Category: სხვადასხვა

  • ცნობილი ვარსკვლავები Tiffany & Co –ს ზღაპრულ საშობაო კამპანიაში

    {{VIDEO}}
    ყოველ წელს ცნობილი ბრენდები საშობაო სარეკლამო კამპანიას წარმოგვიდგენენ, რითაც საზეიმო სეზონის დაწყებას გვამცნობენ.

    Tiffany & Co –ს თაყვანისმცემლები  წელსაც მოუთმენლად ელოდნენ ტრადიციული კამპანიის – Believe in Dreams გაგრძელებას, რომლის რეჟისორი ამჯერად მარკ რომანეკია.
    ალისას საოცრებათა სამყაროს თანამედროვე ვერსიაში ამჯერად მაყურებელს ზოი კრავიცი, ნაომი ქემფბელი, სიაო ვენ ძიუ , ასევა კარენ ელსონი და მეი მაქსი ამოგზაურებენ. ზოი მაღაზიის გამყიდველის როლშია, რომელიც მოულოდნელად საიდუმლო საახალწლო სახელოსნოში აღმოჩნდება.

    ელფების სუფრა რა თქმა უნდა ბრენდის ჭურჭლით და აქსესუარებით არის გაფორმებული. ფანტასტიური დეკორაცებიც ამ ბრენდის სახლის აქსესუარებით არის შექმნილი.

  • ვინ არის ახალი მის სამყარო

    {{ARTICLEIMAGE}}

     

    ბანკოკში მის სამყაროს კონკურსის ფინალზე კონკურსის გამარჯვებული გამოავლინეს. ეს არის 24 წლის ფილიპინელი კატრიონა გრეი. კატრიონა ავსტრალიაში დაიბადა, მაგრამ დედამისი ფილიპინელია. გოგონას არა მხოლოდ  შესანიშნავი გარეგნობა აქვს, არამედ საინტერესო და კეთილშობილური საქმეებით არის დაკავებული. ის აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო . ორგანიზაცია Love Yourself –თან ერთად შიდსის წინააღმდეგ იბრძვის, ასევე არის არაკომერციული ორგანიზაცია Young Focu–ის მოხალისე წევრი. გოგონა მშობლიურ ფილიპინებზე სიღარიბის წინააღმდეგ მიმართულ პროექტებშიც მონაწილეობს.

    {{PHOTOGALLERY}}

     

  • ივანკა ტრამპის წითელი Prada–ს კაბა თეთრი სახლის წვეულებაზე.

    ამერიკის პრეზიდენტის 37 წლის ქალიშვილი 15 დეკემბერს თეთრ სახლში კონგრესის ტრადიციულ მეჯლისს დაესწრო. წვეულება თეთრი სახლის დიდ ფოიეში გაიმართა. მას დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანიასთან ერთად მასპინძლობდა. პრეზიდენტის ოჯახმა სტუმრებს დამდეგი შობა მიულოცა და ვახშამზე მიიწვია. როგორც ყოველთვის, სტუმრებთან აქტიურად ურთიერთობდა ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი, დიზაინერი ივანკა ტრამპი. ქვეყნის ერთ–ერთმა ყველაზე ლამაზმა და ელეგანტურმა ქალმა საღამოსთვის Prada–ს აბრეშუმის წითელი კაბა შეარჩია, მას შავი ფეხსაცმელი და მარგალიტის საყურე შეუხამა. მისი ვარცხნილობა კი სადა და ელეგანტური იყო. ივანკა ტრამპს ყურადღება არც მამის გაპრეზიდენტებამდე აკლდა, თუმცა ამჟამად მის მიმართ ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესი არსებობს.


  • ქეით მიდლტონის სახლი იყიდება


    {{ARTICLEIMAGE}}

    როგორია პრინცესას სახლი, სადაც ის გათხოვებამდე ცხოვრობდა

    ინტერნეტში ბრიტანეთის პრინცის, უილიამის მეუღლის, კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონის ბინის ფოტოები გამოჩნდა, სადაც ის გათხოვებამდე ცხოვრობდა. აპარტამენტი გასაყიდად არის გამოტანილი.

    ბინის ინტერიერის ფოტოებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. სამეფო ოჯახის წევრთა პირადი საცხოვრებელი სივრცე ხომ უცხო თვალისთვის სრულიად მიუწვდომელია.მერე რა, რომ ამ ბინაში ქეითი მანამდე ცხოვრობდა, სანამ პრინცის ცოლი გახდებოდა.


    მისაღები ოთახი პირველ სართულზე


    ქეით მიდლტონის ყოფილი საძინებელი

     

    ბინის ფოტოები უძრავი ქონების ბრიტანულმა სააგენტომ, Knight Frank–მა გამოაქვეყნა. ბინა ჩელსის რაიონში მდებარეობს და აქ ქეითი თავის დასთან, პიპა მიდლტონთან ერთად 2000 წლამდე ცხოვრობდა. ბინის გასაყიდი ფასი 2 მილიონი ფუნტი სტერლინგია. ამ ფასად მყიდველი სამ საძინებელს, ორ სააბაზანოს, კომპაქტურ სამზარეულოს და პირველ სართულზე მოზრდილ მისაღებ ოთახს შეიძენს (ბინა სამ დონეზეა განლაგებული). რეალტორები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს ბინის კარგ განათებას. მისაღები ოთახის ფანჯრები დასავლეთის მხარეს მდებარეობს, ამიტომაც აქ მთელი დღე სინათლე და სიმყუდროვეა.

    სასადილო ოთახი 

    სტუმრების საძინებელი

    სამზარეულო

    შენობის გარე ფასადი

     

  • სანტა კლაუსმა შეყვარებულს ხელი სთხოვა. ამაღელვებელი კადრები.

    სანტა კლაუსების მარათონის დროს ერთერთმა სანტამ შეყვარებულს ხელი სთხოვა.ღონისძიების ორგანიზატორი იუსუფი მის დამთავრებას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზა ცოლობა საყვარელ გოგონას. კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ყოველწლიურ სანტების მარათონში 1000 სანტა მონაწილეობდა. მარათონის შედეგად შეგროვილი თანხა 500 გაჭირვებული ოჯახის დასახმარებლად დაიხარჯება.

  • 15 ქალაქი, რომელიც ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს

    დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ პარიზის ნახვაზე ყველა ოცნებობს. თუმცა რეალობაში ასე არ არის. ბრიტანეთის მარკეტინგული კვლევების ინსტიტუტმა Euromonitor ბოლო ორი წლის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა მსოფლიოს რომელი ქალაქები იზიდავენ ყველაზე მეტ ტურისტს. ძირითადად 2017 წლის მონაცემები გამოიყენეს, რადგან 2018 წლის საბოლოო სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა. გაგიკვირდებათ და პირველ ათეულში მხოლოდ ორი ევროპული მეგაპოლისი მოხვდა. ნაწილობრივ ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ბევრმა ჩინელმა საკუთარი ქვეყნის გარეთ მოგზაურობა დაიწყო. გარდა ამისა, დასავლეთშიც ამჟამად აზია ძალიან პოპულარულია.

    მაშ ასე, გთავაზობთ ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი 15 ქალაქის სიას:

    1. პირველ ადგილზეა ჰონკონგი. ეს მსხვილი მეგაპოლისი ჯერ კიდევ გასულ წელს იქცა ქალაქად, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოში. ტურისტების უმრავლვესობა აქ კონტინენტური ჩინეთიდან ჩავიდა. 2017 წელს ჰონკონგს მინიმუმ 14 მილიონი ჩინელი ესტუმრა.



      2. მეორე ადგილზეა ბანკოკი. ტაილანდის დედაქალაქს 2017 წელს 22.4 მილიონი ტურისტი ეწვია. 

      3. ევროპული ქალაქებიდან ყველაზე დაწინაურებული ლონდონია. 2017 წელს ბრიტანეთის დედაქალაქს თითქმის 20 მილიონი ტურისტი ეწვია.

      4. მეოთხე ადგილზეა სინგაპური. ეს აზიური ქალაქ–სახელმწიფო დიდი ხანია ტურისტებს იზიდავს.

      5. მეხუთე ადგილზე ქალაქი მაკაოა. რაც იმას ნიშნავს, რომ პოპულარულ ხუთეულში ოთხი ადგილი აზიურმა ქალაქებმა დაიკავეს. მკვლევარები აზიურ ქალაქებში სტუმრების მატებას ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდით ხსნიან.

      6. პარიზმა რეიტინგში მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. რეიტინგის შედგენისას მხოლოდ ის ტურისტები დაითვალეს, რომლებიც ქალაქში სხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ როგორც საქმიანი, ისე პირადი ვიზიტით.

      7. მეშვიდე ადგილი დუბაიმ დაიკავა. ევრომონიტორმა ბაზრის კვლევისას მსოფლიოს 600 ქალაქის 2017 წლის მონაცემები გააანალიზა.

      8. ქალაქების რეიტინგში ნიუ იორკი მერვე ადგილზეა. გასულ წელს ევრომონიტორის ინფორმაციით ქალაქს 13.1 მილიონი ადამიანი ესტუმრა.

      9. მეცხრე ადგილზეა კუალა ლუმპური. ეს ქალაქი უკვე წლებია მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. 2017 წელს მალაიზიის დედაქალაქს 12.8 მილიონი უცხოელი ესტუმრა.

      10. მეათე ადგილზე 12.4 მილიონი უცხოელი ტურისტით შენჩჟენმა დაიკავა. ეს მსხვილი ქალაქი ჩინეთის სამხრეთით მდებარეობს და ჰონკონგს ესაზღვრება.

      11. მრავალ ტურისტს იზიდავს ტაილანდის საკურორტო ქალაქი პჰუკეტი. მას რეიტინგში მეთერთმეტე ადგილი უკავია.

      12. მეთორმეტე ადგილზეა სტამბული. თურქეთში პოლიტიკური რყევების მიუხედავად ეს ულამაზესი ქალაქი ტურისტებისთვის და საქმიანი ვიზიტორებისთვის კვლავ მიმზიდველად რჩება.

      13. ინდოეთის დედაქალაქი ნიუ დელი საისუფთავით და კომფორტით არ გამოირჩევა, თუმცა ამ ქალაქს სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. 10.1 მილიონი ტურისტით ქალაქი რეიტინგში მეცამეტე ადგილზე მოხვდა და წინა წელთან შედარებით 36.4 პროცენტიანი ზრდა აჩვენა.

      14. იაპონიის დედაქალაქი გასულ წელს 9.5 მილიონმა უცხოელმა მოინახულა. ამგვარად, ტოკიო რეიტინგის მეთოთხმეტე ადგილზე აღმოჩნდა.

      15. და ბოლოს, მარადიული და საოცნებო რომი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ტურისტებისთვის სასურველ მიმართულებად რჩებოდა რეიტინგის მეთხუთმეტე ადგილზე აღმოჩნდა. ეურომონიტორის ინფორმაციით 2017 წელს ამ ქალაქს 9.5 მილიონი უცხოელი ესტუმრა.

  • Samsung-მა Galaxy A8s წარადგინა

    კომპანია Samsung-მა Galaxy A8s წარადგინა. ეს პირველი სმარტფონია, რომელსაც Infinity-O ეკრანი აქვს.

    სმარტფონს 6.4 ინჩიანი ეკრანი აქვს, შექმნილია ალუმინითა და მინით. ამასთანავე ახალი ტელეფონიწყალგაუმტარია, მისი გამოყენება 1.5 მეტრ სიღრმეში 30 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. წყალქვეშ გადაღებაში 16 მეგაპიქსელიანი კამერა დაგეხმარებათ. ხოლო მისი ელემენტი 3000 მილიამპერიანია. მყიდველზეა დამოკიდებული მყარი დისკისა და ოპერატიული მეხსიერების რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორ 6, ისე 8 გეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, რაც შეეხება მყარს დისკს, იგი 64-დან 512 გეგაბაიტამდე მერყეობს. მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ გაყიდვაში 20 დეკემბრიდან ჩაეშვება.