Category: სხვადასხვა

  • კანიე უესტმა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა

    კანიე უესტმა ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს სწავლა დაუფინანსა

    ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა მინეაპოლისში მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ქალიშვილს  სწავლა დაუფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას DailyMail-ი წერს.

    როგორც გამოცემა იტყობინება, რეპერმა ჯორჯ ფლოიდის ოჯახს და ასევე  იმ აფროამერიკელების ოჯახებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, 2 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

  • “რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?“–ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის და პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს

    “რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ?“–ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის და პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს

    შარშან, ლა­გო­დეხ­ში სასკოლო  ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვინ იყო დამნაშავე ამ ტრაგედიაში და რა გარემოებებს მოჰყვა გოგონას გარდაცვალება. 2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილი ნინოსხევის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარეში ჩავარდა და გამოსვლა ვერ შეძლო. მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. გარდაცვლილი გოგონას და, სალომე ბარკერი პროკურატურას ფეისბუქზე მიმართავს და საქმის გამოსაძიებლად ერთთვიან ვადას აძლევს:

    “მოდი, დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად გაინტერესებთ ან გადარდებთ ეს საკითხი – არცერთხელ იმაზე მეტი არავის გიკითხავთ ჩემთვის, ვიდრე მე მინდოდა მომეყოლა. მადლობა ამისთვის. ბევრს ნიშნავს.

    ახლა საქმე: დღეს 2020 წლის 4 ივნისია, უმრავლესობა თქვენგანმა იცით და ალბათ არ არსებობს ადამიანი ვინც არ იცის ან არ ეწყინა (ნუ, არსებობენ, მაგრამ ადამიანები არ არიან) ეს ამბავი, კერძოდ 2019 წლის 26 მაისს მომხდარი ე.წ. უბედური შემთხვევა გურგენიანის ჩანჩქერზე, ლაგოდეხში, რომელმაც იმსხვერპლა ჩემი 16 წლის უსაყვარლესი და სოფი, მზეც, მთვარეც და ყველა ვარსკვლავი რომ ამომდიოდა მასზე და ყველა ციური სხეული რომ ჩაიყოლა იმ ჩანჩქერში იმ დღეს. აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

    ეს ერთი წელიც, რომელიც ვიღაცისთვის თვალის ერთ დახამხამებაში და ვიღაცისთვის ერთი თვალის ხამხამში გავიდა, არ მგონია დიდად უცნობი იყოს თქვენთვის რითი ვიყავი დაკავებული – ძირითადად ჩემი ყურადღების ქვეყნის ბედზე დარდში გადატანით და შიგადაშიგ გლოვით, აქაიქ გაქცევით და გამოქცევით. თუმცა, სარბენი კიდევ ბევრია.

    და გაინტერესებთ რაში გავიდა ეს ერთი წელი საქართველოს პროკურატურისთვის, რომელიც მომხდარს იძიებს?

    30-მდე მოწმე დაკითხა და ხუთამდე “საბუთი” გამოითხოვა განათლების სამინისტროდან.
    30-მდე მოწმიდან 17 სოფის კლასელია, იმ დღესვე და მომდევნო დღეებში დაიკითხნენ მასწავლებლებთან ერთად. დანარჩენი მოწმეები (რეინჯერი, ნაკრძალის დირექტორი, ადგილზე მყოფი ოთხი ტურისტი, მე და დედაჩემი) ასევე მალევე, ზაფხულში. ექსპერტიზაც, ყველა საჭირო და სტანდარტული პროცედურაც ზაფხულში დასრულდა.

    ზაფხულის მერე გავიდა – ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა თვე და ამდენი თვის განმავლობაში საქმის გამომძიებელი გვპასუხობს, რომ (აბა გამოიცანით) “მიმდინარეობს გამოძიება” და საქმის პროკურორი გვპასუხობს, რომ (და აქ ვერსიები მეტნაკლებად მრავალფეროვანია):

    1) აიაიამწამს ზემდგომი მოხსნეს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს,
    2) აიაიგუშინ ახალი ზემდგომი დანიშნეს და გადაწყვეტილებას ჯერ ვერ იღებს.
    3) აიაიხვალ რაღაცას შეათანხმებს.
    4) აი ეხლა შვებულებაშია პროკურორი.
    5) ეხლა ტრენინგზეა.
    6) ისევ მოიხსნა ზემდგომი, ხო იცით არა როგორც არის.
    7) ეხლა პანდემია და..
    8) ისევ შესათანხმებელია რაღაცა.
    9) აი ერთი თვეც და.

    ეს ბოლო “დათქმა” გუშინ ვათქმევინეთ, მას შემდეგ, რაც ტელეფონში დაჟინებით ჩავაბჟირდით და მოგვახსენა, რომ აი ეს ერთი თვეც, და მისი პირადი აზრით, წესით, მისი პირადი სუბიექტური აზრით, არ უნდა იყოს პრობლემა, რომ საქმე ან დახუროს, ან ბრალი წაუყენოს მას, ვისი ბრალეულობაც, მისი პირადი აზრით, გამოიკვეთება.

    ამ საქმეზე ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება თუ არა, სოფის სკოლა, მისი ყოვლად ამაზრზენი პოზიციის გამო იმწამის გარდაცვლილ ბავშვთან (მაგალითად მხოლოდ დირექტორის ტყუილი რად ღირს: 27 მაისი, 12:00 საათიანი კურიერი: “ეგ ბავშვი ქვაზე შეხტა და წყალში ჩავარდა!”) აუცილებლად აგებს პასუხს სამართლებრივად. ეს ცალკე თავია. ახლა ამაზე არ ვწერ.
    ერთი წელია მშვიდად გელოდებით და მიუხედავად ამ დროში ჩემდამი მოპყრობილი ყურადღებისა, არცერთხელ არსად მიხსენებია სოფის ამბავი არც პირდაპირ, არც ირიბად, არც არანაირად. პირველად ვწერ საჯაროდ ამ საქმეზე რამეს, ერთი წელია როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ველოდები აბა რას ფიქრობთ, რა დასკვნა ვერ გამოიტანეთ ამდენი ხანი და ჩამომკიდეთ გულზე ეს უდიდესი გადაუწყვეტელი ლოდი? რას შვრებით? რა ვერ გაარკვიეთ და გამოიძიეთ? ან მითხარით, რომ სსკ 116-ე მუხლი, “სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით” ვერ ამოიკითხეთ ვერსად მომხდარში, ან მითხარით, რომ ამოიკითხეთ და იწყებთ სისხლის სამართლებრივ დევნას.

    საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

    როგორც ითხოვთ, ერთი თვე გაქვთ.

    3 ივლისამდე.“– წერს სალომე ბარკერი.

  • მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შვილი შეეძინა

    მომღერალ სოფო ნიჟარაძეს შვილი შეეძინა

    მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. სხვა დეტალები უცნობია. სოფო ნიჟარაძის ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გასაჯაროებულა. საზოგადოებისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი ბავშვის მამის შესახებ.

    პატარა გოგონას ალისა–მარია დაარქვეს.

  • “ვერაფრით ვერ მივხვდი საიდან ამეკიდა“–ქართველმა ჟურნალისტმა ნიუ იორკში Covid19 გადაიტანა

    “ვერაფრით ვერ მივხვდი საიდან ამეკიდა“–ქართველმა ჟურნალისტმა ნიუ იორკში Covid19 გადაიტანა

    ჟურნალისტი თეა თუაშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს ფეისბუქზე წერს, რომ კორონავირუსი გადაიტანა. ეს მის მიერ ჩატარებული ანტისხეულების ტესტით დადასტურდა, რომლის ფოტოსაც ჟურნალისტი ფეისბუქზე აქვეყნებს. თეა თუაშვილი დეტალურად აღწერს, როგორ გადაიტანა დაავადება:

    “თქვენს წინაშეა ჩემი, კოვიდ ანტისხეულების ტესტი .

    როგორც მოსალოდნელი იყო ამოვიდა პოზიტიური. რაც იმას ნიშნავს რომ მე ნამდვილად გადავიტანე კორონავირუსი ამა წლის აპრილის თვეში….

    ვიცი საკუთარ დაბადების დღეზე, საჩუქრების კეთება. ყველაფერი დაიწყო დაბადების დღემდე 5 დღით ადრე.

    სასაში ვიგრძენი სიმძიმე და დაჭიმულობა. მეგონა ატმის კურკა გამეჩხირა, თითქოს ყლაპვაც მიჭირდა. ეს შეგრძნება გაგრძელდა მხოლოდ 1 დღე. დილას თავს უკვე ჩვეულებრივად ვგრძნობდი.

    ოთხი დღის შემდეგ ფანჯრის გაღების დროს მძაფრად ვგრძნობდი ოკეანის და თევზების სურნელს ( თუმცა ოკეანიდან საკმაოდ შორს ვცხოვრობ ) ისეთი სასიამოვნო იყო ეს სუნი ხშირად ვაღებდი ფანჯარას და ხარბად ვიყნოსავდი ჰაერს.ეს ჰარმონია ბუნებასთან და სავარაუდოდ პარალელურად ადაპტირება ჯერ კიდევ უხილავ ვირუსთან 2 დღე გაგრძელდა.

    12 აპრილს, დილით ცხვირში გაციების დაწყების წინა ასე ვთქვათ, შეღუტუნება მქონდა

    ყელში დამეწყო ქავილის მაგვარი შეგრძნება და მსუბუქი წვა. დავკარგე გემო და ყნოსვის შეგრძნება.

    ღამით კი უკვე სიცხე მომცა.

    დილას ტანი ძლივს ავწიე ლოგინიდან ისეთი დაღლილი ვიყავი, მტკიოდა ყველა კუნთი და ძვალი. ხელზე რომ ოდნავ თითებს შევახებდი ის კუნთი თითქოს უკვე მოგლეჯილი მქონდა. აი კაიფში რომ არიან და პატარა შეხებაც რომ აპანიკებთ აი ასეთი რამ იყო დაახლოებით. გული მქონდა ისეთი აჩქარებული, გულის უკმარისობით გამოწვეულ პაციენტებს რომ აქვთ, მუცლით რომ სუნთქავენ, აი ასე ვიყავი ზუსტად.

    არ მახველებდა, მაგრამ მიჭირდა სუნთქვა ისიც ტელეფონზე დიდ ხნიანი საუბრის (5 წუთამდე) დროს.

    შევნელდი, ყველაფერს ნელა ვაკეთებდი. ვერ ვკითხულობდი, ვერ ვუყურებდი ვერაფერს, სახლშიც კი რომ ვრეკავდი მესენჯერით 2 წუთზე მეტს ვერ ვლაპრაკობდი ისე ვიღლებოდი.
    დედაჩემს რომ ვუთხარი მგონი კოვიდი მაქვსთქო, არ მჯერაო  და მეტი არც გახსენებია.

    სიცხე ვერ დავიგდე ვერაფრით, ვერც იბუპორფენმა მიშველა ვერც ტაილენოლმა, დაილოცოს ედვილი. სიცხის დაწყებიდან მესამე დღეს მხოლოდ ამ საყვარელმა ცისფერმა ტაბლეტებმა მომიხსნა სიცხე. პერმანენტულად ვიღებდი ჩემი ალერგიის წაალს, ჰიდროქსიზინს, (ქლორიქვინი ამ ჯგუფში შედის და იმედი მქონდა რომ მდგომარეობას შემიმსუბუქებდა) .

    ჩემს ექიმთან დავნიშნე ზუმის აპლიკაციით ონლაინ-ვიზიტი. მოისმინა ჩივილები და მითხრა რომ ალერგია ნამდვილად იყო მაგრამ შეიძლებოდა კოვიდიც მქონოდა. გამეგრძელებინა ატარაქსის მიღება და ტაილენოლი ან რომელიმე ის სიცხის დამწევი, რომელიც ჩემზე კარგად მოქმედებდა.
    დავურეკე ჩემს უკარგეს, დიანა ჟღენტს Diana Zhgenti , ( და ალბათ ისტორიას არ ახსოვს ასეთი ყურადღებიანი გენ. კონსული ნიუ -იორკში და ნამდვილად იმსახურებს დაფასებას და მადლიერებას იმიგრანტებისგან და არამარტო ) რომელმაც მაშინვე დამაკავშირა ნიუ-იორკში ქართველ ექიმთან ვინც მომისმინა და მითხრა რომ რახან ოდნავ სიტკბოს ვგრძნობდი დაშაქრული ჩაის დალევის დროს ( ეს ერთადერთი, შაქრიანი ჩაი მინდოდა , საერთოდ უშაქროს ვსვავ), იმედი იყო რომ კოვიდი არ მქონდა. დამამშვიდა, თუმცა მონიტორინგი გაგრძელდა.

    ამ ხნის განმავლობაში სიცხე 38-ზე მაღლა არ ასულა. ტეპერატურა გაგრძელდა სამი დღე.
    სულ მეძინა. ფიზიკურად არაფრის თავი არ მქონდა. ვიწექი და ვიცოდი რომ ეს იყო ის ვირუსი, რომელიც ვერაფრით მივხვდი საიდან ამეკიდა. პიციდან, რომელიც დელივერით მოიტანეს? უბერიდან, სადაც ქართველმა მძღოლმა მითხრა, რომ წინა დღით ქართველი იმიგრანტი მიიყანა საავადმყოფოში? კი მაგრამ ხელთათმანები ხომ სულ მეკეთა, პირბადეც, სათვალეებიც, ქუდიც მეხურა? სად, რანაირად, ხომ სულ სახლში ვიჯექი. ხელებს ხომ ხშირად ვიბანდი? ამ ინსტურქციებსაც ხომ ვასრულდებდი? ვერაფრით ვერ მივხდი საიდან.ის კი ვიცოდი რომ მე ამით არ მოვკვდებოდი. უბრალოდ მეწყინა და მოვიწყინე რომ მე დამემართა. მე , რომელიც ასე ვფრთხილობდი და მაინც ვერ ავცდი.

    კოვიდ19, სარსის თუ კორონავირუსის დასკვნითი ეტაპი იყო დაირეა. ჩემმა ოჯახის ექიმმა, რომელთანაც სულ მიმოწერა მქონდა ამიკრძალა რძის პროდუქტები და მეცადა იმოდიუმი , ვნახოთ, როგორ იმოქმედებსო.. როგორც კი შევწყვეტდი მიღებას, დაირეა კვლავ იწყებოდა.იმოდიუმის გარეშე დაირეა არ ჩერდებოდა და ბრძოლის ეს ეტაპი კიდევ 3 დღე გაგრძელდა.ეს იყო კოვიდის დასრულების დასაწყისი , როგორც მერე აღმოჩნდა. იმოდიუმმა დაამშვიდა გულიც, რომელიც მუცლით აღარ სუნთქავდა და დამიბრუნა ენერგიაც რომ მეყიდა პროდუქტები, გამერეცხა სარეცხი და დამიბრუნა ყნოსვის და გემოს შეგრძნება.
    ჩემი კოვიდ19 გაგრძელდა 14 დღე.ენერგიის და ყნოსვის დაკარგვიდან ამ ყველაფრის აღდგენამდე.

    ახლა ავდგები და ჩემს ამერიკელ ექიმს მივწერ, რომ ჩემს სისხლში ანტისხეულები აღმოჩნდა და საჭიროების შემთხვევაში პლაზმის გამოყენებისთვის მზად ვარ.
    ახლა კი სძინავს, მაგრამ ხვალ დედაჩემს დავურეკავ და ვეტყი, რომ კიდევ კარგი არ დაიჯერა და მაშინ ჩემთან ერთად არ ინერვიულა და ყველაფერი ასე კარგად მორჩა.
    უუფ ამოვისუნთქე, ხვალიდან პირბადეს დავემშვიდობები და მაკიაჟს გავიკეთებ“–წერს თეა თუაშვილი ფეისბუქ გვერდზე

    ფოტოს აღწერა მიუწვდომელია
  • ჯენიფერ ენისტონის შიშველ ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

    ჯენიფერ ენისტონის შიშველ ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

    ჯენიფერ ენისტონის ცნობილი ფოტო, რომელზეც ის შიშველი პოზირებს აუქციონზე გამოიფინება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება.

    შავ–თეთრი ფოტო, რომელიც წლების მანძილზე საკულტოდ იქცა 1995 წელს გადაიღეს. მაშინ მსახიობი 26 წლის იყო. ფოტოს ავტორი მარკ სელიგერია. კადრს ვულგარულს ან მეტისმეტად შიშველს ნამდვილად ვერ დაარქმევთ – ყველა ინტიმური ადგილი დაფარულია.

    “ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა, მარკ სელიგერმა აუქციონზე 25  პორტრეტი გამოფინა, მათ შორის არის ჩემიც. გაყიდვიდან შემოსული თანხის 100%  ორგანიზაციაში გადაირიცხება, რომელიც ქვეყანაში ხელმოკლე ადამიანების კორონავირუსზე უფასო ტესტირებას ატარებს და მკურნალობას უზრუნველყოფს“– ამბობს ჯენიფერ ენისტონი.

    ლოტის საწყისი ფასი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ფოტოს ყიდვის მსურველი უკვე ბევრია.ენისტონის ფოტოს გარდა ფოტოგრაფს გასაყიდად გამოაქვს ლეონარდო დი კაპრიოს, ბილი აილიშის, სნუპ დოგის და სხვა ცნობილი ადამიანების პორტრეტები.

  • “ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი,საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან“–ზურაბ გურული

    “ჯანმო-ს პრეზიდენტად აირჩიეს არაექიმი,საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს და გამართლებულად მიიჩნევს აშშ–ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და აშშ–ს ამ ორგანიზაციიდან გამოსვლის შესახებ:

    “წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს მსოფლიო ეკონომიკა, პოლიტიკა და რაც მთავარია, მედიცინის არაერთი დარგი.


    2017 წელს, ჯანმო-ს არჩევნებში, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ დირექტორის კანდიდატად წარმოადგინეს ცნობილი ბრიტანელი ექიმი, დევიდ ნაბარო, მაგრამ მათი ხმები გადაფარული იქნა აფრიკულ-აზიური ბლოკის მიერ, რომლის სათავეშიც იდგა და დგას ჩინეთი და ჯანმო-ს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს არაექიმი, ფრიად საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან. საიდუმლოს არ წარმოადგენს არც ის ფაქტი, რომ არაერთმა დამკვირვებელმა ამ არჩევნებს უაღრესად ბინძური და მანიპულირებული უწოდა. ცხადია, ამოტივტივდა ბატონი ტედროსის ქვეყანაში მის “მიღწევების” შესახებ გაყალბებული სტატისტიკური მონაცემებიც; მათ შორის ეთიოპიაში ქოლერის ეპიდემიის სამჯერ აფეთქების სრული დამალვა.


    რაც ყველაზე საინტერესოა, ბატონი ტედროსის კანდიდატურას თავად პატიოსანი აფრიკელებიც ეწინააღმდეგებოდნენ; მათ შორის არაერთი ოპოზიციური პარტია მისი სამშობლო ეთიოპიიდან, რადგან ტედროსმა კარიერა აიწყო ეთიოპიის კომუნისტურ პარტიაში, რომლის ერთერთი ლიდერი სსრკ-ელებისათვის კარგად ცნობილი მენგისტუ ჰაილე მარიამი გახლდათ. ამ პარტიამ მილიონობით დოლარი გაიღო ბატონი ტედროსის საარჩევნო კამპანიისათვის.


    გასაკვირი პრინციპში არც არაფერია. სსრკ-ში გამოზრდილ თაობებს კარგად გვახსოვს უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. ლიმიტით ჩასარიცხად გამოყოფილი ადგილები, სადაც მინიმალური ქულები იყო საჭირო და დაჯავშნული იყო მუშებისა და კოლმეურნეებისათვის. ზუსტად ამ პრინციპით ამოქმედდა გაერო-ც და მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც. შედეგი სახეზეა. კატასტროფული ფიასკო, მსოფლიო მასშტაბის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია ერთმა პანდემიამ და ამ კატასტროფის სრული სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.


    ახლა წარმოიდგინეთ რამდენად სანდოა ეს ორგანიზაცია და მის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, მაშინ როცა მას არჩევნების ჩატარებაც კი არ შეუძლია კორუფციისა და გაყალბების გარეშე.


    ძნელია არ გაიხსენო ფატუ ბენსუდა, იურისტი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან, გამბიიდან, რომელსაც აშშ-მ ვიზაც კი გააუქმა და რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმეებს არჩევს საერთაშორისო ტრიბუნალში. შეუძლია ვინმე ლოგიკურად მოაზროვნეს დაიჯეროს ამ ადამიანის ობიექტურობა და მოუსყიდველობა?


    ამერიკის პრეზიდენტმა ძალიან არაპოპულარული, მაგრამ უაღრესად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვერ ახერხებ “თავლის” გაწმენდას, მაშინ სჯობს რომ მისი დაფინანსება შეწყვიტო.“– წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

  • ადელის შთამბეჭდავი გახდომის საიდუმლო მისმა მეგობარმა გაამხილა

    ადელის შთამბეჭდავი გახდომის საიდუმლო მისმა მეგობარმა გაამხილა

    32 წლის მომღერალს, ადელს მთლიანად მოუწია ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა, რათა ზედმეტი კილოგრამებისგა გათავისუფლებულიყო. მან საკვების სახლში გამოძახების სერვისს მიმართა.

    ვარსკვლავი მთელი სერიოზულობით მოეკიდა წონის დაკლების საკითხს მტკივნეული განქორწინების შემდეგ მისი შვილის მამასთან. ჯამში მან 45 კილოგრამი დაიკლო და გარეგნულად რადიკალურად შეიცვალა.

    მომღერლის მეგობარი ყვება, როგორ მიაღწია მან ასეთ შთამბეჭდავ შედეგს. ადელი ზუსტად იცავდა დიეტას: რეგულარულად სარგებლობდა საკვების სახლში მიტანის სერვისით.

    “გახდომა მისი მთავარი მიზანი იყო. გადაწყვიტა დაბალკალორიული საკვების სახლში მიტანის სერვისისთვის მიემართა, რომელიც კეტი პერიმ ურჩია. ამერიკელი მომღერალი ფეხმძიმობამდე ხშირად მიმართავდა ამ კომპანიას“ – ციტირებს ანონიმური წყაროს სიტყვებს გამოცემა The Sun.

    ბრიტანელი მომღერალი აღიარებდა, რომ ძალიან უნდოდა გემრიელი და დაბალანსებული კვება, თუმცა ამასთან კალორიების აუცილებელი რეჟიმის დაცვა. ის დღეში სამჯერ ჭამდა და მისი რაციონი დღეში ზუსტად 1700 კალორიას შეიცავდა.

    “ადელს არასოდეს უყვარდა საჭმლის მომზადება და გახდომის ეს გეგმა იდეალური აღმოჩნდა მისთვის, ამას ემატებოდა ვარჯიში.“– ამბობს მომღერლის მეგობარი.

  • ნუ დამიძახებთ “ექსპერტს”, დამიძახეთ “საპოჟნიკი”, ან “სანტექნიკი”…–გია ხუხაშვილი

    ნუ დამიძახებთ “ექსპერტს”, დამიძახეთ “საპოჟნიკი”, ან “სანტექნიკი”…–გია ხუხაშვილი

    გუშინდელს შემდეგ ნუ დამიძახებთ “ექსპერტს”, დამიძახეთ “საპოჟნიკი”., ან “სანტექნიკი”…– ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ტვ პირველზე გასულ სიუჟეტს ქართული ოცნების მხარდამჭერი “დამოუკიდებელი ექსპერტების“ შესახებ, რომლებსაც ტელეკომპანიის ინფორმაციით მხარდაჭერის სანაცვლოდ მმართველი პარტია ფულს უხდის.

    გია ხუხაშვილი ფეისბუქ სტატუსში “დამოუკიდებელი ექსპერტის“ მნიშვნელობასაც განმარტავს:

    “დამოუკიდებელი ექსპერტი – პარტიული კუთვნილებისგან თავისუფალი ადამიანი, რომელიც ცდილობს იყოს ობიექტური.
    ექსპერტი – ადამიანი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური გემოვნება, იმ დათქმით, რომ ის ამას მყარი არგუმენტაციით ფუთავს.
    ტაქსისტი – ადამიანი, რომელსაც აქვს ორი დიპლომი, ყველაზე კარგად ფლობს საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ არ სცალია ტელევიზიაში სასიარულოდ.
    ადამიანი, რომელიც საუბრობს მხოლოდ თავის დამოკიდებულებაზე ამა თუ იმ პარტიასთან, არც ექსპერტია, არც მითუმეტეს დამოუკიდებელი და ვერც ტაქსისტად ივარგებს…“– წერს გია ხუხაშვილი.

     

  • ინგლისის პრემიერლიგა დათქმულ ვადაზე ადრე განახლდება

    ინგლისის პრემიერლიგა დათქმულ ვადაზე ადრე განახლდება

    ბრიტანეთში 1 ივნისიდან  პრემიერ ლიგის მატჩები განახლდება. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ დახურულ კარს მიღმა გამართულ თათბირზე მიიღო. ლიგის ხელმძღვანელობას იმედი ქონდა, რომ მინდორს 17 ივნისს დაუბრუნდებოდნენ, მათი თქმით უფრო ადრე დაბრუნება ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საუკეთესო ახალი ამბავია მათთვის. ამასთან, ლიგაში ხაზს უსვამენ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი მოთამაშეების, მწვრთნელების და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

  • ბელგიელ პრინცს კორონავირუსი დაუდგინეს

    ბელგიელ პრინცს კორონავირუსი დაუდგინეს

    ბელგიელ პრინც იოახიმს კორონავირუსი დაუდგინეს. ის ბელგიის ყოფილი მეფის, ალბერტ მეორეის შვილიშვილი და ამჟამინდელი მეფის, ფილიპის ნათესავია. დიაგნოზის დასმამდე ცოტა ხნით ადრე პრინცი ესპანეთის ქალაქ კორდოვაში წვეულებაზე ნახეს. ბელგიის სამეფო სახლმა დაადასტურა, რომ იოახიმი მართლაც იმყოფებოა 24 მაისს ესპანეთში სამუშაო ვიზიტით, თუმცა ცნობილია, რომ პრინცს დიდი ხანია ურთიერთობა აქვს ესპანელ ქალთან.

    ესპანური პრესა იტყობინება, რომ 27 მაისს პრინცი კერძო წვეულებაზე იყო, რომელზეც 27–მა ადამიანმა მოიყარა თავი, რაც კარანტინის რეჟიმის სასტიკი დარღვევაა. ბელგიური პრესა კი ამტკიცებს, რომ წვეულებას 10–12 ადამიანი ესწრებოდა და ეს დარღვევა არ არის.

    ბელგიის სამეფო სახლი აცხადებს, რომ პრინცს დაავადების სუსტი სიმპტომები აქვს და მისი მდგომარეობა საშიში არ არის. ყველა, ვისაც კორდოვაში გამართულ წვეულებასთან კავშირი ქონდა კარანტინში გაგზავნეს.