Category: სხვადასხვა

  • “არ გააღო ჯერ!” – გოგი გვახარია თვითიზოლაციაშია (ვიდეო)

    კინომცოდნე გოგი გვახარია ორკვირიან თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე გუშინ დაწერა. გვახარია ამერიკიდან დაბრუნდა. მისმა მეგობარმა,  ნინია კაკაბაძემ კი სოციალურ ქსელში  ვიდეო გამოაქვეყნა  სადაც ჩანს რომ მან მეგობარს სახლში პროდუქტები მიუტანა და კართან დაუტოვა იზოლაციის წესების დაცვით.  

  • „მადლობა კორონავირუსს, მე და ჩემს მეუღლეს განმარტოება გვეღირსა” – ტომ ჰენკსი კარანტინიდან

    როგორც იცით, ტომ ჰენკსსა და მის მეუღლე, რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდასტურდათ. წყვილი ავტსრალიაში კარანტინში იმყოფება, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, „ოსკარის“ 2-გზის მფლობელი, 63 წლის მსახიობი ოპტიმისტურად არის განწყობილი.მსახიობმა „ინსტაგრამზე“ მეუღლესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

    „გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ კორონავირუსი გვაქვს და ავსტრალიაში კარანტინში ვიმყოფებით, სადაც შესანიშნავად გვივლიან. მადლობა კორონავირუსს, მე და ჩემმა მეუღლემ განმარტოვება ძლივს მოვახერხეთ “- წერს მსახიობი.

    ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

  • მეცნიერებმა კორონავირუსის გავრცელებისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა დაადგინეს

    ახალი კორონავირუსის გამოჩენის დღიდან არაერთხელ გამოითქვა ვარაუდი, რომ ის მაღალ ტემპერატურაზე ის გავრცელების უნარს კარგავს. ამ თეორიას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, თუმცა კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება. ჩინელმა მეცნიერებმა სუნ იატსენის უნივერსიტეტიდან კორონავირუსის პიკური გავრცელების კვლევები სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატარეს და დაამტკიცეს, რომ პათოგენის გადაცემისთვის ოპტიმალური პირობები დაბალ – 5–დან 8.72 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაზეა, როცა ჰაერის ტენიანობა 35–დან 50%–მდეა. სანამ ასეთ დასკვნამდე მივიდოდნენ, მეცნიერებმა 20 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში დაავადების პიკები გააანალიზეს. ამ დროს ჩინეთში და კიდევ 26 ქვეყანაში ჯამში 24139 დადასტურებული შემთხვევა იყო რეგისტრირებული. პაციენტების 68 % ჰუბეის პროვინციიდან იყო. მეცნიერებმა გაითვალისწინეს საინკუბაციო პერიოდი, ასევე საკარანტინო ზომები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში თანდათანობით შემოიღეს.

    მეცნიერების ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობდა, რომ განსხვავებულ ტემპერატურას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა კონდენსატის გადაცემაზე, რომელიც კორონავირუსს შეიცავს. ასევე მკვლევარებმა გაითვალისწინეს, რომ მსგავსი კორელაციები აღმოჩენილ იქნა წინა კორონავირუსების – MERS –ის და SARS–ის გავრცელებისას.

    კერძოდ, 2011 წელს SARS–თან დაკავშირებულმა ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ ეს პათოგენი შესაძლოა გლუვ ზედაპირზე ხუთი დღის მანძილზე შენარჩუნდეს გარემოში , თუ ტემპერატურა 22 გრადუსი იქნება, ტენიანობა კი 40–50%. როგორც კი ტემპერატურა 38 გრადუსამდე იმატებდა, ტენიანობა კი 95 %–მდე იზრდებოდა, შტამი აქტივობას კარგავდა.

    ამ შემთხვევაში ჩატარდა სტატისტიკური კვლევები, რომლებმაც ასევე აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსიც გარემოს მიმართ მგრძნობიარეა და შერჩევითი. როგორც კი ტემპერატურა 8.72 გრადუსს აღწევდა, მისი აქტივობა მაშინვე იკლებდა. 30 გრადუსზე კი ინფექციური სიჩქარე ნულს უტოლდებოდა.

    გენომური კვლევის სპეციალისტები ამბობენ, რომ მართლაც, ასეთი განსხვავებები სხვადასხვა ვირუსებს შორის არსებობს, და ეს გარსის მდგრადობასთან არის დაკავშირებული, რომელიც მათი გენებით არის განსაზღვრული. ზოგიერთი ვირუსი ძალიან მდგრადია სიმშრალის მიმართ და შეიძლება მრავალი თვის მანძილზე გადარჩეს, ბე ჰეპატიტი კი მაგალითად ხანმოკლე დუღილსაც კი უძლებს, რადგან ძალიან მყარი გარსი აქვს. ნაკლებად მდგრადი პათოგენებს ლიპოპროტეიდული გარსით მიეკუთვნებიან SARS-CoV-2 და ყველა სხვა აქამდე ცნობილი კორონავირუსები. მათ შორის ბევრი საერთოა და შედარებითმა გენეტიკურმა ანალიზმა მათ შესწავლაში და მათთან ბრძოლაში დიდი როლი უნდა ითამაშოს.

    თანდათანობითი დათბობის პირობებში ჩინელი მეცნიერების კვლევის თანახმად შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ “ჩინური პათოგენის“ გავრცელების აქტივობა დაეცემა, რაც უკვე შეიმჩნევა ჩინეთში. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ეპიდემიის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
    ეს დასტურდება სხვა კორორნავირუსების შესახებ მონაცემებით, რადგან კარგად არის ცნობილი, რომ ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში ისინი მხოლოდ დეკემბრიდან აპრილამდე პერიოდში ვრცელდებიან. ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ასეთი კანონზომიერება ახალი შტამის შემთხვევაშიც იმოქმედებს, თუმცა გარანტია რა თქმა უნდა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 8 გრადუსს გადაცდება, ეს რა თქმა უნდა აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ვირუსი ნაკლებად ინტენსიურად გავრცელდება. პათოგენის ქცევაში მკვეთრი ცვლილებები მხოლოდ 20 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის შემთხვევაშია მოსალოდნელი.

    სპეციალისტების თქმით, უფრო ზუსტი ციფრების მოყვანა ჯერჯერობით რთულია, რადგან ეს არის რთული მაჩვენებელი და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

    ექსპერტთა ნაწილი კვლავ არ ემხრობა თეორიას, რომ ატმოსფერული ტემპერატურა კორელაციაშია პათოგენის გამრავლების უნართან. ისინი თვლიან, რომ დაინფიცირება შემთხვევების 99%–ში შენობებში, ადამიანების დიდი თავშეყრის დროს ხდება და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რა ტემპერატურაა ამ დროს გარეთ.

    ვირუსი მშვიდად ცოცხლობს ჩვენს ორგანიზმში 36.6 გრადუსისა და დიდი ტენიანობის პირობებში. როგორც წესი, რაც უფრო მაღალია ტენიანობა, მით მაღალია ინფექციების დონე. კარგად ვენტილირებულ შენობებში, როგორც ცნობილია ნაკლებია შესაძლო ინფექციის დონე. ქუჩაში კი ჰაერის უზარმაზარი მასაა და იქ დასნებოვნება უფრო რთულია.

  • უმძიმესი არჩევანი: იტალიელ ექიმებს რეკომენდაცია მისცეს ხანდაზმული პაციენტების გადარჩენაზე დეფიციტური რესურსები არ დახარჯონ

    იტალიაში არსებული ვითარების შესახებ ბიბისი მძიმე სტატიას აქვეყნებს, რომელიც იტალიელი ექსპერტების რეკომენდაციებს ეხება. ისინი იტალიელ ექიმებს ურჩევენ აუცილებლობის შემთხვევაში ხანდაზმულ ადამიანებზე ნაკლები რესურსი დახარჯონ და მათ გარდაცვალების საშუალება მისცენ. ეს არის მძიმე არჩევანი, რომლის გაკეთება ექიმებს მოუწევთ. ორი კვირის წინ იტალიაში კორონავირუსის 322 დადასტურებული შემთხვევა იყო. ექიმებს ყოველ პაციენტზე ზრუნვის საშუალება ქონდათ. ერთი კვირის წინ იტალიაში Covid 19-ის 2502 შემთხვევა იყო. ექიმები ჯერ კიდევ ახერხებდნენ მწვავე სუნთქვითი უკმარისობის მქონე ყველა ავადმყოფისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია გაეკეთებინათ.

    11 მარტს იტალიაში დაავადებულთა რაოდენობა 10 149–მდე გაიზარდა. პარასკევს კი 17 500–ს გადააჭარბა. ახლა უბრალოდ იმდენი ავადმყოფია, რომ ყველა მათგანზე თანაბარი ზრუნვა გამორიცხულია. ექიმები და ექთნები ყველას არ ყოფნის. და რაც მთავარია, ფილტვების ვენტილაციისთვის საჭირო აპარატურა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის პაციენტები, ვისაც ეს აპარატურა გადასარჩენად ჭირდება.

    იტალიელ ექიმებს ნამდვილ კოშმარში უწევთ მუშაობა.

    იტალიის ანესთეზიის, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის ინსტიტუტმა მათთვის საგანგებო სიტუაციებში მუშაობის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

    დოკუმენტი ამჟამინდელი სიტუაციის საომარ, ან მაშტაბური ბურენებრივი კატასტროფების დროს არსებულ სიტუაციებთან შედარებით იწყება, როცა ექიმებს უწევთ აირჩიონ, რომელ დაშავებულს აღმოუჩინონ პირველ რიგში დახმარება.

    ბიბისი წერს, რომ რეკომენდაციები შეიცავს მოწოდებას დადგინდეს შერჩევის კრიტერიუმები “სამართლიანი გადანაწილების და შეზღუდული რესურსების ოპტიმალური გამოყენების“ საფუძველზე.


    ექსპერტების მიერ შეთავაზებული მთავარი იდეა მარტივია: ინტენსიურ თერაპიასთან წვდომა გადარჩენის უფრო მაღალი შანსების მქონე ავადმყოფებს უნდა მიეცეთ. მათი აზრით, ასე შეიძლება დაცულ იქნას “ადამიანების მაქსიმალური რაოდენობისთვის მაქსიმალური სიკეთის“ პრინციპი.

    აქედან გამომდინარეობს რეკომენდაცია, რომელიც ნორმალურ ვითარებაში წარმოუდგენელი და იქნებოდა, თუმცა ამ ვითარებაშიც შემზარავია: “შესაძლოა საჭირო გახდეს ზღვრული ასაკის დადგენა ინტენსიური თერაპიის ხელმისაწვდომობაზე.“

    ექსპერტები ექიმებს სთავაზობენ მათი, ვისაც სიბერის გამო გამოჯანმრთელების ნაკლები შანსი აქვს ან ვისაც დიდი ხნის სიცოცხლე ისედაც არ დარჩენია, სიკვდილის საშუალება მისცენ.

    სასტიკად ჟღერს, მაგრამ მემორანდუმის ავტორების აზრით ერთადერთი ალტერნატივაა პრინციპისა “ვინც მოასწრო, ადგილი იმან დაიკავა“.

    ასაკის გარდა ექსპერტები ექიმებს ურჩევენ პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც გაითვალისწინონ, ანუ დოკუმენტის ავტორების ნათქვამს თუ გავიმეორებთ: “ყურადღებით შეაფასონ თანმდევი პათოლოგიების არსებობა“.

    მარტივად რომ ვთქვათ, ხანდაზმული და სხვადასხვა დაავადებების მქონე პაციენტები ბევრად მეტი დეფიციტური რესურსის დახარჯვას მოითხოვენ, საბოლოო ჯამში კი მათი გადარჩენის ალბათობა დაბალია.

    რეკომენდაციების ავტორები ექიმებს სთავაზობენ ისინი იმ ავადმყოფებზეც გაავრცელონ, ვისაც ინტენსიური თერაპია არა კორონავირუსის, არამედ სხვა მიზეზით ჭირდება.

  • “ვიღაცეებმა ამით ისარგებლეს”-ლელა წურწუმია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საავადმყოფოში მოათავსეს

    მომღერალი ლელა წურწუმია, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ ის მეუღლესთან ერთად კლინიკაში კორონა ვირუსის სიმპტომებით მოათავსეს. წურწუმია აცხადებს, რომ ის კლინიკაში გეგმიური გამოკვლევებზე იმყოფებოდა.

    “გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ მე და მამულიჩა მოვხვდით კლინიკაში ეს არის ტყუილი, მე 6 თვეში ერთხელ ვიკეთებ გეგმიურ გამოკვლევას და გუშინ უბრალოდ დავდე ფეისბუქ გვერდზე ფოტო,სადაც კლინიკა ტრიმედში ვარ და გავიკეთე გამოკვლევა და ვიღაცეებმა ამით ისარგებლეს და დადგეს თითქოს კლინიკაში ვარ და ცუდად ვარ არ ვარ ცუდად”-აცხადებს ლელა წურწუმია.

  • “ივანიშვილს შუშის სასახლის ქვევით ბუნკერში უდევს 800 მილიონი“–სააკაშვილი

    ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფონდი ქართუს გადაწყვეტილებას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ის სახელმწიფო ორგანოებს შეუვსებს ფულს, თუ მათ ფული დააკლდებათ სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ივანიშვილის მთელი ფული არის “ბოლო წლებში არის მოპოვებული საქართველოს ბიუჯეტიდან ფულის მოპარვით, ქართული მიწების მოპარვით, მევახშეობით, ბიზნესის წაღებით.“

    “ ეს ყველაფერი გადაქაჩა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკუთარ ჯიბეში. და ახლა გეუბნებათ, რომ 2-3 პრცენტს ამ ფულიდან მოგიგდებთ, რომ არ მომივარდეთ ჩემს შუშის სასახლეში. მთლიანად შემოვუტრიალოთ მას მაგიდა და ვუთხრათ: დღეს რომ საქარველო ასეთი დაუცველია, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით და იმ კუთხით, რაც ეხება ფინანსებს ეს არის ივანიშვილის ბრალი. მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან ეს ფული უნდა დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას. საქართველოს ემუქრება სრული ჩამოშლა ლარის და მასობრივი შიმშილი. ამიტომ ივანიშვილს პირველ რიგრში უნდა მოვთხოვოთ რომ დააბრუნოს ის ფული. ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი.ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი თითქმის მთლიანად. ეს ფული უნდა ამოღებულ უნდა იქნას და და ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნესებისათვის დახმარებაში. ეს იქნება ნამდვილი დახმარება.“– ამბობს სააკაშვილი.

  • UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის თამაშები გადადო

    UEFA-მ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის თამაშები გადადო

    UEFA-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ყველა თამაში გადაიდო.

    კორონავირუსის გამო გადაიდო ნახევარ-ფინალური შეხვედრები, რომლებიც 20 მარტს იყო ჩანიშნული.

    ორგანიზაციის განცხადებით, უცნობია, როდის ჩატარდება აღნიშნული მატჩები.

    ,,ევროპაში COVID-19-ის გავრცელებისა და სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, UEFA-ს ყველა შეჯიბრის ფარგლებში შემდეგ კვირაში ჩასატარებელი თამაშები გადაიდო.

    გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება გადადებული თამაშები, შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ იქნება მიღებული”, – წერია უეფას განცხადებაში.

    UEFA ასოციაციის 55 წვერთან ერთად მოიწვევს შეხვედრას, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

  • მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში მყოფებისთვის YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილები დაიწყო

    მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის YouTube-ზე ცეკვის ვიდეოგაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტა. პირველი გაკვეთილი მის არხზე უკვე დაიდო. ეს არის “დუდუკის ქართული“. 

    “ყველა იმ მაღალი თვითშეგნების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანისთვის, ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება სპეციალურად თქვენთვის ჩავწერ ცეკვებს იუთუბარხზე. რომ იცეკვეთ, იბედნიერეთ, გახალისდით, და ნებისმიერ დაავადებას დავძლევთ ერთად. ცეკვით და ბედნიერებით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი“, – ამბობს თეა დარჩია.

  • კიანუ რივზის შეყვარებულმა მათი ურთიერთობების შესახებ მედიასთან პირველად ილაპარაკა

    დიდი ხნის მანძილზე ჰოლივუდის ვარსკვლავი, კიანუ რივზი კამერების წინ მარტო ჩნდებოდა და ყველა თვლიდა, რომ მან მართლაც მარტოობა აირჩია. “ნაღვლიანი კიანუ“ და “ინტერნეტის ბოიფრენდი“ – ასე უწოდებდნენ მას ხშირად, თუმცა ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. გასული წლის ნოემბერში 55 წლის მსახიობი საჯაროდ გამოჩნდა 46 წლის მხატვარ, ალექსანდრა გრანტთან ერთად და ყველამ გაიგო, რომ კიანუ რივზი სულაც არ არის მარტო. თანაც უკვე დიდი ხანია. მას შემდეგ მსახიობის თანამგზავრის მიმართ საყოველთაო ყურადღებაა მიპყრობილი, რომელსაც ქალი ღიმილით ხვდება. Vogue–სთან ინტერვიუში მან კიანუ რივზთან ურთიერთობებზე ილაპარაკა და ჟურნალისტს რომანის დასაწყისისა და სტერეოტიპების მსხვრევის შესახებ ესაუბრა.

    წყვილის ერთად გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. იყო ეიჯისტური კომენტარებიც. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა კიანუ რივზზე უმცროსია, ის ჩათვალეს ასაკით ბევრად უფროსად. გრანტი ასეთ კომენტარებს ირონიით უყურებს.

    “ჭაღარა თმა მაქვს და 1 მეტრი და 84 სანტიმეტრი სიმაღლის ვარ. ასე რომ, თუ იდეალებთან და ეტალონებთან შესაბამისობაზე ვისაუბრებთ… რომ მინდოდეს კიმ კარდაშიანს დავემსგავსო, ოპერაციების გაკეთება მომიწევდა“ – ამბობს ალექსანდრა.

    წყვილი ერთად მართავს გამომცემლობა X Artists’ Books–ს. ერთობილმა საქმემ როგოც ჩანს ისინი კიდევ უფრო დააახლოვა. 2011 წელს მათ პირველი წიგნი გამოუშვეს. “ბედნიერების ოდა“ – ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ დეპრესიიდან. კიანუ რივზის ტექსტი ალექსანდრას ილუსტრაციებით არის გაფორმებული.

    “წიგნი კიანუსთვის ჩემი საჩუქარი იყო. ჩაფიქრებული იყო, როგორც პირადი საჩუქარი. ყველა ჩემი მეგობარი, ვინც ამ მომენტს ესწრებოდა იცინოდა. ყველამ გვთხოვა გამოგვექვეყნებინა. ასე მოვხვდით საგამომცემლო ბიზნესში.“– ამბობს ალექსანდრა.

    პოლიგრაფია ქალის ერთადერთი გატაცება არ არის. გრანტი შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და გამოფენებს მართავს. ის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია, უყვარს ხალხთან ურთიერთობა და მოვლენების შუაგულში ყოფნა.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, როდის გეგმავს წყვილი ქორწილს, მითუმეტეს, რომ მათი ნიშნობის შესახებ ჭორები უკვე ვრცელდება.

    “ჭიქა ღვინით ხელში სიამოვნებით მოგიყვებოდით. სიყვარული ყველა დონეზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. არ მიჯერა, რომ იზოლაცია სწორი გზაა. არის განმარტოების პერიოდები, რომლებიც მჭირდება როგორც მხატვარს, თუმცა ამასთანავე ძალიან ვაფასებ ურთიერთობებს“ – თქვა გრანტმა და კომენტარი გააკთა მისი თმის ფერთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე. დღემდე სოციალურ ქსელებში მსჯელობენ, რატომ არ ცდილობს ის თმის შეღებვას და იმას, რომ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდეს.

    “გულწრფელად მჯერა პირადი არჩევანის: ყოველ ჩვენგან საკუთარი ხერხი აქვს, რომ თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდეს. სილამაზეზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს.“– ამბობს ის.