Category: სხვადასხვა

  • “დაავადება ისევ ჩვენთანაა… მისურვეთ რატი “ – ეკა ტოგონიძის ემოციური პოსტი ქმრის შესახებ

    ჟურნალისტი  და მწერალი ეკა ტოგონიძე სოციალურ ქსელში მეუღლის შესახებ  ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ტოგონიძე წერს, რომ საკუთარ  დაბადების დღეზე მეუღლის გამოჯანმრთელებას ისურვებდა.  მწერლის ქმარი, პოლიტიკოსი რატი სამყურაშვილი უკვე წლებია მძიმე დაავადებას ებრძვის.

    “ეკა ტოგონიძე: – ჩემი შვილი თავის სიზმარს მიყვებოდა და მერე სიტყვამ მოიტანა ფანტაზიები:
    მე: წარმოიდგინე, რომ რატის განკურნება სხვა პლანეტაზე შეიძლება, მარსზე თუ გადავსახლდებით, დაავადება გაუქმდება, გაქრება. თანახმა ხარ?
    თუთა: რამდენი ხნით?
    მე: როგორც კი დედამიწაზე დავბრუნდებით, დაავადება იმავე წერტილიდან გააგრძელებს, სადაც გაჩერდა.
    თუთა: ანუ სამუდამოდ?
    მე: ასე გამოდის.
    თუთა: მზეს ვეღარასდროს ვნახავ? გამიკვირდა, რომ უცებ მზემ აჯობა ყველაფერს, გადაფარა მეგობრებიც, ინტერნეტიც და ჩვენი ძაღლიც:)
    თუთა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მერე მარსის და მზის მიმართებაც გავარკვიეთ და მოკლედ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ:))
    რეალობაში კი მე ისევ დედამიწაზე მყოფმა დავარტყი მზეს 38-ე წრე. დაავადება ისევ ჩვენთანაა და ზოგჯერ ტკივილთან ერთად დაუჯერებლად დიდი სიხარული და სიყვარული მოაქვს – მის გარეშე, სამწუხაროდ, შეუძლებელიც კი.
    რაც უფრო მუქია ჩრდილი, მით უფრო კაშკაშაა სინათლე და ჩვენც ველოდებით დიდ გამონათებას, რომელიც კორონასთან ერთად სხვა ტკივილებსაც გაალღობს და დიდი შუქის მისაღებად უკვე დაგროვილი გამოცდილება სრულიად საკმარისი იქნება. აღარ დაგვჭირდება იმის შეხსენება, რა ძვირფასია სიცოცხლე და რა უმნიშვნელო – ყველაფერი სხვა.

    ჩემს დაბადების დღეზე ვისურვებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. იმ სიფხიზლეს თუ ძალას, რომელიც ჩვენი საოცარი ცხოვრების სასწაულებს აღგვაქმევინებს. მადლობა 38-ს ამ უზარმაზარი გამოცდილებისთვის, რომელიც თავს დამატყდა, მაგრამ არ გაგვსრისა და რაღაცა გაძლიერებული პროგრამით დაგვასწავლა მთელი ცხოვრების სამყოფი მასალა:)
    მისურვეთ რატი.
    რატი=სიცოცხლის გამარჯვებას”-წერს ტოგონიძე.

  • “შემოწმება იყო ისეთი როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა”-ანიტა რაჭველიშვილი სამშობლოში დაბრუნდა

    გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი საქართველოში დაბრუნდა. ის კორონავირუსის პანდემიის გამო, რამდენიმე დღე საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

    ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში სამადლობელი პოსტი გამოაქვეყნა:

    “უკვე სახლში ვართ და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ სამშობლოში დაბრუნება მოვახერხეთ.

    აეროპორტში შემოწმება იყო ისეთი, როგორიც არც ერთ სხვა ქვეყანაში არ ყოფილა და მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ასე სერიოზულად მოეკიდა ამ საკითხს! გულდასმით ამოწმებდნენ ყველას! ექიმები, აეროპორტის თანამშრომლები და მესაზღვრეები, ყველა ვინც იქ მუშაობდა იყო უკიდურესად გადაღლილი და მაინც არ იშურებდნენ ძალ-ღონეს, რომ მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ სიტუაცია. უზარმაზარი რიგი იყო და ამ რიგში ბევრი ადამიანი, ვინც ამ სიტუაციას არ აღიქვამდა სერიოზულად და ლანძღავდა, ამ საოცარ თავდადებულ ხალხს!

    ამ მომენტში, მეტი ადამიანობა უნდა გამოვიჩინოთ და ყველას შრომა დავაფასოთ ისე, როგორც არასდროს!

    თვითიზოლაცია, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ რეგულაციის დარღვევა, არის დაუშვებელი!

    ადამიანები, ვინც ამ სიტუაციაში ცდილობენ მაქსიმალური პროფესიონალიზმით გაუმკლავდნენ ყველაფერს, ჩემთვის არიან გმირები!

    ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში Teona Jorbenadze-ს, რომელმაც გვიპატრონა ბოლომდე და გვერდში გვედგა. Nikoloz Rachveli, რომელიც ასევე ზრუნავდა ჩვენს სახლში დაბრუნებაზე.

    უდიდესი მადლობა დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ამირან გამყრელიძეს და მის პასუხისმგებლიან თანამშრომლებს ნინო მამუკაშვილს და გვანცა გასვიანს! ძალიან დიდი მადლობა ყველას, მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობისთვის. თავს გაუფრთხილდით მეგობრებო და ჯანმრთელობას გისურვებთ! ოთო,ანიტა და ჩვენი ოჯახი!ფრენკიტოც რა თქმა უნდა“, – წერს რაჭველიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ოპერის ანიტა რაჭველიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერსდა, რომ საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.

  • “ევროპის ჩემპიონატი 2020” 2021 წელს ჩატარდება

    “ევროპის ჩემპიონატი 2020” 2021 წელს ჩატარდება

    UEFA-ს გადაწყვეტილებით, “ევროპის ჩემპიონატი 2020”, 2021 წელს გაიმართება.მიზეზი ახალი კორონა ვირუსის პანდემიაა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისსა და 11 ივლისს შორის პერიოდში გაიმართება. რიცხვის დადასტურებას უეფასგან ელოდებიან.

  • მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში ითამაშა

    მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში ითამაშა

    მერაბ ნინიძემ ნეტფლიქსის კიდევ ერთ სერიალში Freud ითამაშა. ეს არის  მრავალსერიიანი ფსიქოლოგიური დეტექტივი, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებას ეხება.

    სერიალის რეჟისორი მარვინ კარენია, მთავარ როლს კი რობერტ ფინსტერსი ასრულებს. მერაბ ნინიძე ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლში ითამაშებს. შოუს პირველის ეზონი 8 სერიისგან შედგება.

  • “აქ დავაგვიანეთ კარანტინის შემოღება და არ მინდა იგივე მოხდეს საქართველოში.თითო დღეს აქვს მნიშვნელობა“- ქართველი ექიმი იტალიაში

    კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში დღეს განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა და იტალიელი ექიმებიც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.პანდემიის სწრაფი გავრცელების შედეგად, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მქონე სახელმწიფოში, ექიმების და სამედიცინო აპარატურის დეფიციტი შეიქმნა. ჩინეთმა ახლახან იტალიელი ექიმების დასახმარებლად, რომში სამუშაო ჯგუფი გააგზავნა. პეკინი იტალიას 20 000 სკაფანდრს და 10 000 ფილტვის ვენტილატორსაც უგზავნის.

    ბუბა კალანდაძე გამოცდილი ქართველი კარდიოქირურგია, რომელიც 28 წელია იტალიაში მუშაობს. მას იტალიაში, საქართველოში და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში რამდენიმე ათასი წარმატებული ქირურგიული ოპერაცია აქვს გაკეთებული და დღეს აქტიურად არის ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლის საქმეში. ბუბა კალანდაძეს „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი მაია ქვარცხავა ვაშინგტონიდან ბერგამოში ტელეფონით დაუკავშირდა. საუბარი 14 მარტს ჩაიწერა.

    ბუბა, კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრმა ჩინეთიდან იტალიაში გადმოინაცვლა. როგორი დატვირთვით მუშაობთ ექიმები დღეს ბერგამოში?

    საგანგებო სიტუაციის შექმნისთანავე, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას დროებით თავი დავანებე და ადგილობრივ საავადმყოფოებს დახმარება შევთავაზე. დღე-ღამე, რა თქმა უნდა, ნორმირებული აღარ გვაქვს და კლინიკაში საჭიროების მიხედვით ვიმყოფებით.

    ჩვენთან საავადმყოში საკმაოდ მძიმე ვითარებაა, როგორც იტალიის ყველა სხვა კლინიკაში. კარდიოლოგების უმეტესი ნაწილი, ვინც იქ ჩემამდე მუშაობდა, დღეს კორონავირუსით არის ავად. კლინიკის სახელს, მოდი, ექიმების პირადი ინფორმაციის დაცვის ეთიკური მოსაზრებით, ნუ დავასახელებთ.

    ზოგადად ვითარებას რაც შეეხება, ახლა დროის, პრაქტიკულად დღეების მოგებას ვცდილობთ, იმიტომ რომ ინტენსიურ განყოფილებებში ადგილები თითქმის შევსებულია. ამ ვირუსს კი ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს. იმედი გვაქვს, რომ იტალიაში ერთ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა 30 000-მდე არ გაიზრდება, რადგან ამ შემთხვევაში, ინტენსიურ თერაპიას ადგილები არ ეყოფა და სერიოზულ კრიზისთან გვექნება საქმე.

    ამასობაში ლომბარდიაში 150 ახალი ინტენსიური თერაპიის ადგილს დაამატებენ, ახალი რეანიმაციები იხსნება, ახალ სუნთქვის აპარატებს ველოდებით. ამას კი დრო სჭირდება. დიდი დეფიციტია ნიღბების, ვგულისხმობ სამედიცინო ნიღბებს. წარმოიდგინეთ რამდენი ექიმი, ექთანი და სხვა სამედიცინო პერსონალია კლინიკაში. ნიღაბი კი ყოველდღიურად უნდა გამოიცვალო.

    ვირუსით დაავადების რისკის ჯგუფში ვართ და დაავადების გავრცელების მთავარ რისკ-ფაქტორად ვითვლებით. ჩვენ თუ არ ვიქნებით კარგად დაცულები, მაშინ ხომ ჩვენ თვითონ გავავრცელებთ ვირუსს? პრაქტიკულად, მთავარი გადამტანები ვართ. შესაბამისად, სახლში რომ მოვდივართ, ექიმებია, თუ ექთნები, კონტაქტი აღარავისთან გვაქვს. ბევრი ცდილობს საავადმყოფოსთან ახლოს დარჩეს, რომ ოჯახს ვირუსი არ მიუტანოს.

    იტალიამ თავის დროზე ჩინეთის გამოცდილებაზე ვერ ისწავლა და ვერ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები საჭირო ოპერატიულობით. ახლა, იტალიის მაგალითზე, სხვა ქვეყნები ვერ სწავლობენ. დაავადება კი ისე სწრაფად ვრცელდება, რომ ამ დროს თითო დღესაც დიდი მნიშვნელობა აქვს. იცით, პირველი რა თქვეს დასახმარებლად რომში ჩამოსულმა ჩინელებმა? საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, ქუჩებში მაინც საკმაო რაოდენობის ხალხიაო.

    დაავადების მართვა როგორ ხდება, თუ ცუდად ვარ და ვურეკავ ექიმს, რა ხდება ამ შემთხვევაში?

    ასეთ დროს, თუ სიმპტომები მწვავე არ არის, გირჩევენ სახლში თვითიზოლაციას და რამდენადაც შესაძლებელია, ოჯახის წევრებისგან იზოლირებას. მაგრამ, აუცილებელია რომ არამარტო ცალკე ოთახი, არამედ ცალკე საპირფარეშო და სააბაზანო გქონდეს, რადგან გავრცელება ძირითადად იქიდან ხდება. თუ სიცხემ, ხველამ არ მოიმატა და სუნთქვის პრობლემები არ შეიქმნა, პაციენტებს არც ანალიზს ვუღებთ და არც კლინიკაში გადაგვყავს.

    დაახლოებით 80 პროცენტში, დაავადება საერთოდ უსიმპტომოდ მიდის, ან მსუბუქი ჩივილებით, რაც უმეტესად არ გადაიზრდება ხოლმე დაავადებაში. ვფიქრობთ, რომ პრობლემაც თავიდანვე ეს იყო, რომ ვირუსი იმთავითვე სიმპტომების გარეშე გავრცელდა და როცა გართულების პირველი შემთხვევები გამოჩნდა, კოვიდ-19 უკვე ძალიან ფართო არეალზე იყო მოდებული და ჩვენი რეაქციაც დაგვიანებული აღმოჩნდა.

    მეორე შეცდომა ის იყო, რომ კი მივიღეთ ზომები, გამოიცა რეკომენდაციები ნაკლები მიმოსვლის, ხელის ხშირი დაბანის და ა.შ. მაგრამ დაგვიანდა კარანტინის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაკეტვის გადაწყვეტილება. ამის გამო, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა, საგანგებო მდგომარეობის დროულად გამოცხადება და მისი მკაცრად დაცვა, კორონავირუსთან ბრძოლაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

    მოდით, კარანტინის თემაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. კლინიკის თემა რომ ამოვწუროთ, რა ხდება მაშინ, თუ დავუშვათ, სიმპტომები გამიმწვავდა?

    ასეთ დროს რეკავ ისევ და შენი ჰოსპიტალიზაცია ხდება. მოდის სასწრაფო, გადაყავხარ კლინიკაში, გიღებენ ანალიზს, გიკეთებენ რენტგენს და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. შემდეგ, იმის მიხედვით, თუ რა ხარისხის სიმძიმეა, განაწილებენ შესაბამის პალატაში, ან რეანიმაციაში.

    დაავადებას ახასიათებს ძალიან აგრესიული პნევმონიის გართულება, რაც ადამიანს სასიცოცხლო რისკებს უქმნის. ზოგჯერ პაციენტი გადაგვყავს აპარატზე, რომელიც სისხლის მიმოქცევასაც ხელოვნურად არეგულირებს. ეს აპარატი ურთულეს მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის ფილტვებს ასვენებს და ორგანიზმს ჟანგბადს აწვდის. მსგავსი აპარატურა ქვეყანაში ძალიან ცოტაა და მას მხოლოდ კრიტიკულ პაციენტებზე, ან ახალგაზრდებზე ვიყენებთ, რომელთაც აქვთ შანსი, რომ ამ მეთოდით გადარჩნენ.

    რომელიმე პრეპარატზე ხომ არ გაქვთ კარგი შედეგი?

    არის პოზიტიური ძვრები ამ მიმართულებით ჩვენთანაც. ნეაპოლშია ერთი კვლევითი კლინიკა, სადაც დაიწყეს მკურნალობა ართრიტების ერთ-ერთი სამკურნალო პრეპარატით. ის ანთების საწინააღმდეგოა და იმუნურ დონეზე მოქმედებს. რამდენიმე ათეულ პაციენტში, რომლებიც რეანიმაციაში არიან ორმხრივი პნევმონიით, გვეუბნებიან, რომ მათ დადებითი შედეგი მიიღეს. მაგრამ, ჯერ მაინც ადრეა წამალზე ლაპარაკი, ეს არ არის საკმარისი რაოდენობა სტატისტიკურად, დადებითი შედეგი მიიღეს მხოლოდ პაციენტების 50-60 პროცენტში ამ ეტაპზე.

    ბუბა, დავუშვათ 14 დღე გავიდა. რამდენი ხნის მერე ვარ დანამდვილებით უსაფრთხო საზოგადოებისთვის? და კიდევ: რამდენიმე კვლევაა იმაზე, რომ ვირუსი განმეორებით ემართებათ, ასეა?

    სიმართლე გითხრა, 100-პროცენტიანი სიზუსტით პირველ კითხვაზე პასუხს ჯერ ვერავინ გაგცემს. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 6-7 დღე. ამის შემდეგ, ვირუსი უკვე თავს ამჟღავნებს. ორი კვირა იზოლაცია მიღებულია და საჭიროა, რომ მაინც დაზღვეულები ვიყოთ. ზოგ სტატიაში ამბობენ, რომ 20 დღემდე შეიძლება საიკუნბაციო პერიოდი გაგრძელდესო, თუმცა იტალიაში ასეთი შემთხვევები, რამდენადაც ვიცი, არ გვქონია.

    მაგრამ, რაკი ეს პანდემიაა, შეიძლება იზოლაცია საჭირო გახდეს ერთი თვეც და ორიც, ვიდრე ინფიცირების სტატისტიკა არ დაიწყებს კლებას ისე, როგორც ეს ჩინეთში მოხდა. ჯერჯერობით იტალიაში შემთხვევების ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

    რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, არსებობს ამის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი შეიძლება მართლაც შემობრუნდეს, არის ასეთი ფაქტები. სამწუხაროდ, ვირუსით დაავადების შემდეგ, შენ არ გიჩნდება ორგანიზმში ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, ერთი თვის შემდეგ, მეორედ მოხდეს ინფიცირება და ისევ დაავადდე.

    კიდევ ერთი კითხვა თვითონ ვირუსზე, უფრო სწორად მის გენეტიკაზე: კოვიდ-19-ის იტალიური გენოტიპი ხომ არ არის განსხვავებული, მუტაცია ხომ არ განიცადა ვირუსმა?

    რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს სიმართლეა. ბერგამოს შემთხვევებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ვირუსი უკვე მუტაციურია, უფრო აგრესიულია და დაავადება უფრო მძიმე ფორმებით, უფრო მწვავე პნევმონიით მიმდინარეობს. ახალგაზრდებიც არიან უკვე ამ მძიმე ფორმით დაავადებულები ჩვენთან კლინიკაში, რომლებიც ინტენსიურში იმყოფებიან, რთულ მდგომარეობაში.

    სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ფორმაც უკვე გამოჩნდა იტალიაში. ჩემი „ფეისბუქის“ გვერდზეც დავდე ამასწინათ სტატია იტალიურად, რომელშიც ექიმი ლორინი, ინტენსიურის ხელმძღვანელი, სადაც 90-მდე ადგილი აქვთ, სწორედ ამაზე საუბრობს.

    ახალგაზრდები რახან ახსენეთ, ამაზეც მინდოდა მეკითხა. საფრანგეთის სტატისტიკური მონაცემებით, ვირუსით ავადდება ყველა ასაკობრივი ჯგუფი. ავადობაზე მაქვს საუბარი და არა სიკვდილიანობაზე. ასეა იტალიაშიც?

    როგორც ბევრი სხვა დაავადება, კოვიდ-19-იც უფრო გამომჟღავნდა და უფრო მძიმედ მიმდინარეობს იმ ადამიანებში, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ან ხანდაზმულები არიან, ან რაიმე დაავადების მატარებლები არიან, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, იმუნური დაავადებების და ა.შ.

    რა თქმა უნდა, მათ ვირუსი უფრო მოერევა, მაგრამ შემთხვევები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს, მათ შორის ბავშვებში. ზოგჯერ ბავშვებშიც მძიმედ მიმდინარეობს და ისინი რეანიმაციაშიც ხვდებიან. ინტენსიურში ნახავთ 30, 40, 50 წლის და ზევით ადამიანებს. დაღუპულებს შორისაც არიან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები.

    გადავიდეთ კარანტინზე. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ისე ჩანს, რომ კარანტინს სწორ ნაბიჯად თვლით.

    სწორი იყო კი არა, აუცილებელი იყო. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით აქ, იტალიაში, ისე უცებ გავრცელდა კორონავირუსი, გახშირდა დაავადება და გაიზარდა ავადობით გამოწვეული სიკვდილიანობა. სხვა გზა ელემენტარულად არ გვქონდა. ამ მოცულობის ეპიდემიის მორევა წარმოუდგენელია სხვა მეთოდით. ვინმე ამბობს, რომ რაიმე სხვა გზა უფრო კარგად მუშაობს?

    ჯანდაცვის რამდენიმე სპეციალისტისგან მომისმენია, რომ სამხრეთ კორეაში უფრო სწორი მართვა მოხდა, სადაც მასობრივი ტესტირების სტრატეგია აირჩიეს. მობილური ცენტრებიც კი გაიხსნა, სადაც ანალიზს მანქანიდან გადაუსვლელად იღებენ. ფაქტია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიაში დღეს 7.17 პროცენტამდე გაიზარდა, სამხრეთ კორეაში კი ფატალობა 1 პროცენტს არ აღემატება, ნაკლებიცაა. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?

    კი ბატონო, მესმის რასაც ამბობთ. მე არ ვარ ჯანდაცვის მართვის სპეციალისტი და ეს ჩემი კომპეტენციების ზღვარს სცდება, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით. რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს აქ და შევეცდები მოკლედ ავხსნა.

    პირველი: ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მხარე. სამხრეთ კორეელები გაცილებით კანონმორჩილები არიან, ვიდრე იტალიელები. ისინი გამოირჩევიან ხაზგასმული პატივისცემით სხვების და საკუთრი თავის მიმართაც. ჩემი აზრით, ისინი კონტაქტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და ასევე – ჰიგიენის წესებს, გაცილებით უკეთ იცავენ.

    ამას ემატება ის ფაქტი, რომ მათ ძალიან კარგად აქვთ დანერგილი და განვითარებული ახალი ტექნოლოგიები და აპლიკაციები. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით, ხდება ინფექციის გავრცელების მონიტორინგი, ჯგუფების დადგენა, გამოვლენა, გამოცალკევება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირება.

    და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ესაა სწორედ ის, რაც თქვენ თქვით: მასობრივი ტესტირება. როცა ბევრ ანალიზს აკეთებ, მეტი დაავადებული ვლინდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ამ დიდ მასაში, გაცილებით დაბალია. არც იტალიაში და რამდენადაც ვიცი, არც ამერიკაში, პროცენტულად ამდენი ანალიზი არ კეთდება, როგორც სამხრეთ კორეაში, ხომ? შესაბამისად, რაკი უსიმპტომოებს და მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს ჩვენ ანალიზსაც არ ვუღებთ, გამოდის, რომ არ გვაქვს სრული სურათი დაავადებულების. ჩვენ მარტო იმათ აღვრიცხავთ, ვინც საავადმყოფოში მიდის. გამოდის, რომ უფრო მძიმე ფორმის დაავადების მქონეთა მცირე ჯგუფში, ფატალობის უფრო მაღალ პროცენტს ვიღებთ. ჩვენ რომ იმდენივე ანალიზს ვაკეთებდეთ და ასეთი კარგი აღრიცხვა გვქონდეს, სამხრეთ კორეის მსგავსი შედეგი გვექნებოდა სტატისტიკურად. მე ასე მგონია. თუმცა, 100 პროცენტით, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი.

    ქვეყნები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ერთი და იგივე მოდელი ყველგან არ მუშაობს. იტალია განსხვავებულია და ვერც ჩინეთის მოდელი იმუშავებდა ზუსტად ისევე ჩვენთან, რადგან ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა და იქ რეგულაციები უფრო მკაცრად არის დაცული, ვიდრე თუნდაც სამხრეთ კორეაში. ის რასაც ჩინეთი ერთ დღში აკეთებს, გამორიცხულია იმავე დროში სხვაგან გააკეთო, ამიტომ არათუ იტალიის, არამედ ჩინეთის და სამხრეთ კორეის შედარებაც არ შეიძლება ჩემი აზრით, ერთმანეთთან.

    ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენთვის იტალიაში და საერთოდ, სხვა ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი გამოსავალი, ერთადერთი გამოსავალი არის მარტო კონტაქტის შეზღუდვა, იზოლაცია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

    რა გაკვეთილი შეიძლება იყოს იტალიის გამოცდილება საქართველოსთვის? კულტურულად, მენტალურად, აშკარად საქართველო გაცილებით უფრო ახლოსაა იტალიასთან, ვიდრე ვთქვათ – სამხრეთ კორეასთან, ამერიკასთან, ან ჩინეთთან.

    მე მგონია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ამ ნახევრად გადადგმული ნაბიჯებიდან, მკაცრ, დრამატულ ზომებზე გადავიდეს. სწორი იყო, რომ თავის დროზე დაიკეტა სკოლები. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, უნდა დაიკეტოს ყველაფერი, ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი. თითო დღეს აქვს მნიშვნელობა, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს და სავალალო შედეგები არ მივიღოთ. სასწრაფოდ უნდა დაიკეტოს რესტორნები და ბარები.

    სანამ გვიანი არ არის, საქართველომ უნდა მიბაძოს იტალიის მაგალითს, ვიდრე ჯერ კიდევ დაბალია ინფიცირებულთა რაოდენობა. აქ დავაგვიანეთ კარანტინის შემოღება და ძალიან არ მინდა, იგივე მოხდეს საქართველოში. დღესვე უნდა დაკეტოს სახელმწიფომ ყველაფერი, აუცილებელი საჭიროების ადგილების, აფთიაქების და მაღაზიების გარდა.

    უნდა შეწყდეს ყოველგვარი ზედმეტი გადაადგილება, მოძრაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მკაცრი იზოლაცია და ჰიგიენა – სხვა გამოსავალი არ არსებობს. თან, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასე იქნება, მერწმუნეთ. გერმანიაც ამ გზას ადგას.

    მინდა გითხრათ, იტალიელები კიდევ შედარებით უფრო დამჯერი ხალხია. თითქმის ყველა სახლშია დღეს და გარეთ არავინ აღარ გამოდის, თუ აუცილებელი არაა. თუმცა, ეს დასაწყისში იოლი არ იყო და თავიდან, ლომბარდიაში გამოცხადებული პირველი კარანტინიდან, ათასობით ადამიანი გაიქცა.

    მივედით კარანტინის თემამდეც, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩვენ მკითხველს დააინტერესებს. როგორ ხდება კარანტინის ადმინისტრირება, მაგალითად, როგორ ისჯება დამრღვევი?

    ჯარიმა და 3-თვიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუ შენ ქუჩაში ყოველგვარი მოტივის გარეშე გადაადგილდები. შეგიძლია სახლში ამობეჭდო სპეციალური ფორმა, რომელიც უნდა შეავსო და თან გქონდეს, თუკი სახლიდან გადიხარ. მანქანით ხარ, თუ ფეხით, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება პატრულმა გაგაჩეროს და გკითხოს: რატომ ხარ გარეთ?

    შინიდან გასვლა შეიძლება მარტო მაშინ, თუ სამსახურში მიდიხარ და შენი სამსახური არ არის დაკეტილი, დავუშვათ თუ ექიმი ხარ, პოლიციელი, ან მეხანძრე. და კიდევ, შეიძლება მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად წასვლა, ან წამალზე გასვლა. ოღონდ, ეს უნდა ხდებოდეს სახლთან ახლოს, დიდ მანძილებზე ვერ გადაადგილდები.

    იმის მიუხედავად, რომ ექიმი ვარ, ეს ფორმები ამობეჭდილი მანქანაში მიდევს და ვავსებ, თუ მაგალითად, საავადმყოფოში არ მივდივარ და სხვა მიმართულებით, პროდუქტების საყიდლად გავედი. მაღაზიებში, სხვათა შორის, ბევრი ხალხი აღარ არის და ეს კარგია. დეფიციტი არ გვაქვს ჯერჯერობით, პროდუქტი არ გვაკლია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნაომი ქემბელი კორონავირუსის გამო აეროპორტში სპეცტანსაცმლით, ლატექსის ხელთათმანით და სათვალით მივიდა

    ნაომი ქემბელი კორონავირუსის გამო აეროპორტში სპეცტანსაცმლით, ლატექსის ხელთათმანით და სათვალით მივიდა

    ცნობილი მოდელი, ნაომი ქემფლები დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ განსაკუთრებით ზრუნავს ბაქტერიებისგან თავის დაცვაზე და ყველას ამისკენ მოუწოდებს მაშინაც კი, როცა მსოფლიოში რაიმე მომეტებული რისკი და ეპიდემია არ არსებობს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამას მოგზაურობის დროს ანიჭებს და მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიცვას.

    გასულ წელს სუპერმოდელმა ვიდეოც კი გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ფრენისწინა ინტენსიური სანიტარული რიტუალია ასახული. მოდელი ყველფერს, რაც თვითმფრინავში მის გარშემოა ანტიბაქტერიული ხელსახოცით წმენდს, სავარძელზე კი საკუთარ პლედს აფარებს.

    ამიტომაც არავის გაკვირვებია, როცა 49 წლის მოდელი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებზე გადავიდა. ამ დღეებში მოდელმა გამოაქვეყნა ლოს ანჯელესის აეროპორტში გადაღებული რამდენიმე ფოტო სპეცკომბინიზონში, დამცავ სათვალეში, ნიღაბში და ლატექსის ხელთათმანებში. ფოტო თვითმფრინავში ჩაჯდომამდეა გადაღებული. მოდელი ლოს ანჯელესიდან სახლში, ნიუ იორკში დაბრუნდა. ცოტა ხანში კი საკუთარ youtube არხზე ამ მოგზაურობის მოკლე ვიდეოც დადო. ამ ეტაპზე მისი ლოზუნგია: “სიფრთხილე უპირველეს ყოვლისა. შემდეგი დონე.“

    მოდელის საქციელმა მისი ინსტაგრამ ხელმომწერების ნაწილის მოწონება დაიმსახურა, ნაწილმა კი ბრალი დასდო, რომ მისი სანახაობით თითქოს მსუბუქად წარმოაჩინა ის ტრაგედია, რაც მსოფლიოს გარშემო ხდება.

  • პოლიტიკოსები, მსახიობები, სპორტსმენები- 10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა

    კორონავირუსი მსოფლიოს უტევს. ინფიცირებულთა რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა. დაავადებულთა შორის სპორტსმენები, პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანებიც მოხვდნენ.

    გთავაზობთ 10 ცნობილ ადამიანს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

    მიკელ არტეტა

    საფეხბურთო კლუბ არსენალის მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის აღმოჩნდა. ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.

    ნედინ დორისი

    დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. ის ტესტირების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფება.

    დანიელ რუგანი

    COVID 19 დაუდასტურდა ტურინის „იუვენტუსის” ფეხბურთელ დანიელ რუგანსაც. ის 14-დღიან კარანტინში იმყოფება.

    რუდი გობერტი

    NBA-ის ვარსკვლავს კორონავირუსი დაუდასტრდა. ამის შემდეგ, მან ბოდიში მოიხადა კორონავირუსზე ხუმრობის გამო .

    ფაბიო ვეინგარტენი

    ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს კორონავირუსი დაუდგინდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიის პრეზიდენტთან ერთად ტრამპს შეხვდა. არც ტრამპს და არც ბოლსონარუს COVID19 არ დაუდასტურდათ.

    ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა ვილსონი

    მსახიობ ჰენქსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ. ვარსკვლავურ წყვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

    კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სოფი ტრიუდო


    კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს ჯასტინგ ტრიუდოს მეუღლეს, სოფი ტრუდის ვირუსი ოფიციალურად დაუდგინდა. თავად პრემიერ-მინისტრი უარყოფს, რომ ინფიცირებულია და თვითიზოლაციაში იმყოფება.

    დონოვან მიჩელი


    „იუტას“ გამორჩეული კალათბურთელი დონოვან მიჩელი COVID 19-ით არის დაინფიცირებული. ის ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს.

    ფრანკ რისტერი


    10 მარტს, საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანკ რისტერს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

    მასოუმეჰ ებტეკარი

    ებტეკარი ირანის პრეზიდენტის მოადგილეა ქალებისა და ოჯახის საქმეებში. 

  • “უნდა გამოვიმუშავოთ „ჯოგური იმუნიტეტი“– გია ნოდია კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ

    ექსპერტი გია ნოდია კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ფეისბუქზე წერს:

    “ჩვენი სტრატეგია კორონავირუსის წინააღმდეგ მე ასე მესმის: რაც შეიძლება გადავდოთ მასობრივი ეპიდემია ჩვენი ქვეყნის შიგნით (რაც ახლა ხდება, ნამდვილი ეპიდემიისგან შორია). ეს გვაძლევს ორ უპირატესობას: (1) უკეთ მოვემზადოთ ნამდვილი ეპიდემიისთვის, რომელიც მოსალოდენელია, თუმცა არ ვიცით, როდის; (2) ვისწავლოთ სხვა, უფრო განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებიც უკვე შევიდნენ თუ შედიან პიკში.

    ჩვენთვის კარგია, რომ განვითარებული ქვეყნები სხვადასხვა სტრატეგიებს ირჩევენ: მაგალითად, ბრიტანეთი, შვედეთი, ნაწილობრივ გერმანიაც ისეთ მკაცრ ზომებს არ იღებენ, როგორსაც ჩვენ. ამ ქვეყნების შიგნით ეს მძაფრი დისკუსიის საგანია: ზოგი, მაგალითად, ბორის ჯონსონის მიდგომას აქებს, ზოგი – პირიქით. საბოლოოდ, მხოლოდ შედეგები გვიჩვენებს, რომელია სწორი: სანამ ჩვენამდე მოვა დიდი ეპიდემია, იმედი გვაქვს, მეტს ვისწავლით.

    გვაქვს ამგვარი ქცევის ალტერნატივა? როგორც ჩანს, არა. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ გლობალურაც არ ვიფიქროთ. მთავარი კითხვაა: ახლა ყველა წესი დავიცვათ, მაგრამ ბოლოს როგორ, რით და როდის უნდა დამთავრდეს ეს პანდემია? მისი შეკავებით და გადადებით კონკრეტულად რას ვაღწევთ? როგორც ჩანს, იმის იმედი, რომ ზაფხული მოვა და გვეშველება, მაინცდამაინც არ უნდა გქონდეს. ვაქცინა სულ მცირე ერთი წელი არ იქნებაო, გვეუბნებიან. მაშ რა? ჯერჯერობით რაც ყველაზე აზრიანი პასუხი გავიგე მცოდნე ხალხისგან, უნდა გამოვიმუშავოთ „ჯოგური იმუნიტეტი“ (herd immunity). მაგრამ ამისთვის აუცილებელია ეს ვირუსი უმრავლესობამ მოვიხადოთ. ანგელა მერკელმა და ბორის ჯონსონმა სწორედ ამისთვის შეამზადეს თავ-თავისი ერები. ოღონდ ამ დროს რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვირუსი მინიმალურად შეხვდეს მოწყვლად ჯგუფებს – მოხუცებს და ავადმყოფებს (ვიღაცა მაინც მოკვდება, ამას ვერ წაუვალთ, მაგრამ ეს რიცხვი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ), რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შევამციროთ (ვიღაც რომ მოკვდება, ამას შეგუებული ვართ).

    მაგრამ თუ ასეა, გამოდის, რომ რაღაც მომენტში ვირუსს უნდა „ვაცალოთ“ გავრცელება? რა მომენტია ეს მომენტი? როდესაც ვირუსი ისედაც თავისით გაგვექცევა, თუ ვიღაცამ ამის პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს (რავარი მისაღებია?)

    თუ ამ გზით არ წავალთ, ღმერთმა უწყის რამდენ ხანს უნდა ვიყოთ მზარდ სიღარიბეში – სანამ საზოგადოებრივი აზრი არ შიცვლება და არ ვიტყვით: ჯანდაბას, ისევ იმ კორონამ მოკლას ჩვენი 3 თუ თუნდაც 5 პროცენტი, მაგრამ მეტი აღარ შეგვიძლიაო.

    კიდევ რა ვარიანტებია?“– ამბობს ნოდია.

  • 11 წლის წინანდელი ფილმი,რომელიც დღევანდელ ეპიდემიას ზუსტად ასახავს. ნახეთ, რამდენი დამთხვევაა სიუჟეტში

    2011 წელს ფილმ  “ინფიცირების“ ეკრანებზე გამოსვლა დიდი კინომოვლენა ვერ აღმოჩნდა. მიუხედავად ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობისა (მეთ დეიმონი, ჯუდ ლოუ, გვინეტ პელტროუ, ქეით უინსლეტი, მაიკლ დუგლასი) ფილმმა იმ წელს შემოსავლების მხრივ მხოლოდ 61–ე ადგილი დაიკავა.

    თუმცა უკვე დღეს ეს ფილმი აშშ–ში iTunes Store-დან ყველაზე ჩამოტვირთვად ფილმად იქცა, Google–ის საძიებო სისტემაში კი ფილმის სათაურმა ძებნის ყველა რეკორდი მოხსნა.

    თუ დეკემბერში , როცა პირველად გავიგეთ ჩინეთში ახალი კორონავირუსის გამოჩენის შესახებ სტუდია Warner Bros.–ის მონაცემებით ფილმს მხოლდ 270–ე ადგილი ეკავა პოპულარობის მათ კატალოგში, უკვე სამ თვეში “ინფიცირება“ მხოლოდ ჰარი პოტერზე ფილმების სერიას ჩამორჩება.

    ეს კი იმის გამო მოხდა, რომ კორონავირუსის წყალობით ათი წლის წინანდელი ფილმი საოცრად გავს დღეს, რეალურ ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს.


    რეალობა, რომელიც კინოსიუჟეტს იმეორებს

    ფილმის გმირი ქალი, რომელსაც გვინეტ პელტროუ თამაშობს ამოუცნობი მომაკვდინებელი ვირუსით იღუპება, რომელიც ჩინეთში გადაედო. მთელ მსოფლიოს პანიკა მოიცავს.

    ჩინეთთან კავშირი მხოლოდ ერთ–ერთია მრავალი პარალელიდან, რომელიც ფილმსა და რეალობას შორის არსებობს. სწორედ ამიტომ, მაყურებელი ბოლო დროს უდიდესი ინტერესით ნახულობს ამ ფილმს.

    ფილმის მიმართ ინტერესი თავად გვინეტ პელტროუმ გააღვივა, რომელმაც 26 თებერვალს ინსტარგრამზე გამოაქვეყნა ნიღაბში გადაღებული ფოტო ტრანსატლანტიკური ფრენისას.

    “ეს კინო უკვე ნანახი მაქვს, ასე რომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თავი შეიკავეთ ხელის ჩამორთმევისას და ხშირად დაიბანეთ ხელები“ – დაწერა მსახიობმა.

    და მართლაც, რეალობასთან ამ ფილმის პარალელები შთამბეჭდავია: გვინეტ პელტროუს გმირს ვირუსი MEV-1 ჰონკონგში შეფ მზარეულისთვის ხელის ჩამორთმევით გადაედება, რომელმაც ღორის ხორცის კერძი მოამზადა, ავბედითი ღორი კი ღამურით იყო დაინფიცირებული.
    ქალი აშშ–ში, სახლში ბრუნდება, ავადდება და მალე კვდება. კვდება მისი შვილიც, თუმცა ქმარი, რომლის როლს მეტ დეიმონი თამაშობს ინფექციას გადაურჩება.

    რეალობაშიც ექსპერტების აზრით უხანში ინფიცირება დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ვირუსმა სახეობათა შორის ბარიერი გადალახა და ცხოველიდან ადამიანს გადაეცა. დიდია ალბათობა, რომ ისევე, როგორც SARS 2002-2003 წლების ეპიდემიის დროს, ვირუსის პირველწყარო ღამურა იყო, შემდეგ კი სხვა შუამავალი ცხოველების საშუალებით ადამიანს გადაეცა.

    ფილმში ასეთი ცხოველი ღორია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ეპიდემიას უხანში ფრინველის ბაზრობას უკავშირებენ.
    ისევე როგორც კორონავირუს Covid-19–ის შტამი, ფილმში გამოგონილი ვირუსიც ადამიანთა ახლო კონტაქტით და დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით ვრცელდება. რეალური და “კინოვირუსიც“ სასუნთქ გზებს აზიანებს.

    თუმცა დღევანდელი ეპიდემია ბევრად ნაკლებად მომაკვდინებელია, ვიდრე ეკრანული. ფილმში გმირები ხშირად ახსენებენ სიკვდილიანობის მაჩვენებელს – 25%–ს. იმ დროს, როცა Covid-19 –ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 3.4 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.

    ფილმში MEV-1 ერთ თვეში 26 მილიონ ადამიანს შეიწირავს მთელ მსოფლიოში. კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა კი საბედნიეროდ ჯერჯერობით 5800 ადამიანია.

    როცა ფილმში ვირუსის აფეთქება ხდება, სანიტარულ– ეპიდემიოლოგიური დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები იღებენ დავალებას გამოავლინონ და იზოლაციაში მოაქციონ ინფიცირებულები. მთელი ჩიკაგო კარანტინის ზონად იქცევა, რაც ძალიან გავს მოვლენების რეალურ განვითარებას ჩინეთში, სადაც მთელი ქალაქები კარანტინის გამო დაიკეტა. ამავე გზით წავიდა კორონავირუსთან საბრძოლველად იტალია.

    ფილმის მიმართ ინტერესის აფეთქებამ გააკვირვა ფილმის სცენარის ავტორი სკოტ ბერნსი. ჟურნალისტებთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ ფილმის შემქმნელებს ამოცანა ჰქონდათ ეჩვენებინათ, რამდენად მოუმზადებელია თანამედროვე საზოგადოება ასეთი ტიპის ეპიდემიებისთვის.


    ის ამბობს, რომ ფილმსა და კორონავირუსს შორის მსგავსება უმნიშვნელო, შემთხვევითი და არც ისე მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი და ზუსტი აღმოჩნდა საზოგადოებრივი რეაქცია, შიშის გავრცელება და დომინოს ეფექტი.

    როგორც ჩანს, ბერნსს მხედველობაში ჰქონდა ფილმის ერთ–ერთი გმირი, ბლოგერი ალან კრუმვიედი, რომელიც კონსპიროლოგიური თეორიებით არის დაკავებული. ჯუდ ლოუს გმირი ავრცელებს დაუსაბუთებელ თეორიებს ვირუსის შესახებ და რეკლამას უკეთებს მკურნალობის მეთოდს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.

    რეალობაში კი საცალო გაყიდვების გიგანტმა ამაზონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დაბლოკა მილიონოზე მეტი გარიგება, რადგან გამყიდველები დაუსაბუთებლად ამტკიცებდნენ, რომ მათ პროდუქტს კორონავირუსისგან დაცვა და მკურნალობა შეეძლო.

    ფილმის მიმართ ინტერესი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ სცენარისტი შეეცადა ფილმისთვის მაქსიმალურად მიეცა სამეცნიერო დამაჯერებლობა. სცენარზე მუშაობისას ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვან ვირუსოლოგებთან, ექსპერტებთან და ეპიდემიოლოგებთან გადიოდა კონსულტაციას.

  • როდის დასრულდება კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემია. ორი სცენარი

    ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კორნავირუსის აქტიურ გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია გამართლებული იყო, რადგან მსოფლიოში სიტუაცია სერიოზულად დამძიმდა. დაავადებულთა და ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

    კორონავირუსი ახალი დაავადების – COVID-19–ის მიზეზი გახდა, რომელიც მედიკოსებისთვის აქამდე უცნობი იყო. ამ ეტაპზე მსოფლიო ჯანდაცვის მიზანია არ დაუშვან ვირუსის შემდგომი გავრცელება, განსაკუთრებით შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებში. ჯანმო მოუწოდებს სახელმწიფოებს კომპლექსური მიდგომა გამოიჩინონ და ყველა სამთავრობო სტრუქტურა, მთელი საზოგადოება ჩართონ ყოვლისმომცველი სტრატეგიების რელიზაციისთვის ინფექციის გავრხელების აღსაკვეთად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და მძიმე შედეგების, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების მინიმიზაციისთვის. ამგვარად, პანდემიის ხანგრძლივობა ყოველ ცალკე აღებულ ქვეყანაში გატარებული ზომების ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განაგრძობს რაციონალური და მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების გაცემას, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველა ქვეყანამ უკეთ მომზადება და ეპიდემიაზე უკეთ რეაგირება შეძლოს. თუმცა საქმეს ართულებს ის, რომ COVID-19 ახალი დაავადებაა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მეტი ეპიდემიოლოგიური მონაცემები ჭირდება საფუძვლიანი დასკვნების გასაკეთებლად მისი წარმოშობის, გავრცელების და შეწყვეტის კანონზომიერებაზე.

    ჯერჯერობით ექსპერტები ვერ პროგნოზირებენ, როდის შეიძლება დასრულდეს პანდემია, მოვლენათა განვითარების პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ვირუსი მთელ მსოფლიოს მოედო და სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარი მაშტაბები შეიძინა. ქვეყნები ზომებს იღებენ ეპიდემიის შესაჩერებლად, კეტავენ საზღვრებს, წყვეტენ ავიამიმოსვლებს, აუქმებენ ხალხმრავალ ღონისძიებებს.

    New York Post–ში გამოქვეყნდა ჩინეთის ჯანდაცვის საკითხების სახელმწიფო კომიტეტის ექსპერტული კომისიის მეთაურის, ჩჟუნ ნანშანის განცხადება, რომ პანდემია 2020 წლის ივნისისთვის შეიძლება დასრულდეს. მისი თქმით, მისი შეფასება იმ სცენარს ეფუძნება, როცა ყველა ქვეყანა პოზიტიურ ზომებს იღებს . თუ ყველა ქვეყანა ვირუსის წინააღმდეგ მობილიზაციას გამოაცხადებს, სიტუაცია ჩაცხრობისკენ ორ–სამ თვეში წავა. ზაფხულის დადგომა კი, როცა ტრადიციული რესპირატორული ინფექციები მცირდება, ამას ხელს შეუწყობს, რადგან ვირუსის გავრცელება შენელდება.

    თუმცა, მხოლოდ ზაფხულის იმედით მოდუნება არ შეიძლება. მთავარი მაინც პროფილაქტიკური და საკარანტინო–სანიტარული ზომებია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაციას, შესაბამისად კორონავირუსის გადადებას ბოლომდე ვერ აღკვეთ.
    თავად ჩინეთში ამბობენ, რომ ეპიდემიის პიკმა გადაიარა. ყოველდღიურად ჩინეთში მხოლოდ რამდენიმე ათეული ახალი დაავადებული ჩნდება. განკურნებულთა რიცხვი კი იზრდება.

    იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსის ბუნება ჯერჯერობით უცნობია, მეცნიერები და ექსპერტები ცდილობენ წარსული გამოცდილება გაიხსენონ და გარკვეული დასკვნები ამაზე დაყრდნობით გააკეთონ. მაგალითად, იხსენებენ პანდემიის წინა შემთხვევებს. მსოფლიო პრაქტკა აჩვენებს, რომ როგორც წესი, მათი ხანგრძლივობის ვადა 12–დან 25 თვემდეა.

    COVID-19–თან დაკავშირებით მეცნიერები ორ სცენარს განიხილავენ– ოპტიმისტურს და პესიმისტურს. პირველ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ეპიდემია თანდათან ჩაცხრება. მეორე სცენარში კი შესაძლოა დაავადების მეორე, უფრო ძლიერი ტალღა დაიწყოს.

    ბოლო 120 წლის განმავლობაში კაცობრიობამ რამდენიმე პანდემია გადაიტანა. ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ე.წ. “ისპანკა“ იყო 1918–1919 წლებში. მაშინ გრიპის პირველი აფეთქება ესპანეთში მოხდა. ვირუსით ჯამში 500 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, აქედან სხვადასხვა მონაცემებით 20–50 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემია ლეტალური შემთხვევების მხრივ ყველაზე მაშტაბურად ითვლება.

    უკანასკნელი პანდემია 2009–2010 წლის ღორის გრიპი იყო. მაშინ მსოფლიოს 2014 ქვეყანაში 18.5 ათასი ადამიანი დაიღუპა.