Category: სხვადასხვა

  • “მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება“–ჩერგოლეიშვილი

    “მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება“–ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქ სტატუსს უძღვნის მიხეილ სააკაშვილს და მის მოტივაციას, რომელიც ჩერგოლეიშვილის აზრით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ამოძრავებს. ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ სააკაშვილს ძალაუფლების გაყოფა არ სურს და უნდა ივანიშვილის გაშვების შემთხვევაში თვითონ მიიღოს ერთპიროვნული ძალაუფლება:

    “ერთადერთი მიზეზი, რითიც სააკაშვილი მხარდაჭერას ინარჩუნებს ისაა, რომ დიდი გამარჯვება მის ანგარიშზეა.

    ისაა გამარჯვების სიმბოლო.

    ვადაგასული სიმბოლო.

    მაგრამ, მაინც სიმბოლო.

    “მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება” – ეს ასულდგმულებს მის მხარდამჭერს, რომელსაც არა მიშას თაყვანისცემის, არამედ ბიძინას დამარცხების ჟინი ამოძრავებთ არჩევნებიდან არჩევნებამდე.

    მიშა ძალიან კარგად ხვდება, რომ დღეს ბიძინას დამარცხება ძალიან იოლია.

    ძალიან იოლია, მაგრამ თვითონ არ ყოფნის.

    თუ მხოლოდ თვითონ არ დაამარცხებს, მაშინ ძალაუფლების გაყოფა მოუწევს.

    მას ძალაუფლების გაყოფა არ სურს.

    მას სურს ან ერთი კაცის ბატონობა, თუ ეს კაცი თვითონაა!

    ან – არაფერი!

    ხვდება, რომ დღეს თუ ბიძინა დამარცხდა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, მისი მეჯიქი ქრება.

    მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება.

    მშრალზე იმიტომ, რომ მას არ უნდა ლიბერალურ დემოკრატიაში პოლიტიკოსობა.

    სააკაშვილს სულთნობა უნდა.

    სააკაშვილი მთლიანად აცდენილია ხალხის დაკვეთას.

    სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ახირებებზე ღელავს.

    ამიტომ, ქართველი ხალხის დაკვეთის შესრულებაზე უარს ამბობს და მზადაა გარისკოს.

    მისთვის გამარჯვება მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

    არასოდეს არ ყოფილა ივანიშვილი მარცხთან ასე ახლოს.

    საპროტესტო ელექტორატმა კარგად უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილი ივანიშვილს აძლევს შანსს, რადგან თავად აბსოლუტური ძალაუფლებით მოსვლის შანსი არ აქვს.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

  • “ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს ქართველი ქალი. პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს“–რობერტ სტურუა

    “ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს ქართველი ქალი. პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს“–რობერტ სტურუა

    “მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს“– ეს განცხადება რეჟისორმა რობერტ სტურუამ რადიო უცნობის ეთერში, მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძის გადაცემაში გააკეთა. წამყვანმა მას კითხვა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაუსვა, მათ შორის “ტყუილ–მართალში ცხოვრებაზე“, მედიაზე და საქართველოს ამოცანებზე, რაზეც რეჟისორმა უპასუხა:

    “ჩემთვისაც საკმაოდ არარეალური მეჩვენება, რომ ამდენი საუკუნე ჩვენ ვართ სულ ასეთ მდგომარეობაში. მას შემდეგ რაც საქართველო გახდა ქრისტიანული ქვეყანა აქ სულ რაღაც უბედურება ტრიალებს. ჯერ გარე მტრები, მერე შიგნით მოღალატეები და საშინელება. საოცარი ის არის, რომ მოახერხა ამდენი საუკუნე გაუძლო და საკუთარი თავი შემოინახა–ტრადიციები, სიმღერები, კულტურა, საოცრებად მეჩვენება. რამდენმა ქვეყანამ ჩვენს გარშემო ვერ მოახერხა შეენარჩუნებინა საკუთარი თავი.  და ამიტომ ახლათუ რამის იმედი მაქვს  უხილავი ძალის, სასწაულს ველოდები და იქნებ სასწაულმა გადაგვარჩინოს. მე ყველაზე ძალიან მიშლის ნერვებს ქართველი ქალი. მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს. მერე იგინებიან, მერე ილანძღებიან, რაღაც უმსგავსოებასთან  გვაქვს საქმე. მე საქართველო არასდროს არ წამომედგინა უზრდელ ქვეყანად. ახლა საქართველო ჩემთვის გახდა უზრდელების პარადი. ყველაზე ძალიან მე მაღელვებს ზრდილობის საკითხი“– თქვა რობერტ სტურუამ.

     

     

     

  • “ქეითმა მეგანი შეგნებულად დაამცირა“–ინტერნეტში მეგან მარკლის სკანდალური ბიოგრაფიის ნაწყვეტები გამოჩნდა

    “ქეითმა მეგანი შეგნებულად დაამცირა“–ინტერნეტში მეგან მარკლის სკანდალური ბიოგრაფიის ნაწყვეტები გამოჩნდა

    ინტერნეტში მეგან მარკლის სკანდალური ბიოგრაფიის ნაწყვეტები გამოჩნდა

    გამოცემების – Daily Mail–ის  და  The Telegraph–ის ხელთ აღმოჩნდა ფრაგმენტები წიგნიდან “თავისუფლების ძიებაში“. ეს არის ოფიციალური სამეფო ბიოგრაფია, რომელიც პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კარნახით არის დაწერილი. ყველაზე დელიკატური მომენტი წიგნში ეხება “დიდებული ოთხეულის“, ანუ სასექსის და კემბრიჯის ჰერცოგების – ჰარის და მეგანის და ქეითის და უილიამის ურთიერთობებს. როგორც ავტორები ამტკიცებენ, მეგანი და ჰარი იმედგაცრუებულები იყვნენ იმით, რომ მათ სამეფო ოჯახში “უკანა სკამის დაკავება“ მოუწიათ, იმ დროს, როცა პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ყველაზე საუკეთესო ოფიციალურ როლებს და პრიორიტეტს იღებდნენ საკუთარი საქველმოქმედო პროექტების შექმნისას.

    წიგნში მოყვანილია სენტიმენტალური და სევდიანი წერილის ტექსტი, რომელიც მეგან მარკლმა მის ერთ–ერთ მეგობარს გაუგზავნა. წერილში ის წერს, რომ “ამ ოჯახის გამო მთელი თავისი ცხოვრება დათმო“, საბოლოოდ კი წასვლის გარდა სხვა არჩევანი აღარ დარჩა.

    ბიოგრაფიის ერთ–ერთი ავტორი ამერიკული ELLE–ს ერთ–ერთი ავტორი, კეროლინ დიურანია. როგორც ჟურნალისტი ამტკიცებს, ჰარის და მეგანის დრამატული გადაწყვეტილება სამეფო ოჯახიდან წასვლის შესახებ აჩვენებს, რომ ისინი თავს “განდევნილებად“ გრძნობდნენ და რომ ოჯახის სხვა, უფროსმა წევრებმა ვერ შეძლეს და არც უნდოდათ პრესის თავდასხმებისგან მათი დაცვა. ჟურნალისტის თქმით, ისინი ამ ჩაკეტილი სივრციდან გაქცევაზე ოცნებობდნენ.

    კიდევ ერთი მწვავე მომენტი – სამეფო კარის მსახურთა ეჭვებია იმის შესახებ, რომ ჰარის და მეგანს თვით დედოფლის დაჩრდილვა უნდოდათ. პრინცი გრძნობდა, რომ სასახლის ჩინოვნიკებს უბრალოდ არ უყვარდათ მეგანი და არაფერზე უკან არ დაიხევდნენ მისი ცხოვრების გასართულებლად. საბოლოოდ, წიგნის მიხედვით ამ “ნაცრისფერ პიჯაკიანმა მამაკაცებმა“ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჰარის ბებიასთან შეხვედრა და არსებული პრობლემების განხილვა ვერ მოეხერხებინა. მის უდიდებულესობასთან პირად აუდიენციას მან მხოლოდ 29 იანვარს მიაღწია, როცა სამეფო ოჯახიდან და ბრიტანეთიდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

    რაც შეეხება პრინცესა დაიანას შვილების ურთიერთობას, როგორც ბიოგრაფიაში ჩანს, მათ ნგრევა მაშინვე დაიწყეს, როგორც კი უმცროსმა პრინცმა განაცხადა, რომ მეგან მარკლზე აპირებდა დაქორწინებას.

    “ქორწილის წინ მართლაც დამანგრეველი რაღაცეები ითქვა და გაკეთდა“– ნათქვამია წიგნში, რომლის თანახმად უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონი  მეგანს აიძულებდნენ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ  თავი არასასურველ პერსონად ეგრძნო.

    ამის ნათელი დემონსტრირება იყო  ვესტმინსტერის სააბატოში გამართული ბოლო წირვა, რომელსაც “დიდებული ოთხეული“ ერთად ბოლოჯერ ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი იანვრის შემდეგ არ ყავდათ ნანახი, ერთმანეთს პრაქტიკულად არ ეკონტაქტებოდნენ. კეროლი დიურანი აღნიშნავს, რომ მეგანი ცდილობდა ქეითთან ვიზუალური კონტაქტი დაემყარებინა, თუმცა მან ისეთი სახე მიიღო, თითქოს ძლივს იცნო, რითაც რძალი შეგნებულად დაამცირა.

  • სახელმწიფომ ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლისგან 13 მილიონის მანქანები უტენდეროდ იყიდა

    სახელმწიფომ ოცნების დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლისგან 13 მილიონის მანქანები უტენდეროდ იყიდა

    ქართული ოცნების დეპუტატის, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ბექა ოდიშარიას ქვისლის მიერ მართულმა კომპანიამ 666 ათას ლარიანი ტენდერი კვლავ უკონკურენტოდ მოიგო. კომპანიას უტენდეროდ ჯამში 12 მილიონი გადაუხადეს.

    ფლანგვის დეტექტორი ოდიშარიას ქვისლის მიერ სახელმწიფო ფიუჯეტიდან მიღებულ თანხებზე დეტალურად წერს:

    2011-2020 წლებში, ჯი-თი მოტორსმა 56 მილიონ ლარზე მეტი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 13 მილიონზე მეტი – პირდაპირი შესყიდვების გზით;

    ჯი-თი მოტორსი ჯი-თი გრუპის შვილობილი კომპანიაა, რომლის გენერალური დირექტორი ლევან გოგსაძე “ოცნების” დეპუტატი ბექა ოდიშარიას ქვისლია;

    ლევან გოგსაძემ და ჯი-თი მოტორსის დამფუძნებლებმა ჯამში 200,000 ლარზე მეტი შესწირეს მმართველ პარტიას.

    2020 წლის 3 ივნისს გამართული ტენდერის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (666, 110.40 ლ.) ღირებულების კონტრაქტი დადო ჯი-თი მოტორსთან. სახელმწიფო კომპანიამ 10 სრულიად ახალი მოდელის ავტომანქანა შეიძინა. სახელმწიფო კომპანიას იმდენად დეტალურად ჰქონდა წარმოდგენილი ავტომანქანის ყველა ის ტექნიკური პარამეტრები, რომელიც ტენდერის მონაწილე კომპანიას უნდა დაეკმაყოფილებინა, გაჩნდა ეჭვი, რომ პირობები ზუსტად იყო მორგებული კონკრეტულ კომპანიაზე. აღნიშნულ ეჭვს ამყარებს ასევე ის ფაქტი, რომ ტენდერში ვერცერთმა სხვა მსგავსი ტიპის კომპანიამ არ (ვერ) მიიღო მონაწილეობა.

    კომპანია ჯი-თი მოტორსი 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებს. 2011-2020 წლებში, სახელმწიფომ ჯი-თი მოტორსს 56,271,783 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აქედან, 13,668,669 ლარი კომპანიამ გამარტივებული შესყიდვების გზით მიიღო.

    მხოლოდ, 2020 წლის იანვრიდან-დღემდე კომპანიამ 115 ხელშეკრულება გააფორმა გამარტივებული შესყიდვით და ამ პერიოდის განმავლობაში 662,305 ლარის შემოსავალი მიიღო სახელმწიფოსგან.

    რაც შეეხება ელექტრონულ ტენდერებს, ტენდერების მონიტორინგის მიხედვით, 255 გამართული ტენდერიდან 70% -ში ჯი-თი მოტორსმა გაიმარჯვა. 2011-წლიდან დღემდე კომპანიამ დაახლოებით 42, 603,114 ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.

    ძვირად ღირებულ ხელშეკრულებებს ემატებაა ასევე ის, რომ შპს ჯი-თი მოტორსი ხშირად უკონკურენტოდ იგებს ტენდერებს.

    სახელმწიფო ტენდრებში ჯი-თი მოტორსის უკონკონკურენტო მონაწილეობისა და გამარჯვების მრავალი მაგალითია. 2018 წელს, ქ.თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო. ქ. თბილისის მერიამ კომპანიას 720,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა და 15 მსუბუქი ავტომანქანა შეისყიდა. ტენდერის მოგებამდე ერთი თვით ადრე ჯი-თი მოტორსმა მსხვილი ფულადი შემოწირულობა (60,000 ლარი) გააკეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

    შპს ჯი-თი მოტორსმა იზრუნა ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტოპარკზეც და 1,007,665 ლარის ღერებულების ტენდერი მოიგო, 2017 წელს. კომპანიამ 20 მსუბუქი ავტომანქანა 728,832 ლარად მიაწოდა ტელეკომპანიას.

    ასევე აღსანიშნავია კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენენებს კომპანიის კეთილსინდისიერ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში. გარდა იმისა, რომ კომპანია დაბალი კონკურენციით იმარჯვებს, ხშირად ხდება მომსახურების შესრულებამდე ავანსის გაცემა ან კონკურენტის მიერ შეთავაზებულ ფასთან შედარებით მინიმალური სხვაობით დაბალი ფასის შეთავაზება. მაგალითად, 2019 წელს სს აჭარის წყლის ალიანსის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ჯი-თი მოტორსის მიერ შეთავაზებული ფასი მხოლოდ ერთი ლარით უფრო დაბალი იყო კონკურეტის მიერ შეთავაზებულ ფასთან.

     

    შპს ჯი-თი მოტორსის 100%-იანი წილის მფლობელი შპს ჯი-თი გრუპია. შპს ჯი-თი გრუპის ყოფილი გენერალური დირექტორი და წარმომადგენელი, ლევან გოგსაძე, დეპუტატ ბექა ოდიშარიას ქვისლია. ლევან გოგსაძემ 2016 წელს პარტია ქართულ ოცნებას 37,950 ლარი შეწირა. ლევან გოგსაძე 2020 წლის პირველი ივლისიდან აღარ არის ჯი-თი გრუპის გენერალური დირექტორი.

    მმართველი პარტიის მხარდამჭერები არიან კომპანიების, ჯი-თი მოტორსისა და ჯი-თი გრუპის, დამფუძნებლებიც. მათ ქართულ ოცნებას ჯამში 180,000 ლარი შესწირეს. კომპანიების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თემურ უსიტაშვილმა 60,000 ლარი შეწირა პარტია ქართულ ოცნებას 2016 წელს; 120, 000 ლარის შემოწირულობა გააკეთა დამფუძნებელმა გიორგი გველესიანმა 2016 და 2018 წლებში. შპს ჯი-თი მოტორსის სახელით კი 1,000 ლარი იქნა შეწირული 2016 წელს.

    წყარო:

    ტენდერის კოდი 2020 წ.- GEO200000224;
    ტენდერის კოდი 2018წ. თბილისის მერია- NAT180016829;
    ტენდერის კოდის 2017წ. საზ.მაუწყებელი- SPA170010032:
    ტენდერის კოდი 2019წ. სს აჭარის წყლის ალიანსი- SPA190005564:
    შპს ჯი-თი მოტორსმა (ს/კ:206276340); შპს ჯი-თი გრუპი (ს/კ:200119923);
    ტენდერების მონიტორინგი-შპს ჯი-თი მოტორსი:
    https://www.tendermonitor.ge/ge/organization/35795…
    ქართული ოცნების შემომწირველები:
    თემურ უსიტაშვილი (პ/ნ:61001007309): https://transparency.ge/politicaldonations/ge/tenders/5767#
    გიორგი გველესიანი (პ/ნ:61001004135): https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5752
    ლევან გოგსაძე (პ/ნ:01024009478): https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/5584
    შპს ჯი-თი მოტორსი (ს/კ:206276340): https://transparency.ge/politicaldonations/ge/donations/6203
    ტენდერის მოთხოვნები (გვ.4): შპს საქ. გაზის ტრანსპორტირების კომპანია: https://www.scribd.com/document/
    შედარებისთვის – იგივე კომპანიის, შპს საქ. გაზის ტრანსპორტირების მოთხოვნები სხვა ტენდერის დროს: https://www.scribd.com/document/
    გამარტივებული შესყიდვის ცხრილი: https://www.scribd.com/document
    შესყიდული მანქანის მოდელი 2020წ.: Ford Ranger პიკაპი, 2019 წლის გამოშვება.
    სტატია -საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ავტომობილების შესყიდვის შესახებ:https://on.ge/story/
    ინფორმაცია- შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაზე: http://ggtc.ge/

  • რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გინდ აქცია ჩაატარონ, გინდ ცეკვა-თამაში – კახა კალაძე

    რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ პარლამენტის წინ გინდ აქცია ჩაატარონ, გინდ ცეკვა-თამაში – კახა კალაძე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალი უცვლელად შენარჩუნდება. კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველას შეუძლია იმ ტერიტორიაზე “გინდ აქცია ჩაატაროს, გინდ ცეკვა- თამაში.”

    “9 აპრილის მემორიალს არავინ არ შეხებია, თვითონ სიუჟეტი და ვიდეო ლაივი, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაკეთებული, იქაც ჩანს ძალიან კარგად, თუმცა რენდერები, რომელიც იქნა წარმოდგენილი ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ თარგები, ის გამწვანებული სივრცეები, რომელიც ახალი პროექტით დაემატა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. რაც შეეხება სამუშაოებს, გახსოვთ, რამდენი არასწორი განცხადებები და სპეკულაციები მოყვა ამ თემას, თითქოს ჩვენ მიზანმიმართულად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომ ადამიანები არ შეიკრიბოს პარლამენტის წინ, თითქოს შეკრების ადგილები არ იყოს თბილისში და ადგილების ნაკლებობა გვქონდეს. ცდილობენ, რომ ყველაფერს გაედონ, გამოედონ და გამოიყენონ ეს ყველაფერი პოლიტიკისთვის. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ აქცია, როდის იყო, რომ პარტია “ქართულ ოცნებას,” რაც ჩვენ 2012 წლის შემდეგ ვართ ხელისუფლებაში, ვინმესთვის შეგვეზღუდოს სიტყვის და თავისუფლების გამოხატვა, არც ერთი ფაქტი არ არსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ვისაც სურვილი აქვს, გინდ აქცია ჩაატაროს, გინდ ცეკვა- თამაში,”-განაცხადა კახა კალაძემ.

    შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინა ტერიტორია იანვრის დასაწყისიდან შემოღობილია და იქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

  • “ძალიან ცინიკური ვირუსია კორონა. ნათლად დაანახა მსოფლიოს საკუთარი არსებობის ფასი“–ზურაბ გურული

    “ძალიან ცინიკური ვირუსია კორონა. ნათლად დაანახა მსოფლიოს საკუთარი არსებობის ფასი“–ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული კორონა ვირუსის გავრცელების პოლიტიკურ თავისებურებებზე წერს. მისი აზრით, ყველაზე ნაკლებად ვირუსი ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებში ვრცელდება:

    “რატომ არის კორონა-პანდემია ყველაზე გავრცელებული ამერიკაში?
    პასუხი მარტივია; იმიტომ რომ ამერიკა ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა პლანეტაზე.

    რამდენადაც მკრეხელურად და გამაღიზიანებლად არ უნდა მოეჩვენოს მავანს, მხოლოდ ამ მოვლენის მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს მსოფლიოში პიროვნული და მოქალაქეობრივი თავისუფლების გრადაციის შკალა.

    ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში ვწერდი, რომ მიკროსამყაროსთან ომს ყველაზე უფრო ადვილად ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმები, ან შეზღუდული დემოკრატიის მქონე ქვეყნები გაუმკლავდებოდნენ. ამჟამად ფაქტი სახეზეა; თუმცა ცხადია ამ ჭრილით არავინ გააკეთებს პანდემიის შედეგების შეფასებას. ზუსტად იგივე ფენომენი მუშაობს, რომლის მიხედვითაც 2016-ში CNN-მა ეგზიტპოლების მეშვეობით ვერ შეძლო ტრამპის გამარჯვების წინასწარმეტყველება.

    ვერც წელს შეძლებს.


    ასე რომ, როდესაც პანდემიის მართვის წარმატებებზე ვსაუბრობთ, გაითვალისწინეთ ეს მოცემულობა; ცხადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭეშმარიტების დადგენა გსურთ.
    გარკვეულ გამონაკლისს ვანიჭებ იმ სამოქალაქო საზოგადოებებს, რომლებშიც პრაქტიკულად ქვეცნობიერის დონეზეა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ბაზისური ელემენტები. მიხვდებით თავად, რომელ ქვეყნებს ვგულისხმობ.


    ძალიან ცინიკური ვირუსია კორონა. ნათლად დაანახა მსოფლიოს საკუთარი არსებობის ფასი“– წერს ზურაბ გურული.

  • “ვიცოდი, რომ მთელი საქართველო ელოდა”- ქართველმა მებრძოლმა რუსი მეტოქე მუხლით გათიშა (ვიდეო)

    “ვიცოდი, რომ მთელი საქართველო ელოდა”- ქართველმა მებრძოლმა რუსი მეტოქე მუხლით გათიშა (ვიდეო)

    ნოკდაუნი მუხლით დარტყმის შედეგად – ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით გათიშა რუსეთის წარმომადგენელი ხადის იბრაგიმოვი.შერეული ორთაბრძოლების ММА-ს ტურნირებზე ქართველმა ნული წაგებით შვიდი გამარჯვება მოიპოვა, ახლა კი UFC-ში მისი წარმატებული დებიუტი შედგა

     

    “ძალიან კარგი მოწინააღმდეგე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ორი წაგება ჰქონდა UFC-ში, საკმაოდ ძლიერი და მოტივირებული მეტოქეა. მე მქონდა ნანახი მისი კარიერის რამდენიმე ბრძოლა. ის მსოფლიოს თასისა და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელია საბრძოლო სამბოში. ეს ძალიან სერიოზული შედეგებია სპორტსმენისთვის. ასევე ხადისს კარგი კარიერა ჰქონდა M-1-ის ლიგაში. იქ ჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა და UFC-ში დაუმარცხებელი გადმოვიდა. აქედან გამომდინარე მახარებს, რომ ასეთ ძლიერ სპორტსმენთან მოვახერხე ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება. მე მის ორ წაგებას ყურადღებას არ ვაქცევდი. ბრძოლას მომზადებული ტაქტიკით შევხდი და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად შევასრულე. გეგმას მივყევი და შედეგსაც მივაღწიე. ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ პირველ რაუნდში ბევრი მემოძრავა და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დამეშვა. ერთ-ერთი მთავარი მიზანი კონტრშეტევაზე მისი დაჭერა იყო და როგორც ნახეთ, გეგმა პირნათლად შევასრულე. როდესაც შეტევის პირველივე შანსი მომეცა, დგომი შევცვალე და მოულოდნელი დარტყმა განვახორციელე.

    ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ წარმატებული დებიუტი მქონოდა. ვიცოდი რომ მთელი საქართველო ელოდა ჩემს ბრძოლას და საგულდაგულოდ მოვემზადე. ამჟამად მსურს, რომ რამდენიმე კვირა დავისვენო. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ არავითარი ტრავმა არ მაქვს და იმ შემთხვევაში თუ რაიმე შემოთავაზება მექნება აუცილებლად განვიხილავ და შესაძლებელია, რომ დაპირისპირება უფრო ადრეც გავმართო. მე ნებისმიერ დროს მზად ვარ რომ ვიბრძოლო.”- განაცხადა რომან დოლიძემ “პირველ არხთან”

    https://www.youtube.com/watch?v=huBAWH-hn2I

     

  • “წუხანდლიდან მოყოლებული, არც მიძინია, არც მიჭამია, მგონი ხმაც არ ამომიღია.ეს რეები აღმოვაჩინე.“–ნიკა გვარამია

    “წუხანდლიდან მოყოლებული, არც მიძინია, არც მიჭამია, მგონი ხმაც არ ამომიღია.ეს რეები აღმოვაჩინე.“–ნიკა გვარამია

    მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ფეისბუქზე წერს, რომ მის მიერ საქმეში აღმოჩენილი ფაქტები საზარელია:
    “წუხანდლიდან მოყოლებული, არც მიძინია, არც მიჭამია, მგონი ხმაც არ ამომიღია. ეს რეები წავიკითხე, ვნახე და აღმოვაჩინე(თ). ბოდიში, მაგრამ რაღაც ეტაპზე იმ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე, რომ ასეთი არც გადაცემა მინდა, არც სიმართლე და არც ბრძოლა.
    ესპერტიზა- ყალბი. სინამდვილე – სრულიად და გაუგონრად კოშმარული.
    დღეს, პიეფის დასრულების შემდეგ, 22:30, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და სხვა სტუმრებთან ერთად, მთავარ აქცენტებში გავარჩევთ გაყალბებულ საექსპერტო დასკვნას და შევეცდებით დავადგინოთ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების რეალური მიზეზები. გარდაცვალების და თანხმლები საზარელი პროცესების.
    გვიყურეთ! ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის!“– წერს ნიკა გვარამია.
  • “წადით შვილო, რას გვემართლებით, რა დაგიშავეთ? დაიღალა ქვეყანა მამაშენით“–ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილს

    “წადით შვილო, რას გვემართლებით, რა დაგიშავეთ? დაიღალა ქვეყანა მამაშენით“–ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილს

    პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რეპერ ბერა ივანიშვილის ვიდეოს ფეისბუქით ეხმაურება. ვიდეოში, რომელიც ტიკ ტოკზე გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის შვილი შვიდ ენაზე საუბრობს. ოქრუაშვილი ფეისბუქზე წერს:

    “ჟე სვი ჩარლი, ან შანტეე, ეგალიტეე, დეგააჟ.

    მე ვარ ქართველი – მაშასადამე მე ვარ ევროპელი – “ნე ს სლავიანსკიმი კარნიამი პა მატერინსკოი ლინიი – კაკ ტი”.

    ვეტყოდი მამაშენს მისთვის გასაგებ ენაზე რაც შარშან ვუთხარი კობა კოშაძე რომ დააჭერინა, მაგრამ ვალდებულება ავიღე ქვეყნის წინაშე, რომ ვიყო კონსტრუქციული, მშვიდი და პასუხისმგებლიანი.

    წადით შვილო, რა გინდათ, რას გვემართლებით, რა დაგიშავეთ? ხალხი შიმშილობს და თქვენ დაგვცინიხართ. ან ჯარში წადით ან დასასვენებლად წადით ან სხვაგან წადით, დაიღალა ქვეყანა მამაშენით. მე რომ დავღალე ქვეყანა 2006-ში, ჩემით წავედი.

    წადით…

    Beggin, beggin yoouuu, put your loving hands out of my countryyyy…“– წერს ოქრუაშვილი.

    რეპერმა ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ Tik-Tok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა,  სადაც ის 7 ენაზე საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოში მან თქვა:

    “პოლიგლოტ შემოწმება: იმედია, ყველა კარგად არის. ცხადია, ვსაუბრობ ინგლისურად;შემდეგი ენა არის ფრანგული. ფრანგული ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ენაა. მე პარიზში დავიბადე და სკოლაში იქ დავდიოდი.

    რა თქმა უნდა, ვლაპარაკობ რუსულადაც. მე ქართველი ვარ, მაგრამ დედის მხრიდან სლავური ფესვები მაქვს.

    ბრაზილიელ ფანებს შევპირდი, პორტუგალიურს ვისწავლიდი, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის მეორე სახლივით არის. ვლაპარაკობ გვადალუპურ კრეოლიზე და ჰაიტურ კრეოლიზე.და რა თქმა უნდა, ქართული. ჩემი მშობლიური ენაა, რომელიც ყველაზე მეტად მეამაყება და მიყვარს”.

     

  • რომან დოლიძემ რუსი მეტოქე, ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)

    რომან დოლიძემ რუსი მეტოქე, ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)

    ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში რუსი მეტოქეი, ხადის იბრაგიმოვი ნოკაუტით დაამარცხა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც პირველივე ბრძოლის მოგება ნოკაუტით მოახერხა.

    Adjarasport-ის ინფორმაციით, რომან დოლიძე ძალიან გაკვირვებულია ამ შედეგით, რადგან სულ რაღაც ორი წელია, რაც MMA-შია.

    “არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ბედნიერი ვარ, რომ MMA-ს ისტორიის ნაწილი ვხდები. დიდი მადლობა ორგანიზაციას ამ შესაძლებლობისთვის.

    რა თქმა უნდა გაკრვირვებული ვარ, რადგან სულ რაღაც 2 წელია MMA-ში ვარ, გრეპლერი ვარ და მეტოქეებს ნოკაუტებით ვამარცხებ, ეს ცოტა უცნაურია”. – თქვა რომან დოლიძემ.

    https://www.facebook.com/TvMtavari/videos/925728347904507/