Category: სხვადასხვა

  • კოქტეილი –ახალი პროდუქტი მაგთისგან

    მაგთი  ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინების და მობილური ინტერნეტმომსახურების კომბინაციას წარმოადგენს. კომბინირებული პაკეტები ქართულ ბაზარზე აპრობირებულია, მაგრამ ახლებურია მაგთის მიდგომა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პაკეტის თავად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

    კოქტეილიასე ჰქვია პროდუქტს, რომლის სახელიც შინაარსზე თავად მიანიშნებს.

    მაგთის მობილური აპლიკაცია MyMagti ყველას აძლევს საშუალებას, ჩაერთოს საკუთარი სერვისის შექმნის პროცესში. კონკრეტული გამოცდილების და ჩვევების გათვალისწინებით მომხმარებელმა  უკეთ  იცის, რამდენ მეგაბაიტს, წუთს თუ SMS-ს მოიხმარს დღეში, კვირასა თუ თვეში, ისე, რომ არც ზედმეტი  დარჩეს და არც დააკლდეს.

    შენ უკეთ იცი, რა გსურსამ პრინციპით ყველას შეუძლია შექმნას ინდივიდუალური  პროდუქტი თავისთვის და თავისიანებისთვის, უფრო მეტიც, დაარქვას სასურველი სახელი და  მაგთის აპლიკაციაში დაიმახსოვროს.

    „მომხმარებლებს სულ უფრო  მეტად უჩნდებათ ინდივიდუალური მიდგომის სურვილი. ასაკი, გემოვნება, ინტერესები და  ჩვევები იმდენად განასხვავებს მათ დამოკიდებულებებსა და საჭიროებებს, რომ ხანდახან, ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანის პირობებშიც კი, შეუძლებელია სერვისი ინდივიდუალურ  მოთხოვნებს სრულად მიესადაგებოდეს. სწორედ ამიტომ იდეალურია შეთავაზება, რომელიც საკუთარი პროდუქტის თავად შექმნის  შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებენ მაგთიკომში.

    მაგთიმ  მომსახურების მოდელი  უფრო მოქნილი,  ინტერაქტიული და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დამყარებული გახადა.

    მაგთისთან ერთად პროდუქტს ქმნი შენ!

  • მოგესალმებით შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი – ხატია დევსურაშვილი საზოგადოებას მიმართავს

    „მოგესალმებით თრეველერ.ჯის მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი!“ –  ამის შესახებ ხატია დევსურაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ზაფხულში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს.

    “მოგესალმებით თრეველერ.ჯის მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი! როგორც იცით 23 აგვისტოს შატილში მოხდა ტრაგედია,რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, პირადად ჩემთვის კი ამ დღეს ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა ისევე, როგორც დატრიალდა ის მანქანა რომელშიც მე და ჩემი და მეა დევსურაშვილი ვისხედით. ამ დღეს მედეა საბოლოო ტურზე იმყოფებოდა და მოიარა შატილის ულამაზესი ადგილები, შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებოდით სახლში, როდესაც ავტოკატასტროფა მოხდა და მედეა გამოემშვიდობა სიცოცხლეს.

    მე უამრავი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით მიმიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და შალვა ბოლოთაშვილის მიერ განწირული უფლის წყალობით გადავრჩი. ჯგუფში მოვიძიე თრეველერ.ჯის შესახებ გამოთქმული აზრები და იმდენი უარყოფითი მოსაზრება და პრეტენზია წავიკითხე ამ კომპანიის მიმართ,რომ ახლა უკვე აღარ მიკვირს რაც ჩვენ დაგვემართა, დასანანია რომ სანამ მათ გავყვებოდი ტურზე მანამდე არ ვნახე ეს ინფორმაცია, ხომ გადავრჩებოდით და დღეს ჩემი და ცოცხალი იქნებოდა.

    მინდა მოგმართოთ თხოვნით დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში! უპასუხისმგებლოდ და ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაგეგმილმა ტურმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა ასეულობით მათი ახლობელი. ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული, ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილის და დაშავებულთა ოჯახებმა და იმედი გვაქვს რომ დავამტკიცებთ რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია, და თუ ეს დამტკიცდა კომპანია თრეველერ.ჯის ბრალეულობას წაუყენებენ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ზემოთხსენებულ კომპანიას არ მოუკითხია არცერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი, დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა,მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით, მუშაობას და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით თითქოს არაფერი მომხდარიყოს,აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!! უმორჩილესად გთხოვთ შემეხმიანეთ ის ადამიანები ვინც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობილებიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! შემეხმიანეთ ისინი ვინც ბოლომდე მხარში დამიდგებით და ჩემთან ერთად იბრძოლებთ სხვების გადასარჩენას , მადლობას გიხდით წინასწარ.”- წერს ხატია დევსურაშვილი.

    შეგახსენებთ, 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

  • ათასობით ადამიანი ქუჩაში. არგენტინა მარადონას გლოვობს

    არგენტინა მარადონას გლოვობს, რომელიც 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარადონა ფიფას მიერ 20–ე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არის აღიარებული, არგენტინელების თვალში კი ის ეროვნული გმირია. წუხელ მისი ათასობით თანამოქალაქე ქუჩებში გამოვიდა მისი ხსოვნის პატივსაცემად.

    არგენტინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებელ ცერემონაილში დაახლოებით მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიალი საპრეზიდენტო სასახლეში, კასა როსადაში გაიმართება, სადაც როგორც წესი მხოლოდ არგენტინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებს ემშვიდობებიან. არ არის გამორიცხული გამომშვიდობება რამდენიმე დღეს გაგრძელდეს.

    3 ნოემბერს მარადონამ სუბდურალური ჰემატომის გამო ოპერაცია გადაიტანა. 12 ნოემბერს ის საავადმყოფოდან გამოწერეს, 26 ნოემბერს კი გულის უცაბედი გაჩერებით გარდაიცვალა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემებით სიკვიდილის უშუალო მიზეზი გახდა “გულის მწვავე უკმარისობა დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტში, რამაც ფილტვების მწვავე შეშუპება გამოიწვია.“

    “ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ის წავიდოდა. გული მკვდარი მაქვს. ყოველდღე გამოვდივართ ქუჩაში მასთან გამოსამშვიდოებებლად. სიტყვები არ მყოფნის“ –ასეთ კომენტარებს აკეთებენ ფეხბურთის ლეგენდას გარდაცვალებაზე მარადონას არგენტინელი ფანები.

  • ნახტომი სამმეტრიან ღობეზე–როგორ გაიქცა ჩრდილოეთ კორეის  მოქალაქე ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში

    ჩრდილოეთ კორეელმა 30 წლის მამაკაცმა სამმეტრიან ღობეზე გადახტომა შეძლო იმისათვის, რომ სამხრეთ კორეაში მოხვედრილიყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია ავრცელებს. მანამდე მან როგორღაც შეძლო ჩრდილოეთ კორეის ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა. გაქცევა ჯერ კიდევ ნოემრის დასაწყისში შედგა, თუმცა მხოლოდ ახლა გახმაურდა. მამაკაცი ამტკიცებს, რომ წარსულში ტანმოვარჯიშე იყო.

    სამხრეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, როგორც ინციდენტის გამოძიებამ აჩვენა,მამაკაცი საზღვარზე თავიდან იმის გამო ვერ აღმოაჩინეს, რომ ერთ–ერთი სენსორი, რომელიც მოძრაობას აფიქსირებს მოშვებული იყო.  სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა მამაკაცი მხოლოდ 14 საათის შემდეგ, საზღვრიდან ერთ კილომეტრში აღმოაჩინეს, როცა სათვალთვალო კამერებმა შენიშნეს.

    სასაზღვრო სენსორები 2015 წელს დამონტაჟდა. მათ ღობეზე ნებისმიერ შეხებაზე უნდა ჰქონდეთ რეაქცია. სამხრეთ კორეის სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ ამჟამად ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვრის მთელ პერიმეტრზე სენსორების შემოწმება მიმდინარეობს.

    ინციდენტს სამხრეთ კორეის ხელისუფლების მისამართით კრიტიკის ტალღა მოჰყვა. კრიტიკოსების აზრით ამ ინციდენტით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პოტენციური საფრთხის შემთხვევაში სასაზღვრო სისტემის სისუსტე გამოჩნდა.

    ამჟამად სამხრეთ კორეის ხელისუფლება ტოტალიტარულ რეჟიმს გამოქცეული მამაკაცის მოტივებს და გულწრფელობას ამოწმებს. კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში მას მოსთხოვეს ორჯერ გაემეორებინა ნახტომი ღობეზე, რათა მისი ნათქვამის სიმართლეში დარწმუნებულიყვნენ.

    სამხრეთ კორეის ხელისუფლებას საეჭვოდ ეჩვენება ის გარემოება, რომ თუნდაც მამაკაცს ღობეზე გადახტომა შეძლებოდა, მან მოახერხა შეუმჩნეველი დარჩენილიყო ჩრდილოეთ კორეის სამხედროებისთვის და არც საზღვრის დელიმიტირებული ზონის გასწვრივ არსებულ მრავალრიცხოვან ნაღმებზე აფეთქებულიყო.

    ხელისუფლება თვლის, რომ პრინციპში, ამ ტიპის გაქცევა შესაძლებელი იყო მამაკაცის ფიზიკური აღნაგობიდან და მომზადებიდან გამომდინარე, თუმცა ამ ვერსიას გადამოწმება ჭირდება.

  • “ქართულ-უკრაინული ოჯახი შედგა” – გიორგი ბარამიძემ ცოლი მოიყვანა

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე დაქოწინდა. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. 

    “დღეს მე და ჩემ­მა ანუ­ტამ (ჩვენს სა­ა­მა­ყო იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში) ხელი მო­ვა­წე­რეთ და ქარ­თულ უკ­რა­ი­ნუ­ლი ოჯა­ხი იუ­რი­დი­უ­ლა­დაც შედ­გა” – წერს ბა­რა­მი­ძე.

  • სალომე ზურაბიშვილს შვილიშვილი შეეძინა

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე წერს : “დაიბადა მარიამ გუგუშვილი (გორჯესტანი)”.

  • “ავტორიტარიზმი დამყარდა. მალე ამის თქმის გამოც დაკითხვებზე დაგვიბარებენ“–გია ჯაფარიძე

    ექსპერტი გია ჯაფარიძე ხელისუფლების მიერ ორთვიანი შეზღუდვების შემოღებას  აფასებს:

    “ჩაგვკეტეს მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არ იყო. დააზარალეს ქვეყანა ეკონომიკურად, მოქალაქეები – ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად, მორალურად, ხელისუფლებამ მოიგო პოლიტიკურად, ხელისუფლებასთან მყოფმა პირებმა მოიგეს ეკონომიკურად. არავინ იცის, სად წავიდა ხალხის სახელით აღებული ვალი და ხალხისთვის გამოგზავნილი ფინანსური დახმარება. არავინ იცის, სად დაილექა ეს ფული.

    სამწუხაროა, რომ მაშინ მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია აპროტესტებდა, მაგრამ აპროტესტება აბსოლუტურად მცდარი რადიკალური პოზიციებიდან, შესაბამისად შეშინებული მოქალაქეებიდან მხარდაჭერა ვერ მიიღო. შემდეგ დაემატა რამდენიმე პარტიაც, მაგრამ ხელისუფლებას უკვე აწყვეტილი ჰქონდა.

    მთელი წინასაარჩევნო კამპანია იყო კოვიდთან ბრძოლაში მოპოვებული “გამარჯვების” კაპიტალიზაცია, მასში ჩართული იყვნენ ხელისუფლების ერთგული ექიმები, რომლებმაც დაივიწყეს ჰიპოკრატე და მიეცნენ ჰიპოკრისიას. კამპანიას შემატეს ამორალური ტყუილები, რომელთა შექმნა/შეფუთვა/გავრცელებაში დაიხმარეს რუსეთის სპეციალური სადაზვერვო სამსახურები. მათი დახმარებით ჩამოაყალიბეს ფსევდო-პატრიოტული და ფსევდო-რელიგიური ნარატივი, რაშიც დაიხმარეს რუსეთის ეკლესიის ქართული განყოფილების თანამშრომლები და რის გამოც საპყრობილისთვის გაწირეს უდანაშაულო პროფესიონალი პატრიოტები.

    ასეთი იდეოლოგიურ-ფინანსურ-პოლიტიკურად “მომზადებული” მივიდნენ არჩევნებამდე. იცოდნენ, რომ წინ იყო ეპიდემიის მეორე მძიმე ტალღა, მაგრამ არჩევნები არ გადადეს. სამწუხაროდ, არჩევნების გადადება არ მოითხოვეს არც ოპოზიციურმა პარტიებმა. ცხადი იყო, რომ საკუთარ “მომზადებას” ხელისუფლება არ ჩააგდებდა, თუნდაც მსხვერპლის ფასად არჩევნებს არ გადადებდა, რადგან გაზაფხულზე ის იქნებოდა ჩამოშლი ჯანდაცვის სისტემით, ჩამოშლილი ეკონომიკით, ჩამოშლილი ნდობით და სრულიად გაკოტრებული პოლიტიკურად, შესაბამისად წააგებდა. შემდეგ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს – დაიწერეს იმაზე მეტი, ვიდრე მიიღეს, იძალადეს, მოისყიდეს და მიიტაცეს სახელმწიფო, რითიც ბუნდოვან მომავალში გადადეს საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების განხორციელება.

    თავიდანვე ცხადი იყო, რომ მეორე ტურის შემდეგ გამოაცხადებდნენ სრულ ლოქდაუნს. მოქალაქეთა ჯანმრთელობა ფეხებზე ჰკიდიათ, პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვაა მიზანი. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლა ბევრი რამე გვიანია. მარტში უკვე ძალიან ნათელი იყო, რა გველოდებოდა ნოემბერში. უდანაშაულო ადამიანების სხვა ქვეყნის ინტერესების გამო დაჭერაც შერჩათ.

    ასეთი რამე ადრეც ხდებოდა, 1937 წელს მაგალითად, ან სხვაგან, მაგალითად ტრუხილიოს რეჟიმში, საქართველოში დომინიკის რესპუბლიკის იმდროინდელ ამბებზე დაწერილი წიგნი პოპულარულია, მაგრამ გაკვეთილი მწარე გამოვა.

    ავტორიტარიზმი დამყარდა. ასე მგონია. მალე ამის თქმის გამოც დაკითხვებზე დაგვიბარებენ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად თავიანთ იმ წინამორბედებს ჰგვანან, რომლებსაც სიმშვიდეში შემოეპარათ საბჭოთა რუსეთი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა პოლიტიკოსის გონიერების მჯერა ბარიკადების ორივე მხარეს.“– წერს გია ჯაფარიძე ფეისბუქზე.

  • დიეგო მარადონა გარდაიცვალა

    60 წლის ასაკში ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

    4 ნოემბერს მას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა, რის გამოც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

  • “მეკითხებოდნენ თქვენ რაზე ზიხართო“–Covid 19-ით ინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში მოხვდა

    Covid 19-ით დაინფიცირებული მწერალი როსტომ ჩხეიძე ადგილების უქონლობის გამო სამკურნალოდ ციხის საავადმყოფოში მოხვდა. დაავადების გართულების ეტაპზე მან რამდენიმე კლინიკა მოიარა, რომელთაგან ერთ–ერთი ციხის საავადმყოფო იყო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მწერალი ამბობს, რომ არც კი იცოდა, რა დაწესებულებაში მკურნალობდა:

    „თავიდან არ ვიცოდი, ციხის საავადმყოფო რომ იყო. უადგილობის გამო კოვიდიანებისთვის ჰქონდათ გამოყოფილი პალატები. ტომოგრაფიაზე რომ ჩავყავდით, რამდენიმე კაცი შემხვდა, თქვენ რაზე ზიხართო. ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ. მე მეექვსე პალატაში ვარ-მეთქი. არა, რაზე ზიხართო. კიდევ ვერ გავიგე და ფანჯარასთან ვწევარ-მეთქი. აა, ფანჯარასთანო. ზოგი კარგად რომ დამაკვირდებოდა, მეტყოდა, ალბათ სამეურნეო საქმეებზე ზიხარო, ბუღალტერია და მსგავსი რაღაცეები. თან მერე გადაძახილები იყო საავადმყოფოში, კაკუნი, ბრახუნი, ციხეში როგორც ხდება. სანამ გავიგებდი, სად ვიყავი, ვფიქრობდი, რაღაც ხომ არ მეჩვენება-მეთქი.

    მე 1832 წლის შეთქმულების ამბავს ვიკვლევ. სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდე ორბელიანი და სხვები ყაზარმაში რომ წაიყვანეს, ერთმანეთს წერილებს უყრიდნენ: სოლომონ, აქა ხარ? ელიზბარ, აქა ხარ? რომ გაეგოთ ვინ იყო დაპატიმრებული და სად იჯდა. ამ გადაძახილებზე სულ ისინი მახსენდებოდა“.

    ბოლოს, როდესაც გაირკვა, სად მიიყვანეს სამკურნალოდ, როსტომ ჩხეიძე თავადაც გაეხუმრა პატიმრებს – ახლა მძევლად არ ამიყვანოთო.

    „რა უნდა აგიყვანოთ, თვითონ აგვიყვან ყველას ერთადო, ავად იყვნენ ისინიც, ერთმანეთს ეყუდებოდნენ. რომ გამომწერეს და გამოვდივარ საავადმყოფოდან, საბუთები წარმოადგინეო. არაფერი საბუთი თან არ მქონდა. ატყდა სტვენა, გნიასი, შემომარტყეს ალყა, პატიმარი გარბისო. თან ისე მეცვა, მართლა კატორღელს ვგავდი: სპორტული შარვალი, ზემოდან ქურთუკი, კეპიანი ქუდი, გაუპარსავი წვერი… მძღოლი მანქანით მელოდებოდა ქვევით. გაიგო, პატიმარი გარბისო და გადმოვიდა, აინტერესებდა, ვინ გარბოდა, შევრჩი მე. მერე ექიმი ჩამოვიდა და დაადასტურა, რომ არ ვიყავი პატიმარი.

    ახლა სახლში ვაგრძელებ მკურნალობას, სუსტად ვარ, მაგრამ მაგის არ შეგეშინდესო, მითხრეს. წამლებს ისევ ვსვამ, სიცხე არ მაქვს. გადავრჩი, ექიმებმა გადამარჩინეს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი რისკის ფასად მუშაობენ, ფაქტობრივად ფრონტზე არიან“. – ამბობს მწერალი.

  • “ალბათ აღარ შეეძლო ვალების გადახდა” – ვინ არის MBC-ზე თავდამსხმელი

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გუშინ შეჭრილი მამაკაცი 31 წლის ლევან ზურაბაშვილია ის  წარმოშობით ბორჯომიდანაა, თუმცა წლები თბილისში, ოჯახთან ერთად, ორხევის დასახლებაში ცხოვრობდა.

    მეზობლები ამბობენ, რომ მოთხოვნები, რომლებიც ზურაბაშვილმა ვიდეომიმართვაში დაასახელა, მისი ოჯახის ბოლოდროინდელი პრობლემებიდან მომდინარეობს – აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემები, ფინანსური სირთულეები, მათ შორის, საბანკო ვალები.

    ახლობლები ამბობენ, რომ ზურაბაშვილის ოჯახმა რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლიც გაყიდა, მამის გარდაცვალებისა და პანდემიისგან გამოწვეული უმუშევრობოს გამო კი მათ კიდევ უფრო გაუჭირდათ.

    ლევან ზურაბაშვილი გუშინ თბილისში, მიკროსაფინანსო MBC-ში  ხელყუმბარით შეიჭრა და 9 მძევალთან ერთად დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა შენობაში.

    თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობის ბრალდებით,  სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი დააკავა, ყაჩაღობის მუხლი მოეხსნა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

    დღეს დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მას ხელში არა ნამდვილი ხელყუმბარა, არამედ მსგავსი ფორმის სანთებელა ეჭირა.

    თავდამსხმელმა Facebook Live-ს საშუალებით საკუთარი პოლიტიკური მოთხოვნები გააჟღერა – ზურაბაშვილი საბანკო სესხებზე პროცენტების დაკლებას, პენსიონერებისთვის წამლების გაიაფებას და აზარტული თამაშების აკრძალვას ითხოვდა.