{{ARTICLEIMAGE}}


მომზადებულია ბრიტანული მედიის მიხედვით
{{ARTICLEIMAGE}}


მომზადებულია ბრიტანული მედიის მიხედვით
{{ARTICLEIMAGE}}ტაილანდში 2 წლის ბავშვის ძებნის ოპერაციაში 4 სპილო ჩაერთო. ორი წლის ბავშვი 27 დეკემბერს დაიკარგა, როდესაც მიგრანტი მშობლების სამუშაო ადგილის სიახლოვეს სათამაშოდ გავიდა.
ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამძებრო ოპერაციაში ჩასართავად ყველა რესურსს გამოიყენებს.”ყოველი მომდევნო დღე ჩვენთვის ძალიან კრიტიკულია”,აცხადებენ მთავრობის წარმომადგენლები.
2 წლის სულუის ძებნა გასული ოთხშაბათიდან დაიწყო. ძებნის ოპერაციაში ასობით მოხალისე, პოლიციის ოფიცერი და ჯარისკაცი ჩაერთო. მყვინთავებმა ასევე მოინახულეს ახლომდებარე გუბეები, სადაც შესაძლოა, 2 წლის ბიჭი შესულიყო.
ჯენიფერ ლოპესმა თაყვანისმცემლებს ახალი კლიპი წარმოუდგინა. კომპოზიცია სახელწოდებით Limitless ფილმის – “მეორე მოქმედება“ საუნდტრეკად იქცა. ვიდეორგოლში მომღერალთან ერთად მისი ცხრა წლის ქალიშვილი ემაც მონაწილეობს. “ის ნამდვილი მსახიობი აღმოჩნდა, საოცრად ითამაშა. ძალიან ვამაყობ. კლიპზე ერთობლივმა მუშაობამ ძალიან დაგვაახლოვა“ – განაცხადა ჯენიფერ ლოპესმა ჯიმი ფელონის შოუში.
{{VIDEO}}
{{ARTICLEIMAGE}}
ცნობილი მსახიობი და მომღერალი წინასაშობაო შოფინგზე შენიშნეს. როგორც ჩანს ის მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს არჩევდა. რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრ Barneys –ში დააფიქსირეს. ორი დღის შემდეგ კი ბევერლი ჰილზზე.
ჯენიფერ ლოპესს ფორმალური ღონისძიებების და კონცერტების მიღმა სადა ჩაცმულობა უყვარს და პასტელის ფერის სამოსს ხშირად იყენებს. ამჯერადაც პაპარაცებმა ის Max Mara– ს ღია ცისფერ პალტოში, ნაცრისფერ შალის სვიტრში, ჯინსში და ზამშის ფეხსაცმელში შენიშნეს, ხელში კი Hermes –ის შავი ჩანთა ეჭირა.
{{ARTICLEIMAGE}}
1.პირველი გიტარა ჯონ ლენონს დეიდამ უყიდა. როგორც ჯონი ამბობდა, დეიდა მასაფრთხილებდა, რომ გიტარა, როგორც ჰობი კარგია, მაგრამ ფულს არ მოგიტანსო. წლების შემდეგჯონმა მას ვერცხლის თეფში აჩუქა, რომელზეც სწორედ ეს სიტყვები იყო ამოტვიფრული.
2. სიმღერა Yesterday ყველაზე ხშირად შესრულებადი სიმღერაა მსოფლიოში.
3. პოლ მაკკარტნიმ ცნობილი სიმღერა “Hey Jude” ჯონ ლენონის შვილისთვის, ჯულიანისთვის დაწერა.
4. Beatles- ის როგორც ჯგუფის ბოლო სიმღერა იყო ,,The End”
5. the beatles პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჯგუფია, რომელიც ამერიკის ხუთივე პოპ ჩარტის თავში მოექცა.
7. the beatles-ის ერთ–ერთი ცნობილი სიმღერა “Strawberry Fields”, სინამდვილეში იყო ბავშვთა სახლი ლივეპულში, რომელსაც ჯონ ლენონი ეხმარებოდა, რის გამოც ამ დაწესებულებაში ერთ–ერთ ჰოლს მის საპატივცემულოდ „ლენონის ჰოლი“ ეწოდა.
8. ჯორჯ ჰარისონმა ცნობილი სიმღერა “Here comes the sun” თავისი საუკეთესო მეგობრის, ცნობილი მომღერლის ერიკ კლეპტონის ბაღში დაწერა. მოგვიანებით კლეპტონს ჰარისონის მეუღლე შეუყვარდა და რამდენიმე ხნის განმავლობაშ მათ რომანიც ჰქონდათ
9. FBI უთვალთვალებდა ბითლზს „ამერიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.ყველაზე დიდი ინტერესს მათთვის ლენონი წარმოადგენდა როგორც „რადიკალურად განწყობილი ნარკომანი რომელსაც შეუძლა მილიონობით ბითლომანით მანიპულაცია.“
10. ჯონ ლენონის მიერ დაწერილი პირველი სიმღერა იყო ”Hello Little Girl”. ხოლო მაკკარტნის ”I Lost My Little Girl”.
11.· როგორც ცნობილია, the beatles-ის დრამერს – რინგო სტარს თავიდან პარიკმახერობა უნდოდა.
12. 1969 წლის 20 აგვისტო იყო ბოლო დღე, როდესაც ჯგუფის ოთხივე წევრმა: ერთად ჩაწერეს სიმღერა ‘I Want You (She’s So Heavy’).
13. სიმღერის ‘All You Need Is Love’ ბექვოკალში მღეროდნენ ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ქეით რიჩარდსი, მაიკ მაკარტნი და სხვები.
14. არსებობს ‘Yesterday’-ის 3 000 სხვადასხვა ვერსიის ჩანაწერი.
15. BBC-იმ თავის დროზე ბითლზის რადენიმე სიმღერა: ‘Lucy in the Sky with Diamonds’, Fixing a Hole’ და ‘A Day in the Life’ დაბლოკა იმის გამო, რომ ტელეკომპანიის აზრით ისინი ნარკოტიკებს უწევდნენ პროპაგნდას.
16. ბითლზი ფლობს 7 გრემის. მათ გამოუშვეს 6 ბრილიანტის, 24 მულტი პლატინიუმის, 29 პლატინიუმისა და 45 ოქროს ალბომი აშშ–ში.
17.1964 წელს მათ მოაწყვეს 32 კონცრეტი 19 დღეში დანიაში, ჰონგ–კონგში, ავსტრალიასა და ახალზელანდაიში.
18. ბითლზის ცნობილ სურათში, რომელიც ები როუდზეა გადაღებული, სადაც მომღერლები ქუჩას კვეთენ, პოლ მაკარტნის ფეცსაცმელი არ აცვია. ის გადაღების დროს სანდლებით იყო და გადაწყვიტა, რომ ქუჩის გადაკვეთისას არ უნდოდა ისინი ცმოდა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა ვაშინგტონში ბავშვთა ნაციონალურ ჰოსპიტალს ესტუმრა. სანტას ქუდში გამოწყობილმა ექსპრეზიდენტმა ბავშვებს და მათ ოჯახებს საშობაო საჩუქრები მიუტანა.
საკუთარ ტვიტერის გვერდზე ობამამ ბავშვებს, მათ ოჯახებს და ჰოსპიტალის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა მისი დახვედრისთვის. თავის მხრივ ჰოსპიტალმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა მადლობა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც მათი თქმით მათი პაციენტების დღე გაალამაზა.
“თქვენმა სიურპრიზმა გაათბო ჩვენი შენობა და ყველას სახეზე ღიმილი გამოიწვია. ჩვენს პაციენტებს ძალიან მოეწონათ თქვენთან დროის გატარება… და თქვენი საჩუქრები“ – ნათქვამია ჰოსპიტალის სტატუსში.
რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი ჟურნალ VOGUE–ს რუსულ რედაქციას საკუთარი ჩანთის შიგთავსს აცნობს. VOGUE –ს რუბრიკაში კანდელაკი ყვება, რა ნივთებია მისი ჩანთის განუყოფელი ატრიბუტები. სათვალე, სამკაულები, რა თქმა უნდა, საფულე, ტელეფონი, წიგნი. ეს ნივთები ცნობილ ტელეწამყვანს ყოველთვის თან აქვს.
ელონ მასკიმ ლოს ანჟელესში პირველი მიწისქვეშა ჩქაროსნული გვირაბი საზოგადოებას წარუდგინა. პროექტის მიზანი გზებზე საავტომობილო საცობების შემცირებაა სპეციალური მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობის შედეგად, რომლებიც სატრანსპორტო სისტემას შექმნიან.
{{ARTICLEIMAGE}}
საცდელი მიწისქვეშა გვირაბის სიგრძე სამი კილომეტრია. მისი მშენებლობა 10 მილიონი დოლარი დაჯდა და 18 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ეს თანხა არ შეიცავს კვლევებზე, პროექტის დამუშავებაზე და აღჭურვილობაზე გაწეულ ხარჯებს. გვირაბში პირველი სრულიად ეკოლოგიური ავტომობილიც ჩაუშვეს, რომელსაც ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. ავტომობილებს სამომავლოდ გვირაბში240 კილომეტრ საათი სიჩქარით მოძრაობა შეეძლებათ. პროექტი შეუზღუდავი რაოდენობის წყალგაუმტარი გვირაბების მშენებლობას ითვალისწინებს. ძალიან დიდი ინტერესის გამო გასაცნობ ტურში მონაწილეობა მხოლოდ სპეციალური მიწვევით არის შესაძლებელი.
“შესაძლებელია 240 კილომეტრი საათით მგზავრობა. ამ სიჩქარით მოძრაობისას ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ქალაქში ტელეპორტირებას ახდენ“– წერს მასკი ტვიტერის გვერდზე.
გვირაბი მიწის ქვეშ 6–12 მეტრის სიღრმეში მდებარეობს და ლოს ანჟელესის ოლქის ქალაქ ჰორტონის შოსედან აეროპორტამდე მიდის. პროექტის პრეზენტაციის ტრანსლირება მასკის კომპანიის – The Boring Company –ს გვერდზე მიმდინარეობდა.
დათქმულ დროს გვირაბის შესასვლელთან ასობით ადამიანი შეიკრიბა.

გვირაბით პირველი მგზავრობა არც ისე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ავტომობილ ტესლას X მოდელის საჭესთან კომპანიის თანამშრომელი იჯდა. მან გვირაბი ორ წუთში გაიარა მაქსიმალური სიჩქარე – 85 კმ. საათით. გზა უსწორმასწორო იყო და ავტომობილი ისე ვიბრირებდა, როგორც უასფალტო გზაზე. მასკიმ თავი იმით გაიმართლა, რომ მათ დრო არ ეყოთ და საბოლოოდ გზის ზედაპირი სრულიად მოსწორდება და სრიალა გახდება.
სირთულეების მიუხედავად მასკიმ გვირაბში ავტომობილის პირველ გავლას ეპიკური უწოდა.
მასკის მიერ დემონსტრირებული პირველი გვირაბი კვლევებისთვის და ცდებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა მას იმედი აქვს, რომ საბოლოოდ ეს გვირაბიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ნაწილი გახდება. მასკის იდეით გვირაბები ლოს ანჟელესის მსხვილი მუზეუმების, სტადიონების, სადგურების და აეროპორტების სიახლოვეს უნდა განთავსდეს. გვირაბებით ნებისმიერ ელექტრომობილს შეეძლება სარგებლობა. ასევე ივლის ტრანსპორტი, რომლითაც ფეხით მოსიარულეები და ველოსიპედისტები ისარგებლებენ. მასკი ამ პროექტის დასრულებას 2028 წლისთვის აპირებს.
თუმცა ინჟინრები და ქალაქის დაგეგმარების სპეციალისტები მასკის პროექტს კრიტიკით ხვდებიან. მათი განცხადებით მისი სისტემა არ ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის შემაფერხებელ მთავარ მიზეზებს – შოსეებზე ვიწრო შესასვლელებს და გამოსასვლელებს. სწორედ ასეთებად შეიძლება იქცეს გვირაბების შესასვლელები და გამოსასვლელები, რაც მის გამტარუნარიანობას შეზღუდავს.
თუმცა მასკის დიდი გეგმები აქვს და გვირაბების გათხრას ყველა დიდ ქალაქში გეგმავს.
უკვე დაიწყო გვირაბების თხრა ჩიკაგოში და ვაშინგტონში, თუმცა ეს პროექტები ამ ეტაპზე სხვადასხვა მიზეზების გამო პრაქტიკულად შეჩერებულია.

შვედეთში, იუკასავრიში 29 წლის წინ შექმნილმა ყინულის სასტუმრომ 2018–19 წლის სეზონი გახსნა. წელსაც მისი ახალი ყინულის ნომრები ულამაზესი და განსაკუთრებულია როგორც ყოველთვის. ცნობილი სასტუმრო ყოველწლიურად ნომრებს ანახლებს და მოგზაურებს სრულიად ახალ ყინულის დიზაინს სთავაზობს. წელს სტუმრებს 15 ახალი ნომერი ხვდებათ, რომლებიც 34 მა მხატვარმა და დიზაინერმა შექმნა 13 ქვეყნიდან.
სასტუმრო უკვე მესამე წელია სტუმრებს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მთელი წლის განმავლობაში იღებს. 2016 წლიდან სასტუმროს ნაწილის დიზაინი მუდმივად ნარჩუნდება და სასტუმრო აქ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იღებს. იმისათვის, რომ ყინულის სასტუმრომ ზაფხულობითაც იფუნქციონიროს, ინჟინრების და ტექნიკოსების დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო. სპეციალური მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარების მეშვეობით შენობაში ტემპერატურა –5 გრადუსზე ნარჩუნდება.
{{ARTICLEIMAGE}}
თუმცა მუდმივი ნომრების გარდა სასტუმრო ცვალებად ნომრებს კვლავ ინარჩუნებს და მისი უნიკალურობაც ეს არის.
ყოველწლიურად ნომრების გაფორმების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს ეჯიბრებიან სკულპტორები, მხატვრები და ყინულმჭრელები მთელი მსოფლიოდან. სასტუმრო მათ შორის საუკეთესოებს არჩევს. ამგვარად იქმნება ნომრები, რომლებიც ფაქტიურად ხელოვნების ნიმუშებია.
წლევანდელი დიზაინი ნატურალური ბუნებით არის შთაგონებული. კამკამა გაყინული წყალი და ორიგინალური განათება წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის. ახალი დიზაინის ნომრები 2019 წლის აპრილამდე შენარჩუნდება. შემდეგი სეზონისთვის კი ახალი ნომრები შეიქმნება.
ყოველწლიურად სასტუმროს დაახლოებით 70 000 სტუმარი ყავს. მათ სასტუმროში ცხოვრების წესებს დეტალურად აცნობენ და ატრენინგებენ, თუ როგორ უნდა ადაპტირდნენ გაყინულ გარემოსთან. ნომრებში სტუმრებს თბილი საძილე ტომრები ხვდებათ. გარდა ამისა მათ განკარგულებაშია ყინულის ბარი და ყინულის სკულპტურების გალერეა, სადაც მასტერკლასები ტარდება მათთვის, ვისაც უნდა გაყინული წყლისგან ხელოვნების ნიმუში შექმნას. სტუმრებს არჩევანსაც სთავაზობენ. მათ შეუძლიათ ცივ ოთახში დარჩნენ ან დასაძინებლად თბილი ოთახები აირჩიონ.
Icehotel 365 მომავალ წელს 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი სასტუმროა ყინულის სასტუმროებს შორის.
იუკასავრი შვედეთის ყველაზე ჩრდილეთით მდებარე აეროპორტიდან – კირუნადან 17 კილომეტრში და ჩრდილოეთ პოლარული წრიდან 200 კილომეტრში მდებარეობს.
{{PHOTOGALLERY}}
პაატა ბურჭულაძის რუსული კარიერის ახალი დეტალები
პაატა ბურჭულაძე, რომელიც პერიოდულად, პოლიტიკურ და
საოპერო სცენებს იკავებს, მისი საქმიანობის ირგვლივ, იავნანას თემის ჩათვლით, სკანდალების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა რუსული სცენიდან რამდენიმე დღის წინ გაჟღერებულმა მსოფლიო ბანის ხმამ თბილისში მისი თანამოაზრე ოპოზიციის ნაწილიც “შეძრა”. კონცერტს, რომელიც 15 დეკემბერს სანკტ-პეტერბურგში დირიჟორ იური ტემირკანოვის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა. ის იუბილეზე სიტყვითაც გამოვიდა. ბურჭულაძემ კონცერტზე ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “დაისიდან” ერთ-ერთი არია “ღვინოვ კახურო” შეასრულა.
აღშფოთებულ საზოგადოებას რატომღაც მხედველობიდან გამორჩა, სად მოღვაწეობდა ერთი წლის მანძილზე – 2017 წლის ზაფხულიდან 2018 წლის ივლისამდე პაატა ბურჭულაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად ბუნებრივად მოეჩვენებოდა მისი მონაწილეობა კონცერტში, რომელსაც რუსული პოლიტიკური ელიტა ესწრებოდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პაატა ბურჭულაძე ქართული საზოგადოების თვალთახედვის არეალიდან გაქრა. როგორც ირკვევა, არჩევნებიდან რვა თვეში მან სანკტ–პეტერბურგის მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა.
ეს თეატრი, ისევე როგორც რუსული თეატრების უმრავლესობა საბიუჯეტო დაწესებულებაა და რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ბურჭულაძე 2017 წლის სექტემბერში Российская газета-სთან ინტერვიუში ამობობდა, რომ მისთვის ახალი პოზიცია საკმაოდ საინტერესოა და რომ ის თეატრის დონის ამაღლებისთვის იმუშავებდა. ამავე ინტერვიუში ის ამბობს, რომ საუბარია სამწლიან კონტრაქტზე. თუმცა საბოლოოდ კონტრაქტი ერთწლიანი აღმოჩნდა. ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტი ეკითხება, ხომ არ ეშინია კრიტიკისა ქართველი კოლეგების მხრიდან რუსულ თეატრთან თანამშრომლობის გამო, რაზეც ბურჭულაძე პასუხობს:
“მე ვფიქრობ პირიქით, ჩემი მხრიდან ეს არის ყველასთვის აუცილებელი მცდელობა ჩვენს ურთიერთობებში ახალი ხიდების აშენებისა. ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია. მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი სიტუაციაში ჩართული მხარეების ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილებების წყალობით. დარწმუნებულიც კი ვარ, რომ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორეს კურთხევა მაქვს, რადგან ის ძალიან ფრთხილი ადამიანია და მართლმადიდებელი ერების მეგობრობას დადებითად ეკიდება. ის ყოველთვის ყველას მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ურთიერთობები რუსეთთან.“
ინტერნეტ სივრცეში მარტივად იძებნება ინფორმაცია მიხაილოვის თეატრში პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობის შესახებ. მათ შორის სიუჟეტები საიუბილეო ღონისძიების შესახებ, რომელიც 2018 წლის მაისის ბოლოს ამ თეატრის კედლებში გაიმართა. პაატარა ბურჭულაძემ საკუთარი შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლის იუბილე სწორედ მიხაილოვის თეატრში აღნიშნა. კონცერტში საკუთარ კოლეგებთან ერთად თავადაც მონაწილეობდა.
სწორედ ამ სიუჟეტებიდან ხდება ცნობილი, რომ მისი კონტრაქტი 2018 წლის ივლისში ამოიწურა. გააგრძელა თუ არა კონტრაქტი და რა ურთიერთობა აქვს ამჟამად რუსულ თეატრთან პაატა ბურჭულაძეს უცნობია.
რამდენი აიღო ანაზღაურების სახით რუსული ბიუჯეტიდან ქართველმა პოლიტიკოსმა და მომღერალმა. ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ არ იძებნება, თუმცა რუსულ პორტალებზე ადვილად იძებნება რუსული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ხელფასების შესახებ ინფორმაცია, რაც კოლოსალურ თანხებს შეადგენს, რის გამოც ხან პროფკავშირების უკმაყოფილებას იწვევს და ხან სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთებას. მაგალითად, მარინის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვალერი გერგიევს თვეში დაახლოებით 200 000 დოლარიანი ხელფასი აქვს. ინტერნეტში იძებნება პაატა ბურჭულაძის წინამორბედების ხელფასები მიხაილოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე. 2015 და 2016 წლებში ამ თანამდებობაზე ანაზღაურებამ საშუალოდ თვეში 150 000 დოლარი შეადგინა. უცნობია, რამდენი იყო უშუალოდ პაატა ბურჭულაძის ხელფასი. როგორც რუსულ წყაროებში წერენ, კონკრეტული თეატრის ხელმძღვანელის ანაზღაურება მის ავტორიტეტზე, კვალიფიკაციაზე და იმაზეა დამოკიდებული, მონაწილეობს თუ არა თვითონ თეატრის რეპერტუარში როგორც შემსრულებელი ან რეჟისორი. ბურჭულაძის შემთხვევაში სავარაუდოდ ხელფასს ჰონორარებიც ემატებოდა, რადგან ხელმძღვანელობის პერიოდში ბანი სცენაზე თავადაც გამოდიოდა. მისი წარსული და მსოფლიო სახელი კი სავარაუდოდ ხელფასის რაოდენობაზე მხოლოდ დადებითად აისახებოდა.
პაატა ბურჭულაძის ქართული პოლიტიკური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა, 2016 წლის მაისში ბურჭულაძემ დააფუძნა პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტია არჩევნებზე კოალიციის სახელით წარსდგა.
ბურჭულაძის პარტიამ ამომრჩეველთა მხოლოდ 60 681 ხმა (3.45%) მიიღო, მას ბარიერის გადასალახავად და დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად მხოლოდ 1.55% დააკლდა. არჩევნების შემდეგ მან საკუთარი პარტია დატოვა.
რუსულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობასთან დაკავშირებით ბურჭულაძის და მისი ყოფილი პარტიის წევრებთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.