Category: სხვადასხვა

  • “არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან!” – გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურს

    მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი თემურ წიკლაურის მდგომარეობაზე Facebook–ზე წერს.

    არწივო, არ გაფრინდე, იყავი ჩვენთან! ძალიან გვიყვარხარ და გვინდა, კიდევ დიდხანს იყო. თემურ წიკლაური კოვიდ-19-ის გამო უკვე კვირაზე მეტია სასუნთქ აპარატზეა მიერთებული, მისი მდგომარეობა მძიმეა“, – წერს სუხიტაშვილი.

    75 წლის თემურ წიკლაური თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მას კორონავირუსი დაუდასტურდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ კი ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილ მომღერალსა და მსახიობს თანმხლები დაავადებები აქვს, ასევე, გადატანილი აქვს გულის მიკროინფარქტი.

  • მაგნუმის ცნობილმა ფოტოგრაფმა ქართველი მეშახტეების ფოტოები გამოაქვეყნა

    ფოტოგრაფების მსოფლიო გაერთიანების – Magnum Photos ცნობილი ფოტოგრაფი, მარკ ფაუერი  ინსტაგრამზე ქართველი მეშახტეების ფოტოებს აქვეყნებს.

    მისი თქმით, ფოტოები 2009 წლის მარტში, ტყიბულში გადაღებული.

     

  • “მათემატიკური გათვლებით მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, უფრო ადრე“–გიორგი ფხაკაძე

    კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი შესაძლოა ისევ გაიზარდოს – ეს პროგნოზი აქვთ სპეციალისტებს, რომელთა აზრითაც, დღესასწაულების აღნიშვნა უარყოფითად აისახება კოვიდდადასტურებული შემთხვევების რაოდენობაზე.

    ჯანდაცვის ექსპერტის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ინფიცირების მესამე ტალღა, მათემატიკური გათვლებით, აპრილშია მოსალოდნელი, თუმცა, მისი თქმით, თუ პირბადის ხელმისაწვდომობა არ გაიზარდა, ის შეიძლება უფრო ადრე დადგეს.

    “მათემატიკური გათვლებით, მესამე ტალღა უნდა დაიწყოს აპრილში, მთელი მსოფლიო ელოდება და არის მოლოდინის რეჟიმში. მაგრამ, ისევე, როგორც ჩვენ მოგვივიდა მეორე ტალღის შემთხვევაში, როცა ველოდებოდით ნოემბერში და მივიღეთ სექტემბერში, თუ არ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებას, იმის ნაცვლად, რომ მესამე ტალღა აპრილში იყოს და იქამდე კარგად მოვემზადოთ, მივიღებთ უფრო ადრე. ეს გადაწყვეტილებები არის ერთი და იგივე – პირბადის ხელმისაწვდომობა. ყველა ამბობს, პირბადეო, კი ბატონო, მაგრამ თუ ის ღირს 1 ლარი და 60 თეთრი, ადამიანმა როგორ იყიდოს ის პირბადე, სუბსიდირება გააკეთონ, რომ პირბადე იყოს 5 თეთრი, ეს არის ერთადერთი წამალი, ვაქცინა, რომელიც არსებობს დღევანდელ მსოფლიოში კოვიდის საწინააღმდეგოდ,”- განაცხადა მან.

  • ექიმი, რომელიც ხუთი წელია არ ბანაობს ამტკიცებს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს. ამერიკელი პროფესორის ექსპერიმენტის დეტალები

    “თავს მშვენივრად ვგრძნობ“–ასე პასუხობს ექიმი ჯეიმს ჰემბლინი მუდმივად კითხვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმ ადამიანებისგან, ვისაც მისი გადაწყვეტილება აშფოთებს – ექიმი უკვე ხუთი წელია არ ბანაობს.

    “ამას ეჩვევი და თავს სრულიად ნორმალურად გრძნობს“– ეუბნება ბიბისი–ს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის 37 წლის პროფესორი, რომლის სპეციალიზაცია პროფილაქტიკური მედიცინაა.

    ექიმი ჰემბლინი რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ამერიკულ ჟურნალ Atlantic–ში. სწორედ აქ დაიბეჭდა 2016 წელს მისი სტატია სათაურით: “დაბანა შევწყვიტე, ცხოვრება კი გრძელდება“.

    “ჩვენ ცხოვრების დაახლოებით ორ წელს შხაპში ან აბაზანაში ვატარებთ. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს, ფულს და წყალს ვხარჯავთ ტყუილად?“– წერდა ის სტატიაში.

    2020 წელს მან დეტალურად აღწერა საკუთარი გამოცდილება წიგნში: “სისუფთავე: ახალი მეცნიერება კანზე და იმაზე, თუ რა მშვენიერია აკეთო ნაკლები.“ (Clean: The New Science of Skin and the Beauty of Doing Less).

    ჰემბლინი მყარად არის დარწმუნებული, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელების საპნით დაბანის და კბილების გახეხვის შეწყვეტა, თუმცა თვლის, რომ არ ღირს ასეთივე ყურადღება დავუთმოთ სხეულის სხვა ნაწილებს.

    ბანაობის შეწყვეტა თავდაპირველად ექიმისთვის ექსპერიმენტი იყო

    “მინდოდა გამეგო რა მოხდებოდა. ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც იშვიათად იბანს, თუმცა მინდოდა ეს საკუთარ თავზე გამომეცადა და გამეგო როგორი იქნებოდა ეფექტი. დროთა განმავლობაში თქვენი სხეული სულ უფრო ეჩვევა ამას. თუ საპონს და დეზოდორს არ იყენებთ, თქვენი სხეული ისე ძლიერ აღარ ყარს. თქვენი კანი სულაც არ ხდება უფრო ცხიმიანი. ბევრი ადამიანი თავს შამპუნით იბანს, რათა თმიდან ცხიმი მოიშროს, შემდეგ კი კონდიციონერს იყენებს, რათა თმაში ხელოვნური ზეთები შეიყვანოს. თუმცა, თუ ამ ციკლს შეწყვეტთ, თქვენი თმა ზუსტად ისეთივე ქნება, როგორც ამ საშუალებების გამოყენებამდე“– ამბობს ექსპერიმენტატორი ექიმი.

    თუმცა, მისი თქმით ეს თანდათანობით უნდა მოხდეს.

    ჰემბლინმა თავიდან საპნის, შამპუნის და დეზოდორის გამოყენება შეამცირა და ბანაობებს შორის ინტერვალი გაზარდა. შხაპის ყოველდღიური მიღების ნაცვლად სამ დღეში ერთხელ იღებდა, შემდეგ კი ბანაობაზე საერთოდ უარი თქვა:

    “ხანდახან შხაპის მიღება ძალიან მინდოდა უბრალოდ იმიტომ, რომ მენატრებოდა, ცუდი სუნი მქონდა ან თავს ჭუჭყიანად ვგრძნობდი. მაგრამ ეს თანდათანობით სულ უფრო იშვიათად ხდებოდა“– ამბობს ჰემბლინი.

    მისი თქმით, რაც უფრო იშვიათად იყენებდა წყალს და დასაბან საშუალებებს, მით უფრო ნაკლებად ჭირდებოდა ისინი.

    სხეულის სუნი და ბაქტერიები

    როგორც ამერიკელი მეცნიერი განმარტავს, სხეულის სუნს ბაქტერიები განსაზღვრავს, რომლებიც კანზე ცხოვრობენ და ოფლით თუ კანისგან გამოყოფილი სხვა ნივთიერებებით იკვებებიან.

    დასაბანი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება კანის ცხიმოვან ბალანსს ცვლის და ბაქტერიებში განგაშს იწვევს.

    “შხაპის ენერგიული მიღებისას მთელ ეკოსისტემებს ანგრევთ. ნიშა რა თქმა უნდა ივსება, თუმცა სულ უფრო მეტად მიკრობების იმ სახეობებით, რომლებიც ცუდ სუნს იწვევენ“– წერდა ის საკუთარ სტატიაში ჯერ კიდევ 2016 წელს.

    ის ამტკიცებს, რომ როცა საერთოდ არ ვიბანთ, იწყება ამ ეკოსისტემების თვითრეგულაციის პროცესი, ხდება მათი სტაბილიზაცია და ადამიანს ცუდი სუნი აღარ აქვს.

    “რა თქმა უნდა, ოდეკოლონის სუნი არ გექნებათ, მაგრამ არც აყროლებული იქნებით. უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური სუნი გექნებათ“– ამბობს ჰემბლინი

    ჟურნალ BBC Science Focus–თან ინტერვიუში 2020 წლის აგვისტოში მას დაუსვეს კითხვა, აწუხებს თუ არა ის ფაქტი, რომ შეიძლება ცუდი სუნი ჰქონდეს, მაგრამ მის გარშემო ადამიანები მეტისმეტად ზრდილობიანები იყვნენ ამის ხმამაღლა სათქმელად.

    ამაზე პროფესორმა განაცხადა, რომ ის მუდმივად დაჟინებით თხოვდა კოლეგებს,მეგობერბს და ნაცნობებს, ეთქვათ თუ მისი სუნი აწუხებდათ. სწორად ასე მიაღწია ბალანსს, როცა მისმა სხეულმა არასასიამოვნო სუნის გამოყოფა შეწყვიტა.

    უფრო მეტიც, ჰემბლინი ამტკიცებს, რომ მის ცოლს მისი ახალი სუნი მოსწონს კიდევაც. სხვა ადამიანებიც ამბობენ, რომ მას მშვენიერი სუნი აქვს.

    “კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სუნები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ადამიანებს შორის ურთიერთობებში. ახლა კი პრაქტიკულად გაქრნენ ჩვენი სოციალური ბიოლოგიიდან. ამიტომაც ახლა ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს არანაირი სუნი არ ქონდეთ, ან სხვადასხვა პარფიუმერიის სუნი ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვთვლით, რომ მათ ცუდი სუნი აქვთ. ადამიანის სხეულის ნებისმიერი  ბუნებრივი სუნი ავტომატურად ითვლება ნეგატიურად.“– ამბობს ის.

    შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ჰემბლინმა კატეგორიულად და სამუდამოდ თქვა უარი ბანაობაზე?

    არა, ის ამბობს, რომ ხანდახან, როცა ძალიან ჭუჭყიანდება ან ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ შეიძლება წყალი გადაივლოს, თუმცა მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ადამიანს შეუძლია ზედმეტი ჭუჭყი დავარცხნით ან ფხანითაც მოიშოროს.

    ექიმი ამბობს, რომ თავის მოვლის საშუალებების ინდუსტრიამ თავს მოგვახვია სხვადასხვა საშუალებების ფეტიში, მაშინ, როცა ჩვენი კანის მდგომარეობა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების სტილზე და ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

    ჰემბლინკი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსხვავება დავინახოთ მეცნიერებასა და მარკეტინგს შორის. მისი აზრით ჩვენ იმაზე ბევრად მეტ თავის მოვლის საშუალებებს მოვიხმართ, ვიდრე სინამდვილეშია საჭირო და გვგონია, რომ ამით ჩვენს ჯანმრთელობას რამეს ვმატებთ. ექიმი შეგვახსენებს, რომ თავის მოვლა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს თანამედროვე გამოგონებაა.

    “ჯერ კიდევ ასი წლის წინ ადამიანების უმრავლესობას არ ქონდა წვდომა წყალგაყვანილობასთან, ასეთი რამ მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი. უბრალო ადამიანები კი მხოლოდ იშვიათად ახერხებდნენ დაბანას. შეიძლება მდინარეში ან ტბაში ებანავთ, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამას ყოველდღე ვერ ახერხებდნენ. გარდა ამისა, მაშინ მასობრივი წარმოებები არ არსებობდა და ადამიანები ხელნაკეთი საპნით სარგებლობდნენ, თანაც არა ყოველდღე, რადგან ის კანს ჭამდა“– ამბობს ექიმი.

    თავის წიგნში ის ასკვნის, რომ ადამიანები გადაჭარბებული დოზით  ბანაობენ და ამის შეწყვეტა მხოლოდ სასარგებლო იქნებოდა. ერთ–ერთ არგუმენტად მას ის ფაქტი მოყავს, რომ ჯერჯერობით საკმარისად არ არის შესწავლილი, როგორ ცვლის დაბანის პროცესი მიკრობების შემადგელობას ჩვენს კანზე.

    “ჩვენს კანზე მცხოვრები ბაქტერიები არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის, ვიდრე ნაწლავებში არსებული ბაქტერიებია საჭირო საჭმლის მონელებისთვის. ბაქტერიებს ცუდი რეპუტაცია ჩამოუყალიბდათ, თუმცა ბოლო 10 წლის მანძილზე ბევრი გავიგეთ იმის შესახებ, რომ ბაქტერიები ყველგან არსებობენ და როგორც წესი, ისინი ზიანს არ გვაყენებენ. მავნებელი მხოლოდ მათი ძალიან მცირე ნაწილია. ამან ადამიანები უნდა დააფიქროს, რა ხდება დაბანის დროს. რა თქმა უნდა, გვინდა თავიდან გვინდა მოვიშოროთ ის მიკრობები, რომლებიც დაავადებებს იწვევენ, მაგრამ არ უნდა მოვსპოთ ყველა მიკრობი“– ამბობს მეცნიერი.

    ღირს თუ არა ჰემბლინის მეთოდის ცდა?

    ექიმი ამბობს, რომ არ აპირებს ვინმეს უმტკიცოს, რა არის კარგი და რა ცუდი, ან ამტკიცოს, რომ მისი მიდგომა ყველასთვის კარგია. თუმცა მათ, ვისაც კანთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ან უნდა ეს მეთოდი სცადოს, ექიმი ურჩევს უფრო იშვიათად დაიბანონ და შემდეგ თვითონ გადაწყვიტონ, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს.

    “მაგალითად, ვიღაც უფრო ნაკლები შამპუნის გამოყენებას იწყებს, ვიღაც კი უფრო ნაკლებ დეზოდორს მოიხმარს. შეგიძლიათ იმით დაიწყოთ, რომ შხაპში გატარებული დრო შეამციროთ, უფრო ცივი შხაპი მიიღოთ, იშვიათად იბანაოთ ან ნაკლები საპონი მოიხმაროთ. კარდინალური ცვლილებები სულაც არ არის საჭირო“– ამბობს ექიმი.

    მის მიდგომას ექიმების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. მართალია ბევრი თანამედროვე მეცნიერი თანხმდება იმაზე, რომ ადამიანები დასაბანი საშუალებების მეტისმეტად დიდ რაოდენობას მოიხმარენ, მაგრამ არ არსებობს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულებები, რომ შამპუნის და საპნის მოხმარებაზე სრულიად უარის თქმა ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედებს.

    სამაგიეროდ  საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, რომ თავის კანის რეგულარულ გასუფთავებაზე უარის თქმამ შეიძლება სერიოზული პრობლემები, მაგალითად სებორიული დერმატიტი გამოიწვიოს.

  • ”მოვიწყინე, დედიკო რომ არ გაჭმევს შოკოლადებს?”- ანუკი არეშიძე ნიკოლას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

    “მოვიწყინე… დედიკო რომ არ გაჭმევს შოკოლადებს?” – თბილისის მერის, კახა კალაძეს მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე “ინსტაგრამის” სთორიში, ნიკოლას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.

     

  • კაპიტოლიუმზე შტურმისას მოკლული 35 წლის ქალი აშშ-ის საჰაერო ძალების ვეტერანია

    ქალი, რომელიც აშშ-ს კონგრესის შენობაზე შტურმის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა, 35 წლის ეშლი ბაბიტია. ის აშშ-ს საჰაერო ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა. ინფორმაციას The Washington Post აქვეყნებს.

    მისი ყოფილი მეუღლის, ტიმოთი მაკინტის თქმით, ტრამპის მხარდამჭერი ეშლი ბაბიტი სან დიეგოში დაიბადა და გაიზარდა, სამსახურეობრივ საქმიანობას ავღანეთსა და ერაყში ასრულებდა, შემდეგ კი მცირე ბიზნესი წამოიწყო.

    “არასდროს დაგავიწყდებოდათ მასთან შეხვედრა. ის იყო საზრიანი და თავის შეხედულებებში დარწმუნებული, ამავე დროს მზრუნველი, ტკბილი და მოსიყვარულე”,– ამბობს ყოფილი მეუღლე და აღნიშნავს, რომ მას არასდროს ეშინოდა საკუთარი აზრის გამოხატვის და ალბათ სწორედ ეს იყო აქციაზე გასვლის მიზეზიც.

    ეშლი ბაბიტი 6 იანვარს, ნაშუადღევს საავადმყოფოში გულ–მკერდის ჭრილობით გადაიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

    ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ.

    ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს სულ 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა. მათ 52 დემონსტრანტი დააკავეს.

    მას შემდეგ რაც კაპიტოლიუმში ვითარება განიმუხტა, კონგრესმა ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა. პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

  • კაპიტოლიუმში შეჭრისას ტრამპის მხარდამჭერს ხელში საქართველოს დროშა ეჭირა

    გუშინ, 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერი, რომელიც კაპიტოლიუმის წინ დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას, საქართველოს დროშას აფრიალებდა. ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

    მომხმარებლების აზრით, მამაკაცმა ჯორჯიის შტატის დროშის ნაცვლად, შეცდომით საქართველოს დროშა იყიდა.

    გუშინ, აშშ–ის დროით 14:30 საათზე კაპიტოლიუმთან შეკრებილმა ტრამპის მხარდამჭერებმა ბარიკადები გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. ისინი კონგრესს მოუწოდებდნენ, არ ეღიარებინათ ჯო ბაიდენი პრეზიდენტად.

    კონგრესზე შტურმის დროს ერთი ქალი გულ-მკერდის არეში დაიჭრა და გარდაიცვალა. ვაშინგოტნის პოლიციის ცნობით, შტურმს კიდევ 3 ადამიანი ემსვერპლა. დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავიც. აშშ–ის არმიამ სიტუაციის დეესკალაციის მიზნით კაპიტოლიუმში ვაშინგტონის ნაციონალური გვარდია შეიყვანა.

    აშშ–ს დედაქალაქში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში სიწყნარეა და კონგრესის სხდომა მიმდინარეობს.

  • “ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს, თავში” – გივი სიხარულიძე

    “ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს, თავში” – ამის შესახებ, მწერალმა და მსახიობმა გივი სიხარულიძემ “კვირის პალიტრასთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

    “თუ ქართულ პოლიტიკაში ილია ჭავჭავაძის, მერაბ კოსტავას ან – ამბროსი ხელაიას მსგავს კაცს დავინახავ, კი ბატონო, მაგრამ ესენი ბანდიტები არიან, რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ამიტომ, არც ოპოზიცია მადარდებს და არც – პოზიცია. მართალია, თითო-ოროლა ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ ამ ცრუპოლიტიკოსების უმრავლესობა ჩემთვის მიუღებელია. სიმართლე გითხრათ, არჩევნებში ჩემს თავსაც არ მივცემდი ხმას, რადგან მე კრისტალური ადამიანი არ ვარ და არ მინდა, ჩემი ხალხი მოვატყუო. მიუხედავად იმისა, რომ არავის ვემხრობი, მგონია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანია და ვერ მოერევიან. მარტივი ლოგიკაა: რომ მოგერიო, შენზე უკეთესი, შენზე გონიერი და წესიერი უნდა ვიყო, მაგრამ თუ ნაძირალა ვარ, ხალხი როგორ გამომყვება ან რატომ დამიჯერებს? ჩემი აზრით, ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს – თავში. ერთი კარგი გამონათქვამია: ისეთმა ძროხამ უნდა დამწიხლოს, რომელიც ჩემზე მეტს იწველისო – აქაც იგივე სიტუაციაა. ჩემი აზრით, ეს ძალად ოპოზიცია სულ მალე პარლამენტში შეცუნცულდება და ამას ყველა დავინახავთ. ახლა კი გაიძახიან – არჩევნები გააყალბესო, მაგრამ ამ არჩევნების შედეგები მთელმა მსოფლიომ აღიარა: თქვეს, რომ ხარვეზებით, მაგრამ მაინც ჩატარდა. იმიტომ, რომ ვიღაცას მისი შედეგი არ მოეწონა, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს? კი ბატონო, ჩატარდეს ხელმეორე არჩევნები, მაგრამ ესენი რომ მოვიდნენ, მაშინ გვეშველება? ხალხმა ვინმეს რომ დაუჯეროს, წესიერი ხალხი უნდა იყოს ოპოზიციის სათავეში და არა თავის თავზე შეყვარებული ვირთხები. ვის დავუჯერო? ალეკო ელისაშვილს თუ “გირჩს”, რომლის წევრებიც ახალგაზრდებს პლანის მოწევისკენ მიუთითებენ?”- ამბობს გივი სიხარულიძე.

  • მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი კორონავირუსით დაინფიცირდა

    რუსეთის სახალხო არტისტი, მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი კორონავირუსის დიაგნოზით ცოლთან ერთად საავადმყოფოშია. მას კორონავირუსი გასულ კვირას დაუდგინდა, შაბათ–კვირას კი მისი ასაკის გათვალისწინებით მისი ჰოსპიტალიზება გადაწყდა. ბასილაშვილის ქალიშვილის, ქსენიას თქმით მსახიობი თავს კარგად გრძნობს და არანაირი გართულება არ აღენიშნება.

    86 წლის ბასილაშვილი ჩვეულებრივ პალატაშია და არა რეანიმაციაში.

    რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 3.2 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, ბოლო დღეებში პეტერბურგმა ახალ დაინფიცირებულთა რაოდენობით მოსკოვს გაუსწრო.

  • “საიდუმლოდ ვინახავდით”- ვინ არის ანა დოლიძის მეორე ქმარი და რატომ დაიწერეს ჯვარი ფარულად

    მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ფეხმძიმედაა და მეორე შვილს ელოდება. ფართო საზოგადოებას მისი ხელახლა დაოჯახების ამბავი გამოჰპარვია. ვინ არის ანა დოლიძის მეორე ქმარი და რატომ დაიწერეს ჯვარი საიდუმლოდ,  ამაზე „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუში დოლიძე თავად საუბრობს.

    „ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე რაღაც პერიოდი გავიდა და დავიწყეთ შეხვედრა. ჯერ ყავაზე დამპატიჟა, მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა.

    დაოჯახების ამბავი არავინ იცის, საიდუმლოდ ვინახავდით. კორონას პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია – ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი – ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა. თებერვლის ბოლოდან ველოდებით პატარას. სქესი არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ.

    ქორწილის აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ რომ მივხვდით, ზაფხულში ყველაფრის აღდგენას პირი არ უჩანდა, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა. ჩემი მეუღლე გიორგი ჩემს გადაცემებს არ უყურებს, მთავარი კრიტიკოსი – დედაჩემია“, – ჰყვება ანა დოლიძე. vape shop online store