Category: სხვადასხვა

  • 4 წლის გოგონას, რომელიც საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს  ლეიკემია აღმოაჩნდა.ოჯახი დახმარებას ითხოვს

    4 წლის გოგონას, რომელიც საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს ლეიკემია აღმოაჩნდა.ოჯახი დახმარებას ითხოვს

    4 წლის ემილი ხიზამბარელს, რომელიც კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს, მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. ამჟამად ბავშვი იაშვილის კლინიკაში იმყოფება.

    ემილის ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა. იმის გამო, რომ ფრენები შეწყვეტილია, ბავშვის ტრანსპორტირება რეანომობილით უნდა მოხდეს, რასაც 9500 ლარი ჭირდება. ცალკე თანხებთან არის დაკავშირებული თურქეთში მკურნალობა. გოგონას დედა ფეისბუქზე წერს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს:

    „ჩემი შვილი, 4 წლის ემილი ფუმფულა, კულულა, თვალებრიალა პრინცესა, რომელიც თავის თავს „პეპა გოჭს“ ეძახდა, წლების წინ, როცა ყველა ექიმი გვეუბნებოდა, რომ შვილი არ გვეყოლებოდა და, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ასეც უნდა ყოფილიყო, დიდი სასწაული მოხდა და ქალბატონმა ემილიმ ინება დედამიწაზე მობრძანება. ასე, ძლიერი გოგოა.

    შეუძლებელია, ნახო ემილი და არ შეიყვარო, ირგვლივ ყველაფერს ათბობს თავისი სითბოთი და სიყვარულით. ყოველთვის ვამბობ, ჩემი ახდენილი ოცნებაა.

    პატარა ფუმფულიკო, რომელსაც ძალიან უყვარს ცეკვა, სიმღერა, თამაში, პრანჭვა და შოკოლადები, დღეს, მოწყენილი, სულ საწოლში წევს და ებრძვის ვერაგ დაავადებას ლეიკემიას!!! covid-19-ით შეშინებულები, მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში განთავსებულებს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაგვიდგინდა.

    რამდენიმე დღის წინ თავად ვაზიარებდი მსგავს პოსტებს და ვერც კი წარმოვიდგენდი, მსგავსი მე თუ დამემართებოდა, ასმაგად მწარეა, როცა საქმე შენს 4 წლის შვილს ეხება. კითხვას: დედა, როდის წავალთ სახლში, ჯერ პასუხი არ აქვს.

    ძალიან გვინდა, რომ მალე წამოვდგეთ ფეხზე და გავაგრძელოთ ჩვეული ცხოვრება, ამაში თქვენი დახმარება ძალიან გვჭირდება!!! გზა მძიმე, დამღლელი და გრძელია, მაგრამ ნათელიც მალე გამოჩნდება და ამ დღეებს აღარასოდეს გავიხსენებთ! ემილის ძალიან უნდა სახლში! გთხოვთ, დაგვეხმარეთ….

    ამ გოგოსაც ძალიან უყვარს კოსმეტიკა, სარკე და პრანჭიაობა“, – წერს გოგონას დედა.

    რეკვიზიტები:

    მიმღები: მარინე ბერიაშვილი, ემილის ბებია,  ნომერი: 01004002158 საქართველოს ბანკი#GE13BG0000000161828101

    საქართველოს ბანკში, უცხოური ვალუტის ჩარიცხვის შემთხვევაში საჭიროა სვიფტი:

    დოლარის შემთხვევაში SWIFT: CITIUS33SWIFT: BAGAGE22

    ევროს შემთხვევაში SWIFT: COBADEFFSWIFT: BAGAGE22

    თიბისი ბანკი:GE71TB7688145063600004

    https://www.facebook.com/deadewk/posts/3352679081426317

  • “სანამ კორონავირუსი შემოვიდოდა ჩვენ ცხოვრებაში საშინელი სიძულვილის ვირუსი დაფრინავდა“–გია გაჩეჩილაძე(უცნობი)

    “სანამ კორონავირუსი შემოვიდოდა ჩვენ ცხოვრებაში საშინელი სიძულვილის ვირუსი დაფრინავდა“–გია გაჩეჩილაძე(უცნობი)

    მომღერალი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) თვლის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდს  უარყოფითთან ერთად დადებითი მხარეც აქვს. ამის შესახებ მაინ ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა:

    “ხვალინდელი დღის ფიქრში ყველა ვართ ეხლა დღეს და მე მგონი საუკეთესო სიტუაციაა მაგ მხრივ, რომ გადავაფსოთ მოვლენები და ახალი ფურცლიდან დავიწყოთ რაღაც უკეთესობისკენ სვლა. მედალს ორი მხარე აქვს და პირიქით, შეიძლება ძალიან: კარგი რაღაცეები  მოიტანოს, ჩვენდა სასიკეთო რაღაცეები მოიტანოს  ამ დიდმა გასაჭირმა.

    შიში ყველაზე უფრო კლავს ადამიანში ყველანაირ თავისუფლებას. შიში ეშმაკისააო ნათქვამია და თუკი შიში არის ცხოვრების, ხვალინდელი დღის და თუ არ იცი ხვალ  რა მიიტანო, ბავშვებს რა აჭამო, ოჯახის წევრებს, დედმამას წამალი როგორ უყიდო, და ამის შიში თუ არი ვერაფერი ვერ მოხდება,  ვერც შემოქმედებითი პროცესი ვერ იქნება, ვერაფერი ვერ იქნება, იმიტომ რომ შიში კლავს ყველაფერს.

    გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ ძალიან კარგი რაღაცეები დაგვანახა ამან, რომ რაღაც სოლიდარობის მომენტი დავინახეთ ყველამ ერთად, ერთმანეთის მოვლის, პატრონობის, უფრო მეტი სითბოსი და სიყვარულის და ეს მე ძალიან მახარებს.

    ადრე თუ კი არც ვამჩნევდით ერთმანეთს ეხლა ესეთი ადამიანები უცბად რაღაცნაირად  შეიკრნენ, ყოველ შემთხვევაში, შინაგანად მაინც.

    ერთად გვაქვს ჩვენ ეს, ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ყველაფერი ერთად გვაქვს დასაძლევი, იმიტომ რომ ჩვენი შვილებისთვის ყველას კარგი გვინდა. ყველა ერთ ჰაერს ვსუნთქავთ და ამიტომ მე მგონი რომ რაღაცეები უნდა გადავაფასოთ ჩვენს ცხოვრებაში. და მეტად მოვეფეროთ და ჩვენს შვილებსაც მაგალითი მივცეთ იმისი, რომ  როგორი ყოფითაც ჩვენ ვცხოვრობდით ასეთი ყოფით არ შეიძლება ვიცხოვროთ. ისეთ მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს რომ გინდა გვიცხოვრია, გინდა არა.

    სანამ კორონავირუსი შემოვიდოდა ჩვენ ცხოვრებაში ჩემი აზრით საშინელი სიძულვილის ვირუსი დაფრინავდა. გინდაც ფეისბუქში ჩაგეხედათ, გინდაც მედიაში, სადაც გინდათ, ჩვეულებრივად ქუჩაში რომ გაგევლო და გვერდით მძღოლისთვის შეგეხედა, გეგონებოდა რაღაცა ვალი გქონდა იმისი.

    რაღაცნაირად გაბოროტებული სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ და ერთმანეთის მიმართ მეტი სითბო და სიყვარული უნდა გვქონდეს. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ეს გასაჭირი და ყველანაირი გასაჭირი სიკეთისკენ უნდა მოვატრიალოთ.“– ამბობს უცნობი.

     

  • “ეშმაკის ადვოკატი“– თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ახალ მედიაპროექტს იწყებენ

    “ეშმაკის ადვოკატი“– თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია ახალ მედიაპროექტს იწყებენ

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ის და მისი მეუღლე, ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ახალ მედიაპროექტს იწყებენ.
    “მალე ასეთი ამბავია:
    სანამ კარანტინში ვართ და ნორმალური
    რუტინა დარღვეული გვაქვს, გადავწყვიტეთ რაც გვიყვარს, იმას მეტი დრო დავუთმოთ.
    ჩვენ კამათი გვიყვარს.
    ამიტომ ასეთი პროექტი მოვიგონეთ – ეშმაკის ადვოკატი დავარქვით.
    თავის დაზღვევისთვის აღვნიშნავ, რომ ეშმაკებთან, ჭინკებთან და მხეცის ნიშნებთან პროექტს საერთო არ აქვს.
    არსიდან გამომდინარე დავარქვით.
    არსი იმაშია, რომ გიგა სულ გიგა ბოკერია იქნება.
    მე კი სულ მისი მოწინააღმდეგე – ანუ ეშმაკის ადვოკატი! (ხან ქოცი, ხან ქსენოფობი ქოცი, ხან სოციალისტი და ა. შ.)
    ვინ იცის, ეგებ უკეთესი კითხვები დავსვა მოწინააღმდეგის პოზიციიდან და უკეთ გავჭედო, ვიდრე მისი რეალური მოწინააღმდეგეები ახერხებენ?
    დრო გვაქვს შემოსაზღვრული და ჭადრაკის საათით ვაკონტროლებთ (ჩემი აქილევსის ქუსლი ეგ ყოფილა, ღილაკზე დაჭერა მავიწყდება როცა მისი დრო მიდის).
    ტაბულაზე დადება მეუხერხულება – (მეჯავრება ქმრები რომ დაჰყავთ საკუთარ გადაცემებში).
    ამიტომ ტაბულას ექსპლუატაცია რომ არ გამომივიდეს (მიუხედავად იმისა, რომ იქ მეტი ადამიანი ნახავდა) – ჩემი კედლიდან გავუშვებ და თუ დაგაინტერესებთ, გვიყურეთ.
    თან სახალისოა, მაგრამ თან სერიოზული – ტესტებით როგორც მივხვდი.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
  • “რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს. ამის ალბათობაც არსებობს“–ზურაბ გურული

    “რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს. ამის ალბათობაც არსებობს“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელ facebook-ში წერს:

    “კოვიდ 19 იმდენად რთული კლინიკური მიმდინარეობის ვირუსი გამოდგა, რომ საეჭვოა რაიმე ეფექტური წამალი გამოჩნდეს ახლო მომავალში, თუ საერთოდ. ვაქცინის დამზადება ისეთი დამკვრელური ტემპებით მიდის, რამდენად უსაფრთხო იქნება, ეგეც ძნელი სათქმელია. დროთა განმავლობაში ცხადია დაიხვეწება, მაგრამ ლოგიკურად მასაც იგივე ეფექტურობის კოეფიციენტი ექნება, როგორიც გრიპის ვაქცინას, რაც დაახლოებით 40 %-ია.

    არადა, თუ რაიმე მკვეთრი დასაყრდენი იარაღი არ გამოჩნდა, დაშინებული მსოფლიო საოცარ ეკონომიკურ კოლაფსში აღმოჩნდება. წამლისა და ვაქცინის შექმნის პროცესიც და ეპიდემიოლოგიური პრევენციების გატარებაც მთავრობების პასუხისმგებლობაა, მაგრამ არ არსებობს მთავრობა, რომელიც სრულყოფილად მოახერხებს გაურკვეველი ვადით ლოდინის პერიოდში ხალხის ნორმალური არსებობის უზრუნველყოფას. ამიტომ საბოლოოდ ეს ხალხი დიდი ალბათობით გამოვა სამთავრობო კონტროლიდან და ვირუსის საფრთხეს ფეხებზე დაიკიდებს. ყველაზე დიდი ხნით კონტროლი პოლიციურ და ავტორიტარულ ქვეყნებში შენარჩუნდება; დემოკრატიულ ქვეყნებში კი პროცესი სხვადასხვა სახის იქნება. მაღალი სამოქალაქო შეგნების, ტრადიციულად დისციპლინირებულ სოციუმებში მთავრობა და საზოგადოება სრულ ჰარმონიაში იქნება და ერთმანეთის დამუნათებას არ დაიწყებენ; ჭრელ, არაერთგვაროვან საზოგადოებაში კი წავა საშიში პოლიტიკური თამაშები.

    რაც შეეხება კოვიდთან თანაცხოვრებას, ეს სისულელეა. სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი ოპერაციების კეთებას ისევ ვაგრძელებთ და არსებული პროტოკოლების მიხედვით ყველა პაციენტს პოტენციურად დავირუსებულად მივიჩნევთ. შესაბამისად მძიმე აღჭურვილობით, სკაფანდრებითა და ნიღბებით გვიწევს მუშაობა საოპერაციოებში, რაც უსაშველოდ არაკომფორტული და დამღლელია. ამასთან შეგუება უბრალოდ შეუძლებელია. ადამიანებს სუნთქვა უჭირთ დღის ბოლოს, იმხელა ძალისხმევას ანდომებენ ნიღაბით მუშაობას.
    მიკვირს რატომ არ მუშაობენ ინტენსიურად იმის გასარკვევად, თუ რა ეთნიკურ ჯგუფებში ჩაიარა ვირუსმა შედარებით მსუბუქად. ამის გარკვევას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა.
    და ბოლოს რჩება ერთი იმედი, ვირუსი თავისით გაქრეს; ამის ალბათობაც არსებობს…“–წერს ზურაბ გურული.

  • ამოუცნობი ვირუსია ორჭოფ მავანში, ბორგავს და ადგილს ვერ პოულობს გული საგულეს – კახაძე

    ამოუცნობი ვირუსია ორჭოფ მავანში, ბორგავს და ადგილს ვერ პოულობს გული საგულეს – კახაძე

    ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ლექსით ეხმიანება.

    მისი თქმით, ,,ამოუცნობი ვირუსია ორჭოფ მავანში”, ხოლო ,,ეკლესიასთან ბოღმას ანთხევს წესის მოძულე”. კახაძე სავარაუდოდ კორონავირუსს და მასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაყვეტილებებს გულისხმობს.

    ,,პარაზიტები გამოზარდეს საფროფიტებმა, ეკლესიასთან ბოღმას ანთხევს წესის მოძულე, განკურნებაზე უარი სთქვეს ჰეპატიტებმა, აბორტმახერნი აუმხედრეს რწმენით ორსულებს. ფირქის გორგალი აბურდულა ტვინის დაზგაში, ცოდვის აღლუმზე ეძახიან ბოროტ ორგულებს, ამოუცნობი ვირუსია ორჭოფ მავანში, ბორგავს და ადგილს ვერ პოულობს გული საგულეს…”,- წერს კახაძე Facebook-ზე.

  • თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება

    თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება

    თბილისის წიგნის ფესტივალი წელს ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს:

    “მოგესალმებით, მეგობრებო! 

    მაისის ბოლოს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ტრადიციულად ტარდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ამ ღონისძიებას ყოველწლიურად ათიათასობით მკითხველი მოუთმენლად ელის. თუმცა, წელს მსოფლიო პანდემიამ ასოციაციას ფესტივალთან დაკავშირებული გეგმები შეაცვლევინა.

    არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნის დღესასწაული ტრადიციულ დროს ჩატარდება, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

    30 და 31 მაისს პირველად გაიმართება თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი.

    ფესტივალის მისამართია https://www.facebook.com/tbilisibookfair/

    დეტალურ ინფორმაციას პროგრამასთან და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით. 

     უშუალოდ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი კი, საშემოდგომოდ გადაიდო და 2020 წლის 24-27 სექტემბერს კვლავაც ტრადიციულ ადგილას, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება. ეს გადაწყეტილება ასოციაციამ ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებთან და მონაწილეებთან კონსულტაციას შედეგად მიიღო“– ნათქვამია განცხადებაში.

  • “არ არის ბატონებო მიშა მთავარი პრობლემა. თქვენი პრობლემაა მშიერი, სახლში გამოკეტილი ხალხი“–გია ხუხაშვილი ხელისუფლებას

    “არ არის ბატონებო მიშა მთავარი პრობლემა. თქვენი პრობლემაა მშიერი, სახლში გამოკეტილი ხალხი“–გია ხუხაშვილი ხელისუფლებას

    ექსპერტი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნის შესახებ საქართველოს ხელისუფლების  აღშფოთებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმა ამ დანიშვნას მიუღებელი უწოდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რადას სპიკერს წერილი მიწერა, დღეს კი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გაავრცელა.

    “როდესაც ჩვენი ხელისუფლება პრევენტულ განცხადებებს აკეთებდა მიშას დანიშვნაზე, ფორმა არადიპლომატიური და საზიანო იყო, მაგრამ ახსნადი.
    აი ეს უკან მიდევნებული განცხადებები კი სრული კატასტროფაა…
    ხელისუფლება, როგორც ჩანს, მართლა ფიქრობს, რომ მათი მთავარი და ყოვლისმომცვლელი პრობლემა სააკაშვილია და ყველაფერი სხვა მეორეხარისხოვანია.
    არ არის ბატონებო მიშა მთავარი პრობლემა. თქვენი პრობლემაა მშიერი, სახლში გამოკეტილი ხალხი, რომელმაც მიშას უკვე გამოუტანა განაჩენი და თუ ასე გააგრძელეთ, თქვენც მის ბედს გაიზიარებთ.“ –წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

  • პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები გამოაქვეყნა

    პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები გამოაქვეყნა

    27 აპრილს პენტაგონმა სამი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია გადაღებული.

    ვიდეომასალა ინტერნეტში მანამდეც გავრცელებულა, ამიტომ პენტაგონმა მისი ოფიციალურად გასაჯაროვების გადაწყვეტილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მიიღო.

    კადრებთან დაკავშირებით ბევრი ჭორი გავრცელდა და ბუნებრივია ადამიანების ნაწილი კადრებს უცხოპლანეტელებთან აკავშირებს.

    პენტაგონის განცხადებით, ვიდეოებში ასახული საჰაერო ფენომენი ოფიციალურად განიხილება , როგორც “არაიდენტიფიცირებული”.

     

  • “მომიწია მენახა, როგორ უყურებენ ოჯახის წევრები ტელეფონიდან დედების, შვილების, დებისა და ძმების სიკვდილს“–ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი Covid19–თან ბრძოლაზე

    “მომიწია მენახა, როგორ უყურებენ ოჯახის წევრები ტელეფონიდან დედების, შვილების, დებისა და ძმების სიკვდილს“–ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი Covid19–თან ბრძოლაზე

    “მართლა ძალიან ბევრი რამ გამომივლია, მაგრამ ამგვარი სევდა და სასოწარკვეთა არასოდეს მინახავს. ამ დღეებში მომიწია მენახა, როგორ უყურებენ ოჯახის წევრები ტელეფონიდან დედების, შვილების, დებისა და ძმების სიკვდილს. გარდა იმისა, რომ მათ ვუვლით, ოჯახებთან დაკავშირებაშიც ვეხმარებით – ვალდებული ვართ პაციენტი ოჯახს დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავაკავშიროთ ან ჩვენ თვითონ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მათ ახლობლებს. ოჯახის წევრები გვჭირდება იმისთვისაც, რომ შევაფასოთ, ხომ არ არის შეცვლილი მათი მენტალური სტატუსი დაავადებამდე პერიოდთან შედარებით.“ – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა, რომელიც ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტალში მუშაობს. ეს კლინიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო-სამედიცინო ცენტრია, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლაშია ჩართული. მაიმონდის ჰოსპიტალი ათასობით სხვა ამერიკულ ჰოსპიტალს შორის სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლებითა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩევა. მათ ბოლო კვირების მანძილზე ასეულობით დაინფიცირებული პაციენტი მიიღეს.  ნანა გეგეჭკორმა თავადაც გადაიტანა ცოტა ხნის წინ კორნავირუსი და მალევე დაუბრუნდა საქმიანობასთან.

    რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ნანა გეგეჭკორი მის გამოცდილებაზე და კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდებზე ყვება.

    “ამერიკულ ჰოსპიტლებში, რეანიმაციაშიც კი, პაციენტს შეუძლია მოითხოვოს თავის გვერდით ახლობლების ყოფნა, თუმცა, კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, კლინიკა სრულიად დაიხურა გარეშე პირებისთვის. პაციენტებს სიცოცხლის ბოლო წუთების გატარება სამედიცინო პერსონალთან უწევთ, რომლის სახესაც ვერ ხედავენ და რომლის პეიჯერიც გაუთავებლად ციმციმებს. ეს ციმციმი ნიშნავს, რომ იმ მომენტში ექიმი, მის გარდა, სხვებსაც გადაუდებლად სჭირდებათ.

    მენტალური მდგომარეობის ცვლილება ახსენეთ. რამდენად ხშირი და მძიმეა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცვლილება?

    საკმაოდ ხშირია და მძიმეც. მაგალითად, ახლა მყავს 70 წლის პაციენტი ქალი, რომელსაც ჰგონია, რომ ორსულადაა. მყოლია ისეთები, რომლებიც ჰალუცინაციებით იყვნენ, აჟიტირებულები და ვერ ისვენებდნენ. ამ ყველაფერს, სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, ტვინში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს. რაც უფრო მძიმეა ჰიპოქსია, მით მეტადაა გამოხატული ცვლილებები.

    ასევე, არაერთი პაციენტი მიამბობდა, რომ მათზე ძალიან მძიმედ იმოქმედა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გატარებულმა საათებმა. ყველა პაციენტი ჰოსპიტალში შემოსვლის პირველ საათებს იქ ატარებს, სანამ ელოდება პირველადი კვლევის შედეგებს. იმ გარემოში უამრავი უმძიმესი პაციენტი ერთად იყრის თავს. ზოგი მძიმედ ახველებს, ზოგი გონებას კარგავს, შეიძლება ვინმე შენს თვალწინ გარდაიცვალოს და ამ ყველაფრის გადატანა, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ჩვეულებრივ მდგომარეობაში პაციენტის პირადი სივრცე ამ გარემოშიც კი იზოლირებული და შედარებით დაცულია ამგვარი სტრესისგან, მაგრამ ახლა, ნაკადის სიმრავლის გამო, სიტუაცია ძალიან განსხვავებულია.

    რას ჰგავს თქვენთვის კოვიდ-19-თან ურთიერთობა: გადატანილ ომს, ემიგრანტის მარტოობას, ყველაფრის თავიდან დაწყების სირთულეებს?

    ალბათ, ყველაფერს, ერთად აღებულს, რაც აქამდე გამომიცდია და მეტსაც. ყველა გამოჯანმრთელებულ პაციენტს ენით აღუწერელი სიხარულისა და სიამაყის განცდა მოაქვს, რომლის მსგავსიც აქამდე, მგონი, არც განმიცდია. მეორე მხრივ, ზოგჯერ ღამე მაღვიძებს ის უსიამოვნო შეგრძნებები, რასაც სიკვდილი, ვირუსთან დამარცხება და წაქცევამდე დაღლილობა ტოვებს. ვცდილობ, კოლეგებთანაც კი არ ვილაპარაკო იმ სირთულეებზე, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან, რომ ტკივილი არ განვიახლო. ასეთი ბევრია, პროფესიულთან ერთად პირადიც – დაწყებული იმით, რომ შვილები არ მინახავს, უკვე ორი თვეა, დამთავრებული დამცავი აღჭურვილობით გამოწვეული ჭრილობებით, რომელიც საშინლად გეწვის.

    როცა ექიმის პროფესიას ირჩევ, მეტ-ნაკლებად ამ ყველაფრისთვის მზად ხარ, თუმცა არ ელოდები, რომ ასეთი მაღალი დოზით და მოკლე დროში მოგიწევს ამდენი სირთულის გადატანა. და, მიუხედავად ამისა, ადამიანები რომ არ იღუპებოდნენ, ვიტყოდი, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო პერიოდი ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. მე თვითონ ვერთვები ახლა ორ კვლევაში, რომლებიც ამ ახალი დაავადების პათოფიზიოლოგიურ და კლინიკურ სურათს შეისწავლის, ასევე დააკვირდება სუნთქვის უკმარისობის მკურნალობის ტაქტიკების გავლენას შედეგებზე და მაქვს სრულფასოვანი შეგრძნება, რომ ჩემი გავლილი გზა სხვებისთვის სასარგებლო ცოდნად და გამოცდილებად იქცევა მომავალში.

    ვერც წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა პროფესიულ ცხოვრებაში ასეთი დატვირთული ეტაპი მქონოდა. წელიწად-ნახევარში გადავაბარე სამი საკვალიფიკაციო გამოცდა, რისთვისაც ადამიანები წლობით სწავლობენ და წარმოუდგენელი ინტენსივობით ვემზადებოდი, დღეში 16 საათს ვმეცადინეობდი უწყვეტად, მაგრამ ის, რასაც ახლა ვსწავლობთ, არაფერს შეედრება. ყოველი პაციენტი არის ახალი გადაშლილი წიგნი, რომელსაც ცარიელი ფურცლები აქვს და მის ჰოსპიტალში ყოფნის ბოლო დღემდე შენ ავსებ მათ.

    ის სიმძიმე, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, – უამრავი გარდაცვლილი და მხოლოდ მძიმე პაციენტებით სავსე კლინიკები, საწოლების ორჯერ გაზრდილი რაოდენობით, – საქართველოსთვის, საბედნიეროდ, ჯერ უცხო რეალობაა. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ კონტაქტი აქ მყოფ ექიმებთან, რომლებიც კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობენ. რა იცით საქართველოში ამ ვირუსთან ბრძოლის შესახებ?

    ექიმების ნაწილთან, მართლაც, გვაქვს ძალიან ჯანსაღი კომუნიკაცია, თუმცა სამედიცინო თვალსაზრისით ღირებულ მონაცემებთან არ მიგვიწვდება ხელი. არ ვიცით, რამდენი მძიმე პაციენტი გყავთ, რა კრიტერიუმებით ახარისხებენ პაციენტებს სიმძიმის ჯგუფებში, ვინ როდის გადაჰყავთ ხელოვნურ სუნთქვაზე, რამდენ ხანს გრძელდება კრიტიკული პერიოდი, რამდენ ხანს რჩებიან ჰოსპიტალში – ამ მონაცემების გარეშე შეუძლებელია რაიმეს თქმა ზოგად სიტუაციაზე.

    საქართველოს განსხვავებული სტატისტიკა აქვს და ჩვენ ყველას გულწრფელად გვაინტერესებს კლინიკური კვლევები, რომ გავიგოთ, რითია ეს ციფრები გამოწვეული: მსუბუქი პაციენტების სიმრავლით თუ რაიმე განსაკუთრებით ეფექტური მკურნალობის მეთოდით. მეც და ჩემმა კოლეგებმაც არაერთხელ საჯაროდ ვითხოვეთ ამგვარი კვლევების თუნდაც წინასწარი შედეგების გაცნობა.

    ყველა ერთმანეთის გამოცდილებიდან ვსწავლობთ და ეს გამოცდილებები, თავის მხრივ, ძალიან განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქართველი ექიმების გამოცდილებაც იყოს გაზიარებული.

    საქართველოს მონაცემებზე ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით. კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები.

    ჩვენ როცა კითხვებს ვსვამთ ან სხვადასხვა საკითხზე ვმსჯელობთ, გვეუბნებიან, რომ ჭკუას ვასწავლით ვინმეს და ამერიკაში მაღალ სიკვდილიანობას გვახსენებენ. არც ჭკუას ვასწავლით ვინმეს და არც სიკვდილიანობა გვაქვს განსაკუთრებით მაღალი, თუ გავითვალისწინებთ ინფიცირებულთა სიმრავლეს და სიმძიმეს. ჩვენს პირად სივრცეში გამოთქმული აზრი ან დასმული კითხვა პოლიტიკურად ანგაჟირებულის სტატუსად გვიჯდება. არაერთი ექიმი გვწერს საქართველოდან, რომ გვგულშემატკივრობს, როცა ხედავს ტროლებისა და მოხალისეების მიზანმიმართულ შეტევას ამერიკაში მყოფ ქართველ ექიმზე ან იგებს ჩვენთვის გამოგზავნილი მუქარის წერილების შესახებ, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ ამბობს იმის გამო, რომ ეშინია პრობლემები არ შეექმნას. ეს, მართლაც, პრობლემაა, როცა ექიმებს ექიმებთან ღიად საუბრის საშუალება შეზღუდული აქვთ.

    წყარო: რადიო თავისუფლება

  • შეიძლება რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ავტომატიანი ბანდიტი იყოს? – ბასილ კობახიძე

    შეიძლება რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ავტომატიანი ბანდიტი იყოს? – ბასილ კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე ყინწვისის მონასტერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს:

    “შეიძლება რომ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი ავტომატიანი ბანდიტი იყოს? ასე უფრთხილდება ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობას და ქართულ კულტურას ეს მაფიოზი საპატრიარქო. ჩვენი წინაპრები ყინწვისის ანგელოზს ხატავდნენ და ახლანდელი მღვდლები ერთმანეთს ავტომატებს ესვრიან და თან ჩვენგან ბრმა მოწიწებას და მორჩილებას მოითხოვენ“

    შეგახსენებთ, რომ ყინწვისის მონასტერში მომხდარი ინციდენტის გამო დღეს სასულიერო პირი დააკავეს.