Category: სხვადასხვა

  • “მეექვსე გრძნობა დარჩა საშველად მართლა უდიპლომო, ენაბლუ, უვიც, შტერ და უზნეო მმართველთა ხელში“–საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი თენგიზ ცერცვაძეს ეხმაურება

    “მეექვსე გრძნობა დარჩა საშველად მართლა უდიპლომო, ენაბლუ, უვიც, შტერ და უზნეო მმართველთა ხელში“–საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი თენგიზ ცერცვაძეს ეხმაურება

    საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რეზო ბოჭორიშვილი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით ხელისუფლებამ მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს როდის დადგა შეზღუდვების შემსუბუქების დრო.

    “როდესაც ევროპის წამყვან ქვეყნებში საგანგებო მდგომარეობების მოხსნა ცოტა დროზე ადრე დააპირეს, ეპიდემიამ მაშინვე მოახდინა რეაგირება იმით, რომ მატება დაიწყო. ეს მოხდა ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში და ინგლისში. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ უნდა დავიჭიროთ ის მომენტი, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება შეიძლება. მთავრობამ რაღაც მეექვსე გრძნობით უნდა იგრძნოს, რომ ეს მომენტი დადგა, რომ შეზღუდვები შეამსუბუქოს.“– თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

    რეზო ბოჭორიშვილი ფეისბუქზე მის განცხადებას ასე გამოეხმაურა:

    “გავბედავ და ვიტყვი. არა როგორც ექიმი, როგორც მოქალაქე. არ არის მთლად ისე საქმე როგორც აქ წერია (სიმართლე ხომ მთავარია, არა?).

    საფრანგეთს რაც შეეხება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნა ნაადრევად არ მომხდარა და არც დაუპირებია არავის და არანაირი ზრდა დაავადებისა არ ყოფილა. საგანგებო მდგომარეობის მოხსნა იგეგმება 11 მაისს. და ამისთვის დიდი მზადება მიდის. დეტალებს არ ჩამოვთვლი..დაავადება კი უკან იხევს.

    და კიდევ. საფრანგეთის მაგალითის მოყვანა თუ გვინდა.. პირველივე გამოსვლიდან მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები სულ იმეორებენ, რომ უმძიმესი ეკონომიური კრიზისი ელის ქვეყანას. და “ოპტიმიზმის“ დასანერგად არანაირ ტიკ-ტოკებს არ იღებენ და მერე მთელს პარტიულ ელიტას არ რაზმავენ ამ უკიდურესი უზნეობის გასაპრავებლად.

    კარანტინის პირველივე დღიდან საფრანგეთის სახელმწიფომ აამოქმედა “ნაწილობრივი უმუშევრობის“ მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ხელფასის 80% ის შენარჩუნებას.. დღეს 8 მილიონი ადამიანი სარგებლობს ამ მექანიზმით.. ამის მიუხედავად ყოველ დღე იდება საგანგაშო მონაცემები ქვეყნის ეკონომიკის მომავლის შესახებ..

    და ექიმები არავის დაუმცირებია სამუშაო საათების მითითების უკიდურესად რეგვენული მოთხოვნით. პირიქით, ექიმებს ყველანაირი ხელშეწყობა და დახმარება გამოუცხადა სახელმწიფომ, მათ შორის მატერიალური სტიმულირებით და უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეთავაზებით..

    ტრანსპორტზე გამახსენდა.. ერთი ახალგარზრდა ქართველი კოლეგა წერდა, ეს მანქანაც არ ჰყავს ყველას და ძალიან უჭირთ იმ სავადმყოფომდე მისვლა. თან ბევრი რამოდენიმე ადგილას მუშაობს.. ისე, საფრანგეთში მანქანით გადაადგილება არ შეზუდულა და არც კომენდანტის საათი დაწესებულა, რომლის დროსაც ბიბლიოთეკებს წვავენ..

    კიდევ რამდენი “არ“….

    სხვაზე უკეთესად თუ არა, ნაკლებად მაინც არ მესმის ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მნიშვნელობა, სისწორე და გარდაუვალი გვერდითი მოვლენებიც… მაგრამ ის რაც ბოლო დღეებში ხდება საქართველოში.. არათუ ხელს არ უწყობს ეპიდემიასთან ბრძოლას, პირიქით, ეკონომიკური და სოციალური კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა..ფსევდო სამედიცინო არგუმენტებით ეს ვერ გაპრავდება..ბოდიში.

    ისე კი ცხადია, მეექვსე გრძნობა თუ დარჩა საშველად მართლა უდიპლომო, ენაბლუ, უვიც, შტერ და უბრალოდ უზნეო მმართველთა ხელში..“– წერს რეზო ბოჭორიშვილი.

  •   “აგრესიული ტესტირება უნდა გაუქმდეს!დაგვიბრუნეთ ჩვენი თითქმის ახდენილი ქართული ოცნება!“– ნიკა გვარამია

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს მთავარი სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ დღეს 25 ახალი ინფიცირებულის გამოვლენა აგრესიული ტესტირების შედეგია.“ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – თქვა ეზუგბაიამ. მის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა. ხელისუფლება სტატისტიკით მანიპულირებაში და იმაში დაადანაშაულეს, რომ ის ტესტირებას არ ჩქარობს, რათა ინფიცირებულთა რიცხვი არ გაიზარდოს.

    ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:

    “აგრესიული ტესტირება უნდა გაუქმდეს!

    რა კარგად ვიყავით ყველანი, ეგ ნაძირლობა სანამ დიდ ციფრებს არ დაგვიდებდა და ნერვებს არ მოგვიშლიდა! როგორ გვჯეროდა, რომ ამერიკას ვუსწრებთ ჯანდაცვაში, რომ ცერცვაძე და ეზუგბაია ყველაზე დონე ინფექციონისტები არიან და ფაუჩი მაგათი ლაბორანტი იყო თავის დროზე, აშშ-სსრკ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში და ახლაც მაგათ ეკითხება რჩევებს! როგორ ზუსტად ვიცოდით, რომ საბოლოოდ მარტო ჩვენ გადავრჩებით პლანეტაზე და თეთრ სახლში ბერა გარეპავდა ხოლმე და ინდაურის ნაცვლად ფარშევანგს გაუშვებდა საშობაოდ!
    გააუქმეთ სასწრაფოდ! დაგვიბრუნეთ ჩვენი თითქმის ახდენილი ქართული ოცნება!“
  • “ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება…“–ხუხაშვილი სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნაზე

    “ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება…“–ხუხაშვილი სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნაზე

    ექსპერტი გია ხუხაშვილი უკრაინის ვიცეპრემიერად შესაძლო დანიშვას აფასებს. მისი აზრით, ზელენსკის დღეს სააკაშვილი ჭირდება.

    “რატომ ნიშნავს ზელენსკი სააკაშვილს?
    1. ზელენსკიმ ვერ შეძლო კორუმპირებული სისტემის დანგრევა. შესაბამისად სჭირდება ბულდოზერი, რომელიც სისტემას შეაზანზარებს.
    2. დააბალანსებს ავაკოვს, რომელსაც თვითონ ვერაფერი მოუხერხა.
    3. ცივ წყალს გადაასხამს პოროშენკოს რევანშისტულ გეგმებს.
    4. “თუ ვინმეს ვერ ერევი, იმეგობრე მასთან” – პრინციპით ერთ “ზანოზას” იშორებს.


    მოკლედ, მას უნდა შეტევის აქცენტები გადაიტანოს სააკაშვილზე და თვითონ არბიტრის როლში ჩადგეს.
    ის ფიქრობს, რომ უეჭველს თამაშობს.თუ სააკაშვილი წარმატებული იქნა, დივიდენდებს თვითონ მიიღებს, თუ წააგო, ერთ პოტენციურ პრობლემას მოიშორებს. ამ ბრძოლებში კი მისი მტრები დასუსტდებიან.


    ჩვენ თვალები ვაბრიალოთ, იქ კი პოლიტიკა კეთდება…“– ამბობს ხუხაშვილი.

  • თვითიზოლაციაში მყოფმა ივანიშვილების ოჯახმა ფოტოსესია მოაწყო (ფოტოები)

    თვითიზოლაციაში მყოფმა ივანიშვილების ოჯახმა ფოტოსესია მოაწყო (ფოტოები)

    თვითიზოლაციაში მყოფი ივანიშვილების ოჯახი საოჯახო ფოტოებს აქვეყნებს. ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ფოტოებს ინსტაგრამის Story-ში აქვეყნებს.

    ბერა ივანიშვილი  საკმაოდ აქტიურია  სოციალურ ქსელში, ბერასა და მისი ცოლის საერთო ტიკტოკზე, თითქმის ყოველდღიურად იდება ახალი ვიდეოები. რამდენიმე დღის წინ ბერა დედასთან ერთად, ხოლო ახლა მთელი ოჯახით გამოჩნდა.

    ერთ–ერთ ფოტოზე ბერა და დედამისი გიგანტურ გადაჭრილ ხეზე სხედან.

     

     

     

  • Reuters-ი „სუხიშვილების“ ონლაინ გაკვეთილებზე სტატიას აქვეყნებს

    Reuters-ი „სუხიშვილების“ ონლაინ გაკვეთილებზე სტატიას აქვეყნებს

    საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი    „სუხიშვილების“  ონლაინ საცეკვაო გაკვეთილების შესახებ  აქვეყნებს სტატიას და სიუჟეტსაც ურთავს.

    „საქართველოს ნაციონალური ბალეტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფოლკ საცეკვაო ანსამბლი, ბავშვებს ონლაინ ამეცადინებს მას შემდეგ, რაც ანსამბლის პოპულარული საბავშვო სტუდიები კორონავირუსის გამო დაიხურა.

    დაახლოებით 5000 მცირეწლოვანი და თინეიჯერი, ვინც ცეკვის გაკვეთილებს, სულ მცირე, კვირაში სამჯერ ესწრებოდა, რეგულარული რეპეტიციების გარეშე დარჩა. ნაციონალური ცეკვა საქართელოში ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევა და მათი კულტურის შემადგენელი ნაწილია.”- წერია Reuters-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

    „ჩენ გადავედით ონლაინ გაკვეთილებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ჩვენი მოსწავლეებისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოს გარშემო, ვისაც მოსწონს ქართული ცეკვა და უნდა მისი შესწავლა“, აღნიშნავს ნინო სუხიშვილი Reuters-თან  საუბრისას.

  • “მიშაზე ლაპარაკობთ კიდევ? მიშას სისასტიკე რას მოვა თქვენს არაადამიანობასა და სისასტიკესთან“–არჩილ გამზარდია

    “მიშაზე ლაპარაკობთ კიდევ? მიშას სისასტიკე რას მოვა თქვენს არაადამიანობასა და სისასტიკესთან“–არჩილ გამზარდია

    მთავრობის ანტიკრიზისული პაკეტის წარდგენას და საგანგებო ზომების მოხსნის რამდენიმეეტაპიან გეგმას საზოგადოების ნაწილში მწვავე შეფასება მოჰყვა. ხელისუფლება ჯერჯერობით ძალაში ტოვებს 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის და ქალაქებს შორის გადაადგილების შეზღუდვის გადაწყვეტილებას. ორშაბათიდან მხოლოდ მანქანების გადაადგილების უფლება, ონლაინ ვაჭრობა და აგრარული ბაზრების მუშაობა აღდგება. საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ანტიადამიანურს უწოდებს:

    “უდიდესი მავნებლობაა, რომ ქალაქებს შორის მიმოსვლა მანქანებითაც კი შეუძლებელია. ულოგიკო, გაუაზრებელი, ანტიხალხოსნური და ანტიადამიანური.

    ვის მოუვიდა აზრად ამ აკრძალვის ძალაში დატოვება? ან საჭმელი როგორ მოვიმარაგოთ სოფელში? ან სოფლის მეურნეობაო, რომ გაიძახით, აგერ ვამუშავებ ჩემს ეზოს რომ შიმშილით არ ამოვწყდეთ ოჯახი და ან აგრო მაღაზიაში მინდა ჩასვლა, რომელიც აქ არ არსებობს.. ან აგერ სეზონი მოდის და ბავშვები მინდა ამოვიყვანო სოფელში რომ დათბება და დავტოვო მთელი ზაფხული, ოჯახი არ მინახავს კვირებია, დედაჩემი არ მინახავს, ან შეუძლოდ რომ იყოს ან ფული რომ დასჭირდეს საკვების ან წამლების, როგორ უნდა მივაწვდინო?

    რა ჯიშის ხართ ამ ხელისუფლებაში? რა ადამიანები ხართ? საიდან შეიქმენით ასეთები? ან ეს სიძულვილი თქვენივე მოქალაქეების მიმართ რატომ გაქვთ?

    აი, პრემიერის გამოსვლის შემდეგ ისეთ ხასიათზე ვარ, როგორც იტყვიან, დანა რომ გადამისვას ვინმემ, სისხლი არ წამომივაო? მიშაზე ლაპარაკობთ კიდევ? მიშას სისასტიკე რას მოვა თქვენს არაადამიანობასა და სისასტიკესთან, ტვინი აგვიფეთქდა ხალხს იმის ფიქრით, როგორ მოვახერხოთ არსებობა…“– ამბობს არჩილ გამზარდია.

  • სუპერმარკეტების ქსელი “მაგნიტი” საზოგადოების მხარდასაჭერად ფასდაკლების მასშტაბურ აქციას იწყებს

    სუპერმარკეტების ქსელი “მაგნიტი” საზოგადოების მხარდასაჭერად ფასდაკლების მასშტაბურ აქციას იწყებს

    ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფონზე, სუპერმარკეტების ქსელი “მაგნიტი”  ცდილობს, მოსახლეობას გვერდით დაუდგეს და რთული პერიოდის გადალახვაში დაეხმაროს მომხმარებლებს ყოველდღიურად გრანდიოზულ ფასდაკლებას შესთავაზებს.

    27 აპრილიდან, მაგნიტის ნებისმიერ მაღაზიაში მომხმარებლებს ყოველდღიურად საშუალება ექნებათ, ერთ ყველაზე მოთხოვნად კატეგორიაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლება სხვადასხვა დღეს სხვადასხვა კატეგორიაზე შემდეგნაირად გავრცელდება: ორშაბათი – რძის პროდუქტები, სამშაბათი – ხორცპროდუქტები, ოთხშაბათი – გაყინული ნახევარფაბრიკატები, ხუთშაბათი – ყავა/ჩაი, პარასკევი – ქიმია-ჰიგიენის საშუალებები, შაბათი – ალკოჰოლური სასმელები, კვირა – უალკოჰოლო სასმელები.

    ყოველდღიურად 20%-იანი დანაზოგი ამ რთულ ვითარებაში მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება.

    “აღნიშნული აქცია არის ის ქმედება, რაც დღეს ბიზნესმა საზოგადოების მიმართ უნდა გამოიჩინოს. 20%-იანი ფასდაკლების აქცია არ არის პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიამ საზოგადოების მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში ყველაზე მოთხოვნადი დაფასოებული პროდუქტები, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი და ფქვილი ფასნამატის გარეშე იყიდება. ვალუტის კურსი გავლენას ახდენს პროდუქციის ფასზე, თუმცა, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ჩვენს მომწოდებლებთან და ვცდილობთ პროდუქტებზე ფასების შენარჩუნებას, რათა ცვლილებები რაც შეიძლება უმტკივნეულოდ აისახოს მომხმარებელზე”, – აცხადებს მაგნიტის გენერალური დირექტორის მოადგილე ია ნადირაშვილი.

  • გერმანული ბუნდესლიგა თამაშების განახლებისთვის ემზადება

    გერმანული ბუნდესლიგა თამაშების განახლებისთვის ემზადება

    გერმანული საფეხბურთო ბუნდესლიგა შესაძლოა ევროპაში პირველი მსხვილი ლიგა გახდეს, რომელიც მინდორზე დაბრუნდება. ხუთშაბათს ორივე დივიზიონის მეთაური თათბირისას 9 მაისიდან ტურნირების განახლების წინადადებით გამოვიდა. ახლა ეს წინადადება ანგელა მერკელმა და ფედერალური მიწების პრემიერ მინისტრმა უნდა მოიწონონ. გადაწყვეტილებას ისინი 30 აპრილს გამოაცხადებენ.

    ბელორუსის პრემიერ ლიგა ერთადერთია ევროპაში, რომელსაც კორონავირუსის გამო თამაშები არ შეუწყვეტია. ამ ქვეყანაში კარანტინი ან შემზღუდავი ზომები საერთოდ არ შემოუღიათ.

    პარალელურად, ხუთშაბათს უეფამ რამდენიმე წინადადება განიხილა, თუ როგორ შეძლებენ გუნდები კვალიფიცირებას მომავალი წლის ევროპულ ჩემპიონატებზე, თუ ახლო მომავალში ეროვნული ლიგები შეჯიბრებებს არ განაახლებენ. ვარიანტებს შორის განიხილება ჩემპიონატების ჩვეულებრივი განრიგებით დასრულების შესაძლებლობა, ასევე მინი ტურნირების ან ფლეი ოფის თამაშების ჩატარება.

    უეფამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლისთვის გადაიდო, კვლავ ევრო2020–ად მოიხსენიება. “ეს გადაწყვეტილება უეფას საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს თავდაპირველი იდეა ეს ტურნირი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის 60 წლისთავისთვის მიუძღვნას (1960–2020)“– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • “ცოლთან ერთად როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი..მიშველეთ ტყვეობაში ვარ, ფეხიც მაგან მომტეხა” – სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო ვრცელდება

    “ცოლთან ერთად როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი..მიშველეთ ტყვეობაში ვარ, ფეხიც მაგან მომტეხა” – სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო ვრცელდება

    სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარული ბლოგერი გიორგი გოგეშვილი, კარანტინის თემატიკაზე  სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. რამდენიმე საათში ვიდეომ უამრავი მოწონება და გაზიარება  დაიმსახურა.

    ვიდეოს შინაარსი ხუმრობა იყო და სინამდვილეში ბლოგერს, დიზაინერ მარიამ ქიტესაშვილთან ბედნიერი ოჯახი აქვს.

  • შარლიზ ტერონმა პანდემიით და ძალადობით დაზარალებულთათვის მილიონი დოლარი გაიღო

    შარლიზ ტერონმა პანდემიით და ძალადობით დაზარალებულთათვის მილიონი დოლარი გაიღო

    მსახიობმა შარლიზ ტერონმა კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა და საქველმოქმედო ორგანიზაციების მილიონი დოლარი შესწირა.

    პანდემიის პერიოდში ბევრი ვარსკვლავი ცდილობს გაჭირვებულებს დაეხმაროს და თანხებს არ ზოგავს. შარლიზ ტერონის ფონდმა –   The Charlize Theron Africa Outreach Project– 500 000 დოლარი გადურიცხა პანდემიის დროს მომატებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების და ორგანიზაცია Together for Her–ის ღონისძიებების დასაფინანსებლად.

    ამასთან, ტეროონმა გადაწყვიტა დახმარება გაეწია როგორც აშშ–ში მოქმედი ორგანიზაციებისთვის, ასევე მისი მშობლიური ქვეყნის – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისთვის. დამატებითი თანხები გამოიყოფა საზღვარგარეთ მდებარე ორი პარტნიორი ორგანიზაციისთვის – ინდუსტრიის და გართობის ფონდი და ფონდი CARE.

    “შარლიზი და ეს სამი ორგანიზაცია მოუწოდებენ სხვა გავლენიან ქალებს და ორგანიზაციებს შეუერთდნენ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო ადგილების არსებობა და პროგრამები ქალების გადასარჩენად, ვისაც ეს სჭირდება“– ნათქვამია შარლიზ ტერონის ფონდის განცხადებაში.

    მსახიობს ოჯახური ძალადობის პერსონალური გამოცდილება აქვს. მისი მამა 1991 წელს ალკოჰოლური თრობის ქვეშ შარლიზს და დადამისს იარაღით ემუქრებოდა. მათ საძინებელში დამალვა და კარის ჩაკეტვა მოუწიათ, რომლის შემტვრევასაც მთვრალი კაცი ცდილობდა.

    “მან კარს სამჯერ ესროლა. საბედნიეროდ არცერთი ტყვია არ მოგვხვდა“ –ყვებოდა მოგვიანებით შარლიზი. იმ ღამეს დედამისმა ქმარი მოკლა.