Category: სხვადასხვა

  • ვენსან კასელის ამაღელვებელი ვიდეო ფეხმძიმე ცოლთან ერთად

    {{ARTICLEIMAGE}}ვენსან კასელის ახალგაზრდა მეუღლემ, თინა კუნაკიმ ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ 2019 წელი მათი ოჯახისთვის ყველაზე ბედნიერი იქნება. ის ხომ მალე დედა გახდება. თავად ვენსან კასელმა კი პირველ იანვარს ინსტაგრამზე ვიდეო პოსტი დადო. მომავალი მამა ფეხმძიმე ცოლთან ერთად ბრაზილიის პლაჟზეა გადაღებული.

    შეგახსენებთ, რომ წყვილი 2016 წლიდან ერთად არის. 2018 წლის ზაფხულში კი საფრანგეთის სამხრეთში ქორწილიც გადაიხადეს. 21 წლის თინასთვის ეს პირველი შვილია. 52 წლის ვენსან კასელს კი მონიკა ბელუჩისთან ქორწინებიდან ორი შვილი ყავს.

  • 2018 წლის ყველაზე უსაფრთხო მანქანა BMW 5-Series გახდა

    2018 წლის ყველაზე უსაფრთხო მანქანებია BMW 5-Series, Genesis G80, Toyota Camry. ასეთი რეიტინგი ორგანიზაცია Insurance Institute for Highway Safety-ს ექსპერტებმა შეადგინეს. როგორც ისინი აღნიშნავენ, BMW-მ ეს ოქროს მედალი იმის გამო მიიღო, რომ შეუძლია საიმედოდ დაიცვას მგზავრები და ბავშვები. Genesis G80-მა ვერცხლი მოიპოვა, როგორც შეჯახებისგან დაცვის საუკეთესო სისტემის და მყარი ძარის მქონე მანქანამ, Toyota Camry-მ კი ბრიჯაო მიიღო უსაფრთხოების ახალი სისტემის Toyota Safety Sense-ს გამო.

    საუკეთესო მანქანების ათეულში მოხვდნენ ასევე Mercedes-Benz GLC და E-კლასი Mercedes-Benz, Subaru Impreza и Subaru Outback, KIA Soul, KIA Cerato и Hyundai Santa Fe Sport.

  • დათო ტურაშვილი: ასეთი უცნაურობა მჭირს, როცა კოლექტიური და საზოგადო დღესასწაულებია

    მწერალი დათო ტურაშვილი საზოგადოებას საახალწლო განწყობებსა და განცდებზე საკუთარ ნააზრევს უზიარებს: 

    “სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ცუდი ამბავი ხდებოდა და ხდება. ასეთი უცნაურობა მჭირს, კოლექტიური და საზოგადო დღესასწაულები როა, მაშინ ვარ ყველაზე სევდიანი და მოწყენილი და მაშინ მახსენდება ყველა გაჭირვებული, ყველა უბედურება. მინდა, ეს დამთავრდეს ჩემს ცხოვრებაში და ჩემი სამშობლო იყოს ქვეყანა, სადაც ადამიანებს არ ექნებათ შურის, ცრემლის, სევდის, მწუხარების განცდა. არ შეშურდებათ არავისი, ვინც დღესასწაულობს, უხარია, სადღაც გადის და ბრჭყვიალა ქალაქი უხარია. ახალ წელს მინდება ხოლმე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მათ სახლებში მისვლა და მათი თანადგომა. მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც უხარია, ვინც პრობლემებით ეგებება, ამის შეცვლა მინდა”,-თქვა ტურაშვილმა გადაცემა გადაცემა სხვა შუადღეში.
  • GOPRO-მ მილიონ დოლარიანი პრიზის გამარჯვებულები გამოავლინა

    როგორც მოგეხსენებათ, GOPRO-მ ახალი მოდელის გამოშვებასთან ერთად დააანონსა 1 მილიონ დოლარიანი პრიზი, რომელსაც კონკურსის გამარჯვებულები მიიღებდნენ.

    კონკურსის პირობები შემდეგში მდგომარეობდა. კონკურსანტებს ახალი GOPRO 7-ით უნდა გადაეღოთ ნებისმიერი შინაარსის ვიდეო და ყველანაირი მონტაჟის გარეშე გადაეგზავნათ შესაბამის მისამართზე. ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები აარჩევდნენ საუკეთესო ვიდეოებს და ვიდეოს ავტორებს გადასცემდნენ საკუთარ წილს ერთი მილიონი დოლარიდან.

  • თბილისის მერია გლდანსა და ვარკეთილში საახალწლო ღონისძიებებს აღარ გამართავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერიაში 26 დეკემბერს დედაქალაქის მთავრობის წლის ბოლო სხდომა გაიმართა.

    თბილისის მერმა კახა კალაძემ დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წელს საახალწლო ღონისძიებები რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ ერთ სივრცეში – საახალწლო სოფელში გაიმართება.

    “ხშირად გვწერენ, რატომ არ ტარდება კონცერტი სხვადასხვა რაიონებში – ამის პრეცედენტი შარშან გვქონდა – სამ ლოკაციაზე იყო საახალწლო კონცერტი – ევროპის მოედანი, ვარკეთილი და გლდანი. ყველაზე მეტი რაოდენობა ცენტრში იყო წარმოდგენილი, გლდანში 20 კაცი ესწრებოდა კონცერტს, ვარკეთილში ალბათ ცოტა მეტი”,-თქვა დედაქალაქის მერმა. 

    ამავე თემაზე:

    რა მოხდება ახალი წლის ღამეს თბილისში

    საახალწლო აქტივობების ფარგლებში 1 778 800 ლარის ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარზე დაიხარჯება

  • ანჯელინა ჯოლის საშობაო შოფინგი შვილებთან ერთად

    {{ARTICLEIMAGE}}ანჯელინა ჯოლი წინასაშობაოდ პაპარაცებმა ლოს ანჟელესში შვილებთან ერთად მაღაზიებში სეირნობისას გადაიღეს. Max Mara –ს პალტოსა და სათვალეში გამოწყობილი ვარსკვლავი 24 დეკემბერს 12 წლის ქალიშვილთან, შაილოსთან და ტყუპებთან – ნიკსთან და ვივიენთან ერთად შოფინგობდა. მანამდეც რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში ლოს ანჟელესის მაღაზიებში შვილებთან ერთად საშობაო საჩუქრების არჩევისას.

  • როგორ შეხვდნენ შობას ცნობილი ვარსკვლავები

    {{ARTICLEIMAGE}}კათოლიკურმა სამყარომ შობის დღესასწაული 24 დეკემბრის ღამეს აღნიშნა. სოციალურ ქსელში მალევე გამოჩნდა პირველი ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, სად და როგორ შეხვდნენ შობას ცნობილი ვარსკვლავები. წარმოგიდგენთ რამდენიმე, რომლებმაც თავადვე დადეს სოციალურ ქსელებში საშობაო ფოტოები.

    1. ბექჰემების ოჯახი

    დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შობას ქალაქგარეთ მდებარე სახლში შვილებთან ერთად შეხვდნენ. ოჯახი დიდ საზეიმო მაგიდასთან შეიკრიბა, მოგვიანებით კი ვიქტორიამ და მათმა ქალიშვილმა ჰარპერმა ბუხართან სანტასთვის ტრადიციული საკვები – ჭიქა რძე, ორცხობილები და სტაფილო დატოვეს. ვიქტორიამ ამ მომენტის ამსახველი ვიდეო ინსტაგრამზე დადო.


    მანამდე კი დევიდ ბექჰემმა ინსტაგრამზე დადო ფოტო, რომელზეც ბუხრის წინ ირმის რქებით არის გადაღებული. ცნობილმა ფეხბურთელმა ხელმომწერებს დამდეგი შობა მიულოცა და მოუყვა, რომ საკუთარი ხელით მოამზადა წაბლი ღია ცეცხლზე.

    2. რიზ უიზერსპუნი

    ოსკაროსანი მსახიობის ოჯახი შობას ტრადიციისამებრ კალიფორნიული სახლის მდიდრულ ინტერიერში შეხვდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა როგორც ყოველთვის ლამაზად მორთო სახლი ნაძვის ტოტებით, გვირგვინებით, სათამაშოებით და სხვადასხვა საშობაო კომპოზიციებით. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ქონდა. რიზს და მის ქმარს სამი შვილი ყავთ – 19 წლის ავა ფილიპი, 15 წლის დიკონა და 7 წლის ტენესი.


    3. კრიშტიანუ რონალდუ

    ყველა დროის საუკეთესო ფეხმბურთელმა და ერთ–ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა სპორტსმენმა შობა საკუთარ შვილებთან და საყვარელ ქალთან – ჯორჯინა როდრიგეზთან ერთად მილანში, საკუთარ სახლში აღნიშნა. რონალდუმ ინსტაგრამზე დადო ფოტო, სადაც მთელი ოჯახი საახალწლო აქსესუარებით არის წარმოდგენილი. ფოტომ ვარსკვლავის ხელმომწერთა დიდი მოწონება დაიმსახურა. რამდენიმე საათში მან 12 მილიონი მოწონება მიიღო.

    4. ევა ლონგორია

    სერიალ სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავმა შობა ქმართან – ხოსე ბასტონთან და ექვსი თვის შვილთან – სანტიაგოსთან ერთად ოკეანის სანაპიროზე იზეიმა. პატარა სანტის(ასე უწოდებს მას დედა) პირველი შობა საუკეთესო ოჯახური ტრადიციებით შედგა – 24 დეკემბერს ოჯახი სანაპიროზე გაემგზავრა, საღამოს კი საახალწლო სამოსში გამოწყობილებმა ივახშმეს. ევამ შვილის ფოტო ინსტაგრამზე საკუთარ გვერდზე დადო.

    5. სელინ დიონი

    კანადელმა მომღერალმა შობა ოჯახის წრეში აღნიშნა და ოჯახური ფოტო ინსტაგრამზე გამოდო. ფოტოზე შვილებთან და ორ ლაბრადორთან ერთად საახალწლო ნაძვისხის ფონზეა გადაღებული. ვარსკვლავმა ყველას სითბო, მშვიდობა და სიყვარული უსურვა . თანაც მილოცვა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დაწერა.

  • ნიკოლ ქიდმანის საშობაო ფოტო ქმართან ერთად

    {{ARTICLEIMAGE}}ნიკოლ ქიდმანმა საშობაოდ ინსტაგრამის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ქმართან – მუსიკოს კიტ ურბანთან ერთად არის გადაღებული. წყვილი უკვე 12 წელია ერთად ცხოვრობს . რა თქმა უნდა, შობაც ერთად აღნიშნეს და სოციალურ ქსელშიც თითქმის ერთნაირი ფოტოები გამოდეს. ნიკოლმა ინსტაგრამ ხელმომწერებს ახალ წელს სიყვარული, ღიმილი და სიხარული უსურვა, კიტმა კი თაყვანისმცემლებს ამ წელს გამოვლენილი სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

  • დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ საშობაოდ ბავშვების ზარებს უპასუხეს

    დონალდ ტრამპმა და მისმა მეუღლემ, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საშობაოდ თეთრ სახლში ბავშვების ზარებს უპასუხეს.

    რეპორტიორის, კევინ დიაზის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ბავშვს, სახელად კოულმენს ეკითხება:

    ტრამპი: გამარჯობა, ეს კოლმანია? შობას გილოცავ, როგორ ხარ? რამდენი წლის ხარ? სკოლაში კარგად სწავლობ? კიდევ გჯერა თოვლის ბაბუის არსებობის?

    უცნობია რა უპასუხა ბავშვმა ტრამპს. სხვა ზარებმა ინციდენტის გარეშე ჩაიარა. მელანია ტრამპმა ბავშვებს ოცნებების ასრულება უსურვა.

    BBC-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ შვიდი წლის ბავშვს, რომელსაც ის შობის წინა ღამეს ტელეფონზე დაელაპარაკა, სანტა კლაუსის არსებობის სჯერა.

  • კიმ კარდაშიანის “შიშველი კაბა“

    {{ARTICLEIMAGE}}
    კიმ კარდაშიანს პუბლიკის ყურადღების დაპყრობა კარგად გამოსდის. ამჯერად სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ მის “შიშველ“ კაბას, რომელში გადაღებული ფოტო კარდაშიანმა ინსტაგრამზე გამოქვეყნა. კაბა იმდენად გამჭვირვალეა, რომ სხეულს პრაქტიკულად არ ფარავს. როგორც გაირკვა, ამ კაბის ავტორია ახალგაზრდა რუსი დიზაინერი YASYA MINOCHKINA. კაბის ფასი 5000 ევროა. ფოტომ მიკრობლოგში უკვე 4 მილიონ ლაიქზე მეტი დაიმსახურა.