Category: სხვადასხვა

  • შემზარავი გამოძიება ირლანდიაში: კათოლიკურ თავშესაფრებში ათასობით ბავშვი დაიღუპა, დედებს კი ამცირებდნენ და ცემდნენ

    1920–1990 წლებში ათასობით ბავშვი გარდაიცვალა ირლანდიის მარტოხელა დედების და მათი ბავშვებისთვის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ თავშესაფრებში. ამის შესახებ სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც თავშესაფრებში მცხოვრები 56 ათასი ქალის ბედს ეხება.

    გამოძიება ირლანდიის ხელისუფლების განკარგულებით ჩატარდა. ანგარიშში აღწერილია 18 მსგავსი თავშესაფარი, სადაც ფეხმძიმე გაუთხოვარი გოგოები მიდიოდნენ. გამოძიების თანახმად თავშესაფრებში დაახლოებით 9 ათასი ბავშვი გარდაიცვალა.

    როგორც წესი, ასეთ დაწესებულებებს მონაზვნები და კათოლიკე მღვდლები მართავდნენ. ბოლო ასეთი თავშესაფრები 1998 წელს დახურეს. მათ სახელმწიფო აფინანსებდა. ზოგჯერ ბავშვები იქიდან სხვადასხვა ოჯახებში დედების თანხმობის გარეშე ხვდებოდნენ. ბევრი შვილად ამერიკელებს აჰყავდათ.

    გამოძიების შედეგების მიხედვით დიდწილად პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ გაუთხოვარი გოგოები თავშესაფრებში ხვდებოდნენ, მათ ოჯახებს ეკისრება. თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ მათ მიმართ დამოკიდებულების ფორმირება სახელმწიფოს და ეკლესიის ინსტიტუტების გავლენით ხდებოდა.

    “როგორც ჩანს, ისინი პრაქტიკულად ვერ იღებდნენ ადამიანურ სითბოს, და ეს განსაკუთრებით ცხადი იყო მათი მშობიარობის დროს“– ნათქვამია ანგარიშში.

    აქვე მოყვანილია ანონიმური ჩვენებები, რომელთა მიხედვით მშობიარეებს ხშირად აყენებდნენ შეურაცხყოფას, ამცირებდნენ და ცემდნენ. ზოგიერთ თავშესაფარში მონაზვნები მათ ცოდვილებს და სატანის ნაშიერებს უწოდებდნენ. ზოგიერთი დედა, რომლებიც გაუპატიურების და ინცესტის მსხვერპლნი გადნენ, 13 წლისაც არ იყო.

    როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ თავშესაფრებში დაბადებული ბავშვების სიკვდილიანობა ოფიციალურ მაჩვენებელს პრაქტიკულად ხუთჯერ აღემატებოდა. 1960–იან წლებში მათ გადარჩენას არავინ ცდილობდა, გადარჩენის შანსი კი ასეთ ბავშვებს ბევრად დაბალი ქონდათ, ვიდრე ჩვეულებრივ ოჯახში დაბადებულ ბავშვებს. კონკრეტულად რა იყო მათი სიკვდილის მიზეზი ანგარიშში არ არის ნათქვამი.

    გაირკვა ასევე, რომ ბავშვებს 1943–1973 წლებში ახალი ვაქცინების ტესტირებისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ ასეთი თავშესაფრის ერთ–ერთმა ყოფილმა ბინადარმა უამბო გამოძიებას. 1961 წელს ის ფილადელფიელმა ოჯახმა იშვილა.

    ხელისუფლება და ეკლესია ბოდიშს იხდის

    ირლანდიის პრემიერ მინისტრი, მიკალ მარტინი ამბობს, რომ მომხდარში მთელი საზოგადოებაა დამნაშავე.

    “ჩვენ ეს საკუთარ თავს გავუკეთეთ, ძალიან ძალიან ცუდად მოვექეცით ამ ქალებს“– თქვა მან და ბოდიში მოიხადა სახელმწიფოს სახელით. პრემიერი აღნიშნავს, რომ ანგარიშმა გამოავლინა თანაგრძნობის, გაგების და თანადგომის არარსებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

    “ანგარიშიდან ნათელი ხდება, რომ ათწლეულობის მანძილზე ირლანდიაში არსებობდა შემზარავი, დესპოტური და ქალთმოძულე კულტურა რომელიც მასობრივად ახდენდა გაუთხოვარი დედების და მათი ბავშვების სტიგმატიზებას, ამ ადამიანებს მოქმედების თავისუფლებას და ხშირად მომავალსაც უზუდავდა“– განაცხადა ბავშვთა საქმეების მინისტრმა როდერიკ ო` გორმანმა.

    ირლანდიის კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს და მხარი დაუჭირა იმის გარკვევის მცდელობას, რა ხდებოდა თავშესაფრებში წლების მანძილზე.

    ანგარიშში არაფერია ნათქვამი ფინანსებზე, თუმცა ირლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ გარკვეული ჯგუფები კომპენსაციას მიიღებენ. ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონს, რომელიც ბავშვების ცხედრების ეგსგუმაციის საშუალებას მისცემს, დედები კი მიიღებენ წვდომას მათი გაშვილებული ბავშვების შესახებ ინფორმაციაზე.

    გამოძიება ექვსი წლის წინ დაიწყო, როცა დედათა და ბავშვთა ერთ–ერთი ყოფილი თავშესაფრის ტერიტორიაზე თითქმის 800 ბავშვის ცხედრის ნარჩენები აღმოაჩინეს. ბავშვების ასაკი ორი დღიდან ცხრა წლამდე იყო.

    კომისიამ, რომელიც გამოძიებას ატარებდა დაადგინა, რომ თავშესაფრებში დაბადებული ბავშვების 15% გარდაიცვალა.

  • “რა დედა მო***ლ ქვეყანაში ვცხოვრობთ… რის გამო დამაჯარიმეს?” – მოპედით წაქცეული გოგოს ემოციური ვიდეო

    სოციალურ ქსელში მოპედის მძღოლი გოგოს ემოციური ვიდეო ვრცელდება. კატერინა ვიდეოში ამბობს, რომ მოპედით წაიქცა და დახმარების გაწევის ნაცვლად დააჯარიმეს.გოგონა აცხადებს, რომ სამართალდამცავები მოპედის ჩამორთმევით დაემუქრნენ.

    “პროსტა, ხალხო, რა დედა მო***ლ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ესეთი რაღაც არსად არ მინახავს, მოპედით წავიქეცი, უბრალოდ წვიმაში მოვსრიალდი, სასწრაფო გამოვიძახე და პროკურორმა დამირეკა, რომ სასწრაფოს თუ გაყვებიო, მოპედი უნდა გადავიყვანოთ საჯარიმოზეო, ანუ იქ კიდე უნდა გადამეხადა მოყვანის ფული… 100 ლარით დამაჯარიმეს, ვაფშე რის გამო დამაჯარიმეს?

     

  • უნიღბო ბრუს უილისი ლოს ანჯელესის აფთიაქიდან გააგდეს

    ჰოლივუდის მსახიობი ბრუს უილისი ლოს ანჯელესის პრესის პირველ გვერდებზე მოხვდა მას შემდეგ, რაც ის ქალაქის ერთ–ერთ აფთიაქში ნიღბის გარეშე დააფიქსირეს. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ მან უარი თქვა ნიღბის გაკეთებაზე, რის გამოც აფთიაქის თანამშრომლებმა მოთხოვეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა აფთიაქი. თავად მსახიობი ამბობს, რომ აფთიაქიდან წასვლა თავად გადაწყვიტა როცა დაინახა, რომ იქ მყოფები აშკარად უკმაყოფილოები იყვნენ მისი უნიღბოდ დანახვით.

    ჟურნალ People–თან ინტერვიუში უილისმა განაცხადა, რომ ესმის ნიღბის დიდი მნიშვნელობა და ყველას მოუწოდებს საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე იზრუნონ. ნიღბის ტარება შენობების შიგნით კალიფორნიის შტატის კანონით არის დადგენილი, რომელიც აშშ–ში კორონავირუსის პანდემიით ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული შტატია.

  • წყვილები, რომლებიც ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ ისე, რომ საქმე ქორწინებამდე არც მისულა

    ბევრი წყვილი თვლის, რომ ოფიციალური ქორწინება სულაც არ არის მარადიული სიყვარულის გარანტია და როცა ურთიერთობები აღარ ეწყობა, დაშორება ჯობს. ვნახოთ წყვილები, რომლებიც ურთიერთობების შემდეგ ერთმანეთს ისე დაშორდნენ, რომ საქმე ქორწინებამდე არ მივიდა.

    ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი

    ქეით ჰადსონი და მეთიუ ბელამი ერთმანეთს ოთხწლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდნენ. ყავთ საერთო შვილი ბინგემი.

    2000 –დან 2007 წლამდე მსახიობი ქეით ჰადოსნი გათხოვილი იყო როკ მუსიკოს კრის რობინსონზე, ამის შემდეგ კი, მიუხედავად არაერთი რომანისა აღარ გათხოვილა.

    20011 წლის ივლისში მსახიობმა შვილი გააჩინა ახლა უკვე ყოფილი ბოიფრენდისგან, მეთიუ ბელამისგან, რომელიც მუსიკალური ჯგუფის,  Muse–ის ლიდერია. იმ მომენტში, როცა ქეითმა ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო წყვილის ურთიერთობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული იყო და რა თქმა უნდა, ისინი დაქორწინებას არ გეგმავდნენ.

    შემდეგ კი ქორწინების იდეა უკანა პლანზე გადავიდა ბავშვზე მზრუნველობის გამო. მალე კი წყვილი მიხვდა, რომ მათი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა და ერთმანეთს დაშორდა.

    ვანესა პარადი და ჯონი დეპი

    ეს წყვილი ერთმანეთს 14 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ყავთ ქალიშვილი ლილი როუზი და ბიჭი ჯეკი. მათი ურთიერთობა ოფიციალურ ქორწინებად არ გაფორმებულა. დღემდე წყვილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. სასამართლო პროცესზე, რომელზეც ჯონი დეპის ცოლის ბრალდებები განიხილებოდა მსახიობის ოჯახური ძალადობის შესახებ, ვანესა პარადი მოწმედაც გამოვიდა და თქვა, რომ ვერ წარმოუდგენია როგორ შეიძლება ჯონი დეპს ძალადობა დააბრალო, რადგან ის შესანიშნავი მამაკაცია.

    შაკირა და ანტონიო დე ლა რუა

    ეს წყვილი ერთმანეთს 10 წლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდა.

    ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა, როცა შაკირა უკვე ფეხმძიმედ იყო ფეხბურთელ ჟერარ პიკესგან. ანტონიოს პრეტენზიები ქონდა იმაზე, რომ მომღერალმა მას არ გადაუხადა დიდი თანხა, რაც მას ვარსკვლავის იმიჯზე მუშაობისთვის ეკუთვნოდა. საყვარელი ქალის გულისთვის მან დროებით ადვოკატის კარიერა დათმო და შაკირასთან ერთად ტურნეში გაემგზავრა. გაღებული მსხვერპლისთვის კი ყოფილი ბოიფრენდი 252 მილიონ დოლარს ითხოვდა, რაც მათი რომანის პერიოდში შაკირას მიერ გამომუშავებული თანხის 18 პროცენტია.

    დე ლა რუამ ვარსკვლავის უძრავ ქონებასაც დაადგა თვალი. მას იმედი ჰქონდა, რომ სკანდალის წყალობით ურუგვაიში მდებარე სახლს ან ნიუ იორკის აპარტამენტებს მიიღებდა. თუმცა, მის სიხარბეს შაკირამ საპასუხო სარჩელით უპასუხა და განაცხადა, რომ მისი ყოფილი ბოიფრენდი ბიზნესის წარმოებისას საკუთარ მოვალეობებს კარგად არ ასრულებდა.

    2013 წელს დავა შაკირას სასარგებლოდ გადაწყდა: ყველა კონტრაქტის მიხედვით, რომლებზეც მენეჯერმა და მომღერალმა ერთობლივი მუშაობის დროს ხელი მოაწერეს, ფული უკვე გადახდილი იყო. ზეპირი შეთანხმებები კი, რომლებზეც ანტონიო აპელირებდა არავის უნახავს. შესაბამისად, მომღერალს მათი გადახდის ვალდებულება არ დაეკისრა.

    უმა თურმანი და არპად ბიუსონი

    ეს წყვილი ერთმანეთს 7 წლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდა. ყავთ ქალიშვილი ლუნა.მათი დაშორების ოფიციალურ მიზეზად გეოგრაფია იქცა. 7 წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების და დაქორწინების შესახებ, 2016 წელს კი მათი ურთიერთობა რეალურად დასრულდა.

     

    ჰოლი ბერი და გაბრიელ ობრი

    ისინი ერთმანეთს 5 წლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდნენ. ყავთ საერთო შვილი –გოგონა ნალა.

    ბავშვზე მეურვეობის უფლებისთვის ბევრი იბრძოლეს. ამასთან, ჰოლი ბერის სასამართლოში არ გაუმართლა: მას ყოფილი ბოიფრენდისთვის ყოველთვიურად 16 ათას დოლარიანი ალიმენტის გადახდა დააკისრეს ბავშვის სრულწლვანებამდე.

    მსახიობის პრობლემები 2011 წელს დაიწყო, როცა ობრიმ სასამართლოს მეშვეობით მოთხოვა შვილზე სრულფასოვანი მეურვეობის უფლება და მიყენებული ტანჯვისთვის ფულადი ანაზღაურება.

    კანონი განაწყენებული კაცის მხარეს აღმოჩნდა და ჰოლი ბერის არა მხოლოდ ფულის გადახდა დააკისრა, არამედ ბევშვის ქვეყნიდან გაყვანაც აუკრძალა. არადა მას ძალიან უნდოდა ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა, როცა ფრანგ მსახობთან, ოლივიე მარტინესთან ერთად დაიწყო ცხოვრება.

    ორივე მშობელს მეურვეობის თანაბარი უფლება აქვს, თუმცა მას მამასთან ცხოვრება მოუწევდა, ხარჯები კი დედას უნდა დაეფარა. ასეთი ვითარება ჰოლი ბერის არ აწყობდა, თანაც სერიოზულად შიშობდა ბავშვის ჯანმრთელობის გამო – ფიცხი ხასიათით ცნობილი ობრი არცთუ იშვიათად ანთხევდა ბრაზს პერსონალზე. გაბრიელის ყოფილმა მოსამსახურემ მას სასამართლოშიც კი უჩივლა უდიერი მოპყრობის გამო. თუმცა, სასამართლო კვლავ მამაკაცის მხარეს აღმოჩნდა.

    გაბრიელისგან ჰოლი ბერის ამჟამინდელ ბოიფრენდსაც მოხვდა – 2012 წელს ისინი ერთმანეთს მადლიერების დღეს ჰოლის სახლში შეხვდნენ. გაბრიელს ქალიშვილთან ურთიერთობა უნდოდა, ოლივიემ კი პირდაპირ მიანიშნა, რომ გოგონას მალე საფრანგეთში ახალი ცხოვრება ელოდა. ამ სიტყვებმა ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია, რასაც პოლიციის ჩარევა მოჰყვა. შედეგად მარტინესმა ხელი მოიტეხა, გაბრიელმა კი ნეკნი, თავის ტრავმა და ჰოლისთან და ბავშვთან მიახლოების დროებითი აკრძალვა მიიღო.

    ოქსანა გრიგორევა და მელ გიბსონი

    მათ სულ ერთი წელი ქონდათ ურთიერთობა. შეეძინათ ქალიშვილი ლუსია.

    ოქსანა გრიგორევა ყოფილ შეყვარებულს ფეთქებად ხასიათში ადანაშაულებდა და ყვებოდა, რომ მელ გიბსონი მასზე ხშირად ძალადობდა. პიანისტმა ქალმა აუდიჩანაწერიც კი წარმოადგინა, რომელშიც გიბსონი უყვირის და ამცირებს. სასამართლომაც არ დააყოვნა და 2010 წელს მსახიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მელ გიბსონს სამწლიანი პირობითი სასჯელი და 400 დოლარიანი ჯარიმა, გარდა ამისა მრისხანების მართვის კურსები და 16 საათიანი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა მიუსაჯეს. გარდა ამისა, ამ სკანდალის გამო მსახიობთან მუშაობაზე უარით ქვა ჰოლივუდურმა სააგენტომ William Morris Endeavor. დავა იყო ფინანსებზეც. კანონის თანახმად მელმა ვალდებულება აიღო ყოფილი შეყვარებულისთვის ყოველთვიურად 20  ათას დოლარიანი ალიმენტი ეხადა. მორალური კომპენსაციისთვის გრიგორევამ მსახიობის ერთ–ერთი სახლიც მიიღო. უფრო მეტიც, ის ბავშვის სრულუფლებიანი მეურვე გახდა, მსახიობმა კი ბავშვთან მიკარების დროებითი აკრძალვა მიიღო.

    სასამართლო წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და ქალმა 40 ადვოკატი გამოიცვალა. სასამართლოს დასრულების შემდეგ კი მის უფლებადამცველებს უჩივლა და არაკორექტულ მუშაობაში დაადანაშაულა. ქალის განცხადებით, მას შეეძლო ბევრად მეტი თანხა მიეღო, რომ არა მათი არაკომპეტენტური რჩევები.  სხვათა შორის, ყოფილი პიანისტი ქალისთვის ეს პირველი დავა არ ყოფილა: ჯერ კიდევ გიბსონთან შეხვედრამდე მან ტიმოტი დალტონს, რომელიც მისი ყოფილი ქმარი და ბავშვის მამა იყო, ყოველთვიური ალიმენტების გადახდა მოუგო სასამართლოში.

  • “ცოტა ხნის წინ მან 100 მილიონი დოლარი საფრანგეთის მთავრობას გადაურიცხა“–დოდონა კიზირია ივანიშვილზე

    ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი, დოდონა კიზირია ამბობს, რომ ახლო მომავალში საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდება, რომელიც თავს ოპოზიციად გამოაცხადებს. პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ ეს ივანიშვილის ერთ–ერთი ჩანაფიქრია:
    “არიან სრულიად ყეყეჩი, ბრიყვი, დეგენერატი ადამიანები, რომლებსაც რაღაც ბუნების ირონიით თუ შეცდომით აქვთ ერთი განსაკუთრებული ნიჭი. თან ისეთი, როგორიც მასზე განათლებულ, ჭკვიან, გონიერ ადამიანებს არა აქვთ. ასეთია ბორია ივანაშვილი, უვიცი, ბლუ, გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც მშობლიურ ენაზეც კი ვერ ლაპარაკობს. მაგრამ აქვს ფულის კეთების ალღო, თანაც ბნელი, უნამუსო, უკანონო გზებით.
    აი, ცოტა ხნის წინ მან 100 მილიონი დოლარი საფრანგეთის მთავრობას გადაურიცხა იქ კოვიდის ვირუსთან საბრძოლველად. აქ, საქართველოში თავისი უამრავი ქონების „საქველმოქმედო“ ქართუ ბანკისთვის (რომელსაც თვითონვე ფლობს) გადარიცხვით, მან ის 100 მილიონი დოლარი მთლინად თუ არა, მნიშვნელოვანი პროცენტით აინაზღაურა და ამით ზუსტად იმდენივე თანხა მოპარა საქართველოს ბიუჯეტს, რადგან, როგორც იცით, ამ ქონებას არ დაედება ყოველწლიური საგადახადო ბაჟი.
    მისი პოლიტიკიდან „წასვლა“ მორიგი ანეგდოტია. როგორც ადრე იყო ქვეყნის მთავრობის ბატონ-პატრონი, იგივე იქნება ეხლაც. მაგრამ მე კიდევ ეჭვი მაქვს, რომ გაზაფხულისთვის გამოჩნდება ახალი პარტია, ახალი სახეებით, რომელიც თავს ოპოზიციად გამოაცხადებს, ოცნებას გააკრიტიკებს – ძალიან არა, მაგრამ საკმარისად, რომ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი მოიზიდოს, თან ააფრიალებს სამართლიანობის დროშას და გამოაქვეყნებს ცხელ-ცხელ დაპირებებს. აი ისეთს, რვა წლის წინ რომ იყო – პირველი წელი იქნება მძიმე, მეორე კარგი, მესამე ძალიან კარგი და მეოთხე თლა გადასარევი. ამით მოაკლებს მხარდაჭერას სხვა პარტიებს, და თუ გაზაფხულზე ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, აღმოჩნდება, რომ ეს ახალი „სამართლიანობისთვის მებრძოლი“ პარტია ჩაეხუტება ოცნებას და ამგვარად შეიქმნება ორპარტიული, მაშასადამე სრულიად ლეგიტიმური პარლამენტი.
    გითხრათ მართალი, ზოგჯერ მგონია ასეთი “ახალი” პარტია უკვე შექმნილია, მაგრამ მოსახერხებელ დროს ელის.
    ნუ, თუ ეს არ გამოვიდა, ყოველთვის არის ვერტმფრენი და მისი ასაფრენი მოედანი, რომლებიც ბორიას განკარგულებაში რჩება. ფულები ქართუ ბანკიდან საზღვარგარეთ უპრობლემოდ გადაირიცხება. საფრანგეთში კი მედლიანი ბიჭის კაი ცხოვრებას არაფერი შეუშლის.“ – წერს დოდონა კიზირია.“– წერს დოდონა კიზირია ფეისბუქზე.
  • “ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, საჭიროების შემთხვევაში იძულების გამოყენებით“–გვარამია

    “ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, საჭიროების შემთხვევაში იძულების გამოყენებით“–გვარამია

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თვლის, რომ Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს.
    “ბოდიში, მაგრამ თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოება მოიყხოვს (პანდემია კი უმაღლესი რანგის ალარმია), ვაქცინაცია უნდა გახდეს სავალდებულო, საჭიროების შემთხვევაში იძულების გამოყენებით.
    შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო უმნიშვნელოვანესი უფლებების შეზღუდვაა დაშვებული. კი ბატონო, საკუთარი სხეულის სრულად კონტროლის უფლება, ძალიან მაღალი დაცვის უფლებაა. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ ამავე უფლებრივ კლასტერს განეკუთვნება აბორტი, რომელიც ძალიან ბევრ და ძალიან ცივილიზებულ ქვეყნებშია აკრძალული. ჩვენთანაც, პირველი ტრიმესტრის მერე. და აბორტი თუ მკვლელობაა, აცრებზე მასობრივი უარი – გენოციდის ეფექტის მქონე შეიძლება იყოს.
    თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერი მგონია, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესი პრევალირებს ინდივიდუალურს (საქ. კონსტ. ამას ლეგიტიმური მიზანი წვია და ჩამოთვლილია კიდეც)“– წერს გვარამია ფეისბუქზე.
    ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა პრეპარატით დაიწყება საქართველოში Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
    მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც საყოველთაო ვაქცინაციას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს.
  • სუპერმოდელი ალესანდრა ამბროსიო შვილებთან ერთად საშობაო არდადეგებს ბრაზილიაში ატარებს

    მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში საშობაო არდადეგები დასრულდა, ალესანდრა ამბროსიომ გადაწყვიტა შევებულება გაიხანგრძლივოს და ბრაზილიაში დარჩეს. სუპერმოდელმა საშობაო არდადეგები სამშობლოში გაატარა, პარალელურად კი ეს დრო გამოიყენა, რათა აშშ–ში დაბადებული შვილები ბრაზილიურ კულტურასთან ეზიარებინა.

    დროის დიდ ნაწილს სუპერმოდელი შვილებთან ერთად ოკეანის სანაპიროზე ატარებს. სამხრეთ ნახევარსფეროში ახლა ზაფხულია და პლაჟზე დასვენებისთვის კარგი დროა.

    მოდელმა პლაჟზე ჩასაცმელად საკუთარი ბრენდის, GAL Floripa–ს საცურაო კოსტუმი შეარჩია. ამაზე უკეთეს რეკლამას ალბათ საკუთარი ბრენდისთვის ვერც მოიფიქრებდა.

     

  • დავით სოკოლოვი კოვიდცენტრში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი არ აღმოაჩნდა

    დავით სოკოლოვი კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ლეგენდარული ტელეწამყვანის, დავით სოკოლოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელშ  წერს. მისი თქმით, მძიმე სენის მქონე დავით სოკოლოვის  პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა სოკოლოვი კოვიდკლინიკაში მაინც გადაიყვანეს.

    “ამ სტატუსის არსი მარტივია და ასევე მარტივი შეკითხვით დავიწყებ: ეკუთვნის თუ არა ჩვენს ტელე ლეგენდას დავით სოკოლოვს პროფესიული ვარსკვლავის გახსნა?

    რა თქმა უნდა კიო,ყველა იტყვით და მართალიც იქნებით!სამწუხაროდ ეს ერთადერთი დაფასებაა ჩვენს ქვეყანაში ღვაწლმოსილი ადამიანების.კი,ეკუთვნის,იმსახურებს ,მით უმეტეს,რომ მის გარდა მისი თაობის ყველა კოლეგას უკვე აქვს ასეთი ვარსკვლავი ანძის ქვეშ…მაგრამ მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი რაც სინამდვილეში ახლა ამ წუთას ხდება…
    ჩვენი
    დავით სოკოლოვი მეოთხე სტადიის კიბოს ებრძვის…ეს ბევრმა იცის,დიდი ხანია ამ დაავადებით ცხოვრობს ეს ადამიანი და სტაბილურადაა.ბოლო დღეებში ტკივილებმა შეაწუხა.ოჯახმა მორიგჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა და რადგან ყველას უკეთებენ ტესტს კოვიდზე გაუკეთეს მასაც.სმსით მოვიდა პასუხი რომ კოვიდი მას არ აქვს.ცოტა ხანში კი ოჯახის უკითხავად და მათ გაუფრთხილებლად დავით სოკოლოვი კოვიდის ცენტრში გადაიყვანეს…
    ოჯახს მხოლოდ სმს შერჩა,სადაც გარკვევით წერია რომ მისი პასუხია -უარყოფითი!
    ახლა დავით სოკოლოვი კოვიდიან პაციენტებთან ერთად წევს და უკვე ალბათ ახალი ტესტი კოვიდსაც დაუდასტურებს…

    რა ქვია ამას? რა ხდება ამ ქვეყანაში?
    გარდა იმისა,რომ წლებია 3 ათასი ლარი ვერ გამოინახა ლეგენდარული ტელეწამყვანისთვის ვარსკვლავის გასახსნელად ახლა უკვე მისი სიცოცხლეც საფრთხეში უნდა ჩააგდონ?
    იმედია გადაიტანს ბატონი დათო ამ დარტყმასაც,მაგრამ უბრალოდ კიდევ ერთ მარტივ შეკითხვას დავსვამ- რატომ?….”- წერს მაკა რაზმაძე.

    “ეს სმს პასუხი რომელიც ოჯახს გუშინ მოგვივიდა – 10/01/2021 Antigen kvlevaze COVID Lab Sistemashi atvirtuli pasuxi uaryofitia ID —-8002131 ze, damatebiti infostvis mimartet ojaxis eqims”- წერს სოკოლობის შვილი პოსტის კომენტარებში.

  • “ვისაც ტოვებს, ის ხალხი ივანიშვილის გარეშე არ არსებობს“– თამარ ჩერგოლეიშვილი

    “ვისაც ტოვებს, ის ხალხი ივანიშვილის გარეშე არ არსებობს“– თამარ ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ივანიშვილის გადაწყვეტილებას  პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ფეისბუქ სტატუსით აფასებს:
    “ივანიშვილი ქვეყანას არასოდეს მართავდა.
    ამ ქვეყანას არავინ მართავს უკვე 8 წელია და ქაოსიც მაგის ბრალია.
    ივანიშვილს ქვეყანაზე ჰქონდა და აქვს უპრეცედენტო კონტროლი და ექნება მანამ, სანამ მისი მარიონეტების გუნდი “მართავს” ქვეყანას.
    არ არსებობს ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის გარეშე – ფიზიკურად წარმოუდგენელია მათი არსებობა ივანიშვილის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც undead-ების არმია ვერ იცხოვრებს night king-ის გარეშე.
    გახარიას ძალაუფლება არ არსებობს – არ არსებობს ეგეთი რამე ბუნებაში.
    ივანიშვილს რა მოტივაცია აქვს უმნიშვნელოა – მე არ გამოვრიცხავ, რომ 65 წლის გახდა ეს საბჭოთა კაცი და თვლის რომ სავალდებულო პენსია ეკუთვნის.
    ფაქტი ისაა, რომ ვისაც ტოვებს, ის ხალხი ივანიშვილის გარეშე არ არსებობს.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
  • ანჯელინა ჯოლი ლოს ანჯელესში შოფინგზე (პაპარაცული ფოტოები)

    ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად ზამთრის არდადეგებს ლოს ანჯელესში ატარებს. გუშინ 45 წლის მსახიობი ეთიოპელი დიზაინერების მულტიბრენდულ ბუტიკში შოფინგისას პაპარაცებმა გადაიღეს.

    მსახიობს სადა თეთრი კაბა და  Fendi –ს სანდლები ეცვა. ხელში კი Dior 30 Montaigne–ის ჩანთა ეჭირა სახელობითი მონოგრამით. ანჯელინას 2020 წლის მთავარი აქსესუარი – დამცავი ნიღაბიც არ დავიწყნია.