Category: სხვადასხვა

  • მსოფლიო მეგაპოლისები საკუთარი სიმძიმით იძირებიან

    მსოფლიო ოკეანის დონის აწევა არაერთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის თემად იქცა, გვინახავს სიუჟეტები, როცა გიგანტური ტალღები მეგაპოლისებს შთანთქავენ.

    თუმცა, როგორც აშშ–ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) გეოფიზიკოსმა, ტომ პარსონსმა გაარკვია, საფრთხე მხოლოდ ეს არ არის. როგორც ირკვევა დიდი ქალაქები ისედაც საკუთარი სიმძიმით “იძირება“.

    მისი გათვლებით სან ფრანცისკომ არსებობის მანძილზე მიწაში 80 მილიმეტრით დაიძირა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2050 წლისთვის წყლის დონე ყურეში შეიძლება 300 მილიმეტრით აიწიოს, ეს უკვე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

    “იმის გამო, რომ მოსახლეობის არაპროპორციულად დიდი ნაწილი ეძალება სანაპიროს, დამატებითი დაძირვა ოკეანის დონის აწევის პარალელურად წყალდიდობის რისკებს ზრდის“ – წერს პირსონი საკუთარ ნამუშევარში, რომელიც AGU Advances–ში გამოქვეყნდა.

    მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სან ფრანცისკოს აეროპორტი, რომელიც ქალაქის ყველაზე მძიმე შენობაა. აშენების შემდეგ ის მიწაში 4 მილიმეტრით ჩაიწია.

    თუ გავითვალისწინებთ სან ფრანცისკოს ყველა შენობას და მათ შემადგენელს, ასტრონომიული რიცხვი – 1.6 ტრილიონი კილოგრამი გამოდის. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ლითოსფერო გაიღუნოს, რომელზეც მეგაპოლისია განთავსებული, და რაც ბევრად უფრო საშიშია, ტექტონიკური ფილები გადაადგილდეს, რამაც დედამიწის ქერქის მსხვრევა გამოიწვიოს.

    და ეს მაშინ, როცა 80 მილიმეტრით დაძირვა ყველაზე მოკრძალებული გათვლებია, რომელშიც არ არის გათვალისწინებული ტრანსპორტისა და ადამიანების წონა, რომლებიც შენობების გარეთ არიან. უფრო მეტიც, ადგილობრივი გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დაწევა შესაძლოა პლანეტის სხვა დიდ ქალაქებშიც ხდებოდეს.

    მართალია კონტინენტების სიღრმეში ლითოსფერო როგორც წესი უფრო სქელი და მყარია, სან ფრანცისკოს ყურეში კვლევების შედეგები ყველა მსხვილი ქალაქის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ – ვარაუდობს პარსონსი.

  • “აღარც აქციებზე ვივლი, სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ“… –ოქრუაშვილი

    “აღარც აქციებზე ვივლი, სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ“… –ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქით იმ ხარხს მიმართავს, ვინც ამბობს, რომ საპროტესტო აქციებზე ხალხის სიმცირე ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვაა:
    “ხალხი იმიტომ არ გამოდის აქციებზე, რომ ოპოზიციაში ძველი სახეების დანახვა მობეზრდაო – დროდადრო წააწყდებით ასეთ მოსაზრებას.
    ოღონდ თქვენ “თქვენ” შიში გადალახეთ, რამეზე ხმა ამოიღეთ და:
    – აღარც აქციებზე ვივლი;
    – აღარც ტელევიზორში დაგენახვებით;
    – აღარც ციხეში წავალ;
    – აღდგომას ჩაქაფულსაც არ გავაკეთებ;
    – ინგლისურ მანქანას საერთოდ აღარ ვიყიდი;
    – ყველა ქოცს ზეინტელექტის მქონედ ვაღიარებ;
    – არათუ ბიძინას, მიშა ქარელსაც აღარ შევაგინებ;
    – სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ;
    მეტი რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ? იქნებ მართლა მოვიდეს კარგი დრო.“– წერს ოქრუაშვილი.
  • სოთბის აუქციონმა საჯაროდ გამოიტანა ვან გოგის ტილო, რომელიც დღემდე თითქმის უცნობი იყო

    პარიზში ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოფინეს ვან გოგის ნამუშევარი, რომელიც ყოველთვის კერძო კოლექციებში ინახებოდა და ამიტომაც ძირითადად უცნობი იყო კრიტიკოსებისთვის და მხატვრის შემოქმედების მოყვარულთათვის.

    ტილო სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტრზე“ 1887 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მას ძირითადად ერთი ოჯახის წევრები ფლობდნენ. თუმცა ახლა ის გასაყიდად არის გამოტანილი და მისი დემონსტრირება სოთბის აუქციონის სახლის პარიზის, ამსტერდამის და ჰონკონგის განყოფილებებში მოხდება. აუქციონი 25 მარტს გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ნახატი 8 მილიონ ევროდ გაიყიდება.

    ვან გოგის შემოქმედების ექსპერტი, მარტინ ბეილი ამბობს, რომ ახლა პირველად გაჩნდა შესაძლებლობა ეს ნამუშევარი “ხეირიანად დაათვალიერო“. წარსულში მისი რამდენიმე რეპროდუქცია გაკეთდა, ძირითადად შავ–თეთრი, თუმცა ნამუშევარი პრაქტიკულად უცნობი იყო.

    “ეს ნახატი იმით არის საინტერესო, რომ ვან გოგის ჰოლანდიურ პერიოდს განეკუთვნება, როცა ის მუქ ტონებს იყენებდა. ის ერთგვარ გარდამავალ პერიოდში შეიქმნა, ჰოლანდიურ და პროვანსის პერიდებს შორის, როცა მისი ტონები მკვეთრად შეიცვალა. პარიზში ის იმპრესიონისტებს შეხვდა, რამაც ფერებთან დაკავშირებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა“– ამბობს ექსპერტი.

    ვან გოგის ეს ნამუშევარი იმ პერიოდს განეკუთვნება, როცა ის ძმასთან, თეოსთან ერთად 1886–87 წლებში მონმარტრის სიახლოვეს ცხოვრობდა.

    მოსალოდნელი ფასი – 8 მილიონი ევრო ბევრად დაბალია ვან გოგის სხვა ნამუშევრების ფასთან შედარებით. თუმცა ეს არ არის საბოლოო ფასი და შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან მისი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესი არსებობს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში.

    სოთბის აუქციონის სახლის წარმომადგენლები ასეთი მაღალი კალიბრის ნამუშევრის გამოჩენას მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ.

  • ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

    საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის ვინაობა არ ხმაურდება.

    მსახიობის ადვოკატმა სააგენტო ფრანს პრესს დაუდასტურა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება მართლაც მიმდინარეობს, თუმცა განაცხადა, რომ დეპარდიე სრულად უარყოფს ბრალდებებს  და პროკურორების მოქმედებების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

    ორი წლის წინ მსახიობის ადვოკატმა ამ ბრალდებებს ასე უპასუხა: “ჟერარ დეპარდიე შეძრწუნებულია. ეს ბრალდებები წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რასაც ის წარმოადგენს და იმასთან, რასაც ის პატივს სცემს.“

    ფრანგული მედიის ინფორმაციით მსახიობმა დეპარდიეს წინააღმდეგ სარჩელი 2018 წლის აგვისტოს ბოლოს შეიტანა. 2019 წელს პარიზის პროკურორებმა ძიება დახურეს, მაგრამ 2020 წელს კვლავ განაახლეს.

    ფორმალური გამოძიება დეპარდიეს წინააღმდეგ გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ამ პროცესის მიმდინარეობისას პროკურორებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა მსახიობისთვის ოფიციალური ბრალდების წაყენება საჭირო.

    Le Monde–ის ინფორმაციით მსახიობი ქალის ოჯახი, რომელმაც დანაშაულის შესახებ განაცხადა დეპარდიეს იცნობს. “ამ ამბავს პროფესიონალურ ურთიერთობებთან საერთო არაფერი აქვს„– უთხრა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

    ჟერარ დეპარდიე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი მსახიობია. ის 180 ფილმში მონაწილეობდა.

    2013 წელს დეპარდიემ საფრანგეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია, როცა ქვეყანა მდიდრებისთვის მაღალი გადასახადების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

    2013 წელს მითვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებას პირადად ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.

    მაშინვე დეპარდიე სარანსკში ჩავიდა, სადაც მორდოვიის ხელმძღვანელობამ მას ბინა ან სახლი შესთავაზა. იმავე თვეს მიანიჭეს “საპატიო უდმურტელის“ წოდება.

    2013 წლის თებერვალში დეპარდიემ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისგან რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება და გროზნოს ცენტრში ხუთოთახიანი ბინის გასაღები მიიღო. მოგვიანებით საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც მსახიობს ბინა ქონდა ხანძარი მოხდა.

  • უკან დასახევი გზა მოჭრილია: ჰარი და მეგანი სამეფო ოჯახის უფლებამოვალეობებს საბოლოოდ დაემშვიდობნენ

    ბუკინგემის სასახლემ ოფიციალურად განაცხადა, რომ სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე სასახლეში სამეფო ოჯახის წევრების სტატუსით აღარ დაბრუნდებიან. გადაწყვეტილება დედოფალმა დიდი ხანია მიიღო, მეგანმა და ჰარიმ კი ის მხოლოდ ოფიციალურად დაადასტურეს. პრინცმა და მისმა მეუღლემ დედოფალს წერილი მისწერეს, რომელშიც აცხადებენ, რომ სამეფო ოჯახის წევრთა სტატუსით საკუთარი სამუშაო მოვალეობების შესრულებაზე უარს ამბობენ. პრინცს ასევე ჩამერთმევა ყველა სამხედრო წოდება და სამეფო მფარველობა. განცხადებაში ნათქვამია: “სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ერთგულნი რჩებიან თავისი ვალისა, და დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიოს მსახურების მიმართ და თავის მუდმივ მხარდაჭერას სთავაზობენ ორგანიზაციებს, რომლებთანაც თანამშრომლობდნენ, მიუხედავად საკუთარი ოფიციალური წოდებისა და როლისა“.

    პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობის სტატუსზე უარი 2020 წლის მარტში თქვეს, რათა დამოუკიდებლად ეცხოვრათ და არა ბრიტანეთის ხაზინის ხარჯზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საარსებო ფულიც დამოუკიდებლად გამოემუშავებინათ. ისინი საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდნენ. ბოლო ერთი წლის მანძილზე წყვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტებს Spotify–სთან და  Netflix–თან, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონი გირვანქა სტერლინგია. სამეფო ოჯახის მომუშავე წევრის სტატუსზე უარის თქმა იმასაც ნიშნავს, რომ წყვილი, რომელიც ამჟამად კალიფორნიაში 11 მილიონად ღირებულ სახლში ცხოვრობს, დაცვისა და თანამეგობრობის ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე რჩება. შეგახსენებთ, რომ პრინცესა დიანას სიკვდილის შემდეგ ბევრი ბრალს სდებდა დედოფალს იმაში, რომ პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ სამეფო კარმა მას მძღოლი და დაცვა ჩამოართვა, რომლებიც ამ ტრაგედიას უბრალოდ არ დაუშვებდნენ.

    დღევანდელი გადაწყვეტილება სასექსის ჰერცოგისა და სამეფო ოჯახის წევრების საუბრის შემდეგ იქნა მიღებული. ამიერიდან დედოფლის განკარგულებაში გადადის შემდეგი ორგანიზაციები და ასოციაციები, რომლებსაც ჰარის და მეგანის პატრონაჟის ქვეშ იყვნენ: სამეფო საზღვაო ფეხოსნები, RAF Honington, სამეფო ფლოტის მცირე ხომალდები და დაივინგი, თანამეგობრობა, რაგბის კავშირი, რეგბის საფეხბურთო ლიგა, ნაციონალური სამეფო თეატრი და თანამეგობრობის უნივერსიტეტთა ასოციაცია.

    შეგახსენებთ, რომ ჰარი და მეგანი უკვე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მათ მეგანის ორსულობის დამადასტურებელი ფოტოც გამოაქვეყნეს.  წყვილმა ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მისცა ცნობილ ტელეწამყვანს, ოფრა უინფრის, რომელიც ეთერში 7 მარტს გავა.

  • ხალხს ჯერ თავი შეგვაყვარე, მერე მიწა მოგვაყარე – ზურა მანჯავიძე გახარიას უმღერის

    მომღერალი ზურა მანჯავიძე პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას გადადგომას სიმღერით გამოეხმაურა. ის ვიდეო სოციალურ ქსელში ავრცელებს:

    https://www.facebook.com/100006884801037/videos/2605104329729035/?t=4

    გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. ამის მიზეზად ნიკა მელიასთან დაკავშირებით გუნდში დაპირისპირება დაასახელა. ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა, რომელსაც რამდენიმე დღეში პარლამენტი დაამტკიცებს.

  • კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს – გიორგი ღოღობერიძე

    ”კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს, მავნე კი არა, პირიქით, სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს”- Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი, გიორგი ღოღობერიძე ავრცელებს ვიდეო-მიამრთვას სადაც აცხადებს, რომ  კოვიდინფექცია ზოგიერთი სიმსივნის დროს სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს.

    „რამდენიმე საათის წინ დაიდო სტატია. ბრიტანელმა ონკოლოგებმა ნახეს, რომ 61 წლის მამაკაცს, რომელსაც ჰქონდა სიმსივნე, კოვიდინფექციის შემდეგ, ამ ადამიანს მდგომარეობა კი არ დაუმძიმდა, პირიქით, სიმსივნე, სპონტანურად რეგრესირდა. თითქმის აულაგდა. ამ მამაკაცს 2020 წლის თებერვალში დაუდგინდა ჰოჯკინის ლიმფომა. ამ დროს ლიმფური კვანძები ზიანდება უმთავრესად. მას ჰოჯკინის ლიმფომას პირდაპირ მესამე სტადია დაუდგინდა ანუ ამ პაციენტს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ჰქონდა. მამაკაცს დაახლოებით, მარტში დაუდასტურდა კოვიდი… გაწერიდან 4 თვეში ამ ადამიანის თითქმის ყველა ლიმფური კვანძი ზომაში იყო შემცირებული“.- აცხადებს ღოღობერიძე მორიგ ვიდეომიმართვისას.

  • კიმ კარდაშიანმა განქორწინებისთვის სასამართლოს მიმართა

    რეალითი შოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა რეპერ კანიე უესტთან განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა. სასამართლოსა და კიმ კარდაშიანის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას ადასტურებენ. წყვილი უკვე 7 წელია დაქორწინებულია და 4 შვილს ზრდის.

    ეს ამბავი საიტ TMZ–ზე გამოჩნდა, რომელიც ცნობილი ადამიანების შესახებ ახალ ამბებს აქვეყნებს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები ოჯახში არსებული სირთულეების შესახებ.

    ამერიკული მედიის ინფორმაციით 40 წლის კარდაშიანმა შვილებზე ერთობლივი იურიდიული და ფიზიური მეურვეობა მოითხოვა.

    ლოს ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კარდაშიანმა განქორწინების შესახებ დოკუმენტები წარადგინა.

    “მან  იცოდა, რომ ეს მოხდებოდა, თუმცა ეს მის მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს. ეს მისთვის შავბნელი დღეა„– განუცხადა ჟურნალ People–ს 43 წლის რეპერის მეგობარმა.

    წყვილი მსოფლიო შოუ ბიზნესში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია. ორივემ მოახერხა დიდი წარმატებისთვის მიეღწია.

    კარდაშიანი 2007 წელს გახდა ცნობილი მისი ოჯახის შესახებ სატელევიზიო რეალითი შოუს წყალობით. გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ შოუ “კარდაშიანების ოჯახი“ იხურება. 21–ე სეზონის პრემიერა ამ წლის დასაწყისში შედგება.

    კარდაშიანმა წარმატებას მიაღწია ბიზნესშიც – მას აქვს კოსმეტიკისა და მობილური აპლიკაციების ბიზნესი. ჟურნალმა ფორბსმა მისი ქონება 780 მილიონ დოლარად შეაფასა.

    კანიე უესტი უკვე 15 წელია ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეპერად ითვლება მსოფლიოში. გრემის პრემიის ლაურეატმა მოდელის კარიერაშიც მიაღწია წარმატებას.

    წყვილი იტალიაში 2014 წლის მაისში დაქორწინდა. ქორწილზე მათი კოცნის ფოტო იმ დროისთვის ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული პოსტი გახდა.

    იანვარში მედია წერდა, რომ კარდაშიანმა და უესტმა განქორწინება გადაწყვიტეს და საკითხის იურიდიულ მოგვარებაზე მუშაობდნენ.

    მედიის ვერსიით ოჯახში უთანხმოება გასული წლის ივლისში გამწვავდა, როცა უესტმა გადაწყვიტა აშშ–ს პრეზიდენტად იყაროს კენჭი.

  • დავიღალეთ ამდენი ქაოსით! გვაცალეთ სიცოცხლე რა – ლევან რატიანი

    დავიღალეთ ამდენი ქაოსით! გვაცალეთ სიცოცხლე რა – ლევან რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

    მისი თქმით, დღეს დღეს სიბოროტეზე ფიქრის და ქაოსის დრო არ არის.

    “საოცარია ეგ გარემო, არ ვიცი ვინ, რისთვის? მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, დავიღალეთ ამდენი ქაოსით! პანდენიამ და ამდენმა ტკივილმაც ვერ გვასწავლა ერთმანეთის დაფასება და სიყვარული. არადა როგორ შეგვიძლია ერთმანეთის კეთილდღეობაზე ვიზრუნოთ…. დღეს არ არის დროს ერთმანეთის სიბოროტეზე ფიქრის და ქმედების! მიდით აკეთეთ სიკეთე რა… ეს ჭირდება ხალხს დღეს. ერთად შევცვალოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი სასიკეთოდ. სიყვარული და სიკეთის კეთება გადაგვარჩენს ამ ჟამიანობისას. გაუფრთხილდეთ ერთმანეთს… ჭეშმარიტება ხომ ღვთისაკენ მიმავალი გზაა… ვისწავლით ამ გზით სიარული, ეს გზა ყველას ერთად გადაგვარჩენს. მიდი რა, შეიგნე… ქაოსი არ გვინდა, გვაცალეთ სიცოცხლე რა…”,– წერს ლევან რატიანი Facebook–ზე.

  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ – გვერდზე ვრცელდება.ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

    „ 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003). ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ ბორდოს ხელმძღვანელობდა“, – აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    „საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია. აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ ბორდოში. მიუნხენის ბაიერნში კი, იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა. ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს, კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება“, – განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა.

    2011-2013 წლებში სანიოლი საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი იყო; 2013-2014 წლებში – საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი; 2014-2016 წლებში ბორდოს მთავარი მწვრთნელი, ხოლო 2017 წელს მიუნხენის ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი.

    რაც შეეხება ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერას 2000-2008 წლებში საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდა (58); ასევე არის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006); კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003). 1995-1997 წლებში – სენტ ეტიენი; 1997-2000 წლები – მონაკო. 1997 წელს – საფრანგეთის სუპერთასი, ხოლო 2000 წელს საფრანგეთის ჩემპიონი. 2000-2009 წლებში ის მიუნხენის ბაიერნში მოღვაწეობდა.

    2001 წელს – უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი გახდა; ამავე წელს საკონტინეტთაშორისო თასის მფლობელი; 2001, 2003, 2005, 2006, 2008 წლებში გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი; ხოლო 2003, 2005, 2006, 2008 წლებში – გერმანიის თასის მფლობელი; 2001 წელს კი, გერმანიის ლიგის თასის მფლობელი.