“დედიკო გაგიბრაზდება” – თბილისის მერი, კახა კალაძე “ინსტაგრამზე” უცმროსი შვილის, ნიკოლას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს.
Category: სხვადასხვა
-
ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?- ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლი პასუხობს
რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და საჯაროდ მიმართა შვილს, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება,თუმცა მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.ამის პასუხად ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა, “ინსტაგრამის” სთორიში დაწერა რომ ბავშვის საჩუქარში 237 ლარის ქვითარი იდო.„ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია. ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპუlირების სახეს იძენს. პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!
“საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის. თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.
მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!” – წერს დოროყაშვილი.


-
კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი საახალწლო ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებენ
ქალაქის მერი, კახა კალაძე, ბერა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში საახალწლოდ გადაღებულ ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებენ და მოსახლეობას 2021 წლის დადგომას ულოცავენ.
“დიდი სიყვარულით გილოცავთ ახალ 2021 წელს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთით სავსე გულებს და ულევ სიხარულს გისურვებთ. მიყვარხართ!” – კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე.

“ყველას ბედნიერ და ჯანმრთელ ახალ წელს გისურვებთ!” – წერს ბერა ივანიშვილი “ინსტაგრამზე”.

საახალწლო ფოტოს აქვეყნებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი.

-
ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება – ნიკოლოზ ბასილაშვილის წერილი შვილს
„ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია“,- ჩოგბურთებული ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს ახალ წელს სოციალური ქსელში ულოცავს.
“წერილი ჩემს შვილს ლუკას.
მამიკო ,გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს.ეს წელი ცოტა განსხვავებულია,იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია.რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ .მიყვარხარ და მენატრები”- წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი. -
“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია, რომელიც ხელისუფლების მიერ კოვიდის მართვის სტილს და მეთოდებს ხშირად აკრიტიკებს, მათ შორის კლინიკური მართვის გაიდლაინებს და თვლის, რომ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა. თენგიზ ცერცვაძე მას ვრცელ წერილს უძღვნის:
“მთელი COVID პანდემიის მანძილზე, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ცალკეული ექიმები, რომლებიც ერთხელაც არ ყოფილან COVID კლინიკაში და თვალით არ უნახავთ არცერთი სერიოზული COVID ავადმყოფი, გაუთავებლად აქვეყნებენ კრიტიკულ პოსტებს, სადაც ლამის ყველაფერს უწუნებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სისტემას და COVID-19-თან ბრძოლაში აქტიურად ჩაბმულ ექიმებს.
ეს იგივეა, ომის დროს საკუთარ სახლში ბუხართან მოკალათებულმა პიროვნებამ ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს თოფის დაჭერა და საბრძოლო ტაქტიკა ასწავლოს. ქვეყანაში ამჟამად 100-მდე COVID კლინიკაა და სურვილის შემთხვევაში ყველას შეუძლია თავისი თავის და ცოდნის რეალიზაცია ნებისმიერ მათგანში მოახდინოს.
ცნობილმა ექიმმა ბ-ნმა გიორგი კანდელაკმა ამ დღეებში ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი სახელწოდებით „ქართული რეალობიდან“, სადაც ბოროტი წითელარმიელი ბრიყვული გამომეტყველებით დაჟინებით სვამს კითხვას „შენ გაისინჯე დღეს შენი დედიმერი?“. პოსტს თან ახლავს ბ-ნი გიორგის რამოდენიმე ანგაჟირებული თანამოაზრის ირონიულ/ცინიკური კომენტარი და ღლიცინი D-დიმერის გამოკვლევის საჭიროების თემაზე.
მინდა გარკვევით ვუთხრა ბ-ნ გიორგის, მის თანამოაზრეებს (კიდევ კარგი ძალიან ცოტანი არიან) და მთელ მოსახლეობას, რომ D-დიმერი, ზოგიერთ სხვა მარკერთან (კოაგულოგრამა, თრომბოციტების რაოდენობა და სხვ.) ერთად წარმოადგენს COVID პაციენტებში თრომბოზის და თრომბოემბოლიური გართულების რისკის შეფასების, დიაგნოსტიკის, პრევენციისა და კლინიკური მართვის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში (საქართველოს ჩათვლით) და ყველა კლინიკაში სისხლში D-დიმერის განსაზღვრა უტარდება უკლებლივ ყველა ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტს, აგრეთვე ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ იმ პაციენტებს, ვისაც აღენიშნება თრომბოზის და თრომბოემბოლიზმის მომატებული რისკი. ასეთმა მიდგომამ და ადექვატურმა ანტიკოაგულაციურმა თერაპიამ ათეულ და ასეული ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინა. საქართველომ ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ პერიოდში გაამახვილა ყურადღება COVID პაციენტებში თრომბოემბოლიზმის გაზრდილ რისკზე და მისი პრევენციისა და მართვის მნიშვნელობაზე, რამაც მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენს ქვეყანაში COVID პაციენტებში თრომბოემბოლიური გართულებებით სიკვდილობის შემთხვევები, ხოლო ჰოსპიტალს გარეთ, დღესაც კი, COVID პაციენტების გარდაცვალების მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაშინ როდესაც ევროპის და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ასეთები გაცილებით მეტია.
ბ-ნი გიორგის პასკვილი სცდება არაკომპეტენტურობის და არაკორექტულობის ფარგლებს და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რამეთუ იწვევს მოსახლეობაში ნიჰილიზმს, უნდობლობას ექიმების და ოფიციალური სტრუქტურების მიმართ და ბევრ მათგანს (ვინც უარს იტყვის აღნიშნულ გამოკვლევაზე) პოტენციურად სასიკვდილოდ წირავს. ბ-ნმა გიორგიმ ან მართლა არ იცის COVID პაციენტებში ამ გამოკვლევის მნიშვნელობა, ან შესანიშნავად იცის, მაგრამ მოქმედებს პრინციპით „რაც უარესი, მით უკეთესი“.სამწუხაროდ, ბ-ნი გიორგისგან ასეთი რამ ადრეც არაერთგზის გვახსოვს. სხვადასხვა დროს იგი დაუფარავი კმაყოფილებით და ნიშნის მოგებით აღნიშნავდა, რომ ამა თუ იმ მედიკამენტმა, მაგ. რემდესივირმა, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს, ვერ გაამართლა (რა არის ამაში სასიხარულო? ვაქცინამაც რომ არ გაამართლოს, უნდა გაგვიხარდეს?). აკრიტიკებს კონვალესცენტების პლაზმის გამოყენებას COVID ავადმყოფების სამკურნალოდ. „ნონსენსად“ და „დაუჯერებელ ამბად“ მოიხსენიებს ე.წ. COVID სასტუმროების (როგორც შუალედური რგოლის) გამოყენებას შედარებით მსუბუქი COVID პაციენტების იზოლაციის, მეთვალყურეობისა და მართვისთვის. არადა, ეს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი „ნოუ ჰაუ“ და წარმატებული პროექტია. ლაპარაკობს ექიმებისა და ცალკეული სტრუქტურების მხრივ ღია კორუფციაზე?! შეცდომად უთვლის ქვეყანას, რომ შვიდი თვის მანძილზე ვინარჩუნებდით COVID ავადობის და სიკვდილობის ძალიან დაბალ მაჩვენებლებს. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ამბობს, რომ ჰიდროქსიქლოროქინით მკურნალობით ასეულობით COVID პაციენტს ვავნეთ?! ხოლო რემდესივირზე (რომელიც ჯერ ქვეყანაში შემოტანილიც კი არ არის) „ცხვირი წავიტეხეთ“. ცინიკურად აპროტესტებს ქვეყნის ხელისუფლების მიერ პირბადეების ღია სივრცეში გამოყენების რეკომენდაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო COVID პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად მიიჩნევს. სიტყვა-სიტყვით მოგვყავს მისი ციტატა „თქვენო მაღალყოვლადუგამარჯვებულესობავ, საერთოდ სუნთქვაც ხომ არ შევწყვიტოთ და კორონავირუსიც შეწყვეტდა გავრცელებას? ჰა??“ ანუ, ისევ იგივე პრინციპი – „რაც უარესი, მით უკეთესი“. შეიძლება ასეთ ადამიანს რაიმე დაუჯერო? საიდან ამ ახალგაზრდა კაცს ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?
თავის მორიგ პოსტში ბ-ნი გიორგი აკრიტიკებს ა.წ. 15 ივლისს გამოქვეყნებულ COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული გაიდლაინი სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში იძლევა COVID-19-ით პაციენტების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კლინიკური მართვის შესაძლებლობას, ხოლო თუ ბ-ნმა გიორგიმ რაიმე ვერ გაიგო, ან არ უნდა გაიგოს, ეს მისი პრობლემაა. ამასთან, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ COVID კლინიკებთან და ვაწვდით მათ უახლეს რეკომენდაციებს.
სხვათაშორის, COVID-19-ის მართვაში ინოვაციური მიდგომებით გადარჩენილი გვყავს არაერთი უმძიმესი, პრაქტიკულად სასიკვდილოდ განწირული პაციენტი. მინდა ბ-ნ გიორგის ვუთხრა, რომ ყველაფერი ის, რასაც ის კითხულობს და წერს, ჩვენც ვიცით და ისიც ვიცით, რაც მან არ იცის. საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფების მკურნალობის კლინიკური მართვის მაღალი ხარისხის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღევანდელ პირობებშიც კი ქვეყანას აქვს ევროპის და ამერიკის ქვეყნებს შორის სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი (0,92%). უამრავი ტელეხიდი, ტელეკონსულტაცია და კონსილიუმი ეწყობა, წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით და ჯერ არ მახსოვს, რომ ცალკეული პაციენტის მკურნალობაზე ან ზოგადად ქვეყანაში კლინიკური მართვის პრინციპებზე უმაღლესი შეფასება არ გაკეთებულიყოს.
რაც შეეხება პაციენტის კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმებს, რომელსაც ბ-ნი გიორგი ასევე აკრიტიკებს, მან უნდა იცოდეს, რომ ეს უკანასკნელი სადღეისოდ რეგულირდება არა წინამდებარე გაიდლაინით, არამედ ჯანდაცვის მინისტრის ა.წ. 29 ოქტომბრის ბრძანებით, სადაც მკაფიოდ წერია, რომ COVID პაციენტის კლინიკიდან გაწერა და საიზოლაციო სივრცეში გადაყვანა შესაძლებელია ნებისმიერ ვადაზე კლინიკის ორი ექიმის გადაწყვეტილებით. სხვათაშორის, ის ფაქტი, რომ უცხოეთის ქვეყნებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი უპირატესად 5-10%, მაქსიმუმ 15%-ია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტ პაციენტს არ სჭირდება.უბრალოდ, თითოეული ქვეყანა ამას არეგულირებს კონკრეტული მომენტისთვის ქვეყანაში არსებული COVID სიტუაციის და არსებული რესურსის (საწოლფონდის) გათვალისწინებით. იგივე პრინციპებით ცდილობს იხელმძღვანელოს საქართველოც. თუმცა ეს იოლი არ არის, რადგან ჰოსპიტალიზაციის პროცენტის შემცირება დაკავშირებულია ავადმყოფების უკმაყოფილებასთან და ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილი პაციენტის სიკვდილობის გაზრდილ რისკთან. ასე მაგალითად, ინგლისის მონაცემებით, გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობის 10% (ყოველი მეათე) მოდის ჰოსპიტალს გარეთ დარჩენილ COVID პაციენტებზე, მაშინ, როცა ჩვენთან ასეთი შემთხვევები ერთეულია. ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ რაღაც ოქროს შუალედი, რათა ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩეს პაციენტი, ვისაც ეს სჭირდება და თან კლინიკური სექტორი ზედმეტად არ გადაიტვირთოს.
აი, ასეთია სინამდვილეში „ქართული რეალობა“,-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი ერთ–ერთ ბოლო სტატუსში წერდა:
“ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, აღარ გვყოფნის საწოლები, ექთნები, ექიმები რომ გავუმკლავდეთ კოვიდს. ვეღარ ხდება მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, არის ამ მიზეზით გამოწვეული მსხვერპლიც – როდესაც ვერ მოხერხდა პაციენტების საავადმყოფოში მოთავსება. და ამ დროს არსებობს ერთი, ძალიან მარტივი გზა ამ ვითარებიდან გამოსვლის, რომელსაც არც მატერიალური რესურსი სჭირდება, არც ტექნოლოგიური აღჭურვილობა, არც მეცნიერული პოტენციალი – ეს არის არასაჭირო ჰოსპიტალიზაციების შეწყვეტა! თითქოს ყველამ იცის დეკლარირებულ დონეზე, ამ საკითხზე დღეს უკვე ყველა საუბრობს რომოდენიმე კვირაა, მაგრამ რაღაც მოჯადოებული აურა არ იძლევა ამ მარტივი ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას.
დღეს ჩვენ გვაქვს გამოვლენილი შემთხვევების 30-35% -იანი ჰოსპიტალიზაციის ჯერ არ ნახული, არსად გაგონილი, საღი აზრისთვის მიუწვდომელი მასშტაბი. აშშ-ს, ევროპის გამოცდილება რომ ავიღოთ – 5-10% ია, მაქსიმუმ 15%. ჩვენ შეგვიძლია ერთი დღის განმავლობაში, გავაორმაგოთ საწოლები, გავაორმაგოდ თითო პაციენტის წილ მოსული ექთნის და ექიმის რაოდენობა, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ჰოსპიტალიზაციის განხორციელება, ავწიოთ მოვლის და მკურნალობის ხარისხი და ეს უკანასკნელი ასევე პირდაპირპროპორციულია ვენტილირებული პაციენტების შემცირებასთანაც, რადგან ექიმს რჩება მეტი დრო და ყურადღების საშუალება, მაქსიმალურად თავიდან აიცილოს არასაჭირო ინტუბაცია.
ამ ყველაფერს სჭირდება მარტივი რამ: პროტოკოლებში მკაცრად გაწერილი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები! კოვიდი ერთერთი გამორჩეული დაავადებაა, რომელსაც აქვს ძალზე ობიექტური, ადვილად გაზომვადი, ძნელად მანიპულირებადი ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმი და ამ საკითხის მკაცრად გაკონტროლებაც არ წარმოადგენს პრობლემას. და ამის მაგივრად იმართება მრავალსაათიანი შეხვედრები, განხილვები, „აზრთა“ ჭიდილი, ექსპერტთა მწუხარება არსებულ ვითარებაზე, ხელისუფლების ტანჯვა-ვაება მომავალზე ფიქრით – მოკლედ სადომაზოხიზმი მოქმედებაში, საქმის ნაცვლად! ხოლო მას, ვისაც ეს ეხება, აი ის სრულ კმაყოფილებაშია არსებული ვითარებით და პერიოდულად ამაყობს ამ პროცენტით.
ნამდვილად წააგავს ეს ყველაფერი გაბრიელ გარსია მარკესის რომანს: გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა-ს. ყველამ ყველაფერი ვიცოდით, ყველასთვის ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ არავინ არაფერი ამისთვის არ გავაკეთეთ.
ღვთის წყალობით, თუ მართლა პიკის მიდამოებში ვართ (მე ასე მგონია, თუმცა ამ საკითხში შესაძლოა ვცდებოდე) გავუძლებთ რაღაცნაირად, მაგრამ თუ არ ვართ?“ -
ბოლო შობა პირველი ლედის სტატუსით–ნახეთ როგორ მორთო საშობაოდ თეთრი სახლი მელანია ტრამპმა(ვიდეო)
დონალდ ტრამპის ოჯახი თეთრ სახლში ბოლო შობას აღნიშნავს. მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ უკვე მორთო. საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
წლევანდელი დეკორაცია მელანიას თქმით „ამერიკის სულს“ გამოხატავს. ამერიკის პირველმა ლედიმ კლასიკური გაფორმება აირჩია: მწვანე ნაძვები, წითელი, ოქროსფერი და თეთრი მორთულობით. თეთრი ფერი კორიდორების და ოთახების დეკორის ძირითად ფერად იქცა. მთავარი საშობაო ნაძვისხე კი, რომელიც 5.5 მეტრის სიმაღლის არის, ხელნაკეთი ქაღალდის ბურთებით არის გაფორმებული. ყოველი მათგანი ერთ–ერთ ამერიკულ შტატს განასახიერებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან საშობაოდ მელანია ტრამპმა თეთრი სახლი ეგზოტიკურ სტილში მორთო. მაგალითად, ნაძვისხეები სისხლისფერი იყო, რამაც ზოგ ამერიკელს საშინელებათა ფილმის ასოციაცი გაუჩინა. შესაძლოა ამიტომაც წელს მელანიამ გადაწყვიტა კლასიკური სტილი აერჩია.
-
ჯო ბაიდენმა ფეხი მოიტეხა
თეთრი სახლის ბინადრებს შორის ხშირად იყვნენ ამერიკის პირველი ოჯახის ძაღლები, რაც შეერთებული შტატების ლიდერის სახლს ცოტა უფრო აადამიანურებდა. ტრადიცია არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლში ისევ ბრუნდება, თუმცა მცირე ინციდენტის თანხლებით.
ბაიდენს 2 წლის გერმანულ ნაგაზთან თამაშის დროს, შაბათს ფეხი დაუცურდა. არჩეულ პრეზიდენტს ორი ძვლის მოტეხილობა აქვს და მომდევნო რამდენიმე კვირა სიარული ლიმიტირებულად შეეძლება – ამბობენ ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპეციალისტები.
ბაიდენმა ძაღლი სახელად მეიჯორი, ცხოველთა თავშესაფრიდან 2018 წელს იშვილა. მას მანამდე მეორე ნაგაზიც ჰყავდა შეფარებული. ჩემპი ბაიდენმა 2008 წელს, არჩევნებში გამარჯვებისთანავე აიყვანა.
თავშესაფრის ორივე ძაღლი თეთრ სახლში გადადის. ბაიდენები კატის აყვანასაც გეგმავენ. “მიყვარს სახლში შინაური ცხოველების ყოლა” – უთხრა რამდენიმე ხნის წინ, ტელეკომპანია “ფოქსს” ჯილ ბაიდენმა, ამერიკის მომავალმა პირველმა ლედიმ.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე, თეთრ სახლში ორი ძაღლი ცხოვრობდა, ბო და სანი – პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს. მანამდე კი ძაღლები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ ძაღლი სპოტი და კატა ინდია.
წყარო: ამერიკის ხმა
-
ბერუკა ივანიშვილი 1 წლის გახდა-როგორ აღნიშნეს იუბილე ბერამ და ნანუკამ ( ფოტოები )
ბიძინა ივანიშვილის შვილიშვილი, ბერუკა 1 წლის გახდა. ბერუკა ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის პირველი შვილია. პატარას სახელი მშობლებმა მათი სახელების ინიციალებისგან შეურჩიეს.ნანუკა და ბერა გულშემატკივრებს ხშირად უზიარებენ პატარას ფოტოებს. ამჯერად კი ბერამ მისი დაბადების დღის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.
View this post on Instagram

-
არგენტინის პროკურატურამ მარადონას პირად ექიმს მისი მკვლელობისთვის ბრალი წაუყენა
არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. ამის შესახებ არგენტინული მედია წერს. მათი მონაცემებით ლეოპოლდო ლუკე ეჭვმიტანილია არაგანზრახ მკვლელობაში და ავადმყოფისთვის დახმარების არ აღმოჩენაში. მის წინააღმდეგ გამოძიება მარადონას ქალიშვილების ჩვენებების საფუძველზე დაიწყო, რომლებმაც ექიმის ქმედებები ეჭვქვეშ დააყენეს.
თავად ექიმი ფეხბურთელის სიკვდილში საკუთან ან ვინმეს ბრალეულობას არ აღიარებს. მისი თქმით, ექიმების ბრიგადამ, რომელიც მარადონს ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებდა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო.სასამართლომ ლუკეს სახლის ჩხრეკის ორდერი გასცა. ოპერატიული ღონისძიებებისას მარადონას ავადმყოფობის ისტორია ამოიღეს. დიეგო მარადონა 26 ნოემბერს გულის მოულოდნელი გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. 3 ნოემბერს მან თავის ტვინის სუბდურალური ჰემატომის ოპერაცია გადაიტანა და ლა პლატეს საავადმყოფოდან 12 ნოემბერს გამოწერეს.
-
ვინ არის აშშ–ს ახალი პირველი ლედი. ჯო ბაიდენის პირადი ტრაგედია და ახლადარჩეული პრეზიდენტის გამორჩეული მეუღლე
აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენის მეუღლე, 69 წლის ჯილ ბაიდენი, რომელიც ამერიკის ახალი პირველი ხდება, როგორც ჩანს ამ როლზე ტრადიციულ წარმოდგენას შეცვლის. მან უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს სამსახურის მიტოვებას და კვლავ სკოლაში მასწავლებლად იმუშავებს. ასეთი რამ ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.
თუმცა, ისიც უნდა ითქას, რომ აშშ–ს პირველი წყვილის ურთიერთობების ისტორიაც არასოდეს ყოფილა ასეთი: ფილადელფიის გარეუბანში მცხოვრები 24 წლის გოგო სენატორს გაყვა ცოლად, რომელსაც ცოლი და ქალიშვილი დაეღუპა. პირველი ქორწინებიდან მისი ორი ვაჟი კი საკუთარი შვილებივით გაზარდა.
1987 წელს მიცემულ ერთ–ერთ ინტერვიუში ჯო ბაიდენმა საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა და მოყვა, რომ 1972 წლის 18 დეკემბერს, 30 წლის სენატორი საკუთარი კაბინეტისთვის თანამშრომლების ასაყვანად გასაუბრებას ატარებდა, როცა სატელეფონო ზარი გაისმა. მას დელავერის შტატის ქალაქ ჰოკესინის პოლიციიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ გაჩერებულ ავტომობილს, რომელშიც მისი ცოლი და სამი შვილი იჯდა სატვირთო მანქანა დაეჯახა. ბაიდენის ცოლი – ნელი და ერთი წლის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ორმა ბიჭმა – ბომ და ჰანტერმა მძიმე ტრავმები მიიღეს.
ნელი და ჯო ბაიდენები შვილებთან ერთად ამ ტრაგედიის შემდეგ ბაიდენს სენატიდან და პოლიტიკიდან წასვლა უნდოდა. ინტერვიუში ის ყვება, რომ უნდოდა შვილები წაეყვანა, ავსტრალიაში წასულიყო და საერთოდ ყველაფერი დაევიწყებინა. კითხვაზე, რა დრო დასჭირდა რომ გონს მოსულიყო მომხდარის შემდეგ ბაიდენმა უპასუხა:
“მთელი წრე უნდა გაიარო: პირველი ღამე, როცა საწოლში მარტო ხარ, პირველი შობა მარტომ, პირველი თოვლი, რომელსაც მარტო უყურებ. პირველი მგზავრობა მანქანით…“
საბოლოოდ ბაიდენი არც სენატიდან წავიდა და არც პოლიტიკიდან, მეგობრებმა გადააფიქრებინეს. როგორც თვითონ ამბობს, როლი ამომრჩევლებმაც ითამაშეს, რომლებიც მხარდამჭერ წერილებს უგზავნიდნენ:
“გადის წელი, უფრო მეტი, მაგრამ არაფერი გავიწყდება. თუმცა ისევ იწყებ გაღიმებას. ტკივილი არ ქრება, ის უბრალოდ წარსულში რჩება“ – ამბობს ბაიდენი ინტერვიუში.
1975 წელს ბაიდენი პენსილვანიაში ოჯახურ ვახშამზე ჩაფრინდა. აეროპორტში ის გოგონამ გააჩერა, რომელსაც ხელში სარეკლამო ფლაერები ეჭირა. მოულოდნელად ისინი ერთმანეთს გამოელაპარაკნენ. ბაიდენი ძმებთან ერთად იყო. სახლისკენ მიმავალ გზაზე მისმა ძმამ თქვა:
“ეს ჩემი სკოლის მეგობარი იყო. გინდა სახლში დავპატიჟო?“

ბაიდენების წყვილი 1987 წელს ჯილ ჯეიკობსი მაშინ 24 წლის იყო. ბაიდენი ამბობს, რომ მისთვისაც და ჯილისთვისაც ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.
ამერიკის მომავალი პირველი ლედი ფილადელფიის გარეუბანში, ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა. თავიდან მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე ოცნებობდა, თუმცა გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ გაყიდვები არ აინტერესებდა.
1970 წელს 19 წლის ჯილ ჯეიკობსი ფეხბურთელ ბილ სტივენსონს გაყვა ცოლად, რომელმაც მოგვიანებით დელავერში იმ დროისთვის ყველაზე პოპულარული ბარი გახსნა. 1974 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ჯილ ჯეიკობსს ძალიან უყვარდა ლიტერატურა და უნივერსიტეტშიც ლიტერატურას სწავლობდა. 1975 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
ჯო ბაიდენის წინადადებას, ცოლად გაყოლოდა თავიდანვე არ დათანხმდა. Vogue–სთან ინტერვიუში ჯილმა ერთხელ თქვა, რომ მისთვის ასაკში (8 წელი) და სტატუსში ამხელა სხვაობა უცნაური იყო:
“მე ვხვდებოდი ბიჭებს ჯინსებში, მაისურებში და კედებში, ის კი პირველ პაემანზე მკაცრი ჯემპრით და მოკასინებით მოვიდა.“
გარდა ამისა, ჯილს არ უნდოდა პრესის დაჟინებული ყურადღება. თავიდან იმის მიღებაც გაუჭირდა, რომ სენატორის შვილების გაზრდა მას მოუწევდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც დათანხმდა და მართალია ფორმალური შვილად აყვანის პროცედურები არ გაუვლია, ჯოს შვილებს საკუთარივით ზრდიდა.
1977 წელს ჯილ ჯეიკობსი და ჯო ბაიდენი ნიუ იორკში დაქორწინდნენ.
თაფლობის თვე წყვილმა საბჭოთა უნგრეთში გაატარა – “რკინის ფარდის“ უკან. იმ დროს ეს ესქტრავაგანტულად ითვლებოდა.
1981 წელს შეეძინათ ქალიშვილი ეშლი.
ჯილ ბაიდენს მასწავლებლის კარიერაზე უარი არ უთქვამს. ის 30 წლის განმავლობაში ასწავლიდა ინგლისურსა და ლიტერატურას როგორც სტუდენტებს, ისე განვითარების თავისებურებების მქონე ბავშვებს.მოგვიანებით ის პედაგოგიის მაგისტრი გახდა, 2000 წელს კი დოქტორის წოდება მიიღო.
რამდენადაც საკუთარ კარიერას უფრთხილდებოდა, ზუსტად ასევე უჭერდა მხარს ჯილ ბაიდენი ქმრის კარიერას. ის ჯერ კიდევ 2004 წელს ცდილობდა ქმარი დაერწმუნებინა კენჭი ეყარა პრეზიდენტად იმ დროს, როცა აშშს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი იყო, ქვეყანა კი ერყში ომს აწარმოებდა. ბაიდენი ამ ომის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
2008 წელს ჯო ბაიდენი შეეცადა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გამხდარიყო, თუმცა ბოლოს ბარაკ ობამას სასარგებლოდ დათმო, შემდეგ კი 8 წლის განმავლობაში მასთან ერთად ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა.
ჯილ ბაიდენი აშშ–ს ისტორიაში პირველი “მეორე ლედი“ იყო, რომელიც სრული განაკვეთით მუშაობას განაგრძობდა. მოსწავლეების და სტუდენტების საშინაო დავალებებს ხანდახან რომელიმე სერიოზულ ღონისძიებაზე მიმავალიც კი ასწორებდა გზაში.2020 წლის გაზაფხულზე ჯილ ბაიდენმა შევებულება აიღო პირდაპირ სემესტრის დასაწყისში, რათა ქმრის წინასაარჩევნო კამპანიაშ მიეღო მონაწილეობა. აქამდე მას ასეთი რამ არასოდეს გაუკეთებია.
ჯილ ბაიდენი ქმრისთვის წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებას აკეთებდა მის მშობლიურ პენსილვანიაში და დელავერში, და ამ შეხვედრებში თვითონაც მონაწილეობდა.
ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ქმარივით კარგი ორატორი არ არის, თუმცა გაცნობისთანავე კეთილგაწყობას იწვევს.
ქმრის გამარჯვებისთანავე ჯილ ბაიდენმა განაცხადა, რომ პირველი ლედის სტატუსის მიუხედავად სრული განაკვეთით მუშაობას განაგრძობს:“მინდა ადამიანებმა მასწავლებლები დააფასონ და ამ პროფესიაში მათი წვლილი იცოდნენ“ – განაცხადა მან სიბიეს–თან ინტერვიუში.
აშშ–ს პირველ ლედის არანაირი მკაფიოდ განსაზღვრული მოვალეობები არ გააჩნია. ძირითადად ისინი ცერემონიებში მონაწილეობენ და ქველმოქმედებით არიან დაკავებული. ჯილ ბაიდენი უკვე მრავალი წელია ვეტერანთა ოჯახებს ეხმარება და სათავეში უდგას ფონდს, რომელიც ახალგაზრდა ქალებს მკერდის კიბოსთან დაკავშირებით ინფორმირებაში ეხმარება. თუმცა დღემდე, არცერთ პირველ ლედის არ უმუშავია ყოველდღიურ სამსახურში. მხოლოდ ელეონორა რუზველტი წერდა საგაზეთო სვეტებს, რითაც საკუთარი ქმრის პოლიტიკურ კურსს უჭერდა მხარს.
ამერიკული მედია ჯილ ბაიდენის გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს და ამბობს, რომ ის დაიკავებს როლს, რომელიც 21–ე საუკუნის აშშ–ს პირველ ლედის შეეფერება.
“მასწავლებლობა არ არის ის, რასაც მე ვაკეთებ. მასწავლებლობა არის ის, ვინც მე ვარ. “ – დაწერა ჯილ ბაიდენმა ტვიტერზე.