Category: სხვადასხვა

  • როგორ მოვიქცეთ თუ გვეჩვენება რომ კორონავირუსი  გვაქვს

    როგორ მოვიქცეთ თუ გვეჩვენება რომ კორონავირუსი გვაქვს

    კარგი ამბებით დავიწყოთ: კორონავირუსით დაავადებული ადამიანების უმეტესობას (81%) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები აღენიშნება და ისინი გართულებების გარეშე ახერხებენ გამოჯანმრთელებას.

    დღეისთვის არ არსებობს რომელიმე კონკრეტული წამალი, რომელიც კორონავირუსისგან განგკურნავთ. თუმცა, არსებობს საშუალებები, რომლებიც, დაავადების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, გაგიმარტივებთ კორონავირუსის გადატანას და სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ:

    • სიცხის დამწევი (პარაცეტამოლი) მიიღეთ მხოლოდ მაღალი ტემპერატურის ან/და ტკივილის შემთხვევაში
    • ხველის საწინააღმდეგო წამლები
    • სითხის დიდი რაოდენობით მიღება
    • დასვენება
    • ბოლოს კი ყველაზე მნიშვნელოვანი – დარჩით სახლში და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს!

    თუ მიეკუთვნებით მაღალი რისკის  ჯგუფს: ხართ > 60 წლის, ორსული, რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებელი (მაგ. ჰიპერტენზია, დიაბეტი), გაქვთ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კონტაქტი გქონდათ დაავადებულ პირთან ან იმოგზაურეთ საზღვარგარეთ , აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, რათა განიხილოთ კორონავირუსის ტესტის ჩატარების საჭიროება.

    გასათვალისწინებელია, რომ კორონავირუსის ინფექციის ზუსტად დადგენა ხდება მხოლოდ ლაბორატორიული ტესტით, რადგან სიმპტომურად ის შეიძლება სხვა ტიპის ვირუსებს ჰგავდეს.
    დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვთავაზობს პრევენციულ ღონისძიებებს იმისათვის, რათა დავიცვათ სხვები და შევამციროთ ვირუსის გავრცელება:

    • იყავით თვითიზოლაციაში და იქონიეთ მუდმივი კონტაქტი პირად ექიმთან

     

    • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს (შეგიძლიათ გამოყოთ ოთახი, სადაც მხოლოდ თქვენ იქნებით და თუ შესაძლებელია ისარგებლოთ ცალკე სააბაზანოთი)

     

    • თუ დაინფიცირებული ვერ ახერხებს ნიღბის გამოყენებას, მაგალითად, იმ მიზეზით, რომ უჭირს სუნთქვა, აუცილებელია, დაავადებულის მომვლელმა გაიკეთოს ნიღაბი, ხოლო ოჯახის სხვა წევრები მასთან კონტაქტს მოერიდონ

     

    • ხველისა და ცემინების დროს, ცხვირსა და პირზე აიფარეთ ხელი, ამისათვის გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი

     

    • გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები სულ ცოტა 20 წამის  განმავლობაში

     

    • არ გაუზიაროთ პირადი მოხმარების ნივთები და ჭურჭელი ოჯახის წევრებს

     

    • ხშირად გაწმინდეთ და სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები და ხშირად მოხმარებადი საგნების ზედაპირები

     

    ყურადღებით დააკვირდით თქვენს სიმპტომებს! თუ გრძნობთ, რომ მდგომაროება უარესდება, აუცილებლად წინასწარ დაუკავშირდით ექიმს და შემდგომ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას!

     

    წყარო : covid19info.ge

  • “ყოველთვის სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლებელია“–ანჯელინა ჯოლი შვილებთან გატარებული კარანტინის შესახებ

    “ყოველთვის სიმშვიდის შენარჩუნება შეუძლებელია“–ანჯელინა ჯოლი შვილებთან გატარებული კარანტინის შესახებ

    ბავშვებთან ერთად თვითიოზოლაცია შეიძლება გამდვილ გამოცდად იქცეს ნებისმიერი მშობლისთვის, თუმცა ნუ იქნებით საკუთარი თავის მიმართ მეტისმეტად მკაცრი – მოუწოდებს ყველას ანჯელინა ჯოლი ჟუნალ Time–ის საავტორო სვეტში.

    მსახიობი აღიარებს, რომ შეუძლებელია ყოველთვის შეინარჩუნო გარეგნული სიმშვიდე და მუდმივად იღიმებოდე, როცა სულიერი სიმშვიდე დაკარგული გაქვს:

    “ახლა, პანდემიის აფეთქებისას ვფიქრობ ყველა დედაზე და მამაზე, რომლებიც დროს შვილებთან ატარებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, დააკმაყოფილებენ შვილების ყველა საჭიროებას და თან მშვიდები და პოზიტიურები იქნებიან. ასეთ სიტუაციაში მე იმის გაგება დამეხმარა, რომ ეს შეუძლებელია.“

    ექვსი შვილის დედა ხაზს უსვამს, რომ შვილები არც ელიან მშობლებისგან ასეთ გმირობას:

    “თქვენს შვლებს თქვენი უნაკლობა არც ჭირდებათ. მათ თქვენი გულწრფელობა უნდათ. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტად დაინახავენ ისინი რომ თქვენც მოწყვლადი ხართ, იღლებით და გეშინიათ, მით მეტად მიეცემათ საკუთარი თავის გამოვლენის უფლება და ამით უფრო გაძლიერდებიან მომავალში. მათ თქვენ უყვარხართ და უნდათ დაგეხმარონ“ – ამბობს ვარსკვლავი.

    ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ უკვე გაუზიარა Time–ის მკითხველს საკუთარი აზრი კარანტინის პირობებში ბავშვების აღზრდის შესახებ. მან ყველას მოუწოდა ყურადღება მიაქციონ ეპიდემიის “ფარულ რისკებს“, ანუ ოჯახურ ძალადობას ბავშვების მიმართ და მათი აკადემიური მოსწრების დაქვეითებას სკოლებში.

  • დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. მეცნიერები ხუმრობენ, რომ მას ნიღაბი აქვს

    დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება. მეცნიერები ხუმრობენ, რომ მას ნიღაბი აქვს

    დედამიწას ასტეროიდი  1998 OR2 უახლოვდება, რომლის დიამეტრი კილომეტრ ნახევარია. მეცნიერები ხუმრობენ, რომ დედამიწაზე შექმნილი ვითარების  გამო ასტეროიდმა ნიღაბი გაიკეთა.

    ის მეცნიერებმა 1998 წელს აღმოაჩინეს და ნასას ინფორმაციით პოტენციურად საშიშად ითვლება, რადგან პერიოდულად უახლოვდება დედამიწის ორბიტას. ნასასვე ინფორმაციით ის დედამიწას 29 აპრილს მოუახლოვდება, თუმცა უსაფრთხო დისტანციაზე – 6.2 მილიონი კილომეტრის მანძილით ჩაუვლის.

    პუერტო რიკოში მდებარე ობსერვატორიიის, არესიბოს ასტრონომებმა კოსმოსში მფრინავი ასტეროიდის დაფიქსირება შეძლეს. ისინი ხუმრობენ, რომ ასტეროიდმა დედამიწაზე არსებული პანდემიის შესახებ რომ შეიტყო, ნიღაბი გაიკეთა.

    “ზოგიერთი ტოპოგრაფიული თავისებურება, როგორიც არის ქედები და გორაკები ასტეროიდის ერთ ბოლოში მეცნიერებისთვის საინტერესოა, თუმცა რადგან ახლა ჩვენი აზრები მთლიანად Covid19–ით არის მოცული, როგორც ჩანს 1998 OR2-მაც იზრუნა ნიღაბზე.“– წერს ობსერვატორიის პრესრელიზში მისი მკვლევარი, ანი ვირკი.

    ობსერვატორიის ექსპერტები ასტეროიდებს აკვირდებიან, რომლებიც დედამიწას უახლოვდებიან და ამ მონაცემებს  დედამიწისთვის პოტენციურად საშიში ციური ობიექტების ტრაექტორიების მოდელირებისთვის იყენებენ.

    ამჯერად ასტეროიდი დედამიწას უსაფრთხო მანძილზე ჩაუვლის, მაგრამ მეცნიერთა თქმით შემდეგ ჯერზე რანდევუ უფრო ახლო მანძილზე შედგება. ამიტომაც მნიშვნელოვანია მსგავსი ობიექტების შესწავლა, რათა შემუშავდეს და გაუმჯობესდეს ასეთი საფრთხეების თავიდან აცილების ტექნოლოგიები.

    “2079 წელს ასტეროიდი   1998 OR2 დედამიწასთან 3.5–ჯერ უფრო ახლოს ჩაივლის, ვიდრე წელს. ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი ზუსტი ორბიტა ვიცოდეთ  “– ციტირებს ობსერვატორიის სპეციალისტს, ფლავიან ვენდეტის გამოცემა Huffington Post.

  • ჰოლოკოსტს გადარჩენილი უკანასკნელი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

    ჰოლოკოსტს გადარჩენილი უკანასკნელი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

    ბელგიაში მცხოვრები ენრი კიჩკა უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი იყო, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. ის, 94 წლის ასაკში, კორონავირუსმა იმსხვერპლა.

    ჰენრი კიჩკა 1926 წელს ბრიუსელში დაიბადა. მისი მშობლები საცხოვრებლად ბელგიაში გადავიდნენ, ანტისემიტიზმს რომ გაქცეოდნენ.

    როდესაც ნაცისტურმა გერმანიამ ბელგია დაიპყრო, მათ თავშესაფარი არსად ჰქონდათ, და ძალიან მალე 1942 წელს ტყვედ ჩავარდნენ. ცოტახნის შემდეგ კი ჰენრი კიჩკას  ოჯახის წევრები საკონცენტრაციო ბანაკებში, გაზის კამერაში დახოცეს. თუმცა ჰენრიმ თავის დაღწევა მაინც შეძლო და ბანაკიდან გამოიქცა. ის წარსულის შესახებ არასდროს საუბრობდა.

     

  • 2020–ში კორონავირუსის გარდა მსოფლიოს ბუნებრივი კატაკლიზმები და შიმშილობა ემუქრება. მძიმე პროგნოზები

    2020–ში კორონავირუსის გარდა მსოფლიოს ბუნებრივი კატაკლიზმები და შიმშილობა ემუქრება. მძიმე პროგნოზები

    კორონავირუსის პანდემია ერთადერთი საფრთხე არ არის, რომელიც წელს დედამიწას ემუქრება. 2020 წელს პლანეტაზე ხანძრებს, წყალდიდობას, მოსავლის ნაკლებობას და ჰუმანიტარულ კრიზისს ელიან.  ბუნებრივი კატაკლიზმები ღარიბ ქვეყნებს შიმშილობით, ევროპას და აშშ–ს კი სერიოზული პრობლემებით ემუქრება – გვაფრთხილებენ მეტეოროლოგები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

    მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა, ევროპასა და ამერიკაში კი გვალვები იწყება. გაეროს მონაცემებით ღარიბ ქვეყნებში ასწლეულის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისია მოსალოდნელი. მდიდარ ქვეყნებს კი წყალდიდობა, მწირი მოსავლიანობა და ქარიშხლების სეზონი ემუქრება.

    ნებისმიერ სხვა სიტუაციაში მსოფლიო თავს გაართმევდა კლიმატურ მოვლენებს. თუმცა ამჟამად ყველა რესურსი Covid19-თან ბრძოლისკენ არის მიმართული.

    ექიმებს და მაშველებს ისედაც უამრავი საქმე აქვთ. ბიუჯეტებში კი არცერთი ზედმეტი ცენტი აღარ არის. ფერმერები, ბიზნესი და ტრანსპორტი კარანტინის ხელოვნურ კომაში არიან. და თუ კორონავირუსის პანდემიის დროს უცებ დამანგრეველი ტორნადო, წყალდიდობა ან სიცხეები და ხანძრები დაემთხვა, სიტუაცია შეიძლება კონტროლს ვეღარ დაექვემდებაროს.

    მეზობლების ან საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი ვეღარავის ექნება: სამდიცინო ფორსმაჟორმა ყველა ქვეყანა მოიცვა. ვირუსი რომ არავის დაინდობს, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, გიტა გოპინატმაც განაცხადა.

    ქვეყანას, რომელიც წყალდიდობით, გვალვით ან გრიგალით დაზარალდება, თუნდაც მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის და აღდგენისთვის თანხები ჰქონდს, საჭირო პროდუქტების შეძენა და ტრანსპორტირება ახლა ისე გაურთულდება, როგორც არასდროს. მსოფლიო ვაჭრობა და ტრანსპორტი კორონავირუსით არის შებოჭილი. კორნტეინერმზიდები და მშრალი ტვირთები გაჩერებულია. თვითმფრინავები აღარ დაფრინავს.

    ეპიდემიით შეშინებული ხელისუფლებები წამლების და სურსათის ექსპორტზე აკრძალვებს აწესებენ. ყველაზე მდიდარი, გულუხვი და ღია ქვეყნებიც კი საზღვრებს კეტავენ და საერთო საქმისთვის ფულს ნაკლებად იმეტებენ.

    კორონავირუსმა პლანეტაზე ცხოვრება მთლიანად შეცვალა, თუმცა გავლენა არ მოუხდენია იმაზე, რაც დღემდე პრობლემად რჩება – გლობალურ დათბობაზე, რომელსაც მეცნიერები გახშირებული კატაკლიზმების მიზეზად თვლიან.

    მსოფლიოში დედამიწის კლიმატის შესახებ ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის – National Centers for Environmental Information–ის მიხედვით 2020 წელს პლანეტა რეკორდულად გახურდა: დედამიწაზე დაკვირვების მთელი ისტორიის მანძილზე (1880 წლიდან) საშუალო ტემპერატურიდან ასეთი მკვეთრი გადახრა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში თუ დაფიქსირებულა.

    და ეს მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო კარანტინშია, გაჩერებულია ტრანსპორტი და წარმოება.

    “ჰაერის დაბინძურება ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შედეგად შემცირდა, თუმცა ნახშირმჟავა გაზი ერთ საათში არ გაქრება. დათბობის შედეგები, მაგალითად ზღვის დონის აწევა საუკუნეების მანძილზე საგრძნობი იქნება. პანდემიამ მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდა, კლიმატის ცვლილების შედეგები შევამსუბუქოთ“– ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორი, დანიელი შმიდტი.

    ცვლილებები კი სახეზეა:

    ამ წლის მარტის რეკორდი მხოლოდ 2020 წელს დაფიქსირდა ელ–ნინიოს ფონზე. ეს არის წყნარი ოკეანის ტროპიკებში ტემპერატურის მატების ფენომენი, რომელიც ექსტრემალურ სიცხეს და ზამთარში ყინვებს იწვევს. ამჯერად ელ ნინიოს გარეშეც ზღვები რეკორდულად არის გამთბარი. მსოფლიო ოკეანე მარტში 0.8 გრადუსით უფრო თბილი იყო ამ თვის საშუალო ტემპერატურასთან შედარებით.

    რაც უფრო თბილია ოკეანე, მით უფრო ძლიერი ქარიშხლების ფორმირება ხდება მასში. მსხვილი ეკონომიკებიდან ყველაზე დიდ ზარალს ქარიშხლები აშშ–ს მიაყენებს, რომელიც კორონავირუსით ისედაც სერიოზულად  დაზარალდა. ქარიშხლების სეზონი აშშ–ში ივნისში იწყება.

    გარდა ამისა, გამთბარი ზღვების თავზე უფრო აქტიურად წვიმს, ვიდრე გრილ ხმელეთზე, რაც კონტინენტებს წვიმის გარეშე ტოვებს და გვალვას იწევს. მაგალითად, ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში მომატებული ტემპერატურა ავსტრალიაში გვალვიან ზაფხულს და ხანძრებს გამოიწვევს.

    გლობალური დათბობა საშიშია არა მხოლოდ თავისთავად დათბობით, რამდნადაც იმით, რომ ის ბუნებრივი მოვლენების ჩვეულ ციკლს არღვევს. სიცხე უცებ აუტანელი ხდება, სიცივე კი უფრო სუსხიანი. ქარები ქარიშხლებად იქცევიან, წყვიმა კი წყალდიდობად.

    გასული წელი ამის მაგალითია.

    წელსაც იგივეა მოსალოდნელი. ევროპაში უკვე არის იმის ნიშნები, რომ წელს გვალვები მოსავლის დიდ ნაწილს განადგურებს.

    ყველაფერი არც ისე ცუდა იქნებოდა რომ არა კორონავირუსი. მაგალითად მარცვლეულმა კულტურამ შესაძლოა მომწიფება გვალვების დაწყებამდე მოასწროს. თანაც გასული წლის რეკორდული  მოსავლის გამო მარაგები მთელ მსოფლიოში ძალიან დიდია, თუმცა პანდემიამ მსოფლიო სასურსათო ბაზრის ლოჯისტიკა მოშალა. საწყობებში და პორტებში ჯანმრთელი მუშახელის ნაკლებობაა, სატვირთო ტრანსპორტი მძღოლების გარეშეა დარჩენილი. თვითმფრინავის და კონტეინერის მოძებნა ძალიან ძნელია. ზოგ ქვეყანაში მოსავალი მინდვრებში ლპება, რადგან სოფლის მეურნეობა შრომითი მიგრანტების დასაქმების მთავარი სფეროა. კარანტინის გამო მაგალითად , ლათინურ ამერიკაში ყავის მოსავალი ფუჭდება,  რადგან მუშახელი ცოტაა,  მაროკოელებს ესპანეთში მოსავლის ასაღებად აღარ უშვებენ, რუმინელები და ბულგარელები კი ბრიტანეთსა და გერმანიაში ვეღარ ჩადიან სოფლის მეურნეობის სფეროში დასასაქმებლად. ამას შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი სასურსათო კრიზისი მოყვეს.

    სასურსათო კრიზისის საფრთხე პანდემიასთან ერთად მდიდარ სახელმწიფოებს სერიოზული ხარჯებით ემუქრება, რაც აქ პროტექციონიზმის ალბათობას ზრდის. ეს ქვეყნები სავარაუდოდ ღარიბი ქვეყნების დახმარებას შეამცირებენ: პოპულისტები ისედაც მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ მაგალითად შორეული აფრიკისთვის დახმარებას ჯობდა დეტროიტელი ან ლივერპულელი უსახლკაროებისთვის აღმოეჩინათ დახმარება.

    ახლა კი ასეთი მოწოდებები უფრო გაძლიერდება.

    გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი, დევიდ ბიზლი ჯერ კიდევ პანდემიამდე აფრთხილებდა ყველას მოსალოდნელი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ, ახლა კი პანდემიის შემდეგ ათეულობით ღარიბი ქვეყანა წელს შეიძლება მაშტაბური შიმშილობის წინაშე აღმოჩნდეს. ბიზლის თქმით, შიმშილით გარდაიცვლება ათეულობით და ასეულობით ადამიანი და არ შეიძლება ასეთ დროს დახმარების შემცირება.

    გაეროს უახლესი მონაცემებით მსოფლიოში არასაკმარისად იკვებება თითქმის მილიარდი ადამიანი, ანუ პლანეტის ყოველი მერვე მაცხოვრებელი. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შედეგად კი მხოლოდ 2020 წელს მათი რაოდენობა კიდევ 130 მილიონით გაიზრდება.

    ბიზლი გვაფრთხილებს, რომ რეალური შიმშილი 265 მილიონ ადამიანს ემუქრება.

    გაეროს სასურსათო პროგრამა მსოფლიოში უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. ის ყოველდღიურად 100 მილიონამდე ადამიანს აპურებს. და თუ ეს დახმარება უცებ შეწყდება, ყოველდღიურად 300 000 ადამიანი შიმშილით მოკვდება.

    “ჩვენ არა მხოლოდ გლობალურ პანდემიასთან, არამედ გლობალურ ჰუმანიტარულ კატასტროფასთანაც გვაქვს საქმე. კონფლიქტებით დაზარალებულ ქვეყნებში მილინობით მოქალაქე შეიძლება გადარჩენის ზღვარზე აღმოჩნდეს. შიმშილის აჩრდილი ისეთი რეალური და საშიშია, როგორც არასდროს. “– ამბობს ბიზლი.

  • “თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი“–გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია

    “თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი“–გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია

    ლილე აბსანძე, რომელიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა ფეისბუქ სტატუსს წერს,  დეტალურად აღწერს მის მდგომარეობას, ავადმყოფობის მიმდინარეობას და მათ, ვისაც კორონავირუსი შეიძლება დაემართოს საკუთარ დახმარებას სთავაზობს:

    “ის მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო.

    მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19.
    მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს.

    არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად.

    მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც.

    პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო “ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა”, ხშირად კითხულობ სიტყვას “დაუდევრობა” და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ.

    იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი.

    მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან.

    ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის.

    თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს.

    P.S ” ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს” და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი.“– წერს გამოჯანმრთელებული პაციენტი.

  • “ეს  ჩვენივე არჩეული გზაა“– ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის წერილი

    “ეს ჩვენივე არჩეული გზაა“– ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლის წერილი

    ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი, ლელა ურუშაძე ფეისბუქ სტატუსში აღწერს მათი ლაბორატორიის თანამშრომლების მუშაობის ერთ დღეს. ისინი კოვიდ ინფიცირებულთა ტესტირებას ატარებენ:
    “დღეს ჩვენი ჯგუფია მორიგე, ექვსნი ვართ: მე, ჯაშო, ხმალიკა, მეკო გვანცა და ნატალია.
    დილის 11 საათია უკვე 92 ნიმუშია, ერთი ბოქსში ჯდება, მეორე მონაცემს კარნახობს, მესამე გარეთ ამთავრებს რეაქციას, ერთსაც მონაცემები შეყავს. მიმღებიდან ჭიჭყიმ შემოყო თავი, ნიმუშები მოგვაწოდა: -კიდევ 60 დაემატა გოგოებო, მერე 70… 80, . სადღაც 4 საათის შემდეგ ჯაშო წუწუნებს რომ ძალიან მოწყურდა და რომ ვეჩხუბებით ეხლავე ადექი და მე გავაგრძელებ შენ სამუშაოსო, ის კითხვას გიბრუნებს – შენ არ გშია ან არ გწყურიაო? თან ყველაფერი უნდა გაიხადო და შემოსვლისას ისევ მოემზადო, ჩაიცვა და შემოხვიდე პროცედურულად იმხელა ამბავია, აღარ დგება.
    როგორც იქნა გავუშვით პირველი რეაქცია, 94 ნიმუში, შესვენებაზე გავდივართ. კართან ჟურნალისტი გვეღობება, შეიძლება გადაგიღოთ როგორ ისვენებთო, ცოტა უხეშად იშორებ უარით, მერე ხვდები რომ ეს სიუხეშე დაღლილობის ბრალია და გაღიზიანება კი ალბათ მოკერებული გმირობის იარლიყიდან მოდის , არადა ეს უბრალოდ ჩვენივე არჩეული გზაა, ჩვენი პირდაპირი მოვალეობა !
    ღამის 10 საათია უკვე 310 ნიმუშია გაკეთებული და კიდევ 75 მოვიდა, შესვლამდე ხმალიკა დედას ურეკავს, მისმა 3 წლის მაშომ თუ დაიძინა და როგორ ჭამა აინტერესებს, ჩვენ დედები გვირეკავენ, გვეეკითხებიან როდის დავბრუნდებით და თუ ვჭამეთ ( ჰო მართლა საკვები სულ გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციების, კეთილი თანამშრომლების და ხანაც უცნობი გულშემატკივრების წყალობით.)
     შედეგებს ვნახულობთ 17 დადებითია, ავნერვიულდით გადავამოწმეთ და ყველა განმეორებაა ანუ ჰოსპიტალიდან გასაწერად ვუმოწმებთ პაციენტს ვირუსის არსებობას, ანუ ახალი შემთხვევა ჯერჯერობით ამ პარტიაში არ არის, ამ დროს გვაქვს სიხარულის შეძახილი თუ სიმღერა, რომლითაც ერთმანეთს ვუზიარებთ ამ ძალიან მაგარ ამბავს.
    11 საათია ჩვენ მეგობარ ეპიდემიოლოგებთან ვრეკავთ, ჩვენზე ყოჩაღებთან – გორი მოგვაქვს, ბოლნისი გზაშია, მარნეულს ნახევარ საათში შემოიტანენ, სხვა სალაპარაკო თემაც აღარ გვაქვს
    ადმინისტრაციიდან გვირეკავენ გვთხოვეს სახლში წადით, ნუღარ აგრძელებთ მუშაობას არ გადაიღალოთო, მაგრამ მეორე დღეს მეორე ჯგუფს არ გვინდა დავახვედროთ ძალიან ბევრი საქმე, თან ექიმებიც ელიან პასუხს. ახალ ნიმუშებს ვდგამთ და შემდეგ პარტიას ველოდებით, სადაც იმედი გვაქვს რომ ისევ ცოტა იქნება დადებითი. “გაგვიმართლა” 440 დან მხოლოდ 20 ია ახალი შემთხვევა.
    ღამის სამი საათია სახლში შევდივარ მაგიდაზე ფურცელი მხვდება „დედა მიყვარხარ“ და ბლინის გამოცხობის პირველი მცდელობა, ეს ჩემი შვილია
    დაძინებამდე ფეისბუქს უაზროდ ვსქროლავ და პოსტი მხვდება რატომ არ შეიძლება გვქონდეს მხოლოდ ათობით დადებითი და რატომ ვმალავთ შემთხვევებს, ვეღარც ვბრაზდები.
    დღეს ჩვენი ჯგუფში ყველაზე პატარა გვანცა 25 წლის გახდა და ლუგარში 12 საათზე ერთად ჩავაქრეთ ტორტზე სანთელი.“– წერს ლელა ურუშაძე.
  • “გამორჩეული “ქოფაკები” პასუხს მიიღებენ“–ზურაბ გურული ტროლების და მისი ბრალმდებლების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

    “გამორჩეული “ქოფაკები” პასუხს მიიღებენ“–ზურაბ გურული ტროლების და მისი ბრალმდებლების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ქართველ ტროლებთან ბრძოლას იწყებს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. მისი თქმით, მას რომ მას შემდეგ, რაც ქართველი ინფექციონისტები გააკრიტიკა, სახელმწიფო რეპრესიის აპარატი ამუშავდა და მის აკადემიურ სტატუსზე სიბინძურის გავრცელება დაიწყო, ამაში მონაწილეობენ როგორც ტელევიზიები, ისე ტროლები. ის ერთ–ერთი ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც მას ბრალდებებას უყენებს:

    “სერიიდან, ამხილე ტროლი
    მივყვეთ ბოლოდან:
    “მედიქეარს არ იღებს გურული, მხოლოდ ნაღდ ფულს”
    ამერიკის ფედერალურ, სახელმწიფო სისტემაში მომსახურე ექიმებს არცერთი სახის დაზღვევასთან არა აქვთ საქმე. პაციენტებთან ნებისმიერი სახის ფინანსურ ურთიერთობას აკონტროლებს სახელმწიფო და ექიმს არანაირი შეხება არა აქვს სადაზღვევო სამსახურებთან.
    რატომ დასჭირდა მოხალისე ტროლ ხოფერიას ამ მტკნარი სისულელის განცხადება?
    იმიტომ რომ ეჩვენებინა რა ხარბი და ფულისმოყვარულია ექიმი გურული, რომელიც ამერიკის ფინანსურად ყველაზე გაჭირვებული პოპულაციისათვის გავრცელებულ სადაზღვევო სისტემას არ ცნობს.
    რომელი სერიიდან არის ეს?
    გეხსომებათ ალბათ სსრკ-ს დროინდელი ანეკდოტი, მეგრელი რომ ამერიკელს სისხლს გაუშრობს და მერე ამაყი ნიშნისმოგებით ეტყვის: – თქვენ რომ ზანგებს აწვალ’ებთ?
    დაახლოებით ანალოგიური ანეკდოტიდანაა გადმოსული ამხანაგი ხოფერიაც.
    ახლა რაც შეეხება შტატების სამედიცინო სისტემების ხარისხებს.
    ამხანაგი ხოფერია იმის გაგებაშიც არ არის, რომ ამერიკული სამედიცინო სისტემის პროფესიონალთა ხარისხს განსაზღვრავს არა შტატების ეკონომიკური განვითარების დონე, არამედ დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, თავისი ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ერთიანი სტანდარტით. შესაბამისად იელში, სტენფორდში თუ მისისიპიში მომსახურე ექიმის ხარისხი და კვალიფიკაცია არის ზუსტად ერთნაირი.
    სწორედ ზემოაღნიშნული სისტემა განაპირობებს ე.წ. აკადემიური სნობიზმის არარსებობას ამერიკულ სამედიცინო სამყაროში, განსხვავებით სხვა სპეციალობებისაგან.
    ექიმი ზურაბ გურული გაწვრთვნილია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტულეინის უნივერსიტეტში, ჰიუსტონის გულის კლინიკაში “ტექსას ჰართ”; MD Anderson -ის კლინიკაში; კლინიკური წვრთვნის გასაგრძელებლად მიღებული იქნა ჯონს ჰოპკინსის, ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნული ცენტრის კლინიკურ “ფელოუშიფებში” და ამერიკული ფედერალური სისტემა აირჩია იმისათვის, რომ ეს არის სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა სახელმწიფო მოხელის რანგშიც იმსახუროს, თუნდაც როგორც სპეციალურმა ატაშემ რომელიმე ქვეყნის საელჩოში. ასე რომ, ექიმ გურულს თავისი გეგმები ჯერ არ დაუსრულებია, ამხანაგო ხოფერიავ!
    რაც შეეხება ზემოთქმულს, ჩემი ყოველი სიტყვის დამადასტურებელი საბუთი გამაჩნია და შემიძლია წარვადგინო ნებისმიერ დროს, თავისი თანხლები პირადობის მოწმობებით ზემოხსენებული კლინიკებიდან.
    ცხადია, არ მოვცდები ამ დღეებში “აყეფებული” ყველა მოხალისე და უხალისო “ძაღლის” დევნით ამ დღეებში, მაგრამ გამორჩეული “ქოფაკები” პასუხს მიიღებენ, მათ შორის სასამართლო უწყებითაც, პიროვნების შეურაცხყოფისა და რეპუტაციის განადგურების მცდელობისათვის.
    ამხანაგ ხოფერიას პასკვილს გადავუგზავნი თბილისში ამერიკის საელჩოს, პირადად ელჩს , როგორც ნიმუშს ამერიკის მოქალაქის და ამერიკელი სახელმწიფო მოსამსახურის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული კამპანიისა.
    გამზადდება ამერიკაში მომსახურე ქართველი ექიმების სპეციალური მიმართვაც საელჩოსათვის.
    ზურაბ გურულის აბსოლუტურად ყველა კლინიკური და აკადემიური წოდება თუ ხარისხი არის ლეგიტიმური, დადასტურებული ამერიკის სახელმწიფო სამსახურების მიერ და წარდგენილი იქნება ნებისმიერ ოფიციალურ ორგანოში საჭიროებისამებრ.
    რადგან არ ცხრებით, გიჩვენებთ როგორ დაიცავს თავს პატიოსანი ადამიანი და პროფესიონალი.
    მე ამას გავაკეთებ ჩემი შვილების თაობისათვის, რომ მათ მაგალითი ჰქონდეთ შეუპოვრობისა და ბრძოლის.
    წილი ნაყარია!“ – წერს ზურაბ გურული.
  • „ძაან ვამაყობთ, რომ კარგად მიდის სიტუაცია საქართველოში. ინგლისში უფრო რთულადაა საქმე“–მომღერალი ქეთი მელუა

    „ძაან ვამაყობთ, რომ კარგად მიდის სიტუაცია საქართველოში. ინგლისში უფრო რთულადაა საქმე“–მომღერალი ქეთი მელუა

    ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

    ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში მომღერალმა თქვა, რომ ბრიტანეთში სიტუაცია გაცილებით სავალალოა.

    „ძაან მაგრად აკეთებთ ყველაფერს.მე უკვე ხუთი კვირაა, რაც სახლში ვარ. უცნაური სიტუაციაა, მაგრამ ვცდილობთ, პოზიტიურად ვიყოთ.

    აქ ბრიტანეთში ბევრი ხალხი ცხოვრობს. გვირჩიეს, რომ დავრჩეთ სახლში, თუმცა გარეთ გადით სუფთა ჰაერის სუნთქვის მიზნითო, შეგიძლიათ ველოსიპედით იკატაოთ, პარკში ივარჯიშოთ…

    დედაჩემი ყოველ დილას იწყებს სკაიპ ქოლით ბებისთან. საქართველოში ყოველდღე ველაპარაკებით ახლობლებს.

    ძაან ვამაყობთ, რომ კარგად მიდის სიტუაცია საქართველოში. ინგლისში უფრო რთულადაა საქმე.

    მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ ექიმებს, რომ გადავრჩეთ. დავრჩეთ სახლში“ – განაცხადა ქეთი მელუამ.

  • “მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი“–ქართველი პაციენტი, რომელმაც Covid19  დაამარცხა ექიმებს მადლობას უხდის

    “მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი“–ქართველი პაციენტი, რომელმაც Covid19 დაამარცხა ექიმებს მადლობას უხდის

    ქართველი პაციენტი, რუსუდან გვანცელაძე, რომელმაც Covid19 გადაიტანა ფეისბუქზე ემოციურ პოსტს წერს და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებს მადლობას უხდის:

    გამარჯობა სიცოცხლე, გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ.

    5 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი. ასე დავარქვი. უდიდესი  მადლობა მინდა უთხრა ცემი ოჯახის გადამრჩენელ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორ ბატონ ლევან რატიანს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს, მთელი კლინიკის მედ პერსონალს ასეთი სიკვდილ სიცოცხლესთან ჭიდილში. მადლობა ჩემს სულიერ მამაო სერაფიმეს ჩემს მეგობრებს ნათესავებს მეზობლებს მთელ თბილისს, მსოფლიოს ვინც გვერდში მედგა ამ საშინელი ჩუმი სიკვდილის ვირუთან ბრძოლის დროს. მადლობა მინდა გადაუხადო სკოლა მწიგნობართუხუცესის ორივე კორპუსის მთელ გუნდს განსაკუთრებით ქალბატონ ლია მუსხელიშვილს, რომელიც პირველივე წუთიდან მედგა გვედით. ჩვენი მაკა ექიმი, თიკო, ქეთი, ჩემი გულიკო, ლეილა, თამუნა, ალეკო, მადლობა ვინც მირეკავდით, მამხნევებდით, მადლობა არ გამომრჩეს კლინიკის ინფექიონისტები ეპიდემიოლოგები.უფალო დალოცე, ყველას წინაშე ქედს ვიხრი. მიგულეთ ერთგულ მეგობრად“ – წერს რუსუდან გვანცელაძე.