Category: სხვადასხვა

  • Covid19-ით ინფიცირებულებს შორის მწეველების რიცხვი მინიმალურია. მეცნიერები “ნიკოტინის ეფექტის “კვლევას იწყებენ

    Covid19-ით ინფიცირებულებს შორის მწეველების რიცხვი მინიმალურია. მეცნიერები “ნიკოტინის ეფექტის “კვლევას იწყებენ

    კორონას მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინს მისგან დამცავი ეფექტი აქვს.

    აქამდე მწეველები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფად ითვლებოდა კორონავირუსისთვის. თუმცა ახალი კორონავირუსის კვლევისას ფრანგმა მეცნიერებმა ნიკოტინის პოტენციური დამცავი ეფექტი დაადგინეს.

    ფრანგული და არა მხოლოდ ფრანგული მედია მსოფლიოს ცნობილი ნეირობილოგების ჰიპოთეზას აქვეყნებს, რომელიც მალე კლინიკული კვლევების საგნად უნდა იქცეს. იმის დასადგენად, მოქმედებს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსის წინააღმდეგ. პაციენტებს ნიკოტინის წვეთები და პლასტირები დაენიშნათ.

    ვარაუდი ეფუძნება მწეველთა მცირე რაოდენობას Covid19-ით დაინფიცირებულთა შორის, რომლის შესახებ მთელ მსოფლიოში რამდენიმე სხვადასხვა კვლევა იუწყება. ეს მაჩვენებელი 1.4–დან 12%–მდე შეადგენს. პარიზის საავადმყოფო La Pitié-Salpêtrière–ში მალე ნიკოტინების პლასტირების პროფილაქტიკური და თერაპევტული ეფექტის შესწავლას დაიწყებენ.

    ბლოკავს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსს?

    საფრანგეთში ჩატარებული ახალი კვლევა უფრო ზუსტ სურათს იძლევა.Covid19 -ით დაინფიცირებული 500 პაციენტიდან, რომელთაგან 350 პაციენტი მკურნალობას სტაციონარში გადიოდა, 150 კი შედარებით მსუბუქი სიმპტომებით სახლში მკურნალობდა, მხოლოდ 5% იყო მწეველი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მსუბუქი პაციენტებიდან კი მეტნაკლებად ყველა მწეველი აღმოჩნდა. კვლევის ავტორი, შინაგანი დაავადებების პროფესორი ზახირ ამურა ამბობს, რომ კრონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში 80%–ით ნაკლები მწეველია, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის მოსახლეობაში.

    აღსანიშნავია ისიც რომ დაკვირვება ხდებოდა  ციხისა და ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტებზეც  რომლებიც საკმაოდ ბევრ ნიკოტინსა და ალკოჰოლურ სასმელს იღებენ და დადგინდა რომ  მათ Covid19 ნაკლებად შეეხო.

    რა არის ისეთი თამბაქოში, რაც ორგანიზმს კრონავირუსისგან იცავს:

    “ჰიპოთეზა იმაში მდგმარეობს, რომ ნიკოტინი უჯრედულ რეცეპტორებს ეწებება, რომლებსაც კორონავირუსი იყენებს, და ამგვარად მათზე ვირუსის დამაგრებას უშლის ხელს.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ვერ ახერხებს უჯრედში შეღწევას და ორგანიზმში გავრცელებას.“– ამბობს საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის და კოლეჯ დე ფრანსის პროფესორი, ჟან პიერ შონჟუ.

    პროფესორ ამურის თქმით, დაგეგმილ კვლევაში, ნიკოტინის პლასტირების სხვადასხვა დოზას გამოიყენებენ, რათა გაარკვიონ, მაგალითად შეიძლება თუ არა ამ პლასტირებით ექთნების და პაციენტების პროფილაქტიკა, დაცვა და სიმპტომების შემსუბუქება.

    ის ფაქტი, რომ ზემოთხსენებული უჯრედული რეცეპტორი ვირუსის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს, ასევე გამოდგება კორონავირუსის სიმპტომების მრავალფროვნების, მათ შორის ყნოსვის დაკარგვის და ნევროლოგიური დარღვევების ასახსნელად.

    თუმცა, საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრს, ოლივიე ვერანს ამ კვლევისთვის ჯერ მწვანე შუქი არ აუნთია.

    მეცნიერები რთულ მდგომარეობაში არიან – კორონავირუსის გამო მათ შესაძლოა ნიკოტინის რეკლამირება მოუწიოთ, რაც მსოფლიოში დამკვიდრებულ ანტინიკოტინურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

    ,,ეს ყველაფერი რისკი / სარგებელიანობის საკითხია”, ამბობენ მკვლევარები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი არ შეიძლება იყოს ერთადერთი ნივთიერება, რომელიც აქტიურ როლს თამაშობს უჯრედულ რეცეპტორებზე, და, შესაბამისად, ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას. ანალოგიურ ბიოლოგიურ პრინციპზე დაყრდნობით ივერმექტინს, პარაზიტების საწინააღმდეგო საშუალებას, შეიძლება იგივე თვისებები ჰქონდეს, მაგრამ ამას ჯერჯერობით დამტკიცება სჭირდება.

    მკვლევარების თქმით  მათი აღმოჩენა იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები თამბაქოს მაღაზიებს მიაწყდნენ. მოწევა რომ ზოგადად ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მეცნიერები კიდევ ერთხელ გვახსენებენ.

  • იმის გამო რომ ესიამოვნა, იყო სადღაც, თვითონ გაეწერა, მისი დედა კვდება რეანიმაციაში – რატიანი პაციენტის შვილზე

    იმის გამო რომ ესიამოვნა, იყო სადღაც, თვითონ გაეწერა, მისი დედა კვდება რეანიმაციაში – რატიანი პაციენტის შვილზე

    პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში ჰყავთ პაციენტი, რომელიც იმიტომ კვდება რეანიმაციაში, რომ მისი შვილი ,,იყო სადღაც, რომ თვითონ ესიამოვნა”.

    „გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში.

    ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდნეთ სახლში. წავიკითხოთ წაუკითხავი წიგნები და გავერთოთ ამითი”,- განაცხადა ლევან რატიანმა ,,პალიტრანიუსის” სპეცპროექტ COVID-19-ის ეთერში.

  • “ყველა ვტიროდით“– ექთნის ისტორია, რომელმაც მომაკვდავ პაციენტს პალატაში ქორწილი მოუწყო

    “ყველა ვტიროდით“– ექთნის ისტორია, რომელმაც მომაკვდავ პაციენტს პალატაში ქორწილი მოუწყო

    20 აპრილს ახალგაზრდა მედდა, სოფი ბრაიანტ მაილზი დასავლეთ იორკშირის საგრაფოს ქალაქ ბრედფორდის საავადმყოფოში თავის პირველ ღამის მორიგეობაზე მივიდა.

    ცვლის გადაბარებისას გაიგო, რომ განყოფილებაში უამრავი სამედიცინო პრობლემით დატვირთული ახალგაზრდა კაცი იწვა, რომელსაც სავარაუდოდ Covid 19–იც ჰქონდა. მას უთხრეს, რომ კაცი სავარაუდოდ ვერ გადარჩებოდა და საავადმყოფო მისთვის პალიატიურ დახმარებას ახორციელებდა.

    მისი საწოლის სიახლოვეს სოფიმ დაინახა ქალი სრული დამცავი ეკიპირებით: ნიღბით, ხელთათმანებით, სპეციალური წინსაფრით, თვალებზე გამჭვირვალე დამცავი ეკრანით.

    ქალი ავადმყოფის საცოლე აღმოჩნდა. ისინი უკვე 15 წელი ერთად იყვნენ, შეეძინათ ქალიშვილი, თუმცა დაქორწინებას თავი ვერ მოაბეს – ხან ფული არ ქონდათ, ხან დრო.

    სიტუაცია სულისშემძვრელი იყო და სოფიმ გადაწყვეტილება მიიღო: მან საავადმყოფოს კაპელანს, ჯო ფილდერს დაუძახა და კითხა, შეეძლო თუ არა წყვილი დაუყოვნებლივ დაექორწინებინა.

    ჯომ უთხრა, რომ შეეძლო მხოლოდ საქორწილო ცერემოანიალის საზეიმო ნაწილი ჩაეტარებინა. ამ ქორწინებას კანონიერი ძალა არ ექნებოდა, თუმცა წყვილს შესაძლებლობა ექნებოდა ერთმანეთისთვის ეთქვა საოცნებო სიტყვები “თანახმა ვარ“ და  სიკვდილამდე ერთგულების ფიცი დაედოთ.

    “მოკლედ, რიტუალი ეკლესიის მსგავსი იქნებოდა, თუმცა საავადმყოფოს პირობებში.

    ჯომ უცებ მოიფიქრა და წყვილისთვის ფოლგისგან ბეჭდები დაამზადა, FaceTime-მათ ქალიშვილს დაურეკა, რათა ისიც ვირტუალურად მაინც დასწრებოდა ცერემოანიალს.

    ცერემონია ძალიან ემოციური გამოვიდა. ჯომ წყვილის სახელობითი ბროშურების მომზადებაც მოასწრო სიმღერის ტექსტებით და ლოცვებით, რომლებიც ცერემონიალზე დამსწრეებმა წარმოთქვეს.

    განყოფილების პერსონალი ქორწინების ცერემონიალამდე

    პატარძალი გაგებით მოეკიდა იმას, რომ ექიმების მსგავსად მასაც სრულ დამცავ კოსტუმში მოუწევდა ყოფნა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ყველა სიხარულით ჩაერთო ამ ამბავში.“– ყვება სოფი.

    მისი თქმით,  საავადმყოფოს პერსონალმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქორწილი მაქსიმალურად დამსგავსებოდა ნამდვილს. ტორტიც კი მოახერხეს და პატარა ფოტოსესიაც მოაწყვეს.

    “ქალს მშვენივრად ესმოდა, რომ მის საყვარელ მამაკაცს          რამდენიმე საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. მათ იცოდნენ, რომ ბოლოჯერ აკეთებდნენ რაღაცას ერთად და ეს ძალიან უნდოდათ. ეს მათ ბოლო ერთობლივ მოგონებად დარჩა. ყველა ვტიროდით.“ – ამბობს სოფი.

    “სამედიცინო ჩვენებით ის ღამეს ვერ გადაიტანდა, ამიტომაც ჩავატარე ცერემონიალი, რომელიც ძალიან გავდა ეკლესიაში ქორწინებას – ბეჭდების გაცვლით, ფიცის დადებით და ბევრი სხვა ნიუანსით. პაციენტი მთელი ძალით ცდილობდა სიტყვების წარმოთქმას. ზოგჯერ უჭირდა სუნთქვის პრობლემების გამო. ქალიც ძალიან ცდილობდა, ცრემლები ახრჩობდა, ოჯახის წევრები კი ერთდროულად იცინოდნენ და ტიროდნენ. ეს ყველაფერი დამცავ კოსტუმებში ხდებოდა, რაღაც არარეალური იყო, თუმცა პაციენტი მოკვდა იმ განცდით, რომ მნიშვნელოვანი რამ გააკეთა და მისმა ოჯახმაც იცის, რომ მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან. მისი ცოლიც ძალიან მადლიერია, რომ მიეცა საშუალება ფიცი წარმოეთქვა. გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ადამიანები თავს ღირსეულად გრძნობდნენ ნებისმიერ სიტუაციაში, გრძნობდნენ სიყვარულს და ზრუნვას. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მათი სიყვარულის განმტკიცების შესაძლებლობა მომეცა“– ყვება ჯო ფილდერი.

    ამ ისტორიას ბიბისი აქვეყნებს, თუმცა წყვილის სახელების და გვარების გარეშე. გამოცემა წერს, რომ გარდაცვლილის ცოლი და ქალიშვილი ჯერჯერობით კომენტარისთვის მზად არ არიან, რადგან ჯერ გარდაცვლილი არ დაუკრძალავთ და ტკივილი ძალიან დიდია. თუმცა ისინი ამ ისტორიის გამოქვეყნებას დათანხმდნენ.

     

     

  • საქართველოს პარლამენტი პანდემიის ფონზე.ნახეთ როგორ გამოიყურებოდნენ სხდომაზე ნიღბიანი დეპუტატები(ფოტოები)

    საქართველოს პარლამენტი პანდემიის ფონზე.ნახეთ როგორ გამოიყურებოდნენ სხდომაზე ნიღბიანი დეპუტატები(ფოტოები)

    საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დღევანდელ სხდომას, რომელზეც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცეს, დამცავი ნიღბებით ესწრებოდნენ.  ნიღაბი ეკეთა საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელმაც პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გახანგრლივების პროექტის წარსადგენად პარლამენტში მივიდა. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი პარლამენტარები ნიღბებში:

     

     

     

  • “ზედახორა თვითმფრინავში, არანაირი პირბადე, არანაირი დისტანცირება თბილისის აეროპორტში“–რა ხდებოდა რომი–თბილისის რეისზე

    “ზედახორა თვითმფრინავში, არანაირი პირბადე, არანაირი დისტანცირება თბილისის აეროპორტში“–რა ხდებოდა რომი–თბილისის რეისზე

    სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ასახულია თბილისის აეროპორტი გუშინდელი რომი–თბილისის რეისის ჩამოსვლის შემდგე. ამ რეისმა იტალიიდან საქართველოში იქ დარჩენილი მოქალაქეები ჩამოიყვანა. ფოტოზე ჩანს, რომ მგზავრებს შორის არანაირი დისტანცია და უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის. გუშინ ჩამოსულ მგზავრთა ნაწილი კარანტინში, ნაწილი კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

    “ეს არის ჩვენი საზოგადოება. ამათი შეგნების იმედად არის მთავრობა და მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის რომ სწამთ ამიტომ კიდევ ბევრი წელი ვერ წავალთ წინ. გუშინ შესრულდა რეისი რომი თბილისი. არანაირ დისტანციას არ იცავდნენ თქვენი მოქალაქეები და ბოლოს იტალიელი მებაჟეები ხელით წევდა ხალხ რომ დისტანცია დაეცვათ. ზედახორა თვითმფრინავში, არანაირი ჯვარედინა ჯდომა, არანაირი პირბადე, ერთჯერადი ხელთათმანი არ დაახვედრეს. იყვნენ ეკიპირებული საკუთარი სურვილით და მაღალი შეგნების მქონე მოქალაქეები, რომელიც მგზავრთა 5% ს შეადგენდა. არანაირი დისტანცირება ასევე თბილისის აეროპორტში, რა ფოტოსაც ხედავთ მაგის დასტურია. და აი ახლა 2 თვე კარანტინში მყოფი ადამიანი, რომელიც ჯანმრთელი ჩამოვიდა იტალიიდან თუ დაინფიცირდება ეს მხოლოდ თქვენი ინფანტილიზმის, დაუგეგმავობის, ტყუილების, არაკომპეტენტურობის გამო მოხდება და ვერ გადამირჩებით მერე!!!!“ –წერს ფეისბუქზე მარიკა წულუკიძე.

  • “ხელისუფლება ზეძალაუფლებით ტკბება,  ჩვენც მონებად ქცეულები ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებთ“–არჩილ გამზარდია

    “ხელისუფლება ზეძალაუფლებით ტკბება, ჩვენც მონებად ქცეულები ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებთ“–არჩილ გამზარდია

    საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაში და მკაცრ ზომებში ხელისუფლების ტოტალიტარიზმის გამტკიცების გზას ხედავს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს:

    “ხელისუფლებამ განა არ იცის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, იცის… იცის რომ ნომინალური სასიცოცხლო პირობები დასაბრუნებელია, რომ ავმოქმედდეთ მცირედად მაინც… მაგრამ… მოსწონს ეს ტოტალირიზმი, სრული “მეუფება” ჩვენზე… კარგ “პონტშია”, ვერავინ ეწინააღმდეგება…

    საპატრიარქოს ნუ მიხსენებთ, ძალიან გულუბრყვილო შეხედულებაა, თითქოს ხელისუფლება ემორჩილება, პირიქით, ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს მასაც და მაგრად ხალისობს, როდესაც ჩვენი ყურადღება საპატრიარქოზეა გადატანილი…

    ამასობაში კი… ამასობაში ხელისუფლება ზეძალაუფლებით ტკბება, რასაც უნდა, იმას გვიკეთებს და ჩვენც მონებად ქცეულები ყველაფერს უსიტყვოდ ვასრულებთ.

    ტოტალიტარიზმი უკვე ზღურბლთან კი არ დგას, ნებივრობას იწყებს.“– ამბობს გამზარდია.

  • “მადლობა თქვით, Porn hub–ზე რომ არ გამოჩნდა“– გვარამიას რეაქცია ბერა და ბიძინა ივანიშვილების TikTok ცეკვაზე

    “მადლობა თქვით, Porn hub–ზე რომ არ გამოჩნდა“– გვარამიას რეაქცია ბერა და ბიძინა ივანიშვილების TikTok ცეკვაზე

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ Tiktok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ბერა და ბიძინა ივანიშვილები ცეკვავენ.

    “მადლობა თქვით, Porn hub–ზე რომ არ გამოჩნდა. მაგას მართლა რა შეხედავდა. ისეთი გარეკილი აქვს, მართლა კარგად ვართ კიდე გადარჩენილები. თუმცა რა? ყველაფერი წინაა. კაცმა არ იცის, კიდე რას დაგვანახებს

    ვუმღერეთ “გამოდი, გამოდი” და აჰა, ისიც.
    ასკინკილით გადაგვიარა თავზე ოთხ კედელში გამოკეტილ ცოცხლებსაც და გარდაცვლილების საფლავებსაც. მოკლედ, თავისი მრავალმილიონიანი ვილიდან დაგვცინა და დაგვამცირა, მუდმივი კარანტინი და კორონასა და შიმშილს შორის წანწალი გვისურვა.
    დედამოტყნული სვავია, მორჩა, ვაბრუნებ ეპითეტს ხმარებაში, აღარ მადარდებს შენიშვნები ეთიკაზე. ქვეყნის მტერს და დამაქცევარს ის უნდა დაარქვა, რაც არის.
    ps თან მერამდენე დუბლზე ჩაწერა, ხომ წარმოგიდგენიათ? რამდენი იმეცადინა, “შარვალ-კოსტუმში” გამოიწკიპა, რომ უფრო სოლიდურად დაეცინა.“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

     

  • ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა

    ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა

    ნოდარ მელაძე TV პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ TV პირველის დირექტორი  ინგა გრიგოლია ავრცელებს.

    ,,ნოდარ მელაძე – ჩემი მეგობარი და უკვე დღეიდან ტვ ,,პირველის,, მთავარი პროდუსერი.
    უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი.

    მისი მოსვლა ტვ ,,პირველისთვის,, უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია. არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უკვე ახალი შემართებით”,- წერს გრიგოლია.

    ნოდარ მელაძემ ,,მთავარი არხი” რამდენიმე დღის წინ დატოვა.

  • “თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა“–ზურაბ გურული თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

    “თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა“–ზურაბ გურული თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს პასუხობს, რომელმაც ის გუშინ პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში და ტენდენციური  ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ზურაბ გურულამა მას ფეისბუქზე უპასუხა:

    “ერთი თხოვნა მაქვს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებთან და არამეგობრებთანაც, უბრალოდ პატიოსან კოლეგებთან და პატიოსან ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მკურნალობენ უმსუბუქეს, ასიმპტომატურ პაციენტებს პლაქვენილით თბილისში. ძალიან გთხოვთ, დამიდასტურეთ სახელებით, რომ ეს ხდება. დამიდასტურეთ იმისათვის, რომ უბრალოდ დაიცვათ ადამიანი ცილისწამებისაგან, დაუმსახურებელი შეურაცხყოფისაგან.

    ამ ხნის განმავლობაში არაერთი თქვენთაგანის წერილი მივიღე, სადაც თქვენი თხოვნით ის პრობლემები გავაჟღერე საჯაროდ, რომელთა თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავთ, მაგრამ საოცრად გაშფოთებთ და გაშინებთ.

    ვერ ბედავთ იმიტომ, რომ დასაბუთებულად გეშინიათ შურისძიების, სამსახურის დაკარგვის.
    ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც მე სტატუსი დავწერე, იყო ის, რომ პაციენტები დამეცვა ტოქსიკური პრეპარატის შესაძლო მავნე გავლენისაგან, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი, შეუქცევადი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ.
    იმედია გაბედავთ.

    გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად.

    თუ არა, ამასაც გავიგებ

    რაც შეეხება ბატონ თენგიზ ცერცვაძის უსუსურ პასკვილს.
    ბატონო თენგიზ,

    თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა და თუ რატომ, ეს ჩემზე უკეთ იცით “– წერს ზურაბ გურული.

    შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ ზურაბ გურულის შესახებ ვრცლად ისაუბრა და მას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი:

    “ა.წ. 17 აპრილს ბ-ნმა ზურაბ გურულმა, რომელიც საექიმო მოღვაწეობას აშშ-ში ეწევა, გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კრიტიკულად მოიხსენია საქართველოში მოქმედი კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი და განსაკუთრებით პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება.”

    “ასე მაგალითად ა.წ. 14 აპრილის პოსტში იგი სიტყვა-სიტყვით წერს „კორონაკრიზისმა საოცრად ეფექტური ლუსტრირება მოახდინა არამარტო ქართული პოლიტიკური სპექტრების, არამედ ქვეყნის შიდა ინტელექტუალური პოტენციალის და რაც მთავარია იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიური გახრწნის ხარისხის, ფარისევლობის მიმართულებით. მსოფლიოსათვის კორონა ყველაზე დიდი ეგზისტენციალური გამოწვევაა ამჟამად, საქართველოსათვის კი კორონა მეათეხარისხოვანი პრობლემაა“. ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

    ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო თავს ვიკავებდით პასუხისაგან, მაგრამ ხომ შეიძლება ვიღაცამ მართლა ჩათვალოს, რომ ის რასაც ბ-ნი ზურაბი ამბობს, სიმართლეა. ამიტომ გადავწყიტეთ გვეპასუხა. ამასთან, ჩვენ მხოლოდ ა.წ. 17 აპრილის პოსტზე გავაკეთებთ კომენტარს.

    რასაც ბ-ნი ზურაბი წერს, ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის ჩვეულებრივი დემაგოგია, რომელიც ამასთან არაერთ ფაქტობრივ ტყუილსაც შეიცავს.

    თავის პოსტში ბ-ნი ზურაბი სიტყვა-სიტყვით ამბობს, რომ თითქოს ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის დანიშვნას უსიმპტომო, ჯანმრთელი COVID-19-ით ინფიცირებული პირებისთვის, რომელთა CT (კომპიუტერული ტომოგრამა) ნორმალურია და რომ „ეს აბსოლუტურად მიუღებელია“. ის ასევე ამბობს, რომ პლაქვენილს არავითარ შემთხვევაში არა აქვს საპროფილაქტიკო დანიშნულება და რომ უსიმპტომო COVID-19-ს მკურნალობა არ სჭირდება.

    ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი 100%-ით ფაქტობრივი ტყუილი და გამიზნული დეზინფორმაციაა. ბ-ნი გურული ტყუის და თან უსინდისოდ. კერძოდ:
    ჩვენს პროტოკოლში ძალიან მკაფიოდ და ცალსახად წერია, რომ უსიმპტომო COVID-19-ით პაციენტები პლაქვენილით მკურნალობას არ საჭიროებენ და პლაქვენილი ინიშნება მხოლოდ საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე (კრიტიკული) მიმდინარეობის მქონე COVID-19-ით პაციენტებში და ისიც მკაცრად ექიმის დანიშნულებით. იქვე ასევე ცალსახად წერია, რომ „კატეგორიულად დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება COVID-19-ის საპროფილაქტიკოდ“ და ა.შ.

    ზემოთაღნიშნულის სისწორეში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი მსურველი, ვინც გაეცნობა COVID-19-ის კლინიკური მენეჯმენტის ქართულ პროტოკოლს, რომელიც განთავსებულია ჩვენი ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

    ბუნებრივია ისმება კითხვა – რატომ დასჭირდა ბ-ნ გურულს, რომელმაც იმედი გვაქვს წერა-კითხვა იცის „თეთრზე შავის“ თქმა? ვფიქრობთ, კომენტარი აქაც ზედმეტია.

    ცნობისთვის აშშ-ში, რომელიც საქართველოზე ეკონომიკურად შეუდარებლად უფრო ძლიერი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, ა.წ. 20 აპრილისთვისCOVID-19-ით 770,564 ავადმყოფია და მათგან 41,114 გარდაცვლილი (5,3%),ხოლო საქართველოში COVID-19-ით სულ 399 ავადმყოფია და მათგან მხოლოდ 4 გარდაცვლილი (1%). სხვა გათვლებით აშშ-ში ყოველ მილიონ მოსახლეზე COVID-19ისგან 125 გარდაცვლილი ავადმყოფია,ხოლო საქართველოში ყოველ მილიონ მოსახლეზე – მხოლოდ 1 გარდაცვლილი.

    კიდევ სხვა გათვლით – საქართველოში 4 გარდაცვლილის ასაკი 73, 79, 81 და 86 წელია, მაშინ დროდესაც აშშ-ში ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილთა 20% არის 20-64 წლამდე ასაკის. საინტერესოა, რით ახსნიან ამას ბ-ნი გურული და მისი თანამოაზრეები და ხომ არ სჯობს ბ-ნმა გურულმა თავისი „მდიდარი ცოდნა და გამოცდილება“ იმ ქვეყანაში მაჩვენებლების გაუმჯობესებას მოახმაროს, სადაც ის საქმიანობს.

    აქვე გვინდა ვუპასუხოთ ჩასაფრებული ადამიანების ერთ მოსალოდნელ რეპლიკას: „რა, თქვენ აშშ-ს ედრებით და მასზე უკეთესები ხართ?“ კატეგორიულად არა. აშშ ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყანაა და ჩვენზე უკეთესი ჯანდაცვაც აქვს, მაგრამ კონკრეტულად ჩOVID-19-ის ეპიდემიის საპასუხო ღონისძიებები, მათ შორის დაავადების კლინიკური მენეჯმენტი საქართველოში ბევრად უკეთესია და მთელი მსოფლიო ასე თვლის.

    ცნობისთვის გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy საქართველოს ასახელებს COVID-19-თან ბრძოლაში მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის. საქართველოს მიღწევებს COVID-19-თან ბრძოლაში ცალსახად მაღალ შეფასებებს აძლევენ ჯანმო-ს ხელმძღვანელობა და მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნები და ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები. აშშ-ს და მთელი მსოფლიოს უპირობო ლიდერი – ექსპერტი COVID-19-ის დარგში პროფესორი Aნტჰონყ Fაუცი, რომელთანაც 20 წლის ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ა.წ. 15 აპრილს ჩვენს სახელზე გამოგზავნილ იმეილში სიტყვა-სიტყვით წერს „I ამ პლეასედ ტო სეე ტჰატ Gეორგია ჰას ცონტროლლედ ტჰე ოუტბრეაკ ვერყ წელლ”.

    ახლა რაც შეეხება პლაქვენილის ავკარგიანობას.

    არავის, მათ შორის არც ჩვენ არასდროს უთქვამს, რომ პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ იდეალური საშუალებაა. უბრალოდ, ჩვენც და მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა (შესაძლოა რემდესივირის შემდეგ) იმ 15-ზე მეტ მედიკამენტს შორის, რომელთა კვლევაც მიმდინარეობს და რომლებიც მართალია ვერ უზრუნველყოფენ განკურნებას, მაგრამ ამსუბუქებენ დაავადების მიმდინარეობას და ამცირებენ ლეტალობას. ჩვენს პროტოკოლშიც სიტყვა-სიტყვით ასე წერია. ამასთან ისიც წერია, რომCOVID-19-ის ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.

    ჩვენ პლაქვენილს ჯერ კიდევ ა.წ. თებერვლიდან ვიყენებთ და როგორც შედეგებმა უჩვენა, წარმატებით.ჩვენი არჩევანის სისწორე „მარსელის უსუსური, სასოწარკვეთილი პროტოკოლის“ (ბ-ნი გურულის სიტყვებით) გარდა, დაადასტურა აშშ FDA-ის ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებამ, რომელმაც კვლევაში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია სწორედ პლაქვენილის გამოყენებას მისცა. საინტერესოა, ბ-ნი გურული FDA-საც „უსუსურ“ და „იდეოლოგიურ-ფსიქოლოგიურად გახრწნილ“ ინსტიტუტად მიიჩნევს? აღარაფერს ვამბობთ ბ-ნი ტრამპის ა.წ. 19 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლითაც მან ყველას მოუწოდა COVID-19-ის სამკურნალოდ დაუყოვნებლივ დაეწყოთ პლაქვენილის გამოყენება. მართალია, ბ-ნი ტრამპი ექიმი არ არის, მაგრამ არ გვგონია, რომ მისი მრჩევლები მედიცინის დარგში ბ-ნ გურულზე ნაკლები კომპეტენციის არიან.

    პლაქვენილს ფართოდ იყენებენ აგრეთვე ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, დანია, ჩინეთი, იტალია და ბევრი სხვ.

    რაც შეეხება პლაქვენილის შესაძლო ნაკლებ ეფექტიანობას, ჩვენ ბ-ნ გურულზე არანაკლებად ვიცნობთ იმ კვლევებსაც, რომელთა მიხედვით თითქოს არ დასტურდება პლაქვენილის მაღალი ეფექტი, მაგრამ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები (დადებითიც და უარყოფითიც) პრაქტიკულად ყველა იმ მედიკამენტზე კეთდება, რომელთა კვლევაც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ჩვენ აბსოლუტურად ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ და როგორც კი დაიდება სარწმუნო მონაცემები რომელიმე მედიკამენტის, მაგ. რემდესივირის, ან მკურნალობის რომელიმე ახალი მეთოდის სასარგებლოდ, გვერწმუნეთ საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ სიახლეს დანერგავს და არც პლაქვენილზე უარის თქმა გაგვიჭირდება.

    სხვათაშორის, ჯანმო სწორედ ახლა იწყებს ოთხი მედიკამენტის, მათ შორის რემდესივირის და იგივე პლაქვენილისდიდ მულტიცენტრულ კვლევას (თრიალ), რომელშიც საქართველოც მონაწილეობს და ესეც დაგვეხმარება მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევაში.
    და ბოლოს, ბ-ნი გურულის და მისი თანამოაზრეების საყურადღებოდ.
    საქართველოში ყველა ავადმყოფის მკურნალობა ხდება ინდივიდუალური მიდგომით და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ პლაქვენილის იმედად.

    ჩვენს ცენტრში და მთლიანად ქვეყანაში COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ წარმატებით ვიყენებთ მედიკამენტ ტოცილიზუმაბს (მონოკლონური ანტისხეულები ინტერლეიკინ-6-ის რეცეპტორების წინააღმდეგ). ვიყენებთ პროტეაზას ინჰიბიტორებს(ლოპინავირ/რიტონავირი, დარუნავირ/კობიცისტატი).

    უკვე ვიყენებთ ან ვემზადებით მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების გამოსაყენებლად,როგორიცაა მაგალითად პლაზმაფერეზი, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პირების (კონვალესცენტების) პლაზმა, ოზონოთერაპია და სხვ. ოღონდ ყველაფერს ამას ვაკეთებთ ძალიან ფრთხილად, ყოველმხრივი ანალიზის შემდეგ და FDA-ის და ევროკომისიის ჯანდაცვის და კვების უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

    ახალი მედიკამენტების და მიდგომების დანერგვის პარალელურად, ცენტრი დიდ ყურადღებას უთმობს დაავადების სიმპტომური და დამხმარე თერაპიის მეთოდების და მიდგომების სრულყოფას. ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს მძიმე პაციენტების ოქსიგენოთარეპიის ოპტიმიზაციისათვის ბოლო კვლევების შედეგების გათვალისწინებას. ცენტრი აგრეთვე სერიოზულ ყურადღებას უთმობს COVID-19-ით ავადმყოფებში სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ არსებულ ან მოსალოდნელ დარღვევებს და ამ დარღვევების კორექციას თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ცენტრის გამოცდილებით ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვენესი რგოლია ჩOVID-19-ის პათოგენეზსა და მკურნალობაში.

    ცენტრი ყურადღებით სწავლობს ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ როლს COVID-19-ის პათოგენეზშიდა მის გავლენას დაავადების მიმდინარეობაზე და მისი კორექციის გზებს, აგრეთვე COVID-19-ით პაციენტებში ნევროლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლების და სხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების შემთხვევებს.

    და ბოლოს, ურწმუნოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯანდაცვის სისტემის საქმიანობის ეფექტიანობა დადებული შედეგებით ფასდება. საქართველოში 20 აპრილისათვის სულ 399 COVID-19-ით ავადმყოფია და მათგან მხოლოდ ოთხია გარდაცვლილი. ამ შედეგებით საქართველო ევროპის რეგიონში 53 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა და ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ – ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს.

    ასეთია სიმართლე, რომლისთვისაც თვალის გასწორება ბ-ნ გურულს და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანებს ძალიან უჭირთ.”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

  • “მთავრობას ევალება, რაღაც გეგმა ჰქონდეს და ხალხს რაღაცა აუხსნას. ეტყობა სამაგისო რამე?“–გია ნოდია

    “მთავრობას ევალება, რაღაც გეგმა ჰქონდეს და ხალხს რაღაცა აუხსნას. ეტყობა სამაგისო რამე?“–გია ნოდია

    ექსპერტი გია ნოდია საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს და გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს, რომელიც კორონავირუსის შესაკავებლად ტარდება. მისი თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს, რას აპირებს ხელისუფლება იმისათვის, რომ კარანტინის შედეგად ეკონომიკა და მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს:

    “ბოლო კვირები ვცხოვრობდით აღდგომის მოლოდინში, უფრო სწორად, აღდგომის შიშით. საპატრიარქოს უმსგავსო ქცევამ ეს დღესასწაული მთავარ ეროვნულ საფრთხედ აქვია.
    ახლა თითქოს ამოვისუნთქეთ: წირვებზე ნაკლები ხალხი მივიდა, ვიდრე ველოდით. ეპიდემიის დიდი აფეთქება შეიძლება არც მოხდეს, თუმცა ზუსტად ეს მაინც არ ვიცით.
    ნებისმიერ შეთხვევაში, ეკლესიის თემა ალბათ ასე თუ ისე მეორე პლანზე გადაიწევს. რაც ნიშნავს, რომ მეტი ხალხი დასვამს უბუნებრივეს კითხვას: რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? უკვე ვკითხულობთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში კარანტინის წესები ნელ-ნელა სუსტდება (თუმცა ბოლომდე არსად არ იხსნება). სულ უფრო გაძლიერდება მოლოდინი, რომ ჩვენთანაც აქეთ უნდა წავიდეს საქმე.

    მეორეს მხრივ, თუ ეპიდემიის დასასრული ნიშნავს ვაქცინის შექმნას და შემდეგ მის გლობალურ გავრცელებას, მაშინ ყველაზე ოპტიმისტური სცენარით კიდევ ერთი წელი უნდა ვიყოთ ისე, როგორც ვართ, უფრო რეალისტურით – ორი წელი. ამასობაში პირდაპირი აზრით შიმშილით შეიძლება მეტი ხალხი დაიხოცოს, ვიდრე კორონავირუსით.

    აქამდე შედარებით კარგი შედეგი გვაქვს სავარაუდოდ იმიტომ, რომ მთავრობამ საკმაოდ ადრე შემოიღო მეტად დრაკონული ზომები. მაგრამ ამ ზომების შენარჩუნება მრავალი თვის მანძილზე ძნელადაა წარმოსადგენი. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არის, ბევრი კი უბრალოდ ეკონომიკურად ვერ გაქაჩავს. რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ როდის, როგორ, რამდენად?

    კარგი გამოსავალი არ არსებობს, მაგრამ მთავრობას ევალება, რაღაც გეგმა ჰქონდეს და ხალხს რაღაცა აუხსნას. ეტყობა სამაგისო რამე? მე ვერ შევატყვე. არა მგონია, რომ მხოლოდ ეკლესიასთან მიმართებაში „უტრაკობა“ იყოს მისი ერთადერთი პრობლემა (თუმცა ესეც სერიოზული პრობლემაა).“– ამბობს გია ნოდია.