Category: სხვადასხვა

  • ახალი ტოიოტა C-HR

     

     

    საქართველოში ბესტსელერი მოდელის Land Cruiser Prado-ს ახალი ვერსიის პრეზენტაცია ”ტოიოტა ცენტრი თეგეტაში” გაიმართა.

     

     
    Land Cruiser Prado-ს ახალი მოდელი ამარცხებს ოთხივე სტიქიას. მისთვის არ არის დაბრკოლება ქარი, წყალი, მიწა თუ ცეცხლი, ის თავად გახლავთ ამ სტიქიების ძალის მატარებელი. ამიტომაც “ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სწორედ ეს ოთხი სტიქია გამოიყენა და დაუვიწყარი შოუ-პერფორმანსით წარმოადგინა ავტომობილის ახალი მოდელი.
     
    ”პრადო” მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი წლებია თავისი სეგმენტის ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ”ლენდ კრუიზერს” მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერია.
     
    ახალ მოდელში წარმოდგენილია განახლებული დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელი, რომელიც მოიცავს დიდ, 8-დუიმიან Toyota Touch® 2 და Go“ მულტიმედია სისტემას, მძღოლის ოპტიტრონულ მრიცხველებს და საჭის მოწყობილობათა მექანიზმის მიერ მართულ, 4.2-დუიმიან მულტი-ინფორმაციულ ეკრანს. ასევე აღსანიშნავია წინა სავარძლების გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი.
     
    უგზოობის პირობებში, ახალი “პრადოს” გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია მისი უკანა დიფერენციალის სამი ვარიანტის წყალობით: ღია, ჩასაკეტი ან ახალი თვითბლოკირებადი დიფერენციალი -Torsen Limited Slip (TLS).
     
    ამ ყველგანმავალის Multi-Terrain Select (MTS) სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა “AUTO Mode“ ფუნქციის დამატებით, რომელიც ავტომატურად მოდის მოქმედებაში. აღსანიშნავია 5-სიჩქარიანი ნელი სვლის მაკონტროლებელი “Crawl Control“ – ე.წ. ცოცვის ფუნქცია.
     
    “Multi-terrain Monitor“ (MTM) ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა და წინა ხედვის როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული და ფართო უკანა ხედვის ეკრანებსაც.
     
    “პრადოს” მთლიანი სიგრძე 60 მილიმეტრითაა გაზრდილი და 4 840 მმ.-ს შეადგენს. მას ახასიათებს განსაკუთრებული მანევრულობა, რომლის მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია. ახლებური დიზაინის მქონე კაპოტით, რადიატორის ცხაურით, განათების ფარებით, წინა ბამპერითა და ფარების დამცავით Toyota Land Cruiser Prado-ს წინა მხარე, თავისი უნიკალური ისტორიული დიზაინის მრავალ სტრუქტურულ ელემენტს ეფუძნება.
     
    უგზოობის პირობებში მოძრაობისას, წინ ხილვადობის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ცენტრალური მართვის პანელის უკიდურესი ზედა ნაწილი დადაბლებული, უფრო გლუვი და დახვეწილი შესახედაობისაა. მართვის პანელზე განთავსებულია ახალი, უფრო დიდი ზომის 8-დუიმიანი, ფერთა სრული დიაპაზონის მქონე მულტიმედია ეკრანი და გლუვი ზედაპირის მქონე კონდიცირების კონტროლის პანელი.
     
    განახლებულია საჭეც, რომელიც “Toyota Land Cruiser 200 (V8)“ მოდელის საჭის მსგავსია. ახალი “Toyota Land Cruiser Prado“-ს ინტერიერი ორ ფერშია გადაწყვეტილი: შავი და კრემისფერი – “Premium Beige“, რომელიც სრულიად ახალია. სალონის პრემიუმ ხარისხის გაფორმებას ხაზს უსვამს მეტალისებური ტექსტურით (Silver Hairline) დამუშავებული ზედაპირები, რომლებიც ცენტრალური მართვის პულტის სრულიად ახალ, მუქი ყავისფერი ხის მსგავს იერს ესადაგება.
     
    ამ ლეგენდარული მანქანის თაყვანისმცემლებს შეუძლიათ ესტუმრონ “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” (თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა N6) და თავად გამოსცადონ ახალი “პრადოს“ უსაზღვრო შესაძლებლობები.
     
    “ტოიოტა ცენტრი თეგეტა” წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში.
     
    2014 წელს, კომპანიამ “ტოიოტა კავკასიისგან” ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიიღო. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გამოირჩევა ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინფრასტრუქტურით და თანამედროვე სერვისის დანადგარებით.
  • Hilux-ის პრეზენტაცია

    “ტოიოტა ცენტრი თეგეტა”-მ Hilux-ის ახალი თაობის მოდელის პრეზენტაცია და ტესტ დრაივი გამართა. ღონისძიება ლისი ლაუნჯში, 24 ოქტომბერს გაიმართა.
    Hilux-ის ახალი თაობის მოდელის პრეზენტაციას, ასორმოცდაათამდე კომპანიის, სახელმწიფოს, დიპლომატური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
    ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ესარგებლათ ახალი თაობის Hilux-ის “ტესტ დრაივით” და ახალი მოდელი წინა მოდელისთვის შეედარებინათ.
    Toyota Hilux-ი მცირე და საშუალო ზომის პიკაპების სეგმენტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი მოდელია.
    “ტოიოტამ” პიკაპი Hilux პირველად 1968 წელს გამოუშვა. თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, 180-ზე მეტ ქვეყანაში 16 მილიონზე მეტი Toyota Hilux-ია გაყიდული
  • 102 წლის ავსტრალიელი ქალი პარაშუტით გადმოხტა

    102 წლის ავსტრალიელი ქალი ირენ ო’ შია პარაშუტით გადმოხტა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა როგორც ყველაზე ხანდაზმულმა პარაშუტით მხტომელმა. მიწაზე დაშვების შემდეგ ირენმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. ეს მისთვის რიგით მესამე ნახტომი იყო. პირველად ის პარაშტით საკუთარ 100 წლის იუბილეზე, 2016 წელს 4000 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტა.


    როგორც ირენი ამბობს, ეს მოტონეირონული დაავადების კვლევებისთვის თანხების შესაგროვებლად გააკეთა. დაავადება ნერვული სისტემის ნეირონებს აზიანებს. ამ იშვიათი დაავადებით 67 წლის ასაკიში მისი ქალიშვილი გარდაიცვალა.

    {{VIDEO}}

  • ავტომობილი და ეკოლოგიური მდგომარეობა

    ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემო, შემდგომ ადამიანის ჯანმრთელობა და საგზაო უსაფრთხოება შეგვიძლია პირდაპირპროპორციულად დავუკავშიროთ ავტომობილს.

    საქართველოში ავტმობილები მოიხმარენ ბუნებრივ აირს, რომლის გამონაბოლქვი თითქმის უვნებელია, მთავარი პრობლემა იქმნება მაშინ,როდესაც საქმე ბენზინის და დიზელის მოხმარებას ეხება და ამ ყოველივეს შიდა წვის ძრავის გაუმართავი მუშაობა ემატება.

    იმ შემთხვევში, როდესაც მოქალაქე არ აკონტროლებს მანქაანის მდგომარეობას, არ ფიქრობს საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე, ამისთვის ავტომობილების ტექნიკური შემოწმება გვევლინება ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად. ვიცეპრემიერის განმარტებით კანონი, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ტრანსპორტის გზისთვის ვარგისიანობას ამოქმედდება 2018 წლის იანვრიდან. ტექდათვალიერების თანახმად მანქანამ ტესტი ათზე მეტ კომპონენტში უნდა გაიაროს.

    მსოფლიო პოლიტიკა მიმართულია ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისკენ.ავტო ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლიებების მთავარ მიზანს ისეთი სატრანსპორტო საშვუალბების შექმნა წარმოადგენს, რომელიც ნაკლებად საზიანო იქნება გარემოსათვის. ჰიბრიდული და ელექტრო მანქანები ამ შემთხვევაში საუკეთესო საშუალებაა გამონაბოლქვის და ხმაურის შემცირების თვალსაზრისით.

    საქარველოშიც აღინიშნება მზგავსი ტიპის მანქანების მოხმარების ზრდის ტენდენცია. ჰიბრიდის ტიპის ავტომობილს შიდა წვის ძრავთან ერთად, ელექტრო ძრავაზეც შეუძლია მუშაობა, ნაკლებ საწვავს მოიხმარს,შესაბამისად ნაკლები გამონაბოლქვითა და დაბალი ხმით ერთ-ერთ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტად გვევლინება.

    განსხვავებით ჰიბრიდული ტიპის მანქანისგან ელექტრო მანქანა შიდა წვის ძრავის გარეშე გადაადგილდება. არ მოიხმარს საწვავს რაც შესაბამისად აბსოლიტურად უსაფრთხოა გარემოსათვის.

  • iOS 12 უკვე ხელმისაწვდომია – ღირს თუ არა დაყენება?!

    {{ARTICLEIMAGE}}

    ტრადიციულად, კომპანია Apple-მ(ა) WWDC (2018) ღონისძიებაზე, 4 ივნისს – მსოფლიოს ახალი ოპერაციული სისტემა წარუდგინა. ამჟამად, ხელმისაწვდომია პირველი “დეველოპერული ანაწყობი” (iOS 12Developer Beta), რომელიც იდეაში საერთოდ არც არის განკუთვნილი რიგითი მომხმარებლისთვის, თუმცა სულსწრაფ და უნებისყოფო ფანებს მისი ინსტალაცია და გამოყენება უკვე შეუძლიათ. iOS 12-ის სრული ვერსია შემოდგომაზე ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მას, ავტომატური განახლებით მიიღებთ. ცხადია, დაყენებისას შეამჩნევთ მცირე ხარვეზებს, როგორიცაა მოწყობილობის შენელებულად მუშაობა და სხვა. (გაფრთხილება: გახსენით “Safari” ბრაუზერით.)

    ხელმისაწვდომია შემდეგ მოდელებზე:

    • iPad Pro (10.5), iPad Pro (12.9, 2017)
    • iPad 2017, iPad 2018
    • iPad mini 2, iPad mini 3, iPad mini 4
    • iPhone 5s, iPhone 6, iPhone 6 Plus, iPhone 6s, iPhone 6s Plus, iPhone SE, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus, iPhone X
    • iPod touch (sixth generation)

  • რამდენი ადამიანი კვდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მსოფლიოში?

    საგზაო უსაფრთხოება მთავარი საკითხია ბევრი ქვეყნისთვის და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები არაერთ რეგულაციას ამუშავებენ, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც შემაშფოთებელია.

    უახლესი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში მსოფლიოში 1,35 მილიონი ადამიანი ხდება ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი. შედარებისთვის ეს არის დაახლოებით კოპენჰაგენის მოსახლეობის ტოლი.

    ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაცია (WHO) ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით მსხვერპლებს შორის ჭარბობენ ბავშვები და 5-დან 29 წლამდე ასაკის პირები. კვლევა საკმაოდ მოცულობითია და ის 424 გვერდისგან შედგება.

    რაც შეეხება რეგიონებს ყველაზე მეტად სიკვდილიანობა
    ფიქსირდება აფრიკაში, აქ 100,000 მოსახლეზე 26,6 გარდაცვალება მოდის. ყველაზე ნაკლები კი ევროპაშია სადაც ეს მაჩვენებელი 9,3%-ია. წინა კვლევასთან შედარებით ევროპაში, ამერიკაში და დასავლეთ წყანრი ოკეანის რეგიონში კლება ფიქსირდება.

    კვლევის თანახმად სიკვდილის შემთხვევების 26 პროცენტი მოდის ფეხით მოსიარულეებზე და მოტოციკლეტისტებზე

  • Mercedes S600-ის დეტროიტული პრემიერა

    ამ ავტომობილით Mercedes-Benz-ი საფუძვლიანად ამაყობს. ის უფრო მეტია, ვიდრე უმაღლესი, S-კლასის სედანი, ეს 600-იანია და ეს რიცხვი შტუტგარტელებისთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენს. არამარტო იმიტომ, რომ ეს მათი ფლაგმანია, მედროშე კი ყოველთვის ყველაზე გამორჩეული უნდა იყოს. არამედ იმიტომაც, რომ ეს თითქმის ლიმუზინია – პრეზიდენტების და მეფეების ავტომობილი. მას არც დაგრძელება სჭირდება და არც გაუმჯობესება. ის ისედაც სრულყოფილების ნიმუშია.

    ამ ავტომობილის მნიშვნელობა მას შემდეგ უფრო გაიზარდა, რაც სამქიმიანებმა თავიანთი სუპერ ლუქს ბრენდი Maybach-ი გააჩერეს. და აი, დეტროიტის მოტორ შოუზე, ახალი S600-იც გამოჩნდა. ავტომობილი, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ამერიკაში, არაბეთში და ჩინეთში, სურვილი უნდა აღუძრას, სურვილი ამ ავტომობილის ფლობისა, ამ ავტომობილით გადაადგილებისა.

    მთავარი, რაც ამ ავტომობილს სახელს ანიჭებს, მისი ძრავია – 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12, რომელიც 530 ცხენის ძალას (4 900-5 300 ბრ/წთ დიაპაზონში) და 830 ნიუტონმეტრს (1 900-4 000 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ძრავთან წყვილში 7-საფეხურიანი ავტომტური ტრანსმისია 7G Tronic Plus მუშაობს. გარდა ამისა, სტანდარტულ ეკიპირებაში შედის სისტემა სტარტ/სტოპი, რისი წყალობითაც, S600 გამონაბოლქვზე ევრო6-ის უმკაცრეს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ ყველაფრის წყალობით, გიგანტურ ავტომობილს ასი კილომეტრის გასავლელად 11.3 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. რამდენ ნახშირორჟანგს შეიცავს მისი გამონაბოლქვი, ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა. სამაგეროდ, კომპანია სიამაყით აცხადებს, რომ ახალი S600 წინამორბედზე 21 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

    რა თქმა უნდა, ავტომობილი უსაფრთხოების არაერთი სისტემითაა აღჭურვილი, რომელთა უმეტესობაც მის საბაზო ეკიპირებაში შედის. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია „შეჯახების თავიდან აცილების დამხმარე პლუს“, რომელიც მუხრუჭების ადაპტირებად სისტემასთან ერთად, რთულ ვითარებაში, ავარიებს აგაცილებთ თავიდან. მას აქვს ფუნქცია, რომელიც მაშინვე ამოქმედდება, როგორც კი ელექტრონიკა ხიფათს დაადგენს და მძღოლი რეაგირებას ვერ ასწრებს. ამ დროს სისტემა მანქანას ავტომატურად ამუხრუჭებს. ფუნქციის სამოქმედო სიჩქარე 200 კმ/სთ-მდეა. იგივე სისტემა, უმოძრაო საგანთან შეჯახებასაც აგარიდებთ, ოღონდ ამ ფუნქციის შემთხვევაში, მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-მდეა. უკუსვლით მოძრაობისას კი მაქსიმალური სამოქმედო სიჩქარე 40 კმ/სთ-ია.

  • ევროპაში სტაბილიზაციის სისტემა სავალდებულო გახდა

    ამიერიდან, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, 3.5 ტონამდე წონის მსუბუქი და კომერციული ავტომობილი ვერ გაიყიდება, თუ ის სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემით (ESP) არ იქნება აღჭურვილი. ეს მოთხოვნა 1 ნოემბრიდან ამოქმედდა და მომავალი წლიდან ის ყველა ტიპის ავტომობილისთვის სავალდებულო გახდება.

    აღსანიშნავია, რომ ეს სისტემა ისედაც საკმაოდ გავრცელებულია არამხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის და იაპონიის ბაზრებზეც. მაგალითად, ევროპაში წელს გაყიდული ავტომობილების 84 პროცენტი სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემითაა აღჭურვილი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ეს მაჩვენებელი (განვითარებადი ქვეყნების ბაზრების ხარჯზე) 59 პროცენტია.

    პირველებმა სტაბილიზაციის ელექტრონული სისტემა კომპანია Robert Bosch GmbH-მ და Mercedes-Benz-მა 1992 წელს შეიმუშავეს, მისი სერიული წარმოება კი 1995 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, ეს სისტემა 100 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დამზადდა. Bosch-ის ინფორმაციით, სტაბილიზაციის ელექტრონულ სისტემის წყალობით, ევროპის მასშტაბით, 190 000-ზე მეტი ავარია იქნა თავიდან აცილებული და 6000-ზე მეტი სიცოცხლე გადარჩა.

    როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ნორმალურ პირობებში მოძრაობისას, ESP-ს დახმარებით, საგზაო შემთხვევების დაახლოებით 20 პროცენტის თავიდან აცილება ხერხდება. სველ და მოყინულ გზებზე კი სისტემა საგზაო შემთხვევების დაახლოებით 30-40 პროცენტით შემცირებას უწყობს ხელს.

  • მიჩიო კაკუს 5 თეზისი მომავლის განათლების შესახებ

    “მოქმედი განათლების სისტემა წარსულის სპეციალისტებს აზმადებს. ჩვენ ვასწავლით მათ, რათა სამუშაოზე იარონ, რომელიც უკვე აღარ არსებობს. ზუსტად ამიტომაა მსოფლიოში უმუშევრების დიდი რაოდენობა” – მიჩიო კაკუ.


    მიჩიო კაკუ – ცნობილი იაპონური წარმომავლობის ამერიკელი ფიზიკოსი, ფუტუროლოგი, სიმების თეორიის ავტორი და აშშ-ის ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ადამიანი თჰე Nეწ Yორკ თიმეს-ის მონაცემებით. მის ანგარიშზეა რამდენიმე აღმოჩენა ფიზიკაში, 10-ამდე Bესტსელლერ-ი წიგნი, ასევე გადაცემების ციკლი BBჩ-ისა და Dისცოვერყ-ზე. ამ სტატიაში ჩვენ შევკრიბეთ მისი 5 ციტატა მომავლის განათლების შესახებ.


    “სწავლა” აღარ იქნება ბაზირებული დამახსოვრებაზე

    მალე კომპიუტერები და Gოოგლე Gლასს პატარა ლინზებად ტრანსფორმირდება და ჩვენ მოგვეცემა ყველა საჭირო ინფორმაციის ჩატვირთვის საშუალება. მოსწავლეები და სტუდენტები გამოცდებზე პასუხების მოძებნას ინტერნეტში შეძლებენ: საკმარისი იქნება თვალის დახამხამება და საჭირო ინფორმაცია გამოჩნდება. არ იქნება საჭირო ტვინის გადატვირთვა უვარგისი ცოდნით, ხოლო განთავისუფლებული გონებრივი რესურსის გამოყენება ანალიზის, არგუმენტირებისა და ამოხსნების უნარის განვითარებას მოვახმართ.


    ჩვენ უფრო ავტონომიურები გავხდებით

    ჩვენ ჩვენს სიცოცხლეზე დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგვიწევს და შემდეგ კონტროლის ორგანოების აუცილებლობა გაქრება. ადამიანები თვითგანათლებას შეუდგებიან, ამასთანავე გააცნობიერებენ, რომ იღებენ იმ ცოდნას, რომელიც ჭირდებათ. თუ საჭირო იქნება კონსულტაცია, ისინი მას “ჭკვიანი” კედლისგან მიიღებენ. ძალიან მალე ასეთი მოწყობილობები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე იქნება დაარსებული, ყველგან განთავსდება: სახლებში, ოფისებში, ქუჩებში. საკმარისია მიუახლოვდეთ კედელს და თქვათ: “მე მსურს საუბარი ბიოლოგიის პროფესორთან”. და მაშინვე კედელზე გამოჩნდება მეცნიერი, რომელიც თქვენ საჭირო ინფორმაციას მოგცემთ. რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი “ცოცხალ” მდგომარეობაში აღარ დაგვჭირდებიან


    დიპლომები უსარგებლობის გამო გაქრებიან

    განათლება აღარ დაექვემდებარება რაიმე შეზღუდვას, იქნება ეს დროის მონაკვეთი თუ სივრცითი ჩარჩო. გაჩნდება სერტიფიცირების ცენტრები, სადაც სპეციალისტები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ. შედეგებზე დაყრდნობით ადამიანი მიიღებს ან ვერ მიიღებს ამა თუ იმ თანამდებობას. შედარებისთვის, ეს დაემსგავსება აშშ-ში, კანადაში, იაპონიასა და ევროპაში გავრცელებულ პორტფოლიოს სისტემას, რომლის დროსაც ადამიანი სწავლის პერიოდში აგროვებს დიპლომებსა და სერტიფიკატებს და შემდეგ წარუდგენს მას დამსაქმებელს.


    საბავშვო საგანმანათლებლო სერვისები აქტიურად განვითარდება

    არასისტემური განათლების შესაძლებლობები უსაზღვრო იქნება, გაჩნდება ონლაინ-პედაგოგიკა. სიტყვა “ონლაინი” არ ნიშნავს, იმას რომ კომპიუტერებთან ვისხდებით 24 საათი, არამედ შეიცვლება თვითონ გარემო და ურთიერქმედების ინტერფეისები, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. მომავლის ქალაქები ინტერაქტიულები იქნება: რამდენიმე დღიანი დიდი თამაშები ბავშვებისთვის ჩატარდება რეალურ ქალაქის ან სპეციალურად მომზადებულ სივრცეებში. სახელმძღვანელოებს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვავენ და ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ საგანმანათლებლო მასალების შერჩევას მოსწავლისთვის.


    კრეატიულობა მთავარი უნარი იქნება

    რეალური წარმატების მისაღწევად საჭიროა იმ უნარების განვითარება, რომლებიც მიუწვდომელია რობოტებისთვის: კრეატიულობა, ფანტაზია (წარმოსახვა), ინიციატივა, ლიდერობა. საზოგადოება ნელნელა სასაქონლო ეკონომიკიდან ინტელექტუალურ-შემოქმედებითობაზე გადადის. წარმატების დიდი შანსები იმ ქვეყნებს ექნებათ, რომლებიც შეძლებენ სასაქონლო ბაზრისა და კოგნიტურ-კრეატიული პოტენციალის დაბალანსებას. ერებს, რომლებსაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის სწამთ, განწირულები არიან.