Category: სხვადასხვა

  • ქეთი თოფურიამ ქალიშვილს 5 წლის იუბილე გადაუხადა

    რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ქეთი თოფურიას ქალიშვილს – ოლივიას 5 წელი შეუსრულდა. მომღერალმა შვილს დაბადების დღე სახლის წინ მდელოზე, ღია ცის ქვეშ გადაუხადა. დაბადების დღე მულტფილმ “გაყინული გულის“ მოტივებზე წარიმართა და ბავშვებს ამ მულტფილმის პერსონაჟების კოსტუმებში გამოწყობილი ანიმატორები ართობდნენ.

    მომღერალმა სოციალურ ქსელში შვილის დაბადების დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ სტუმრების მისვლამდე დაიწყო და ფოტოები გამოაქვეყნა ორჯახური არქივიდან, რომლებიც ასახავდა როგორ იზრდებოდა და იცვლებოდა მისი შვილი.

    “დღეს ხუთი წლის გახდი. და შენ ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული ხარ. ბედნიერი იყავი ჩემო გოგო. მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები“–დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.

    ქეთა თოფურიას ოლივია ბანკრი ლევ გეიხმანთან ქორწინებისას შეეძინა, რომელსაც ორი წლის წინ გაშორდა.

  • “რთულად გადავიტანე მათი წასვლა“–გრიგოლიას პირველი კომენტარი ტვ პირველიდან კოლეგების წასვლაზე

    “რთულად გადავიტანე მათი წასვლა“–გრიგოლიას პირველი კომენტარი ტვ პირველიდან კოლეგების წასვლაზე

    ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტვ პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა და არხზე გადაცემა რეაქციის წამყვანად დარჩა, ტვ პირველიდან ვახო სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილის და დიანა ტრაპაიძის წასვლაზე პირველი კომენტარი გააკეთა. გრიგოლიამ გადაცემა არხზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრით გახსნა. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ კოლეგების გადაწყვეტილებაზე გული წყდება, თავად კი არხიდან წასვლას არ აპირებს:

    “ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე, ძალიან მწყდება. დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე… ვერ მოგატყუებთ, ძალიან მძიმეა ჩემთვის ამ სიტყვების თქმა: რთულად გადავიტანე მათი წასვლა. იმდენად რთულად, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ ჩემი სათქმელის გადმოსაცემად და ალბათ რაც არ უნდა ვთქვა, მაინც არ იქნება ის, რასაც ახლა განვიცდი.

    მთელი გულით ვუსურვებ აქედან წასულ ჩემს კოლეგებს სხვა არხებზე. დიდ წარმატებებს ვუსურვებ საკუთარ პროფესიაში ჩემს კოლეგებს, რომელიც მათი თანმდევი იყო დარწმუნებული ვარ, იქნება კიდეც. მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია ტვ პირველი, რომელიც შვილივით მიყვარს.მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. ტვ პირველია ჩემი საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც მე იშვიათად მინახავს.“– ამბობს გრიგოლია.

    შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტვ პირველი პარასკევს დატოვეს. დღეს კი დიანა ტრაპაიძემ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომ არხს ისიც ტოვებს.

     

  • გახარიასთან ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტებმა ერთმანეთი ცემეს. ინციდენტი პირდაპირ ეთერში მოხვდა(ვიდეო)

    დღეს ტელეკომპანია მაესტროს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა სტუმრობა13 ივნისს გარდაცვლილთა მემორიალთან, სადაც პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ გახარიამ ტერიტორია დატოვა, მაესტროს პირდაპირ ეთერში კი დარჩა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ ერთმანეთს იმედის და პალიტრის ჟურნალისტები დაუპირისპირდნენ. როგორც ეთერში გასული ხმებიდან შეიძლება გარკვევა, მიზეზი ის გახდა, რომ კომენტარის ჩაწერისას ერთმა ჟურნალისტმა მეორეს მიკროფონი დაუფარა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

  • კოვიდ-19-ის ვაქცინის მასშტაბური კლინიკური გამოცდა ივლისში დაიწყება

  • “კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში“–ზურაბ გურული

    “კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, რომ მსოფლიოში კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა შეინიშნება, რომელიც აგრესიაში გარდაიქმნება.

    “კოვიდით ფსიქოლოგიური გადაღლა, ე.წ. covid-fatigue, სერიოზული პრობლემა გახდა მთელ მსოფლიოში. გაღიზიანებულმა, დათრგუნულმა, შეშინებულმა საზოგადოებამ ობიექტური მიზეზების გამო საკუთარი სასოწარკვეთა აგრესიაში გარდაქმნა. ეს ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, რადგან მსოფლიო პანდემიის მართვის სათავეებში საკუთარ თავში დაურწმუნებელი, მერყევი, პოლიტიკურად და სოციალურად ანგაჟირებული ინდივიდები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პატივისცემა და ნდობა საზოგადოების მხრიდან და უცებ გაფლანგეს ნდობის ის დივიდენდები, რომლებიც მათ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ბუნებრივად ჰქონდათ. აგრესიის მართვა კი უკვე ძალიან რთულია, რადგან აგრესიას ან შიში თრგუნავს, როგორც ეს ჩინეთში მოხდა, ან ისეთი ლოგიკურად მოაზროვნე ავტორიტეტი ამშვიდებს, რომლის რეპუტაციაც შეულახავია. პირველი მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს, მეორე კი ძალიან დეფიციტური რამ არის.

    კოვიდის შესახებ ასეთი გაურკვევლობა უამრავი მიზეზის გამო არის; თუნდაც იმიტომ, რომ წალეკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალები გაყალბებულმა ლიტერატურამ; ზღვა ინფორმაცია დაიყარა პროფესიულ სამყაროშიც და სოციალურ ქსელებშიც და დილეტანტისათვის კი არა, ზოგჯერ პროფესიონალისათვისაც შეუძლებელია ტყუილ-მართალის გარჩევა. ასეთ დროს პროფესიონალს მხოლოდ საკუთარი ლოგიკური აზროვნება რჩება მთავარ იარაღად.

    მაგალითად, ახალი პანიკა იმის შესახებ, რომ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების შესუსტებისას დაინფიცირებულების რაოდენობამ იმატა, განხილული უნდა იქნეს არა პანიკის ჭრილში, არამედ მშვიდად უნდა დადგინდეს მძიმე შემთხვევების რაოდენობის მატებას თუ აქვს ადგილი. ლოგიკურად ვიცით, რომ როდესაც ვირუსი გავრცელების არეალს ზრდის, პარალელურად ვირულენტობას (ანუ ტოქსიკურობას) ამცირებს. თუ გადავხედავთ მაგალითად ნიუ იორკს, იქაც იმატა დავირუსებულთა რიცხვმა, მაგრამ მძიმე შემთხვევების მატება არ აღნიშნულა. შესაბამისად, ეს ამყარებს ლოგიკურ სპეკულაციას იმის შესახებ, რომ ე.წ. მეორე ტალღა იქნება ბევრად სუსტი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

    ლოგიკური სპეკულაციები, რომლებიც გათვლილ რისკებს გაითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს რომ აგრესია შევამციროთ საზოგადოებაში, გავზარდოთ ნდობა სამედიცინო პერსონალის მიმართ და ამასთან, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

    საინტერესო იქნებოდა კვლევის ჩატარება, რომელიც შეეცდებოდა ქართულ პოპულაციაში კოვიდის მძიმე შემთხვევების გავრცელების შესწავლას. თუ მოგროვდებოდა ინფორმაცია მაგალითად იტალიის, ირანის, ესპანეთის, რუსეთის, ამერიკის ქართული დიასპორებიდან, საკმაოდ მარტივად შეიძლებოდა იმის დადგენა, თუ რა თავისებურებები ახასიათებს “ქართულ” კოვიდს. ეს გაფანტავდა უამრავ უსარგებლო, პოპულისტურ მითს და ხელს შეუწყობდა რეალური საფრთხეების ჭკვიანაურად გათვლას.

    კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ პირბადეებთან დაკავშირებით; არ არის საჭირო ვუყუროთ თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში და ბრმად გადმოვიტანოთ მათი გამოცდილება. თუ ვიცით რომ ჩვეულებრივი პირბადე მარტივი ბარიერია, რომელიც ხელს უშლის ნერწყვში გახსნილი ვირუსების გავრცელებას და შესუნთქვას; და თუ ვიცით ისიც, რომ ასეთი გავრცელება ხდება ხმამაღალი საუბრის, ყვირილის, სიმღერის, ხველა-ცემინების დროს, მაშინ მარტივად დავასკვნით, რომ გამოცდის მიმდინარეობისას, სოციალური დისტანციის მეტნაკლები დაცვისას საფრთხეები მინიმალური იქნება, რადგან იქ არც არავინ იყვირებს, იმღერებს, ან ისაუბრებს. შესაბამისი ლოგიკა შეიძლება იქნეს გამოყენებული კონდიციონერების შემთხვევაშიც კონტროლირებულ საჯარო სივრცეებში.

    სოციალური აგრესია, რომელსაც შემდეგ ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების სრული უგულებელყოფა და აგდება მოსდევს არარეალური, უაზროდ მკაცრი შეზღუდვების გამო, არახალია; “ესპანური გრიპის” ეპიდემიისას არაერთ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. ამიტომ, გონივრული მიდგომა და მსჯელობა, ე.წ. ავტორიტეტებისადმი ბრმა ნდობის მინიმუმამდე დაყვანა აუცილებელია ამ ეფექტის მაქსიმალურად შესამცირებლად.“– წერს ზურაბ გურული ფეისბუქზე.

  • წარმატებული ოპერაციის შემდეგ ერთმანეთისგან განცალკევებული სიამის ტყუპები სახლში დაბრუნდნენ

    ბრიტანელი ექიმების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაციის შემდეგ ძმები – იიგიტ და დერმან ევრენსელები თურქეთში დაბრუნდნენ. ექიმებმა ურთულესი ოპერაციის ჩატარება შეძლეს, რომლის შედეგად თავებით ერთმანეთთან შეზრდილი სიამის ტყუპები დააცალკევეს.

    ბიჭები 2018 წლის 21 ივნისს დაიბადნენ. გაირკვე, რომ მათ სამი ოპერაცია ჭირდებოდათ. მშობლებმა დახმარებისთვის ქვეყნის პრეზიდენტს მიმართეს, რათა ბავშვებს ლონდონში სამკურნალოდ წასვლა შეძლებოდათ. პატარებმა ყველა საჭირო ქირურგიული ჩარევა გადაიტანეს. მკურნალობის ყველა ხარჯი კი ბრიტანეთში მცხოვრებმა თურქმა ბიზნესმენებმა და ექიმებმა გაიღეს.

    ტყუპების დაცალკევების ფინალური ოპერაცია 28 იანვარს ჩატარდა. ამის შემდეგ ტყუპები კლინიკაში მედიკოსების მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. მხოლოდ ახლა შეძლო ოჯახმა სამშობლოში, თურქეთში დაბრუნება.

    სიამის ტყუპები, რომლებიც არა სხეულებით, არამედ თავებით არიან შეზრდილი ერთმანეთთან ძალიან იშვიათად იბადებიან. როგორც წესი, ასეთი ბავშვები დაბადების შემდეგ სულ რამდენიმე დღეს ცოცხლობენ. ბიჭების მამამ აღიარა, რომ ატირდა, როცა ოპერაციის შემდეგ ისინი პირველად დაინახა.

    “ჩვენს ბავშვებს არანაირი პრობლემა არ აქვთ. მათ შეუძლიათ ჭამონ და დალიონ, როგორც ჩვეულებრივმა ბავშვებმა, ჩველაფერი რიგზე აქვთ. ახლა ახლებურად ცხოვრებას შეძლებენ. თითქოს ახლიდან დაიბადნენ“ – ციტირებს დეილი მეილი ბავშვების მამას.

    მამაკაცმა აღიარა, რომ ექიმები მის ცოლს ფეხმძიმობისას აბორტის გაკეთებას სთავაზობდნენ, თუმცა ოჯახმა უარი თქვა. ცოლქმარი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთმა მათ სწორედ ასეთი ბავშვები გაუგზავნა და ამ ბედისწერაზე უარს ვერ იტყოდნენ.

  • “ქარწაღებულნი“ რასისტული ეპიზოდების გამო ონლაინ ჩვენებიდან ამოიღეს

    ტელეარხმა “ეიჩ-ბი-ო” (HBO) ამერიკულ კინოკლასიკად მიჩნეული ჰოლივუდის ფილმი “ქარწაღებულნი” დროებით ონლაინ ჩვენების სიიდან ამოიღო. არხის მფლობელი “უორნერ-მედია” მიზეზად ფილმში მონობის ამსახველ კადრებს ასახელებს.
  • ია ფარულავა სოციალურ ქსელში თბილისის მერიას აგინებს (ვიდეო)

    ტელეწამყვან ია ფარულავა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის” სთორიში აქვეყნებს ვიდეოს სადაც ის თბილისის მერიას აგინებს.  ვიდეო სატელევიზიო ეთერებშიც მოხვდა მათ შორის “მთავარ არხზეც” რაზეც ია ფარულავამ აღნიშნა რომ ასეთი ვიდეოს ახალ ამბებში გაშუქება “ბანძობაა”

    “ჩვენმა საზოგადოებამ მე ბევრი რამე მაპატია ( უშვილობა, ბევრი ქმარი, მსუბუქი ყოფაქცევა , ლანძღვა, გინება მწარე ენა და ა.შ. რადგანაც მე ვარ 53 წლის ლამაზი ჭკვიანი განათლებული და ნიჭიერი ქალი ….ამისთვის მადლობელი ვარ თქვენი ( მარა ინსტას სთორის გამოტანა ნიუსში მაგარი ბანძობაა ძმაო ) ” – წერს ია ფარულავა.

    ცნობისთვის ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტია მიმდინარეობს.ჭავჭავაძის გამზირზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის – კომპანია ”ჯეუ გრუპს” 2019 წლის 4 მარტს, 7 მილიონ 800 ათას ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმდა.  დოკუმენტში წერია, რომ პროექტი 3 თვეში უნდა დასრულდეს.ამ ხელშეკრულებიდან 7 თვეში კახა კალაძემ კიდევ ახალი დოკუმენტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც “ჯეუ გრუპს”  სამუშაოებისთვის დამატებით 782 ათასი ლარი  გადასცა. გაჭიანურებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ექსპერტები დედაქალაქის მთავარ გამზირზე სატრანსპორტო კოლაფსს ელოდებიან.

  • “საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე დაქორწინებულებს გაგვაჩენდა ღმერთი“–ნათია ფანჯიკიძე ქორწინების შესახებ

    “საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე დაქორწინებულებს გაგვაჩენდა ღმერთი“–ნათია ფანჯიკიძე ქორწინების შესახებ

    ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქ სტატუსში ქორწინების შესახებ წერს:

    “ძალიან გულწრფელად რომ გითხრათ, არავის ქორწინებას არ თანავუგრძნობ. თუ ქონებრივი საკითხია, დაქორწინების ნაცვლად, ადექი და გინდა შპს შექმენი, გინდა კოლმეურნეობა და თავიდანვე გაინაწილე “დოვლათი”, მოკლედ რანაირი ტიპის ორგანიზაციაც გინდა შენი საშინაო მეურნეობისთვის. ქორწინება რომ გაუქმდეს, თან მიჰყვება მილიონი მანკიერება, – ათასნაირი ფორმის ანგარებით დაწყებული, ნეპოტიზმის მასშტაბით შემცირებული, ფემიციდ-ჰომიციდი, ყველაციდიც და ზემოდან კიდევ აშორდება ყველას სახლის კატად ქცევა, თავგადასავლების მაძიებელი სულის ჩაკვდომა, მოკრუხება და ღიპის დადება.

    გაუქმდება გულისტკენები და გულისწასვლები, – მიღალატეს კივილი და თმების წეწვა. არავინ არავის არ ღალატობს, უბრალოდ არავინ არავის პლუშის სათამაშო და კომოდი არ არის. საჭირო რომ ყოფილიყო, თავიდანვე დაქორწინებულებს გაგვაჩენდა ღმერთი. ხომ ვეგდეთ პლაცენტაში მარტოები და ხომ ჩაგვაგდებენ საფლავში მარტოებს, ხოდა “დასტოინად” რა… მოვინდომეთ შერწყმა და გადაზელვა ერთმანეთის კუთვნილ ერთადერთ საცოდავ სიცოცხლეებში. სიყვარულს მხოლოდ მოუხდება თავისუფლება. მთავარია შვილების სრულწლოვანებამდე არსებობდეს იურიდიული შეთანხმება, ვინ რა მოვალეობას აიღებს თავის თავზე. არაფერი დანარჩენი ერთად ყოფნის სურვილს არ სჭირდება და ვემხრობი ინიციატივას, საერთოდ გაუქმდეს ქორწინება. ხო, სახარებიდანაც გაიხსენეთ ქრისტეს იგავი, ფარისევლები რომ შეუჩნდებიან, ქალი, რომელიც რიგრიგობით იყო 7 ძმის ცოლი და შვილი არცერთთან ჰყოლია, “იქ” ვისი ცოლი იქნებაო. ქრისტე პასუხობს, – იქ ქორწინება არ არის.


    მთლიანი იქნები “იქ” და ბარემ აქვე იყავი მთლიანი და თუ გინდა მთელი ცხოვრება გაატარე შენსავით მთლიანთან.“– წერს ნათია ფანჯიკიძე.

    სავარაუდოდ სტატუსის ინსპირაციის წყარო ბოლო დღეებში გამართული დისკუსიები იყო ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში უმცირესობის უფლებები არ ირღვევა. მოგვიანებით კი “ლელომ“ განაცხადა, რომ ისინი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ემხრობიან.

  • ევროპაში კარანტინის მოხსნას მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს.  რა არის მიზეზი და რას ამბობენ ექსპერტები

    ევროპაში კარანტინის მოხსნას მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. რა არის მიზეზი და რას ამბობენ ექსპერტები

    როცა ერთი თვის წინ იტალიამ კარანტინი შეწყვიტა, ექიმი ინფქეციონისტი ანჯელო პანი შეშფოთებული იყო. მისი საავადმყოფო, რომელიც კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში მდებარეობს ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შენელების, დაავადების ახალი ტალღისა და მძიმე პაციენტთა ახალი ნაკადისთთვის მოემზადა.

    თუმცა ასე არ მოხდა.

    იტალიასა და ევროპის დიდ ნაწილში ეკონომიკა ამუშავდა და სოციალიზაციის გარკვეული დონე აღდგა ისე, რომ ჯერჯერობით მძიმე პროგნოზები არ გამართლდა და დაავადებულთა რაოდენობა აღარ იზრდება.

    იტალიის ჩრდილოეთით მდებარე პანას ჰოსპიტალმა შეძლო სამი თვის მანძილზე შეწყვეტილი მომსახურებების განახლება საგანგებო მდგომარეობის დროს დამატებული ინტენსიური თერაპიის საწოლების დემონტაჟი.

    პარასკევის მონაცემებით მას ბოლო 12 დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი აღარ მიუღია.

    “საოცარია, რომ ვირუსის ახალი ტალღა არ დაიწყო.“ – ამბობს ექიმი პანი, რომელიც კრემონეს საავადმყოფოში ინფექციური დაავადებების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

    მილანელი და ბერლინელი ვირუსოლოგელბი უკვე ოპტიმისტურად ალაპარაკდნენ ევროპის შესაძლებლობებზე პანდემიას გაუმკლავდეს. ისინი ამბობენ, რომ მინიმუმ ზაფხულის განმავლობაში კონტინენტზე შესაძლოა მხოლოდ ლოკალიზებული და შეკავებადი ცხელი წერტილები გაჩნდეს.

    ევროპული გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში დღემდე არსებული, იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვების სკოლაში წასვლა, რესტორნების გახსნა და მასობრივი საპროტესტო აქციებიც კი ღია სივრცეში ვირუსის აუცილებელ დაბრუნებას არ იწვევს.

    თუმცა, მეცნიერები ასევე აღიარებენ, რომ ამ ვირუსის თავისებურების შესახებ ბევრი რამ არ იციან. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ გაიგონ, რატომ იქცევა ის ევროპაში ასე, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია და რას ნიშნავს ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის.

    ბევრი ინფექციონისტი და ექსპერტი ამბობს, რომ ქცევის ხანგრძლივი ცვლილება – დაწყებული ხელების ხშირი დაბანიდან, ნიღბების ტარებით დამთავრებული, შესაძლოა თავისთავად ევროპაში ვირუსის გავრცელების არსებითად შეზღუდვის მიზეზი გახდეს. მათი აზრით ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა, რომელიც ისევ გრძელდება, სავარაუდოდ “სუპერ სპრედერების“, ანუ ვირუსის ყველაზე მეტად გამავრცელებელი ადამიანების მიერ მიყენებული ზიანის შემცირებას იწვევს.

    ისინი იმასაც ამბობენ, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულებით დასტურდება ვირუსის სეზონურობა – უკანდახევა ტემპერატურის ან სხვა კლიმატური პირობების გამო. თუმცა, მაღალი ტემპერატურა ვირუსს არ აჩერებს. ის უბრალოდ ვირუსთან ბრძოლაში გვეხმარება.

    ევროპელები თანდათანობით  ადაპტირდნენ მუდმივ გაფრთხილებებთან, რომ ვირუსი დიდწილად დახურულ შენობებში გადადის – რომში პარკები და ღია რესტორნები სავსეა, სამაგიეროდ შენობის შიგნით მდებარე მაგიდები ცარიელია. ამ რეკომენდაციის დაცვა თბილ ამინდში უფრო ადვილია.

    გერმანიაში დახურულ შენობებში გამართულმა არცთუ ხალხმრავალმა შეხვედრებმა პატარა აფეთქებები გამოიწვია, იმ დროს, როცა ღია სივრცეში ხალხმრავალ დემონსტრაციებს კარანტინის წინააღმდეგ რამდენიმე ქალაქში რაიმე შესამჩნევი შედეგი არ გამოუწვევია. არადა მიტინგებზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

    ბერლინში მდებარე გუმბოლდის უნივერსიტეტის პროფესორი, დირკ ბროკმანი ამბობს, რომ ვირუსის გადაცემა შენობების მიღმა, ღია სივრცეშიც შეიძლება მოხდეს, თუმცა იშვიათად.  პროფესორი ბროკმანი დაავადებების მოდელირებას აკეთებს კოხის ინსტიტუტის და დაავადებებთან ბრძოლის ფედერალური სააგენტოებისთვის.

    “როდესაც კლუბში ხარ, ასობით ადამიანი ცეკვავს, სუნთქავს, ყვირის დახურულ სივრცეში – ეს სულ სხვა საქმეა“– ამბობს პროფესორი.

    ერთი უდაო თეორია, რომელის შესახებაც გასულ კვირას ორმა იტალიელმა ექიმმა განაცხადა, იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსი დასუსტდა ან ნაკლებ აგრესიული გახდა. ჯანდაცვის ბევრი ჩინოვნიკი ამ თეორიის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ არ არსებობს გადამოწმებული მტკიცებულებები, რომლებიც ამ ცვლილებას დაადასტურებდა და რომ სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველდღიურად კვლავ რამდენიმე ათასს აღწევს.

    ამის მიუხედავად, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი სულ უფრო ნაკლებად მომაკვდინებელი ხდება.

    რომის უნივერსიტეტის მოლეკულარული ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მასიმო ჩიკოცი ამბობს, რომ მისი ლაბორატორია შეისწავლის, როგორ შეიძლება მომხდარიყო ვირუსის მუტაცია. თუმცა ის ამბობს, რომ არის სხვა მიზეზებიც, რის გამოც სერიოზული პნევმონიები შესაძლოა სულ უფრო ნაკლება განვითარდეს. მათ შორის არის მკურნალობის ახალი მეთოდების უფრო ხშირი გამოყენება. სხვა ექსპერტები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ ბოლო დროს უფრო ხშირად კორონავირუსით ახალგაზრდები ავადდებიან.

    უკვე დაგროვდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ “ვირუსული დატვირთვა“ ინფექციის სერიოზულობაზე და სიმძიმეზეა დამოკიდებული და რომ საზაფხულო გადაცემები სუფთა ჰაერზე შესაძლოა დაავადების უფრო მსუბუქი ფორმების მიზეზი გახდეს.

    “ეს თითქოს ძალიან დიდი, უზარმაზარი ფაზლია. ყოველ დღე რაღაც ახალ ნაწილს პოულობ“– ამბობს ჩიკოცი.

    მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იტალიაში ინფექციის დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა არა მხოლოდ დარეგულირდა, როგორც აშშ–ს ზოგიერთ შტატში, არამედ მუდმივად იკლებს.

    იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 400–მდე შემცირდა. არადა აპრილის დასაწყისში ის პიკზე იყო და 4000–ს აღწევდა.  გერმანიაში ბევრი ჯგუფი, რომელიც კონტაქტების მოძიებისთვის შეიქმნა, უსაქმოდ ზის და ახალ ინფიცირებულებს ელის. ბელგიაში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა იყო, საავადყოფოები თავისუფლდება და ექიმების არაფერს იტყობინებიან რაიმე გრიპის მაგვარი სიმპტომებიანი პაციენტების უჩველო გააქტიურებაზე.

    ბელგიის ჯანდაცვის ორგანოების კონსულტანტი პანდემიის საკითხებში, ვირუსოლოგი სტივენ ვან გუხტი ამბობს, რომ ის ვარაუდობდა ციფრების დასტაბილურებას და შესაძლოა ოდნავ ზრდასაც კარანტინის მოხსნის შემდეგ და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

    ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს მეორე ტალღის საშიშროება , როგორც ეს ასი წლის წინ მოხდა – ზამთარმა 1918 წლის გრიპის პანდემიის კიდევ უფრო მომაკვდინებელი დაბრუნება გამოიწვია.

    დღემდე ევროპა ბოლომდე არ გახსნილა: საერთაშორისო რეისები და ტურიზმი ძირითადად შეჩერებულია. ზოგიერთ ქვეყანაში კი სკოლები არ გახსნილა. ძველებურად მიდის კამათი იმის შესახებ, რამდენად გონივრულია ამა თუ იმ დაწესებულების გახსნა, საბავშვო ბაღებიდან დაწყებული თეატრებით დამთავრებული.

    როგორც კი საზოგადოება კვლავ გააქტიურდება, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელების საფრთხეს გაზრდის, საჭიროა ერთი–ორი კვირის გასვლა, სანამ სიმპტომები გამოვლინდება და კიდევ ერთი კვირა, სანამ ვიღაცას საავადმყოფოსთვის მიმართვა დაჭირდება.

    პოლიტიკოსები ჯერჯერობით პირველად სურათს ხედავენ, თუ როგორ რეაგირებს ევროპა ეკონომიკის გააქტიურებაზე, თუმცა სურათი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ევროპის კონტინენტის მიღმა კი ზოგიერთი საგანგაშო სიგნალი შეინიშნება: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეზღუდვების შესუსტების შემდეგ ახალი დაინფიცირების შემთხვევების ზრდა აღინიშნა.

    ევროპელი ექსპერტები ამბობენ რომ კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიდეს, სანამ ისინი ვირუსის დამარცხებაზე ალაპარაკდებიან. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ ევროპა ზაფხულს ინფექციის მკვეთრი აფეთქებების გარეშე გადაივლის, რადგან ადამიანები სიფხიზლეს დაკარგავენ და ცხოვრების ჩვეულ  წესს დაუბრუნდებიან, რამაც თავდაპირველად ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას.

    ჯანმოს გენერალური დირეტორის თანაშემწე, რანერი გერა ამბობს, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, თუმცა დიდი მსხვერლით, ვირუსი კი კვლავ ცირკულირებს.

    საფრანგეთი ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა არა სტაბილურად. საფრანგეთის ნაციონალური სამეცნიერო საბჭოს მეთაური, ჟან ფრანსუა დელფრესი ამბობს, რომ ამის მიუხედავად ზოგადი ტენდენცია ახალი შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებაა.

    “ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ვირუსი კონროლს ექვემდებარება. ის კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, ზოგიერთ რეგიონში, თუმცა ნელა ცირკულირებს.“ თუ მარტში და აპრილში საფრანგეთში ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი ინფიცირებულის გამოვლენა ხდებოდა, მაისში ამ რიცხვმა თანდათან იკლო, მაისის ბოლოდან კი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 500-ს აღარ აღემატება.

    ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში პატარა, მაგრამ მართვადი ინფიცირებულთა კლასტერები გამოვლიდნა. ერთ–ერთი მათგანი ნაკლებად დასახლებულ იტალიურ რეგიონ მოლიზში დაკრძალვას უკავშირდებოდა. ესპანეთში წვეულებებთან დაკავშირებული რამდენიმე კლასტერი გამოვლინდა. გერმანიაში რამდენიმე აფეთქება მოხდა ხორცკომბინატებში და დახურულ შენობებში გამართული შეკრებების შედეგად.

    ბოლო ასეთი აფეთქება მოხდა ქალაქ გეტინგენში, ქვედა საქსონიაში კერძო ოჯახური წვეულებების შედეგად. გამოვლინდა დაინფიცირებულთა 36 კაციანი ჯგუფი. დაინფიცირების კერად იქცა ჰოკან ბარი, რომელიც დადგენილი სანიტარული ნორმების დარღვევით მუშაობდა. შედეგად 300 –ზე მეტი ადამიანი კარანტინში მოხვდა.

    44 დაინფიცირებულისგან შემდგარი ჯგუფი გამოვლინდა ქალაქ ბრემენჰევენში 24 მაისს გამართული საეკლესიო მსახურების შემდეგ.  უფრო დიდი აფეთქება – 200 ინფიცირებულით მოხდა ფრანკფურტის ეკლესიაში გამართული წირვის შედეგად. მოგვიანებით ეკლესიამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ეკლესიაში სიმღერა დაუშვა და დამსწრეთათვის ნიღბები არ მოუთხოვია.

    “ინფექციის ეს ჯაჭვი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ინფექცია, თუ ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში შეიკრიბება. მოვუწოდებ ყველას პირადი პასუხისმგებლობისკენ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ვირუსს და მუდმივად დავიცვათ დისტანციის და ჰიგიენის წესები“– ამბობს ფრანკფურტის ჯანდაცვის დეპარამენტის მეთაური სტეფან მაიერი.

    თუმცა ზემოთჩამოთვლილი კლასტერები არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ვირუსის შემცირების ზოგადი ტენდენცია დაერღვია. ბოლო კვირის მანძილზე გერმანიის 93 ოლქში ახალი ინფექცია არ დაფიქსირებულა. ეს ქვეყნის მეოთხედია. ეს ტენდენცია ქვეყნის წამყვან ვირუსოლოგებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ გერმანიას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, შეუძლია მეორე ტალღა საერთოდ აიცლოს თავიდან.

    “იყო გაფრთხილება მეორე ტალღის შესახებ, მაგრამ ჩვენი აზრით ეს არ მოხდება რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ ჯერ კიდევ ვიცავთ სოციალური დისტანციის და ჰიგიენის წესებს, და როდესაც ვხედავთ შედარებით მსხვილ აფეთქებებს და ცხელ წერტილებს, მაშინვე ვერთვებით საქმეში და ვირუსზე კონტროლს ვამყარებთ.“– ამბობს ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ჰენდრიკ სტრიკი.

    ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ კარანტინი მარტიდან დაიწყო და ეკონომიკური აქტივობა შეაჩერა. ამ ზომებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში როგორც ჩანს ვირუსის გადაცემა შეაჩერა მისი გავრცელების რეგიონებში და განგაშის სიგნალი გახდა მოსახლეობისთვის.

    ჯანდაცვის ჩინოვნიკები კი, იმის გამო რომ შეზღუდვების შემცირებას ვირუსის ახალი აფეთქება არ მოყვა, ალაპარაკდნენ იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა თავიდანვე ზოგიერთ შეზღუდვაზე უარის თქმა.

    “ის ფაქტი, რომ დღემდე მსხვილი აფეთქებები არ გვქონია, უჩვენებს, რომ კარანტინი ვირუსის გავრცელების შემცირების სტრატეგიის მხოლოდ ნაწილი იყო და არა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. “ – ამბობს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირეტორი კამილა სტოლტენბერგი, რომელიც ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

    ნორვეგიამ საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენა აპრილის ბოლოდან დაწყო. თუმცა ამას ინფიცირების ზრდა არ მოყოლია.

    სტოლტენბერგი ამბობს, რომ სკოლების დახურვა სწორი არ იყო და ეს სფერო უნდა გადაიხედოს. ის ამბობს, რომ მისი რჩევა სკოლები არ დაეხურათ მარტში უარყოფილ იქნა.

    “უნდა დავფიქრდეთ, მართლაც იყო თუ არა ეს საჭირო. ახლა ვხედავთ, რომ სკოლების გახსნის შემდეგ ჩვენთან არანაირი აფეთქება არ ყოფილა“– ამბობს ის.

    იატლიაში გამოცხადებული კარანტინი დასავლურ სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი იყო. ჯანდაცვის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ამით გადატვირთულ საავადმყოფოებს სტაბილიზირების სწრაფი შესაძლებლობა მისცეს. დღეს კორონავირუსთან მებრძოლი ექიმებიც თვლიან, რომ ყველაზე ცუდი უკვე წარსულში დარჩა.

    “ჩვენ კოშმარიდან გამოვედით“ – ამბობს ექიმი ბორგი ქალაქ მოდენადან. მისი თქმით, შეიძლება მეორე ტალღა იყოს, თუმცა თუ ეს მოხდება, საავადმყოფოები მას მზადყოფნაში დახვდებიან, რადგან თვითორგანიზებისთვის საკმარისი დრო აქვთ.