მსახიობი იუნა შაფათავა მთავრობას მიმართავს და მათგან კრიზისულ გეგმას ითხოვს.
“კონკრეტული ნაბიჯი არის კონკრეტული ნაბიჯი! კონკრეტული ნაბიჯი არის ჩემი უმუშევრობის კომპენსაცია ამერიკაში, სტუდენტური სესხების შეჩერება, საბანკო სისტემის შეჩერება, რომ არ გადაიხადონ, გამოსახლებისგან დაცვა, სოც.დაუცველებისთვის სასადილოების გახსნა! თითოეულ ადამიანზე 100–200 ლარის გადახდა, სკოლების მხარდაჭერა, რომელია თურნავას კონკრეტული ნაბიჯი? ხარისხიანი ტურისტის გადარჩევა? რა უფლება აქვს ადამიანების ხარისხიანების განსაზღვრის? თვითონ ხარისხიანები ხართ? თურნავა ხარისხიანი მინისტრია? და კიდევ სხვა მინისტრები?
ეს კომუნიზმის, ლენინის დროს გაღორებული “ნომენკლატურიშნიკების”, ღიპიანი კაცების და მათი ნაშების დრო როდის გავა?”,– ამბობს შაფათავა ფეისბუქლაივში.
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ უნდა “დაახვიოს”, რადგან “პოლიტბიუროს” დაემსგავსა.
“რა გააუმჯობესეთ, რა გააკეთეთ? მთავრობის ახალი წევრები და იგივე კობახიძე. ბიჭო, ეგ რა ბრეჟნევი ყოფილა? აღარ მეცინება. პოლიტბიუროა ამის დედა ვატირე, სურათს მაშინ ხსნიდნენ, როცა კვდებოდა? დაუთმე სხვას ადგილი რა, სივიში ხომ ჩაგეწერა, ვინ ხარ, ახლა წადი კონსულტანტად, მრჩევლად, ამერიკის პრეზიდენტია ორი ვადაზე და თქვენ რა გახდით ასეთი, ბიჭო? რა გააკეთეთ? შედეგი მაჩვენეთ.
რითი ხდებით მინისტრები, ამიხსენით. დაიდოს კრიზისული გეგმა! განხორციელებული ნაბიჯი მაჩვენე 1 წლის განმავლობაში, მერე მითხარი რომ ამ თარიღიდან ამ თარიღამდე ამას ვაპირებ. გაქვთ ეს გეგმა? რა არის პირველი კვარტლის გეგმა? როგორ აპირებთ ხალხის გადარჩენას? იმავეს აკეთებთ რასაც ისინი [წინა ხელისუფლება] აკეთებდა. პოლიტბიურო, დროა, ჩამოუშვით ის პორტრეტები, გეყოთ რა, არ მინდა, კუბოში გაგაცილოთ, არ მჭირდები 50 წელი, წადი რა, დაახვიე არ გეყო? გეყოს რა! დავაი, დავაი, დაახვიეთ!”– აცხადებს შაფათავა.
დღისით ძილი, თუნდაც 5 წუთით წათვლემა დადებითად მოქმედებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე და შეიძლება დემენციის განვითარებაც კი შეაფერხოს. ამ დასკვნამდე ჩინელი მეცნიერები კვლევის შედეგად მივიდნენ, რომლის შესახებ სტატია ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნდა.
მკვლევარებმა 60 წლის 2200 ჯანმრთელი ადამიანის ძილის რეჟიმი შეისწავლეს, რომლებიც ჩინეთის დიდ ქალაქებში – პეკინში, შანხაისა და სიანში ცხოვრობენ. მათგან 1534 დღისით მუდმივად იძინებდა – ზოგი 5 წუთით, ზოგი კი 2 საათით. დანარჩენ 680 ადამიანს კი დღისით არასოდეს დაუძინია.
გაირკვა, რომ დღისით ძილი ხანდაზმულ ადამიანებში სივრცეში უფრო ზუსტ ორიენტაციას, სწრაფ მეტყველებას და კარგ მეხსიერებას იწვევს.
კვლევის ყველა მონაწილე დემენციის ნიშნებზეც შეამოწმეს. გაირკვა, რომ მათ, ვისაც დღისით ცოტა ხნით მაინც ეძინათ ბევრად უკეთესი სიტუაცია აღმოაჩნდათ.
განვითარებულ ქვეყნებში დემენცია 65 წლის ზევით ყოველ მეათე ადამიანში ვითარდება. სულ მსოფლიოში დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ამ დაავადებით ცხოვრობს. ის მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებას იწვევს, ასევე დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარს აქვეითებს და დაავადებულები ახლობელ ადამიანებსაც კი ვეღარ ცნობენ.
ასაკთან ერთად ადამიანს ძილის რეჟიმი ეცვლება და სულ უფრო ხშირად იძინებს დღისით. ადრე მეცნიერები ვერ თანხმდებოდნენ იმის შესახებ, დღისით ძილი დემენციის განვითარებას ამცირებდა თუ პირიქით, მისი სიმპტომი იყო.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ კვლვევა მიმოხილვითი იყო და ისინი ჯერ ვერ ამტკიცებენ, რომ დღის ძილი მართლაც ახდენს გავლენას კოგნიტიური ფუნქციების შენარჩუნებასა და დემენციის განვითარების შეჩერებაზე. არ იქნა გათვალისწინებული მაგალითად დღის ძილის ხანგრძლივობა და დღის მონაკვეთი, როცა კვლევის მონაწილეებს ეძინათ. ეს ფაქტორები კი შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
თუმცა, გარკვეული დასკვნები მკვლევარებმა მაინც გააკეთეს.
მათ ივარაუდეს, რომ დღის ძილი ორგანიზმის რეაქციაა ამა თუ იმ ანთებით პროცესზე.
“ანთების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებები უშუალო მონაწილეობას იღებენ ძილის მოშლაში. ძილი არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს, დღის ძილი კი შესაძლოა ჩვენში ანთებაზე რეაგირების უნარს ავითარებდეს. ადამიანებს, რომლებსაც უფრო აქტიური ანთებითი პროცესები აღენიშნებათ, უფრო დიდხანს ძინავთ“–ნათქვამია კვლევაში.
ორგანიზაცია Alzheimer’s Research UK –ის თანამშრომელი, სარა იმარისიო კაპა Daily Mail–თან ინტევიუში აღნიშნავს, რომ დემენციით დაავადებულ ადამიანებს ძილის რეჟიმის დარღვევები ახასიათებთ, თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ მისი ცვლილებები შეიძლება დაავადების სიმპტომების, მაგალითად მეხსიერების დაკარგვის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე დაიწყოს.
მისი თქმით, კვლევის ავტორებმა ვერ შეძლეს გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს დღის ძილი მეხსიერებაზე ან აზროვნებით პროცესებზე. მათ მხოლოდ ის დაადგინეს, რომ მათ შორის კავშირი არსებობს.
რუსეთისს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას საგაზაფხულო სესიისთვის კანონპროექტის მომზადება დაავალა, რომელიც საჯაროდ საბჭოთა კავშირისა და ფაშისტური გერმანიის გაიგივებას აკრძალავს.
“რეკომენდაცია მიეცეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას 2021 წლის საგაზაფხულო სესიისთვის მოამზადოს განსახილველად ფედერალური კანონის პროექტის ცვლილებები, მიმართული მეორე მსოფლიო ომში (1939-1945 წლებში) სსრკ–სა და ფაშისტური გერმანიის როლის საჯაროდ გაიგივების აკრძალვის დასაწესებლად.“ – ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვყნებულ განკარგულებათა ჩამონათვალში. გადაწყვეტილება კულტურისა და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭომ მიიღო, რომლის სხდომაზე დუმის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელენა იამპოლსკაიამ განაცხადა, რომ რუსეთში ქვეყნდება და ახალგაზრდობაში პოპულარობით სარგებლობს წიგნები, რომლებშიც წითელი არმიის და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებები იგივდება. სწორედ მისი ინიციატივა იყო ამის აკრძალვა.
“ჩემი აზრით, თუ ჩვენი გამომცემლობების რედაქტორებს ჭკუა, სინდისი და სითამამე არ ყოფნით მსგავსი პასაჟების ამოსაღებად, მათ კანონმდებლობით უნდა დავეხმაროთ. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს მორალური უფლება გავამკაცროთ კანონი, როცა საქმე ეხება ჩვენი ისტორიული მეხსიერების შეურაცხოყფას“ – განაცხადა მან სხდომაზე.
მის პოზიციას პუტინიც დაეთანხმა.
“ფრთხილად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ეს. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის უარყოფის გამო სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული, ალბათ თვით ღმერთმა ინება, რომ ჩვენი ახლო წ არსულის დასაცავად შესაბამისი მექანიზმები ჩავდოთ კანონში“– თქვა პუტინმა სხდომაზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართა.
მანამდე პუტინი არაერთხელ აცხადებდა “ისტორიის გადაწერის მცდელობისა და დიდი სამამულო ომის შესახებ სიმართლის დამახინჯების თაობაზე.“
სექტემბერში მან სკოლის მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელზეც განაცხადა, რომ ადამიანებს, ვინც ისტორიის გადაწერის ინიციატორებს ეთანხმებიან, თანამედროვე კოლაბორაციონისტები უნდა ეწოდოთ.
გასული წლის ივნისში პუტინმა ჟურნალ National Interest–ში სტატია გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ომის დაწყებიბს პასუხისმგებლობა მან მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს დააკისრა.
სტატიაში პუტინმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გაიხსენა, რომელიც მისი თქმით „პირდაპირ დებს ბრალს საბჭოთა კავშირს ნაცისტურ გერმანიასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში“, გარდა ამისა, პუტინი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია მოსკოვში ნაცისტების საგარეო საქმეთა მინისტრის, რიბენტროპის ორდღიანმა ვიზიტმა.
1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა გერმანისთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას, რომელიც მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი.
“ფაქტიურად საბჭოთა კავშირმა ეს ევროპის ქვეყნებში ყველაზე ბოლომ გააკეთა, თანაც ორ ფრონტზე ომის რეალური საფრთხის წინაშე – დასავლეთით გერმანიასთან, აღმოსავლეთით კი იაპონიასთან. ამასთან, სხვა სახელმწიფოები ამჯობინებენ არ გაიხსენონ ის შეთანხმებები, სადაც ნაცისტების ხელმოწერასთან ერთად დასავლეთის პოლიტიკოსების ხელმოწერებიც არის“– წერს პუტინი.
შემოდგომაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ტემპერატურის სეზონურ კლებას უკავშირდება. თუმცა, ძირითადი ფაქტორი შესაძლოა ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა და ორგანიზმში დე ვიტამინის დონე გახდა – თვლის ბელგიელი მეცნიერი სტეფან ვილრანდი. თავისი დასკვნები მან ჟურნალ Nature–ში გამოაქვეყნა.
მკვლევარმა 18 ქვეყნის ბოლო ორი თვის ახალი დაინფიცირების მაჩვენებლები გააანალიზა, რომლებიც 39–დან 62 განედამდე მდებარეობენ. მან ვერანაირი კავშირი ვერ იპოვნა ტემპერატურულ მაჩვენებლებს ან ტენიანობასა და კოვიდით დაავადებულთა მაჩვენებლის ზრდას შორის, თუმცა შენიშნა პირდაპირი კორელაცია ქვეყნის გლობუსზე მდებარეობასთან.
დაინფიცირების ზრდის მრუდის მკვეთრი ზრდა იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ულტრაიისფერი გამოსხივების დღეღამური დოზა ეკვადორზე ანალოგიური მაჩვენებლის 34%–ით ეცემოდა.
შესაბამისად, მზის სხივის ნაკლებობის გამო ადამიანეში დე ვიტამინის გამომუშავება ქვეითდებოდა, რაც დაავადების ზრდას უწყობდა ხელს.
მეცნიერი ხაზს უსვამს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება არ არის მთავარი მიზეზი, რაც დაინფიცირების მაჩვენებელს აუარესებს, თუმცა შეიძლება ერთ–ერთი განმსაზღვრები ფაქტორი იყოს.
ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინფიცირდა.
“Covid19-ზე ნეგატიური ტესტი მქონდა როცა საქართველო დავტოვე 15 იანვარს. 14,16,18 იანვარს გავიტესტე და ყოველ ჯერზე პასუხი ნეგატიური იყო. შაბათს 23 იანვარს თავი ცუდად ვიგრძენი, ყნოსვა და გემო დავკარგე. მაშინვე იზოლაციაში გადავედი. ორშაბათს, 25 იანვარს კი ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა! ამ ჯოჯოხეთის დაწყებიდან უკვე მეორედ!
პირველად ივლისში დავინფიცირდი და მსუბუქად გადავიტანე. გადამდები არ ვიყავი, რადგან ოთოს არასოდეს ქონია კორონა. იმედი მაქვს, ამჯერადაც არ ვარ გადამდები.
ოთოს ტესტი დღესაც ნეგატიური იყო.
ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებსაც ახლა შემოწმებების და კარანტინის გავლა უწევთ. ძალიან ვწუხვარ, ხალხო!
მართლაც იმედი მაქვს რომ 10 დღეში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და შევძლებ ჩემი კარმენის შესრულებას ვენის სახელმწიფო ოპერაში ტელევიზიისა და ონლაინ ტრანსლაციისთვის. ყველას ჯანმრთელობას დ უსაფრთხოებას გისურვებთ.“– წერს ანიტა რაჭველიშვილი.
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლი არაორდინარულად და კონფრონტაციულად დატოვა – ის არც აშშ–ს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალსაც დაესწრო და დამკვიდრებული ტრადიციის მიუხედავად არც ბაიდენი და მისი მეუღლე მიიწვია ჩაიზე.
ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო დღეები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს, არამედ მიუღებელ პერსონად გამოაცხადეს სხვადასხვა მსხვილმა კომპანიებმა. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, შედგება თუ არა საბოლოოდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სენატში, რომელიც მიუხედავად ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისა, ამ საკითხს მაინც განიხილავს.ისტორიული მოსმენები სენატში მომდევნო კვირიდან დაიწყება, თუმცა, ისტორიის ერთი თავი უკვე დაწერილია. პირველად ამერიკის ისტორიაში წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი 2-ჯერ წარმატებით დაასრულა.აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებთან ერთად დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს რესპუბლიკელების ნაწილმაც დაუჭირა.
იმპიჩმენტის შემთხვევაში ამერიკის 45-ე პრეზიდენტს შესაძლოა სტატუსი და მომავალში ყველა სამთავრობო თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას. პროცესი კი მომდევნო კვირიდან დაიწყება.ტრამპს ბრალად ედება საკუთარი მხარდამჭერები წახალისება, რასაც კაპიტოლიუმზე თავდასხმა მოჰყვა.
თუმცა, თუ სენატში ტრამპის იმპიჩმენტი არ შედგა, ის ყველა იმ პრივილეგიით ისარგებლებს, რაც აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტებისთვის არის გათვალისწინებული. ვნახოთ, რა ეკუთვნის თანამდებობიდან წასულ დონალდ ტრამპს და მის ოჯახს:
1958 წელს მიღებული ფედერალური კანონის მიხედვით, რომელიც აშშ–ს ყოფილ პრეზიდენტებს ეხება (Former Presidents Act), აშშ–ს ექს ლიდერებს მთელი რიგი ბონუსები ეკუთვნით. დოკუმენტის თანახმად შეღავათები მხოლოდ იმ პრეზიდენტებს ერგებათ, რომლებიც იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ და არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაკისრებიათ.
ამ პრივილეგიებით ამჟამად ყოფილი პრეზიდენტები – ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუშ უმცროსი და ბარაკ ობამა სარგებლობენ.
სამუდამო პენსია
2015 წლის პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჯონ კენედისა და ჰერბერტ ჰუვერის მსგავსად პრეზიდენტის ხელფასზე – წელიწადში 400 000 დოლარზე უარს იტყოდა. ასეც მოიქცა. 2017 წლიდან ტრამპმა არაერთხელ გადაურიცხა მნიშვნელოვანი თანხები სხვადასხვა უწყებებს. ერთ–ერთი ბოლო გადარიცხვა მისგან ჯანდაცვის ნაციონალურმა უწყებამ მიიღო კორონავირუსთან საბრძოლველად, თუმცა “ოქროს პენსიაზე„ – წელიწადში 219 000 დოლარზე, რომელსაც აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტები იღებენ ტრამპმა უარი არ თქვა. თავის მხრივ, ყოფილი პირველი ლედი, მელანია ტრამპი ასევე მიიღებს წელიწადში 20 ათას დოლარს.
შემოსავლის სხვა წყაროებს შორის ექს პრეზიდენტები დიდ შემოსავალს იღებენ კონფერენციებზე გამოსვლით, ლექციებით და მემუარების გამოქვეყნებით. მაგალითად, ნიუ იორკ თაიმსის მონაცემებით, მსხვილი ამერიკული კომპანიების თანამშრომლების წინაშე კონფერენციებზე სიტყვით გამოსვლისთვის ბარაკ ობამას არაერთხელ აუღია 400 ათასი დოლარი. მისმა ბოლო წიგნმა (აღქმული სამყარო) კი ყველა ყოფილი პრეზიდენტის წიგნების რეკორდი მოხსნა. გამომცემლობამ ობამას რეკორდული ავანსი – 65 მილიონი დოლარი გადაუხადა.
საიდუმლო სამსახურების დაცვის ქვეშ
კიდევ ერთი პრივილეგია ამერიკის ყოფილი ლიდერებისთვის სიცოცხლის ბოლომდე აშშ–ს საიდუმლო სამსახურების მიერ მათი პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობაა. თუ მელანია ტრამპი დონალდ ტრამპს არ გაშორდება და ხელახლა არ გათხოვდება, ისიც დაცვის ქვეშ რჩება. ზოგიერთი შეფასებით, ყოფილი საპრეზიდენტო წყვილის დაცვისთვის საჭირო ზომები ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონი დოლარი უჯდება.
კანონის მიხედვით დაცვა ეკუთვნის ექს პრეზიდენტის შვილებსაც, თუმცა მხოლოდ 16 წლის ასაკამდე. თუმცა, თეთრი სახლიდან წასვლამდე ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ სპეცსამსახურებმა მინიმუმ შემდგომი ნახევარი წლის განმავლობაში ყველა მისი შვილის უსაფრთხოება დაიცვან.
ტრამპის შვილები და შვილიშვილები
ოფისი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და სხვა ხარჯები
ზოგადი მომსახურებების ადმინისტრაცია (General Services Administration) პენსიაზე გასულ პრეზიდენტებს ამპლუას შეცვლაში ეხმარება , კერძოდ, აშშ–ს ნებისმიერ წერტილში ოფისის გახსნასა და მოწყობაში, თანაშემწეებიბს, მრჩევლების და სხვა პერსონალის აყვანაში. სულ მათი ხელფასებისთვის პირველი 30 თვის განმავლობაში ტრამპი ფედერალური ბიუჯეტიდან წელიწადში 150 ათას დოლარს მიიღებს. შემდგომ ეს თანხა წელიწადში 96 ათას დოლარამდე შემცირდება.
გარდა ამისა, ტრამპსა და მის ორ დაქვემდებარებულ პერსონალს აუნაზღაურდებათ ყოველწლიური საქმიანი მოგზაურობების ხარჯები ერთ მილიონ დოლარამდე. ყოფილი პირველი ლედი ამავე საჭიროებებისთვის 500 ათას დოლარამდე მიიღებს. ამავე დროს, ყოფილი პრეზიდენტი „ნომერ პირველი ბორტით“ , ანუ საპრეზიდენტო თვითმფრინავით ვეღარ ისარგებლებს.
თაუნჰაუსი ვაშინგტონში
ტრამპის, ისევე როგორც მისი წინამორბედების განკარგულებაშია საპრეზიდენტო თაუნჰაუსი ვაშინგტონში. აქ დასახლება ექსპრეზიდენტს ნებისმიერ დროს შეუძლია, როცა აშშ–ს დედაქალაქში იქნება. ხუთსართულიან შენობაში, რომელიც მთავრობას ეკუთვნის ორი სასადილო ოთახი, რამდენიმე საძინებელი და სპეციალური ოთახებია სპეცსამსახურების აგენტებისთვის.
ამავე დროს, ჯერჯერობით უცნობია დაჭირდება თუ არა ტრამპს ეს სახლი. ვაშინგტონში , პენსილვანიის გამზირზე მას ლუქს კლასის სასტუმრო აქვს.
სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა
და ბოლოს, დონალდ და მლანია ტრამპები შეძლებენ სამხედრო ჰოსპიტლებში სამედიცინო მომსახურება მიიღონ. მართალია არა უფასოდ, თუმცა ფიქსირებული ფასით, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ–საბიუჯეტო სამმართველოს მიერ არის დადგენილი. სურვილის შემთხვევაში წყვილს შეუძლია სამდიცინო დაზღვევის კერძო პროგრამაში ჩაერთოს.
ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპის ოჯახმა თეთრი სახლი დატოვა. ცოლთან ერთად ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდაში, მარ ა ლაგოს მამულში გაემგზავრა, სადაც სავარაუდოდ ის და მელანია აპირებენ მომავალში ცხოვრებას.
“საერთოდ პანდემიისას განხორციელებული ზომების გამო ხელისუფლების კრიტიკას ვერიდები. ჯერ ერთი არ მიმაჩნია საკუთარი თავი კომპეტენტურად ამ საქმეში, გარდა ამისა, მესმის, რომ ობიექტურად რთული მდგომარეობაა და ამ ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ამდენ ხანს გაჭიმვა სრულიად ელემენტარული მავნებლობაა.
მიზეზი ამგვარი აკრძალვისა თითქოს არის ის, რომ შეამციროს მოსახლეობის მობილობა და გადააადგილება, მაგრამ რეალურად აქ მოქმედებს სულ სხვა ფაქტორები, კერძოდ:
ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძირითადად გადაადგილდებიან საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები. ამ ფენას კი ხელისუფლებაში, მოლების მეპატრონეებისგან განსხვაავებით, არ ჰყავს ლობი, ანუ ხელისუფლებას არავინ აწუხებს ამ ფენის ინტერესების გამო. შესაბამისად, იქაც არ ენაღვლებათ.
ბ) საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვას ჭირდება სერიოზული კონტროლი და ხელისუფლებაში ეზარებათ ამის ორგანიზება და შესაბამისი რესურსის მოძიება. თუ ასი ათასი მომიტინგე არ დგას ქუჩაში, რატომ უნდა შეიწუხონ თავი? აკრძალვა ბევრად მარტივი გზაა.
გ) თვითონ არ აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან მშვენივრად მოძრაობენ საკუთარი თუ სამსახურის მანქანებით.
ამიტომაც დაიჩაგრა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტად. უფრო სწორად, ჩვენ დავიჩაგრეთ, ამ ტრანსპორტით ვინც ვსარგებლობთ.
საქართველოს მთავრობა, ნორმალურია ვითომ ეს? სანამ მართლა ასი ათასი გადარეული მოქალაქე არ გამოგივარდებათ, მანამდე არ უნდა შეიბერტყოთ ყური?“– ამბობს დავით ზურაბიშვილი.
მოძრაობა “სირცხვილიას“ წევრი, შოთა დიღმელაშვილი ხელისუფლების მიერ შეზღუდვების გახანგრძლივებას არაპროპორციული ძალის გამოყენებას უწოდებს და თვლის, რომ შეზღუდვებს პოლიტიკური მიზანშეწონილობა განსაზღვრავს:
“შეუძლებელია, ხელისუფლებას არ ესმოდეს, რასთან მოუწევს გამკლავება: დაახლოებით 100 ათასით მეტი ღარიბი გვყავს, 150 ათასით მეტი უმუშევარია, ყველაფერი ძვირდება, ქვეყნის შემოსავალი კლებულობს, ვალი კრიტიკულ ნიშნულს გადაცდა, მომავალი ბუნდოვანია.
მაგრამ მაინც, აკრძალვებშიც არაპროპორციულად დიდი ძალის გამოყენებას არჩევენ და არავის მდგომარეობაში შესვლას არ ცდილობენ, არავის ხვდებიან, არ ესაუბრებიან, გაჭირვებულების და ჯანდაცვის ინტერესების დაბალანსებაზე უარს დემონსტრაციულად აცხადებენ და იქეთ ამუნათებენ საკუთარი ცუდი გადაწყვეტილებების მსხვერპლ მოსახლეობას.
მსოფლიოს მხოლოდ შვიდ ქვეყანაშია ჩვენზე მკაცრი აკრძალვები და ეს იმ ვითარებაში, როცა ამაზე ორი-სამჯერ მეტი შემთხვევისას არჩევნებს ვატარებდით, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლას მოგვიწოდებდნენ ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები. რატომ? იმიტომ რომ მაშინაც პოლიტიკური მიზანშეწონილობა განსაზღვრავდა შეზღუდვას და ახლაც.
ამ შეზღუდვებით ჩვენ არ გვიცავენ, თავს იცავენ. საკუთარი მორალური და ინტელექტუალური გაკოტრების კვალს ფარავენ, მდგომარეობის მართვის პასუხისმგებლობას ირიდებენ, ძალაუფლების სამსხვერპლოზე მიაქვთ ჩვენი ჯანმრთელობა და დეფოლტის პირას მყოფი ქვეყნის მომავალი. ეს პირველ რიგში ჯანდაცვის პროფესიონალებს უნდა ესმოდეთ, რომლებიც ხალხთან ერთად უნდა ითხოვდნენ ხელისუფლების მეტ ანგარიშვალდებულებას.“– ამბობს დიღმელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შეზღუდვების დიდი ნაწილი 1 მარტამდე დარჩა ძალაში, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ხვალ და მომდევნო დღეებში რამდენიმე საპროტესტო აქციაა დაანონსებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით.
საფეხბურთო კლუბ მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელსა და ლეგენდარულ ფეხბურთელს ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.განცხადებაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა გზით გადაედო ზიდანს კორონავირუსი.
ვირუსით ინფიცირების გამო, ზინადის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა.
ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა:
“რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!!
ჩემი შვილი გათხოვდა
უკვე დიდი ხანია
რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა კი საქვეყნოდ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ჩემი ჯანმრთელობისთვის, მშვიდობისთვის და განსაკუთრებით იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს გამოუგზავნა. და ამ დიდ ბედნიერებას თაზო ჯახუტაშვილი ქვია.
ულევი სიყვარული და ბედნიერება თქვენ @ნინი ქარსელაძე და@თაზო ჯახუტაშვილი“
ინფორმაცია ნინი ქარსელაძის და თაზო ჯახუტაშვილის ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა. თუმცა მათი დაქორწინების შესახებ ინფორმაცია აქამდე უცნობი იყო.
მედია წერს, რომ თაზო ჯახუტაშვილი ერთ-ერთი მილიონერია იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც “პანამის დოკუმენტებში“ წერია. დოკუმენტის მიხედვით, ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI-ის წილის მფლობელია.