Category: სხვადასხვა

  • “სახელმწიფოს მიერ მსგავსი პირბადეების წარმოება გაუმართლებელია“–საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

    “სახელმწიფოს მიერ მსგავსი პირბადეების წარმოება გაუმართლებელია“–საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი

    “მაინც ვერ მოვისვენე. საკითხის ბოლომდე ჩაძიება მჩვევია. მითუმეტეს როდესაც მედიცინას ეხება და აშკარა თვალთმაქცობა, ზერელობა და არაპროფესიული მიდგომა სახეზეა, თან შენს ნათქვამს ზოგიერთები ეჭვს ქვეშ აყენებენ.. ხოდა გადავწყვიტე მომეძიებია სამეცნიერო მონაცემები დოლბანდის პირბადეების შესახებ. სპეციფიური საკითხია, თან ეს პირბადეები ხომ ბევრგან ეთჯერადებმა შეცვალეს უკვე დიდიხანია, და თითქოს არავის აღარ უნდა აინტერესებდეს, მაგრამ საკმარის ლიტერატურას მაინც ადვილად მივაკვლიე გარკვეული დასკვნის გასაკეთებლად და ეს დასკვნა უარყოფითია.
    მხოლოდ ერთ კვლევას დავესესხები, რომელიც ბევრი პარამეტრით უმნიშვნელოვანესია. ის გამოქვეყნდა 2015 წელს British Medical Journal ში. ვინც არ იცის, ეს არის ერთ -ერთი ყველაზე კითხვადი ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი (დაარსდა 1840 წელს, ციტირების ინდექსი 27.604, რაც ძალიან მაღალია). სტატიის პირველი ავტორი ავსტრალიელი C Raina MacIntyre ია, სიდნეის უნივერსიტეტის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში რამოდენიმე სტატიაც გამოუქვეყნებია კოვიდ-19 ის შესახებ.
    კვლევა რანდომიზირებულია (შემთხვევითი შერჩევის მეთოდი- სერიოზული კვლევის სტანდარტი) რაც ასევე გადამწყვეტია. შედარებისათვის, კოვიდ 19 თან საბრძოლველად ჰიდროქსიქლოროკინის ეფექტურობის ბევრ სპეციალისტს არ სჯერა, ვინაიდან ჯერ ჯერობით არსებული კვლევები ამ პრეპარატის გამოყენებით არარანდომიზირებულია და დღეს რანდომიზაციის გარეშე, როდესაც ეს რანდომიზაცია შესაძლებელია და საჭიროა, რაიმე სერიოზულ შედეგებზე ლაპარაკი ძნელია.. ამ კვლევის მეთოდოლიგიას ვერ შეედავები. ის ჩატარებულია ავსტრალიელების მიერ ჰანოიში, ვიეტნამში. რაც ასევე მნიშვნელოვანი მომენტია ვინაიდან ვიეტნამში იმ პერიოდისთვის (2011 წელი) ჯერ კიდევ იყენებდნენ დოლბანდის პირბადეებს, მისი სწორი ტარების ჩვევები გააჩნდათ და ზოგადად პირბადეების ტარების კულტურა ვიეტნამში მაღალია..
    და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი : კვლევა ჩატარდა საავადმყოფოების პერსონალზე, ექიმებზე, ექთნებზე ვინც პოტენციურად საშიშ განყოფილებებში მუშაობდა (მიმღები, ინფექციური დაავადებები, ინტენსიური თერაპია, პედიატრია ). კვლევაში 15 საავადმყოფო იყო ჩართული, 74 განყოფილებითა და 1607 პირზე დაკვირვებით. მათ რანდომიზაციით მიაკუთვნებდნენ 3 ჯგუფს. პირველი ჯგუფის მონაწილეები სამუშაო დღის განმავლობაში ატარებდნენ ერთჯერად ქირურგიულ პირბადეებს, მეორე ჯგუფში დოლბანდის პირბადეს, მესამე საკონტროლო ჯგუფში დღის განმავლობაში ხან იკეთებდენენ ხან არა ერთ ან მეორე პირბადეს ( ეთიკის კომიტეტის მოთხოვნით საკონტროლო ჯგუფში პირბადეების საერთოდ არ ტარება არ იქნა ნებადართული). ერთჯერადი პირბადეების ჯგუფში 8 საათიანი სამუშაო დღისთვის ურიგებდენ 2 პირბადეს. მეორე ჯგუფში 5 პირბადეს 4 კვირისთვის. ეს პირბადეები მონაწილეებს თავად უნდა გაერეცხათ და დაემუშავებინათ..
    500 მდე პირი აღმოჩნდა ყოველ ჯგუფში რაც შედეგების სტატისტიკური რწმუნებულობისთის გადამწყვეტია. კვლევა გაგრძელდა 4 კვირის განმავლობაში, შემდგომ კვირებში მონაწილეებზე დაკვირვებით. დაკვირვება გულისხმობდა სხვადასხვა რესპირატორული დაავადების კლინიკურ და ლაბორატორულ დადასტურებას რაც ძალიან მკაცრად, რამოდენიმე ანალიზით ტარდებოდა. შეგახსენებთ, რომ კვლევა განხორციელდა ყოველგვარი ინფექციური ეპიდემიის არ არსებობის ფონზე, ჯანმრთელ, ლაბორატორულად შემოწმებულ პირებზე.
    და კვლევის შედეგები ცალსახაა. დოლბანდის პირბადეებიან ჯგუფში დაავადებულობა ყველაზე მაღალი აღმოჩნდა … რესპირატორული დაავადებების გამომწვები სხვადასხვა ვირუსები იყვნენ (ლაპარაკია ცნობილ ვირუსებზე, ძირითადად რინოვირუსებზე).
    ავტორები ამ შედეგებს ხსნიან რამოდენიმე ფაქტორით. დოლბანდის პირბადეები უფრო ცუდად იცავს (ფილტრავს) ვირუსებისგან ვიდრე ერთჯერადი ქირურგიული. ეს თავისთავად კავშირშია დოლბანდის პირბადეების უარეს ხარისხთან ( დოლბანდის მაღალი გამტარობა, რამდენი შრეც არ უნდა იქნეს გამოყენებული) და რაც მთავარია დოლბანდის პირბადეები სუნთქვის დროს სველდება და სითხით იჟღინთება რაც მკვეთრად ამცირებს მის დამცველობით ფუნქციას.. და ხანგძლივი გამოყენება კიდევ უფრო აქვეითებს ამ როლს…
    ამ სტატიის დასკვნაც ცალსახაა და უმნიშვნელოვანესი : სამედიცინო პერსონალმა დოლბანდის ნიღბები არ უნდა ატაროს!
    ჩემგან კიდევ დავამატებ. ამ და სხვა სტატიების გაცნობის შემდეგ. ეს, და სხვა მსგავსი შედეგები ეყრდნობა ეპიდემიის არ არსებობის დროს ჩატარებულ კვლევებს. ვირუსული, მით უმეტეს SARS -Cov2 ინფექციის დროს სამედიცინო პერსონალის მიერ დოლბანდის პირბადეების ტარება მეცნიერულად სრულიად გაუმართლებელი, დაუშვებელი და უბრალოდ საშიშია!
    ვიმეორებ, სწორად რომ იქნას გაგებული, სამედიცინო პერსონალს ეხება ეს დასკვნა, სამედიცინოს!
    სხვამ, ჩვეულებრივმა მოქალაქემ, ატაროს, თუ სხვა არ აქვს. გარკვეულად შეიძლება დაიცვას საკუთარი თავი და სხვაც. მაგრამ სახელმწიფოს მიერ მსგავსი პირბადეების წარმოება არანაირად არ არის გამართლებული. უპირველეს ყოვლისა მეცნიერული თვალსაზრისით. თუ მის გამოყენებას ერთჯერადად აპირებენ, ყველა ვარიანტში უარესია ნამდვილად ერთჯერადზე და ის ფინანსები რაც ამის “შესაქმნელად“ გამოიყო სჯობს ერთჯერადის შესასყიდად დაიხარჯოს.
    ვიცი, რომ ამ სტატუსზეც იქნება კრიტიკა. ხოდა, კრიტიკოსებს ვთხოვ, პირდაპირ BMJ ს მისწერონ.“– წერს რევაზ ბოჭორიშვილი.
  • “ივანიშვილმა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და  დაიმალა როგორც წრუწუნა, მათხოვარი და მშიშარა“–ლევან ბერძენიშვილი

    “ივანიშვილმა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და დაიმალა როგორც წრუწუნა, მათხოვარი და მშიშარა“–ლევან ბერძენიშვილი

    რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ფონოდში 100 მილიონი ლარის ჩარიცხვის შესახებ მთავარ არხზე, ნიკა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. წამყვანმა მას დაუსვა კითხვა, რატომ გაიმეტა ივანიშვილმა ეპიდემიასთან საბრძოლველად მხოლოდ 100 მილიონი ლარი, ანუ დაახლოებით 30 მილიონი დოლარი, როცა პიკასოს ნამუშევარში – დორა მაარი კატით რამდენიმე წლის წინ სამჯერ მეტი –  95 მილიონი დოლარი გადაიხადა.

    ბერძენიშვილის აზრით თანხაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ივანიშვილი თავის ხალხს დაემალა:

    “ჩვენ გვერჩივნა სანამ 100 მილიონს გადაიხდიდა ერთხელ მაინც გამოჩენილიყო და თანაგრძნობა ეთქვა თავისი ხალხისთვის, რომ აგერ ვარ, ნუ გეშინიათ. საქმე ის გახლავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს რომ გაუჭირდა მაშინ გამოჩნდა, კლიპებში ჩაენაცვლა და ბილბორდებზე ჩაენაცვლა, და ახლა ქართველი ხალხი დაიკიდა ფეხზე და საერთოდ დაიმალა როგორც წრუწუნა. მათხოვარი და მშიშარა, წიწოლა ეს გაქცეული ბრძოლიდან ადამიანი. სამარცხვინოა და რა ასი მილიონი უშველის ამას ახლა . ჯობს სიცოცხლეს ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო რუსთაველმა თქვა. განსაცდელისთვის თქვა, მძიმე დღეებისთვის თქვა, ესეიგი ის უფრო მძიმე დღეები იყო სალომეს რო არ ირჩევდა ქართველი ხალხი? ასე გაირკვა, ვიდრე ის, როდესაც ეგზისტენციალური არსებობის საფრთხე დგას.

    და ამ დროს მან მოიცალა ხეების გადათრევისთვის. ამაშია საქმე. მას ეყო ზნეობრივი ძალა თუ უძლურება თუ უსინდისობა ამისთვის.

    მომხრეები იტყვიან, რომ ეს ძალიან კარგია, ხეებისთვის, ეს კარგია ეკოლოგიისთვის, ისინი ყველაფერს იტყვიან, მაგრამ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ. მოგეხსენებათ საქართველოს ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა ბოლო ხანებში, როდესაც თურქეთში აღმოჩნდა აშოტ კურაპალატის საფლავი.მე მეგონა რომ საქართველოს ხელისუფლება აშოტ კურაპალატს მიხედავდა და იმას გადმოასვენებდა. არა, ხეები ურჩევნია. ორი კაპიკი დაეხარჯა და ის პატიოსანი კაცი სამშობლოში დაებრუნებინა ეს ხომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვიმა თავის დროზე, როდესაც მას უთხრეს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ფაკულტეტი შეიძლება გაიხსნას, მან თქვა, მერე ეს მე რას მაძლევსო. ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მისი დენდროლოგიური ჩანაფიქრი. დრუიდული სწავლების მიზედვით  რაც უფრო ძველი ხეები გექნება და ჩაეხუტები, მით უფრო დიდხანს იცოცხლებ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და ანახოს თავისი შერცხვენა და ქართველი ხალხის მისგან განდგომა. დიდხანს უნდა იცოცხლოს, რომ ეს დაინახოს და მტკივნეული იყოს მისთვის და ინანოს, რომ კაპიკები ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის და რაც მთავარია სიტყვა ვერ გაიმეტა. თბილი სიტყვა ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის. ვის რად უნდა მაგისი მილიონები, რომლებსაც ყველამ იცის ვინ შეჭამს და ვინ დახარჯავს. “– განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

  • “რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს არის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი“–ეკა კვესიტაძე

    “რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს არის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი“–ეკა კვესიტაძე

    მთავარი არხის წამყვანი, ეკა კვესიტაძე კარანტინის მიუხედაავად ეკლესიებში ხალხმრავლობას და ხელისუფლების პასიურობას ფეისბუქ სტატუსით აფასებს:

    “მეგობრებო, ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რასაც დღეს ეს ხელისუფლება აკეთებს, არის საკუთარი მოქალაქეების და პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. ის ეროვნული წარმოების პირბადეები, რომელიც ერთჯერადი მოხმარებისთვის ექიმებს და ექთნებს დაურიგეს, არის სრულიად უვარგისი და არის ამ ადამიანების გაწირვა მძიმე დაინფიცირებისთვის. ანუ ექიმების დიდი ნაწილი არის სრულიად დაუცველი ვირუსთან საბრძოლველად. ამ ფონზე რელიგიური რიტულების დაშვება არის პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის და მერე ჩვენი მსხვერპლად შეწირვა პოლიტიკური კონიუქტურისთვის. ეს არის წარმოუდგენლად დიდი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც აუცილებლად, აუცილებლად სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ექიმებო, ამოიღეთ ხმა, პირველ რიგში, თქვენი სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ.“– წერს ეკა კვესიტაძე

     

  • “შევხედავ, როგორ შემიძლია ოკეანის შემდეგ პატარა მდინარეში ცხოვრება“–თვითიზოლაციამ თეონა კონტრიძე საქართველოში დაბრუნებაზე დააფიქრა

    “შევხედავ, როგორ შემიძლია ოკეანის შემდეგ პატარა მდინარეში ცხოვრება“–თვითიზოლაციამ თეონა კონტრიძე საქართველოში დაბრუნებაზე დააფიქრა

    როგორ ატარებს თეონა კონტრიძე თვითიზოლაციას: რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა თვითიზოლაციის პერიოდზე, მსოფლიო პანდემიის შესახებ მის მოსაზრებებზე, რუსეთში არსებულ ვითარებაზე მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. ის ამბობს, რომ პროფესიაში გამომუშავებული დისციპლინა ამ პერიოდში ძალიან დაეხმარა. ყოველდღე იღვიძებს 9 საათზე და დღეში 7–დან 9 კილომეტრამდე სახლში სარბენ ბილიკზე დარბის. მისი აზრით დღეს გადარჩენა დისციპლინაშია.

    “მოსკოვი შეშინებულია. ისე არა რა თქმა უნდა, როგორც ევროპა, იმიტომ რომ ეტყობა ჩვენ, საბჭოელებს კიდევ სხვა იმუნიტეტი გვაქვს. არც შიმშილის გვეშინია და არც ავადმყოფობის, ჩვენს გენომში ეს სტრესი იმდენად შესულია, რომ ზემოქმედება ვერ მოახდინა ისეთი სიძლიერით და ისეთი ტემპებით, როგორც ევროპაზე, ვერც შთაბეჭდილება.

    ხვალ იქნება ერთი თვე, რაც კონცერტი არ მქონია.

    15 წლიდან ვმუშაობ და არასდროს ასეთი ფაზა არ მქონია. სქელ წიგნებს დავერიე და დავბდღვენი, საღვთისმეტყველო ლიტერატურას ვკითხულობ იმას, იმას რასაც ვერასოდეს ვერ ვუთმობდი დროს ჩვეულებრივი ყოფის დროს.

    ასკეტიზმი ჩემთვის ძალიან ორგანული ამბავია. ბუდისტები.. ინდუისტები… რა მონასტრებში აღარ ვარ ნაცხოვრები. ჩემთვის სიჩუმე და განცალკევება არ არის პრობლემა. აი, უმუშევრობაა დიდი პრობლემა.

    მე მაქვს დანაზოგი და  უფულობის შიში მაინც არ მაქვს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ყოველთვიურად ჩემს შვიდ ბიჭს, ჩემს მუსიკოსებს გადავურიცხო ფული. და ყველა მომღერალმა, ვისაც აქვს დანაზოგი ეს უნდა გააკეთოს,  იმიტომ რომ ეს არის გადარჩენა. იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ შეიძლება პირში ლუკმა ჩავიდო, როცა ჩემი ბასისტი, ჩემი საქსაფონისტი, რომლებიც ჩემთან არიან 2002 წლიდან და გაიარეს ყველაფერი, ამხელა სიყვარულით, ამხელა პატივისცემით, როგორ შეიძლება ამ დროს მე ისინი დავივიწყო.

    მუსიკოსები და ხელოვანი ადამიანები სპირიტუალური ასპექტით ვუდგებით ამ ყველაფერს, სხვა ვერტიკალში ვართ და გამომდინარე აქედან ვხვდებით, რომ ეს არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური და ფარმაცევტული ომი. ეს არის სპირიტუალური ფრონოტი და ყველა ამას ძალიან კარგად ვხვდებით. ჩვენ მზად ვართ ამისთვის.

    მე როგორც მუსიკოსი და არა მარტო მუსიკოსი, არამედ პროდიუსერი ვეტყოდი ჩემს კოლეგებს, რომ როგორც გული მიგრძნობს მომავალი არის პატარა ფორმის. პატარა ფორმაში გადავალთ ალბათ უფრო. ალბათ უფრო გაიხსნება ხელოვანი, რამეთუ  ფული არ იქნება ფიზიკურად რაღაც დიდი პერიოდი. ამიტომა ტვინი იფიქრებს სხვა მიმართულებით.

    ჩვენ ძალიან გავთამამდით ივენთებით. მე მთლიანად გადავინაცვლე ივენთ ბიზნესში ჩემზე ბეტ მიდლერმა უფრო დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე უიტნი ჰიუსტონმა. მე მომღერალ კომიკად უფრო ვგრძნობ თავს, ვიდრე რაღაცა , ჯაზის და სოულის შემსრულებლად, ეს მე აღარ მაინტერესებს. მე კაბარე ვარ.

    სულ მინდოდა რომ ჩემი კაბარე მქონოდა და დადგება ახლა ალბათ ის დრო, როდესაც ჩვენ დავიწყებთ კაბარეზე ფიქრს, იმიტომ რომ პოსტმოდერნიზმი იმარჯვებს. ექნება დიდი ადგილი ცინიზმს, პოლიტიკურ სატირას.

    რაღაც იბადება ისეთი, რაც ერთის მხრივ საშიშია ბევრისთვის და მეორეს მხრივ დაბრიდავს ბევრ რამეს, რაც აქამდე უნდა მომკვდარიყო.

    გემოვნების მხრივ უკეთესობისკენ წავალთ. როდესაც ფული აღარ იქნება. რაც ნაკლები ფულია ქვეყანაში, მით უფრო მეტი გემოვნებაა.

    როდესაც ფული გეგულება, ფიქრობ იმაზე ის ფული როგორ ჩაიგდო ხელში და შენს რეპერტუარსაც და შენს ქმედებასაც ადაპტაციას უკეთებ. და როდესც ფული ფიზიკურად არ არის, შენ ფიქრობ შენს რესურსზე და იმაზე, რა გინდა, იმიტომ რომ ფული მაინც არ არის.

    ყველაზე დიდი ბედნიერება რუსეთის ცხოვრებაში რაც მოხდა, მოხდა ის, რომ ბარელი დავარდა, დაენარცხა, დედა ეტირა.რუსეთი  ყოველთვის ბუნებრივ რესურსზე იყო დამოკიდებული, რუსეთს ღმერთმა მისცა ყველაფერი გემოვნების გარდა. საქართველოს არაფერი არ მისცა გემოვნების გარდა.

    ერთი თვის განმავლობაში რაზეც ვფიქრობთ მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები არის საქართველოში წამოსვლა. ყოველთვის ვფიქრობდით, მაგრამ როდის დადგებოდა დრო არ ვიცოდით.

    მე ჩემი ინტელექტუალური ინვესტიცია, ჩემი გამოცდილება, ყველაფერი, რაც დაგროვილი მაქვს მინდა რომ საქართველოს მოვახმარო, მინდა რომ გადავცე ხალხს რაც მე ვიცი.

    გაიხსნას საზღვრები, დავფიქრდეთ მაგ თემაზე როგორ შემოვძვრეთ, იმიტომ რომ ჯერჯერობით პროგნოზები ცუდია მაგ თემაზე, საზღვრების გახსნაზე და ჩვენ დავიძვრებით და შევხედავ, როგორ შემიძლია ოკეანის შემდეგ პატარა მდინარეში ცხოვრება. ძალიან გადაჩვეული ვარ, ჩვიდმეტი წლიდან წასული ვარ ბაბილონში.“– ამბობს თეონა კონტრიძე.

  • ამერიკელმა ექიმებმა პაციენტების გასამხნევებლად  სპეცტანსაცმელზე საკუთარი მომღიმარი ფოტოები დაიმაგრეს

    ამერიკელმა ექიმებმა პაციენტების გასამხნევებლად  სპეცტანსაცმელზე საკუთარი მომღიმარი ფოტოები დაიმაგრეს

    ჰოსპიტალში მოხვედრილი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები ხშირად საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, შეშინებულები არიან. გარდა იმისა, რომ ახლობელ ადამიანებთან კონტაქტი არ აქვთ, საავადმყოფოს მედპერსონალის სახეებსაც კი ვერ ხედავენ – ისინი სპეციალურ ნიღბებში, სპეცტანსაცმელში, ქუდებში და სხვა დამცავ საშუალებებში არიან დამალული, რაც პაციენტებს კიდევ უფრო თრგუნავს.

    რესპირატორულმა თერაპევტმა, რობერტო როდრიგესმა სან დიეგოს სქრიფს მერსის ჰოსპიტალიდან საკუთარი მომღიმარი ფოტოს ლამინირება გააკეთა და  მკერდზე დაიმაგრა. ამით სცადა პაციენტები კარგ ხასიათზე დაეყენებინა. საკუთარი იდეა მან ინსტაგრამზე გააზიარა და მოწონებაც დაიმსახურა:

    “დამამშვიდებელი ღიმილი შეშინებული პაციენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც გავაკეთე ჩემი უზარმაზარი ლამინირებული ბეიჯი ჩემი სამედიცინო ფორმისთვის. ასე რომ, ჩემს პაციენტებს შეუძლიათ დაინახონ ჩემი დამამშვიდებელი და გამამხნევებელი ღიმილი“–დაწერა მან.

    როდრიგესის იდეამ სხვა მედიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. ლოს ანჯელესის საავადმყოფოს ექთანმა, დერეკ დე ვოლტმა და მისმა კოლეგებმა იდეას შესანიშნავი უწოდეს და კოლეგას მიბაძეს.

    “კორონავირუსით დაავადებული პაციენტები ჰოსპიტალში სრულიად მარტო არიან. მნახველები მათთან არ დაიშვებიან. სამედიცინო პერსონალი კი თავიდან ბოლომდე შეფუთულია დამცავ საშუალებელში. როცა პაციენტი ხედავს, ვინ იმალება ნიღბების უკან უფრო მშვიდდება ამ მძიმე და სტრესით სავსე პერიოდში“– უთხრა მან სიენენს.

  • “ინფორმაციის ადრეული გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას,”-საუთჰემპტონის უნივერსიტეტი

    “ინფორმაციის ადრეული გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას,”-საუთჰემპტონის უნივერსიტეტი

    რატომ ვერ შეიტყო მსოფლიომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ გაცილებით ადრე? ამ საკითხზე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მსჯელობს და მიმდინარეობს კვლევა. სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ გაცილებით ადრე შეიტყობდა, COVID-19-ის გავრცელების მასშტაბები გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

    საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, ვირუსის გავრცელების ექფექტური შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე იქნებდა ხელმისაწვდომი.

    “უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თუ მსოფლიო ვირუსის შესახებ ინფორმაციას ერთი, ორი ან სამი კვირით ადრე შეიტყობდა, შესაძლებელი იქნებოდა დაინფიცირების მაჩვენებლის 66, 86 ან სულაც 95%-ით შემცირება. ინფორმაციის ადრეულ პერიოდში გავრცელება მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ვირუსის გეოგრაფიულ გავრცელებას. იმ შემთხვევაში თუ ვირუსის შესახებ ინფორმაცია დაგვიანდებოდა ერთი, ორი ან სამი კვირის განმავლობაში, დღეს მონაცემები 3-ჯერ, 7-ჯერ ან 18-ჯერ მეტი იქნებოდა,”- წერია კვლევაში, რომელსაც ბრიტანული, საუთემპტონის უნივერსიტეტი ვებგვერდზე ავრცელებს.

    ამ დროისთვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის 1 800 000–მდე დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 100 000 გადააჭარბა.

    ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის ეპიცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებია – ქვეყანაში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

    163 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა ესპანეთში, იტალიაში კი 152 000. საფრანგეთში, ამ დროისთვის, 129 000 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გერმიანიაში კი 124 000.

    ამ დრომდე, ახალი კორონავირუსის შესახებ ოფიციალური მონაცემები არ არსებობს ჩრდილოეთ კორეიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, ვანუატუდან, სამოადან, კირიბატადან, ნაურუდან და კიდევ 20-მდე სხვა ქვეყანიდან.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “გამოსავალი მოიძებნება“– ინდოელმა ბიჭმა მსოფლიო პანდემია და მისი ვადები რამდენიმე თვით ადრე იწინასწარმეტყველა

    “გამოსავალი მოიძებნება“– ინდოელმა ბიჭმა მსოფლიო პანდემია და მისი ვადები რამდენიმე თვით ადრე იწინასწარმეტყველა

    14 წლის ინდოელმა ასტროლოგმა ბიჭმა, აბიგიამ 2019 წლის 22 აგვისტოს მის იუთუბის არხზე ატვირთა ვიდეო სახელწოდებით სასტიკი საფრთხე მსოფლიოსთვის 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის აპრილამდე. ვიდეოში ახალგაზრდა ინდოელი ასტროლოგი ბევრ საკითხზე საუბრობს, ამავე დროს  ამბობს,  რომ 2020 წელს ბიოლოგიური ომი მოხდება. თინეიჯერი ასევე წინასწარმეტყველებს, რომ საავტომობილო ინდუსტრია 2020 წელს სერიოზულად დაზარალდება.

    “ამ ვიდეოში მინდა მოგიყვეთ საფრთხის შესახებ , რომელიც ემუქრება დედამიწას დროით ჩარჩოში – 2019 წლის ნოემბერსა და 2020 წლის აპრილს შორის. მინდა მოგიყვეთ მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ამ წინასწარმეტყველებას ვაკეთებ ასტროლოგიის დახმარებით რომელიც ციური სხეულების მოძრაობას და ურთიერთმდებარეობას შეისწავლის.

    სავარაუდოდ კრიზისის კულმინაცია 31 მარტი გახდება, ჩინეთში სერიოზული დაძაბულობა იქნება.

    ვიეტნამი, ჩრდილოეთ კორეა, პაკისტანი , აშშ, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, საუდის არაბეთი. მდიდარი და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა დანგრეულია, ბევრი ადამიანის ცხოვრება ძალიან შეიცვლება. ეს გლობალური კარმის ანარეკლია და ის არასერიოზულად არ უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, პლანეტები არ აპირებენ ჩვენს მოკვლას და განადგურებას: 29 მაისს პლანეტარული ღერძი იცვლება და მსოფლიოში სიტუაცია გამოსწორდება. მე მჯერა, რომ ყველაფრიდან მოიძებნება გამოსავალი, თუმცა ადამიანებს დიდი ძალისხმევა დაჭირდებათ მის მოსაძებნად.“ – თქვა ბიჭმა.

    ვიდეოსთვის თავიდან ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ კორონავირუსის შესახებ არ გახდა ცნობილი, რომელმაც მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. ებიგიას ვიდეოს ყურების შემდეგ ბევრი ირწმუნება, რომ ახალგაზრდა ასტროლოგმა სწორედ კორონავირუსის ეპიდემია იწინასწარმეტყველა. ვიდეო ინტერნეტში ვირუსული გახდა, ბიჭის პოპულარობა კი იმდენად გაზარდა, რომ დასავლეთის ქვეყნებსაც მიაღწია.

    ამის შემდეგ ბიჭმა კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ მსოფლიო მომსწრე გახდება იმის, რომ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში გამწვავების შემდეგ 29 მაისისთვის კორონავირუსის ეპიდემია დასრულდება.

    რამდენიმე დღეში კი მან მესამე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს 2020-2021 წლების წინასწარმეტყველებას მიუძღვნა, თუმცა ამ ვიდეოში მანამდელი წინასწარმეტყველების კორექტირებაც მოახდინა და თქვა, რომ 29 მაისს კორონავირუსი კი არ დასრულდება, არამედ შემცირებას დაიწყებს, რაც არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც ამ დღეს დასრულდება და ბევრმა მისი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

     

     

     

     

     

     

     

     

     

  • “სუპერმდიდარი სელებრითები სასახლეებიდან მოგვიწოდებენ შინ დავრჩეთ“–სალომე ასათიანი პანდემიაზე და სოციალურ უთანასწორობაზე

    “სუპერმდიდარი სელებრითები სასახლეებიდან მოგვიწოდებენ შინ დავრჩეთ“–სალომე ასათიანი პანდემიაზე და სოციალურ უთანასწორობაზე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, სალომე ასათიანი სოციალურ უთანასწორობაზე წერს, რომელიც პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის და თვითიზოლაციის ფონზეადამიანებს კიდევ უფრო უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს .

    “მოვა დრო და ამ “დარჩი სახლში” ლოზუნგს რომელიმე სოციოლოგი აუცილებლად გამოიყენებს მძვინვარე უთანასწორობის და უსამართლობის გასაანალიზებლად. ინტერნეტი წაიღო სუპერმდიდარი “სელებრითების” ვიდეოებმა, რომელიმე ოკეანის ხედის ფონზე, სასახლეებიდან რომ მოგვიწოდებენ შინ დავრჩეთ და საკუთარ თავს მედიტაციურად ჩავუღრმავდეთ სიმშვიდის და “ცენტრის” მოსაპოვებლად. საშუალო კლასი – ვისაც გაუმართლა და სამსახური ჯერ კიდევ აქვს – ბინებშია გამოკეტილი, სტრესში, და დაძაბულად ცდილობს ზუმში შეხვედრების, იმეილების თუ ანგარიშების წერის შეთავსებას ენერგიული ბავშვების მოვლასთან და სახლის საქმესთან. “დაბალი” სოციალური კლასები კი სახლებში ვერ რჩებიან, რადგან მათ გარეშე მართლა ყველაფერი გაჩერდება. ექთნები, სანიტრები, დამლაგებლები, ხაბაზები, მუშები, მტვირთავები, გამყიდველები, აფთიაქარები მიზერულ ხელფასზე მუშაობას აგრძელებენ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვის ფასად. მართლა სევდიანია ეს ყველაფერი. თან სოციოლოგი კი დაწერს, მაგრამ შრომის დაფასება და უსამართლო გადანაწილება არ შეიცვლება, არც პანდემიის დასრულების მერე.“– წერს სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში.

     

  • ემოციური ფოტო: ექიმების წყვილი ერთმანეთს დამცავი ნიღბებით ეფერება

    ემოციური ფოტო: ექიმების წყვილი ერთმანეთს დამცავი ნიღბებით ეფერება

    ინტერნეტში სწრაფად გახდა პოპულარული ფოტო, რომელიც ტვიტერზე ინდოელმა სუდჰა რამენმა გამოაქვეყნა. ფოტო ერთ–ერთ საავადმყოფოშია გადაღებული და ექიმების წყვილის ემოციებს ასახავს, რომლებიც დამცავ სამოსში და ნიღბებში არიან გამოწყობილი. სუდჰა რამენმა ეს ფოტო იმ ადამანების თავდადების ხაზგასასმელად გამოაქვეყნა, ვინც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზეეა.

    “მიესალმეთ მთელ მსოფლიოში სამედიცინო პერსონალს. ეს არის წყვილის ფოტო, რომელიც დღე და ღამე მუშაობს კოვიდ 19–თან გასამკლავებლად. ეს ფოტო ბევრზე მეტყველებს. მათ შეუძლიათ ერთმანეთს მხლოდ დამცავი ნიღბებით შეეხონ.“– წერს ის ტვიტერზე.

  • თამაზ კერესელიძე – კაცი WHO-ს უმაღლესი ორდენით რომელმაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება დაამარცხა

    თამაზ კერესელიძე – კაცი WHO-ს უმაღლესი ორდენით რომელმაც კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დაავადება დაამარცხა

    დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე  ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

    თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ამ სკოლის შექმნაში, ერთ-ერთი გახლავთ ბ-ნი თამაზ კერესელიძე, რომლის აღზრდილებიც დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალური და სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებენ საქართველოს მოსახლეობას.

    თამაზ კერესელიძე, ქართველი მიკრობიოლოგი ერთ-ერთი იმ მეცნიერთაგანი იყო, რომელთაც მსოფლიო „ყვავილის“ ეპიდემიისგან იხსნეს. სწორედ  თამაზ კერესელიძის სტუდენტები არიან დღეს იმუნოლოგები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიას ებრძვიან.

    თამაზ კერესელიძე, კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია და რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატად

    ბ-ნი თამაზი წყნარი, კითხვის მოყვარული, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა. განსაკუთრებით მუსიკა, მხატვრობა და ტექნიკური დისციპლინები ჰყვარებია. მისი აბსოლუტური სმენა და ბრწყინვალე მეხსიერება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ ასტახიშვილს და ნიჭიერი მოზარდი თავისთან, ვიოლინოს კლასში ჩურიცხავს.

    რატომ არ გახდა თამაზ კერესელიძე მევიოლინე და როგორ ამოყო მან თავი მედიცინაში?

    „– იმ დროს ვიოლინოთი მოსიარულე ვაჟს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და თავმოყვარე თამაზმა, სამწუხაროდ, მუსიკაზე სიარულს თავი დაანება, მაგრამ მუსიკის სიყვარული სამუდამოდ გაჰყვა. ზეპირად იცოდა უამრავი ნაწარმოები, შეეძლო ერთხელ მოსმენილი ოპერის თავიდან ბოლომდე გამეორება… ომის მძიმე წლებში თამაზი და მისი თანაკურსელი, შემდგომ – ონკოცენტრის დირექტორი, ცნობილი რადიოლოგი რევაზ ვეფხვაძე, მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ბილეთებით შედიოდნენ ოპერის თეატრში – თან მუსიკას უსმენდნენ და თან თბებოდნენ…

    თამაზს ხატვის ნიჭიც ჰქონდა. პატარაობისას პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა, რომლებსაც თვითონვე ასურათებდა. მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს და დამოუკიდებლად ეუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ხატვის სიყვარულიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მიუხედავად მოუცლელობისა, სიამოვნებით ხატავდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოუწია მუშაობა, აკეთებდა ესკიზებს და შემდეგ, თავისუფალ დროს, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ახლაც ამშვენებს ჩვენი და ჩვენი შვილების სახლის კედლებს. ეს ნახატები ჩვენთვის თამაზის მიერ დატოვებული ძვირფასი რელიკვიაა, ხოლო პროფესიონალი მხატვრები მათ საკმაოდ სერიოზულ ნამუშევრებად მიიჩნევენ. – იხსენებს ბ-ნი თამაზის მეუღლე ქ-ნი ნინო კერესელიძე (ჟურნალ ავერსი N136)“

    საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სსრკ-ს – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

    ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის თამაზ კერესელიძემ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

    მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1980 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

    1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

    1985 წელს თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს, ხოლო 1992 წელს საქართველო ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს ბატონი თამაზი დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანმრტელობის  მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 1995 წელს ის სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

    წყარო: doctrina.ge