Category: სხვადასხვა
-

“ხაინდრავა პარიზში ჩემს სახლთან იყო ატუზული ყოველ კვირა ფულის თხოვნით“–ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფეისბუქით პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ ოქრუაშვილი სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდება:“ხაინდრავას უთქვამს მოვა დრო და ოქრუაშვილი 2008 წლის ომის გამო სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლდებაო.მდაა, “წამალი” ესე აჩლუნგებდეს მეხსიერებას, არ გამიგია.2008 წელს ქვეყნიდან ვიყავი გაგდებული და სააკაშვილს ვეხვეწებოდი რომ ომში ჩამოვეშვი.ომამდე და ომის მერე რამდენიმე წელი ხაინდრავა პარიზში ჩემს სახლთან იყო ატუზული ყოველ კვირა ფულის თხოვნით.ჩემი სახლიდან სენ-დენის გარეუბანში მიდიოდა ყოველთვის. პარიზში მცხოვრებმა ქართველებმა იციან რომ სენ-დენი ყველაზე კრიმინალური უბანია.ერთხელ ვკითხე რას აკეთებ იმ უბანში რისთვის დადიხარმეთქი. ფოტოაპარატის ლენტები იაფად იშოვება და პარიზის სურათებს რომ ვიღებ ბევრი მჭირდებაო. არადა მსოფლიო ციფრულ აპარატებზე 40 წლის წინ გადავიდა.რას არ გაიგებ გოგაჯან თურმე კოკაინს თანამედროვე ენაზე ფოტოაპარატის ლენტებს ეძახიან არამეთქი. 2008 წელს იყო ეგ.“– წერს ოქრუაშვილი. -

როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ნახეთ მე-18 საუკუნიდან დღემდე შექმნილი ვაქცინების ისტორია, რომლებმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინეს
Covid-19–ის პანდემიამ კაცობრიობა აიძულა გაეხსენებინათ, რა საშიში და დამანგრეველი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებების აფეთქება და როგორ რჩება ასეთ დროს ვაქცინა ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ერთადერთ იმედად.
კორონავირუსი პირველი მტერი არ არის, რომლის გასანადგურებლად მთავარ იარაღად მასობრივი ვაქცინაცია უნდა იქცეს. ასობით მილიონ ადამიანს მსოფლიოში გაუმართლა და ცოცხალი გადარჩა იმის გამო, რომ მოიძებნა იარაღი ისეთი უხილავი მკვლელების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოს ატერორებდნენ.
ვნახოთ რამდენიმე მაგალითი, როგორ შეცვალეს ვაქცინებმა ადამიანების ცხოვრება.
ჩუტყვავილა
ჩუტყვავილას აცრა შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება.
მხოლოდ 20–ე საუკუნეში ამ უკიდურესად გადამდებმა ვირუსულმა დაავადებამ 300 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. უფრო ადრეული ეპოქების მსხვერპლი კი არც არავის დაუთვლია.
ჩუტყვავილათი დაავადებულთა 30% კვდებოდა, ხშირად ტანჯვით, იმიტომ რომ მთელი სხეული ჩირქოვანი ბუშტებით იფარებოდა. დანარჩენები ბრმავდებოდნენ ან მთელი ცხოვრება კანზე საშინელი შრამები რჩებოდათ.
ასწლეულების მანძილზე ადამიანები გამუდმებით ეძებდნენ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო საშუალებას და ბოლოს და ბოლოს პირველი ვაქცინა შექმნეს.
იდეა, რომ დაავადების ხელოვნურად გამოწვეულ მსუბუქ ფორმას ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის გამოწვევა შეეძლო სავარაუდოდ ჩინეთში დაიბადა. წყაროების ცნობით იქ ადამიანები დაახლოებით 1000 წლის მანძილზე ყნოსავდნენ ფხვნილს, რომელსაც ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანების დაჩირქებული კანიდან აქერცლილი ნაჭრებისგან ამზადებდნენ, ან ყურებში იდებდნენ ჩირქში დასველებულ ბამბას. აფრიკაში კი კანში ჩირქით გაჟღენთილ ნემსს ირჭობდნენ.
18–ე საუკუნეში ბრიტანეთში ჩუტყვავილას აცრას აქტიურ პროპაგანდას უწევდა ცნობილი არისტოკრატი და ინტელექტუალი ქალი მერი მონტეგიუ, რომელმაც ახალგაზრდობაში თავად გადაიტანა ჩუტყვავილა და შესაბამის პრაქტიკებს გაეცნო თურქეთში, სადაც მისი ქმარი ელჩად მუშაობდა.
მეთოდი სანდოობით არ გამოირჩეოდა. საშუალოდ ყოველი ოცდამეათე პაციენტი ჩუტყვავილას მძიმე ფორმით ავადდებოდა და იღუპებოდა.
ამასობაში ინგლისელმა ფერმერებმა შენიშნეს, რომ ძროხის ჩუტყვავილა ადამიანისთვის გადამდები იყო, თუმცა არა მომაკვდინებელი. ამ მოვლენის შესწავლის შემდეგ ექიმმა ედუარდ ჯენერმა ძროხის ჩუტყვავილას ბაზაზე საიმედო და უსაფრთხო ვაქცინა შექმნა.1796 წლის 14 მაისს ჯენერმა ფერმერის რვა წლის შვილი, ჯეიმს ფიპსი აცრა, რომელმაც ღრმა სიბერემდე იცოცხლა, ორი წლის შემდეგ კი ცნობილი ბროშურა გამოუშვა ძროხის ჩუტყვავილას მოქმედების მიზეზების კვლევის შესახებ საკუთარი ხარჯებით, რადგან სამეფო სამეცნიერო საზოგადოება ჯენერის მეთოდს უნდობლად შეხვდა.
ეჭვები მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც ბრიტანეთის არმიის და ფლოტის სამხედროები სავალდებულო წესით აცრეს და არცერთ მათგანს უარყოფითი რეაქცია არ გამოუვლინდა.
თითქმის ასი წლის შემდეგ ლუი პასტერი ჯენერის მიმართ პატივისცემის ნიშნად ხელოვნური იმუნიტეტის შექმნის პრინციპზე დაფუძნებული პრეპარატებისთვის ვაქცინის დარქმევის ინიციატივით გამოვიდა: ფრანგული სიტყვიდან vache გამომდინარე, რაც ძროხას ნიშნავს.
ღარიბ ქვეყნებში ჩუტყვავილა კიდევ მინიმუმ 150 წელი მძვინვარებდა. მის საბოლოოდ დამარცხებას ჯანმოს მიერ 1967 წელს დაწყებულმა მასობრივმა ვაქცინაციამ შეუწყო ხელი.
ითვლება, რომ მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად 80%–ის აცრაა საჭირო. რამდენიმე მილიარდი ადამიანის აცრა შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა წერტილოვანი იმუნიზაციის ტაქტიკა, რომელიც პირველად აღმოსავლეთ ნიგერიაში გამოსცადეს: ჩუტყვავილას კერების სწრაფი გამოვლენა და მეზობლად მცხოვრებთა აცრა. ჩუტყვავილას აღმოფხვრა 12 მილიონიან რეგიონში 750 ათასი აცრის საშუალებით მოხერხდა.
ამჟამად ჩუტყვავილას ცოცხალი ვირუსები დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილზე დარჩა – აშშ–სა და რუსეთის დაცვის უმაღლესი დონის მქონე ლაბორატორიებში.
პოლიომელიტი
ამ დაავადებამ ბევრად ნაკლები ადამიანი მოკლა, ვიდრე ჩუტყვავილამ, სამაგიეროდ უფრო სასტიკია ცოცხლად გადარჩენილების მიმართ.
ეს დაავადება ძირითადად ბავშვებს ემართებათ. ვირუსი ორგანიზმში პირიდან აღწევს, შემდეგ სისხლში ხვდება და ნერვულ სისტემას აზიანებს, რაც ხშირად განუკურნებელ დამბლას იწვევს. ძირითადად ის ფეხებს აზიანებს, თუმცა ყოველი მეათე პაციენტი ფილტვის კუნთის დამბლის გამო იგუდება და კვდება.
ასეთი დაავადებულების ერთადერთ იმედად ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია რჩებოდა სპეციალურ კამერებში, რომლებიც 1920–იან წლებში შეიქმნა და სახელად “რკინის ფილტვები“ ეწოდა. ასეთ ლითონის კამერებში ადამიანები კვირებს, და ზოგჯერ მთელ დარჩენილ ცხოვრებას ატარებდნენ.ვინაიდან პოლიომელიტს ჩუტყვავილასგან განსხვავებით გარეგნული ნიშნები არ აქვს, მისი ინფექციური ბუნება მხოლოდ 1905 წელს, შვედმა ექიმმა ივარ ვიკმანმა დაადგინა.
იმ დროისათვის დიდ ქალაქებში სასმელი წყლის ხარისხის გაუჯობესებამ შეამცირა როგორც პოლიომელიტის შემთხვევების რაოდენობა, ისე იმ ადამიანთა პროცენტი, ვისაც მის მიმართ იმუნიტეტი ქონდა. დაავადების აფეთქებები კი უფრო შესამჩნევი გახდა.
არსებობდა მოსაზრება, რომ პოლიომელიტი ძირითადად განვითარებული ქვეყნების პრობლემა იყო, თუმცა ის მოგვიანებით გაქარწყლდა.
1952 წელს ამერიკელმა ექიმმა ჯონას სალკმა პოლიომელიტის ვაქცინა შექმნა. 1961 წელს მისმა კოლეგამ, ალბერტ სეიბინმა მისი გაუმჯობესებული ვერსია მოიგონა, რომლის ორალური გზით მიღება იყო შესაძლებელი ნაცვლად ინექციისა. ევროპასა და აშშ–ში დაავადების გავრცელება მკვეთრად შემცირდა.
პოლიომელიტის აცრას უკავშირდება ერთ–ერთი ყველაზე საშინელი შეცდომა ვაქცინირების ისტორიაში. 1955 წელს ამერიკულმა ფირმამ Cutter Laboratories შეცდომით გამოუშვა პრეპარატის ასიათას დოზაზე მეტი, რომელიც პოლიომელიტის ცოცხალ ვირუსს შეიცავდა. შედეგად ათი ბავშვი გარდაიცვალა და 160 ბავშვი სამუდამოდ პარალიზებული დარჩა.
1988 წელს კი ჯანმომ გამოაცხადა მსოფლიოში პოლიომელიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ. 1994 წელს ამ დაავადებისგან თავისუფლად გამოცხადდა აშშ, 2000 წელს ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, 2002 წელს ევროპა, 2014 წელს კი სამხრეთ აღმოსავლეთ აზია.
ექსპერტების შეფასებით პოლიომელიტის ვაქცინის წყალობით მილიონნახევარი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა, 18 მილიონი ადამიანი კი პარალიზებას.
“მშობლების კოშმარის“ სახელით ცნობილი დაავადება ამჟამად მხლოდ ავღანეთში, პაკისტანში და ნიგერიაში თუ იჩენს ხოლმე თავს, თანაც წელიწადში სულ რამდენიმე ათეული შემთხვევა.
წითელა
წითელას ვაქცინაცია ერთდროულად არის წარმატების და წარუმატებლობის მაგალითი.თუ აფრიკაში ებოლას ვირუსის აფეთქებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, როცა 20 ათასი ადამიანი შეიწირა, გასულ წელს წითელამ 207 ათასი ადამიანი სრულიად უხმაუროდ მოკლა, არადა მის წინააღმდეგ აცრა 1963 წლიდან არსებობს.
უკიდურესად სწრაფად გადამდები ვირუსი ხველისა და ცემინების დროს წვეთების გზით, ან პირდაპირი კონტაქტის საშუალებით გადადის, იწვევს მაღალ ტემპერატურას და გამონაყარს, მძიმე შემთხვევებში კი პაციენტის სიცოცხლეს ემუქრება – დიარეის, პნევმონიის და ტვინის ქერქის ანთების გამო.
ვაქცინის შექმნამდე წითელა საშუალოდ მსოფლიოში 2.6 მილიონ ადამიანს კლავდა. თუმცა მისი სრულად დამარცხება ვაქცინის შექმნის შემდეგაც ვერ მოხერხდა, რადგან მის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა მოსახლეობის 95 პროცენტია აცრილი.
აშშ–სა და ევროპაში წითელას დაავადება ბოლო წლებში კვლავ გაიზარდა ანტივაქსერების მოძრაობის გააქტიურების პარალელურად.
ბიძგი ამ ყველაფერს ბრიტანელმა ექიმმა ენდრიუ უიკფილდმა მისცა, რომელმაც 1998 წელს გამოაქვეყნა ხმაურიანი სტატია იმის შესახებ, რომ წითელას, წითურას და ყბაყურას კობინირებული აცრა ბავშვებში აუტიზმს იწვევს. მართალია სტატიის მონაცემები მოგვიანებით გაბათილდა, თავად უიკფილდს კი ექიმის ლიცენზია ჩამოართვა, თუმცა მის მიერ დათესილი ეჭვის მარცვალი გაღვივდა.
თუ განვითარებულ ქვეყნებში წითელასგან შედარებით იშვიათად კვდებიან, აფრიკაში საქმე ბევრად უარესად არის. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელას აფეთქებამ შარშან 7 ათას ადამიანზე მეტი, ძირითადად ბავშვები შეიწირა.
განვითარებად ქვეყნებში მთავარი პობლემა არა ცრურწმენები, არამედ ვაქცინის უკმარისობა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობაა, განსაკუთრებით მიყრუებულ ადგილებში. ჯანმო გაეროს წევრ ქვეყნებს 255 მილიონ დოლარ დამატებით დაფინანსებას სთხოვს წითელას ვაქცინაციისთვის.
მალარია
მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანები მალარიით ჯერ კიდევ პრეისტორიული პერიოდიდან ავადდებოდნენ. მაშინ დაავადება ჭაობის ცხელების სახელით იყო ცნობილი.დღეისათვის კაცობრიობის ნახევარი მალარიით დაავადების რისკის ქვეშ არის, 400 ათასი ადამიანი კი ყოველწლიურად ამ დაავადებით კვდება.
მალარიით გარდაცვლილთა ნახევარი აფრიკის ქვეყნებზე მოდის.
დაავადებას ერთუჯრედიანი ბაქტერია–პარაზიტი იწვევს – მალარიული პლაზმოიდი, რომელიც ადამიანსი სისხლში აღწევს მალარიული კოღოს კბენის შედეგად.
მალარიასთან ბრძოლის ძირითადი ხერხი ჭაობების ამოშრობა, კოღოების საწინააღმდეგო ბადეები და წამლებია, რომლებიც დაავადებას ადრეულ სტადიაზე ახშობს.
მალარიის ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტის ფორმირებას მოახდენს, ჯერჯერობით ვერ შეიქმნა, მიუხედავად 32 წლიანი ინტენსიური მუშაობისა და 700 მილიონი დოლარის დახარჯვისა.
ერთადერთი საცდელი ნიმუში გამოცდას განაში, მალავიში და კენიაში გადის. ცდები 2023 წელს უნდა დასრულდეს. ჯერჯერობით არსებული მონაცემებით ის მალარიისგან 40%–ით იცავს და მაქსიმუმ ოთხი წლის ვადით. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია სხვა დაავადებების ვაქცინებთან შედარებით, თანაც საჭირო არა ერთი და ორი, არამედ ოთხი დოზის გაკეთება.
სპეციალისტები თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოთქვამენ, თუმც გვაფრთხილებენ რომ მალარიის ვაქცინა პანაცეა სავარაუდოდ არ იქნება.
-

მოყმის დედაც კი მოიკითხავს ვეფხვის დედას, შეხვდი ბაჩალიაშვილის მშობლებს – დოლიძე გახარიას
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ირინა ენუქიძე თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს შეადარა და თქვა, რომ მასაც არ ხვდებოდნენ მაღალჩინოსნები.
მან პრემიერ–მინისტრ გახარიას ურჩია, ბაჩალიაშვილის მშობლებს შეხვდეს.
“ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა, ითხოვდა ერთ მაშინდელ მაღალჩინოსანთან შეხვედრას. ამ მაღალჩინოსანმა ეს შეხვედრა იუკადრისა. ამ ფაქტის შედეგები მაშინაც მახსოვს და არ დამავიწყდება. სხვა რამეა მგლოვიარე მშობელთან შეხვედრა ჩვენს კულტურაში, არ ჯდება პროტოკოლის წესებში. ბოლო ბოლო, მოყმის დედაც კი მოიკითხავს მტრის, ვეფხვის დედას. ასე რომ სუფთა ადამიანური რჩევაა გახარია შეხვდით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს…”,- წერს დოლიძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა რამდენიმე დღეა გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.
-

“გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვ@@@ბი და ენერგია აქვს“–ჩერგოლეიშვილი
ტაბულას მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:“რამდენი არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომ მივხვდეთ – გადამწყვეტ ბრძოლას იგებს არა საყვარელი და ფუმფულა, არამედ ის, ვისაც ყვ@@ები და ენერგია აქვს და ხალხს არწმუნებს, რომ მას ხალხისთვის სასიკეთო ცვლილების გამოწვევა და შედეგის დადება შეუძლია.მასე მოიგო ზვიადმა, მასე მოიგო შევარდნაძემ, მასე მოიგო მიშამ და მასე მოიგო ბიძინამ.იმ მომენტში რაც იდგა პრობლემად – იმ პრობლემის გადაჭრად ესახებოდათ.ზვიადი – ეროვნული დამოუკიდებლობაშევარდნაძე – სტაბილურობამიშა – უძრაობის დაძლევაბიძინა – ჭორვილაარცერთი მათგანისთვის არ მიუციათ ხმა იმიტომ, რომ ძალიან ფუმფულა და საყვარელია.ხმა იმიტომ მისცეს, რომ იმ დროისთვის არსებული პრობლემების მომგვარებლად ესახებოდათ.დღეს პრობლემად დგას ერთი კაცის თავგასულობა, სიდუხჭირე და განუკითხაობა – ვინც დააჯერებს რომ მიხედავს, იმას აირჩევენ და არა ვარდისფერ პლუშის თოჯინას.“– წერს ჩერგოლეიშვილი.შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა სამი თვით ტაბულას რედაქტორის პოსტი დატოვა და ის გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ერთვება, რომელიც ფოთი,ხობი, სენაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს. -

“ხუთმხრივა ღერძულა გადავჭერი, დამაჯარიმე პატრულო” – ია ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესებს არღვევს (ვიდეო)
“ხუთმხრივა ღერძულა გადავჭერი, დამაჯარიმე პატრულო” – ია ფარულავა ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესებს არღვევს. ამის ამსახველ ვიდეოს ია ფარულავა სოციალურ ქსელ ინსტაგრამის სთორიში აქვეყნებს. როგორც ფარულავა აცხადებს, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე სასურველ შესახვევში ვერ უხვევს და მოძრაობის წესების დარღვევით მოუწია გადაადგილება.
-

“ჩემი შვილი თვლის, რომ ბოიფრენდი მჭირდება“–შარლიზ ტერონი პირად ცხოვრებაზე
44 წლის ჰოლივუდელი მსახიობი, შარლიზ ტერონი ორ ნაშვილებ ბავშვს ზრდის. 2012 წელს მან ბიჭი იშვილა სახელად ჯექსონი, რომელმაც სამი წლის ასაკში თქვა, რომ გოგოა. ახლა მსახიობი მას საკუთარ ქალიშვილს უწოდებს. 2015 წელს კი მან გოგონა იშვილა, სახელად ოგასტი.
ბავშვებს ვარსკვლავი მარტო ზრდის. ტერონს არაერთი რომანი ჰქონდა, თუმცა არ გათხოვილა. შალიზის ბავშვები როგორც ჩანს დედის პირადი ცხოვრების გამო განიცდიან და უნდათ, რომ დედამ საკუთარი მეორე ნახევარი იპოვოს.
“ორი დღის წინ ჩემს ორ გოგოსთან ერთად მანქანაში ვიჯექი, როცა უმცროსმა ასეთი რამ მითხრა: “შენ მეგობარი ბიჭი გჭირდება!“ მე ვუთხარი , რომ სინამდვილეში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რაზეც მიპასუხა: “იცი დედა, შენ უბრალოდ ბიჭი გჭირდება, ურთიერთობები გჭირდება“.– ყვება მსახიობი ლიანა ფონ ფიურსტენბერგის პოდკასტში InCharge with DVF.


შარლიზ ტერონმა შვილს უპასუხა, რომ საკუთარ თავთან აქვს რომანი.
“ისეთი სახით მიყურებდა, ვერ წარმოედგინა რომ ასეთი რამე საერთოდ შესაძლებელია. აშკარად ტვინი აუდუღდა ფიქრით. მაგრამ მგონი სწორედ იმ დღეს მიხვდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია“– თქვა ტერონმა.

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო. ვრცელდებოდა ხმები, რომ წყვილი დაინიშნა, თუმცა შარლიზ ტერონი უარყოფდა, რომ პენმა ცოლობა შესთავაზა.
“ეს არ არის სიმართლე. საქმე გათხოვებამდე არ მისულა. ჩვენ უბრალოდ ვხვდებოდით ერთმანეთს. მეტი არაფერი“– თქვა მან ცოტა ხნის წინ და დასძინა, რომ არასოდეს სდომებია გათხოვება და თავს მარტოსულად არ გრძნობს.
-

“ამოწყდნენ ყველანი ვინც ეს გააკეთა“ – ჟურნალისტი ნათია კობერიძე ჭავჭავაძის გამზირის ახალ სატრანსპორტო სქემაზე (ვიდეო)
“ეს არის იდიოტის გაკეთებული! ამოწყდნენ ყველანი ვინც ეს გააკეთა!” – ჟურნალისტი ნათია კობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას თამარაშვილის ქუჩიდან ავრცელებს. ვიდეოში ნათია კობერიძე აცხადებს რომ სრული სატრანსპორტო კოლაფსია შექმნილი თამარაშვილის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე კიდევ უფრო დიდი უბედურება ხდება.
“40 შუქნიშანი გამოვიარე, ერთ-ერთმა შუქნიშანმა 5-ჯერ არ გამატარა ისეთი მოკლე დროით ინთება და იმდენი მანქანაა მოგროვებული. მანძილს რომელსაც 30 წამში გავდიოდი ახლა ვუნდები ნახევარისაათი. ეს არის სქემა?! ზედ ჭავჭავაძეზე ჯერ არ გამივლია დარწმუნებულივარ იქ გაცილებით დიდი უბედურება ხდება. წარმოუდგენელი სისულელეა გაკეთებული, ეს არის ეს არის იდიოტის გაკეთებული! მავნებლის! ამოწყდნენ ყველანი ვინც ეს გააკეთა! “- განაცხადა ვიდეომიმართვაში ნათია კობერიძემ.
-

ბრიტანეთის დედოფალი, პრეზიდენტი ტრამპი, ბიონსე და სხვა ვარსკვლავები… უცნაური რიგი მადამ ტიუსოს მუზეუმთან(ფოტოები)
ლონდონის ცენტრში მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების ცნობილი მუზეუმის გახსნის წინ შესასვლელთან უჩვეულო რიგი გამოჩნდა. რიგში პირველი დედოფალი ელისაბედ მეორე იდგა, მის უკან პრემიერი ბორის ჯონსონი, ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი, აშშ–ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მომღერალი ბიონსე, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები და სხვა ცნობილი ადამიანები.
ამ ადამიანების ერთად ნახვა რეალურ ცხოვრებაში პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ მადამ ტიუსოს მუზეუმში ყველაფერი შესაძლებელია: მუზეუმის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს ცნობილი ადამიანების ფიგურები ქუჩაში გამოეტანათ და ამგვარად გაეკეთებინათ რეკლამა კარანტინის შემდგომ მუზეუმის გახსნისთვის, ამავე დროს იმ წესების დემონსტრირება მოეხდინათ, რომლითაც მუზეუმი ამჟამად მუშაობს.

მადამ ტიუსოს მუზეუმი კორონავირუსის გამო მარტის ბოლოს დაიხურა, ისევე როგორც ბრიტანეთის ყველა მუზეუმი. ის დამთვალიერებლებისთვის შაბათს იხსნება.
მუზეუმის დაარსების თარიღად 1835 წელი ითვლება, როცა სკულპტორმა მარია ტიუსომ ლონდონში, ბეიკერ სთრითზე პირველი გამოფენა გახსნა.
მადამ ტიუსოს მუზეუმი ლონდონის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა და მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს იზიდავს.
-

საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული
ტოქსიკური სიმართლე: ტყვიასთან შეხება ბავშვების მთელი თაობის პოტენციალს ემუქრება – ამ სათაურით გამოქვეყნებულ იუნისეფის ახალ ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნებს შორის სახელდება, სადაც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მეტადაა გავრცელებული. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ პირველად შედგენილ გლობალურ ანგარიშში, საქართველოს შესახებ მონაცემები ეფუძნება 2019 წლის აპრილში გამოქვეყნებულ მასშტაბურ კვლევას.
2018 წელს, სექტემბრიდან დეკემბრამდე ინტერვალში, 1 578 ქართველ ბავშვს აუღეს სისხლის ანალიზი. მათ შორის, 41%-ს აღმოაჩნდა სისხლში ტყვია 5 მკგ/დლ (მიკროგრამი/დეცილიტრზე) ან კიდევ უფრო მაღალი რაოდენობით. აქედან 25%-ს ჰქონდა 5-10 მკგ/დლ; 16%-ს – 10 მკგ/დლ-ზე მეტი. საუბარია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ეს მონაცემი განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 10-ჯერ აღემატება.
ტყვია ნეიროტოქსინია, ასევე – კანცეროგენული ნივთიერება და მისი დასაშვები ნორმა არ არსებობს. 5 მკგ/დლ არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც, ადამიანს ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროება. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. იმის გამო, რომ ტყვიასთან შეხების შემდეგ პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამვლა ძალიან ხშირად შეუმჩნეველი რჩება.
ტყვიასთან მინიმალურ შეხებასაც კი შეუძლია ბავშვის ჯანმრთელობის და კოგნიტური განვითარების დაზიანება. ის ასოცირდება დაბალ ინტელექტთან, ყურადღების მობილიზების პრობლემებთან, მოგვიანებით – ძალადობრივ და კრიმინალურ ქცევასთანაც კი. ეს ყოველივე ადამიანის შემოქმედებით უნარებზე და საბოლოო ჯამში, მის პროდუქტიულობაზეც აისახება. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ 5 წლამდე ასაკის ბავშები არიან.
ტყვიასთან ხანგრძლივ შეხებას ჰაერით, წყლით ან საკვებით, შეუძლია სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ტყვიით მოწამვლას დედამიწაზე 900 000-მდე ნაადრევ სიკვდილს უკავშირებენ.
იუნისეფის ანგარიში
დედამიწაზე 800 მილიონამდე ბავშვია ტყვიით მოწამლული. ზოგი მდიდარი ქვეყნის ღარიბ დასახლებებში ცხოვრობს, თუმცა უმრავლესობა მაინც ღარიბი ქვეყნიდანაა. იუნისეფის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ტყვიის მაღალი დონე ყოველ მესამე ბავშვში აღინიშნება (5 მკგ/დლ და ზევით).
ტყვიით მოწამლული ბავშვების უმრავლესობა აფრიკაში და აზიაში ცხოვრობს, თუმცა ბევრია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშიც – ამბობს კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ავტორი ნიკოლას რისი. ის გაეროს ბავშვთა ფონდში კლიმატის, ენერგიის და გარემოს დაცვის პოლიტიკის სპეციალისტია.
ბავშებმა შეიძლება ტყვია მშენებლობის მტვერთან ერთად შეისუნთქონ, ხელით შეეხონ ზერელედ გადაყრილ აკუმულატორებს, ეძინოთ ტყვიის შემცველი საღებავით შეღებილ შენობაში, ითამაშონ დაბინძურებული პლასტმასის სათამაშოებით, საჭმელი მიიღონ ჭურჭლიდან, რომელშიც ტყვიაა, ან მათ საკვებშივე იყოს ტოქსიკური ნივთიერება.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ნიკოლას რისი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ „პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაა, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მონიტორინგის და პოტენციური რისკ–ფაქტორების გამოვლენის. რაც უფრო ძლიერია ჯანდაცვის სისტემა, მით მეტი უნარი აქვს შეაფასოს და უპასუხოს ტყვიით მოწამვლის გამოწვევებს“ – აღნიშნავს ანგარიშის თანაავტორი.მისი თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია მოწამვლის პრევენცია და ამ მიმართულებით მუშაობა: „როცა ტყვია ორგანიზმში აღწევს, ის ისეთ დაზიანებებს იწვევს, რომელიც პოტენციურად გამოუსწორებელია. სწორედ ამიტომაა პრევენცია ყველაზე მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ბავშვები ტყვიასთან შეხების მაღალი რისკის ობიექტებს მოვარიდოთ, ჯერ მათი იდენტიფიკაციაა საჭირო. უნდა ვიპოვოთ პროდუქტები, რომელიც ტყვიას შეიცავს“.
ნიკოლას რისი საზოგადოებაში ტყვიის შესახებ ცნობადობის გაზრდასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აუცილებელია „ამ საკითხზე ფართო საზოგადოებამ რეალურად უკეთ იცოდეს, იცოდეს ის, თუ რამდენად უარყოფითი შეიძლება იყოს მიღებული შედეგები. მოწამვლის სრულად მატერიალიზაციას ხომ ზოგჯერ წლები სჭირდება, [ტყვია] შეიძლება ბავშვის ორგანიზმში, მის ძვალში დიდხანს ინახებოდეს… ჩვენ უნდა გავაცნოთ ხალხს რისკები, რომ მათ ქცევა შეცვალონ, თავი უკეთ დაიცვან“ – ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი.
და ბოლოს, მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი რეგულაციები და მოსპოს ტყვიით დაბინძურების წყაროები – ესეც აბსოლუტური აუცილებლობაა, აღნიშნავს ანგარიშის ავტორი. ნიკოლას რისის თქმით, „განვითარებულ ქვეყნებში ტყვიით მოწამვლის შემცირების საქმეში ძალიან დიდი როლი ითამაშა მაგალითად, საწვავის შემცველობის რეგულაციებმა. ასევე უნდა მოხდეს ნაგავსაყრელების უკეთ რეგულირება, სადაც შეიძლება არასწორად გადაყრილი მანქანის აკუმულატორები მოხვდეს“ – აღნიშნავს ის.
იუნისეფის ანგარიშში ტყვიის რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ წყაროზეა საუბარი. მათ შორის სახელდება წყალი, რომელიც ტყვიით დაბინძურებულ მილებში მოედინება; ინდუსტრიული დაბინძურება, როგორიცაა მაგალითად მაღაროების და ნაგავსაყრელების მიდამოები; ინდუსტრიული საღებავი; ბენზინი; კონსერვები; ჭურჭელი; სუნელები; კოსმეტიკა; წამლები; სათამაშოები და მრავალი სხვა.
მშობლებს, რომლებსაც სამსახურში აქვთ შეხება ტყვიასთან, ის მოაქვთ შინ ბავშვებთან ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, თმის, თუ ხელების საშუალებით. ასევე გავრცელებულია ორსული ქალების მიერ ტყვიის გადაცემა შვილისთვის საშვილოსნოში.
საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი, ანდრია ნადირაძე “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ ხელისუფლება, განსაკუთრებით კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის მეთაურობით, ძალიან დაინტერესებულია ტყვიის პრობლემის მოგვარებით და თავიდან ბოლომდე ჩართულია ერთობლივ სამუშაოებში. პარტნიორები ამჯერად ტყვიის ახალი ლაბორატორიის მომზადების პროცესში არიან.
იუნისეფმა საქართველოს მთავრობას აპრილში გადასცა ტყვიის წყაროების შესწავლისთვის გამიზნული ტოქსიკური მეტალების საკვლევი მოწყობილობები. დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადაეცა ოთხი სწრაფი დეტექციის აპარატი (რენტგენის ფლუოროსცენტული ანალიზატორი), სხვადასხვა სახის ნიმუშში ტოქსიკური მეტალების შემცველობის განმსაზღვრელი პორტატული მოწყობილობა.
20 ივლისს კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს გადასცეს ატომურ აბზორფციული სპექტრომეტრი – ლაბორატორიული დანადგარი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის ნიმუშში (სისხლში, წყალში, საკვებში, ა.შ.) ტოქსიკური მეტალების (ტყვია, კადმიუმი და არსენიკი…) შემცველობის განსასაზღვრად. ორივე შემთხვევაში, ლაბორატორიული მოწყობილობები ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიძინა.
„ამას გარდა, ვაგრძელებთ კვლევით სამუშაოებსაც, კეთდება ტყვიის ექსპოზიციის რისკების სტატისტიკური ანალიზი. მაგალითად, გვაინტერესებს, არის თუ არა კავშირი ტყვიის გავრცელებას და ბავშვის დედის განათლების დონეს შორის. უნდა მოხდეს რისკის პროფილის ჩამოყალიბება, რითაც შევძლებთ დავეხმაროთ ხელისუფლებას იმის განსაზღვრაში, თუ პრევენციის მიზნით, საით მიმართოს ფოკუსი, რა ჯგუფის ბავშვები არიან უფრო მოწყვლადი ამ პრობლემის მიმართ“ – აღნიშნავს ანდრია ნადირაძე “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში.
საქართველოში იუნისეფის ტყვიის პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კვლევის მომდევნო ეტაპიც, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება, ასევე ძალიან საინტერესო იქნება საქართველოსთვის. მათ ხელთ უფრო სრულყოფილი სურათი ექნებათ, ჰიპოთეზებით ტყვიით დაბინძურების წყაროების და ბავშვებში ექსპოზიციის შესახებ. ეს საველე სამუშაოების უკეთ დაგეგმვის საშუალებას მისცემთ, რომ დაბინძურების კონკრეტულ ადგილებზე გასვლა და შესწავლა მოხდეს.
წყარო: ამერიკის ხმა
-

“ფსკერზე ვიღაცამ რაღაც “მოისაქმა” და ახლა უკვე ჭირს გასუფთავება“–გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ შაქარაშვილის საქმეზე ხელისუფლებას საქმის დაფარვის ინტერესი არ აქვს, თუმცა მისივე სისტემის მძევლად იქცა:
“არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას შაქარაშვილის საქმის დაფარვის ინტერესი აქვს. უფრო პირიქით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სისტემის ფსკერზე ვიღაცამ რაღაც “მოისაქმა” და ახლა უკვე ჭირს გასუფთავება ისე, რომ სისტემა სრულად არ აქოთდეს.
მიმდინარე გეგმა, რომ ხელი შეახოცონ ოპოზიციურ მედიას და ამით “მოაყომარონ” ყველაფერი, არ იმუშავებს.
რჩევა ხელისუფლებას: აღიარონ, რომ პირველ ეტაპზე გამოძიება მოიკოჭლებდა და გამოძიებიდან და ექსპერტიზიდან ვიღაცა დაისაჯოს. გულგრილობისთვის, თუ ბოროტად გამოყენებისთვის, ეს უნდა დადგინდეს.
პოლიტიკურად ეს სწორი გზაა, თუ უკვე საბოლიოდ არ არიან სისტემის მძევლად ქცეულები.“– ამბობს გია ხუხაშვილი.