Category: სხვადასხვა

  • გოგოს, რომელმაც სადაზღვევო თანხის – 1 მილიონი ევროს მისაღებად ხელი განზრახ მოიჭრა პატიმრობა მიესაჯა

    გოგოს, რომელმაც სადაზღვევო თანხის – 1 მილიონი ევროს მისაღებად ხელი განზრახ მოიჭრა პატიმრობა მიესაჯა

    სლოვენიის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ხელის ნაწილი განზრახ მოიჭრა, რათა უზარმაზარი სადაზღვევო თანხა მიეღო.

    22 წლის იულია ადლესიჩი ცდილობდა სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის ელექტროხერხით  ხის ტოტების მოჭრას ცდილობდა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე გოგომ და მისმა საქმრომ ხუთი სადაზღვევო პოლისი გააფორმეს და იმედი ჰქონდათ, რომ ჯამში სადაზღვევო თანხის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებდნენ უბედური შემთხვევის.

    ადლესიჩის გარდა ლუბლიანას სასამართლომ სადაზღვევო აფიორაში დამნაშავედ მისი საქმროც ცნო. სებასტიან აბრამოვს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მის მამას – ერთწლიანი პირობითი სასჯელი. საქმეში დედაც ფიგურირებდა, თუმცა ის საბოლოოდ უდანაშაულოდ ცნეს.

    ბრალდებას ყველა მათგანი უარყოფდა.

    ინციდენტი, რომლის დროსაც ბრალდებულის მტკიცებით მან შემთხვევით დაკარგა მარცხენა ხელის მტევანი, 2019 წლის იანვარში, აბრამოვის მამის სახლში მოხდა. პოლიციამ მაშინვე საეჭვოდ ჩათვალა ის ფაქტი, რომ საქმრომ დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანა, თუმცა თან არ მიუტანია მისი ხელის მტევანი.

    გამოძიებამ ჩათვალა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა ინვალიდობა სამუდამო ყოფილიყო. თუმცა , პოლიციელებმა შეძლეს საავადმყოფოში გოგოს ხელის მტევანი დროულად მიეტანათ, რის შედეგადაც მას ხელის მტევანი მიაკერეს და ხელი აღუდგინეს.

    ამასთან, დადგინდა, რომ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე აბრამოვი ინტერნეტით ეძებდა პასუხს კითხვაზე – როგორ მუშაობს პროტეზიანი ხელი.

    აბრამოვი ასევე ეჭვმიტანილი იყო მისი ყოფილი მეგობარი გოგოს მკვლელობაში, რომელიც 2015 წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა. ადგილობრივი პრესა, რომელიც პროცესის მიმდინარეობას დეტალურად აშუქებდა, წერს, რომ ადლესიჩი და აბრამოვი მას შემდეგ დაინიშნნენ, რაც საქმრო უკვე განსასჯელის სკამზე იჯდა.

    იულია ადლესიჩი, რომელმაც გამოძიების პერიოდი შინაპატიმრობაში გაატარა, სასამართლოს სხდომებზე გამომწვევი სამოსით დადიოდა, რის გამოყენებასაც ადვოკატები მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ცდილობდნენ. მათი ლოგიკით, გოგოს, რომელსაც უნდა მიმზიდველად გამოიყურებოდეს არ შეეძლო საკუთარი ხელი განზრახ მოეჭრა, თუმცა სასამართლომ დაცვის ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

  • “შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო“–ზურაბიშვილი ოცნების სიის პირველ ოცეულზე

    “შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო“–ზურაბიშვილი ოცნების სიის პირველ ოცეულზე

    პუბლიცისტი დავით ზურაბიშვილი ოცნების საპარლამენტო სიის პირველი ოცეულის შემადგენლობას ფეისბუქზე აფასებს. სია ოცნებამ ხუთშაბათს საღამოს წარადგინა:
    “სახელდახელო შთაბეჭდილება ოცნების პირველ ოცეულზე,
    1. პრაქტიკულად არაფერი იცვლება: იგივე პრემიერი, იგივე პარლამენტის თავმჯდომარე, მაღალი ალბათობთ იგივე მინისტრები. ერთი წულუკიანი გაუშვეს მთავრობიდან. სამაგიეროდ პარლამენტში იქნება ალბათ ქოცების მთავარი დამრტყმელი ძალა ნაცების წინააღმდეგ და იიაზვებს და ისისინებს ჩვეულ სტილში.
    2. წინა ხაზს მოაშორეს და ერთგვარად ჩრდილში გადაიყვანეს ის პერსონები, რომლებიც მეტ-ნაკლები ოდიოზურობით გამოირჩეოდნენ: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, ზაზა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, დაჩი ბერაია. ასევე არსად ჩანან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი და ნინო წილოსანი. არ ვიცი, შეიძლება ოცს იქით მოხვდეს ზოგი მათგანი სიაში, მაგრამ აშკარაა ტენდენცია ამ ასე თუ ისე დისკრედიტირებული შემადგენლობის უკანა პლანზე გადაწევისა. საფუძვლიანი ეჭვი კი მაქვს, რომ ეს ახლებიც ვერ დახევენ მარმაშებსა, მაგრამ ამასობაში დროც გავა.
    3. პირველ ოცეულში არ გამოჩნდნენ ათასხუთასლარიანი ექსპერტები და ოცნების სტაჟიანი გამპრავებლები. შესაძლოა მათ ხელფასის გაზრდას დაპირდნენ ორიათასამდე და ეს გეყოფათო, შეიძლება ოცდაათ-ორმოცის მიდამოებში ჩაწერას ან სულაც დაიკიდებას. ყოველ შემთხვევაში წინა ხაზზე მათგან არავინ დასახელდა.
    4. თუ არ ვცდები 2016 წლის შემდეგ პირველად, მოკლედ, ყრუდ, გაუბედავად და მოგუდულად, მაგრამ მაინც ითქვა, რომ საქართველოს სურს ნატოს წევრობა. ეს თქვა ბიძინა ივანიშვილმა და გაიმეორა კახა კალაძემაც. გასაგებია რომ ეს რევერანსია და ამ მხრივ არ ველი დიდად აქტიურ მოძრაობას მთავრობისგან (სამწუხაროდ), მაგრამ აქამდე ყასიდადაც არ ამბობდნენ ამას და მაინც პლუსში ჩავუთვლი.
    ის, რომ თავისთავად ეს შემადგენლობაც არანაირი პოლიტიკური გუნდი არაა და რეალურად მათი ამოცანა იქნება ბიძინა ივანიშვილის ნება-სურვილების აღსრულების უზრუნველყოფა, ვფიქრობ არსებული ხელისუფლების კონტექსტში მოცემულობაა. სხვა ფუნქცია ამ სისტემაში პარლამენტს არც ადრე ჰქონია და ოცნების გამარჯვების შემთხვევაში არც ახლა ექნება. თუმცა, მცდელობა ფასადის ერთგვარი გაწმენდისა აშკარაა. ეჭვი მაქვს ესეც ნაცებისგან ისწავლეს.
    დასკვნა: არაფერი ახალი. თუმცა, შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო.“– წერს დათო ზურაბიშვილი.
  • “თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი“ – რას წერს ტვ პირველის ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

    “თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი“ – რას წერს ტვ პირველის ჟურნალისტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

    ტვ პირველის ჟურნალისტი, პარლამენტარ ლევან გოგიჩაიშვილის ცოლი, ვიკა ბუკია, რომელსაც ქმართან ერთად კორონავირუსი დაუდგინდა, ფეისბუქზე მისი მდგომარეობის შესახებ წერს:
    “ჩემი მთავარი სიმპტომი უსიმპტომობა იყო. როცა დამირეკეს და მითხრეს დადებითი ხარო, პირველი რეაქცია ასეთი იყო: “მაშაყირებთ?” არა, გოგონა, როგორ გეკადრებათ, უნდა გადაგიყვანოთ თქვენ და თქვენი ქმარიო.
    ჩემი ისტორია ასეთია: ლევანთან მქონდა კომუნიკაცია. ლევანის ისტორია კი ასეთია: სიცხემ როგორც კი მისცა (სამსახურში ვიყავი და დამირეკა), ტესტი ეგრევე გაიკეთა და ჩაჯდა იზოლაციაში, პასუხის მოლოდინში.
    კიდევ კარგი იმ დღეს მეც ბოლოჯერ ვიყავი სამსახურში და მეორე დღეს უკვე ტესტი მეც დამიდასტურდა. პასუხი იყო: “სუსტად დადებითი”, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი ახალდაწყებულო იყო. საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. არც სიცხე. არც ხველა. თავის წამოტკიებაც კი არა. ამიტომაა ეს ვირუსი ასეთი მზაკვარი.
    დადებითი როგორც კი ამოგვივარდა წავედით ბოჭორიშვილში. ლევანისთვის მეორე დღე იყო. ჩემთვის – პირველი. ლევანს ქონდა მაღალი სიცხე (ეს იყო მისი პირველი სიმპტომი), ხველა (არა მშრალი, რის გამოც სასწრაფომ უთხრა არ ვფიქრობთ კორონა იყოსო); და ყელის ტკივილი. ხოლო მე არაფერი არ მჭირდა.
    უკვე დღეს (ჩემი მეორე დღე) ვიგრძენი ღიტინი ყელში. თითქოს თოკი მაქვს მოჭერილი, რის გამოც ვახველებ. ლევანს (მისთვის მესამე დღეა) აქვს ხველა, სიცხე უფრო დაბალი, აღარ ტკივა ყელი, და უფრო მხნედ გრძნობს თავს.
    კომპიუტერის პასუხს ველოდებით, ფილტვების. მკურნალობა არაფერი განსაკუთრებული ჯერ: გაგვიკეთეს ნატრიუმი და ვიტამინები ფრაქსიპალინის ნემსი, გამათხიერებელი, რაც სტანდარტულად კეთდება. გადასხმები, და განმეორებითი ტესტი.“– წერს ვიკა ბუკია
  • ბორჯღალოსნები “8 ერში“ ითამაშებენ

    ბორჯღალოსნები “8 ერში“ ითამაშებენ

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რაგბის 8 ერის (შემოდგომის თასზე) ტურნირში ითამაშებს. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.sixnationsrugby.com/2020/09/10/six-nations-rugby-unveils-autumn-nations-cup-2020/) გამოაქვეყნეს.

    ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა.საბოლოოდ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი ეროვნული გუნდი, მსოფლიოს გრანდებთან ერთად ითამაშებს.

    თავდაპირველი მონაცემებით 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს – ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და 2 მიწვეულ ნაკრებს  – ფიჯის და იაპონიას. მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა.

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება.

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა

    საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა

    საქართველოს რაგბის ნაკრები 8 ერში ითამაშებს. ბორჯღალოსნებმა კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონია ჩაანაცვლეს და ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გარეთ საქართველო ინგლისის ნაკრებს ეთამაშება. ჯგუფში საქართველო უელსთან და ირლანდიასთან მოხვდა.

    ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და განცხადება ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.

    თავდაპირველი 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს – ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და 2 მიწვეულ ნაკრებს – ფიჯის და იაპონიას.

    მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა.

    საქართველო ინგლისს 14 ნოემბერს თვიქნემის სტადიონზე შეხვდება. ორი ნაკრებისთვის ეს მესამე დაპირისპირება იქნება. საქართველო და ინგლისი ერთმანეთს 2003 და 2011 წელს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე შეხვდნენ.

    მეორე ჯგუფში შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია და ფიჯი მოხვდნენ. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს 5 დეკემბერს ფინალში დაუპირისპირდებიან.

    საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება.

  • პირველ ნოემბერს  “ბორჯღალოსნები”  რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

    პირველ ნოემბერს “ბორჯღალოსნები” რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

    რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება.

    ლევან მაისაშვილის შეგირდები „დათვებს“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში 14 მარტს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე, 13 მარტს გადაწყდა, რომ თამაში აღარ შედგებოდა.

    მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ხოლო მატჩის დრო და სტადიონი, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

    შეგახსენებთ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბორჯღალოსნებმა ოთხივე თამაში მოიგეს19 ქულა მოაგროვეს, უახლოეს კონკურენტებს (პორტუგალიას და ესპანეთს) 10-10 ქულით უსწრებენ და ვადაზე ადრე მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული.

    „დათვებმა“ ესპანეთთან და ბელგიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, პორტუგალიას და რუმინეთს სძლიეს და 8 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.

  • “SOS!!!”ქართული ოცნების” სიაში გირგვლიანის მკვლელების მფარველია!“–ხათუნა ხოფერია

    “SOS!!!”ქართული ოცნების” სიაში გირგვლიანის მკვლელების მფარველია!“–ხათუნა ხოფერია

    ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს და ამბობს,  რომ ქართულმა ოცნებამ მხარდამჭერებს “სულში ჩააფურთხა“.

    “SOS!!! SOS!!! SOS!!!
    ” ქართული ოცნების” საპარლამენტო სიაში ირაკლი პეტრიაშვილია!!!…
    ეს გახლავთ “იმედის” მიერ გაკეთებული მამხილებელი გადაცემა!
    დიახ, “ქართული ოცნების” სიაში გირგვლიანის მკვლელების მფარველია! დიახ, ის კაცია, რომელმაც კობა კობალაძის მამა გაუშვა სამსახურიდან და გირგვლიანის მკვლელის- ალანიას მამა დანიშნა მის ადგილას!
    მაპატიეთ ყველამ!!!
    ბოდიშს გიხდით იმ ადამიანებს, ვინც მენდობოდით და იზიარებდით ჩემს მხარდაჭერას ოცნების მიმართ!!!
    მაპატიეთ!!!….
    ეს უკვე არც კოჰაბიტაციაა და არც პორტირება! ეს მტრობაა!!! ჩემი და თქვენი სამშომბლოს მტრობა!
    ეს არის ყველა 2012-იანელისთვის სულში ჩაფურთხება!“– წერს ხათუნა ხოფერია და ტვ იმედის სიუჟეტის ბმულსაც აქვეყნებს, სადაც საუბარი იმაზე, თუ რა კავშირი აქვს პროფკავშირების თავმჯდომარეს, ირაკლი პეტრიაშვილს გირგვლიანის მკვლელებთან.

     

  • მაპატიე რომ ვერ დაგიცავი როცა 5 არაკაცის წინაშე უმწეო აღმოჩნდი – ანა შაქარაშვილი

    მაპატიე რომ ვერ დაგიცავი როცა 5 არაკაცის წინაშე უმწეო აღმოჩნდი – ანა შაქარაშვილი

    ” მაპატიე რომ ვერ დაგიცავი როცა 5 არაკაცის წინაშე უმწეო აღმოჩნდი” – გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის ბავშვობის ფოტოს აზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    “შენმა მკვლელებმა როგორ უნდა გაიმართლონ თავი ? მაპატიე რომ იმ მომენტში ვერ დაგიცავი როცა 5 არაკაცის წინაშე უმწეო აღმოჩნდი მაგრამ გპირდები შენ გამო 5 კი არა 5000 ერთად მოვერევი Gio Shakarashvili”- წერს, ანა  შაქარაშვილის.

  • “ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

    “ბავშვები ტირიან,ცოლი ტრანსშია“–მესიმ  ბარსადან წასვლა ოჯახის  და მოსალოდნელი სასამართლოს გამო  გადაიფიქრა

    მსოფლიო ფეხბურთის მთავარმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ შეწყვიტა ახლახანს დაწყებული ბრძოლა მშობლიურ კლუბთან და განაცხადა, რომ ბარსელონაში რჩება. “ბავშვები ტირიან, ცოლი ტრანსშია,“– თქვა მან, თუმცა გარდა ამისა, ფეხბურთელს კონტრაქტი  წასვლის ნებას არ აძლევს.

    სულ რაღაც 10 დღის წინ ექვსი “ოქროს ბურთის“ მფლობელი კლუბს ყველაზე უხეში ფორმით დაემშვიდობა – შეკვეთილი საფოსტო გზავნილით. მას მყარად ქონდა გადაწყვეტილი ბარსელონაში კარიერის დასრულება, სადაც ბოლო 20 წლის მანძილზე თანამედროვე ფეხბურთის ისტორიას ქმნიდა.

    თუმცა ისე არ გამოვიდა, როგორც მას ეგონა და სიტუაცია დაიძაბა. ამ კვირას მესიმ სამედიცინო შემოწმება და სეზონის პირველი ვარჯიში გამოტოვა. “მანჩესტერ სითიში“ მისი გადასვლის შესახებ კი სულ უფრო მეტი ფინანსური დეტალი ხდებოდა ცნობილი.  თუმცა, კვირის ბოლოს მესის აგენტმა განაცხადა, რომ ის არსად აღარ მიდის.

    “როცა ცოლ–შვილს გადასვლის შესახებ ვუთხარი, საშინელი დრამა დატრიალდა. მთელი ოჯახი ტირის, ბავშვებს ბარსელონადან წასვლა არ უნდათ, არ უნდათ სხვა სკოლა“– უთხრა მესიმ ერთ–ერთ სპორტულ პორტალს ინტერვიუში.

    მესიმ წასვლის შესახებ განცხადება “ბარსას“ რამდენიმე თვიანი უკუსვლის შემდეგ გააკეთა. ის ყველას აფრთხილებდა, რომ საქმე ცუდად იყო. კონფლიქტი კლუბის ხელმძღვანელობასთან , სადაც ათ წელზე მეტხანს ფაქტიურად პირველი და შეუცვლელი იყო, გართულდა. აგვისტოში დაპირისპირება მწვრთნელის შეცვლაში, სპორტული დირექტორის შეცვლაში და წასვლის შესახებ მესის განცხადებაში გადაიზარდა.

    ეპოქის დასასრული

    არგენტინელის კონტრაქტი, რომელიც ბარსელონაში 13 წლის ასაკში გადავიდა, მხოლოდ მომავალ წელს სრულდება.კონტრაქტის პირობებით ნებისმიერმა კლუბმა, რომელიც მესის გადაყვანას მოინდომებს, ბარსელონას ასტრონომიული თანხა – 700 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

    თავად ფეხბურთელი და მისი მამა, რომელიც ამავე დროს მისი აგენტია, ამტკიცებდნენ, რომ გამოსყიდვის შესახებ პუნქტი არ მოქმედებს, რადგან კონტრაქტში წერია მესის უფლების შესახებ ბარსელონას დაემშვიდობოს – სეზონის დასრულების შემდეგ 15 დღის განმავლობაში.

    პრობლემა იმაშია, რომ დოკუმენტში ჩაწერილი სეზონის დასასრული კალენდრის მიხედვით ივნისშია გათვალისწინებული, წელს კი კორონავირუსის გამო სეზონი აგვისტომდე გაგრძელდა. სწორედ აგვისტოში  გაუგზავნა მესიმ კლუბს შეტყობინება წასვლის შესახებ. კლუბი კი ამტკიცებს, რომ მომავალი წლის ივნისამდე მას ამის უფლება აღარ აქვს. დავის გადაწყვეტა კი მხოლოდ სასამართლოს შეეძლო. მესი ამბობს, რომ არასოდეს უჩივლებს ბარსელონას:

    “ერთადერთი გამოსავალი სასამართლოში წასვლა იყო, თუმცა ბარსა ჩემი საყვარელი კლუბია და არასოდეს ვუჩივლებ სასამართლოში. ბარსამ მომცა ყველაფერი და მეც მას ყველაფერი მივეცი. აზრადაც არასდროს მომსვლია ბარსასთან სასამართლოში დავა“ – ამბობს მესი.

    მან წასვლა დიდი ხანია გადაწყვიტა და დარწმუნებული იყო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ მშვიდად წავიდოდა, როგორც კი კლუბის პრეზიდენტს, ჟოზეპ ბარტომეუს ამის შესახებ შეატყობინებდა. თუმცა ასე არ მოხდა, რადგან როგორც მესი ამბობს ბარტომეუმ სიტყვა გატეხა.

    მესიმ ბარსელონასთან ერთად 34 ჯილდო მოიგო და 634 გოლი გაიტანა, რითაც სამუდამოდ ჩაეწერა  არა მხოლოდ კატალონური კლუბის, არამედ მსოფლიო ისტორიაში.

    თუმცა, ბოლო, “კოვიდის სეზონი“ ბარსასთვის უმძიმესი აღმოჩნდა. მან ჩემპიონატში მარადიულ მტერს, მადრიდის რეალსაც ვერ მოუგო, ჩემპიონთა ლიგაში ბავარიასთან დამარცხება კი დიდხანს დარჩება კლუბის ისტორიაში “შავი დღის “ სტატუსით.

     

  • ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

    ჯონი დეპის ახალი რომანი ცოლთან ხმაურიანი დაშორების შემდეგ

    57 წლის ჰოლივუდელი მსახიობის, ჯონი დეპის საქმეები თანდათანობით ლაგდება მას შემდეგ, რაც პირადი პრობლემები და სასამართლო გარჩევები ქონდა ყოფილ ცოლთან, რამაც მის კარიერასაც მიაყენა ზიანი. ერთი თვის შემდეგ მსახიობი ფილმ “ფანტასტიკური მხეცების“ გაგრძელების გადაღებებში ჩაერთვება. გადაღებები ლონდონში გაიმართება. თუმცა, თუ მედიას დავუჯერებთ, კინოვარსკვლავს ბრიტანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი ინტერესი გაუჩნდა. დადის ხმები, რომ დეპი 33 წლის მსახიობს და მოდელს, სოფი ჰერმანს ხვდება, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ლონდონის მდიდარი ოჯახების შვილების შესახებ ტელეშოუსაც აკეთებს (Made in Chelsea).

    Daily Mail–ის ცნობით დეპი და ჰერმანი ერთად ნახეს ლონდონის ერთ–ერთ სასტუმროში. გერმანული პრესის ინფორმაციით კი სავარაუდო წყვილმა ერთმანეთი ამ წლის დასაწყისში გაიცნო.

    სოფი ჰერმანი

    “სოფიმ მისი ტელეფონის ნომერი ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა და ჯონის გიტარის სიმებში შეაცურა… ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. მათ მოსწონდათ ერთმანეთთან ტელეფონით დიდხანს ლაპარაკი“ – წერს პრესა ინსაიდერზე დაყრდნობით.

    ბოლო თვეებში დეპი ხშირად ჩადიოდა ინგლისში, რადგან ლონდონის უმაღლესი სასამართლო განიხილავდა მის სარჩელს ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun–ის წინააღმდეგ, რომელსაც მსახიობი ცილისწამებაში ადანაშაულებდა. როგორც ცნობილია, ტაბლოიდმა დეპის ყოფილი ცოლის , ემბერ ჰერდისგან მიღებული ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მათი ქორწინების დროს მას ქმარი ცემდა. თუმცა საქმის მრავალრიცხოვანმა მოწმეებმა წყვილის ხანმოკლე ოჯახურ ცხოვრებას ნათელი მოჰფინეს – სასამართლოს წარედგინა ფაქტები, რაც მეტყველებდა, რომ ქალი ქმარს ღალატობდა, აგრესიულად ექცეოდა მასაც და თავის თანაშემწეებსაც.

    მოწმეთა ჩვენებები ემბერ ჰერდის სასარგებლო ნამდვილად არ აღმოჩნდა და მისი დაცვა ახლა უკვე აშშ–ს სასამართლოში საქმის გასარჩევად ემზადება, რომელსა ჯონი დეპი მიმართავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეპს უნდა ცოლს სასამართლოში ჩვენება ვირჯინიის შტატში მიაცემინოს, რადგან უნდა სამუდამოდ და ოფიციალურად გააქარწყლოს მისი ცრუ ბრალდებები ყოფით ძალადობაზე, რომელსაც პრესა აქტიურად ავრცელებს. მსახობი ამ ბრალდებებს უარყოფს.

    ემბერ ჰერდი

    როგორც ემბერ ჰერდთან დაახლოებულმა პირმა  მედიას ანონიმურად უთხრა, ქალის გარემოცვა ჯონი დეპის ახალი სარჩელის გამო ძალიან ნერვიულობს, რადგან ხვდებიან, რომ ის შეჩერებას არ აპირებს. “მიუხედავად იმისა, როგორი იქნება The Sun–ის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლოს შედეგი, ემბერი მეორე რაუნდისთვის ემზადება. თუ ჯონი ამ საქმეს მოიგებს, არ შეჩერდება და უფრო შორს წავა.“– ამბობს წყარო.