Category: სხვადასხვა

  • როგორ გაუყოფს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ცოლს ქონებას

    9 იანვარს პლანეტის უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon – ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა და მისმა ცოლმა, მწერალმა მაკენზი ბეზოსმა 25 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადეს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წყვილი წერდა, რომ მეგობრებად და პარტნიორებად რჩებიან.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ბეზოსების წყვილს ოთხი შვილი ყავს. მათი ასაკი 13–დან 18 წლამდეა. ოჯახის აქტივები 137 მილიარდ დოლარს შეადგენს

    როგორ გაიყოფა ოჯახის ქონება

    ჯეფი და მაკენზი 1993 წელს გაცნობიდან ექვსი თვის თავზე დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს ნიუ იორკში, უოლ სტრიტზე შეხვდნენ, სადაც ყოფილ მილიარდერს საინვესტიციო ფონდის ვიცე–პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ქალი ორგანიზაციაში გასაუბრებაზე მივიდა, რომელსაც თავად ჯეფ ბეზოსი ატარებდა და წარმატებითაც გაართვა თავი გასაუბრებას. დაქორწინების შემდეგ ცოლ–ქმარი კომპანიიდან წამოვიდა და სიეტლში გადავიდა, სადაც ბეზოსმა ონლაინ მაღაზია გახსნა. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი Amazon –ის იმპერიას. თავისი პირველი მილიონი მან 1997 წელს , ანუ დაქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ იშოვნა.

    ბოლო დროს ოჯახი ვაშინგოტნის შტატში ცხოვრობდა, სადაც საზიარო ქონების წესი მოქმედებს. ამ წესის მიხედვით განქორწინებისას ოჯახის მთელი ქონება ერთობლივად ნაშოვნად ითვლება და ცოლ–ქმარს შორის თანაბრად იყოფა. სავარაუდოდ ქონების გაყოფა ამ სცენარით წარიმართება, თუ რა თქმა უნდა მათ ხელი არ აქვთ მოწერილი საქორწინო კონტრაქტზე, რომელიც სხვაგვარ გაყოფას ადგენს. დასავლური მედია სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წყვილს საქორწინო კონტრაქტისთვის ხელი არ მოუწერია და ამიტომაც ქონება კანონის მიხედვით გაიყოფა. ასეთ შემთხვევაში ჯეფ ბეზო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს დაკარგავს, რადგან მისი ქონება 70 მილიარდამდე შემცირდება. ამ სტატუსს კვლავ ბილ გეითსი დაიბრუნებს. მაკენზი ბეზოსი კი პირიქით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალის სტატუსს შეიძენს და ამ პოზიციას წაართმევს ფრანსუაზა ბეტენკურ მეიერსს, რომელიც კომპანია L’Oréal–ის 2017 წელს გარდაცვლილი ხელმძღვანელის მემკვიდრე გახდა. ზოგიერთი მედიასაშუალება არ გამორიცხავს, რომ რომელიმე მეუღლემ ალიმენტიც მოითხოვოს, თუმცა ექსპერტები ნაკლებ სავარაუდოდ თვლიან მაკენზის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მოთხოვნას.

    მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ ქონების გაყოფაზე დავა არ იქნება, ეს პროცესი მარტივად მაინც არ ჩაივლის. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ოჯახი 1600 ჰექტარი მიწის მფლობელია, რომლის შეფასება და ღირებულების დადგენა საკმაოდ რთული იქნება. ადვილი არ იქნება ფულადი აქტივების შეფასებაც, რომელთა დიდი ნაწილი აქციების სახით ინახება, რომელთა ღირებულება განქორწინებისას დეტალურად უნდა შეფასდეს. ამოცანა შედარებით გამარტივდება, თუ ცოლ–ქმარი აქციებს ერთ ორგანიზაციაში დააბანდებს, რომელსაც ერთობლივად მართავენ.

  • ჯონ ტრავოლტამ პარიკზე უარი თქვა

    {{ARTICLEIMAGE}}ჯონ ტრავოლტას რამდენიმე წლის წინ თმა ისე შეუთხელდა, რომ ბოლო წლებია პარკის ატარებს. თუმცა ამ ახალ წელს გადაწყვიტა პუბლიკას ნამდვილი სახით მოევლინოს. ინსტაგრამის პირად ექაუნთში მან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთი ღერი თმაც კი არ აქვს. ფოტოზე ჯონ ტრავოლტა თავის 18 წლის ქალიშვილთან, ელასთან ერთად არის გადაღებული. გოგონას დედა კელი პრესტონია. 

    View this post on Instagram

    I hope everyone had a great New Year!

    A post shared by John Travolta (@johntravolta) on Jan 6, 2019 at 3:08pm PST

  • მეგან მარკლი ქალებს დასაქმებაში ეხმარება

    10 იანვარს მეგან მარკლი წელს პირველად გამოჩნდა საჯაროდ, ამჯერად სამეფო მფარველის სტატუსით. ფეხმძიმე ჰერცოგინიამ საქველმოქმედო ორგანიზაცია Smart Works მოინახულა, რომელიც უმუშევარ ქალებს დასაქმებაში ეხმარება. პრინცი ჰარის 36 წლის მეუღლე სულ ცოტა ხნის წინ გახდა ერთდროულად რამდენიმე ორგანიზაციის მფარველი და საკმაოდ მალე შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას. პროექტის ორგანიზატორებთან ერთად მეგანი ქალბატონებს იმაზე ესაუბრა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გასაუბრებაზე, რომ მომავალ დამსაქმებლებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ.

    ოფიციალური შეხვედრისთვის მეგანმა სადა სამოსი არჩია: შავი კაბა ფეხმძიმე ქალის ტანსაცმელზე სპეციალიზირებული ბრენდის – Hatch – ის კოლექციიდან და Oscar de la Renta –ს პალტო.

  • მსახიობები, რომლებსაც ინტიმური სცენების გამო რცხვენიათ

    კინოკადრში შიშველი სხეულით ვეღარავის გააკვირვებ, თუმცა როგორც ირკვევა არიან მსახიობები, რომლებიც აღიარებენ, რომ ზოგიერთი სცენის გამო უხერხულობას გრძნობენ.

    შერონ სტოუნი – “ძირითადი ინსტინქტი“

    ამ ფილმის ხსენებისას მაყურებლის უმრავლესობას ალბათ ცნობილი სცენა ახსენდება, როცა შერონ სტოუნის გმირი ქვედა საცვლის გარეშე ფეხს ფეხზე გამომწვევად გადაიდებს. თუმცა ეს ეპიზოდი ფილმში შესაძლოა არც ყოფილიყო.

    შერონ სტოუნი ამტკიცებს, რომ არც კი იცოდა როგორ გულახდილ სცენაში მოუწევდა მონაწილეობა. ფილმის რეჟისორმა, პოლ ვერხოვენმა მსახიობს უშუალოდ მორიგი ეპიზოდის გადაღების წინ სთხოვა ქვედა საცვალი გაეხადა, რადგან ის კაბაში ცუდად ჩანდა. შერონი დათანხმდა, ისე რომ ეჭვი არაფერზე აუღია. მხოლოდ პრემიარაზე ნახა რა კონტექსტში გამოიყენა რეჟისორმა მისი უსაცვლობა და რა სცენა ჩართო ფილმში. როგორც ამბობენ, ამის გამო ვერხოვენს მსახიობმა სილაც კი გააწნა. ვერ გეტყვით, რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა ფაქტია, რომ სცენა ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გახდა.

    ჯენიფერ ლოურენსი – “მგზავრები“

    {{ARTICLEIMAGE}}

    ჯენიფერ ლოურენსს შიშველი სხეულის გამოჩენის არ რცხვენია, თუმცა ზოგიერთი მორალური ნორმა უხერხულობას უქმნის. მაგალითად, ფილმ “მგზავრების“ გადაღებისას ლორუნსმა პარტნიორ კრის პრატთან ერთად ინტიმური სცენები ითამაშა. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ როგორც მსახიობი ამბობს, ის , რომ პრატი ცოლიან იყო, ჯენიფერს უხერხულობაში აგდებდა. უხერხულობის დასაძლევად ლოურენსმა ალკოჰოლს მიმართა, თუმცა როგორც თვითონ აღიარებს მეტისმეტი მოუვიდა და ამიტომაც სრულიად არ ახსოვს, როგორ გადაიღეს ეს სცენა.

    ქეით უინსლეტი – “ტიტანიკი“

    ამ მსახიობს პურიტანელობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ. ის თამამ სცენებში მონაწილეობას მშვიდად უყურებს და არც კადრში სხეულის გამოჩენას ერიდება. თუმცა, ჯეიმს კამერონის ფილმ “ტიტანიკში“ ცნობილი ეპიზოდი მისთვის პირველი შიშველი სცენა იყო. უინსლეტი აღიარებს, რომ ძალიან რცხვენოდა კამერის წინ გახდა და დღემდე ნანობს, რომ “ამდენი რამ გამოაჩინა“.

    ჰოლი ბერი – “მონსტრების მეჯლისი“

    უცნაური იქნებოდა მსახიობს იმ ფილმში მონაწილეობა ენანა, რომელმაც მას “ოსკარი“ მოუტანა. და მართლაც, ჰოლი ბერი არ ნანობს რომ ფილმში გაშიშვლება მოუწია. თუმცა მსახიობი დარწმუნებულია, რომ “მონსტრების მეჯლისი“ ასეთი დიდი რაოდენობის ძალადობის სცენების გარეშეც შეიძლებოდა გადაღოთ და ამით ფილმს არაფერი დააკლდებოდა.

  • Tesla Model 3 ამერიკის პრემიუმ სეგმენტის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია

    ამერიკის პრემიუმ სეგმენტის საავტომობილო ბაზარი საკმაოდ დიდი კონკურენციით გამოირჩევა, სადაც წლების განმავლობაში გერმანული ბრენდები Mercedes-Benz და BMW დომინირებდნენ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მათ აქტიური კონკურენტი გამოუჩნდათ TESLA-ს სახით. 

    2018 წლისთვის კი TESLA MODEL 3 ამერიკის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ კლასის სედანი გახდა.

    მოგეხსენებათ, 2018 წელი იყო პირველი სრული წელი ამ მოდელისთვის, რა პერიოდშიც კომპანიამ შტატებში მისი 140,000-მდე ეგზემპლარი გაყიდა. 2018 წელს მისია კონკურენტი Mercedes-Benz-ის მოდელი GLC გახლდთ, რომელმაც მხოლოდ 62 000 ეგზემპლარის გაყიდვა მოახერხა.

    საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეორე ადგილი LEXUS RX-მა დაიკავა 111 000-მდე გაყიდული ავტომობილით. ხოლო რაც შეეხება BMW-ს, იგი სამეულშიც ვერ მოხვდა.

  • დედოფალი ზარას ჟაკეტში

    {{ARTICLEIMAGE}}საშობაო–საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ესპანეთის დედოფალი ლეტიცია საქმიანობას დაუბრუნდა. 9 იანვარს მეფე ფილიპ VI –ს მეუღლე მადრიდში ნარკომანიასთან ბრძოლის ფონდს ეწვია.

    ოფიციალური შეხვედრისთვის 46 წლის დედოფალმა სრულიად სადა კლასიკური იმიჯი არჩია: ესპანური იაფფასიანი ბრენდის – ზარას ოქროსფერღილებიანი შავი ჟაკეტი, ხელში Hugo Boss –ის ქლაჩი, თითქმის შეუმჩნეველი Gold & Roses –ს საყურე, მინიმალისტური მაკიაჟი და კლასიკური ვარცხნილობა.

  • ქეთი თოფურიას ფოტო ბალის სანაპიროდან

    რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი თოფურია საახალწლო არდადეგებს კუნძულ ბალიზე ატარებს და ინსტაგრამზე მის ხელმომწერებს იქ გადაღებულ ფოტოებს უზიარებს. ერთ ერთი ფოტო ოკეანის ნაპირზე საცურაო კოსტუმშია გადაღებული. მომღერლის თაყვანისმცემლებმა მის იდეალურ ფორმებზე გაამახვილეს ყურადღება და კომპლიმენტები არ დაიშურეს.

    ცოტა ხნის წინ ქეთი თოფურიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ძალიან უნდა წონაში მომატება.

    “ძალიან მინდა გასუქება – თუნდაც სამი კილოს მომატება, რომ იდეალურ ფორმაში ვიყო. როგორც გაირკვა, ეს ძალიან ძნელია. მშობიარობის შემდეგ ძალიან გავხდი და ვეღარ ვიმატებ. ბოლო დროს ბევრი სანერვიულოც მქონდა. ახლა ყველაფერს ვჭამ, ხაჭაპურსაც კი. მაგრამ წონაში მაინც ვერ ვიმატებ“– ამბობს თოფურია.


    შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს ქეთი რეპერ გუფს დაშორდა, რომელსაც ქმართან, ლევ გეხმანთან გაშორების შემდეგ ხვდებოდა. წყვილი რომანს არ მალავდა და ინსტაგრამზე ერთობლივი დასვენებისას გადაღებული რომანტიული ფოტოებიც არაერთხელ გამოაქვეყნეს.

  • სილამაზის კონკურსების კულისები (უჩვეულო ფოტოპროექტი)

    სილამაზის კონკურსების სამყარო, რომელიც მრავალი გოგონას ოცნებაა და უამრავ მაყურებელს იზიდავს, ერთი შეხედვით ბრწყინვალე, კაშკაშა და ლამაზია. რა იმალება ლამაზი შოუს მიღმა, რა გზის გავლა უწევთ მონაწილეებს. რა შრომა, სიხარული, იმედგაცრუება და სევდა ახლავს ამ პროცესს. ჯენ აკერმანმა და ტიმა გრუბერამ უჩვეულო ფოტოპროექტი ჩაიფიქრეს. მათ მაყურებელი მსოფლიოს ორი უმსხვილესი სილამაზის კონკურსის: მის აშშ–ს და მის სამყაროს კულისებში შეახედეს. ფოტოები დაგანახებთ კონკურენციას, მეგობრობას, ტკივილს, მიზანსწრაფულობას… სხვა თვალით შეგახედებთ მაკიაჟის, დავარცხნილი დალალების, ლენტების, სამკაულების, სილამაზის სამყაროს და გაჩვენებთ, რაზე მიდიან გოგონები ტიტულის მოსაპოვებლად.

    {{PHOTOGALLERY}}

  • ჯიჯი ჰადიდის და ზეინ მალიკის საბოლოო დაშორება?

    {{ARTICLEIMAGE}}დასავლური მედიის ინფორმაციით ცნობილი მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი ზეინ მალიკი ისევ დაშორდნენ.

    პირველად ისინი ერთმანეთს გასული წლის მარტში , 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ , რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმ დროისთვის წყვილმა სოციალურ ქსელ თვითერში ერთამენთზე საკმაოდ თბილი წერილები გამოაქვეყნა. სანდო წყაროს ინფორმაციით ისინი ფიქრობდნენ, რომ იმ პერიოდისთვის მათთვის “პაუზის აღება“ კარგი იქნებოდა. თუმცა ამჟამინდელი დაშორება ნამდვილად აღარაა „ პაუზა“ . სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ ზეინი და ჯიჯი მეორე ცდაზე ნამდვილად ცდილობდნენ ურთიერთობის აწყობას, თუმცა ზეინს თავისი პრობლემები და გამოუსწორებელი თვისებები აქვს, რომელთა დაძლევაში ჯიჯიმ მისი დახმარება ვერ შეძლო.

    წყაროს მტკიცებით ჯიჯი მთლიანად შეყვარებულზე იყო ფოკუსირებული,მალიკთან ურთიერთობის პერიოდში თავის მეგობრებთანაც კი გაწყვიტა კონტაქტი და მთელ დროს და ენერგიას შეყვარებულს უთმობდა. თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამოვიდა.
    როგორც აღვნიშნეთ, წყვილმა წინა წელს მარტში ოფიციალურად დაასრულა ორწლიანი ურთიერთობა , შემდეგ კი თვითერზე ცალცალკე გამოაქვეყნეს სტატუსები ამ ურთიერთობის შესახებ.

    ზეინი წერდა:„ მე და ჯიჯის საოცარი, აზრიანი, ხალისიანი და სიყვარულით საავსე ურთიერთობა გვქონდა. ჯიჯის მიმართ მე მაქვს უდიდესი პატივისცემა და სიყვარული როგორც ქალის და მეგობრის მიმართ. მას შესანიშნავი სული აქვს. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი ფანის რომელიც მხარს უჭერს და პატივს სცემს ჩვენს მძიმე გადაწყვეტილებას და ამავე დროს ჩვენს პირად სივრცეს. ჩვენ გვინდოდა ეს ინფორმაცია მათ პირველ რიგში ჩვენგან გაეგოთ. დიდი მადლობა xZ “

    ამის შემდეგ თვითერზე ჯიჯის შეტყობინებაც გამოჩნდა : „დაშორების შესახებ განცხადებები ხშირად მშრალი და უემოციოა, რადგან შეუძლებელია სიტყვებში ჩაატიო ის, რასაც ორი ადამიანი წლების მანძილზე ერთად ყოფნისას განიცდის ურთიერთობებში და ზოგადად ცხოვრებაში. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმ სიყვარულის, ერთად გატარებული დროის და ცხოვრებისეული გაკვეთილების გამო, რაც ზეინმა მომცა. მისთვის მხოლოდ კარგი მინდა და ყოველთვის მხარს დავუჭერ მას როგორც მეგობარი, რადგან მის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამაჩნია. მე ვიქნები მის გვერდით რაც არ უნდა მოხდეს. xG“ წერდა ჯიჯი .

    View this post on Instagram

    flyin home to my happy place ❤️

    A post shared by Gigi Hadid (@gigihadid) on Oct 21, 2018 at 4:59pm PDT