Category: სხვადასხვა

  • “სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ“–იმედის წამყვანი Covid19-ით სახლში რჩება

    ტელეკომპანია იმედის დილის გადაცემის წამყვანი, ზურა ბალანჩივაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა ყვება როგორ აღმოაჩნდა ინფექცია და როგორ განვითარდა ამის შემდეგ პროცესი:

    “გუშინწინ სახლში წავიმღერე და ყელი ჩამეხეხა მსუბუქად. მემართება ეგრე ხოლმე. ჰოდა არ მივაქციე ყურადღება, ბევრი საქმე მქონდა და მთელ დღეს სახლიდან არ გავსულვარ. ოღნდ ვიგრძენი, რომ ცოტათი უცნაურად დავიღალე.

    გუშინ დილას ჩვეულებრივად მივედი “იმედში”, სიცხე გამიზომეს და 36,1 აჩვენა. სადღაც 9-ისკენ ცოტა მოვითენთე და გადაცემის მერე კიდევ გავიზომე სიცხე – 36,6. არაფერი. ცოტა ხანს ვიყავი, ვისაუბრეთ და წავედი სახლში.

    წამოვწექი, დავიძინებ მეთქი და მივხვდი, რომ სიცხე მიმატებს. გავიზომე და 37,7. ეგრევე მომენტალურად გადავრეკე-გადმოვეკე, გავვარდი და ერთ-ერთ კლინიკაში პი-სი-არ ტესტი გავიკეთე. რახანაც პასუხი ძალიან მალე მინდოდა, 220 ლარი გადავიხადე და 7 საათში იქნებაო.

    კი ვფიქრობდი, ბარემ 24-საათიანი გამეკეთებინა და არ გავწეწილიყავი, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხს ჩემ გარშემო და მეც უფრო დიდხანს უნდა გვენერვიულა.

    საბოლოოდ, გუშინ, საღამოს 10-ის ნახევარზე დამირეკეს და მითხრეს, რომ კოვიდი დამიდასტურდა. აი, მანდ დაიწყო წიოკი. ოღონდ ჩემი უფრო ნაკლებად – ყველასი. უცებ რომ ყველა გწერს, გირეკავს და გამხსნევებს.  დაავადებაზე ფიქრს ვერ ასწრებ რომ 10000000000000000000 ადამიანს აინტერესებს უცებ შენი ამბავი. რაც თან ძალიან კარგია, თან – ძალიან ცუდი, რადგან ყველასთვის სათითაოდ ერთსა და იმავე ტექსტის წერა ასეთ დროს ფრიად დამღლელია.

    სად დამემართა და ვისგან გადმომედო – აზრზე არ ვარ. პლუს ბოლო 4-5 დღეა, ძალიან ცოტა ადამიანი ვნახე. 30 ალბათ. ჰოდა კაცმა არ იცის, ვინმე უსიმპტომოსგან გადამედო თუ რომელიმე ზედაპირთან შეხებისას.

    სიმპტომების გამოვლენის დღედ ჩაითვალა 1-ლი ოქტომბერი, რომლიდან 48 საათის მონაკვეთი უკან არის გადამდებობის დაწყების დრო (28 სექტემბრის საღამო). ასე რომ ყველას, ვისაც ჩემთან შეხება გქონდათ, გთხოვთ, გადახვიდეთ თვითიზოლაციაში. ასე სჯობს.

    რაც შემეხება მე – ვრჩები სახლში ჯერჯერობით, რადგან 38-მდე სიცხე და ყელის ჩახეხილობა მაქვს და გართულებები არ ჩანს. ყნოსვა-გემოც ადგილზეა. ცოტა ხანში კიდევ დაურეკავ ოჯახის ექიმს და მოვისმენ მის მითითებებს. ვსვამ ბევრ სითხეს. მეტი არც არაფერი ამ ეტაპზე.

    დანარჩენ განახლებებს დავწერ აქ, რადგან ყველას სათითაოდ შეიძლება, ვერ გიპასუხოთ.
    დიდი მადლობა და ჯანმრთელობა ყველას.“– წერს ზურაბ ბალანჩივაძე ფეისბუქზე. 

  • “მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“–თბილისის დინამო გულშემატკივარს ბოდიშს უხდის

    “მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“–თბილისის დინამო გულშემატკივარს ბოდიშს უხდის

    საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ფარებების კუნძულების კლუბ კლასვიკთან ანგარიშით 6:1 წაგებულ მატჩს განცხადებით ეხმაურება და გულშემატკივარს ბოდიშს უხდის:

    “გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

    რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“–ნათქვამია განცხადებაში.

     

  • იაპონია 2020–ში ჩაშლილი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს

    იაპონია 2020–ში ჩაშლილი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს

    ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 25 მარტს დაიწყება და წარიმართება დევიზით: “იმედი ანათებს ჩვენს გზას.“

    ესტაფეტის პირველი პუნქტი ფუკუსიმას პრეფექტურა იქნება, სადაც 2011 წელს ატომური ელექტროსადგურის საშინელი ავარია მოხდა. იქიდან ოლიმპიური ცეცხლი იაპონიის დანარჩენ 47 პრეფექტურაში სამოგზაუროდ გაემართება.

    ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ბევრი სხვა მასობრივი ღონისძიება, ისიც კორონავირუსის გამო გადაიდო. ოლიმპიური თამშების დაწყების ახალი თარიღი 2021 წლის 23 ივლისია.

  • კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

    კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

    მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი 39 წლის კიმ კარდაშიანმა გააკეთა, რომელსაც მისი მამის, რობ კარდაშიანის მხრიდან სომხური ფესვები აქვს. ტელევარსკვლავი სამხედრო მოქმედებების შეჩერების მოწოდებით გამოდის და კონფლიქტის ესკალაციაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

    “ჩვენ ვლოცულობთ მამაცი კაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ სომხეთის დასაცვად. საინფორმაციო საშუალებების ახალ ამბებს შეცდომაში შევყავართ, რადგან ეს არ არის შეტაკება. სომხეთი აზერბაიჯანის შეტევის და დეზინფორმაციის კამპანიის მსხვერპლია. აზერბაიჯანი ბლოკავს მედიაში ინფორმაციას, გარდა ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაციისა. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა ეს გამოვიძიოთ და ვთხოვთ მსოფლიო პოლიტიკურ და დიპლომატიურ თანამეგობრობას უსარგებლო ესკალაცია და ტრაგედია აღკვეთოს“– დაწერა კარდაშიანმა ტვიტერში.

    კიმმა ასევე გააზიარა ბმული, სადაც შესაძლებელია აშშ–ს ხელისუფლებისთვის წერილის გაგზავნა მოთხოვნით, რომ მათ “აზერბაიჯანის აგრესია დაგმონ და სამხედრო დახმარება შეუწყვიტონ პრეზიდენ  ილხამ ალიევს.“

    ტელევარსკვლავი მისი სომხური წარმოშობით ამაყობს. 2015 წელს ის პირველად ესტუმრა სომხეთს. გასულ წელს კი ოთხ შვილთან ერთად ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ჩავიდა. სამი შვილი მან სომხეთში მონათლა.

  • 75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

    75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

    75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის უნივერსიტეტის მეცნიერები.

    არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო ათწლეულებში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, იგივე ფინეთში 1960-იან წლებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52 წელი იყო. დღეისათვის კი 80 წელია. თუმცა, ხანდაზმულ ასაკში ცხოვრების ხარისხის შესახებ ბევრი მონაცემი არ არსებობს.

    მეცნიერებში ასეთი ხუმრობაც კი იყო: სიცოცხლეს წლები კი მიემატა, მაგრამ ამ მიმატებული წლებისთვის სიცოცხლის დამატება დაავიწყდათო.

    ახლა კი ფინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვითარება შეიცვალა.

    საქმე იმაშია, რომ 28 წლის წინ იქ უკვე ტარდებოდა მსგავსი კვლევა ასობით მოხალისის მონაწილეობით, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 75–80 წელი იყო. იკვლევდნენ მათ ფიზიკურ და კოგნიტიურ შესაძლებლობებს. მეცნიერებს მხოლოდ ექსპერიმენტის გამეორება დაჭირდათ, იგივე მეთოდიკის გამოყენებით.

    გაირკვა, რომ დღევანდელი 70–80 წელს გადაცილებული ადამიანები სქესის მიუხედავად ბევრად კარგ ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში არიან, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში დაიბადნენ, გადაიტანეს ომები, შიმშილი, სიღატაკე და სხვა სირთულეები.

    მეცნიერების აზრით მიღებული შედეგები გაუმჯობესებული განათლების, დიდი ეკონომიკური შესაძლებლობების, მაღალი ფიზიკური აქტივობის და კარგი კვების კომბინაციის დამსახურებაა.

    “მართალია ეს შედეგები კონკრეტულად ფინეთისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ის სავარაუდოდ ის ყველა სხვა ქვეყანაზე ვრცელდება, რომლებმაც ბოლო 100 წლის განმავლობაში ანალოგიური ცვლილებები განიცადეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“– ამბობენ კვლევის ავტორები და დასძენე, რომ ძირფესვიანად მოძველდა ჩვენი წარმოდგენები ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგან დამატებითი წლები არა სიცოცხლის ბოლო პერიოდს, არამედ საშუალო ასაკს მიემატა.

  • მეცნიერები: გენი, რომელიც ადამიანის ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს არ არსებობს

    მეცნიერები: გენი, რომელიც ადამიანის ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს არ არსებობს

    ნახევარ მილიონამდე ადამიანის გენეტიკური ანალიზის შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გენი, რომელიც ჰომოსექსუალობაზეა პასუხისმგებელი.

    კვლევის დროს, რომლის შედეგები ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანია  23andMe–ის      ბიობანკის მონაცემები შეიცვალეს.

    აღმოჩნდა ზოგიერთი გენეტიკური კომბინაცია, რომლებიც ერთსქესიან ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, თუმცა გენეტიკური ფაქტორები მხოლოდ მეოთხედით განაპირობებს ჰომოსექსუალურ ქცევას.

    მკვლევარებმა ბრიტანეთის პროექტ ბიობანკში დარეგისტრირებული  409 000 ადამიანის და გენეტიკური კომპანია 23andMe–ს ბანკში დარეგისტრირებული 68 500 გენომის სკანირება გააკეთეს.

    კვლევის მონაწილეებს ასევე დაუსვეს კითხვები მათი პარტნიორების სქესის შესახებ.

    საბოლოოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანების ჰომოსექსუალური ქცევის  8–დან 25%–მდე გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა არა ერთი რომელიმე კონკრეტული გენით.

    აღმოჩნდა, რომ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა გენების 5 კომბინაციასთან დაკავშირებული. ერთ ერთი მათგანი ყნოსვასთან არის დაკავშირებული, მეორე – სქესობრივ ჰორმონებთან. თუმცა ისინი ერთობლიობაში ჰომოსექსუალობის 1%–ს განსაზღვრავენ.

    “არ არსებობს ჰომოსექსუალობის ერთი გენი, ამიტომაც არაფრის მომცემია გენეტიკური ტესტი ადამიანში ერთსქესიანი ურთიერთობებისადმი ლტოლვის ალბათობის აღმოსაჩენად.“– ამბობს მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ანალიტიკური და ტრანსლაციური გენეტიკის განყოფილების პროფესორი ბენ ნილი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

    “ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანის სექსუალური ქცევის წინასწარმეტყველება მისი გენომის მიხედვით“ – დასძენს ის.

    მას ეთანხმება კომპანია 23andMe–ს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ფა სატირაპონგსასუტი:

    “ეს ბუნებრივი და ნორმალური განსხვავებებია, რომლებიც ადამიანის სახეობაში არსებობს. ეს კვლევა ადასტურებს, რომ არ არის საჭირო ჰომოსექსუალობის “განკურნება“ ვცადოთ“ – ამბობს ის.

    როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის გენეტიკის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი, დევიდ კერტისი ამბობს, ეს კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ არ არსეობს ისეთი გაგება, როგორიც არის “ჰომოსექსუალების გენი“.

    “ადამიანის პოპულაციაში არ არსებობს გენების ისეთი შერწყმა, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა სექსუალურ ორიენტაციაზე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გენების კომბინაციის ძალიან ბევრი ვარიანტი.“– ამბობს ის.

    ლგბტ ადამიანების უფლებათა დაცვის ორგანიზაციის, GLAAD–ის განცხადებით კვლევა შემდეგს ადასტურებს: შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, რა გავლენას ახდენს ჰომოსექსუალი ადამიანების ქცევაზე ბუნება ან აღზრდა.

     

     

  • რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

    რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

    რამდენიმე თვის შემდეგ, რეკლამის მწარმოებლებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შორის შეთანხმება შედგა. “ფეისბუქი”, “იუთუბი” და “ტვიტერი” შეთანხმდნენ გზებზე, რომლის საფუძველზეც ამ სამ წამყვან პლატფორმაზე სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მასალების აღება მოხდება.

    შეთანხმების დადებას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. რეკლამის მწარმოებლებს ყველაზე მეტი პრეტენზია სოციალურ ქსელ “ფეისბუქთან” ქონდათ, რომელსაც მწარმოებლები სიძულვილის ენისადმი ტოლერანტულობაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებებისა და ბოიკოტის გამო, ფეისბუქზე რეკლამების რაოდენობა შემცირდა, რადგან დიდი კომპანიები უარს აცხადებდნენ სოციალურ ქსელთან თანამშრომლობაზე. მხოლოდ ამერიკაში ასეთი მსხვილი კომპანიების რაოდენობა 100-ს აღემატებოდა.

    ბოიკოტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკაში პოლიციელთა ქმედებას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ამერიკის 40-ზე მეტ ქალაქში ანტირასისტული გამოსვლები დაიწყო. რეკლამის მწარმოებლები სოციალური მედიებისგან ითხოვდნენ უფრო მეტი რეგულაცია შემოეღოთ, რათა მათი პლატფორმებიდან მომხდარიყო სიძულვილის ენის შემცველი, ანტირასისტული და ანტიჰომოფობიური შინაარსის მასალების წაშლა.

    სოციალური მედიის პლატფორმებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეცვალეს წესები და როგორც ამბობენ, უფრო მეტად ახერხებენ ებრძოლონ ყალბ და სიძულვილის ენის შემცველ მასალებს.

    გარიგებით, რომელიც სამ უმსხვილეს სოციალური მედია პლატფორმასა და რეკლამების მწარმოებელ კომპანიას შორის შედგა, განისაზღვრა ზოგადი განმარტებები თუ რა შინაარსის მატარებელი მასალა უნდა იქნეს აღებული პლატფორმებიდან. ახლა უკვე გიგანტი სოციალური ქსელები მიიღებენ შესაბამის რეგულაციებს და ჩაუშვებენ წარმოებაში.

    აღსანიშნავია, რომ დიდი გარიგება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 6 კვირით ადრე შედგა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი“–თამარ ჩერგოლეიშვილი

    “ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი“–თამარ ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებს ფეისბუქზე აფასებს. სააკაშვილმა ბოლო საეთერო ინტერვიუში განაცხადა, რომ “ამ არჩევნებზე ან აიღებს უმრავლესობას ენმ, ან საქართველო დაიღუპება„.   

    მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ ვერ ხედავს პარტიულ კოალიციას. მისი თქმით, არ სჯერა “პარტიების და პარტიუკების”.

    თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს სამარცხვინოს უწოდებს:

    “სამარცხვინო ეგომანიაკის ბოდვითი აშლილობისთვის დიდად არ მცალია, მაგრამ ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი.

    სანიტარული დერეფანი სჭირდება სააკაშვილთან ყველა პარტიას, ვისაც საქართველოს დემოკრატიული და ნორმალური განვითარება ანაღვლებს!

    დღეს, ახალგაზრდაც და მოხუციც იმას ცდილობს, რომ ივანიშვილი, ქართული დემოკრატიის შავი ჭირი ხელისუფლებას ჩამოაცილოს და ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე დააყენოს!
    როგორც რობერტ სტურუაზე დამეთანხმეთ, ზუსტად ასე დამეთანხმებით სააკაშვილზეც – ეს ზუსტად ვიცი!

    მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე გეუბნებით:

    ა) ყველა ჟურნალისტი, რომელიც ამ მხდალი ეგომანიაკის სამსახურში დგახართ – თქვენი ხელიდან ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!
    ბ) ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის მოწყალების მოლოდინში ხართ (ეგებ სიაში მოგახვედროთ) და თვალს ხუჭავთ მის უმსგავსობაზე – ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!
    რაც მალე გააცნობიერებს ყველა, რომ მიშა სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა ივანიშვილთან ერთად – მით მალე წავალთ წინ.

    ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გიგას მოხალისეები თეკლათში არიან და მარტოხელა მოხუცებს ეზოებს უთიბავენ, რომ გადაადგილება შეძლოს იმ ხალხმა – ზოგს ინსულტი აქვს, ზოგი უბრალოდ ვერ დადის.

    ვბრაზობ, რომ ამდენი ნაღდი საქმეა საკეთებელი და მე გადამგდები და მშიშარა ეგომანიაკის ბოდვების გარჩევა მიწევს, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ რომ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა და რაც მალე მიხვდებით და შესაბამისად იმოქმედებთ, უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის.ლი დერეფანი სჭირდება სააკაშვილთან ყველა პარტიას, ვისაც საქართველოს დემოკრატიული და ნორმალური განვითარება ანაღვლებს!
    დღეს, ახალგაზრდაც და მოხუციც იმას ცდილობს, რომ ივანიშვილი, ქართული დემოკრატიის შავი ჭირი ხელისუფლებას ჩამოაცილოს და ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე დააყენოს!
    როგორც რობერტ სტურუაზე დამეთანხმეთ, ზუსტად ასე დამეთანხმებით სააკაშვილზეც – ეს ზუსტად ვიცი!

    მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე გეუბნებით:

    ა) ყველა ჟურნალისტი, რომელიც ამ მხდალი ეგომანიაკის სამსახურში დგახართ – თქვენი ხელიდან ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!

    ბ) ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის მოწყალების მოლოდინში ხართ (ეგებ სიაში მოგახვედროთ) და თვალს ხუჭავთ მის უმსგავსობაზე – ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!

    რაც მალე გააცნობიერებს ყველა, რომ მიშა სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა ივანიშვილთან ერთად – მით მალე წავალთ წინ.

    ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გიგას მოხალისეები თეკლათში არიან და მარტოხელა მოხუცებს ეზოებს უთიბავენ, რომ გადაადგილება შეძლოს იმ ხალხმა – ზოგს ინსულტი აქვს, ზოგი უბრალოდ ვერ დადის.

    ვბრაზობ, რომ ამდენი ნაღდი საქმეა საკეთებელი და მე გადამგდები და მშიშარა ეგომანიაკის ბოდვების გარჩევა მიწევს, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ რომ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა და რაც მალე მიხვდებით და შესაბამისად იმოქმედებთ, უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის.

  • “ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო”- ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

    “ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო”- ნინი ბადურაშვილი ბოდიშს იხდის

    მომღერალი  და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა და  გოგოს რომლის მისამართითაც მან კომენტარი დაწერა ბოდიშს უხდის.

    “მეგობრებო! ამ გოგონას ვერაფრით მივაწვდინე ხმა.. ძალიან სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტი მოხდა გუშინ.. ვაღიარებ ჩემი მხრიდან არასწორი ქმედება იყო,რაზეც მოყვა თქვენი ლოგიკური რეაქცია.. მინდა ბოდიში მოვუხადო მას! ალბათ ნახავს როდესაც აღადგენს მის გვერდს.. ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ ზედმეტი აგრესიისაგან, წარმატებები და ბედნიერება თქვენ  “-  წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა : „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”. მომღერალმა კი მომხმარებელს საკუთარი სურათი დაუდო წარწერით „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, რის შემდეგაც ნინი ბადურაშვილის კომენტარს დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა.

     

  • რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

    რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

    შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ პენთან დაშორების შემდეგ ვარსკვლავი ორი ნაშვილები ბავშვის გაზრდაზე კონცენტრირდა: ის რვა წლის ჯექსონს და ხუთი წლის ოგასტს ზრდის. უკვე ხუთი წელია შერლიზ ტერონი მარტოა. ორი დღის წინ მისი კოლეგის, დრიუ ბერიმორის გადაცემაში The Drew Barrymore Show შარლიზ ტერონმა მოყვა, რატომ არ ყავს ამდენი ხანი მეგობარი მამაკაცი:

    “ჩემი ცხოვრება ჩემს შვილებთან და ჩემს ააჩვეულებრივ ოჯახთან, შესანიშავია. შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ თავს მარტოსულად არ ვგრჯნობ. შვილების გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში ჩემი ინტერესები ან ცხოვრების სხვა ასპექტები ვერ შეცვალა და ვერ ჩაანაცვლა. ისევ ისეთი ვარ! უბრალოდ ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში პრიორიტეტები იცვლება. მშობლობა დიდი სამუშაოა. დღის ბოლოს ლოგინში ვწვები და იმაზე ვფიქრობ, რომ არ ვისურვებდი ამ დღეს სხვაგვარად ჩაევლო“– თქვა მსახიობმა.

    მიუხედავად იმისა, რომ ტერონი მისი თქმით თავს მარტოც მშვენივრად გრძნობს, ვარსკვლავის ქალიშვილი შეწუხებულია იმით, რომ დედას ბოიფრენდი არ ყავს. მსახიობი ამბობს, რომ ოგასტს ძალიან უნდა დედას შეყვარებული ყავდეს:

    “ორი დღის წინ მანქანაში ვიჯექი ჩემს გოგოებთან ერთად და უმფროსმა რაღაც ასეთი მითხა: “ შენ ბიჭი გჭირდება!“ ვუთხარი, რომ სინამდვილეში თავს ასეც კარგად ვგრძნობ, მან კი მიპასუხა: “იცი დედა, შენ უბრალოდ ბიჭი გჭირდება, შენ ურთიერთობები გჭირდება!“– ამბობს შარლიზ ტერონი.