Category: სხვადასხვა

  • ევა ლონგორიამ შვილის ფოტო ჩანთაზე დაიხატა

    მსახიობი ევა ლონგორია დედა გასული წლის ივნისში გახდა. მას შემდეგ ის თავის შვილს, სანტიაგოს გვერდიდან არ იშორებს და ცდილობს ყველგან თან ატაროს. თუ პირდაპირი მნიშვნელობით არა, მისი ფოტო მაინც. პაპარაცებმა 43 წლის ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როცა ბევერლი ჰილზზე სილამაზის სალონიდან გამოვიდა. ის ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი. საყოველთაო ყურადღება მიიპყრო მისმა ჩანთამ, რომელზეც ევას და მისი შვილის ფოტოა გამოსახული წარწერით “შენ ხარ ჩემი ცხოვრება.“ ჯერ კიდევ ფეხმძიმობის დროს ევა აღიარებდა, რომ ბავშვის გაჩენა ბევრჯერ გადადო, რადგან ოცნებობდა ის საყვარელი ადამიანისგან გაეჩინა. ასეთი ადამიანი ბოლოს გამოჩნდა – მისი ქმარი, 50 წლის ბიზნესმენი ხოსე ანტონიო ბასტონი. მსახიობი მშობიარობიდან მალევე საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, თუმცა დროის ძირითად ნაწილს ბავშვთან ატარებს. 

  • Facebook Messenger-ს მესიჯის წაშლის ფუნქცია დაემატა

    5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მესენჯერს მესიჯის წაშლის ფუნქცია დაემატა. თუმცა სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით მესენჯერში მესიჯის წაშლა გაგზავნიდან მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ეს ფუნქცია მიზნად ისახავს შეცდომით გაგზავნილი მესიჯების თავიდან აცილებას. აქამდე მესიჯის წაშლა შეიძლებოდა მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან ანუ მხოლოდ გამგზავნისთვის წაიშლებოდა და მიმღები მას ჩვეულებრივად ნახავდა. აპლიკაციაში მესიჯის წაშლას შეძლებენ როგორც IOS-ის ისე Android-ს მომხმარებლები.
    მარკ ცუკერბერგმა ამ ფუნქციაზე მუშაობა გასული წლის აპრილში დაიწყო.
  • ზოოპარკი “შანსს” გაძლევთ, მსოფლიოში ყველაზე შხამიან გველს ყოფილი შეყვარებულის სახელი დაარქვათ

    {{ARTICLEIMAGE}}
    უცნაური კონკურსი ავსტრალიის ზოოპარკში – კონკურსის ავტორებმა დამთვალიერებელი გამოწვევის წინაშე დააყენეს: დამთვალიერებელმა უნდა ახსნას, რატომ უნდა დაერქვას ზოოპარკის ბინადარ ყველაზე შხამიან გველს მათი ყოფილი შეყვარებულის სახელი, ამისთვის კი შემოწირულობაც უნდა გაიღონ.   

    კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა 14 თებვერვალს, ვალენტინობის დღეს გახდება ცნლობილი.

  • კრიშტიანუ რონალდუ და მისი შეყვარებული ტურინში სეირნობისას შენიშნეს

    სასამართლოში პრობლემების მოგვარებისა და 21 მილიონ დოლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ 33 წლის კრიშტიანუ რონალდუ დასასვენებლად ტურინში გაემგზავრა. რეალ მადრიდიდან იუვენტუსში გადასვლის შემდეგ რონალდუ დროის უდიდეს ნაწილს სწორედ იტალიაში ატარებს. ფეხბურთელს ყველგან თან ახლავს 25 წლის შეყვარებული ჯორჯინა როდრიგესი. გოგონას ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა და შეყვარებულის გვერდში დგომა ახლა განსაკუთრებით სჭირდება.

    ვარსკვლავური წყვილი პაპარაცებმა ქალაქში სეირნობისას გადაიღეს. მათ ხელგადახვეულებმა მოიარეს ქალაქის ქუჩები, შემდეგ კი გრან მადრე დი დიოს ეკლესიაში შევიდნენ. ეს ეკლესია ტურინის ერთ–ერთი მთავარი ღირშესანიშნაობაა. ეკლესიაში ცოტა ხანი დაჰყვეს და შემდეგ ქალაქში სეირნობა გააგრძელეს. აღსანიშნავია, რომ ამ ტაძარში წყვილი რამდენიმე თვის წინაც შენიშნეს. ამბობენ, რომ სწორედ ამ ტაძარში შეიძლება გამართოს წყვილმა საქორწილო ცერემონიალი.

  • დუბაიში ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება

    {{ARTICLEIMAGE}}დუბაიში ახალი ცათამბჯენის „ბურჯ ჯუმერას“ მშენებლობა იწყება. შენობა სიმაღლეში 550 მეტრი იქნება და ქვეყნის მმართველის, ემირის შეიჰ მუჰამედის თითის ანაბეჭდის ფორმა ექნება.

    დეველოპერების თქმით, შენობის ფასადი ციფრული დისფლეით იქნება დაფარული, რომელსაც  სხვადასხვა დღესასწაულებზე გამოიყენებენ.

    გეგმის მიხედვით, ცათამბჯენი დუბაიში სხვადასხვა საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ცენტრი გახდება. იქ გაიმართება აგრეთვე სამხატვრო და სხვა სახის გამოფენები.

  • მისტერ ვალენტინი 2019 წლის ფინალისტები

    {{ARTICLEIMAGE}}მისტერ ვალენტინი 2019-ის ფინალისტები გამოვლინდნენ. ინფორმაცია კონკურსის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.შესარჩევი რეგისტრაცია იანვარში დაიწყო და მასში 17-დან 27 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ. გამარჯვებული 14 თებევრლამდე გამოვლინდება.

    {{PHOTOGALLERY}}

  • მსახიობები, რომლებიც არასოდეს ყოფილან გათხოვილი

    21–ე საუკუნეში ურთიერთობების ოფიციალურად დაკანონებას ხშირად აღარ ჩქარობენ. მათ შორის ცნობილი ვარსკვლავებიც, რომლებიც არაერთ პარტნიორთან ხანგრძლივი თუ ხანმოკლე ურთიერთობის მიუხედავად ოფიციალურად გათხოვილები არასოდეს ყოფილან:

    1. ნაომი ქემფბელი. 48 წლის

    მას ურთიერთობა ქონდა არაერთ მსოფლიოში ცნობილ მამაკაცთან: სპორტსმენებიდან დაწყებული ბიზნესმენებით დამთავრებული, თუმცა ჯერჯერობით ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ნაომი ოჯახის შექმნაზე დაეთანხმებინა. სუპერმოდელი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ოჯახს და შვილების გაჩენის შესაძლებლობას.

    2. პატრიცია კაასი. 52 წლის

    ლეგენდარული ფრანგი მომღერალი, პატრიცია კაასი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლების და არაერთი პარტნიორის მიუხედავად გათხოვილი არასოდეს ყოფილა. მის შეყვარებულებს შორის იყვნენ ალენ დელონი და ჟერარ დეპარდიეც, თუმცა საქმე ქორწილამდე არ მივიდა. ერთადერთი, რაზეც მომღერალი დარდობის ის არის, რომ შვილი არ ყავს.

    3. შარლიზ ტერონი. 44 წლის

    ჰოლივუდელი ლამაზმანი არასოდეს ყოფილა ოფიციალურად გათხოვილი. მისი რამდენიმე წლის წინანდელი ურთიერთობები შონ პენთან ლამის ქორწილით დამთავრდა: წყვილმა ბავშვიც კი იშვილა, მაგრამ მოგვიანებით დაშორდნენ. ამჟამად შარლიზი ორ შვილს მარტო ზრდის, აქტიურად მონაწილეობს ფილმებში და როგორც მსოფლიო პრესა წერს რომანი გააბა ბრედ პიტთან. ვნახოთ, ამჯერად როგორ განვითარდება მათი რომანი და დასრულდება თუ არა ის ოფიციალური ქორწინებით.

    4. ვაინონა რაიდერი. 47 წლის

    ერთ–ერთ ინტერვიუში ვაინონა რაიდერმა აღიარა, რომ განქორწინებების ეშინია და მისი იდეალი მშობლეი არიან, რომლებმაც ერთად 40 წელზე მეტი იცხოვრეს. ამიტომაც თვლის რომ ჯობს საერთოდ არ გათხოვდეს, რათა შემდეგ განქორწინება არ მოუწიოს. ვაინონა მომავალზე ბევრს არ ფიქრობს და ცდილობს ბედნიერი აწმყოთი იცხოვროს.

    5. ევა მენდესი. 45 წლის

    ევა მენდესი არ თვლის, რომ აუცილებელია ოფიციალური ქორწინება იმისათვის, რომ წყვილმა თავი ოჯახად იგრძნოს. ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე სასურველ მამაკაცთან – რაიან გოსლინგთან ერთად ის ორ გოგონას ზრდის, მესამე შვილს ელოდება და სულ არ ჩქარობს ოფიციალურად ურთიერთობების გაფორებას.

    6. კაილი მინოუგი. 51 წლის

    მომღრლის ურთიერთობები მსახიობ ჯოშუა სასთან განშორებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ქორწილისკენ მიდიოდა. მკერდის სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ მომღერალს იმედი ქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს ოჯახურ ბედნიერებას იპოვნიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ის შიშობს, რომ შესაძლოა ნამდვილი ოჯახი აღარც ჰქონდეს, რადგან ქიმიოთერაპიის შემდეგ ბავშვის გაჩენა არ შეუძლია. თუმცა ვინ იცის, შესაძლოა მისი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდეს.

  • ქეით ბლანშეტი არმანის ახალ სარეკლამო რგოლში

    ცნობილი მსახიობი ქეით ბლანშეტი ჯორჯო არმანის ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღეს.მსახიობი რამდენიმე წელია ამ ბრენდის სახეა და როგორც ზოგადად ბრენდის, ასევე მისი ცალკეული პროდუქტების რეკლამებში მონაწილეობს.ამჯერად ის არმანის სუნამოს Si –ს უკეთებს რეკლამირებას.

    {{VIDEO}}

  • კახა კალაძე დემნა გვასალიას 1040 დოლარიანი ჰუდით – ფოტოები “ინსტაგრამიდან”

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი დიზაინერ დემნა გვასალიას სამოსში – კახა კალაძის ფოტო დიზაინერმა “ინსტაგრამის” გვერდზე ატვირთა. ჰუდის ღირებულება 1040 დოლარია.