Category: სხვადასხვა

  • რატომ დადის კალაძის ოჯახი კომპანიის მანქანით, რომელმაც მერიის 30 მილიონიანი ტენდერი მოიგო

    რატომ დადის კალაძის ოჯახი კომპანიის მანქანით, რომელმაც მერიის 30 მილიონიანი ტენდერი მოიგო

    ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდმა  იმ ავტომანქანის წარმომავლობის და მფლობელობის გარკვევა გადაწყვიტა, რომლითაც კახი კალაძის ოჯახი, მათ შორის მისი მეუღლე გადაადგილდება. 2020 წლის გამოშვების Land Rover Defender –ის ოფიციალური შემომყვანი საქართველოში კომპანია ჯი თი მოტორსია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მერიაში 30 მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამ ტენდერით კალაძემ კომპანიისგან 30 მილიონად 300 მიკროავტობუსი შეიძინა. ტენდერი ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს კი, ტენდერის პირობები იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ მასში გამარჯვების შანსი მხოლოდ კომპანია ჯი თი მოტორსს ჰქონდა, რომელიც საქართველოში Ford–ის წარმომადგენელია.

    ტვ პირველი ამბობს, რომ კალაძის ოჯახმა სავარაუდოდ 94 000 ევროდ ღირებული ავტომობილი კომპანიისგან საჩუქრად ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ მიიღო.

    ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, არის თუ არა ავტომობილი, რომელიც კალაძეების წყნეთის სახლის ეზოში დგას გაფორმებული ანუკი არეშიძეზე. თუმცა როგორც გაირკვა, ანუკი არეშიძის სახელზე არცერთი ავტომობილი არ ფიქსირდება. მოგვიანებით მათ  შსს სერვისების სააგენტოს მიმართეს შეკითხვით, ვის ეკუთვნოდა კონკრეტული ნომრის მქონე ავტომობილი, ანუ ის  Land Rover Defender, რომლითაც კალაძის ოჯახი სარგებლობს. უწყებამ ტვ პირველს მისწერა, რომ ავტომობილი კომპანია ჯი თი მოტორსის საკუთრებაა. არადა კომპანია მანამდე უარყოფდა, რომ კალაძის ცოლისთვის ავტომობილი მათ ჩამოიყვანეს და ჟურნალისტებისთვის არც ის უთქვამთ, რომ კალაძის ოჯახი მათ კომპანიაზე გაფორმებული ავტომობილით გადაადგილდება.

    თბილისის მერმა ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ ხუთშაბათს ამაზე საკუთარ ონლაინ გადაცემაში ისაუბრებს.

     

  • პანდემიის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები მცირდება. მოუწევს თუ არა დედოფალს “ქამრის შემოჭერა“

    პანდემიის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები მცირდება. მოუწევს თუ არა დედოფალს “ქამრის შემოჭერა“

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები სწრაფად იკლებს კორონავირუსის პანდემიის გამო. მოუწევს თუ არა დედოფალს უფრო მოკრძალებულად ცხოვრება ან ბუკინგემის სასახლის რემონტის გადადება?

    სავარაუდოდ არა. ქამრების შემოჭერა ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწევთ,  და აი რატომ:

    ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტის გარნტით ცხოვრობს. გასულ წელს მან 80 მილიონ ფუნტზე მეტი მიიღო. თუმცა ეს ფული თავისუფლად იფარებოდა სამეფო ოჯახის საკუთრების მართვით მიღებული შემოსავლით – გასულ წელს ბიუჯეტში ამ გზით 330 მილიონი შევიდა, ასე რომ ბრიტანელი მოქალაქეები მოგებაში დარჩნენ.

    თუმცა, პანდემიის გამო ყველაფერი შეიცვალა.

    ე.წ. “გვირგვინის ქონებამ“ (Crown Estate)– დიდი რაოდენობით უძრავი ქონების და მიწების იმპერიამ, რომელიც მონარქს ეკუთვნის, თუმცა ბრიტანეთის მოქალაქეთა ინტერესებით იმართება, გასულ წელს რეკორდული მოგება, 345 მილიონი ფუნტი მოიტანა, თუმცა სამეფო კარი მის გაყოფას არ ჩქარობს. საქმე იმაშია, რომ (Crown Estate)–ის ძირითადი შემოსავალი უძრავი ქონების და მიწების გაქირავებაა – ათობით შენობის ლონდონის ცენტრში, მათ შორის რიჯენთ სთრითის გაყოლებაზე მდებარე კომერციული ფართების,   რითეილ პარკების, პროვინციაში მდებარე სავაჭრო ცენტრების და ზღვის ფსკერისაც კი.

    ლოკდაუნის გამო მაღაზიები პრაქტიკულად დაიხურა, ოფისები დაცარიელდა. შედეგად, არენდატორები ზარალში არიან, გადახდას აგვიანებენ და ფასდაკლებებზე ვაჭრობენ. სამი თვის მანძილზე  მარტის ბოლოდან ივნისის ბოლომდე Crown Estate–მა მისი კუთვნილი არენდის გადასახადის მხოლოდ მესამედი შეაგროვა – უყვება მმართველი დენ ლებადი გაზეთ Financial Times–ს.

    ყველაზე ცუდად საქმეები ლონდონის ცენტრში მიდის, სადაც მაღაზიებმა მხოლოდ იჯარის ნახევარი გადაიხადეს. შემდეგი სამი თვეც ლებადის თქმით ზუსტად ასეთივე იქნება. 2020/2021 ფინანსური წლისთვის სამეფო ოჯახი მოგების და მათი საკუთრების ღირებულების შემცირებას ელოდება. ამის შესახებ ლებადმა პარლამენტისთვის განკუთვნილ წლიურ ანგარიშში დაწერა, რომელიც ამ კვირას გამოქვეყნდა.

    ასეთი კრიზისის ფონზე Crown Estate შემოსავლების გაყოფას არ ჩქარობს: გასული წლის მოგებიდან – 345 მილიონი ფუნტიდან ხაზინაში ჯერჯერობით დაახლოებით 87 მილიონია გადარიცხული, რაც ზუტსად სამეფო ოჯახის წლიური სუბსიდიის შესაბამისი თანხაა.

     

    როგორ იფარება სამეფო ოჯახის ხარჯები ბრიტანეთში:  როგორც უკვე გითხარით, დედოფლის საკუთრებაშია Crown Estate, რომლის შემოსავალი წელიწადში საშუალოდ 330 მილიონი ფუნტია. ეს შემოსავალი ხაზინაში შედის. ამის შემდეგ კი მისი 25% სამეფო ოჯახის სუბსიდიის სახით გამოიყოფა, რაც მინიმუმ 82 მილიონი დოლარია.

     

    როგორი იქნება 2020 წელს სამეფო ოჯახის სუბსიდია, ჯერჯერობით არ ვიცით. თუმცა, ბრიტანეთის მონარქების პოპულარობის გათვალისწინებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით, სავარაუდოდ ბრიტანეთში არ დაიწყებენ სერიოზულად მსჯელობას მისი დაფინანსების შემცირებაზე, სანამ სამეფო ოჯახის მიერ ხაზინაში შეტანილი პირდაპირი და ირიბი შემოსავლები მისი შენახვის ხარჯებს აღემატება.

     

    იმ ინტერესის წყალობით, რასაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საზოგადოებაში, ტურისტებში და ტელემაყურებლებში წვევს,  დიდი ბრიტანეთის ნაციონალური პროდუქტი ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ფუნტით იზრდება. ეს არის კონსალტინგური კომპანია  Brand Finance–ის გათვლები.

    თუმცა, თუ შავი დღე მაინც დადგება, სამეფო ოჯახის წევრები საარსებო წყაროს გარეშე მაინც არ დარჩებიან. საბიუჯეტო გრანტის გარდა მათ შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვთ.

    ელისაბედ მეორეს პირადად ეკუთვნის შოტლანდიაში ბალმორალის ციხესიმაგრე,  ინგლისის ნორფოლკში სანდრინგემის სასახლე და ლანკასტერის საგრაფო, რომელსაც მისთვის წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ფუნტის შემოსავალი მოაქვს. ამდენივე შემოსავალს იღებს მისი შვილი, უელსის პრინცი ჩარლზი მიწებისა და უძრავი ქონებისგან, რომლებიც სხვა საინვესტიციო ფონდში – კორნუოლის საჰერცოგოშია თავმოყრილი.

    ამ ფულიდან ის იხდის წარმომადგენლობითი ფუნქციების ხარჯებს – მისი და უმცროსი თაობის, მათ შორის პრინცი უილიამის და მისი მეუღლე კეიტის ხარჯებს.

  • “გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი“–გვარამია ოცნებას მათი რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს

    “გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი“–გვარამია ოცნებას მათი რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ქართულ ოცნებას მათი არხის რესპოდენტის დაშინებაში ადანაშაულებს, რომელმაც არხთან დაგეგმილი ინტერვიუ გადაიფიქრა:
    “PF-ში გვაქვს ერთი საინტერესო ჟანრი, როცა ჟურნალისტი ამბავს ყვება თავად რესპოდენტების და ვიდეოკადრების მეშვეობით. მთავარი მთხრობელი სიუჟეტის მთავარი გმირია, ჟურნალისტი საერთოდ არ საუბრობს, მხოლოდ იღებს და ტექსტ და კადრებს ამონტაჟებს. ასე იქმნება ძალიან საინტერესო ამბები ასი ათასობით ნახვით. ამას შესანიშნავად აკეთებს

    ლაშა ნაკაიძე

    .

    მაგრამ ამბავი სხვა რამეზეა. ადგა ჩვენი ლაშა, იპოვნა საინტერესო რესპოდენტი ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში. ხანში შესული გლეხის ისტორიაა, რომელიც ლამის უკანასკნელია, ვინც მანუფაქტურულად (და არა ქარხნულად) ნამდვილ ქართულ კრამიტს აკეთებს სოფლის მახლობლად კარიერიდან მოპოვებული თიხისგან. კრამიტი უმაღლესი ხარისხის, უმტკიცესი და ულამაზესია. ლაშამ შეათანხმა ინტერვიუ და გაემგზავრა ზესტაფონში. გაიარა რესპოდენტთან წინასწარ ყველაფერი და დილით დაიგეგმა გადაღება.
    და რა? მეორე დილით რესპოდენტი გაქრა. დავადგინეთ რატომაც: ხელისუფლებამ შეუთვალა – მაგ არხზე შენ სახეს თუ ვნახავთ, შენი ვაჟი გაზის კომპანიაში დაკარგავს სამსახურს (ვითომ კერძო კომპანია როა), ხოლო მისი ცოლი – სკოლის პედაგოგი აღარ იქნება მეორე დღიდანო (ია კერძაიას მკვლელების მთავრობისგან აბა ვის რა უნდა გაუკვირდეს?!).
    აი, ასე. თიხაც და კრამიტიც რომ პოლიტიზირებულია, იმ რეჟიმის ჩატარებული არჩევნები, საარჩევნო კომისიები, მოხელეები და ათასი ჯურის დედამოხნული რას იზამს, ხომ ადვილი წარმოსადგენია?
    ხოდა, წარმოდგენილი მაქვს და მაინც (და სწორედ მაგიტომ) გპირდებით: ჩაგმარხავთ ქართველი ხალხი წარმოსახვით კრამიტებში 31 ოქტომბერს

    ქართული ოცნება / Georgian Dream

    და ვერასდროს ვერ ამოეგდებით მაქედან – მყარია ეგ კრამიტი და გამძლე.

    მოკლედ, ლამაზ და მყარ პოლიტიკურ საფლავს გიმზადებთ ნამდვილი ქართული კრამიტისგან.“– წერს გვარამია ფეისბუქზე.
  • დიანა ღურწკაიამ და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკას უმღერეს

    დიანა ღურწკაიამ და სხვა რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკას უმღერეს

    რუსმა და ბელარუსმა მომღერლებმა ბელარუსის პრეზიდენტ  ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი ჩაწერეს. ლუკაშენკოს წინააღმდეგ თვეზე მეტია ქვეყანაში მასობრივი პროტესტი არ ცხრება.

    მუსიკალური კლიპის სახელწოდებაა : “ძვირფასს არ თმობენ”.  სწორედ ეს ფრაზა გააჟღერა ლუკაშენკომ 4 აგვისტოს, ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მძლავრ საპროტესტო მოძრაობამდე რამდენიმე დღით ადრე. სოციალურ ქსელში აღნიშნულ კლიპს და მის სახელწოდებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა რის შემდეგაც კლიპის მონაწილე შემსრულებლების  ნაწილმა უარყო, რომ სიმღერა ლუკაშენკოს მხარდასაჭერად ჩაიწერა.

    კლიპი ბელარუსული ჯგუფის, “აურას” იუთუბ-არხზე გამოქვეყნდა. “ჩვენ აქ ვცხოვრობთ, აქ იცხოვრებენ ჩვენი შვილები სიყვარულითა და თანხმობით, მშვიდობიან გარემოში”, –  მღერიან ბელარუსი და რუსი მომღერლები.კლიპის ქვეშ დაკომენატარების ფუნქცია გათიშულია.

    ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდასაჭერად მუსიკალური კლიპი ჩაწერეს:

    • დიანა ღურწკაია;
    • ფილიპ კირკოროვი;
    • ნიკოლაი ბასკოვი;
    • ალექსანდრ ბუინოვი;
    • ანიტა ცოი;
    • დენის მაიდანოვი და სხვები.

    შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო ტალღებმა მოიცვა.  მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ.

     

  • რა გიხარიათ?! ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს – ბაია პატარაია თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხებას ეხმაურება

    რა გიხარიათ?! ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს – ბაია პატარაია თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხებას ეხმაურება

    ბაია პატარაია, რომელიც ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელია და ხშირად გამოირჩევა თამამი და პროვოკაციული განცხადებებით, თბილისის „ლოკომოტივის“ მიერ მოსკოვის “დინამოს” დამარცხებას ეხმაურება.

    “რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.
    დროა, გაიზარდოთ!
    სხვათაშორის ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).
    დროა, გაიზარდოთ!
    გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა და პასუხუსმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
    ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს – რა გიხარიათ?!
    ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
    დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!
    საქმე აკეთეთ!”- წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში. 

    ცნობისთვის, გუშინ, 17 სექტემბერს თბილისის “ლოკომოტივმა” მოსკოვის “დინამო” 2:1 დაამარცხა. ამით გუნდი ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა.გოლები ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს.კრემლის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მოსკოვის “დინამო” საქართველოში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის ჩასატარებლად ჩამოვიდა.

  • “მოოქროვილი უნიტაზების არხზე მოოქროვილი განავალი გროვდება“–გვარამიას პასუხი ტელეკომპანია იმედს

    “მოოქროვილი უნიტაზების არხზე მოოქროვილი განავალი გროვდება“–გვარამიას პასუხი ტელეკომპანია იმედს

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია საკუთარ გადაცემაში ტელეკომპანია იმედს პასუხობს, რომელმაც ცოტა ხნის წინ არხის საიმიჯო რგოლი დაამზადა. რგოლში იმედის წამყვანები თანამედროვე მატარებელში სხედან, რომელიც მაღალი სიჩქარით მიდის. პარალელურად კი რელსებზე დაბალი სიჩქარით მოძრაობს ე.წ. დრეზინა, წარწერით – ფეიქ ნიუსი.  მამაკაცი კი, რომელიც მას მართავს ნიკა გვარამიას გავს.  ნიკა გვარამიამ იმედის რგოლის ახლებური ვერსიაც გაუშვა ეთერში, რუსული სიმღერის – „Подмосковные вечера„-ს ფონზე, შემდეგ კი იმედს რუსულ სახელმწიფო ტელეარხზე გასული სიმღერა მიუძღვნა.

    “ტვ იმედი სწორად ხედავს საკუთარ სახეს, როგორც მოოქროვილ ფეიქ მატარებელს, მოოქროვილს, როგორც მახინჯი მმართველი მილიარდერების  უნიტაზებია. მაგალითად იანუკოვიჩისა, შესაძლოა ივანიშივილისა, შესაძლოა პატარკაციშვილსაც. ჩვენ ხომ არ ვიცით , მათი უნიტაზები არ გვინახავს, მაგრამ ვნახავთ , როგორც იანუკოვიჩის ვნახეთ თავის დროზე და მუზეუმის ექსპონატად იქცა. მოოქროვილი უნიტაზების არხზე მოოქროვილი განავალი გროვდება. მოოქროვილი, მაღალი ხელფასებით, მაგრამ მაინც განავალი.

    ამ კლიპში მეც არ ვარ ნამდვილი, მეც ვიღაც მთამაშობს, მაგრამ დრეზინა, რაზეც მე ვარ ამხედრებული, ეს ნამდვილია. ეს ხელსაწყო არის შეუცვლელი და იგი ამოწმებს რკინიგზის უსაფრთხოებას, რამდენად უსაფრთხოდ გაივლის მასზე მატარებელი, რამდენად მგრადია საფუძველი, რამდენად კარგად არის ყველაფერი. ამას ამოწმებს დრეზინა, რომელსაც მე ვამართავ ამ კლიპში და რომელიც ნამდვილია. ერთადერთი რამ არის ამ კლიპში, რაც ნამდვილია და მადლობ. მე და ჩემი არხი ნამდვილად ვამოწმებთ, რამდენად ნორმალურად, უსაფრთხოდ და  კარგად მიდის ამ ქვეყანაში ყველაფერი , ნამდვილად ამით ვართ დაკავებული და არ ვსხედვართ ფეიქ მოოქროვილ მატარებელში, იმიტომ რომ არ ვართ მოოქროვილი განავალი. მოოქროვილი უნიტაზი ჩვენი არჩევანი არ არის.“– თქვა ნიკა გვარამიამ.

    https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/1662586907242962

  • “ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო! ძალიან მძიმეა“–თაკო ჩარკვიანის ვიდეო საავადმყოფოდან

    “ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო! ძალიან მძიმეა“–თაკო ჩარკვიანის ვიდეო საავადმყოფოდან

    პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ თავს სუსტად გრძნობს.

    “უარესად არ ვარ, მაგრამ საშინელი სისუსტე მაქვს. არ მსიამოვნებს საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ექიმები ძალიან ყურადღებით არიან, აბსოლუტურად ყველა უკლებლივ, ექთნებიდან დაწყებული, ყველაფერს აკეთებენ. დანარჩენი როგორც იტყვიან ღვთის ნებაა.

    არაფერზე ვღელავ, მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს, რომ მის ასაკთან შედარებით ჯერჯერობით გართულება არ ჩანს. ვნახოთ, ისეთი ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხნო. არავითარი „არ არ არსებობს“, ეს გამორიცხეთ. არსებობს და ძალიან მძიმეა, მაგრამ ხასიათი უნდა მივაშველოთ. მიყვარხართ, დიდი მადლობა თითოეულს“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

    12 სექტემბერს კორონავირუსი „კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს დაუდასტურდა. ვირუსი დაუდასტურდა მის ქმარსაც. მოგვიანებით კი დედას.

    https://www.youtube.com/watch?v=u9UQsY5bk9s&feature=youtu.be&fbclid=IwAR0xSblyV2XYJhndOo5JsJR89IDNbBpJW07xnIelJQDdtxMfnzH1ywkkrDA

  • ტელეწამყვანი მაია ასათიანი თვითიზოლაციაშია

    ტელეწამყვანი მაია ასათიანი თვითიზოლაციაშია

    “რუს­თა­ვი 2”-ის ჟურ­ნა­ლის­ტი, მაია ასათიანი თვითიზოლაციაშია. იმის გამო, რომ რუსთავი2–ის ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, კომპანიის სხვა თანამშრომლებს, ვისაც მასთან კონტაქტი ქონდათ ტესტირება ჩაუტარდათ. მაია ასა­თი­ან­მა “ინ­სტაგ­რა­მის” სა­კუ­თარ გვერ­დზე ვი­დეო გა­მო­აქ­ვე­ნა, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან და ახლა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­შია:

    “სა­ღა­მო მშვი­დო­ბი­სა, ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ძა­ლი­ან მამ­ხნე­ვებს თქვე­ნი მე­სი­ჯე­ბის კი­თხვა. ჩემი ამ­ბა­ვი მინ­და გი­თხრათ. გუ­შინ ჩა­ვა­ბა­რე კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი, პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თია. უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი მქონ­და კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან და დღეს მაქვს სი­ცხე. რომ გი­თხრათ, ძა­ლი­ან კარ­გად ვგრძნობ თავს, მო­გა­ტყუ­ებთ, მაგ­რამ სუ­ლით არ ვე­ცე­მი. ხვალ მე­ო­რე ტეს­ტი უნდა ჩა­ვაბ­რო და მერე გა­მოჩ­ნდე­ბა რა და რო­გორ იქ­ნე­ბა. მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის…” – ამ­ბობს მაია ასა­თი­ა­ნი “ინ­სტაგ­რა­მის” “სთო­რი­ში” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში. ინსტაგრამზე კი ტესტირების პროცესის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.

    მოგვიანებით მაია ასათიანმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ პირველი ტესტის პასუხი უარყოფითია.

    ჟურ­ნა­ლისტი თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძე სავარაუდოდ თაკო ჩარ­კვი­ა­ნის კლას­ტერს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მას პო­ლი­ტი­კო­სი სტუმ­რად რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ეთერ­ში ჰყავ­და. “რუს­თა­ვი 2”-ში მა­სობ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა და­ი­წყო, თუმ­ცა რო­გორც გუშინ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე არ­ხის დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის ტეს­ტი უარ­ყო­ფი­თია, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი 24 სა­ათ­ში ხელ­მე­ო­რედ გა­ი­ტეს­ტე­ბა, რად­გან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყ­ვნენ თე­ო­ნა ცხო­მე­ლი­ძეს­თან.

  • “პაციენტი, რომელსაც ორივე ფილტვზე ანთება აქვს არის სრულიად უსიმპტომო“–ტვ პირველის ჟურნალისტი Covid-ზე საავადმყოფოდან

    “პაციენტი, რომელსაც ორივე ფილტვზე ანთება აქვს არის სრულიად უსიმპტომო“–ტვ პირველის ჟურნალისტი Covid-ზე საავადმყოფოდან

    ტვ პირველის ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით ქმართან, პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად კლინიკაში მკურნალობს ფეისბუქზე დაავადების მიმდინარეობის, სიმპტომების და მკურნალობის შესახებ პერიოდულად ინფორმაციას ავრცელებს და დაინტერესებული ადამიანების კითხვებს პასუხობს:
    “ერთიანი გაიდლაინია ყველგან?
    მკურნალობას ცერცვაძე საერთაშორისო გაიდლანის მიხედვით მეთვალყურეობს. თუმცა მაგალითად ბოჭორიშვილში პლაქვენილს აღარ იყენებენ. არც შემოუთავაზებიათ. ვიცი რომ სხვაგან ჯერ კიდევ გამოიყენება. 2 თვეა არ ვიყენებთო. მკურნალობა ძირითადად ერთიანია. შეიძლება იყოს სხვადასხვა სახელწოდების ერთი პრეპარატი, მაგალითად, დამათხელებელი ორი სახელწოდების ქვეშ ერთი და იმავე ჯგუფის.
    დექსამეტაზონი?
    სამაგიეროდ ახალი გაიდლაინების მიხედვით დექსამეტაზონის კურსი დაემატა მკურნალობას. ანუ დექსა დილა-საღამოს. ბრიტანელი მკვლევარები (უკვე მეშინია ამ წინადადების ხსენება, მაგრამ ასეა) ამბობენ, რომ თავიდანვე რომ ჩაერთოთ დექსა 5000-მდე სიცოცხლე შეიძლებოდა გადარჩენილიყო. ითვლება, რომ დექსა სიკვდილის რისკს ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი პაციენტებისთვის ერთი მესამედით ამცირებს.
    ასევე მარტის თვიდან დაემატა დამათხელებელი საშუალებები. საწყის სტადიაზე იცოდნენ მხოლოდ ის, რომ “კოვიდ-19” სასუნთქ სისტემას აზიანებდა. თუმცა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ამას ზოგჯერ ახლავს კოაგულოპათია ანუ სისხლის შედედების დარღვევა. ეს არის “კოვიდ-19”-ის შედარებით ახალი გამოვლინება. ასე რომ დამათხელებელს, რომლის სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, თავიდანვე გვიკეთებდნენ.
    რამდენ ხანში გაგწერენ?
    ამას ხშირად მეკითხებიან და ამაზე პასუხი არ არსებობს. ყოველ დღე იცვლება რეგულაციები და ბოჭორიშვილიც ამ რეკომენდაციების მოლოდინშია. საუბარია იმაზეც, რომ სიმპტომების მოხსნის შემდეგ, დადებითი სტატუსის მქონე პაციენტებმა სასტუმროებში გააგრძელონ მკურნალობა. განკურნება არ ნიშნავს კარგად ყოფნას. შესაძლოა ადამიანი კლინიკურად გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ცხვირ-ხახის ნაცხის გამოკვლევამ გვიჩვენოს, რომ ის კვლავ არის ვირუსის მატარებელი, ანუ მაინც იყოს ვირუსის გადამდები. განკურნება ნიშნავს ამას: უნდა მოვიდეს ტესტის უარყოფითი პასუხი. შემდეგ ისევ იმეორებენ და მეორე უარყოფითზე გწერენ.
    “ვიკა, გილოცავ, მოიხადე!” – შეიძლება კიდევ დაგემართოს?
    იაპონიაში დაფიქსირდა ხელმეორედ დაავადების ერთი შემთხვევა. ვინ იცის იქნებ მე გავხდე საქართველოში მეორედ ინფიცირების პირველი შემთხვევა:)
    მგონი, ხუმრობაც არ მომეწონა ამ თემაზე.
    უსიმპტომობა
    აქ წევს პაციენტი, რომელსაც ორივე ფილტვზე ანთება აქვს და არის სრულიად უსიმპტომო. ამბობს მატყუებთ, არ მჭირს კორონაო, გარბის და იჭერენ. ასე რომ უსიმპტომობა არ ნიშნავს სრულ მოდუნებას. და არც პანიკის საფუძველია. უსიმპტომობა ძალიან კარგი რამეა, მაგრამ თან სწორედ ეს არის დიდი სატკივარი ამ ვირუსის. ამიტომაც ხდება გავრცელება. თუმცა მიჩნეულია რომ უსიმპტომო პაციენტები ძალიან მჭიდრო კონტაქტებს უფრო “ერჩიან”. მაგალითად, ოჯახის წევრებს. უფრო დიდია შანსი გადაგედოთ ვირუსი სიმპტომიანი ავადმყოფისგან.
    სუსტი დადებითი.
    ეს ნიშნავს რომ ვირუსი ან მიდის ან მოდის. ამ დროს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ანტისხეულებზე კვლევა. თუ ანტისხეულები არაა, ნიშნავს რომ ვირუსი იწყება:) იზოლაციის პირველივე დღეს “სუსტი დადებითი” ვიყავი მე, ამიტომაც გადარჩნენ ჩემი კონტაქტები.
    პირობები?
    ბოჭორიშვილში კარგია. ინფექციურში ძალიან ცუდი. სხვაგან არ ვიცი. თუმცა ბოჭორიშვილში უფრო უსიმპტომოები წვანან. ინფექციურში – რთულები. აი, ასეთი დილემაა. პალატიდან გამოვდივართ მხოლოდ კატეს დროს. სტაფი გადასარევი, ჩემი საჯაროობის გამო – არა. “კატე” რომ გამიკეთეს სხვა პაციენტებს გავესაუბრე და იგივეს აღნიშნავდნენ.
    მეშინია?!
    ჯერ-ჯერობით არა??
  • ხაშურის სკოლაში საკლასო ოთახი გარეთ გამოიტანეს

    ხაშურის სკოლაში საკლასო ოთახი გარეთ გამოიტანეს

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ფოტოები. სადაც ჩანს თუ როგორ ემზადებია სკოლა მოსწავლეების მისაღებად. ხაშური არ შევიდა იმ დიდი ქალაქების ჩამონათვალში, სადაც სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო, შესაბამისად ხაშურის სკოლები სასწავლო წელს 15 სექტემბერს დაიწყებენ.  საკლასო ოთახებში მერხების დისტანციის დაცვით განლაგების გარდა, ერთ-ერთი სასწავლო სივრცე სკოლის ეზოშიც არის მოწყობილი.

    “ქა­ლაქ ხა­შუ­რის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა სრულ მზად­ყოფ­ნა­შია 2020-2021 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყე­ბად” – ამ ტექ­სტით ავ­რცე­ლებს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ფო­ტო­ებს.

    ინიციატივა,  სოციალურ ქსელში  ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდ­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე საკმაოდ დადებითად შეაფასეს.