Category: სხვადასხვა

  • კოვიდის შიშით ქალმა 3 თვე ჩიკაგოს აეროპორტში გაატარა

    36 წლის ადიტია სინგხმა, რომელსაც პანდემიის დროს თვითმფრინავში ჩაჯდომის ეშინოდა, სამი თვე ჩიკაგოს აეროპორტში გაატარა. აეროპორტის პერსონალისთვის განკუთვნილ ზონაში მან ეს დრო ისე გაატარა, რომ ვერავინ შენიშნა.

    სინგხი შაბათს აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიის თანამშრომელმა დოკუმენტების წარდგენა მოთხოვა. ქალი შეეცადა ბეიჯი წარედგინა, თუმცა გაირკვა, რომ გასული წლის ოქტომბერში აეროპორტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა ზუსტად ასეთი ბეიჯი დაკარგა, სინგხი კი დააპატიმრეს.

    პოლიციის ინფორმაციით ლოს ანჯელესში მცხოვრები ქალი მშობლიური ქალაქიდან 19 ოქტომბერს ჩიკაგოში ჩაფრინდა და აეროპორტის თანამშრომლის დაკარგული ბეიჯი იპოვნა. სასამართლოში მან განაცხადა, რომ კოვიდის გამო სახლში დაბრუნების ეშინოდა.

    ქალს თავისუფალი წვდომა ქონდა აეროპორტის იმ ნაწილში, რომელიც ხალხისთვის დაკეტილია, საკვებს კი მგზავრებში მოწყალების თხოვნით შოულობდა. ასე გრძელდებოდა 19 ოქტომბრიდან 16 იანვრამდე.

    ქალს ბრალი ედება დახურულ ზონაში უკანონო შეღწევასა და წვრილმან ქურდობაში. მან ათას დოლარიანი გირაო უნდა გადაიხადოს, ან ციხეში ჩაჯდეს.

    ამერიდან მას ჩიკაგოს აეროპორტის შენობაში შესვლა ეკრძალება.

     

  • ახალი სკანდალი თუ შერიგების მცდელობა–მეგან მარკლის მამა შვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს

    მეგან მარკლის შემთხვევაში ფრაზა – “ნათესავებს არ ირჩევენ“ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის ნახევარდამ მათ დაძაბულ ურთიერთობებს მთელი წიგნი მიუძღვნა, რომელიც იანვრის ბოლომდე გამოვა გაყიდვაში. თუმცა, სათაურიდან გამომდინარე ეს არა ერთი წიგნი, არამედ  მთელი სერია იქნება.

    არანაკლებ სკანდალურად ცნობილი მეგან მარკლის მამა კი, რომელთან ურთიერთობა მეგანმა დიდი ხანია შეწყვიტა, აცხადებს, რომ ქალიშვილზე დოკუმენტურ ფილმს იღებს. ტომას მარკლის თქმით ფილმში შევა აქამდე გამოუქვეყნებელი ვიდეოები და მეგანის ბავშვობის ფოტოები. სიუჟეტი მეგანის კალიფორნიაში გატარებულ ბავშვობაზე, მსახიობის კარიერის საწყის ეტაპსა და მისი კარიერის პიკზე – სერიალ ფორს მაჟორში მონაწილეობაზე. სავარაუდოდ ფილმი ამ წლის ბოლომდე გამოვა.

    შეგახსენებთ, რომ ტომას მარკლს წარმატებული ოპერატორის კარიერა ჰქონდა და არაერთ სერიალზე მუშაობდა. სწორედ მისმა პროფესიამ განაპირობა დიდწილად კინოინდუსტრიაში მეგანის მომავალი.

    2018 წლიდან მამა–შვილს ურთიერთობა აღარ აქვთ. მიზეზი ტომას მარკლის მრავალრიცხოვანი ინტერვიუები გახდა, რომლებშიც კონფიდენციალობა დაარღვია, ასევე სხვადასხვა ქმედებები, რომლებიც სასექსის ჰერცოგის მეუღლის მხრიდან პიარის კეთების სურვილის კვალიფიკაცია მიიღო და რასაც მისი მხრიდან სასამართლოში სარჩელი მოჰყვა. ტომას მარკლი არ დაპატიჟეს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილში, დღემდე არ უნახავს შვილიშვილი არჩი, რომელსაც მაისში ორი წელი შეუსრულდება.

  • შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო – რას ჰყვება ქართველი ექიმი

    “სოციალურ ქსელში ექიმი ოთო აბესაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გვიან ღამით მომხდარს დეტალურად იხსენებს:”-  სოციალურ ქსელში ექიმი ოთო აბესაძე იმის შესახებ წერს თუ როგორ დააჯარიმა საპატრულო პოლიციამ გვიან ღამით.

    “აქვე პატარა, მაგრამ ძალიან გასაბრაზებელი ისტორია.

    მოკლედ, ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი დატვირთული გრაფიკი, კლინიკიდან კლინიკაში სირბილი და საშუალოდ 117 საათიანი სამუშაო კვირა. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამსახურში სხვა ეკიპირებასთან ერთად პირბადეც სულ მიკეთია. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე კვირის წინ მეც გადავიტანე Covid-19. ერთადერთი შანსი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, კვირაში 1-2 საღამოს მაქვს, როცა მორიგე ან მუშაობისგან ძალიან დაღლილი არ ვარ და ჩემს ცუგა ღუპისთან ერთად უბანში სკეიტით “საკატაოდ” გავდივარ ხოლმე. დღეს 21:30სთ-ზე კეთილის მსურველმა პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა და იმის იმედით, რომ მსუყე ჯარიმას გამომიწერდა, საშვის ქონა არ ქონის საკითხის გარკვევა დაიწყო. ვინაიდან როგორც ექიმი “პრივილეგირებული” და საშვიანი ვარ, გადაწყვიტეს, პირბადის არ ქონის გამო დაჯარიმება. ხაზს ვუსვამ, ამ დრომდე ძალიან მშვიდად და მეგობრულად ვიქცეოდი. ვეცადე ამეხსნა, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა ვარჯიშისას პირბადის ტარება. მითუმეტეს, როცა ირგვლივ კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. ამიხსნეს, რომ კანონი დავარღვიე და მაინც დავჯარიმდებოდი. ისევ ზრდილობიანად და ღიმილით ვეცადე ამეხსნა, რომ ლოგიკის ჩარჩოებს სცდებოდა კანონის მათი ინტერპრეტაცია. პასუხად ჭკუა დამარიგეს, რომ სხვებსაც მივუთითო პირბადის ტარებაზე. ვუთხარი, რომ როგორც ექიმი, სულელურ რეკომენდაციებს არ გავცემ და მისი შენიშვნა მედიცინის თვალსაზრისით დებილობაა. ამ ორი სიტყვის გაგონებაზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბორკილების დადებითა და დაკავებით დამემუქრა. რაზედაც ტაში დავუკარი და სიცილი ვერ შევიკავე. აღნიშნულზე პატრულ-ინსპექტორი გაბრაზდა და მომაძახა: ჰო უკარი ტაში, შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო
    მოკლედ მადლობა გადავუხადე და დამშვიდობებას ვაპირებდი ისევ მომაძახა: არც ექიმად ივარგებო! ვკითხე, ეგ არაა შეურაცხყოფა-მეთქი? არა, მე ჩემს კოლეგას ვუზიარებდი საკუთარ აზრსო, მითხრა დამცინავად. ჰო, მეც ჩემ ძაღლს ვეკითხებოდი, პასუხი საჭირო არ იყო-მეთქი ვუპასუხე, ქვითარი ჩავიჯიბე და ვარჯიში განვაგრძე.
    P.s. ვინმე გამოცდილმა ამიხსენით სად და როგორ უნდა გავასაჩივრო ?
    P.p.s. მოდი და არ გეძინოს მშვიდად წესრიგს ისე იცავენ”- წერს ოთო აბესაძე.
  • კორონავირუსი შესაძლოა ერექციული დისფუნქციის მიზეზი გახდეს–სპეციალისტების დასკვნა

    კორონა-ვირუსით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ იმ ჩივილების ჩამონათვალი, რაც კოვიდ-ინფექცია გადატანილ პაციენტებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აწუხებთ, საკმაოდ დიდია.

    უკვე ბევრი რამ ითქვა საერთო სისუსტის, გულ-სისხლძარღვთა და ნეოროლოგიური სახის დაავადებების შესახებ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ამ ჩამონათვალს შესაძლია სხვა სახის ჩივილებიც დაემატოს.

    მაგალითად ერექციული დისფუნქცია. ამ დასკვნამდე მივიდნენ იტალიელი მეცნიერები. მიზეზი, მათი აზრით, შეიძლება იყოს სწორედ ის, რომ Covid-19 გავლენას ახდენს სისხლ-ძარღვებზე. დაავადებით მიღებულ ფსიქოლოგიურ სტრესს ასევე შეუძლია გაზარდოს ერექციული დისფუნქციის რისკი. რამდენად ხშირია ერექციული დისფუნქცია, როგორც Covid-19 დაავადებით გამოწვეული გრძელვადიანი შედეგი და რა ვითარებაში ვლინდება იგი ჯერჯერობით სრულად გამოკვლეული არ არის.

    იტალიელი მეცნიერების კვლევის შესახებ არაერთი უცხოური მედიასაშუალება და ექსპერტი წერს.

  • “ეს ძალიან სწრაფად მოხდება, ამას თვითონ ხალხი გააკეთებს, ტალღა გადარეცხავს უწმინდურთ“ – ლელა კაკულიას ახალი წინასწარმეტყველება

    “ეს ძალიან სწრაფად მოხდება, ამას თვითონ ხალხი გააკეთებს“ – ლელა კაკულია “ბედობის დღეს“ ახალ წინასწარმეტყველებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, ის ხედავს როგორ ამუშავდება მაღაზიები და ამუშავდება ეკონომიკა რომელსაც თავად ხალხი გააკეთებს.

    ” აი ამ ტალღებს ჰგავს ჩემი საქართველო, აბობოქრებულ ოკიანეს. ტალღა ყველა უწმინდურს და უარყოფითს გადარეცხავს და გაბრწყინდება საქართველო. ყველაფერი გადაივლის ეს ყველაფერი დროებითია მაგრამ ის სირთულეები რაც საქართველოს უნდა ჰქონოდა საქართველო გამოძვრა და ასე ვიშორებთ ამ ნეგატიურ ენერგიებს. ვხედავ როგორ გაიხსნება მაღაზიები, ვხედავ როგორ ამუშავდება ეკონომიკა და ეს ძალიან სწრაფად მოხდება ამას თვითონ ხალხი გააკეთებს.”- ამბობს ლელა კაკლულია ვიდეომიმართვაში.

    https://www.youtube.com/watch?v=CRIbMIeuPV4&fbclid=IwAR3bRsVUTEreZRi5TMY5ZpyAa195J_WuJxKmONhpfh4n2U-4MmLVFi8UN4I

  • ფილტრისა და ფოტოშოფის გარეშე:ჯენიფერ ლოპესის ფოტოები რეალურ ცხოვრებაში პლაჟზე

    ამბობენ, რომ ჯენიფერ ლოპესი ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი და მოტივატორია. ის ყოველთვის ფორმაშია, ვარჯიშობს და სხვადასხვა დიეტას იცავს. ბეჯითი შრომის შედეგს ვარსკვლავი თავად  ხშირად უკეთებს დემონსტრირებას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოებით, რომლებსაც ათასობით მოწონება აქვს.

    თუმცა ხანდახან პაპარაცული ფოტოებიც საჯაროვდება, რომლებზეც ვარსკვლავი ასევე მშვენივრად გამოიყურება.

    საქმროსთან, რობერტ როდრიგესთან ერთად ჯეი ლო ტერქსისა და ქაიქოსის კუნძულებზე გაემგზავრა დასასვენებლად. სწორედ აქ შენიშნეს პაპარაცებმა პლაჟზე სეირნობისას.

    ვარსკვლავის თავყვანისმცემლებმა გამოქვეყნებულ ფოტოებზე კომპლიმეტნები არ დაინანეს.

  • “ნუ დამირეკავთ“–ვინ შეინარჩუნა პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილთან დარეკვის უფლება

    პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების გავრცელების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში სცადა ყველა დაერწმუნებინა, რომ პოლიტიკიდან მართლაც მიდის და აღარ აპირებს არც პოლიტიკურ პროცესში და არც მის პარტიასთან დაკავშირებულ საქმეებში ჩარევას.

    “არც კონსულტაციები მექნება, არც მხარდამჭერი არ ვიქნები მე „ქართული ოცნების“. ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება. არანაირი ინტერვიუ, საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდს წევრზე, რომელებიც ძალიან მიყვარს და რომელთაც დიდ პატივს ვცემ, არანაირი შენიშვნის მიცემა, რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. პირიქითაც ნუ აკადრებთ თქვენს თავს და ნურც მე მაკადრებთ. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებზე რჩევისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრე რაც იყო და როგორც ვამბობდი, ისე ვაკეთებდი. დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ სწორედ ისე შევასრულებ, როგორც ვამბობ“, -თქვა  ბიძინა ივანიშვილმა.

    თუმცა ბევრს არ ჯერა მისი გულწრფელობის და იმის, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. სავარაუდოდ ის პროცესებზე გავლენას და კონტროლის მექანიზმებს შეინარჩუნებს. მასთან დარეკვა კი შესაძლოა ოცნების რიგითი წევრებისთვის მართლაც მიუწვდომელი იყოს, თუმცა იქნებიან გამონაკლისები.

    ქრონიკა + ერს, რომ ივანიშვილთან დარეკვის უფლება რამდენიმე ადამიანს დარჩა.

    გამოცემა ოცნებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ივანიშვილთან დარეკვის უფლება ექნებათ: კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძეს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვახტანგ გომელაურს, ანზორ ჩუბინიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და გიორგი გახარიას.

    ქრონიკა + წერს, რომ ივანიშვილმა საკონტაქტოდ ურთიერთმოძულე ადამიანები შეარჩია, რომლებიც ლიდერთან “ერთმანეთსაც ჩაუშვებენ და ვითარებასაც გააცნობენ მას. “ოცნების ყოფლი თავმჯდომარე ასე უფრო კარგად გააკონტროლებს ქართულ ოცნებას“– ამბობს ქრონიკა+–ის წყარო, რომლის ინფორმაციით ივანიშვილთან დარეკვის უფლება რამდენიმე ცნობად სახესაც ექნება.

  • დაკარგული პაროლი: პროგრამისტს 240 მილიონი დოლარიან ბიტკოინ საფულეში შესაღწევად სულ ორი ცდა დარჩა

    ალბათ გეცნობათ სიტუაცია – ჯდებით კომპიუტერთან და ცდილობთ გაიხსენოთ პაროლი, თუმცა ყოველ ჯერზე არასწორი პაროლი შეგყავთ.

    ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა პროგრამისტი სტეფან ტომას, წარმოშობით გერმანელი, რომელიც სან ფრანცისკოში ცხოვრობს. მას ათიდან რვა მცდელობა უკვე გამოყენებული აქვს და სულ ორი მცდელობა დარჩა, რომ გამოიცნოს ელექტრონული საფულის პაროლი, სადაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები ინახება.

    ტომასმა გაზეთ ნიუ იორკ თაიმსს უთხრა, რომ ახლა მას რჩევებს მთელი ინტერნეტი აძლევს. ფეისბუქის უსაფრთხოების ყოფილმა დირექტორმა, ალექს სტეიმოსმა საკუთარი დახმარება თანხის 10%–ად შესთავაზა.

    ბიტკოინი ერთი თვის წინ 20 ათას დოლარამდე გაძვირდა, შემდეგ კი 42 000 დოლარამდე, შემდეგ კი თითქმის 32 ათას დოლარამდე გაიაფდა. ზოგიერთი ინვესტორი შემდგომ ვარდნას ელის– დაახლოებით 20 ათას დოლარამდე, შემდეგ კი ზრდის ახალ ტალღას.

    ექვსი წლის წინ ტომასს შესრულებული სამუშაოსთვის – კერძოდ კი კრიპტოვალუტების მუშაობის პრინციპების განმარტებებისთვის შექმნილი ვიდეოსთვის თანხა ბიტკოინებში გადაუხადეს.

    მაშინ ერთი ბიტკოინის ფასი რამდენიმე დოლარს არ აღემატებოდა.

    ტომასმა თანხა ელექტრონულ საფულეში მიიღო, რომელიც გარე მყარ დისკზე  IronKey–ზე  ინახებოდა . ამ დისკზე არსებულ მონაცემებთან წვდომისთვის კი პაროლი აუცილებელია. ტომასმა პაროლი ქაღალდის ფურცელზე დაწერა,  რომელიც დაკარგა.

    პაროლის შეყვანის მეათე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ საფულე სამუდამოდ დაიბლოკება.

    “ბიტკოინების საფულეში გამოკეტილი 220 მილიონი დოლარის გამოსახსნელად 10–ჯერ პაროლის გამოცნობა კი არ უნდა სცადო, დისკი პროფესიონალებთან უნდა წაიღო, რომლებიც 20 ასეთივე IronKey–ს იყიდიან და ნახევარი წლის მანძილზე შეღწევის ალტერნატიულ არხს იპოვნიან, ან გახსნიან მას“– დაუწერა ტომასს ალექს სტეიმოსმა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტ ობსერვატორიაში მუშაობს.

    “ყველაფერს გაგიკეთებთ თანხის 10%–ად. დამირეკეთ“– დასძინა უსაფრთხოების ექსპერტმა.

    ტომასი პირველი პოტენციური ბიტკოინ მილიარდერი არ არის, რომელმაც საფულეზე წვდომა დაკარგა.

    კრიპტოანალიტიკურ კომპანია Chainanalysis–ში ამბობენ, რომ    დღეისათვის საფულეებში, რომლებზეც წვდომა აღარ არსებობს დაახლოებით 140 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინები დევს.

    დაკარგული კრიპტოსაფულეებიდან თანხების ამოღების მოთხოვნით შესაბამის სერვისებში დღეში რამდენიმე მოთხოვნა შედის იმ ადამიანებისგან, ვინც პაროლი დაკარგა.

    ნიუ იორკ თაიმსის სტატიაში ასევე მოხსენიებულია მეწარმე, რომელმაც 800 ბიტკოინთან წვდომა დაკარგა მას შემდეგ, რაც მისმა კოლეგამ ნოუთბუქი გადააფორმატა.

    2013 წელს მედია წერდა უელსელი კაცის შესახებ, რომელიც ნაგავსაყრელზე გადაგდებულ მყარ დისკს ეძებდა 7500 ბიტკოინით. მაშინ ეს თანხა დაახლოებით 4 მილიონ ფუნტად ფასდებოდა. ახლა კი 250 მილიონი ფუნტია.

  • მარსმავალის ეკრანზე ჩემი სახელ-გვარი აღიბეჭდება – ნათელაშვილის საჩუქარი საკუთარ თავს

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მარსმავალის ეკრანზე, რომელიც მარსზე დაჯდება, მისი სახელი და გვარი იქნება აღბეჭდილი.

    მისი განმარტებით, ეს საჩუქარი საკუთარ თავს გაუკეთა.

    “ძველით ახალ წელს ჩემს თავს გავუკეთე საჩუქარი და ამერიკული მარსმავალის ეკრანზე, რომელიც 17-18 თებერვალს დაჯდება ამ პლანეტაზე, აღბეჭდილი იქნება ჩემი გვარი და სახელიც. ამ გზით მაინც მოვხვდები სამყაროში, სადაც მოგზაურობის ფიქრებში ცხოვრება გავიდა ლამის”,– წერს ნათელაშვილი Facebook–ზე.

    მან ნასას სერვისით ისარგებლა, რომელიც მომხმარებლებს მარსზე საკუთარი სახელის გაგზავნას სთავაზობს.

  • “ეს ადამიანი იყენებს ჩემს სახელს, რომ თქვენ ფული გამოგძალონ” – ლელა წურწუმია საზოგადოებას აფრთხილებს

    მომღერალი, ლელა წურწუმია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავცელებს და  თაღლითური სქემის შესახებ საუბრობს, რომლითაც მისი სახელით საზოგადოებას პირად ინფორმაციას სთხოვენ და  ფულს სძალავენ.

    ლელა წურწუმია ამბობს, რომ მისი სახელით მოქმედი პირი მოქალაქეებს ფეისბუქით  საბანკო რეკვიზიტებს თხოვდა და ეუბნებოდა, რომ გათამშებაში 5000 დოლარი მოიგეს.

    „ძალიან ბევრი წერილი მოდის, ახლაც პირდაპირ ეთერში გადის ვითომ ჩემი და მამულიჩას სახელით და ეს ადამიანი ჩემი სახელით ხალხს ფულს სძალავს, ყურადღებით დააკვირდით, ვიღაცებმა მომწერეს ბარათებიდან თანხა მომიხსნესო, მე ნამდვილად არ ვარ და არ მინდა ამ სისულელეზე თავის მართლება, ეს ადამიანი იყენებს ჩემს სახელს, რომ თქვენ ფული გამოგძალონ”, – ამბობს ლელა წურწუმია.

    ის თავის ფანებსა და მიმდევრებს აღნიშნული ყალბი გვერდის „დარეპორტებას“ სთხოვს.