Category: სხვადასხვა

  • 7 მილიარდი წლის წინ ორი შავი ხვრელის შეჯახებისას წარმოქმნილმა გრავიტაციულმა ტალღებმა დედამიწამდე მოაღწია

    7 მილიარდი წლის წინ ორი შავი ხვრელის შეჯახებისას წარმოქმნილმა გრავიტაციულმა ტალღებმა დედამიწამდე მოაღწია

    წარმოიდგინეთ ენერგია, რომელსაც რვა მზის ტიპის ვარსკვლავი ერთდროულად გასცემს. სწორედ ამდენი ინერგია დაიტია გრავიტაციულმა “დარტყმითმა ტალღამ“, რომელიც შორეულ წარსულში ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.

    ეს იმდენად შორეულ კოსმოსში მოხდა, რომ ტალღას ჩვენამდე მოსაღწევად 7 მილიარდი წელი დასჭირდა. თუმცა როცა ეს მოხდა, სიგნალი კვლავ საკმარისად ძლიერი იყო იმისათვის, რომ  ის აშშ–ს და იტალიის ლაზერულ დეტექტორებს დაეფიქსირებინათ.

    მკვლევარების აზრით ორი შავი ხვრელის ამ შეჯახების შედეგად ერთი ხვრელი წარმოიქმნა, რომლის მასა მზისას 142-ჯერ აღემატება.

    რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

    საქმე იმაშია, რომ მეცნიერებისთვის უკვე ცნობილია  მრავალი შავი ხვრელი, რომლებიც ზომით ბევრად პატარები ან ბევრად დიდები არიან,  ეს შავი ხვრელი კი ე.წ. შეუალედური ზომის ახალ კლასს წარმოადგენს.(100–დან 1000 მზის მასას).

    ეს აღმოჩენა საერთაშორისო პროექტ  LIGO-VIRGO–ს მეცნიერებმა გააკეთეს, რომელშიც ერთდროულად სამი ზემგრძნობიარე გრავიტაციული ტალღების დეტექტორია ჩართული აშშ–სა და ევროპაში.

    რა არის შავი ხვრელი?

    • შავი ხვრელი – ეს არის სივრცე–დროის სფერო მეტისმეტად მყარი მატერიით.
    • შავი ხვრელის გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად მაღალია, რომ იქ მოხვედრილ სინათლეს გარეთ აღარ უშვებს.
    • შავი ხვრელები გარკვეული ტიპის მსხვილი ვარსკვლავების სიკვდილის (კოლაფსის) შედეგად წარმოიქმნება.
    • ზოგიერთ ხვრელს წარმოუდგენელი ზომები აქვს– ისინი მილიარდჯერ აღემატება მზის მასას.
    • არავინ იცის როგორ ფორმირდება ეს მონსტრები, რომლებიც შეიძლება გალაქტიკის ცენტრებში აღმოჩნდეს.
    • შავი ხვრელების დანახვა თავისთავად არ შეიძლება, თუმცა მათი გამოვლენა გარემომცველ სივრცეზე გავლენის მიხედვით შესაძლებელია.
    • იმის მიხედვით, როგორ უახლოვდებიან ისინი სპირალურად ერთმანეთს, შავი ხვრელები გრავიტაციულ ტალღებს წარმოქმნიან, რომლებზე დაკვირვება შესაძლებელია.

    პროექტ LIGO-VIRGO ლაზერული მგრძნობიარე ინტერფერომეტრები სივრცულ–დროით ველს უსმენენ ვიბრაციის ძიებაში, რომლებიც ნამდვილი კოსმიური კატაკლიზმების შედეგად წარმოიქმნა.

    2019 წლის 21 მაისს მათ ძლიერი სიგნალი დააფიქსირეს, თუმცა ის მხოლოდ წამის მეათედი გრძელდებოდა.

    კომპიუტერული ალგორითმების დახმარებით ამ სიგნალის წყარო განისაზღვრა– ეს იყო ორი შავი ხვრელის სპირალურად დაახლოების გზით შეჯახებამდე ბოლო მომენტები. ერთ–ერთის მასა მზისას 66–ჯერ აღემატებოდა, მეორესი კი 85–ჯერ.

    ამხელა მასის მქონე ობიექტების შეჯახებამ მეცნიერები ჩააფიქრა, რადგან ეს არაფრით ჯდებოდა მათთვის აქამდე ცნობილი შავი ხვრელების ფორმირების ჩარჩოებში.

    როდესაც ვარსკვლავი ბირთვული საწვავის მარაგს ამოწურავს, ხდება მისი ბირთვის კოლაფსი და თუ ვარსკვლავს საკმაოდ დიდი მასა აქვს, ის საკუთარ თავშივე ვარდება, და ამგვარად შავ ხვრელს წარმოქმნის.

    ამასთან, ფიზიკის კანონების მიხედვით, რომლებიც ვარსკვლავის შიგნით მოქმედებს,  მზეზე 65–120– ჯერ დიდი მოცულობის მქონე ვარსკვლავებისგან შავი ხვრელები არ გამოდის. ასეთი ვარსკვლავების სიკვდილი მათ უბრალოდ ნაწილებად დაშლას ნიშნავს და მათგან არაფერი რჩება.

    თუ მეცნიერების ბოლო აღმოჩეჩნა სწორია, ეს ობიექტი შესაძლოა მანამდე ორი უზარმაზარი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოქმნილიყო. ეს კი, გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორის, მარტინ ჰენდრის თქმით თავის მხრივ სამყაროს ფორმირების შესახებ რაღაც ახალს გვეუბნება.

    “როგორც ჩანს არსებობს შერწყმის გარკვეული იერარქია – სულ უფრო და უფრო მსხვილი შავი ხვრელების ფორმირების გზა. შესაძლოა ეს უზარმაზარი ხვრელი, რომელიც მზის მასას 142-ჯერ აღემატება, განაგრძობდა სხვა მასიურ შავ ხვრელებთან შერწყმას, და ეს პროცესი ზემასიური შავი ხვრელების წარმოქმნას იწვევს, რომლებიც ჩვენი ვარაუდით გალაქტიკის ცენტრში არიან.“

    გრავიტაციულმა ტალღამ, რომელიც დეტექტორებმა გასული წლის მაისში აღმოაჩინეს, კოდური სახელწოდება GW190521– მიიღო. ეს ერთ–ერთია მსგავსი 50 მოვლენიდან, რომლებსაც პროექტის ლაზერული ლაბორატორიები იკვლევენ. 2015 წელს, როცა პროექტის ფარგლებში პირველი გრავიტაციული ტალღა დაფიქსირდა, კვლევების ტემპი მკვეთრად გაიზარდა. ამ აღმოჩენისთვის მეცნიერებმა ნობელის პრემია მიიღეს.

  • მესი ბარსელონაში რჩება

    მესი ბარსელონაში რჩება

    ბარსელონას ფეხბურთელი, ლიონელ მესი აცხადებს, რომ ის ბარსელონაში დარჩება. ამის შესახებ არგენტინელმა GOAL.COM-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

    მესის თქმით, შეუძლებელია, რომელიმე კლუბმა ბარსელონას მოთხოვნა შეასრულოს და მასში 700 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    “დარწმუნებული ვიყავი, რომ თავისუფლად წამოვიდოდი. პრეზიდენტი ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს თავად გადავწყვეტდი წავიდოდი თუ დავრჩებოდი. ახლა კი ამბობენ, რომ მე ეს 10 ივნისამდე არ მითქვამს. პანდემიის გამო, 10 ივნისს ლა ლიგაში ვიბრძოდით”, – თქვა მესიმ.

    მესის თქმით, ის იმ მიზეზით დარჩა, რათა თავიდან აეცილებინა სასამართლო გარჩევები. მანვე აღნიშნა, რომ ბარსელონა არის კლუბი, რომელიც უყვარს და რომელმაც ყველაფერი მისცა. ამიტომ, კლუბის წინააღმდეგ სასამართლო გარჩევები არ სურდა.

     

  • დი მარიას და ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდათ

    დი მარიას და ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდათ

    ფრანგული მედიის ცნობით, საფეხბურთო კლუბის “პარი სენ-ჟერმენის” სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    მათ შორის არიან არგენტინელი ფეხბურთელები ანხელ დი მარია და ლეანრდო პარადესი. ასევე, COVID-19 დაუდგინეს ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს.

    გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელები ამ დროისთვის იბიცაზე იმყოფებოდნენ.

    კორონავირუსზე ტესტი კლუბის სხვა ფეხბურთელებსაც ჩაუტარდათ და პასუხები ცნობილი მალე გახდება.

  • 17 სექტემბერს თბილისში მოსკოვის “დინამო” ჩამოვა

    17 სექტემბერს თბილისში მოსკოვის “დინამო” ჩამოვა

    ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის  კენჭისყრა გაიმართა, სადაც ქართული გუნდების მეტოქეებიც გაირკვა. 17 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონი  თბილისი სტუმრად უელსურ კონაჰს დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის “ლოკომოტივი” შინ მოსკოვის “დინამოს” უმასპინძლებს.

    მოსკოვის “დინამო” რუსეთის პრემიერლიგაში 6 ტურის შემდეგ 4-ე ადგილზეა, გუნდმა 3 შეხვედრა მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო ერთიც წააგო.

    23-წლიანი პაუზის შემდეგ,  ქართული და რუსული კლუბები ერთმანეთს  პირველად შეხვდებიან. ქართულ-რუსული საკლუბო დაპირისპირება ფეხბურთში 1997 წლის 22 ივნისს, ინტერნეტოტოს თასზე გაიმართა. სადაც მოსკოვის ტორპედო-ლუჟნიკიმ თბილისში მერანი 91-ს ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

  • “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” – ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

    “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” – ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

    “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია”- ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი, სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ვიდეომიმართვას აქვეყნებს. ბერა ივანიშვილი ვიდეოში ამბობს რომ ის მხარს უჭერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანი მოქალაქეების თანასწორობისთვის ბრძოლას.

    „მინდა თქვენ გვერდით დავდგე და ვთქვა, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა რომ არაერთი მილის მოშორებით ვარ. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველა ადამიანის თანასწორობის სწამს. მე და ჩემი მეუღლე ჩვენს შვილს იმავე პრინციპებით ვზრდით რადგან გვჯერა რომ ყველა ჩვენგანს შეუძლია, შეიტანოს წვლილი ამ სამყაროს გაკეთილშობილებაში და ყველა ასეც უნდა მოიქცეს. “- განაცხადა ბერა ივანიშვილმა  ვიდეომიმართვაში.

    Black Lives Matter- არის მოძრაობა რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროამერიკელი მოსახლეობის უფლებებს იცავს.

     

    View this post on Instagram

     

    #blacklivesmatter

    A post shared by BERA (@beraofficial) on

     

  • ვინ არის ბრედ პიტის ახალი შეყვარებული, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. გაიცანით ნიკოლ პოტურალსკი

    ვინ არის ბრედ პიტის ახალი შეყვარებული, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. გაიცანით ნიკოლ პოტურალსკი

    ბელა ჰადიდის ასლი, ანჯელინა ჯოლის მონაცვლე, ბრედ პიტის ახალი სატრფო – ეს ყველაფერი 27 წლის მოდელის, ნიკოლ პოტურალსკის შესახებ იწერება, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრედ პიტთან ერთად შენიშნეს. ვინ არის და როგორ გამოიყურება ცნობილი ვარსკვლავის სავარაუდო ახალი შეყვარებული, ნახეთ ჩვენს მასალაში:

    ბრეტ პიტი ამ დღეებში აეროპორტში ეფექტურ გოგოსთან ერთად შენიშნეს. მისი ვინაობა მალევე დაადგინა მედიამ : ეს არის 27 წლის მოდელი გერმანიიდან, ნიკოლ პოტურალსკი, რომელიც ისეთ სააგენტოებთან თანამშრომლობს, როგორებიც არის: Management, Official Models , NEXT Models. მისი სამუშაო ფსევდონიმია ნიკო მერი. მან უკვე მოასწრო ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის გადაღება, როგორებიც არის: Harper’s Bazaar, ELLE , Grazia.

    ბევრი საუბრობს ანჯელინა ჯოლისთან მის მსგავსებაზე: გაბერილი ტუჩები, სიგამხდრე, სახის გამოკვეთილი ნაკვთები. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, ნიკოლი მისი მსოფლხედველობით და ცხოვრების სტილით მნიშვნელოვნად განსხვავდება პიტის ყოფილი ცოლისგან: ის ხშირად მოგზაურობს, უყვარს მკვეთრი და მოდური ტანსაცმელი, აქტიურობის ინსტაგრამის გვერდზე, არ ეშინია გამოხატოს სამოქალაქო პოზიცია, მხარს უჭერს მოძრაობას Black Lives Matter და იბრძვის იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ.

     

    მისი ჩაცმის სტილი მოდელების კლასიკურ ყოველდღიურ სტილს გავს – ტოპები, დაბალწელიანი შარვლები, მინიატურული ჩანთები, კედები და ა.შ. აქსესუარებიდან უყვარს ყელსაბამები და საყურეები. მისი მაკიაჟი ყოველთვის ნატურალურია, მკაფიო დეტალების გარეშე. სამაგიეროდ თამამად იხდენს მოდურ სათვალეებს და თავსაბურავებს.

    ის ხშირად იღებს ფოტოებს მკაფიო ფერის წინდებში. ამჯობინებს სპორტულ ფეხსაცმელს, ბოტასებს ან დაბალქუსლიან სანდლებს.

  • რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაცვლად საქართველო ითამაშებს

    რვა ერის ტურნირში იაპონიის ნაცვლად საქართველო ითამაშებს

    BBC-ს ინფორმაციით, რვა ერის ტურნირზე იაპონიის რაგბის ნაკრების ნაცვლად საქართველოს რაგბის ნაკრები ითამაშებს.

    იაპონიამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი კორონავირუსის პანდემიის გამო განაცხადა.

    საქართველო ჯგუფში შოტლანდიასთან, იტალიასთან და საფრანგეთთან ერთად იქნება. მეორე ჯგუფში კი შესაბამისად ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი მოხვდნენ.

    ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

    თავდაპირველად შოტლანდიას საქართველოსთან გამახურებელი თამაში 24 ოქტომბერს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ახლა მას სხვა მეტოქის მოძებნა მოუწევს, ხოლო საქართველოს უკვე ტურნირის ფარგლებში შეხვდება.

  • “მიშას გარეშე ვერ ვიგებთ, მარტო მიშაც ვერ იგებს“–დავით ბერძენიშვილი

    “მიშას გარეშე ვერ ვიგებთ, მარტო მიშაც ვერ იგებს“–დავით ბერძენიშვილი

    რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი 2020–ის არჩევნებში სააკაშვილის ფაქტორზე, მის შესაძლო ჩამოსვლაზე, ოპოზიციის დაპირისპირებაზე და შანსებზე წერს:

    “კიდევ ერთხელ ისნის ოლქზეც და მიშას ფაქტორზეც.

    ბევრი პარტია კი უჭერს მხარს გიორგი ვაშაძეს, მაგრამ მათი ჯამური რესურსი ნაცების და მათი პარტნიორების რესურსს მაინც ჩამორჩება( ან არ აღემატება). არც ბევრს იმუშავებენ, ჩემი აზრით.

    ნაციონალების ამომრჩევლები აღარ დაუჭერდნენ მხარს გიორგის ისანში, პრემიერობის “პრეტენზიის”( რეალურად, რამდენიმეპროცენტიანი სუბიექტის მიერ საარჩევნო ტექნოლოგიად ამ ფსევდოპრეტენზიის არჩევის) და სხვა დაძაბულობის მერე, მით უმეტეს.
    ეს მოცემულობა იყო.

    ისანში ოპოზიციური მანდატის მოგების შანსი ახლა გაცილებით მეტია.

    თუ გიორგი ვაშაძის მხარდაჭერა იმდენად მზარდია, რომ 5 ნომრის მფლობელ ხატია დეკანოიძეს და მოქმედ მაჟორიტარ დავით ჭიჭინაძეს მაინც გაუსწრებს( არ ველოდები ასეთ შედეგს, მაგრამ ხომ შეიძლება, ვცდებოდე), მაშინ მოუგია ოლქი მეორე ტურში. და თუ ჭიჭინაძე მართლა ისე მაგარია, როგორც საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს 5 ნომერი იქნება თუ არა )))))

    ჭიჭინაძის, აგრეთვე ლელოს და სხვათა კანდიდატების ყოფნა გარდაუვალს ხდიდა, რომ ოპოზიცია პირველ ტურშივე ვერ გაიმარჯვებდა ისანში. ასე შეხედეთ.

    პრაგმატულად ოპოზიციური მანდატისთვის ბრძოლა ახლა უფრო რეალისტურია.

    ოლიმპიური პრინციპი ხომ არაა, მთავარი მონაწილეობა რომ იყოს. თითოეულ ოლქში(თბილისში და დიდ ქალაქებში განსაკუთრებით) გამარჯვება გვაახლოებს არჩევნებში ბიძინას დამარცხებასთან. ვვარაუდობ, რომ 10-12 მანდატიანი უპირატესობით მაინც დაამთავრებს ოპოზიცია პროპორციულ სისტემით პირველ ტურს( 55/45 შედეგით ოპოზიცია/ ბიძინას ორბიტა)…ამიტომ თითოეული ურბანული ოლქი განსაკუთრებულია.

    არჩევნები კი თვლითაა. საერთოოპოზიციური გამარჯვებაა ამოცანა და არა ამა თუ იმ პარტიის მანდატების რაოდენობა( ერთით მეტი თუ ერთით ნაკლები). სწორედ ამიტომ მოვითხოვდი კატეგორიულად, რიმ ნაცბლოკს და სხვა სუბიექტებსაც რეგიონებში ყველგან დაეყენებინათ კონკურენტუნარიანი კანდიდატები, რათა მათში ყველაზე ძლიერი სწორედ კონკურენციით გამოვლენილიყო. წინასწარი შეთანხმებები გაზრდიდა მონაწილეობის ” ოლიმპიურ პრინციპს” და არჩევნებში ჯამურად ოპოზიციის დამარცხების საფრთხეს.

    ყველაფერი მიდის სწორად.

    კიდევ ერთი აქტუალური საკითხი – მიხეილ სააკაშვილის გაცხადებული გადაწყვეტილება, ქართულ პოლიტიკაში სრულად დაბრუნების შესახებ.

    კაი ხანია, შეთანხმებული ვართ:
    1. მიშას გარეშე ვერ ვიგებთ;
    2.მარტო მიშაც ვერ იგებს;

    მოზომილი, შემრიგებლური, ბოდიშის თანხლებით კორექტული ტექსტი ადასტურებს, რომ იგი სხვა პარტიებთან და მათ ამომრჩევლებთან მჭიდრო თანამშრომლობაში ხედავს საკუთარ პარტიულ და პერსონალურ პოლიტიკურ წარმატებას.

    ცხადია, მისი ამომრჩევლის სრული მობილიზებისთვის მიშას დამაჯერებელი აქტიურობა( ვნახოთ, მართლა იქნება თუ არა პრემიერობის გაცხადებული კანდიდატი) მნიშვნელოვანია. არც ერთ “მიშისტურ” ხმას ნაცბლოკი ა(აღ)რ დაკარგავს.

    საარჩევნო კამპანიის სტილი გვაჩვენებს, მოხერხდება თუ არა ნაციონალების ლიდერობით შექმნილი საარჩევნო ბლოკისთვის იმ პოტენციური ამომრჩევლების მოზიდვა, რომლებიც არც წარმომავლობით, არც მენტალობით ნაციონალები არ არიან, უფრო მათი მოწინააღმდეგეები იყვნენ ძირითადად იმ ცხრა წელშიც და ამ რვა წელშიც. მიშას ბოდიშის ადრესატები ხომ სწორედ ისინი არიან, მეტწილად.

    ოპოზიციური – ნაცური და არანაცური, პროდასავლური ხმების ჯამი თანაზომადია და ჯამში ორ მესამედამდეა.

    საარჩევნო პროცესში აქტიურობაზე, ინტელექტზე, განვითარების გასაგებ და დამაჯერებელ გზავნილებზე ბევრ სფეროში, “მიშა მოდის” სახელისუფლებო(და არა მარტო) ნეგატიური პროპაგანდის ეფექტის არსებით შემცირება/ განეიტრალებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად აღმოვჩნდებით არანაცური წარმომავლობის რესპები და სხვებიც იმ არანაცური მესამედიდან(თუ მეოთხედიდან) ნაცბლოკისთვის, 5 ნომრისთვის ორიენტირები.

    ნაწილისთვის უფრო კი. სხვები კი სხვების, “მესამეების” ამომრჩევლები იქნებიან…ოპოზიციური ზიარჭურჭელია.

    ოპოზიციური ხმები არ დაიკარგება…თუ ერთმანეთის ლანძღვა/გინებას, იარლიყებს შევეშვებით.

    ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლება აუცილებლად იქნება კოალიციური. არც ერთი საარჩევნო სუბიექტი არ იქნება არც საკმარისი და არც სასარგებლო მომავალი პროდასავლური, დემოკრატიული კოალიციისთვის. ორზე მეტ სუბიექტს ვვარაუდობ კოალიციაში.

    ვის რა პოზიცია ექნება მომავალ კოალიციურ ხელისუფლებაში, ამას ამომრჩეველი განსაზღვრავს.

    ყველაფერი იქნება უკეთ!“– წერს დავით ბერძენიშვილი ფეისბუქზე.

  • “ბაჩალიაშვილის ამბავი თუ გასკდა, თქვენ გადაგაყოლებთ ამას აუცილებლად“– გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას

    “ბაჩალიაშვილის ამბავი თუ გასკდა, თქვენ გადაგაყოლებთ ამას აუცილებლად“– გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას

    „ყველაფერი ზედაპირზე დევს, ქართული სახელმწიფო არ არსებობს, ქვეყენა, როგორც კულტურილი ერთეული, არ არსებიბს. მორღვეულია. არაფერი შეგვრჩა – სიცრუე, ტყუილი, ღალატი, სიმხდალე, ბრძოლიდან გაქცევა, დამალვა სოროში, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი – ყველ ეს ანტისიბრძნე ამუშავდა. ეს არის საათზე დაყენებული ბომბი, რომელიც აფეთქდება. აფეთქება იქნება, თუ ეს ხელისუფლება დარჩა“ – განაცხადა გადაცემა ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გუბაზ სანიკიძემ. მისივე თქმით, ქვეყანა გავსებულია რუსული დაზვერვით.

    გუბაზ სანიკიძემ თამარ ბაჩალიაშვლის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილის „თოფიანი კაცები“ და „ოცნების“ ხელისუფლება ამ საქმეს გადაყვება. „ ხალხო, ქვეყანა გავსებულია რუსული დაზვერვით. თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, ვისი იმედი გაქვთ ამ ხელისუფლებაში, ერთი კაცის, ან ქალის? ძალიან მძიმე დღეში ვართ. თოფიანი კაცებისგან შეიძლება ძალიან დიდი უსიამოვნო სიურპრიზები გველოდებოდეს უახლოეს პერიოდში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სახელმწიფო არის ბიძინა, ყველანი, ვინც მის ბრძანებებს ასრულებთ, თოფიანო კაცებო, თქვენი სამშობლო არ არის საქართველო, თქვენი სამშობლოა ბიძინე. ჭორვილიზაცია მიდის საქართველოსი. საქართველო პოლიტიკური სოფელია უკვე. დაყრუებული სოფელია საქართველო. საქმე გვაქვს დღეს ბიძინას მონებთან. „ქართული ოცნების“ მომსახურე პერსონალო, თქვნ არ ხართ საქართველოს სტრუქტურები. ისე მიდის ბაჩალიაშვილის ამბავი, თუ გასკდა, თქვენ გადაგაყოლებთ ამას აუცილებლად. ძალიან ბევრს, რამდენიმე ათეულ კაცს მოგიწევთ სერიოზული პასუხისმგებლობა.

    ბევრნი ხართ უკვე, ძალიან მომრავლდით, მაგრამ რიცხვს მნიშვნელობა არ აქვს. მომავალი ხელისუფლება აუცილებლად დაკავდება თქვენი პოლიტიკური განადგურებით და პასუხისგებით. ამის პატიება არ შეიძლება. „ქარული ონების“ მომხრები რომ გქვიათ და საქათმე რომ ხართ ბიძინასი, რომ კრიახობთ, ქათმებო, რომ იძახით რევანშიო , რევანში არ არის ცუდი რამ . რევანში არის ძალიან სერიოზული, ჯანმრთელი საქმიანობა. სამართლის აღდგენა რევანშის ერთ-ერთი სახეობაა. არა, თქვენ გაგულავებთ ზუსტად ამ ქვეყანაში და თქვენ შეგაჭმევინებთ ამ ქვეყანას, თქვენი შიზიკი ბიძინას ჭკუაზე მოეწყობა ეს ქვეყანა. ვისაც არ მოგწონთ ეს ქვეყანა, მიბრძანდით რუსეთში. ჩვენ არ გვყავას პრორუსული ხელისუფლბა, ჩვენ გვყავს რუსული ადმინისტრაცია.“– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

  • “სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება“–ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციაზე

    “სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება“–ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციაზე

    სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ექსპერტი  ნოდარ ხარშილაძე ოპოზიციის ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე წერს და ამბობს, რომ მათ ქმედებებში რაციონალიზმი ნაკლებადაა.
    “ჩვენი ორგანიზაცია წარმატებულად თანამშრომლობს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან, გვქონდა კონსულტაციები ევროპულ საქართველოსთან, სტრატეგია აღმაშენებელთან, ლელოსთან, გირჩთან, გამარჯვებულ საქართველოსთან, რესპუბლიკურ პარტიასთან.
    რასაც ახლა ვუყურებთ, ოპოზიციაში აშკარად იკვეთება სამოქალაქო ომის ნიშნები, რაც ძალიან სამწუხარო და არასწორია. პირველ რიგში, სახიფათოა ის განცდა, რომ უკვე მოგებული გვაქვს არჩევნები და ამიტომ უკვე დაიწყო შიდა დაპირისპირება. ერთმანეთთან ბროლა არის სრული ნონსენსი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ქართული ოცნების შანსები არ ჩანს ცუდად და ასე თუ გააგრძელა ოპოზიციამ კიდევ უფრო დაასხამს მის წისქვილზე წყალს. ყველაზე დიდი ძალა ოპოზიციაში, გამოცდილი და დიდი მხარდაჭერის მქონე არის ნაც მოძრაობა, რომელიც წესით ოპოზიციის ფლაგმანი უნდა იყოს და უნდა ცდილობდეს მის კონსოლიდაციას, რაც კარგი წინაპირობა იქნებოდა ხელისუფლების შეცვლისათვის. სამწუხაროდ, დღეს ამ პროცესს ვერ ვხედავთ პირიქით, ვიღაცის ჯინაზე რაღაცის კეთებას უფრო ვხედავთ. რაციონალურის ნაცვლად ემოციური ფაქტორი უფრო გამოვიდა წინ.
    კარგი მაგალითია გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ამაზე დახარჯული რესურსი. თუ ის მართლა მხოლოდ 2%იანი ოპოზიციური ძალაა მაშინ იყოს, რა პრობლემაა. თუ მას მზარდი პოლიტიკური პოზიციები აქვს და ციფრები ამას აჩვენებს, მაშინ კიდევ უფრო უკეთესი. ის ხმებს დაამატებს მთლიან ოპოზიციურ ყულაბაში. პირადი ვენდეტის გამო მთელი კამპანიის ორგანიზება როგორც მინიმუმ კონტროროდუქტიულია. იგივე ეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობებს, შედეგად ზარალდება პროცესი.
    ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს და აგრძელებს თანამშრომლობას პროდასავლურ ოპოზიციასთან, ჩვენ გავმართეთ და ვაპირებთ შეხვედრებს, ვაგრძელებთ და ვეცდებით ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ საქართველოში პოზიტიური ცვლილებების მოსატანად. ჩვენი სურვილია ვიხილოთ ნაკლები კინკილაობა და მეტი თანამშრომლობა, რაც უფრო რეალურს გახდიდა ოქტომბრის ბოლოს პროდასავლური ძალების გამარჯვებას.“– ამბობს ექსპერტი.