Category: სხვადასხვა

  • ქართველი მეცო–სოპრანო, ნინო სურგულაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

    ცნობილი ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ფეისბუქზე წერს, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

    „არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით. დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენი სიყვარული და სითბო ახლაც ძალიან გამაძლიერებს გთხოვთ ყველას ძალიან, გაფრთხილდით, დაიცავით რეგულაციები, ნუ მივცემთ შანსს კოვიდს, მოგვერიოს, ჩვენ მოვერიოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მიყვარხართ”, – წერს სურგულაძე.

  • სურამელაშვილი თავის შვილზე: არავითარი ქურდი არ არის, 2 დღე იჯდა ციხეში

    მომღერალი გია სურამელაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილი ქურდული სამყაროს წევრია.

    მისი თქმით, ის საფრანგეთში ჩეჩნებს შორის დაპირისპირებას შეესწრო და გაშველებას ცდილობდა.

    “ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევა, სადაც ჩემი შვილი მოხვდა. შეესწრო ამ ამბავს, რომ უბრალო ცემა–ტყეპა არ იყო. 2 დღე იჯდა ციხეში და გამოუშვეს, როგორც გამშველებელი, მაგრამ არის რაღაც საშიშროება. ტელეფონზე მომივიდა – შენი ქურდი შვილიო. არავითარი ქურდი არ არის, ეს არის ერთი ვაჟკაცი, კაი ბიჭი, რომელიც კარგად, ლამაზად ცხოვრობს. 19-შია სასამართლო და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება”,– აცხადებს სურამელაშვილი მთავარ არხთან საუბრისას.

     

     

  • შალვა ნათელაშვილმა ნიკა მელიას ციხეში ხილი და ხაჭაპური მიუტანა

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საპატიმროში მყოფ ნიკა მელიას ხარების დღესასწაული მიულოცა და ხილი მიუტანა. ნათელაშვილი მელიას სანახავად არ შესულა, თუმცა რუსთავის ციხესთან მივიდა და მისთვის განკუთვნილი ძღვენი მელიასთვის გადასაცემად თვითონ ჩააბარა.ნათელაშვილმა მედიას უთხრა, რომ ხილთან ერთად მელიას ხაჭაპურიც შეუგზავნა. ნათელაშვილი ამბობს, რომ  ხვალინდელი სასამართლო პროცესი კიდევ ერთი მაჩვენებლი იქნება იმისა, რომ მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ოპოზიციის ერთ–ერთი  ლიდერის თქმით, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ხელისუფლებას მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მაინც მოუწევს.

  • “ცოტას დავისვენებ და მალე დაგიბრუნდებით” – ლაშა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ შვეიცარიაშია

    “ქართული ოცნების” ყოფილი იდეოლოგი ლაშა ნაცვლიშვილი “მთავარ არხთან” ადასტურებს, რომ მართლაც შვეიცარიაშია. მთავარმა არხმა ის მას შემდენ ჩაწერა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ნაცვლიშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა და უცნობია, დაბრუნდება თუ არა საქართველოში.

    გავრცელებული ინფორმაციით ლაშა ნაცვლიშვილი ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეში მთავარი ეჭვმიტანილია, რის გამოც მას გარკვეული დროით პასპორტიც ჩამოართვეს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ნაცვლიშვილს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, იგი მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს კომპრომატების გამოქვეყნებით და ხელისუფლების აფეთქებით დაემუქრა.

    მთავარ არხთან საუბრისას ნაცვილიშვილი შვეიცარიაში წასვლის  მიზეზად ოჯახის მონატრებას ასახელებს.

    “არც გიპასუხებდით ამ სისულელეზე, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ არ მოატყუოთ ხალხი, გეტყვით: ვინაიდან 4 წელი არ დამისვენია წამოვედით ჟენევაში ორი წლის უნახავი და მონატრებული შვილისა და შვილიშვილის სანახავად. ცოტას დავისვენებ და მალე დაგიბრუნდებით… მედიაში ვრცელდებაო მწერთ, მედიაში არაფერი არ ვრცელდება – თქვენივე პარტიის გარე სპიკერებს ავრცელებინებთ ამ სისულელეს, მერე თქვენვე ანიუსებთ და მერე საკუთარ ფეიკზე კომენტარს ითხოვთ. მეთოდები დაგიძველდათ… რაც შეეხება ხელშეუხებლობას, ჩემი შენ გითხარიო – სწორედ თქვენი კრიმინალი ლიდერები ითხოვენ ხელშეუხებლობას, ოღონდ ამას ამჯერად მართლმსაჯულების რეფორმას არქმევენ. და ბოლოს არ დაიღალეთ? – ამბობს ლაშა ნაცვლიშვილი.

  • ქადაგიშვილი: მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართული გვყავს, რომ პანდემია გავავრცელოთ

    უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი “ფორმულასთან” საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლება “პანდემიის გავრცელებას” ცდილობს და ამ ძალისხმევაში მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჰყავთ ჩართული.

    “ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული. ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართული გვყავს ამ ჩვენს ძალისხმევაში, რომ პანდემია გავავრცელოთ ყველგან. რომ ამით ჩვენი დღის წესრიგი გვქონდეს რაც შეიძლება მაღალ დონეზე აწეული.

    თქვენ ხედავთ, რომ წარმატებას ვაღწევთ. საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკა მოცული გვყავს ჩვენ ამ პანდემიით და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ძლიერ პოზიციებს შევინარჩუნებთ”,- აცხადებს ის ფორმულას ეთერში.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლმა სასამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართა და მისთვის ალიმენტის დაკისრებას ითხოვს

    ნიკოლოზ ბასილაშვილის ცოლმა სასამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართა და მისთვის ალიმენტის დაკისრებას ითხოვს

    “რუსთავი2-ის“ ინფორმაციით ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა.

    სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

    ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, “რუსთავი2” სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

    სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურეობას და სხვ.

    ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე “რუსთავი2“-თან ადასტურებს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.

    “პირველ რიგში განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი, ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი – ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

    მიმდინარე წლის მარტში შევიტანეთ დაზუსტებული სარჩელები (და არა ახალი) ამ ორ საქმეზე.

    ალიმენტის საქმეზე დაზუსტებული სარჩელით შემცირდა მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა, სადაც საუბარია ბავშვის ხარჯების ნახევრის დაფარვაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. უცნაური გარემოებაა, როდესაც მხოლოდ 1 მშობელი ფარავს ბავშვის მთლიან ხარჯებს, ამ შემთხვევაში დედა ნელი დოროყაშვილი ხოლო მამა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ფაქტიურად უარს აცხადებს ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და გამოდის რომ სურს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუარესება და მხოლოდ მინიმალურო ყველაზე ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. რეალურად ნელი დოროყაშვილი ითხოვს საერთო შვილის ხარჯების შუაზე გაყოფას ხოლო მოპასუხე მხარე ამას სადავოს ხდის. ესეიგი თუ დედა შვილს ყველაფერს უკეთებს და არაფერს აკლებს მამამ ყველა პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას ბავშვზე?!

    სასამართლოში წარვადგინეთ ამ მოთხოვნის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, მათ შორის იმისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მარტიდან საერთოდ არანაირი თანხა არ აქვს შვილის სასარგებლოდ გადახდილი. წელიწადზე მეტია საერთოდ არ დაინტერესებულა შვილის ცხოვრების ხარისხით ბატონი ნიკოლოზი,” – ამბობს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი.

    რაც შეეხება ნელი დოროყაშვილის მიერ მიღებულ ქონებას, ცნობილია, რომ განქორწინების შემდეგ ჩოგბურთელის მეუღლემ სოლიდური უძრავი ქონება მიიღო, მათ შორისაა საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე და კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე.

    ამ საკითხზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატი განმარტავს:

    “სინამდვილეს არ შეესაბამება (სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) კომენტარები იმის თაობაზე, რომ ნელი დოროყაშვილმა მიიღო 3 მილიონამდე ღირებულების ქონება და დამატებითი თანხების მოთხოვნა არაადექვატურია. ჯერ ერთი, ქონებრივი დავის დროს საქმეში არ ყოფილა აუდიტის დასკვნა და დაზუსტებით ცნობილი ვერ იქნება რა ღირებულების ქონებაზე იყო დავა.

    მეორე, ქონებრივ დავაში სადაო იყო 11, უძრავი ქონება და აქედან ნელი დოროყაშვილი დათანხმდა ერთ ბინას და ერთ კომერციულ ფართს. მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა სამედიატორო შეთანხმებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ვალდებების აღებამ რომ შვილს აჩუქებდა ერთ ბინას და მისი საჭიროებისათვის ყველა ხარჯს გაიღებდა სპეციალურად მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. არც ერთი ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის, ნელი დოროყაშვილი არც ელოდა, რომ ნიკოლოზი ამ მინიმალურ პირობებს არ შეასრულებდა. ფაქტიურად ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოტყუებული დატოვა თავისი შვილიც და ყოფილი მეუღლეც.“–ამბობს ადვოკატი იამზე მარიამიძე.

    აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

    ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

    სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

  • სიყვარული ქორწინების გარეშე:ცნობილი წყვილები, რომლებსაც ოფიციალური ქორწინების გარეშეც მყარი ოჯახი აქვთ

    ბევრი წყვილი ოცნებობს ქორწილზე, ზოგს ქაღალდზე გაფორმებული ურთიერთობები სტაბილურობის გარანტიად მიაჩნია, ზოგი წყვილი კი თვლის, რომ ქაღალდები არაფერ შუაშია და არც გრანდიოზული ცერემონიალია საჭირო. სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი წყვილების ურთიერთობა ხშირად უფრო ხანრძლივი და სტაბილურია , ვიდრე ოფიციალურად დაქორწინებულებისა.

    შაკირა და ჟერარ პიკე

    მომღერალი შაკირა წარსულში სამოქალაქო ქორწინების მწარე გამოცდილებამაც ვერ აიძულა ოფიციალურად გათხოვილიყო. შაკირა 11 წელი ცხოვრობდა ადვოკატ ანტონიო დე ლა რუასთან ერთად, რომელმაც განშორების შემდეგ ყოფილი მეგობარი ქალისგან 100 მილიონი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა მის მენეჯერად მუშაობსას შესრულებული სამუშაოს გამო. ცუდი გამოცდილების შემდეგ შაკირას გაუმართლა და ფეხბურთელ ჟერარ პიკეს შეხვდა, რომლისგანაც უკვე 2012 წელს მან პირველი შვილი, მილანი გააჩინა, ორი წლის შემდეგ კი ბიჭი საშა.

    ორი შვილის გაჩენამაც ვერ აიძულა  წყვილი საკურთხევლამდე მისულიყვნენ.

    “თუ ოდესმე გავთხოვდები, მხოლოდ ჟერარზე, მაგრამ ამ ეტაპზე ქორწინება ჩვენს ურთიერთობებში ვერაფერს შეცვლის“– თქვა მომღერალმა ერთ–ერთ ინტერვიუში.

    ოფრა უინფრი და სტედმან გრეჰემი

    წყვილი 30 წელია ერთად ცხოვრობს. მათ შვილები არ ყავთ. საკულტო ამერიკელ ტელეწამყვანზე ვრცელდებოდა ჭორები, რომ მას რომანტიული კავშირები ჰქონდა მის საკუთესო დაქალთან და კოლეგასთან, გეილ კინგთან, რის გამოც ოფრა თავს პირდაპირი მნიშვნელობით თვალცრემლიანი იმართლებდა თავს. როცა 5 წლის წინ ოფრა თვითონ აღმოჩნდა სტუმრის სავარძელში ბარბარა უოლტერსის შოუში, ის ატირდა, როცა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვას პასუხობდა. ოფრამ აღიარა, რომ ბევრს არ ჯერა მისი სიტყვების, თუმცა არ იცის კიდევ როგორ დაარწმუნოს პუბლიკა იმაში, რომ ლესბოსელი არ არის. თუმცა, ფაქტია, რომ მისი პარტნიორი წლების მანძილზე მამაკაცია. სტედმან გრეჰემი მედიაბიზნესით არის დაკავებული . წყვილი ჯერ კიდევ 1992 წელს გეგმავდა ქორწინებას, თუმცა ამ იდეაზე უარი თქვა.

    გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი

    ეს წყვილი 35 წელია ერთად არის. ყავთ საერთო შვილი უაისტი, გოლდი ჰოუნს კი პირველი ქორწინებიდან ყავს შვილები – ოლივერი და ცნობილი მსახიობი კეიტ ჰადსონი.

    სწორედ მათი ურთიერთობა ითვლება უკვე კლასიკურ მაგალითად, როცა საუბარი ქორწინების გარეშე იდეალურ ურთიერთობებს ეხება. ისინი ერთმანეთს 1968 წელს, ფილმის გადაღებებზე შეხვდნენ. მაშინ კურტი 16 წლის იყო, გოლდი კი 21 წლის და ის რეჟისორ გას ტრიკონისზე გათხოვებას აპრებდა, რომელთან ერთად 7 წელი იცხოვრა. გოლდი ჰოუნის მეორე ქმარი მუსიკოსი ბილ ჰადსონი იყო, რომელთანაც მსახიობს ორი შვილი ეყოლა. 1982 წელს ბედმა რასელი და ჰოუნი ისევ შეახვედრა ერთმანეთს ფილმის გადაღებისას, რამაც გოლდის მეორე ქმართან განქორწინება დააჩქარა. ამის შემდეგ კურტ რასელმა და გოლდი ჰოუნმა ერთად ითამაშეს ფილმში “ბორტს მიღმა“. იმ მომენტისთვის წყვილს უკვე ყავდა საერთო შვილი, თუმცა ოფიციალური ქორწინება მაინც ვერ გადაწყვიტეს.

    ევა მენდესი და რაიან გოსლინგი

    ეს წყვილი 10 წელია ერთად არის და ორ გოგონას ზრდის. მათ ურთიერთობას იდეალურს ვერ უწოდებ. მათი რომანი 10 წლის წინ დაიწყო ფილმის გადაღებებისას. ამ ხნის მანძილზე არაერთხელ დაშორდნენ და შერიგდნენ, დაქორწინებაც უნდოდათ, ურთიერთობებში არაერთხელ გააკეთეს პაუზა, მაგრამ ისევ ერთად არიან. ვარსკვლავები დოკუმენტებს და ოფიციალურ მხარეს უმნიშვნელოდ თვლიან, რადგან ფიქრობენ, რომ მათი ოჯახი ამის გარეშეც მყარია.

  • შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული, აღარ შემიძლია – ია ფარულავა

    მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა “ღამის კურიერის” ეთერში საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და შეზღუდვებზე.

    მისივე განცხადებით, საჭიროა შეიქმნას ისეთი კლიპები, რომლებიც საზოგადოებას ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

    ია ფარულავას განმარტებით, პატარ-პატარა საოჯახო სასტუმროებში სწორედ რომ რუსი ტურისტები შემოდიან და არა ევროპელები. ის მოუწოდებს, რომ შემოუშვან რუსი ტურისტები, რათა მათ საქართველოში დახარჯონ საკუთარი ფული.

    “მინდა ვისარგებლო ეთერით და მივმართო საქართველოს მთავრობის იმ ნაწილს, ვისაც ეხება ტურიზმი. გავიგეთ კოვიდია, პანდემია გვაქვს, არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ხალხს სჭირდება ინფორმაცია. ჩვენ ვართ დამოკიდებული ტურიზმზე, მარტო მე არა, მაგრამ პატარა საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები-მოსტელები და ა.შ. ვინც ახლა მიყურებს – ეს აინტერესებს იმიტომ, რომ ეს ბლა-ბლა-ბლა გვესმის უკვე 100 წელია, აღარ შემიძლია.

    გააკეთეთ განცხადება, თუ რა ფორმით უნდა შემოვიდეს ტურისტი, გააკეთეთ კლიპები, როგორც კეთდებოდა მერია რომ გვიხსნიდა, რომ ახლა ჭავჭავაძეს ასე გადავთხრით, ისე გადავთხრით. ასეთი კლიპები გაგვიკეთეთ, გაგვაგებინეთ რა ფორმით შემოდის ტურისტი, უნდა იყოს აცრილი თუ არა, სახმელეთო გზა როდის გაიხსნება და ყველაფერი გაგვაგებინეთ იმიტომ, რომ ხალხი ზის და ტურიზმის სეზონს ელოდება.

    ჩამოდის, რომ ფული დახარჯოს და შენს ეკონომიკას დაეხმაროს, გაეშვი რა. როგორ არ გინდა? უამრავი ხალხი გვიყურებს, რომლის სასტუმროებიც დაკეტილია, რეგიონებში, აქეთ-იქით, რუს ტურისტს ელოდება, შენ რა გგონია ირანელს ელოდება? რა ევროპა, როგორ გეკადრება. 75% ევროპა არის კარგ სასტუმროებში, მაგრამ პატარ-პატარებში, ხალხმა რომ იწვალა და პატარა საოჯახო სასტუმრო გააკეთა, იქ შედიან ეს რუსი ტურისტები. გახსენით ეს ოხერი გზა, შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული, აღარ შემიძლია,” – განაცხადა ია ფარულავამ.

  • “მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო“–რას წერს პოზნერის მასპინძელი ქალი

    მირანდა მირიანაშვილი, რომელიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის მას­პინ­ძე­ლი იყო ფეისბუქსტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ყველა უყვარს და თუ ვინმეს რამე აწყენინა პატიებას ითხოვს:

    “მიყ­ვარს თავ­და­ვი­წყე­ბით ჩემი ქვე­ყა­ნა. მიყ­ვარს ჩემი ხალ­ხი, ისი­ნიც ვინც მლან­ძღავს. არ მიც­ნობს, მაგ­რამ გა­აფ­თრე­ბით მთა­თხავს და ცდი­ლობს ლაფი დაგ­ვას­ხას მე, ჩემ ოჯახს, სტუმ­რებს, გე­ფი­ცე­ბით ესაა რა­საც ამ წუთს გან­ვიც­დი!.

    ვიცი დღე­ის დრა­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი ამოძ­რა­ვებს. თი­თო­ე­ულს სი­კე­თეს ვუ­სურ­ვებ, ჯან­მრთე­ლო­ბას და სიყ­ვა­რულს, ამი­თაა სავ­სეა ეხლა ამ მწა­რე წუ­თებ­ში ჩემი გული, სიყ­ვა­რუ­ლით, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად გა­დაგ­ვარ­ჩენს ყვე­ლას.

    გა­უ­მარ­ჯოს ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს, თქვენ გა­გი­მარ­ჯოთ ყვე­ლას მა­პა­ტი­ეთ თუ რამე გა­წყე­ნი­ნეთ, არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია უმ­სგავ­სო.

    გთხოვთ,არ მომ­წე­როთ კო­მენ­ტა­რი და ნურც ამ ჩემი ამო­ძა­ხი­ლის შე­ფა­სე­ბით შე­წუხ­დე­ბით. მინ­და თი­თო­ე­ულს გი­თხრათ რომ მიყ­ვარ­ხართ და ამის გა­აზ­რე­ბა ეხლა მხდის ბედ­ნი­ერს”, – წერს მი­რან­და მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი.

  • კაბუ “მთავარ არხს”: რა ბერას და კაბუს ისტორია, რა შავი სია, ხო არ გამო**ევდით ტო?

    რეპერი კახა აბუაშვილი (იგივე “კაბუ”) მთავარი არხის ეთერში გასულ თავის ინტერვიუს ეხმიანება და ტელევიზიას უცენზურო სიტყვებით მიმართავს. მისი განმარტებით, ბერა ივანიშვილს მისთვის არ დაურეკავს და არც “შავ სიაში” ყოფილა, მაგრამ შემოუთვალა, რომ ნაწყენია.

    “რა ბერას და კაბუს ისტორია და რა შავი სია, ხო არ გამო##ევდით თქვენ, რეებს იტყუებით ტო? ზარმა არ დააყოფნა კიდე? რვაჯერ გავიმეორე, არავის დაურეკავს და ვერ დავაბრალებ-თქო, თქვენ არასწორებო, ტო. გამო##ევდა ეს ხალხი სულ. ბლიად! ნუ #ლეობთ რაღაცებს და გააჯმევინეთ ამ აბსურდს! იმიტომ რომ ტყუილია და მე არ მითქვამს რაღაც სიებში ვარ-თქო, სუკა ბლიად!”,– წერს კაბუ Facebook–ზე.

    https://www.facebook.com/shadowman.elpistolini/posts/2967998060101629

     

    გუშინ მთავარ არხთან საუბრისას მან თქვა, რომ ბერა ივანიშვილმა შემოუთვალა, რომ მასზე ნაწყენია, რადგან მასზე და ბიძინა ივანიშვილზე ვიდეო განათავსა.

    “კვანტანამერა – მოყვა რითმას რა, უცებ, თან ესენი ახალი მოსულები იყვნენ, ბიძინა–ბერა დაჯდა. ერთმა მითხრა, შენზე ცოტა ნაწყენიაო [ბერა]. გადაეცი, მასზე არ იყო ეს ბაზარი, “პროსტა” რითმას მოყვა-თქო. ეგ იყო და ეგ. იუთუბებზე ვიდეოს ბოდიშების სახით ვერ დავუდებ”,– თქვა კაბუმ მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.