგანიზებასთან დაკავშირებით, თუმცა კარანტინის გამო თათბირი ვერ შედგა.

    თუ ხელისუფლება ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ის ავტომატურად მოხვდება აკრძალული ღონისძიების სიაში იმ ზომების გამო, რაც ხელისუფლებამ უკვე მიიღო კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად.

    ეს ზომები კრძალავს ღონისძიებებს 5 000–ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით. შეზღუდვები ჯერჯერობით 23 მარტამდეა დადგენილი, თუმცა შესაძლოა გახანრძლივდეს.

    ისრაელის ხელისუფლებამ კორონავირუსის შესაჩერებლად ორი კვირით დაკეტა ქრისტეს შობის ტაძარი და ქვეყანაში საზღვარგეთიდან ყველა ჩასულისთვის სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი დააწესა.

    წელს წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია 18 აპრილს უნდა გაიმართოს. ის ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით არ არის გამორიცხული რიტუალი არ შედგეს, ან ხალხის დასწრების გარეშე ჩატარდეს.

  • ნახეთ როგორ გამოიყურება იტალიის დაცარიელებული ქალაქები(ფოტორეპორტაჟი)

    ორშაბათს იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები შემოიღო, რათა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება შეაჩეროს. მილიონობით ადამიანი იზოლაციაში აღმოჩნდა, სიცოცხლით სავსე და ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქების ქუჩები კი დაცარიელდა.გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც იტალიის მშვენიერ ქალაქებშია გადაღებული და კორონავირუსით გამოწვეულ ვითარებას ასახავს:

    {{ARTICLEIMAGE}}
    ასე გამოიყურება ვენეციაში სან მარკოს მოედანი, რომელიც ყოველთვის ტურისტებით არის სავსე. დღეს იქ მხოლოდ ერთი–ორ გამვლელს თუ მოკრავთ თვალს.

    დაცარიელდა გრანდ კანალი. გონდოლების უმეტესობა ნავმისადგომთან არის გაჩერებული.

    ამ ისტორიულმა ვენეციურმა კაფემ, სახელწოდებით “დაკარგული სამოთხე“ კლიენტები მთლიანად დაკარგა.

    რომის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა – კოლიზეუმი დაკეტილია. მის სიახლოვეს იშვიათად გამოჩენილი ტურისტები ნიღბებს ატარებენ.


    ტურისტებისთვის დაკეტილია მისასვლელი ვულკან ვეზუვთან, იტალიის სამხრეთით.

    კორონავირუსის აფეთქება იტალიის ჩრდილოეთით დაიწყო, სადაც ადგილობრივი სათხილამურო კურორტები დაკეტილია. ეს არის სათხილამურო ტრასა პონტე დე ლენიოს კომუნაში, რომელიც უკაცრიელი გახდა.



    ასე გამოიყურება ქალაქი ბერგამო იტალიის ჩრდილოეთით. ის ლომბარდიაში, მილანიდან 40 კილომეტრში მდებარეობს.

    ეს კი იტალიის ჩრდილოეთით მდებარე კიდევ ერთი ქალაქის – ტურინის ერთ–ერთი ცენტრალური მოედანია. ეს ქალაქი პიემონტის პროვინციის ცენტრი და იტალიაში სიდიდით მეოთხე ქალაქია.


    ტურინის ქუჩებში გამვლელები პრაქტიკულად არ არიან. იშვიათად გამოჩენილ გამვლელებს კი ძირითადად ნიღბები უკეთიათ.



    ეს არის მილანში ვიქტორ ემანუელ მეორეს გალერეა – იტალიაში უძველესი მოქმედი სავაჭრო ცენტრი, რომელიც 19–ე საუკუნის ბოლოს აშენდა. აქ მდებარეობს ძვირადღირებული მაღაზიები, რომლებიც როგორც წესი ხალხით არის სავსე. მილანი იტალიის კომერციულ დედაქალაქად ითვლება.



    ეს კი მილანის ტაძრის წინა მოედანია. ტურისტებისთვის ტაძარი დაკეტილია. მის ერთ ნაწილში მხოლოდ მლოცველებს შეუძლიათ შესვლა.

    კვირას ტურინის ამ სტადიონზე სერია ა–ს მატჩი ადგილობრივ გუნდ იუვენტუსსა და მილანის ინტერს შორის ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდა. ამჟამად კი იტალიაში ყველა თამაში მინიმუმ აპრილის დასაწყისამდეა გადადებული.

  • “სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია” – მანანა მანჯგალაძე პაატა იმნაძეზე

    ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის ფოტოს აქვეყნებს.

    “100 მეილი, 200 ზარი, 50 ჩართვა. ლუგარი, ცენტრი, ბრიფინგი და 4-5 საათი ძილი და 4 ფინიკი საჭმელად. და სულ სანდო, საოცარ გუნდთან ერთად. სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია”, – წერს მანჯგალაძე.

  • პანიკის გარეშე:რა უნდა ვიცოდეთ, რომ კორონავიურსის ზომაზე მეტად არ გვეშინოდეს

    მთელ პლანეტაზე კორონავირუსის გავრცელების შესახებ ახალი ამბები წამყვან ადგილს იკავებს საინფორმაციო საშუალებებში. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები კარანტინს აწესებენ და საგანგებო ზომებს იღებენ. მოსახლეობა სხვადასხვა პროდუქტებს იმარაგებს–ზოგჯერ რაციონალური გათვლით, ზოგჯერ კი პანიკის საფუძველზე.

    რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ, რომ მისი იმაზე მეტად არ გვეშინოდეს, ვიდრე საჭიროა და პანიკაში არ ჩავვარდეთ:

    რა თქმა უნდა, ახალი ინფექციის შესახებ ინფორმაცია გულგრილს ვერავის ტოვებს, რადგან ის ყველა ჩვენგანის ცხოვრების წესზე ახდენს გავლენას. ქვეყნების ხელისუფლებები სრულიად მართებულად იღებენ პრევენციულ, ზოგჯერ უმკაცრეს ზომებს.

    თუმცა პანიკის საფუძველი ნაკლებად არსებობს. ჯობს ამ გამოწვევას პირადი ჰიგიენის დაცვით უპასუხოთ.

    ღირს თუ არა აპოკალიპტურ ფიქრებს მიეცეთ და წარმოიდგინოთ, რომ ყველა დავიხოცებით? რა თქმა უნდა, არა.

    მედიკოსები ამბობენ, რომ Covid-19–ის შემთხვევაში სიკვდილიანობა უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ვირუსული გრიპის შემთხვევაში, თუმცა ყურადღება მიაქციეთ აბსოლუტურ ციფრებს და სხვა დეტალებს.

    ამ დროისთვის არსებული მონაცემები (ამ დროისთვის დაახლოებით 114 000 მსოფლიოს მაშტაბით ) გვიჩვენებს იმას, რაზეც ახალ ამბებში ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას – დაავადებულთა ნახევარზე მეტი, ანუ 64 000 ადამიანზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა 80%–ში კი ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

    დღეის მდგომარეობით 114 000 დაინფიცირებულიდან გარდაცვლილია 4000–ზე ოდნავ მეტი. აქედან 3000 –ზე მეტი ჩინეთში. ამგვარად, სიკვდილიანობა დაახლოებით 3.5 პროცენტს შეადგენს.
    იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები არიან სხვა თანმდევი დაავადებებით, ახალგაზრდებში კი კორონავირუსით სიკვდილის შანსი ნულს უტიოლდება, უკვე ბევრჯერ დაიწერა.


    გარდა ამისა, სიკვდილიანობის მაჩვენებლის შეფასებისას კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. მედიკოსები ამბობენ, რომ ზოგიერთ ინფიცირებულს დაავადება იმდენად მსუბუქი ფორმით აქვს, რომ ვერც კი ამჩნევს და მას მსუბუქ გაციებად თვლის. როდის იქნება შესაძლებელი უცნობია, მაგრამ თუ მოხერხდა დაავადების ყველა შემთხვევის გამოვლენა და მათი სტატისტიკაში შეყვანა, სიკვდილიანობის პროცენტულმა მაჩვენებელმა შესაძლოა მკვეთრად იკლოს.

    ინგლისის მთავარი სანიტარული ექიმი, პროფესორი კრის უიტი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობა რეალურად 1%–ს არ აღემატება.

    როგორ მოვიქცეთ?

    მედიკოსების მიერ ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით ახალი ვირუსი შეიძლება ჰაერ წვეთოვანი გზით, ახლო კონტაქტისას გადაგედოთ – თუ ადამიანი თქვენგან ორი მეტრზე ახლო დისტანციაზე დგას და თქვენი მიმართულებით აცემინებს. გარდა ამისა, კორონავირუსი შეიძლება გადაგედოთ მყარი ზედაპირიდან – კარის, ესკალატორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახელურები. ასეთ ზედაპირზე ის ორ დღეს, ან ცოტა მეტს ცოცხლობს.

    ამიტომაც მედიკოსები გვირჩევენ ხელის მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხშირად ვიბანოთ, გამოვიყენოთ ანტისეპტიკური საშუალებები და სახეზე ხელი არ მოვიკიდოთ. ეს უკანასკნელი თითქმის შეუძლებელია: ადამიანთა უმრავლესობა სახეს უნებურად, გაუცნობიერებლად ეხება, ამიტომაც ჯობს ისევ ხელის დაბანაზე გააკეთოთ მთელი აქცენტი.

    ჩინეთში და აღმოსავლეთ ევროპაში ჯერ კიდევ იანვარში გახდა ძალიან პოპულარული მითი იმის შესახებ, რომ ახალ ვირუსს ალკოჰოლი შველის. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ალკოჰოლი მხოლოდ იმუნურ სისტემას თრგუნავს.

    როგორ მივხვდეთ რომ დავავადდით?

    მოკლედ რომ გითხრათ, ამის გაგების ერთადერთი რეალური გზა ლაბორატორიული ტესტია.

    უმეტესობას დაავადება მშრალი ხველით და ტემპერატურით ეწყება. სურდოს ნიშნები მხოლოდ 5 პროცენტს აღენიშნება.
    ასეა თუ ისე, ექიმები და სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები ყველას ურჩევენ, ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ექიმთან კი არ წავიდნენ, არამედ პირველ რიგში დაურეკონ, რათა დაავადება სხვასაც არ გადასდონ.

    როდის შექმნიან ვაქცინას?



    მეცნიერები ყველაფერს აკეთებენ ამისათვის, თუმცა ახალი მედიკამენტების შექმნის და ტესტირების პროცედურა ისეთია, რომ უკეთეს შემთხვევაში ვაქცინას ერთი წლის შემდეგ უნდა ველოდეთ. იმ დროისთვის ვირუსის აფეთქება ექსპერტების აზრით უკვე ჩამცხრალიც იქნება.

    თუმცა ვაქცინა პროფილაქტიკის საშუალებაა. და სანამ ის არ გვაქვს, ექიმები პრაქტიკაზე დაყრდნობით არკვევენ, როგორ მოქმედებს დაავადებულებზე უკვე არსებული ანტივირუსული პრეპარატები. უახლოესი კვირების განმავლობაში, როცა მონაცემთა საკმაო რაოდენობა დაგროვდება, მედიკოსებს იმედი აქვთ რომ მიხვდებიან, როგორ ჯობს მათი მკურნალობა, ვისაც Covid-19–ის ვირუსი შედარებით მძიმე ფორმებში გამოუვლინდა.