Category: სხვადასხვა

  • “ძალიან გინდათ, რომ ეს საქმე მიჩქმალოთ, მედია გიშლით ნერვებს“–ინგა გრიგოლია შსს–ს პასუხობს

    “ძალიან გინდათ, რომ ეს საქმე მიჩქმალოთ, მედია გიშლით ნერვებს“–ინგა გრიგოლია შსს–ს პასუხობს

    ჟურნალისტი ინგა გრიგოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ტვ პირველმა ტვ პირველმა 112–ზე ცრუ შეტყობინება გააკეთა. შსს საკუთარ განცხადებაში წერდა:

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
    რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.“
    საპასუხოდ გრიგოლია ფეისბუქზე წერს:

    “მივმართავ პოლიციის სამინისტროს,იმის პასუხად ,რა თავდასხმაც მოაწყო ჩვენს ტელევიზიაზე ქალბატონმა გიორგობიანმა; შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენ გვამუნათებს ,112-ს რომ იძახებდით ჟურნალისტური გამოძიებისთვის,ექსპერიმენტისთვის, ეგებ ამ დროს ვინმეს დახმარება სჭირდებოდა და მოგვაცდინეთ ამ ცრუ შეტყობინებითო და ის ავიწყდებათ ,19 ივნისის ღამეს,112-ში რომ დაირეკა, სასწრაფო გვჭირდება ,პოლიცია გვჭირდება,დახმარება გვჭირდება, ხელკეტებით ხალხს სცემენო, პოლიციამ საჭიროდაც რომ არ ჩათვალა გაერკვია, რა მოხდა ადგილზე.

    სწორედ ამიტომ ვატარებთ ექსპერიმენტებს,ვიკვლევთ,ვსწავლობთ გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალებს,რომ თავად პოლიციის გამოძიებაა არადამაჯერებელი,რასაც საქმის აღძვრიდან 14 დღის მერე ,მათთვის პროკურატურის მიერ გაგზავნილი წერილი ადასტურებს.

    ძალიან გინდათ, რომ ეს საქმე მიჩქმალოთ, მედია გიშლით ნერვებს,რომ არ ასრულებს ამ თემის დეტალების გასაჯაროებას და ახლა ჩვენ გვესხმით თავს. ახლა კი მე მომისმინეთ ,ქალბატონო და ბატონო შსსებო, იმ დროს,როცა პოლიციამ ,გამოძახების მიუხედავად ,არ იმოქმედა და არ გაარკვია,რა ხდებოდა ტრაგედიის ადგილას,აი მაშინ ნამდვილად სჭირდებოდათ დახმარება პატარა ბიჭებს და ყველაზე მეტად,გიორგი შაქარაშვილს. აი მაგ დროს უნდა გაგხსენებიდათ კს რაზეც ჩვენ გვედავებით!!!!გვაგებინეთ აბა პასუხი ამ ექსპერიმენტის გამო.მზად ვარ,პირდად გედავოთ სასამართლოში ამ თემაზე,თუ მოგინდებათ ,ველი თქვენს სამართლებრივ რეაგირებას ,ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერიმენტის გამო.“– წერს ინგა გრიგოლია.

  • “ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით” –  თორნიკე შენგელია ოფიციალურად რუსული კლუბის, ცსკა-ს წევრია

    “ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით” – თორნიკე შენგელია ოფიციალურად რუსული კლუბის, ცსკა-ს წევრია

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს წევრი გახდა. ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა, რუსეთის დედაქალაქის არმიის კლუბმა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

    „ცსკა“-ს ვებსაიტმა სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარიც გამოაქვეყნა:

    “ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ.”- განაცხადა თორნიკე შენგელიამ
  • ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია: წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მაინც იწყება

    ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია: წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მაინც იწყება

    მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და  სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, ხადის უნიკალურ ხეობაში რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო.  არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის ინფორმაციით სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს – ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს – აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. ხეობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ექსპერტები ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას დღესაც ითხოვენ. დაინტერესებული საზოგადოების მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები აგრძელებენ შერჩეულ მარშრუტზე მუშაობას.

    მწვანე ალტერნატივის განცხადებაში ნათქვამია, რომ “2020 წლის ივნისში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა” ნაღვარევის  გვიანი შუა საუკუნეების ძეგლის სიახლოვეში მუშათა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნებართვის გარეშე წამოიწყო. შენობის საძირკვლის მშენებლობა ნაღვარევის ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თნახმად, ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობიდან მშენებლობა მინიმუმ 300 მეტრის დაშორებით არის დასაშვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ადგილობრივების და სპეციალიტების განგაში მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო.

    ასევე ყურადსაღებია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუღია თანხმობა იმ მიწების რეგისტრაციაზე, სადაც გზის მთავარი ნაწილის გაყვანა იგეგმება.

    ნაღვარევის და ზაქათკარის შემთხვევები მხოლოდ ერთეული მაგალითებია იმ გამოუსწორებელი ზიანისა, რაც პროექტს შეუძლია ხეობას და ამით არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთელ ქვეყანას მოუტანოს. პროექტის არაკომპეტენტურად განხორციელებაზე მეტყველებს რამდენიმე დღის

    წინ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს “ICOMOS- ის” საქართველოს ეროვნული კომიტეტის განცხადებაც, რომელიც ქვეშეთი-კობის პროექტის განმახორციელებლებს მიუთითებს, მომავალში აღარ გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს  “ICOMOS-ი” რაიმე სახით პროექტის წინასწარ კვლევებში იყო ჩართული, რადგან ეს  სიმართლეს არ შეესაბამება.

    ქვეშეთი -კობის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადის ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ, მსოფლიოში უნიკალურ, ძირითადად, X-XI საუკუნეების კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიურ ნიმუშებს; მდიდარ ბიიომრავალფეროვნებას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი არაერთი სახეობა; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხეობის მასშტაბურ ტურისტულ პოტენციალს; ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას. პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებს. პროექტი არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ, შეტანილია სარჩელები სასამართლოში ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით.

    ხადის ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება. პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც  475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი  გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება.“– აცხადებს მწვანე ალტერნატივა.

  • საქმე პრაქტიკულად გახსნილია–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

    საქმე პრაქტიკულად გახსნილია–გვარამია შაქარაშვილის საქმეზე

    მთვარი არხის დამფუძნებელი და დირექტორი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმე პრაქტიკულად გახსნილია. ნიკა გვარამია, რომელიც საკუთარ გადაცემებში დეტალურად განიხილავს 19 ივნისს მცხეთაში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს, მთვარი არხის მიმართ დაწყებულ გამოძიებას „საბოტაჟის საქმეზე“ და მთავარ არხზე შეტევებს სწორედ იმას უკავშირებს, რომ არხმა შაქარაშვილის გარდაცვალებს საქმეზე ბევრი დეტალი გაახმაურა და მომავალშიც აპირებს:

    “საქმე პრაქტიკულად გახსნილია. დაელოდეთ ხვალინდელ პიეფს და მთავარ აქცენტებს.

    ბოზიშვილი ვიყო, რომ მომკლათ, მაგ საქმეზე მკვლელის და ხელის დამფარებლის სახელს და გვარს მაინც დაგიდებთ. მიდით ახლა და ანძრიეთ საბოტაჟის საქმეებით და ჩემი პირადი ცხოვრების ვიდეოებით.“– წერს გვარამია.

  • ყოფილი გუბერნატორის და მწვანეების ახალგაზრდა აქტივისტის ფიზიკური დაპირისპირება ონში (ვიდეო)

    ყოფილი გუბერნატორის და მწვანეების ახალგაზრდა აქტივისტის ფიზიკური დაპირისპირება ონში (ვიდეო)

    ფეისბუქზე მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ ვაწაძე ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძესა და ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.

    როგორც მარიამ ვაწაძე წერს, ახალგაზრდა მწვანეების წარმომადგენლები ონში ჰესების კასკადის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდნენ და აქციაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გამოჩენა გაპროტესტეს, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

    “დღეს, მწვანეები ვიყავით ონში ჰესების საწინააღმდეგო აქციაზე. ამ აქციაზე ასევე იყოფებოდა 2005-2008 წლებში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი, ოთარ სირაძე. აქციაზე ახალგაზრდა მწვანეებმა გავაპროტესტეთ პარტიების აქციაზე გამოჩენა. როდესაც სახლში მივდიოდით, ეს ადამიანი და მისი Ძმა მანქანით მოგვიახლოვდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. მალევე გადმოვიდნენ მანქანიდან და ნიკოლოზ ბაქრაძეს თავს დაესხნენ, რაც ამ ვიდეოშიც Ჩანს. თავდასხმა გაგრძელდა ვიდეოს მიღმაც.

    იურისტებს და Ჟურნალისტებს დავუკავშირდით უკვე. ნიკოლოზი ახლა კარგადაა.“– წერს მარიამ ვაწაძე ფეისბუქ გვერდზე.

     

  • ფრენების შეზღუდვის გამო მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან ქირურგი ჩამოსვლას ვერ ახერხებს.მშობლები დახმარებას ითხოვენ

    ფრენების შეზღუდვის გამო მძიმედ დაავადებულ ბავშვებთან ქირურგი ჩამოსვლას ვერ ახერხებს.მშობლები დახმარებას ითხოვენ

    მშობლები რომელთა შვილებიც გულის მძიმე დაავადებებს ებრძვიან, იმ ერთადერთი ქირურგის ჩამოსვლას და ქვეყანაში შეფერხების გარეშე შემოსვლას ითხოვენ, რომელსაც მათი შვილებისთვის საჭირო ურთულესი ოპერაციების ჩატარება შეუძლია. შვეიცარიაში მცხოვრები ქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი იშვიათ ოპერაციებს აკეთებს, რომელზეც პასუხისმგებლობას კარდიოქირურგების უმეტესობა ვერ იღებს. ამიტომ პაციენტებისთვის ექიმის ქვეყანაში ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბავშვების მშობელთა ნაწილი კლინიკა „ღია გულთან” შეიკრიბა. ისინი შესაბამის უწყებებს თორნიკე სოლოღაშვილის ქვეყანაში შეუფერხებლად შემოსვლის უზრუნველყოფას თხოვენ.

    პატარა პაციენტების უმეტესობას მძიმე დიაგნოზი აქვს. მათთვის ყოველი წუთი და  დღე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ ქირურგის ჩამოსვლა მისი კარანტინში მოთავსების შემთხვევაში აზრს კარგავს. ქართველი კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი უკვე მრავალი წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და პროფესიით მუშაობს. ახლა შვეიცარიაში ცხოვრობს და ჟენევის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს. აქვე 2018 წელს მედიცინის დოქტორის ხარისხიც მიიღო.36 წლის ასაკში არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, და ასეულობით ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

    როდის მოიხსნება ფრენებთან დაკავშირებული შეზღუდვები  ამას ზუსტად ვერავინ ამბობს. ვიდრე  ქირურგი ქვეყანაში ჩამოსვლას  შეძლებს, მისი პაციენტები მშობლებთან ერთად დღეებს ითვლიან და უმძიმეს დაავადებას ებრძვიან. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების სიცოცხლე ქირურგის საქართველოში ჩამოსვლაზეა დამოკიდებული.

  • “12 წლიანი პროცესი  ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა“–მაკა ასათიანის განცხადება

    “12 წლიანი პროცესი ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა“–მაკა ასათიანის განცხადება

    დიზაინერი მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს მისი ოჯახის სასამართლო დავასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობას ეხებოდა. ასათიანი ამბობს, რომ პროცესი მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა.

    “საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის” წილების გარშემო
    მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის
    გამარჯვებით დასრულდა.

    ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამინის უფლებების
    გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. ჩემთვის ამ
    ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური
    ინტერესები, არამედ მამაჩემის – კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა.

    წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც
    თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო – ჩვენი ოჯახი
    “დაისაჯა” ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის.
    ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა,
    “ოსტატურად” შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების
    მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო
    საშუალებები. ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და
    ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ
    პერიოდის განმავლობაში, “დაიმლერ ბენცის” (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით
    ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი
    წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ
    სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და
    ტერორს.

    ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის
    უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის
    ბრძოლაში.

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის,
    სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური.“–ნათქვამია განცხადებაში.

  • 2020 წლის პირველ კვარტალში პარლამენტის წევრებმა რესტორნებში, სასტუმროებსა და მივლინებებში თითქმის 600 ათასი ლარი დახარჯეს.

    ფლანგის დეტექტორმა პარლამენტის მიერ 2020 წელს სარესტორნო მომსახურებასა და მივლინებებში დახარჯული თანხები დათვალა. 2020 წელს საქართველოს პარლამენტმა სასტუმრო, სარესტორნო მომსახურებასა და ქვეყნის გარეთ მივლინებებში უკვე 593,304 ლარი დახარჯა.

    2020 წელს პირველი სამი თვის განმავლობაში პარლამენტმა 12-ჯერ განახორციელა სარესტორნო მომსახურების შესყიდვა, დადებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 189,201 ლარი შეადგინა, სარესტორნო მომსახურების გარდა პარლამენტმა სასტუმრო მომსახურების შესყიდვის მიზნით 6 ხელშეკრულება გააფორმა, რაც ჯამში 85,000 ლარი დაუჯდა. ყველაზე დიდი თანხები კი ქვეყნის გარეთ პარლამენტის წევრთა მივლინებებში დაიხარჯა – ჯამში 319,103 ლარი.

    პარლამენტში 2020 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში 91 მივლინება განხორციელდა. ყველაზე ძვირადღირებული მივლინებების სიაში მოხვდნენ: არჩილ თალაკვაძე,მივლინება აშშ-ში – 14,991 ლარი, სოფიო კილაძე მივლინება აშშ-ში – 13,664 ლარი, ბერაიას მივლინება აშშ-ში – 10,420 ლარი. 2020 წლის მივლინებების სიაში მოხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი მდუმარე დეპუტატებიც, რომლებსაც 2018 წელს ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი და არ უსარგებლიათ ხმის უფლებით. მათ მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11,417 ლარი დაიხარჯა.

    რაც შეეხება სარესტორნო მომსახურებას ამ მხრივ ძირითად შემთხვევაში პარლამენტარების არჩევანი ცნობილ და ძვირადღირებულ რესტორნებზე კეთდება, მაგალითად 32,701 ლარიანი ხელშეკრულება იქნა გაფორმებული რესტორან შპს ჯი ემ თი მთაწმინდასთან, შპს წისქვილის ჯგუფი – 20,000 ლარი, შპს კოპალა – 30,000 ლარი, შპს ქეთო და კოტე – 5000 ლარი. სასტუმროს მომსახურებაში კი ყველაზე დიდი თანხა შპს ჯი ემ თი და შპს დაბი გრუპ ჯორჯიას გადაუხადეს, თითოეულს 25,000 ლარი.

    2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის 19.5% ანუ თითქმის ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ არის. აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდებოდა ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 262 ადამიანის ყოველთვიური საარსებო შემწეობის ურუნველსაყოფად.

    ფლანგვის დეტექტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების 3 თვის მივლინებებში, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე მთელი წლის მანძილზე ცენტრალური ბიუჯეტიდან იხარჯება უმაღლესი განათლების ხელშეწყობაზე, მეცნიერების პოპულარიზაციაზე, ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებებსა თუ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის ღონისძიებებზე.

    წყარო:

    2020 შესყიდვები – https://bit.ly/2ABtd0K
    2020 მივლინებები – https://bit.ly/3fuF8vY
    TI ანგარიში – https://bit.ly/3d52wOV
    სიღარიბის მაჩვენებელი – https://bit.ly/3frq8im
    ბიუჯეტი – https://mof.ge/5261

  • რატომ უნდა უთხრათ უარი Tick ​​Tok-ს

    სოციალური ქსელი ტიკ ტოკი ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო მაშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, თუმცა ამ  ჩინურ პლატფორმასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. იზრდება “ტიკტოკელთა” რაოდენობა ისე, რომ ადამიანების დიდ ნაწილს გააზრებულიც კი არ აქვს, რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდენ.

    ხშირად, აპლიკაციის გადმოწერამდე ან სულაც, სოციალურ ქსელში დარეგისტრირებამდე ადამიანების უმრავლესობა არ ეცნობა წესებს, მოთხოვნებს, რომელიც ხშირად ათობით გვერდია ან წვრილი ასოებითაა დაწერილი. თუმცა, ამ გაუაზრებელი ქმედებით შეიძლება რეალური საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ და ჩვენი პირადი ინფორმაცია რეალურად შეიძლება სრულადაც არ აღმოჩნდეს დაცული.

    ამერიკის შეერთებულ შტატებში ტიკ-ტოკის მოხმარება ფედერალური სამსახურების თანამშრომლებს და თავად ამ სამსახურებს აკრძალული აქვთ. გადაწყვეტილება 2020 წლის დასაწყისში ამერიკელმა კანონმდებლებმა მიიღეს, ინიციატივას კანონის ფორმა მისცეს და დაამტკიცეს კიდეც. კანონის ინიციატორები სენატორი ჯოშ ჰაველი და რიკ სკოტი იყვნენ.

    სენატორები ფიქრობენ, რომ ტიკ-ტოკში მომხმარებლების კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია დაცული არ არის. სენატორები ფიქრობენ, რომ სოციალური ქსელიდან მონაცემებს ჩინეთის მთავრობა იღებს და ამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. იმას, რომ ეს რეალური საფრთხეა, ადასტურებენ “ახალი ამერიკული უსაფრთხოების” ცენტრში.

    “როცა ვფიქრობ, ღირს თუ არა ამ აპლიკაციის გადმოწერა და რა საფრთხეს შეიცავს ის – მარტივია ეს გადაწყვეტილება, სულ რომ დამატებითი ინფორმაცია არ გქონდეს, რომ ეს აპლიკაცია სრულად კონტროლდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ, იმ ხელისუფლების მიერ, რომელიც მათსავე მოქალაქეებს ართმევს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ჩინეთში ადამიანებს “ფეისბუკზე” და “ტვიტერზე” წვდომასაც უზღუდავენ. ამ დროს, მარტივია როგორ შეიძლება დაიჯერო იმის, რომ მათ არ აქვთ კონტროლი ამ სოციალურ ქსელზე? რათქმაუნდა აქვთ და ამის ბევრი მაგალითი არსებობს,”- ამბობენ ცენტრ “ახალი ამერიკული უსაფრთხოების” წარმომადგენლები.

    ტიკ-ტოკში კი ამბობენ, რომ ისინი სერიოზულად უყურებენ ადამიანების პირადი ინფორმაციის დაცვის საკითხს და ამ მხრივ, სისტემას გამუდმებით აუმჯობესებენ, უარყოფენ კავშირსაც ჩინეთის ხელისუფლებასთან, თუმცა ამის მიუხედავად, ძნელია იმის დაჯერება, რომ ეს სიმართლეა. ტიკ-ტოკმა ცოტა ხნის წინ დიდი საკადრო ცვლილებები გაატარა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ამერიკელი დანიშნა, ასევე ამერიკელი 58 წლის კევი მერი დაინიშნა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორადაც.

    ამ ცვლილებების მიუხედავად, სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კითხვებს არ პასუხოს და არ აქარწყლებს იმ ბრალდებას, რომ ჩინეთის ხელისუფლება სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკიდან ადამიანების პირად ინფორმაციას იღებს. რეალურად, უსაფრთხოების სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჩინეთი ამერიკელების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნით ცდილობს სოციალურ ქსელს იმიჯი შეუქმნას, რეალურად კი ქსელს სხვა პირები მართავენ.

    არის, თუ არა უსაფრთხო ტიკ-ტოკზე ყოფნა, ამის შესახებ ევროპელებსაც აქვთ ბევრი კითხვის ნიშანი, რომელზეც ამ დრომდე პასუხები არ გაცემულა. პანდემიისა და სავაჭრო ომის ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის  ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება.

    სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ არ არის გამორიცხული ჩინური სოციალური ქსელი ახალი რეგულაციების ქვეშ მოექცეს და ის სრულადაც აიკრძალოს ევროპასა და ამერიკაში. იდეას როგორც მომხრეები ასევე მოწინაღმდეგეები ჰყავს, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივები ამის შესახებ ამ დროისთვის არ არსებობს.

    ტიკ-ტოკი ბავშვების პირადი ინფორმაციის შეგროვების გამო დაახლოებით 6 მილიონი ამერიკული დოლარით დაჯარიმდა. სოციალური ქსელის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ამერიკულმა სასამართლომ მიიღო.

    რა ინფორმაცია შეიძლება “მოგპაროთ” ტიკტკომა?

    ნებისმიერი თქვენი სატელეფონო საუბარი, ყველა ის ინფორმაცია, რაც ელექტრონულ მოწყობილობაში გაქვთ, ტექსტი, კონტაქტები, ფოტოები, ვიდეოები. ამის უფლებას კი აპლიკაციის შემქმნელებს ავტომატურად აძლევთ მას შემდეგ, რაც აპლიკაციას მოწყობილობაში ხსნით – ასევე რეგისტრაციით. ჩინურ სოციალურ ქსელს ასევე შეუძლია მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია თუ სად იმყოფებით და ჩართულ მდგომარეობაში მქონე ელექტრონული მოწყობილობით შეიძლება ფარული მიყურადების მსხვერპლიც აღმოჩნდეთ!

    რაში შეიძლება გამოიყენონ თქვენი ინფორმაცია და ვინ?

    ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირს და გამოყენებულ იქნას თქვენს წინააღმდეგ ან სულაც შეიძლება ეს კონკრეტულად თქვენს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი არ იყოს, თუმცა ის გამოყენებული იყოს ინფორმაციის მფლობელის მიერ ისე და იმ მიზნებით, რა მიზანიც მას აქვს. იმაზე, რომ ტიკ-ტოკი ჩინეთის ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ არის დასავლეთში ბევრი საუბრობს და ამის დასადასტურებლად ბევრი შემთხვევა არსებობს.

    თუნდაც 2020 წლის პირველი რამდენიმე თვე რომ ავიღოთ, ფაქტებით დასტურდება, რომ 30 000-მდე ადამიანის პირადი ინფორმაცია უკანონოდ იქნა მითვისებული. ფაქტებზე მოკვლევა გრძელდება.

    შეიძლება ეს არის მიზეზი იმის, რომ სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით ტიკ-ტოკს არცერთი დასავლური სერიოზული კერძო ორგანიზაცია თუ სამთავრობო სტრუქტურები არ იყენებენ და მასზე ინფორმაციას არ ანთავსებენ.

    მიუხედავად ამისა, ტიკ-ტოკის მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება და იზრდება მონაცემთა ბაზები, რომელსაც ტიკ-ტოკი და მისი მაკონტროლებლები ფლობენ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ქართული ოცნება ქუთაისის უნივერსიტეტში ივანიშვილის სტუმრობის ამსხველ ფოტოებს აქვეყნებს

    ქართული ოცნება ქუთაისის უნივერსიტეტში ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის სტუმრობის ფოტოებს აქვეყნებს:

    “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე უნივერსიტეტის პირველი ეტაპის დასრულებულ სამუშაოს გაეცნენ“–ნათქვამია სტატუსში.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი ქუთაისის უნივერსიტეტს სტუმრობდა გუშინ მთვარმა არხმა გაავრცელა, რომლის ჟურნალისტი შენობაში არ შეუშვეს და ივანიშვილის გადაღების უფლება არ მისცეს.